IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა
ქევანა
პოსტი Nov 9 2009, 02:15 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ან მოვუწყოთ მათ სასამართლო biggrin.gif

არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, biggrin.gif როგორ გამოასწორებ ადამიანს, რომელიც წიგნებში არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ, განა ლიტერატურული პერსონაჟების უმეტესობა რეალური ცხოვრებიდან არ არის აღებული? ჩვენთვის არ უნდა იყოს უცხო ზოგიერთი ჩვევები თუ თვისებები, იმიტომ რომ ისინი ჩვენც გვახასიათებს, ჩვენ მივეცით მწერალს საბაბი დაეწერა მასზე.

მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც.

მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე.

ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს...

თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : )

ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა biggrin.gif)

პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი".
შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ.
მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა.
ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი?
ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( dry.gif ).
ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი).
IPB-ს სურათი

რა უსამართლობაა...
ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე.
მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს).
მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე.
გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს.
კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!)

ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს.

უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... dry.gif mad.gif

პ.ს. მოდერ მაპატიე biggrin.gif თუ რამე კანონსაწინააღდეგოა, შეგიძლია დახურო user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 9 2009, 08:35 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს

smile.gif
რა კარგი სიტუაციაა smile.gif
და ძალიან კარგი თემაა ... იმედია იაქტიურებს ხალხი.

ისე შეილოკმა რაც დათესა ანუ შეუწყნარებლობა, ის მოიმკო smile.gif
თუმცა არცანტისემიტიზმია გამოსარიცხი, რომლის კვალი რათქმაუნდა შეიმჩნევა, თუმცა ვფიქრობ წყვილმა მაშინ გადააჭარბა, როცა მამა გაქურდა, თორემ შეილოკის პირობა იმდენად აბსურდული და მანიაკალური იყო, არ იმსახურებდა გამართლებას, ქონების ნახევარი კი ნამდვილად არ ეკუთვნოდათ და ცოტა შემწყნარებლობაც აჯობებდა, რომ ეჩვენებინათ, რომ ქრისიტიანი სამართლიანია, მაგრამ მოსიყვარულე.
ნუ იდეაში მაინც biggrin.gif
იხარე;
კაიროსი!
პ.ს.
ესეც ჩემი 8,000-ე პოსტი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 13 2009, 12:04 AM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



KAIROS
ციტატა
ორემ შეილოკის პირობა იმდენად აბსურდული და მანიაკალური იყო,

გამწარებული და რისხვაში ჩავარდნილი კაცი ბევრ შეცდომას უშვებს biggrin.gif


მე მეცოდება შეილოკი smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 13 2009, 04:15 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გამწარებული და რისხვაში ჩავარდნილი კაცი ბევრ შეცდომას უშვებს

გასაგებია, მაგრამ არა გასამართლებელი.
ციტატა
მე მეცოდება შეილოკი

ესეც გასაგებია, მაგრამ ლოგიკური smile.gif
თუმცა
ციტატა
ცოტა შემწყნარებლობაც აჯობებდა, რომ ეჩვენებინათ, რომ ქრისიტიანი სამართლიანია, მაგრამ მოსიყვარულე.

აბა შემდეგი რომელს განვიხილავთ?
/ანუ მე და შენ biggrin.gif სხვები დუმან smile.gif/
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 13 2009, 10:33 PM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
აბა შემდეგი რომელს განვიხილავთ?


ავიღოთ რომელიმე, ისევ კლასიკიდან.... ჩვენი (biggrin.gif).... ჯავახიშვილის "თეთრი საყელო" (რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს).. ან ავიღოთ ევროპული, ვინ ვინ და მოდი ბალზაკის "მამა გორიო" (აემ სორი, თავში რაც აზრი მომადგა, ის დავწერე)...

ორივე განსხვავებულია, სხვა პრობლემებია დასმული...

"თეთრი საყელოს" პერსონაჟები გავიხსენოთ?
ხევსურნი და ჯურხა ჯალაბით

ვაჟიკა ანუ ელიზბარი

ცუცქია (ასეთი ქალები დღესაც არიან biggrin.gif)

ამათ განხილვისას ბევრ რამეს დავინახავთ:

იმას თუ ვის როგორ ესმის პატრიოტობა, ტრადიციები
იმას თუ რა არის ცივილიზაცია და რა კულტურა (მართალია მწერლის აზრით, მაგრამ ჩვენ ან მივემხრობით, ან შევეწინააღმდეგებით, ან კიდე გავასრულებთ)
ქალების ემანსიპაცია, თუ როგორ იქნება ეს ტერმინი სწორი?

და ა.შ.

ციტატა
სხვები დუმან

იყვნენ, მე ამ თემაში მზად ვარ მონოლოგი გავმართო, რასაც სხვაგან არ ვიზამ(დი)

პ.ს. და უი, ჩვენ შეგვიძლია თარაშ ემხვარი და თამარიც (გამსაურდიას "მთვარის მოტაცება") გავაკრიტიკოთ, მახსოვს როგორ ვერ ვიტანდი როცა ვკითხულობდი, სულ მინდოდა ჭკუა დამერიგებინა ორივესთვის biggrin.gif
ისე, გამსახურდია კარგ საკრიტიკე მასალას იძლევა, laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 14 2009, 02:03 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დააყენე პრობლემა, როგორც შექსპირზე გააკეთე და განვიხილოთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Nov 14 2009, 02:56 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



მიხეილ ჯავახიშვილზე მეც შემოგიერთდებით, ნებისმიერი პერსონაჟი იყოს



ციტატა(ქევანა @ Nov 13 2009, 11:33 PM) *

ისე, გამსახურდია კარგ საკრიტიკე მასალას იძლევა, laugh.gif



მართალ ხარ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 14 2009, 12:53 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
დააყენე პრობლემა,

ოკე, ოკე... ჯავახიშვილი მართლაც კარგი იქნება...

აი, ჯურხა, კაცი რომელიც ახალგაზრდობიდანვე გამოიქცა ხევსურეთიდან (რიგი მიზეზების გამო, რომელსაც მერე ვახსენებთ), გაუნათლებელი, დროში ჩარჩენილი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (აბა თუ გაიხსენებთ რატომ? biggrin.gif), მაგრამ ტრადიციების ერთგული დამცველი, ღირსების დამფასებელი, მოკლედ და ნათლად: ტიპიური მთიელი კაცის არამარტო გარეგნობა, სულიც კი.
ჩამოვიდა თბილისში, ეზიარა განათლებას (წერა-კითხვა, იქ ელიზბარი შენიშნავს კიდეც, რომ ცოდნასა და ინფორმაციას ლამის ყლაპავდა), მოხვდა ევროპაში (კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში), და აი იქაური გამოცდილების (თითქმის ყველა სფეროში, კულტურა იქნება, შრომა თუ ადამიანური ურთიერთობები, ქალი ჰყავდა ხო იქ biggrin.gif და იბრძოდა კიდეც), მიღების მერე, დაბრუნდა, მაგრამ როგორი.... აი, უფრო კარგად დავახასიათებთ, თუ გავიხსენებთ ელიზბარის ერთ საყურადღებოი შენიშვნას, რომ როცა ჯურხა თბილისში ჩამოვიდა, როგორც ახალჩამოსული და ტეტია, უქცევდა თავის კილოკავზე. ცოდნის მიღების მერე, წერილშიც და ზეპირმეტყველებაშიც, შეცვალა კუთხური კილო სალიტერატულო კილოთი, მაგრამ ავსტრიიდან ჩამოსვლის მერე, დაუბრუნდა ისევ თავის ძველს...
"ერთხელ კიდევ გადავიკითხე და გავიკვირვე: ჯურხამ ტფილისში სუფთა ქართული ისწავლა, წერილი კი.. წერილში ხევსურულად უქცევდა. ვერ გავიგე განზრახ უბრუნდებოდა მთის კილოს თუ ხევსურის კაჟიანი ბუნება იმარჯვებდა".

მერე როცა ელიზბარი მოხვდება ჩაკარგულ სოფელში, ჯურხა ცდილობს აუხსნას ამის მიზეზი, რომლის მთავარი არსი წარმოადგენს იმას, რომ ცივილიზაცია დამღუპველია, რომ იგი ღუპავს არამარტო ერს,არამედ პიროვნებასაც... სიმბოლურია ის რომ ჯურხას ქალაქი სძულს "ჩვენ ჭუჭყი გარდან გვაცხია, ქალაქელს კი შიგნით აქვს.."

ჩემი აზრით ეს არის დამახინჯებული წარმოდგენა, არის მასში სიმართლის მარცვალი, მაგრამ იმდენად დამახინჯებულად და როგორ ვთქვა, ცალმხრივად განვითარებული აზრია, რომ ამ სიმართლეს სიმართლობას უკარგავს : )
აი როგორც ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე: ახალგაზრდები მაქსიმალისტები ხართო, სულ უკიდურესად აზროვნებთო... biggrin.gif
მაგრამ ჯურხას ვერ გავამტყუვნებ, ეს მისი არჩევანია და მან ეს გააკეთა... მე არა, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც ვინც წავლენ (ან წავიდოდნენ) მისი გზით...

დანარჩენებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 2 2009, 12:40 AM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ჩემი მიგდებული თემა... : )

მოკლედ, წინაზე ინტერნეტ ქარიშხალმა პოსტი ჩამიყლაპა და ნახევარი გამომიქვეყნა, ამიტომ წავშალე.. აბორტ... მეა კულპა : (

ახლა ისევ გავაგრძელებ... ოღონდ მოკლედ
ჯურხა ვახსენეთ, დავუპირისპიროთ ცუცქია, ემანსიპირებული ქალი, ცივილიზაციის სიმბოლო თითქოს.. მაგრამ ჩემი აზრით, დეგრადირებული მსოფლმხედველობის შედეგი.. პრინციპში, უკიდურესი მხარეა, ანუ ძაან იქით არ უნდა გადავარდეს ადამიანი.. არც ჯურხაობისკენ და არც ცუცქიაობისკენ..
ზომიერება.. ანუ ვაჟიკა ანუ ელიზბარი... და ხათუთა..
ჰმ, ზომიერება ყველას ჯობია, მაგრამ საიდან სად? როგორ?
ოქროს შუალედია იდეალური? რა არის იდეალური საერთოდ : |
ეჰ არ ვიცი არ ვიცი...

გადავალ შემდეგზე, თქვენის ნებართვით rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Dec 2 2009, 01:27 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ქევანა გამოვეხმაურები შენს პერსონაჟებს

ამ ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ ჯურხასნაირმა ხევსურებმა მიხეილ ჯავახიშვილი მაგრად გამოლანძღეს , თუმცა იქვე წერია რომ ერთმა ხევსურმა შეაქო ავტორი, და მოუწონა მხილება


ხათუთას რაც შეეხება, ელიზბარი რომ არ შეხვერდოდა ჩარცებოდა იქ სადაც იყო , ნამდვილად ვერ გეტყვი ახლა თავისი ძველი ცხოვრება აღარ მოწონდა თუ ქმრის სიყვარულმა იმძლავრა

ან შეიძლება ელიზბარში ის მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი დაინახა რასაც ვერასდროს დაინახავდა სხვა ხევსურებში ხოდა გააცნობიერა მის გარეშე როგორ გაუჭირდებოდა ცხოვრება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 2 2009, 02:37 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ამ ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ ჯურხასნაირმა ხევსურებმა მიხეილ ჯავახიშვილი მაგრად გამოლანძღეს , თუმცა იქვე წერია რომ ერთმა ხევსურმა შეაქო ავტორი, და მოუწონა მხილება

მართლა? რა უცნაური ხალხი ყოფილა.. biggrin.gif ვერ მიუხვდნენ



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisa_Day
პოსტი Mar 22 2011, 11:24 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 246
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი № 8,505



ისე სადაც მადამ ბოვარს მოუწყვეს ერთ დროს სასამართლო რა პრობლემაა აქ განვიხილოთ პერსონაჟებიsmile.gif ძალიან მომწონს ეს თემა. თუ წინააღმდეგი არ ხართ დანვაახლოთ მსჯელობა smile.gif


--------------------
when you say nothing at all...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 25 2011, 12:00 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Elisa_Day
მადამ ბოვარი., უხ უხ, კაია... მახსოვს იმდენად გამოიყვანეს წყობიდან მწერალი რომ თქვა: მადამ ბოვარი ეს მე ვარო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გავაგრძელოთ, აირჩიეთ რომელმე ნაწარმოები და დავიწყოთ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisa_Day
პოსტი Mar 30 2011, 01:08 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 246
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი № 8,505



ციტატა(ქევანა @ Mar 25 2011, 12:00 PM) *

Elisa_Day
მადამ ბოვარი., უხ უხ, კაია... მახსოვს იმდენად გამოიყვანეს წყობიდან მწერალი რომ თქვა: მადამ ბოვარი ეს მე ვარო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გავაგრძელოთ, აირჩიეთ რომელმე ნაწარმოები და დავიწყოთ smile.gif



შენ ჩამოწერე რამოდენიმე ვერსია და იქედან ავირჩიოთ რომელიმე smile.gif (ნუ ვიმედოვნებ ერთი მაინც წაკითხული მექნება smile.gif)


--------------------
when you say nothing at all...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 31 2011, 12:38 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Elisa_Day
kiss1.gif

ბოდიშს გიხდი, დამაგვიანდა ძალიან...

მოკლედ, უმბერტო ეკოს "ვარდის სახელი" (არის ქართულად თარგმნილიც, თუ არადა ინგლისურად და რუსულად შეგხვდებათ ინტერნეტში)

დავიწყოთ? ფილოსოფიურ-დეტექტიურია.. განვიხილოთ, ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობს მწერალი
უი თან ფილმიც არის 1986 წლის, მართალია ოდნავ შეცვლილია (ნუ წიგნი მაინც სულ სხვაა), მაგრამ დაგეხმარებათ ზოგადი სურათის შესაქმნელად, მერე წიგნითაც დაგაინტერესებთ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 15 2011, 12:27 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



როდესაც ლიტერატურულ პერსონაჟებზე მიდის საუბარი, ხშირად ვფიქრობ დოსტოევსკის მიშკინისა და ნასტასიას ურთიერთობაზე.

რამდენად გონივრული, პრაქტიკული საქციელია გამოექომაგო სხვას, მიუძღვნა შენი თავი სხვას, თუ საჭიროა დაიღუპო მისთვის, საშიშროებაში ჩააყენო შენი თავი? მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ახლო წრე ნაცნობების. როდესაც ადამიანი არ არის შენი ახლო ადამიანი ცხოვრებაში, შორიდან იცნობ და განიცდი მის მდგომარეობას, ენაცვალები მას.

არ შეიძლება ამ საკითხზე არ გავიხსენოთ დოსტოევსკის "იდიოტი" და ის თემები, რაც ამ წიგნში მძაფრად დაისვა. რას აკეთებს თავადი მიშკინი? ის მოევლინა პეტერბურგის საზოგადოებას და იწყებს მათ სულიერებაზე, ზნეობრივ თვალის ახელაზე ზრუნვას. მთავარი პერსონაჟი დოსტოევსკის შავ მონახაზებში ხომ თავად ქრისტესთან არის შედარებული. ის თავისთავად ხარობს, რომ გასცემს სითბოს, მაგრამ სხვებისგან რას იღებს? როგორც ამბობენ, ის იდიოტია! რა არის მიშკინის მისია ნასტასია ფილიპოვნას მიმართ? ფეხზე დააყენოს იგი, გამოიხსნას, გაამხნევოს და გაათავისუფლოს სულიერად. როგორი სხვანაირი ხდება ეს ქალი მასთან საუბრისას... როგორი მოლოდინით არის სავსე ნასტასიას სიტყვები: думаешь-думаешь, бывало-то, мечтаешь-мечтаешь, -- и вот всё такого, как ты, воображала, доброго, честного, хорошего и такого же глупенького, что вдруг придет да и скажет: "Вы не виноваты, Настасья Филипповна, а я вас обожаю!". Да так, бывало, размечтаешься, что с ума сойдёшь... А тут приедет вот этот: месяца по два гостил в году, опозорит, разобидит, распалит, развратит, уедет, -- так тысячу раз в пруд хотела кинуться, да подла была, души не хватало...

ნასტასია ელოდება ადამიანს, რომელიც დაუბრუნებს ადამიანებისადმი რწმენას. ის უდანაშაულო მსხვერპლია ბავშვობიდან, დამცირებული სილამაზე, რომელიც თავის თავს ანადგურებს. მას ხმარობენ და მისით ვაჭრობენ. იგი სრულ ჭკუაზეც არ არის. და ამ დროს გამოჩნდება თავადი მიშკინი, რომელიც მას პატიოსანს, უმწიკვლოს უწოდებს, მის სულიერ სილამაზეს დაინახავს და დააფასებს. თვალთმაქცია იგი? მისი ღრმა საუბარი მხოლოდ მოჩვენებითია, ყალბია? არა. ის გულწრფელად უძღვნის თავს ადამიანებს და ასწავლის მათ სიყვარულს. თავადის სიყვარული ნასტასიადმი არ არის ვნებააშლილობა, არამედ სუფთა, ჭეშმარიტი კაცობრივი სიყვარულის გამოვლინება, რომელსაც ძველი ბერძნები უწოდებდნენ სიტყვას "აღაპე", ანუ სიყვარული, რომელიც თავს მსხვერპლად სწირავს, გასცემს, ემსახურება უანგაროდ. მოკლედ და გარკვევით ახასიათებს თავადს აგლაია: Я ни одного человека не встречала в жизни подобного ему по благородному простодушию и безграничной доверчивости. Я догадалась после его слов, что всякий, кто захочет, тот и может его обмануть, и кто бы ни обманул его, он потом всякому простит, и вот за это-то я его и полюбила... მიშკინს შეუძლია მოიწყოს უშფოთველი ცხოვრება, მაგრამ კარგავს აგლაიასაც და ნასტასიაც იღუპება თავისი სასოწარკვეთილების გამო. მისი იდიოტად ქცევა გამოიწვია მისსავე სურვილმა გაამხნევოს, გამოასწოროს ადამიანები. თუმცა მას ვერ უგებენ და უკან აბრუნებენ, შვეიცარიაში, სამკურნალოდ. ის არავის სჭირდება, ზედმეტია. და ვინ გამოდის იგი? ზეკაცი, რომელიც თავის ძალებს მიმართავს ადამიანის ასამაღლებლად, თუ უბრალოდ ლენჩი და მეტი არაფერი?

რა უნდოდა მიშკინს? ეცხოვრა მშვიდად, რატომ გამოესარჩლა ნასტასიას, რომელსაც არავინ აღიქვამს ადამიანად? რომანში ის მარცხდება, მარცხდება მწერლის ქრისტიანული ზნეობა, აგებული მოწყალებაზე. მაგრამ ამავე დროს საოცარია, რომ ამ წიგნს შეუძლია შეცვალოს ადამიანი, შეაცნობინოს თავისი თავი და ზნეობრივად გამოაფხიზლოს იდიოტის ტრაგედიით...

იქნებ ჭეშმარიტად კაცთმოყვარეს ხვედრი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ იტანჯოს, მთელი სისავსით განიცადოს ადამიანის ტკივილი, მისი თანაზიარი გახდეს? თუ ის დოსტოევსკის კეთილ იდიოტს ემსგავსება და მოყვასის სიყვარული სანაგვეზე მოსასროლია, უნაყოფოა, ამაოა?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 20 2012, 11:59 PM
პოსტი #17


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



georgios
მე არ მაქვს დოსტოევსკი წაკითხული sad.gif
არ მითხრა რატომო biggrin.gif

georgios
მე არ მაქვს დოსტოევსკი წაკითხული sad.gif
არ მითხრა რატომო biggrin.gif
ამიტომ მაგ პერსონაჟთა ბუნებაზე ვერაფერს გეტყვი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 21 2012, 12:13 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ქევანა
ციტატა
მე არ მაქვს დოსტოევსკი წაკითხული არ მითხრა რატომო ამიტომ მაგ პერსონაჟთა ბუნებაზე ვერაფერს გეტყვი


ჩემთვის "იდიოტი" იყო გულში დანის დარტყმა, თავდაყირა დაყენება და მოსვენების დაკარგვა. ერთ-ერთი წიგნი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა... და რომელმაც მანუგეშა.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 22 2012, 12:42 AM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



georgios
კიდე მომიყევი, გამაცანი ეგ პერსონაჟები


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 22 2012, 03:01 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ქევანა
ციტატა
კიდე მომიყევი, გამაცანი ეგ პერსონაჟები


მხოლოდ მოყოლა რომ კმაროდეს... განუმეორებელი სახეებია შექმნილი მაგ წიგნში. იდიოტი-მიშკინის ანტიპოდი, პარფიონ როგოჟინიც მაგარია. მძიმე და ბნელი პიროვნება... და ეს ქალი, ნასტასია როგორ მერყეობს ამ ორ კაცს შორის. წლების განმავლობაში ტანჯულ და ნახევრად ჭკუიდან გადასულ ქალს ორი გზა ესახება: მიშკინი - როგორც ქრისტიანული სათნოების განსახიერება, მიშკინი მას სიყვარულში გამოუტყდება, სურს გადაარჩინოს იგი, ხოლო მეორეს მხრივ - როგოჟინი, რომელსაც ნასტასია უყვარს თავდავიწყებით, ჟინიანად და დამანგრეველი ვნებით... მიშკინი წინასწარ როგორ იგრძნობს: პარფიონი ნასტასიას დანით მოკლავსო და ახდება კიდეც. როგოჟინის სიყვარული შეიწირავს ქალს. მაგ წიგნში ყველაზე გიჟური ეპიზოდია, როდესაც ნასტასია წაეკიდება მიშკინის მეორე შეყვარებულს, ვისთანაც დაოჯახებას ცდილობს თავადი, აგლაიას. ეს ორი ქალი და ორი კაცი ერთ ოთახში დგანან და ქალები იბრძვიან მიშკინისთვის. აგლაიას ის უყვარს, ხოლო ნასტასიას არ ვიცით უყვარს თუ არა, მაგრამ მას გადარჩენა სჭირდება... მიშკინი კიდევ ერთხელ უდიდეს მსხვერპლზე მიდის და ნასტასიას ირჩევს. და როცა ქორწილის დღეა, პატარძალი უცებ როგოჟინს ევედრება საქორწილო კაბაში გამოწყობილი, წამიყვანე დამიხსენიო. და კიდევაც მოგვიანებით დანას მიიღებს გულში... ეს ქალი არანორმალურად პატიოსანი იყო. ჯერ თავისი ტკივილით დაბრმავებულმა სხვა ქალი ჩამოაცილა მიშკინს, შემდეგ კი ქორწილიდან გარბის, მანამდე კი საქმროს ეუბნება: ეს რას გიშვრები მე შენო. ნასტასია იმდენად პატიოსანია, რომ თავს ღირსად არ მიიჩნევს ასეთი უმწიკვლო პიროვნება ჰყავდეს გვერდით, გარბის, რათა გაათავისუფლოს და დაღუპვის გზაზე მიდის...

ერთხელ ჩემს ამხანაგს ვეკამათე ამ პერსონაჟებზე. ნასტასიაზე სთქვა, დიდი ამბავი, იყენებდნენო, ეგ ხომ ჩვეულებრივი ამბავიაო... არადა ადამიანური ტრაგიზმის გამოხატულებაა, ეს უკეთილშობილესი ქალი რომ ნელნელა ინგრევა შინაგანად და იღუპება, და რომელსაც მიშკინისნაირი წმინდა ადამიანიც ვეღარ შველის...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი