IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> უცხოური ლიტერატურა, პროზა და პოეზია ჩვენი ხედვით
მნათე
პოსტი Apr 9 2008, 03:07 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პატრიარქის შემოდგომა ლევანიკო, ამით უნდა დაგეწყო, თუმცა მარტოობის ასი წელიწადიც არაა ის წიგნი რომელიც იმედს გაგიცრუვებს მაგრამ მარკესს იმდენად ადიადებენ, ძალიან ვაფასებ მაგრამ ასეთი დიადიც არაა ჩემი აზრით...


რა გითხრა აბა.. ქრისტიანებს ძნელად თუ გაგვაოცებენ რამით biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 21 2008, 01:57 AM
პოსტი #22


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აბა როგორაა საქმე არ კითხულობთ უცხოურს არაფერს? smile.gif



NASCE FORSE

C'è la nebbia che ci cancella

Nasce forse un fiume quassù

Ascolto il canto delle sirene
del lago dov'era la città




სათავეში

ქალაქი - ნისლების ტბა,
სიმღერად საყვირთა ხმა;
ვერავის ვერ ვხედავ სხვას,
ვდგავარ წყაროთა თავს.



ძალიან თავისუფალი თარგმანია smile.gif , მაგრამ წაკითხვისას მე ასე დავინახე, მოკლედ, მოყვარული ვარ მხოლოდ და მეპატიება biggrin.gif

ახლა მეორე



TAPPETO


Ogni colore si espande e si adagia
negli altri colori

Per essere più solo se lo guardi




ხალიჩა

ეწვნება ფერი - ფერს,
ეხვევა ძაფი - ძაფს;
მრავალი ბადებს ერთს,
და მაინც მრავალი ჩანს!



იაქტიურეთ და იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს.

რომ იცოდეთ რამხელა სიამოვნებას მანიჭებს ეს ჩემი ჰობი ( ეს და ფოტოგრაფია)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 21 2008, 08:36 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მოკლედ ასე უფრო ნათელი რო იყოს ის თუ რატო არ ვსვავ წერის დროს წერტილ მძიმეებს აი რას წერს ამ საკითხზე ჩემი საყვარელი მწერალი , ჯარისკაცი , ნამდვილი ამერიკელი კურტ ვონეგუტი
" ახლა კი წერის გაკვეთილს ჩაგიტარებთ.

პირველი წესი: არ გამოიყენოთ წერტილ-მძიმეები. ისინი ტრანსვესტიტი ჰერმაფროდიტები არიან და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ოდესღაც კოლეჯში სწავლობდით
"
ვოტ ასე biggrin.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Apr 21 2008, 08:38 AM
პოსტი #24


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
" ახლა კი წერის გაკვეთილს ჩაგიტარებთ.

პირველი წესი: არ გამოიყენოთ წერტილ-მძიმეები. ისინი ტრანსვესტიტი ჰერმაფროდიტები არიან და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ოდესღაც კოლეჯში სწავლობდით
"


აააააა IPB-ს სურათი მაგარია IPB-ს სურათი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 23 2008, 02:34 AM
პოსტი #25


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არაფერს არ წარმოადგენენ

ვითომ? biggrin.gif აბა ერთი ამ განყოფილების მოდერატორს კითხეთ biggrin.gif

ხო, ოFFი რომ არ გამომივიდეს,
ეს უნგარეტის ყველაზე ცნობილი ლექსის თარგმანია, მართლა ლამაზია ისე smile.gif

Soldati


Si sta come,
d'autunno,
sugli alberi,
le foglie.


G. Ungaretti –

Bosco di Courton luglio 1918



ჯარისკაცები


ვით შემოდგომის
ხეთა ფოთლები,
ჩვენც ველოდებით
როდის მოვწყდებით...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 25 2008, 10:44 PM
პოსტი #26


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



რამდენიმე სვენსკთალანდე დაიარება აქ ვიცი და იმათთვის იყოს smile.gif
მაიაკოვსკის ლექსია, შვედურად, სახელი არ ვიცი, ალბათ ასე ქვია "შენი თვალები" ან საერთოდ უსათაუროა, იმიტომ რომ ვერსად ვერ ვიპოვე ინტერნეტში.... huh.gif არც ქართული თარგმანი წამიკითხავს ოდესმე, და არც ორიგინალი, მაგრამ შვედური თარგმანიდან მიყვარს ძალიან smile.gif

თუ ვიპოვე აუცილებლად დავდებ, მანამდე ეს იყოს, ეხლა გავრბივარ tongue.gif
ან ჯანდაბას ჩემი თარგმანს დავდებ თუ ვერაფერი ვიპოვე.


Dina ögon är som knivar,
dina öგon ser i mina,
och Jag glömmer vem Jag är och vem jag var.

Men var gång du sänker blicken
kan Jag känna hur du ticker
mig i hjärtat med ditt svarta hat.

En hästhov kan jag räta
jag kan böla en kopekslant
och jag fäller oxar med ett enda slag.

Var jag den som fick bestämma,
ja då skulle vi bli hemma,
men du sticker ut så fort du får en chance.

När jag kommer hem på kvällen
får jag gå på skumma ställen
för att kolla var du gömmer dig nånstans.

Jag har tröttnat på att springa
efter dig var legid timma,
hag har köpt mig en cyckel som är blå.
Jag hör lastbilbromsaren skrika,
och jag vaknar på kliniken,
men du kommer aldrig hit och hälsar på.

Doktorn sövde genast ner mig
och börja operera mig,
i sex dar skar han i mig med sin kniv.

Men jag lever än, mitt hjärta,
fast jag grät av sorg och smärta,
för en sån som du riskerade jag mitt liv!
Ja, din blick, den är som kniven, men snart blir jag utskriven,
du kan gömma dig, jag hittar dig endå.

Då blir du den som får lipa,
fär min rakkniv ska jag slipa,
jag ska raka av dit hår, varenda strå!

Vladimir Mayakovski (1961).


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 28 2008, 03:50 PM
პოსტი #27


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ეს ლექსი შვედი მწერალი ქალის, კატერინა მაზეტის რომანიდანაა "Graben i Graven Bredvid" - "ტიპი მეზობელი საფლავიდან", რომელიც ჩემმა მეგობარმა თარგნა, ეს ლექსიც მისივე თარგმანია smile.gif

წიგნის ქართული თარგმანი იყიდება smile.gif

http://www.literatura.ge/index.php?page=11&

Som två raggiga björnar är du och jag min vän
När vi kryper in i vårt ide och drömmer om sommaren
Glömmer människor buller och stora, dystra hus
Och drömmer om tysta skogor och sommarnätternas ljus

Hårda isiga vindar och mörker som blir tätare för varje dag-
Kom och lägg dig nära och värm dig här ett slag!
Ute lurar jägaren, långt i fjärran ylar ensam räv
Låt mig gömma min nos i din pöls så varm och ströv!

Och en dag ska vi vakna, när vintern tagit slut
Och magra, frusna och toviga vi tittar försiktigt ut
Känner vårens dofter och dricker dem som vin
Och börjar söka honungen som samlat av vilda bin

Långsamt får vi vår stryka, och kan ströva i vår skog igen
Fånga fisk i bäcken och vänta sommaren
Om vi hjälper varandra med att hålla värmen hela vintern ut
Vet vi att det kommer alltid vår till slut.

.................


ჩვენ ვართ დათვები, მეგობარო, მურა თათებით
მოვკალათდებით ბუნაგებში და ზაფხულს ვნატრობთ,
თავს არ ვიწუხებთ კაცის ბედზე ფიქრით დათვები
ურღან ტყეებზე, თეთრ ღამეზე ფიქრები გვართობს.

გარეთ კი ბნელა, სუსხიანი ბობოქრობს ქარი
მომიწექ გვერდით - ჩემი სითბო გაიზიარე
ძრწის მონადირე და სუნსულებს მელია ტყეში
მე გეხუტები, მათბობს შენი ბეწვი უხეში.

ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ - ზამთრის დასასრულს
გამოვბობღდებით - შემცივნული ორი დათუჩა,
რა მათრობელა სურნელი აქვს მაინც გაზაფხულს
თაფლსაც ვიგემებთ, ველურ ფუტკრებს თუ გადაურჩა.


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 2 2008, 03:20 AM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ - ზამთრის დასასრულს
გამოვბობღდებით - შემცივნული ორი დათუჩა,
რა მათრობელა სურნელი აქვს მაინც გაზაფხულს
თაფლსაც ვიგემებთ, ველურ ფუტკრებს თუ გადაურჩა.

ლამაზია ხომ იცი შენ, მაგრამ სათაური ხურავს biggrin.gif
ციტატა
ტიპი მეზობელი საფლავიდან

ისე მაინტერესებს, კითხულობთ რაიმე უცხოურ ლიტერატურას?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 2 2008, 03:33 AM
პოსტი #29


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



PROVERBI


ანდაზები


--------------------------------------------------------------------------------

UNO-ერთი


S'incomincia per cantare
E si canta per finire

ვიწყებთ მღერისათვის
და ვმღერივართ დამთავრებისათვის

DUE-ორი

E' nato per cantare
Chi dall'amore muore.

სიმღერისათვის დაბადებულა
ვინც სიყვარულს შეეწირა...

E' nato per amare
Chi dal cantare muore.

სიყვარულისათვის უცოცხლია
ვინც სიმღერით კვდება...

TRE-სამი

Chi è nato per cantare
Anche morendo canta.

სიმღერისათვის დაბადებული
როდესაც კვდება მაშინაც მღერის..

QUATTRO-ოთხი

სიყვარულისათვის დაბადებული კი
სიყვარულითვე მოკვდება...

Chi nasce per amare
D'amore morirа.

...

ისე უცებ, გაურითმავად, აკი ანდაზას აზრი სჭირდება სწორედ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 2 2008, 12:22 PM
პოსტი #30


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



KAIROS

რა კითხვააა კაიროს biggrin.gif
მა რას ვშვებით tongue.gif


ამჟამად ვკითხულობ ლიზა მარკლუნდის "თავშესაფარს"[ Liza Marklund " Asyl"] (შვედურად) და დოსტოევსკის "კარამაზოვებს" (რუსულად) რომლისთვისაც ბოლო თვეებია ზედაც არ შემიხედავს მოუცლელობის და სიზარმაცის გამო laugh.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 3 2008, 04:43 PM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ლიზა მარკლუნდის "თავშესაფარს"[ Liza Marklund " Asyl"] (შვედურად)

პირადად არ ვიცნობ, იქნებ გაგვაცნო, რა ხდება, როგორ წერს, რას წერს... იქნებ საუკეთესო ციტატებიც დაწერო smile.gif კარგი გოგო ხარ, თაქ!

RICORDO D'AFFRICA

da L'ALLEGRIA - da ULTIME

Il sole rapisce la città

Non si vede più

Neanche le tombe resistono molto


Milano 1914/1915

აფრიკული მოგონებანი

მზეში ჩამდნარა ქალაქი,
მხოლოდ ხვატიღა ჩანს;
ჩრდილთა არ ყოფნით მარაგი
აღარც საფლავთა ქვათ!"


La tua luce

Scompare a poco a poco, amore, il sole
Ora che sopraggiunge lunga sera.

Con uguale lentezza dello strazio
Farsi lontana vidi la tua luce
Per un non breve nostro separarci.


ნათელი შენი

ტრფობაო ჩემო,
ნელინელ ქრება მზე სხივთამფენი,
ირგლივ უშენო
ისადგურებს საღამო გრძელი...
როგორც წამება,
გაწელილი, მტანჯველი, ნელი,
ასე მშორდება
უხილავად ნათელი შენი...
....
აწ განშორების
გრძელვადიან განაჩენს ველი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 3 2008, 06:01 PM
პოსტი #32


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



KAIROS
ციტატა
კარგი გოგო ხარ, თაქ!

a075.gif
თაქ შელვ! smile.gif

ამ სიტყვებისთვის განსაკუთრებით
ციტატა
აწ განშორების
გრძელვადიან განაჩენს ველი!


მოკლედ ეხლა მოგიყვებით ლიზაზე smile.gif
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ლიზა მარკლუნდი გახლავთ შვედი ჟურნალისტი. დაიბადა 1962 წლის 9 სექტემბერს ქალაქ პიტეოში (ჩრდილოეთ შვედეთშია, ნორბოთენში). შემდეგ სწავლობა კალიქსის უმაღლეს სკოლაში (2005 წელს მეც ვსწავლობდი მანდ cool.gif ). 1980 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად ქალაქ ლულეოში (აქაც ნამყოფი ვარ biggrin.gif) რამდენიმე წლის შემდეგ იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელებიც ჟურნალისტად მუშაობის დროს გაეცნო დაიწყო დეტექტიური რომანების წერა. მისი პირველი რომანი 1998 წელს გამოვიდა და უმალვე შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თანამედროვე მწერალი გახდა. ცხოვორობს სტოქჰოლმში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად.

რომანი მე რომ ვკითხულობ ეხლა არის სიქუელი 1995 წელს დაწერილი რომანისა "დამალულები" [Gömda]. ორივე რომანი რეალურ ისტორიას შეიცავს და დაწერილია მთავარ გმირთან თანამეშრომლობით. სახელების შეცვლით რათქმაუნდა. ამ რომანზე მუშაობისას დაინტერესდა სწორედ ლიზა ქალთა საკითხებით და დღეს აქტრიურად მოღვაწეობს ამ სფეროშიც.

აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობასაც. შარშან სხვათაშორის ჩემი შვედეთში ყოფნის დროს, ვნახე ლიზას დოკუმენტური ფილმი, გადაღებული იყო თუ არ ვცდები კამბოჯაში, ფილმი ეძღვნებოდა შიდსის პრობლემას, საკმაოდ საინტერესო იყო...

რაც შეეხება ამონარიდებს, ეს დღეები მოვიცლი და რამეს გადამოვაქართულებ და მოგაწვდით smile.gif
ესეც საიტი: http://www.lizamarklund.net/


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი May 4 2008, 08:34 AM
პოსტი #33


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ყოჩაღ, კაიროს

ეს კი ჩეზარე პავეზე

ახლა ერთ სტროფს ვთარგმნი სპონტანურად და გაგრძელება სხვა დროს იყოს

მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი

მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება
ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი,
შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება...

Verrà la morte e avrà i tuoi occhi

Verrà la morte e avrà i tuoi occhi-
questa morte che ci accompagna
dal mattino alla sera, insonne,
sorda, come un vecchio rimorso

თუ ხარ, სა ხარ იტალიაში?
შემოიხედე ერთი ჩვენს საითსა და ფორუმზე

GIPG

GIPG FORUM


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი May 4 2008, 09:33 AM
პოსტი #34


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



რახან დავიწყე, გავასრულე კიდეც

ჩეზარე პავეზე

მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი

მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება
ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი,
შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება,
ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო.
თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა,
ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
ყოველ ცისმარე დილას ნახავ შენ მათ, როდესაც
სარკის წინაშე მოიხრები, მოიკაკვები.
ჰოჲ, ტკბილო სასოვ, დღე დადგება, როცა გავიგებთ,
რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.

კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა,
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
ეს რომ მოხდება, თითქოს მავნე ჩვევაც გაქრება,
სარკეში ნახავ მკვდრეთით აღმდგარ საკუთარ სახეს,
დახშულ ბაგეთა გაიგონებ მეტყველებასაც.
სიტყვაუთმქელნი ჩავეშვებით უღრმეს მორევში.

Cesare Pavese

Verrà la morte e avrà i tuoi occhi

Verrà la morte e avrà i tuoi occhi-
questa morte che ci accompagna
dal mattino alla sera, insonne,
sorda, come un vecchio rimorso
o un vizio assurdo. I tuoi occhi
saranno una vana parola,
un grido taciuto, un silenzio.
Così li vedi ogni mattina
quando su te sola ti pieghi
nello specchio. O cara speranza,
quel giorno sapremo anche noi
che sei la vita e sei il nulla

Per tutti la morte ha uno sguardo.
Verrà la morte e avrà i tuoi occhi.
Sarà come smettere un vizio,
come vedere nello specchio
riemergere un viso morto,
come ascoltare un labbro chiuso.
Scenderemo nel gorgo muti.


მაინც და მაინც არ მომწონს გასმანის მიერ წაკითხული ვერსია. ეტყობა, რომ ვიზუალური მხარე უფრო ძლიერი აქვს ამ დიდებულ იტალიელ მსახიობს. ლექსების წაკითხვა კი ჩვენების რომ ვიცი, ისეთი იშვიათია (საღარაძე, მედეა ჩახავას მიერ წაკითხული ლადო ასათიანის "ყაყაჩო", დიდი ეროსი მანჯგალაძე და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო)


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი May 4 2008, 09:55 AM
პოსტი #35


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



georgianeli
ციტატა
კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა,
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,


ციტატა
რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.


wow
wooooooooooooooow

აღვფრთოვანებული ვარ,ბრწყინვალეა
eccellente....
perfetto....
bravissimo....

პ.ს. როგორ მიხარია ასეთი ფორუმელები რომ გვემატებიან smile.gif საინტერესო ხდება აქაურობა და შინაარსიანი...

KAIROS
ციტატა
აწ განშორების
გრძელვადიან განაჩენს ველი!

გადასარევია!!!... (თქვენის ნებართვით ხელმოწერაში გადავიტან smile.gif )


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი May 4 2008, 10:09 AM
პოსტი #36


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(KAIROS @ Apr 21 2008, 01:57 AM) *


NASCE FORSE

C'è la nebbia che ci cancella

Nasce forse un fiume quassù

Ascolto il canto delle sirene
del lago dov'era la città

სათავეში

ქალაქი - ნისლების ტბა,
სიმღერად საყვირთა ხმა;
ვერავის ვერ ვხედავ სხვას,
ვდგავარ წყაროთა თავს.

ძალიან თავისუფალი თარგმანია smile.gif , მაგრამ წაკითხვისას მე ასე დავინახე, მოკლედ, მოყვარული ვარ მხოლოდ და მეპატიება biggrin.gif


შენეული ვერსია ძალიან ლამაზია და სიმბოლისტურ კომპოზიციასაც ჩასწვდი, მაგრამ სიზუსტე აკლია და რახან დედანშიც ურითმოა, ასე ვთარგმნიდი

თუ ჩნდება, ალბათ

სადაც ნისლებში ვუჩინარდებით,
ალბათ, მდინარე აქ ჩნდება, ზევით,
ყურს ვუგდებ მღერას იმ საყვირების,
სად ტბის ადგილზე ქალაქი იყო.

ყოველ შემთხვევაში, შენს და ჩემს ვერსიაში, ქართულად უფრო მელოდიურად და რიტმით გამოვიდა.


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი May 4 2008, 10:31 AM
პოსტი #37


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



დანტეს თანამედროვე სიენელი პოეტის, ჩეკო ანჯოლიერის "ცეცხლი რომ ვიყო"-საც მივდექი ახლა smile.gif დასაწყისი

ცეცხლი რომ ვიყო, ქვეყანას დავწვავ,
ქარი რომ ვიყო, მერეხად მოვალ,
წყალი რომ ვიყო, წარღვნით ჩავძირავ,
ღმერთი რომ ვიყო, ქვესკნელში ვისვრი.

Cecco Angiolieri

S’i’ fosse fuoco, arderei ‘l mondo;
s’i’ fosse vento, lo tempestarei,
s’i’ fosse acqua, i’ l’annegherei;
s’i’ fosse Dio, mandereil’ en profondo;

ვულგატისდროინდელი იტალიური მაინც სხვაა. პირწავარდნილი ტოსკანიზმებია biggrin.gif


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 4 2008, 11:15 AM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სიზუსტე აკლია

არა გენაცვალე კოლხელო a075.gif , სიზუსტე კი არ აკლია, არამედ იქვე დავწერე
ციტატა
ძალიან თავისუფალი თარგმანია smile.gif , მაგრამ წაკითხვისას მე ასე დავინახე
მართალი გითხრა, ჩემთვის მთავარი არის სილამაზე და სიმბოლური კომპოზიცია, სიზუსტე მათემატიკაში biggrin.gif
ისე კარგი თარგმანებია, შენია? ვიცი ქ.ნი ნუნუ გელაძეც თარგმნის და აქვეყნებს, სხვათაშორის თუ არ ვცდები სწორედ ანჯოლიერს biggrin.gif
ციტატა
(თქვენის ნებართვით ხელმოწერაში გადავიტან

გაძლევ ნებართვას, აბა უნგარეტიმ კარგა ხანია დაგვტოვა smile.gif

პ.ს.
ციტატა

HOMO HOMINIS DIES EST (უთქვამს ი კაცს)

არასწორია smile.gif
სწორი ფორმაა:

Homo homini deus est

http://www.filosofico.net/Antologia_file/A...%20L%20UOMO.htm
იხარე;
კაიროსი!

ციტატა
თუ ხარ, სა ხარ იტალიაში?
შემოიხედე ერთი ჩვენს საითსა და ფორუმზე

ნწუ, ეგ ანონიმი ინფორმაციაა smile.gif ასე უცებ ვერ გაგიმხელ smile.gif სკუზამი smile.gif
ფორუმზე შევიხედე, მაგრამ აქაურობისათვის ძლივს ვიცლი, და იქ არ ვიცი რამდენად მეცლება, თუმცა ლექსები შეგიძლია აჩვენო შენს მეგობრებს, რათქმაუნდა საავტორო უფლებებით smile.gif ხელმოწერა; კაიროსი smile.gif
და კიდევ 4 ქართველით ამოწურეთ ქართველები იტალიაში? biggrin.gif
აბა იხარე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი May 4 2008, 11:18 AM
პოსტი #39


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



Dies-დღე
Deus-ღმერთი, ღვთაება

ასე რომ, ყველაფერი რიგზეა

ადამიანი ადამიანისთვის დღეა smile.gif

სადამდე იპარტიზანებ, არ ვნახავ?smile.gif


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 4 2008, 11:22 AM
პოსტი #40


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
Dies-დღე

კი ეგ კი, ანუ გადაასხვაფერე ის ლათინური გამოთქმა?
იქნებ "ღმერთი" გეწარმართა?biggrin.gif "დაჯდა ღმერთი ღმერთთა შორის" ... ბიბლიაში ეგ და რას ნიშნავს თუ გაინტერესებს, ამაზე ღვთისმეტყველებაში ვისაუბროთ... ისე კი ადამიანის ცხონებას "განღმრთობა" ქვია..

ციტატა
სადამდე იპარტიზანებ, არ ვნახავ

ჯიგარ, აქ ასეა წლები და ასეც იქნება, პირადად შენ შეიძლება შეგეხმიანო smile.gif ასე რომ პარტიზანობა არაა ეგ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი