IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 6 7 8  
Reply to this topicStart new topic
> ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა
MIRDAT
პოსტი Jan 29 2014, 07:24 PM
პოსტი #141


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



აივენჰოს ვიწყებ ახლა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 30 2014, 12:46 AM
პოსტი #142


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



MIRDAT
ვამბა არ გამოგრჩეს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 30 2014, 01:00 AM
პოსტი #143


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ჰეჰ, დავიწყე აივენჰო მარა არ ვიცი ვარ თუ არა ახლა მასეთი წიგნის წაკითხვის მუღამზე... ახლა უფრო ნახევრად ფისოლოფიური და ნახევრად ფსიქოლოგიური იქნებოდა კარგი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 30 2014, 01:07 PM
პოსტი #144


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



MIRDAT
ჰოდა ჯადოსნური მთა აიღე და გაგაბრუებს biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 30 2014, 11:26 PM
პოსტი #145


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



MIRDAT
კაი ხნის წინ წავიკითხე აივენჰო და ,,გამისწორა'' მაშინ ...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jan 31 2014, 02:24 PM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(MIRDAT @ Jan 18 2014, 01:13 AM) *

damiane80
კი სკოლაში ისწავლება და მგონი ყველას წაკითხული აქვს...

თუ დაიწყებთ განხილვას მეც წავიკითხავ კიდევ, 2 წლის წინ წავიკითხე ბოლოს და აღარ მახსოვს დეტალები... ადრე მე და ჩემს მეგობარს გვქონდა მაგაზე საკმაოდ საინტრესო საუბარი...


მოკლედ შეგახსენებთ განდეგილის სიუჟეტს:

ერთი ბერი კლდეში ცხოვრობს განდეგილად მუხლჩაუხრელი ლოცვით მარხვით. ასეთი ღვაწლის შესაბამისად იგი მონაწილეა ყოველდღიური სასწაულის, როცა ლოცვაზე დგება მზის სხივი ლოცვის წიგნს თავად იჭერს (ხელისმოუკიდებლად).

ერთ ღამესაც საშინელ წვიმიან ამინდში გადეგილის კელიას თავს შეაფარებს ძალიან ლამაზი გარეგნობის ქალი და მათ შორის გაიმართება საინტერესო საუბარი. ეს საუბარი პოემაში იწყება მე-20 თავიდან. აქ მოვიყვან ზოგიერთი საკვანძო ადგილს, დანარცჩენი ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ და მერე ვიმსჯელოთ:

ქალი ეუბნება ბერს:

„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!

მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია!

აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,

აქ ჭირია და იქ კი ლხინია.

არ გაგონდება არც მამა, დედა,

ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?

ნუთუ მის-დღეში არა გყოლია

მოკეთე, გულის შემატკივარი?!

როგორ მოშორდი?..” —„რა გითხრა შვილო?

ყველაზე უფრო სული ტკბილია,

იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა

და ეგ ყოველი მის ბორკილია”.

—„მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,

ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?”

—„ხსნა ყველგან არის...

ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე... უბედურსა...”



XXI


„უბედურსაო”?!. და მწირსა უცებ

გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...

ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია,

და ვით მოადგა იგი ენაზედ?

„უბედურსაო”?!. ეგ ხომ სიტყვაა

გულის-ტკენის და სამდურავისა!

ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა

ბედნიერების დამკარგავისა!..

მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,

რომ მან დასძლია საწუთროება,

განდგა მისგან და აქ მოიპოვა

სულის მშვიდობა და მყუდროება?


რა დაემართა? რა მოუვიდა?

ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?

ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას

და მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა?


XXII


არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!

არ გასწირავს სულს შევედრებულსა!

ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,

მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..



არა და არა!.. მაშ რამან სძლია

და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?

მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,

თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.

არავინ იყო... ხოლო ცეცხლა-პირს

ქალს დაღალულსა მისძინებოდა,

და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,

ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.

საოცარ იყო მიძინებული

იგი სიტურფე, იგი შვენება!..

თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო

თვით სიყვარული და ნეტარება.


XXIII

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,

დაუცხრა სული აქოთებული

და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა

თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?

ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?

მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი

რად ეურჩება და არ ჰნებდება?!

დიდ-ხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი

გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..

ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის

ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!


როგორ იწამოს და რა დაარქვას

ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?

თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს

სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?


XXIV


ფეხი წინ წადგა...

არ იცის კი რად?

ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,

ძილში ჩაყოლილს ფიქრს, თუ ოცნებას

ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.

იმა ღიმილის გრძნეული ჯადო

ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა

და იმა წვევის მაცდურებასა

ზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...

და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...

და დაიხარა თავი თუ არა,

უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,

ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..

ნუთუ იძლია? არა და არა!..

მის სასოება არ დაუძლურდეს

და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,

იგივე უნდა ბოლომდე სწყურდეს!..



არა და არა!.. არ აიყრის მადლს,

და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,

არ ანაცვალებს და არ დაუთმობს

ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!


XXV


მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდი თუ არა”!

ეს ვინ ჩასძახის ნიშნ-გებით ყურში!

„დაგძლიე თუ არ!..” ეს ვინ გაჰკივის

გახარებული იმის მკვდარ გულში!



და შიშით, ზარით გარს მოიხედა...

კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...

იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით

პირქვე დაემხო ღვთის-მშობლის წინა.



მით რა ეშველა?... იგივ ქენჯნაა,

იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!

რად არ დადგება, რად არა სცხრება

იგი ნიშნ-გების წყეულთ ხარხარი!

სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,

გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...

ნუთუ ღვთის-მშობლის საფარველ-ქვეშეც

წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..


XXVI


ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა

მავედრებელი შეჰმართა თვალი...

და ვაი, წმინდა ღვთის-მშობლის ნაცვლად,

თვალთ-წინ დაუდგა იგივე ქალი!

ეს რა ეწვია? ამას რას ხედავს?

ცხადია იგი, თუ აჩრდილია?

ნუთუ მის ცოდვით თვით წმინდა ხატი

ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?

ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,

რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს

და მის შეწევნით მისვე წინაშე

ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..

პირჯვარი უნდა — ხელი არ ერჩის,

ლოცვის თქმა უნდა — ენა ებმება,

ხატის ხილვა სწყურს და იგივ...

იგივ...

ქალი წყეული თვალთ ელანდება!

„აბა სძლიეო!..” და კვლავ ვიღაცამ

გაიხარხარა იმის სენაკში...

აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო

და როგორც გიჟი გავარდა კარში.


XXVII


რიჟრაჟი იყო და თენდებოდა,

გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი,

და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა

დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.

ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს

იმ კლდეებშია თმააბურძგნული?

ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,

ვითა სიკვდილი გაფითრებული.


მზის ამოსვლასა ელოდებოდა...

რად არ ამოდის? რად გვიანდება?

დღემდე თვით ჟამი არარა იყო,

და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..

ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუ-იქცა,

შევარდა სენაკს გახარებული,

და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად

ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.


XXVIII


გულზედ მოეშო... კვლავ სასოებით

დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,

კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი

მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.

არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!..



და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...

მივარდა ლოცვანს, დააყრდო სხივზედ

და, ეჰა, სხივმა....... არ დაიჭირა!..


დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.


როგორი იქნება თქვენეული პოზიცია განვიტარებულ ისტორიაზე და ბერის აღსასრულზე. რა იყო მიზეზი ამისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jan 31 2014, 02:35 PM
პოსტი #147


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



სრული ვერსია პოემის იხილეთ ამ ლინკზე:

http://lib.ge/book.php?author=26&book=349
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 31 2014, 02:49 PM
პოსტი #148


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



damiane80
ციტატა
როგორი იქნება თქვენეული პოზიცია განვიტარებულ ისტორიაზე და ბერის აღსასრულზე. რა იყო მიზეზი ამისა.

ყველაფერის თავი და თაი ქალია. მოღცა ამის განხილვა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 31 2014, 03:36 PM
პოსტი #149


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(G_saxva @ Jan 31 2014, 02:49 PM) *



ყველაფერის თავი და თაი ქალია. მოღცა ამის განხილვა biggrin.gif

blink.gif blink.gif blink.gif


ეგ კ ი არა დოსტოევსკის "მოთამაშე ". წაგიკითხავთ ვინმეს? ცოტა ა რ იყოს და მიძნელდება. სულ ძალისძალად ვკითხულობ, არადა ბიძაჩემი მიმტკიცებს უნდა გქონდეს წაკითხულიო, თვითონ მერამდენედ წაიკითხა არც ვიცი..


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2014, 03:42 PM
პოსტი #150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზოგჯერ უკიდურესად ნაქები წიგნი ისე არ მომეწონება-ხოლმე, რომ გაკვირვებული ვრჩები... 003.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 31 2014, 04:28 PM
პოსტი #151


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(qetevano @ Jan 31 2014, 03:36 PM) *

blink.gif blink.gif blink.gif
ეგ კ ი არა დოსტოევსკის "მოთამაშე ". წაგიკითხავთ ვინმეს? ცოტა ა რ იყოს და მიძნელდება. სულ ძალისძალად ვკითხულობ, არადა ბიძაჩემი მიმტკიცებს უნდა გქონდეს წაკითხულიო, თვითონ მერამდენედ წაიკითხა არც ვიცი..

არა არ წამიკითხავს მაგრამ დოსტოებსკის რაც წამიკითხავს ყველა მომწონს. ჩემი უსაყვარლესი მწერალია. თუ შესაძლებლობა მომეცა წავიკითხავ უცილობლად.

marine
ძნელია არ დაგეთანხმო. მაგალითად ხალხი რომ გიჟდება დორიან გრეიზე ან თუნდაც ცვაიგის უცნობი ქალის წერილი. ბოლო ხომ საერთოდ ომგ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 31 2014, 10:16 PM
პოსტი #152


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



G_saxva
დორიან გრეიში არის ლორდი ჰენრის მონოლოგები საინტერესო.

აი მე მარტოობის 100 წელიწადი ვერ წავიკითხე ბოლომდე biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 1 2014, 01:09 AM
პოსტი #153


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ikanosi
[quote]


მურტალი საკითხავია ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გულთმისანი
პოსტი May 16 2014, 02:12 PM
პოსტი #154


ალექსანდრე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 8-May 14
წევრი № 13,702



ციტატა(G_saxva @ Jan 31 2014, 04:28 PM) *

არა არ წამიკითხავს მაგრამ დოსტოებსკის რაც წამიკითხავს ყველა მომწონს. ჩემი უსაყვარლესი მწერალია. თუ შესაძლებლობა მომეცა წავიკითხავ უცილობლად.

"მოთამაშა" მეც არ წამიკითხავს, მაგრამ დოსტოევსკი მაგარია jump.gif

ციტატა

marine
ძნელია არ დაგეთანხმო. მაგალითად ხალხი რომ გიჟდება დორიან გრეიზე ან თუნდაც ცვაიგის უცნობი ქალის წერილი. ბოლო ხომ საერთოდ ომგ.

დორიან გრეი ბავშობაში წავიკითხე. რა ვიცი... მომეწონა მაშინ. ახლა თუ ისევ წავიკითხო არა ვარ დარწმუნებული რომ მომეწონება... ისე ზღაპარია biggrin.gif


--------------------
და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 16 2014, 03:11 PM
პოსტი #155


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



გულთმისანი
ციტატა
დორიან გრეი ბავშობაში წავიკითხე. რა ვიცი... მომეწონა მაშინ. ახლა თუ ისევ წავიკითხო არა ვარ დარწმუნებული რომ მომეწონება... ისე ზღაპარია

რავიცი ჩემთვი გასაგიჟებელი და დიდი წიგნი ნამდვილად არ არის მაგაზე ბევრად საინტერესო და კარგი წიგნები არსებობს. მაგას სადღაც 50 წიგნად დავაყენბდი ალბათ ჩემ წაკითხულთა თანრიგში.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2015, 01:49 PM
პოსტი #156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მწერლის ქმნილება პირწავარდნილი ტყუპია მისი პიროვნებისა"

/კონსტანტინე გამსახურდია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 6 7 8
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი