IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა?
Sotiris
პოსტი Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.

1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ.

2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია.

ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც:

ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი


და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან.

ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც.

შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი


დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით.

აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია.

აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა.

ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ.

ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა.

ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად).

კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა


დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან...

ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს?

სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865


შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას...

რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა.

ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა?   Jul 13 2007, 02:33 AM
გიორგი   ჩემი პოზიცია ამ სა...   Jul 19 2007, 12:55 PM
კანუდოსელი   * შუა და პირველ საუ...   Jul 19 2007, 01:07 PM
გიორგი   ასე, რომ გიორგი, არ ...   Jul 19 2007, 01:15 PM
კანონისტი   კანუდოსელი და...... მ...   Jul 19 2007, 01:41 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი და...... მ...   Jul 19 2007, 02:41 PM
მხევალი ნინო   აუ, აქ რა ამბავი დატ...   Jul 19 2007, 03:12 PM
მარიტა   მხევალი ნინო მართლ...   Jul 19 2007, 03:16 PM
მხევალი ნინო   Sotiris და შენ როგორ ფ...   Jul 19 2007, 03:20 PM
კანონისტი   მხევალი ნინო სტასი...   Jul 19 2007, 03:24 PM
მხევალი ნინო   კანონისტი ნენა მ...   Jul 19 2007, 03:52 PM
მნათე   იმიტომ რომ სპეცია...   Jul 19 2007, 03:55 PM
მხევალი ნინო   მნათე 640 მითითებუ...   Jul 19 2007, 04:01 PM
catherina_10   "უეჭველად, ოღონდ ...   Jul 19 2007, 04:05 PM
Sotiris   vici rom skamebtan kavshirshi ar iko, shen kargad...   Jul 19 2007, 04:50 PM
მხევალი ნინო   http://img122.imageshack.us/img122/5038/imgp1151qy...   Jul 19 2007, 04:06 PM
მხევალი ნინო   ამ სურატის დადებაშ...   Jul 19 2007, 04:28 PM
კანონისტი   Sotiris 10 უნდა ყოფილიყო.....   Jul 19 2007, 04:58 PM
იოანა   ისევ ვიმეორებ, მხო...   Jul 19 2007, 05:10 PM
catherina_10   1) ეს თემა იმისთვის ...   Jul 19 2007, 05:09 PM
Sotiris   Chemtvis ara chveni rcmenistvis da eklesiistvis. ...   Jul 19 2007, 05:14 PM
Sotiris   Chemtvis ara chveni rcmenistvis da eklesiistvis. ...   Jul 19 2007, 05:21 PM
catherina_10   შენი ეკლესიის რწმე...   Jul 19 2007, 05:20 PM
Sotiris   chemtvis aranair problemas carmoadgens skamebis a...   Jul 19 2007, 05:29 PM
catherina_10   ანბანი მართლმადიდ...   Jul 19 2007, 05:23 PM
catherina_10   "კი, ნამდვილად, შე...   Jul 19 2007, 05:32 PM
მხევალი ნინო   Sotiris მოიცა, რატომაა...   Jul 19 2007, 05:35 PM
მხევალი ნინო   Sotiris არც ერთ პოსტში...   Jul 19 2007, 05:41 PM
catherina_10   კიდევ ერთი ციტატა ...   Jul 19 2007, 06:00 PM
მნათე   ხალხო რა არის საპრ...   Jul 19 2007, 06:07 PM
კანუდოსელი   ხალხო რა არის საპრ...   Jul 20 2007, 01:36 PM
თამარი_ცქნაფო   პრობლემა ისაა, რომ ...   Jul 25 2007, 12:59 PM
იოანა   "მოხედენ" არავი...   Jul 19 2007, 06:15 PM
abo   გაიხსენეთ რომ არსე...   Jul 19 2007, 06:19 PM
athos   გასაგებია რომ დღეს...   Jul 20 2007, 01:29 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი კაი ეხ...   Jul 23 2007, 06:08 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კაი ეხ...   Jul 25 2007, 02:37 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი არა, წ...   Jul 29 2007, 05:48 PM
abo   დირექტორთან რომ შე...   Jul 29 2007, 05:56 PM
Sotiris   დირექტორთან რომ შ...   Jul 30 2007, 03:27 PM
კანუდოსელი   მართლმადიდებელი ...   Aug 3 2007, 01:22 PM
მხევალი ნინო   abo საბაწმინდურმა ...   Jul 29 2007, 05:59 PM
abo   ახლა თუ გიჭირს აკრ...   Jul 29 2007, 06:10 PM
მარიტა   ახლა არც მოხერხდებ...   Jul 30 2007, 03:16 PM
მნათე   დირექტორთან ფეხზე ...   Jul 30 2007, 03:34 PM
მხევალი ნინო   მნათე დაისვენე ხ...   Jul 30 2007, 03:45 PM
Sotiris   ჩემთან მაგალითად ...   Jul 30 2007, 06:36 PM
მხევალი ნინო   Sotiris მე ლოცვა ვიგულ...   Jul 30 2007, 06:43 PM
მნათე   რომ ვიღლები მეც ვჯ...   Jul 30 2007, 09:02 PM
მხევალი ნინო   მნათე და შენს ეკლ...   Jul 30 2007, 09:10 PM
მნათე   ადამიანო, ის ორი კ...   Jul 30 2007, 09:16 PM
მარიამი   საინტერესოა საუკუ...   Jul 30 2007, 09:22 PM
მხევალი ნინო   მნათე მეტი დადგით...   Jul 30 2007, 09:27 PM
მარიამი   მასე ახლაც კია, კედ...   Jul 30 2007, 09:30 PM
მართა   ნამდვილად ვეთანხმ...   Jul 31 2007, 01:16 AM
ზებედე   ხშირად მიმიმსგავ...   Jul 31 2007, 01:20 AM
მართა   როგორი გამონ...   Jul 31 2007, 01:23 AM
ზებედე   როგორი გამონათქვა...   Jul 31 2007, 01:32 AM
მართა   გეტყვი: უი გოო მამ...   Jul 31 2007, 01:53 AM
ზებედე   მიმითითე სად დავწ...   Jul 31 2007, 01:58 AM
abo   გეტყვი: უი გოო მამ...   Aug 8 2007, 02:15 AM
abo   აქ ცოტას ხომ არ აჭა...   Aug 8 2007, 02:38 AM
ზებედე   პასუხი? რატომ ვაჭ...   Aug 8 2007, 02:39 AM
Tamro   რა თქმა უნდა შეიძლ...   Jul 31 2007, 01:29 AM
მართა   :o <_< :blink: ...   Jul 31 2007, 02:05 AM
მხევალი ნინო   ზებედე და შენ სად...   Jul 31 2007, 09:15 AM
Sotiris   მოკლედ მე ამ თემიდ...   Jul 31 2007, 10:48 AM
მარიამი   არქიტექტურა რა შუ...   Jul 31 2007, 10:57 AM
მხევალი ნინო   Sotiris ჩაქრი, მე ის გა...   Jul 31 2007, 04:03 PM
Sotiris   ეს პოსტი გვერდითა ...   Aug 3 2007, 03:09 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ზოგს ...   Aug 7 2007, 05:34 PM
shota1   ორი წლის წინ აღდ...   Aug 7 2007, 09:26 PM
ზებედე   ორი წლის წინ აღდგო...   Aug 7 2007, 09:31 PM
shota1   დაცინვაში სპეცია...   Aug 7 2007, 11:06 PM
მარიამი   ვიცით :) ეგ სტასიდე...   Aug 7 2007, 11:18 PM
Sotiris   ვიცით :) ეგ სტასიდე...   Aug 8 2007, 02:20 AM
ზებედე   ერესია, ერესი სკამ...   Aug 8 2007, 02:30 AM
ზებედე   დაიდგას სკამები მრ...   Aug 8 2007, 01:20 AM
makuna7474   დაიდგას სკამები მ...   Aug 8 2007, 01:34 AM
ზებედე   კარებთან რო საკეც...   Aug 8 2007, 02:07 AM
makuna7474   სახლიდან უნდა ატა...   Aug 8 2007, 02:08 AM
abo   გუჯა დამეკარგა   Aug 8 2007, 02:22 AM
abo   შენ მაგი მართადან ...   Aug 8 2007, 02:52 AM
ზებედე   შენ მაგი მართადან ...   Aug 8 2007, 03:07 AM
abo   ზებედე მერე მართა...   Aug 8 2007, 03:13 AM
ზებედე   ზებედე მერე მართა...   Aug 8 2007, 03:14 AM
abo   ახლა მე მაინტერეს...   Aug 8 2007, 03:15 AM
ნათია   "ზოგიერთი უძლურე...   Jan 7 2008, 03:03 PM
ali da nino   ლოცვისთვის ყველაზ...   Feb 5 2008, 04:56 PM
ალექსანდრე   ლოცვისთვის ყველაზ...   Feb 6 2008, 02:58 AM
protestanti   კი, მაგრად ასწორებ...   Apr 13 2008, 02:59 AM
lch   ჩემი ფიზიკური მდგო...   May 18 2008, 01:53 PM
argani   მხევალი ნინო შენი ...   Jun 24 2008, 08:17 PM
IZAKUNA   ვინც ტავს შეუძლოდ ...   Jun 24 2008, 08:47 PM
დათიკო   argani თანამედროვე ქა...   Jun 25 2008, 11:20 AM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 07:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი