ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
ეკატო |
Dec 1 2009, 12:04 AM
პოსტი
#41
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
KAIROS კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ.. აი თუ ეკატო განიზრახავს და შეეცდება... თუ მოინდომებენ შეძლებენ, ასე გადაჭრით საუბარი არ შეიძლება მარტო ჩემზე ნუ დაამყარებთ იმედებს -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
Dr_Zuzumbo |
Feb 15 2010, 01:08 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
აჰა, შემოგიერთდით.
ესეც ჩემი პირველი ხატი- ივერიის ხვთისშობელი. ოქროს 24 კარატიანი ფურცლებით შემკობილი, Instacoll Kölner-ის მეთოდით. ხატი ნაწერია ტრადიციულ ხის დაფაზე (2,5 სმ სისქის მუხის ჰორიზონტალური შპონებით), რომელიც დავგრუნტე ტრადიციული წესით, ცარცი+კურდღლის ტყავის წებო. საღებავებიც ტრადიციული, მინერალური პიგმენტებია რომლის შემკვრელადაც გამოყენებულია კვერცხის გული. მეორე სურათი კი იოანე ნათლიმცემელის ხატის ესკიზია, რომლის მოოქროვებაც უკვე დავიწყე. ვისაც შეკითხვები გაქვთ ხატწერის ტექნიკურ საკითხებზე(ტემპერა, მოოქროვება, ხატის საბოლოო დამცავი საშუალებები) შეგიძლია შემეკითხოთ. ძალიან კარგი კურსები გავიარე ბიზანტიურ ტრადიციულ ხატწერაში და აგრეთვე მოოქროვების ტექნიკაში. იოანეს ხატის მოოქროვებას მეორე, ზეთის მეთოდით ვაკეთებ- 12 საათიანი მიქსტიონით. წმინდა ნინოს ხატში ალბათ უძველეს, არაყზე დადების მეთოდს გამოვიყენებ, რომელიც აგატით პრიალდება. |
tamuna m |
Feb 15 2010, 02:21 PM
პოსტი
#43
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
Dr_Zuzumbo
გავოცდი! სად გაიარე ეგ კურსები? შარავნდედზე მოგვიყევი დაწვრილებით. ოქროა? ეს ორნამენტები როგორ დასვი? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
Dr_Zuzumbo |
Feb 15 2010, 02:29 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
Dr_Zuzumbo გავოცდი! სად გაიარე ეგ კურსები? შარავნდედზე მოგვიყევი დაწვრილებით. ოქროა? ეს ორნამენტები როგორ დასვი? საერთოდ, 30 წელია ფინეთში ვცხოვრობ და კურსებიც აქ გავიარე. შარავანდედიც და მთელი ფონიც არის 24 კარატიანი ე.ი. სუფთა ოქროს ფურცლები. შარავანდედის ორნამენტები არის ლითონზე ჭედურობის ხელსაწყოებით გაკეთებული. ტრადიციულ გრუნტზე დადებულ ოქროზე ასეთი ნახატების კეთება ჭედვით, პრობლემა არაა- უბრალოდ ჩაქუჩის დარტყმის ძალას უნდა მოზომვა. |
tamuna m |
Feb 15 2010, 03:00 PM
პოსტი
#45
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
Dr_Zuzumbo
ანუ ოქროს აკრავ და მერე იწყებ ჭედვას? თU ჯერ ამოჭედვას აკეთებ და მერე დაკვრას? საინტერესოა! -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
Dr_Zuzumbo |
Feb 15 2010, 03:18 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
Dr_Zuzumbo ანუ ოქროს აკრავ და მერე იწყებ ჭედვას? თU ჯერ ამოჭედვას აკეთებ და მერე დაკვრას? საინტერესოა! ჯერ ეკვრება და მერე იჭედება ოქროზე. თუ რელიეფური ორნამენტები გსურთ, რომლებსაც ხშირად, განსაკუთრებით რუსები იყენებენ, მაშინ შესველებულ გრუნტზე ხდება ხეზე კვეთის საჭრეთლებით ორნამენტების ამოკვეთა და ამის შემდეგ ოქროს დაფენა. |
Dr_Zuzumbo |
Feb 16 2010, 01:42 PM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
ხატმწერებისათვის საიდუმლო არაა, რომ ხატწერის ერთ-ერთი, მთავარი წინაპირობა არის ის, რაზეც ხატი იწერება ე.ი. ხის დაფა და სპილოს ძვლის სიგლუვემდე გაპრიალებული გრუნტის ზედაპირი.
ამ სამ სურათზე აღვბეჭდე დაფა, რომელზეც ვმუშაობ. უკვე მოოქროვილი, რომელზეც იოანე ნათლიმცემელის კონტურები "მასკირებითაა" დაცული, წერის წინ მოეცლება. |
ეკატო |
Feb 20 2010, 09:26 PM
პოსტი
#48
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
Dr_Zuzumbo
მოუთმენლად ველოდები ნათლისმცემლის ხატის დასრულებულ ვარიანტს, იმედია გვანახებთ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 01:07 AM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
შავი ფერის მიღება ფერების შერევითაც ხდება და სასურველიცაა, თუ გინდა რომ თბილი და ცოცხალი შავი მიიღო. საერთოდ, აქვარელით ხატვისას მე, მხოლოდ სამ ფერს ვიყენებ ე.ი. სამ ძირითად ფერს: წითელი, ყვითელი და ლურჯი. ყველა დანარჩენი ფერი ამ სამი ფერის შერევით ან კიდევ ერთმანეთზე დადებით(თუ საღებავები გამჭვირვალეა, როგორც აქვარელი, ან კიდევ ზოგიერთი პიგმენტი) შავი ამ სამივე ფერის შერევით ხდება. ახლა მე უფრო მეტყველი შავი ფერის ე.წ. ქრომატიკული შავი ფერის რეცეპტს გაგიმხელთ:
პრუსიული ლურჯი+კრიმსონის ალიზარინი+დამწვარი სიენა. +++++++++++ თეთრ ფერს კი შერევით ვერ მიიღებ. ხატწერაში ადრე , მაგრამ შხამიანობის გამო დღეს იშვიათად იხმარება ტყვიის თეთრი(ბუნებრივი ცერუსიტის ანალოგია). ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ტიტანის ოქსიდი და დღეს ძირითადად ეს იხმარება თეთრ ფერად. გამჭვირვალე თეთრი კი ცინკის ოქსიდია. |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 01:20 AM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
არ ვიცი საქართველოსი როგორაა, მაგრამ ფინეთში, თუ ხატი კვერცხის გულის ტემპერათი არაა ნაწერი, ხატს არ გიკურთხებენ ეკლესიაში.
|
ეკატო |
Mar 2 2010, 01:45 AM
პოსტი
#51
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
არ ვიცი საქართველოსი როგორაა, მაგრამ ფინეთში, თუ ხატი კვერცხის გულის ტემპერათი არაა ნაწერი, ხატს არ გიკურთხებენ ეკლესიაში. აქ არ არის ასე -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
bikako25 |
Mar 2 2010, 11:53 AM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 26-February 10 წევრი № 8,256 |
ეკატო
გრუნტის შესაზავებელი დოზებიც დამიწერე გთხოვ |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 12:03 PM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
bikako25
ე ბიჯო, დაგიწრე რეცეპტი ფორუმზე და რატომ არა გჯერა. ჟელატინი არა მგონია რომ ვერ იშოვო მანდ. პოპულიში აუცილებლად ექნებათ. იღებ 5 პროცენტიან ჟელატინის ხსნარს მაგ 20 გრამი ჟელატინი და ნახევარი ლიტრა წყალი. ჯელატინს ერთი ღამის განმავლობაში ამყოფებ წყალში. მერე გაახურებ 60 გრადუსამდე და ამის შემდეგ შეურევ მიახლოებით 750 გრამ ცარცს. დააყენებ ცოტა ხანი და მერე ფუნჯით, თბილ გრუნტს უსვავ 8-9 ფენას ფენების წასმის ინტერვალი მიახლოებით 45 წუთი. მერე ერთი დღე აშრობ კარგად და ბოლოს შლიფავ. სანამ გრუნტის დადებას დაიწყებდე დაფას ორი ფენა მხოლოდ ჟელატინის წებო გაუსვი. ეგაა და ეგ |
tamuna m |
Mar 2 2010, 01:06 PM
პოსტი
#54
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ფერების შესახებ დამწყებებმა აქ შეიხედონ:
http://ferebi.blogspot.com/ ხატვისას (ფერწერულ ტილოებზე) შავ ფერს იშვიათ გამონაკლისებში ვხმარობ. მირჩევნია კრაპლაკის, ულტრამარინის, ზურმუხტის (არის სხვა მწვანე ფერებიც) შერევით მიღებული, ბევრად ღრმა ტონი გამოდის. თუმცა საკმარისია თეთრი შეერიოს და სხვა ფერზე ჯდება. Dr_Zuzumbo რასაც მე დავაკვირდი კვერცხის გული ბევრად სხვა ბზინვარებას და ჟღერადობას აძლევს ფერს bikako25 გრუნტი გამზადებულიც იყიდება, მაგრამ რამდენად ხარისხიანი არ ვიცი. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 01:29 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
tamuna m
იმპრესიონისტი სეზანი ამბობდა, რომ შავი ფერი ბუნებაში არ არსებობსო და მართლაც, იმპრესიონისტების შემოქმედებაში შავ ფერს ვერსად შეხვდებით. ჩრდილებში შავის გამომყენებელს ხელები აქვს მოსატეხი. ნამდვილი და ცოცხალი ჩრდილებისათვის კომპლემენტარული ფერი აცოცხლებს ნახატს. ვინც არ იცის, კომპლემენტარული ფერი რა არის მოკლედ ვეტყვი: მაგალითად მწვანე ფერისათვის, რომელიც შედგება ლურჯისა და ყვითელი ფერის სინთეზისაგან, კომპლემენტარი არის წითელი ე.ი. ის ფერი, რომელიც მწვანეში არ არის საერთოდ. კომლემენტარი ის ფერია, რომელიც ნათელში მყოფ ფერში არ არის. კვერცხის გულის ემულსიით მიღებულ ტემპერას არაფერი ჯობს- აბრეშუმის გაწონასწორებული და მისტიური ბზინვარება აქვს. არ მესმის რატომ უნდა გამოვიყენო საეჭვო წარმომავლობის ტუბის ე.წ. ტემპერა, როცა კვერცხის გულის ემულსიის გაკეთებას 5 წუთი ჭირდება. გრუნტის დამზადებაც არაა გადაუჭრელი პრობლემა. ძალიან ადვილია და თან სიამოვნებასაც იღებთ იმით, რომ თავიდან ბოლომდე აკონტროლებთ თქვენს ნამუშევარს. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს, როცა ზუსტად ვიცი ჩემი ნამუშევარი რომ თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებულია და რა კომპონენტებისაგან შედგება. ხატის საწერი დაფის დაგრუნტვას ნაყიდი გრუნტით არავის ვურჩევ. |
tamuna m |
Mar 2 2010, 01:51 PM
პოსტი
#56
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
Dr_Zuzumbo
ჩემთვის ტუბის საღებავით მუშაობა ბევრად სასიამოვნო არის, ალბათ იმიტომ რომ ზეთის ტექნიკაზე ვარ მიჩვეული. თუმცა ხატწერისას, მხოლოდ კონტურებზე და პატარა დეტალებზე ვხმარობდი. ისე პიგმენტებით ვმუშაობდი. საერთოდ ნოლიდან რომ დამეწყო უფრო გამიადვილდებოდა. გამიჭირდა იმის დატოვე, რასაც მანამდე ვაკეთებდი სქელი, პასტოზური მონასმებიდან თხელ, გამჭირვალე ფენებზე გადასვლა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 02:06 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
Dr_Zuzumbo ჩემთვის ტუბის საღებავით მუშაობა ბევრად სასიამოვნო არის, ალბათ იმიტომ რომ ზეთის ტექნიკაზე ვარ მიჩვეული. თუმცა ხატწერისას, მხოლოდ კონტურებზე და პატარა დეტალებზე ვხმარობდი. ისე პიგმენტებით ვმუშაობდი. საერთოდ ნოლიდან რომ დამეწყო უფრო გამიადვილდებოდა. გამიჭირდა იმის დატოვე, რასაც მანამდე ვაკეთებდი სქელი, პასტოზური მონასმებიდან თხელ, გამჭირვალე ფენებზე გადასვლა. არადა, კვერცხის გულის ტემპერას ეშხი სწორედ თხელ, გამჭვირვალე ფერებშია. თითქმის მშრალი ფუნჯს რომ აცეკვებ გრუნტზე. საჭირო ინტენსივობის ფერის მისღწევად რომ ათობით თხელ ფენას ადებ. ფუნჯის მოძრაობაც სხვანაირია ტემპერათი წერისას- თვითმფრინავის დაშვებას და აფრენას უნდა გავდეს, რომ აფრენისას წვეთი არ დარჩეს. მოკლედ, ფუნჯი უნდა ცეკვავდეს ტემპერათი ხატის წერა უფრო ფანქრით ხატვას ჰგავს, ვიდრე ფერწერაში მიჩვეულ ჩვევებს. ჩემ ნაწერზე ე.წ. "მაზოკი" არსად ჩანს. რენესანსის დროინდელი მხატვრების ნამუშევრებზე ვერსად ნახავთ ფუნჯის კვალს. იმ დროს ფუნჯის კვალი ცუდ ტონად ითვლებოდა ცალკე თემაა სტროგანოვის სკოლის მიერ შემოღებული მეთოდი, რომელსაც მე ალმაცერად ვუყურებ, მაგრამ ის ოსტატები ვინც ამ მეთოდს, "Плавь" ფლობენ, ძალიან საინტერესო რეზულტატს აღწევენ. თუ ვიმეს აინტერესებს მოკლედ ავუხსნი ამ მეთოდით წერის პრინციპს. |
tamuna m |
Mar 2 2010, 02:14 PM
პოსტი
#58
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
სწორედ მაგ მეთოდს ვერ ვგუობ, თუმცა ხატწერისთვის აუცილებელია.
იმპრესიონისტების თამამი და შუზღუდავი მონასმები მხიბლავს. აქვარელით მოკლე პერიოდი ვიმუშავე და შეხება მეტი არ მქონია. ფანქართან უფრო ახლოს ვარ და ამიტომაც გამიადვილდა ტუბები. მყარი მასალაა და არა წყალ-წყალა. ნაწერი ცხადია პიგმენტების მომწონს, როგორც ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე ფერის ინტენსივობით. ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მე კი ალბათ ზარმაცი ვარ და დავრჩი ასე. იმდენად გამჯდარია ჩემში არა აკურატულობა, რომ ხატიც უხეში და მძიმე გამომდიოდა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
bikako25 |
Mar 2 2010, 04:54 PM
პოსტი
#59
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 26-February 10 წევრი № 8,256 |
Dr_Zuzumbo
მე მაინტერესებს ყველაფერი |
Dr_Zuzumbo |
Mar 2 2010, 05:02 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 144 რეგისტრ.: 14-February 10 წევრი № 8,176 |
Плавь-ის მეთოდი თუ გაინტერესებს, მისი პრინციპი შემდეგია- თავიდან, როგორც კლასიკურ მეთოდში, სახე და ხელები იფარება სანკირით(ზეთის ხილის ფერი) შემდეგ იმ ადგილებზე, რომელიც ნათელია, ფუნჯით ბლობად ოხრას დაწვეთება ხდება, ისე რომ გუბესავით იყოს. ამ წვეთის შუაგულში პიგმენტი უფრო ინტენსიურია და ხდება მისი დალექვა. ამავე დროს წვეთის კიდეების გაფართოება ხდება ყველა მხარეს- რადგან კიდეებში ნაკლები პიგმენტია მისი გაფართოების დროს ხდება ტონალობის თანდათანობითი გადასვლა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი