IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ზღვაოსნობა საქართველოში
marine
პოსტი Apr 30 2022, 06:18 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში სამდინარო ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა იყო ტივიც. ტივი 15 ხისგან იყო შეკრული. სულხან-საბა ტივს განმარტავს შემდეგნაირად: "ძელნი შეწყობილნი წყლათ სავალად". ტივი გავრცელებული იყო როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში (მტკვარზე, ალაზანზე, ენგურზე, რიონზე, პალიასტომზე). მტკვარზე ნავებთან ერთად XI საუკუნეში ტივების გამოყენების შესახებ ცნობა "მატიანე ქართლისას" ავტორსაც აქვს დაცული. ეთნოგრაფიული მონაცემებითა და წერილობითი წყაროებით, ტივით მგზავრებიც გადაჰყავდათ და ტვირთიც გადაჰქონდათ. ტივად შეკრული ძვირფასი ხეტყე ხშირად საექსპორტო საქონელსაც წარმოადგენდა. მეტივეობა XIX საუკუნეში განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში ყოფილა დაწინაურებული. აქ გავრცელებული ყოფილა მექორწინეების ტივით მოგზაურობა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 259/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2022, 07:33 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვადასხვა ხალხს შორის, რომლებითაც უძველეს ხანაში დასახლებული იყო შავი ზღვის სანაპირო, იყვნენ ირანული მოდგმის ტომები, რომლებიც, როგორც ირკვევა, შავ ზღვას "ახშიანას" - "მუქს", "შავს" უწოდებდნენ. ძველმა ბერძნებმა ამ ზღვის სახელი მათგან გადაიღეს, მხოლოდ მათთვის გაუგებარი "ახშიანი" ბერძნულ სიტყვა "ავქსინუსად" გაიაზრეს, რაც "არასტუმართმოყვარეს" ნიშნავს. ასე დაერქვა შავ ზღვას "ავქსინუს პონტოს" - არასტუმართმოყვარე ზღვა ("პონტოს" - ძველ ბერძნულში ზღვას ნიშნავს). ძველი ბერძნებისთვის შავი ზღვის ამგვარი სახელწოდება გასაგები იყო, რადგან თავდაპირველად ისინი ცუდად იცნობდნენ ამ ზღვას და მასზე ნაოსნობა დიდ სიძნელეებთან იიყო დაკავშირებული მათთვის".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2022, 07:52 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკუთრივ "ღუზა" ქართულ მწერლობაში პირველად სულხან-საბა ორბელიანთან გვხვდება. ამ სიტყვის ეტიმოლოგია დღეისათვის ნათლად გარკვეული ვერ არის. ლექსიკოგრაფი დავით ჩუბინაშვილი მას სპარსულიდან შემოსულად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მისი ფუძე უნდა ყოფილიყო სპარსულიდან "ქუზ", რომელიც მოღუნვას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ამ ძირიდან მოდის ქართული "კუზიც".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 50/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 2 2022, 09:26 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბიბლიის მიხედვით, ნავის პირველ მშენებლად ნოე ითვლება, რომელმაც ღმერთის ბრძანებით დიდი კიდობანი ააგო და შიგ დედამიწის ყველა ცხოველის წარმომადგენელი მოათავსა დიდი წარღვნის მოლოდინში. ამიტომ სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ ლოცვაში, რომელიც ნავის კურთხევისას წარმოითქმებოდა, ნოე და მისი კიდობანი იყო მოხსენიებული. აი, ეს ლოცვა: "უფალო ღმერთო მამათა ჩვენთა, რომელმან უბრძანე ნოვეს ნებისმყოფელსა შენსა აღშენება კიდობანისა საცხოვრებლად ქვეყნისათვის, რომელმანცა მრავალ ხეთაგან სათნო ეყავ ერთხედ შეერთებად. ეგრევე შენ, მეუფეო ყოველთაო, ამისიცა სათნო იყავ უსულო ხისა არს ძლიერებითა ხელისა შენისათა, რაითა იყოს სახმარად. საცხოვრებლად კაცთა. აწ მეუფეო, ნავი ესე დაიცევ და მოეც ამას ანგელოზი სახიერ მშვიდობისა და ამისა თანამოქმედი მცურავი და მოეც ამას კუალად თვისთა თანა მოსვლა სიმთელითა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2022, 09:13 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შავი ზღვის წყლის ფერი დიდად არაფრით განსხვავდება სხვა ზღვების წყლებისგან. ამიტომ ამ სახელის ეტიმოლოგია თავიდანვე იპყრობდა მკვლევართა ყურადღებას. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობდა დაედგინა, რამ გამოიწვია ასეთი სახელწოდების წარმოქმნა. "შავ ზღვას თურქები "კარადენგინს", ანუ "გიჟ ზღვას" უწოდებდნენ. "კარა" თურქულად, პირდაპირი მნიშვნელობით, ნიშნავს შავს, აგრეთვე - სახიფათოს, ულმობელს, საშინელს, იმ ქარიშხლების გამო, რომელიც იცის შავ ზღვაზე", - წერს XVII საუკუნის გამოჩენილი ფრანგი მოგზაური შარდენი. შავი ზღვის ახსნა ქართველებსაც მოეპოვებოდათ: "გამოჩნდა ზღუაი პონტოის, შავ ზღუად სახელდებული. ხოლო ვინაითგან არს გარშემო ზღვასა ამის მთანი შავნი, ტყიანკლდიანი, შავად ღრუბელ დადებულნი და ნისლ აუღებელნი და ქარ-ბორა ხშირია და მაღელუებელი ზღვისა. ამის გამო ეწოდების შავად ზღუად, თვარა ზღუა ერთი არს", - წერდა XVIII საუკუნის დასასრულს იოანე გედევანიშვილი. როგორც ვხედავთ, ქართველთა შავი ზღვის ეტიმოლოგია დიდად არ განსხვავდება ამ საკითზე დასავლეთ ევროპაში არსებული მოსაზრებისაგან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2022, 09:38 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეებში შავ ზღვაზე ნაოსნობა თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან შავი ზღვა ზამთრობით თითქმის არასოდეს იყინება. მიუხედავად ამისა, ცივი ამინდის, ანუ ზამთრის დადგომის შემდეგ, ამ ზღვაზე სავაჭრო ხომალდების მიმოსვლა წყდებოდა და მომავალი წლის გაზაფხულზე ახლდებოდა. ამის მიზეზი იყო ის ძლიერი ქარები, რომლებიც შავ ზღვაზე წელიწადის ცივ დროს იცის. ამასთან დაკავშირებით არქანჯელო ლამბერტი საგანგებოდ აღნიშნავდა: "შავი ზღვა ძალზე მღელვარეა და ამიტომ, ძლიერ სახიფათოა ამ ზღვაზე ზამთარში მოგზაურობა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 248/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2022, 01:16 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შედარებით მცირე ზომის საზღვაო ნავს, რომელსაც შორეული ნაოსნობა შეეძლო. XI საუკუნის ერთ ქართულ ხელნაწერში "მაკუკი" ეწოდება. ეს ხელნაწერი ერთი წმინდანის წამების ტექსტია, რომელიც ქართულად V-VIII საუკუნეებში უთარგმნიათ. ამიტომ საგულისხმოა, რომ ეს ტერმინი ამ დროისთვის უკვე იყო ცნობილი. თუ როგორ ნავს წარმოადგენდა კონკრეტულად "მაკუკუ", რაიმეს თქმა ჭირს. ეს კია, რომ ის აფრიანი უნდა ყოფილიყო, რადგან ტექსტში საგანგებოდ აღნიშნულია, მის მგზავრებს "ქარი იგიცა შემწე ექმნაო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 65/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2022, 01:48 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1920 წლისათვის ქართულ სამხედრო-საზღვაო ფლოტილიაში გამანადგურებელი "ფრიდონი" შედიოდა. მას უფროსი ლეიტენანტი ჩიკვაიძე მეთაურობდა. ჩიკვაიძემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და ცალკე გარდემარინის კლასი პეტროგრადში. მსახურობდა გემებზე ბალტიის ზღვაში. ბოლშევიკების (გამარჯვების) შემდეგ, ჩამოვიდა საქართველოში. მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე სამხედრო სექციაში გენერალური შტაბისა. დროებით სარდლობდა სამხედრო ფლოტილიაში.

გამანადგურებლის "ავთანდილის" უფროსი ლეიტენანტი იყო ჭითანავა. იგი მსახურობდა მატროსად სხვადასხვა გემზე შავ, ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებზე. ომის დროს მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო ტრანსპორტებზე და "ორჯერ გადაურჩა სამხედრო ავარიას". საქართველოში ჯერ კატერ "მუშის" კაპიტანი იყო, შემდეგ - "პატარა კახის", ბოლოს კი - "ავთანდილის".

გამანადგურებელ "ტარიელს" უფროსი ლეიტენანტი ლომბერიძე მეთაურობდა. მან ხონის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი და ბაქოს საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა. მას სამგზავრო გემებზე სხვადასხვა თანამდებობა, მესამე თანაშემწიდან პირველ თანაშემწემდე, ეკავა. გარკვეულ პერიოდში შავ ზღვაზე სანაპირო რაზმს მეთაურობდა და შემდეგ გამანადგურებელ "ტარიელის" უფროსად დაინიშნა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 283/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 08:25 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველგვარი ნავის ეკიპაჟის ყოველი წევრის საერთო სახელი მენავე იყო. მენავეს მეორე მნიშვნელობაც ჰქონდა - იგი ნავის თავს, დღევანდელი ტერმინოლოგიით, კაპიტანს აღნიშნავდა. ეს ტერმინი შემოკლებული მენავეთმოძღვარია. მოძღვარს ძველ ქართულში დამრიგებლის, უხუცესის მნიშვნელობა გააჩნდა. იშვიათად მენავეთმოძღვრის ნაცვლად იხმარებოდა ნავის წინამძღოლი ან ნავის უფალი. ეს უკანასკნელი ნავის პატრონსაც აღნიშნავდა.
ტერმინი "კაპიტანი" იტალიური წარმოშობისაა და ლათინური სიტყვიდან, "კაპუტიდან" მოდის, რაც თავს ნიშნავს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 55/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 08:45 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭოროხი ძალზე სწრაფი მდინარეა და კალაპოტიც მიხვეულ-მოხვეული აქვს. ამიტომ მდინარის დაყოლებით ცურვა ძალზე დიდ ხელოვნებას მოითხოვდა. მენიჩბეები ამ დროს ნავის თავში ისხდნენ. მათ მთავარ მოვალეობას რეიზისათვის დახმარება წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი მესაჭის მოვალეობას ასრულებდა. ამიტომ ნავის ბოლოში იდგა, ხელებში საჭის ორი ნიჩაბი ეჭირა და ნავს მართავდა. ჩვეულებრივ, ჭოროხული ნავის ეკიპაჟი იმდენად გამოცდილი იყო ხოლმე, რომ რაიმე უბედურ შემთხვევას იშვიათად ჰქონდა ადგილი. მგზავრებს, განსაკუთრებით, პირველად ცურვის დროს, ძალზე ხშირად ეჩვენებოდათ, რომ ნავი კლდეს ეჯახებოდა, მაგრამ უკანასკნელ წუთს ნავი მოუხვევდა და ცურვაც გრძელდებოდა. შესართავამდე ნავი უვნებლად ჩადიოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 156/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 09:14 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ამის საშუალება შეიქმნა, გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი ქართული ზღვაოსნობის განვითარებისათვის. 1835 წლის 10 ივნისს ერთ წერილში საქართველოს მთავარმართებელი ბარონი როზენი ახსენებს სავაჭრო ხომალდს, რომელიც სამეგრელოს მთავარს აუგია. ხომალდს, 1834 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე რეისი შეუსრულებია ოდესაში და უკან. ბარონი როზენი წერილში ახსენებს მეორე ხომალდსაც, რომელიც ამ დროს იგებოდა სამეგრელოს მთავრის ბრძანებით. ამ მშენებარე ხომალდის შემდგომი ბედის შესახებ რაიმე ცნობას ვერ მივაგენით, ლევან V დადიანის მიერ აგებულ პირველ ხომალდს კი "ხოპის ღვთისმშობელი" ეწოდებოდა. მის შესახებ მასალები დაცულია საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში.

"ზღვად მავალი" სავაჭრო ხომალდის - "ხოპის ღვთისმშობლის" - მშენებლობა 1833 წლის მაისში დასრულებულა. იგი აუგიათ ყულევში, ხობისწყლის შესართავში, ბაზართან ახლოს. ხეტყე ხომალდისთვის სამეგრელოს მთავარს გაუღია, მუშახელიც მას გამოუყვია. ხომალდის მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობა მიუღია აგრეთვე ქუთაისელ მოქალაქეს, ეროვნებით ბერძენ ნიკოლოზ მეტაქსისს. ამის გამო, ხომალდი ორივე პირის საერთო საკუთრება ყოფილა. "ხოპის ღვთისმშობელს" რამდენიმე ანძა ჰქონია, ტვირთმზიდაობა კი 22 420 ფუთი, ანუ 358,7 ტონა ყოფილა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 126/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 09:29 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს მნიშვნელოვანი საზღვაო-სამხედრო ძალები გააჩნდა, რითაც იგი ხშირად მეკობეობდა ზღვაზე. "განმდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღვისანი", - საგანგებოდ აღნიშნავს ლევან II დადიანის შესახებ ვახუშტი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 110/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 01:55 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეების საქართველოში ზღვაოსნობის განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს შოთა რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანიც". პოემაში მოხსენიებულია ამ დროისათვის ზღვაოსნობაში გავრცელებული ნავების ორივე ძირითადი ტიპი: აფრიანი დიდი ხომალდი და კატარღა - ნიჩბიანი დიდი საბრძოლო ნავი. შოთა რუსთაველს დაწვრილებით აქვს აღწერილი "ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა", რომელსაც "ნავთა სალეწად სახნისი ჰგია ძელითა". ჩვენი აზრით, პოემაში მოცემულია მეკობრეთა ნავის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი აღწერილობა. რაც მთავარია, შოთა რუსთაველი თავის პოემაში ზღვაოსნობის მხოლოდ ადგილობრივ, ქართულ ტერმინოლოგიას იყენებს. აქ ვერ შეხვდებით ვერც ევროპულ და ვერც აღმოსავლურ საზღვაო ტერმინილოგიას. შოთა რუსთაველს თავისი ცოდნა ზღვაოსნობის შესახებ ქართული სინამდვილიდან უნდა აეღო, რაც ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს იმ დროისათვის საზღვაო საქმის მაღალ დონეს ჩვენს ქვეყანაში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 90/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2022, 02:14 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გივი [ზალდასტანიშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართვლეოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში] მშობლებმა განათლების მისაღებად ფრანგულ სკოლაში შეიყვანეს. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში.

1942 წელს გივი ზალდასტანიშვილი გამოდის საფრანგეთის საზღვაო-სამხედრო ძალებიდან და სწავლას პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში იწყებს".

/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი