თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ სენატის გადაწყვეტილება

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 22 2008, 11:30 PM

სენატის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

იუზერ კანუდოსელის მიმართ გამოყენებული
სასჯელების თაობაზე


სენატი ითვალისწინებს იმას, რომ church.ge წარმოადგენს პირველ მართლმადიდებლურ ფორუმს ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი წევრები და ადმინისტრაცია განსაკუთრებით იჩენდნენ უფლისმიერ სიყვარულსა და მოკრძალებას ერთმანეთის მიმართ, რათა კეთილი მაგალითით მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი დადებითად განაწყონ არაეკლესიური ინტერნეტ-მომხმარებლები.

"საქართველოს ისტორიის" განყოფილებაში ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტის აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, http://church.ge/index.php?showtopic=137 მე-4 და მე-17 მუხლების შესაბამისად, სენატმა გადაწყვიტა:

1. კანუდოსელის მიმართ გამოყენებული 2-კვირიანი საერთოფორუმული ბანი გაუქმდეს.
2. "საქართველოს ისტორიის" განყოფილებაში მიღებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ცინიზმის შემცველი პოსტების კვლავ გამეორებისა და მოდერატორთან არასათანადო დამოკიდებულების გამო კანუდოსელს მიეცეს 7-დღიანი ბანი საქართველოს ისტორიის განყოფილებაში.
3. მიეცეს მკაცრი გაფრთხილება კანუდოსელს, პოსტის გამოქვეყნებისას მაქსიმალურად შეზღუდოს ცინიზმის შემცველი ტექსტი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის შეუფერებელი.
4. მიეცეს წინადადება მოდერატორ marineს, მეტი დაკვირვებით მოეკიდოს ფორუმზე სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმის - ბანის გამოყენებას და არ დაუშვას სათანადო სიმძიმის მიზეზის გარეშე აღნიშნულის გამოყენება
5. ეთხოვოს adminს დაამტკიცოს სენატის გადაწყვეტილება და უზრუნველყოს პირველი და მე-2 პუნქტის შესრულება.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)