IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> თამბაქოს მავნეობა, მასალები ამ თემის ირგვლვ
terra
პოსტი Jul 19 2010, 08:21 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Ligia @ Jul 19 2010, 08:15 PM) *

ვაი სიგარეტის მოწევა თუ მოგინდება და სუფრას მიუჯექით დაიდებთ მერე პატივსაცემ ღიპებს, დიდი რაოდენობით წყლის დალევა და ვარჯიში უკეთესი რჩევაა

ტერრაჯან რაც სურათებში შეგხედე კაი წიწკვი უნდა იყო მამაკაცის კვალობაზე და 7 წელი რამდენი სიგარეტიც მოგინდებოდა თუ სუფრას მიუჯდებოდი, რამფერ შეინარჩუნე მაშინ ეგ წონა smile.gif


წიწკვობის რა მოგახსენო ჩემო კარგო, პად სოროკ ტიპი ვარ რა tongue.gif

ჭამას რაც შეეხება, რამდენიმე კვირა დამჭირდა თავგამეტებული კვება, თუ სწორად მახსოვს.
მერე ლომკა მოიხსნა, ვარჯიში დავიწყე და თან და თან დალაგდა ორგანიზმი.

ხო, და თან მიდრეკილება არ მაქვს სიმსუქნისკენ და მაშინ მხოლოდ 4-5 კილო მოვიმატე, აქედანაც 90% კუნთში წავიდა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 19 2010, 08:29 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



მაიცა კაცო მართლა პოდ სოროკ ხარ? smile.gif))) ვააა შენ მართლა გარგო 7 წელი სიგარეტის არ მოწევამ smile.gif კაი შენახული კაცი ყოფილხარ

ისე სიგარეტის მოწევა რომ დაიწყოს ადამიანმა ნეტა წონაში თუ დაიკლებს?
ხალხნო ეს ისე ვთქვი, წონაში დაკლება თუ გინდათ ივარჯიშეთ და სწორად იკვებეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2010, 08:36 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Ligia
ციტატა
მაიცა კაცო მართლა პოდ სოროკ ხარ? smile.gif))) ვააა შენ მართლა გარგო 7 წელი სიგარეტის არ მოწევამ smile.gif კაი შენახული კაცი ყოფილხარ

გენეტიკა მაქვს ეგეთი smile.gif

ციტატა
ისე სიგარეტის მოწევა რომ დაიწყოს ადამიანმა ნეტა წონაში თუ დაიკლებს?

ზოგზე მოქმედებს, ზოგზე არა, ტაკ ჩტო - არ სცადო ჯობია biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 08:38 PM
პოსტი #24


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



terra
რაიო biggrin.gif 40 წლის ხარ? biggrin.gif ვარ გმაშერა ასე biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 19 2010, 08:49 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(terra @ Jul 19 2010, 09:36 PM) *

Ligia

გენეტიკა მაქვს ეგეთი smile.gif
ზოგზე მოქმედებს, ზოგზე არა, ტაკ ჩტო - არ სცადო ჯობია biggrin.gif


ვაა გენეტიკა ნახე რა რეებს შვრება smile.gif
არა 40 წლის არ ვარო, პად სოროკ ვარო ანუ 35-40 შორის, მარა ნუ მაინც მოლოდეც გენეტიკას

არ ვცდი გენა, არც რაი მაქვს საცდელი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 19 2010, 09:12 PM
პოსტი #26


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



terra

ციტატა

მწეველებზე ამბობენ, ერთ ბოლოში ცეცხლია (სიგარეტის) და მეორე ბოლოში იდიოტიო smile.gif




გაიგე ხორხე?





laugh.gif

პ.ს. ერთხელაც იქნება გამპუტავს biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2010, 09:20 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jul 19 2010, 09:12 PM) *

terra

გაიგე ხორხე?
laugh.gif


გავიგე და დავაიგნორე, რაღას მახსენებ biggrin.gif

ციტატა
პ.ს. ერთხელაც იქნება გამპუტავს biggrin.gif


ჩათვალე, რომ გაპუტული ხარ უკვე cool.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 19 2010, 09:21 PM
პოსტი #28


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(terra @ Jul 19 2010, 10:20 PM) *

გავიგე და დავაიგნორე, რაღას მახსენებ biggrin.gif
ჩათვალე, რომ გაპუტული ხარ უკვე cool.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif




--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 19 2010, 09:30 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ვაა ანუკას კიდე გაპუტვა უნდა? მაგას ჯობდა დაგეწერა სულს შეგიბერავო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Jul 19 2010, 10:49 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



თქვენი არ ვიცი და მე მინიმუმ 15 კილოს ისე შევირგებდი, როგორც არაფერი, იმენნა ჩემს წონამდე მაგდენი მაკლია, ახლა 68 კგ ვარ... ასე რომ სიგარეტის გადაგდებას ჩემთვის სხვა ბევრი სარგებლის მოტანაც შეუძლია... smile.gif


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 19 2010, 10:57 PM
პოსტი #31


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(Ligia @ Jul 19 2010, 10:30 PM) *

ვაა ანუკას კიდე გაპუტვა უნდა? მაგას ჯობდა დაგეწერა სულს შეგიბერავო

biggrin.gif მაგარი ხარ ლიგიიი biggrin.gif



ასუქებს? ე.ი. დავიწყო და მერე დავანებო? biggrin.gif
სხვანაირად ვერ ვსუქდები და .... unsure.gif biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Jul 20 2010, 11:14 AM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



წარმატებით მიდის ჩემი მეორე დღე სიგარეტის გარეშე... smile.gif


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 20 2010, 11:26 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(როგავა @ Jul 20 2010, 11:14 AM) *

წარმატებით მიდის ჩემი მეორე დღე სიგარეტის გარეშე... smile.gif


მშვენიერია smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 20 2010, 11:26 AM
პოსტი #34


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(როგავა @ Jul 20 2010, 11:14 AM) *

წარმატებით მიდის ჩემი მეორე დღე სიგარეტის გარეშე... smile.gif

ეცადე დღები არ დაითვალო, ჩათვალე, რომ არ ეწეოდი. უბრალოდ დაივიწყე სიგარეტის არსებობაზე smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Jul 20 2010, 11:30 AM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



terra
lingvo


გმადლობთ...

ეგეც ვიცი რომ არ უნდა ვითვალო... 2 დღე რა დასათვლელია მაგრამ მაინც... smile.gif

დარწმუნებული ვარ დავაგდებ ბეჭებზე ამ მავნე ჩვევას...


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 20 2010, 11:53 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



როგავა

ისე, რა სისულელეა, წარმოიდგინე,
ადამიანები ისედაც ვიხოცებით და ამაში ფული რატომ უნდა ვიხადოთ დამატებით - გაუგებარია mellow.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Jul 20 2010, 11:59 AM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



terra
გეთანხმები...

სუიციდი არ ჰქვია, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდე შეიძლება ეგეც იყოს...


რამხელა ასოებით აწერია - კლავსო... და მაინც ვეწევით


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Jul 20 2010, 12:15 PM
პოსტი #38


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(terra @ Jul 20 2010, 11:53 AM) *

როგავა

ისე, რა სისულელეა, წარმოიდგინე,
ადამიანები ისედაც ვიხოცებით და ამაში ფული რატომ უნდა ვიხადოთ დამატებით - გაუგებარია mellow.gif



ადამიანს არ აქვს უფლება აირჩიოს როგორ მოკვდება?

არ მილოცია და არც მორწმუნეობით გამოვირჩევი, მით უმეტეს მაშინ, როცა დავანებე თავი მოწევას, ღმერთი ვის ახსოვდა smile.gif მაგრამ დილით გავიღვიძე 2 წლის წინ და აღარ მოვწიე და არც ახლა ვეწევი smile.gif
არაფერი არ ხდება უფლის გარეშე, მაგრამ უფალი რა შუაშია თუ ჩვენ არ მოვინდომეთ და ნებისყოფა არ გვეყო smile.gif
არ მჯერა მე რომ ლოცვა გვიშველის და დაგვანებებინებს თავს ათას მაიმუნობას, ლოცვა მხოლოდ ნებისყოფის განსამტკიცებლად თუ დაგვეხმარება მაგ დროს smile.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 20 2010, 12:21 PM
პოსტი #39


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თამბაქოს წევაზე


ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, - და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს.
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი

თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.
ღირსი ამბროსი ოპტინელი

როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)

თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი



ეპისკოპოსი ბარნაბა ბელიაევი

მოკლე ისტორიული მიმოხილვა მეცნიერების თვალსაზრისი თამბაქოს წევაზე

(წიგნიდან „სიწმინდის ხელოვნების საფუძვლები“)


ნიშანდობლივია თამბაქოს წევის ისტორია. იგი გვიჩვენებს, რომ ვერავითარმა წამებამ და სიკვდილით დასჯის შიშმაც კი ვერ აიძულა ადამიანები უარი ეთქვათ ამ საშინელ, მართლაც რომ დამღუპველ ჩვეულებაზე. ამასთან ეს ისტორია იმდენად ხანმოკლეა და ისე ცოცხლადაა შემონახული კოცობრიობის მეხსიერებაში, რომ ადვილად შეიძლება აღვადგინოთ მისი ყველა წვრილმანი. მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ამ გარემოების გამო იგი უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მთელი სიცხადით წარმოაჩენს დემონთა იმ მზაკვრობას, რომლითაც ისინი ადამიანებს ამ შხამით გატაცებისაკენ სრულიად აშკარად და დაუფარავად აქეზებენ, თუმცა სხვა შემთხვევებში ისინი ჩვეულებრივ ფარულად, შენიღბულად მოქმედებენ.

... როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი კუნძულ სან-სალვადორს მიადგა, ის და მისი თანამგზავრები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: კუნძულის წითელკანიანი მკვიდრნი პირიდან და ნესტოებიდან კვამლის ბოლქვებს უშვებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელებს რელიგიური დღესასწაული ჰქონდათ, რომლის დროსაც ისინი განსაკუთრებულ ბალახს ეწეოდნენ, და ეწეოდნენ გონების დაკარგვამდე. ასეთ მდგომარეობაში ისინი კონტაქტში შედიოდნენ დემონებთან და შემდეგ ჰყვებოდნენ, თუ რა ამცნო მათ „დიდმა სულმა“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეზღვაურები იგივე დემონებმა, რომლებიც ინდიელებს რიტუალური თამბაქოს წევისას ეჩურჩულებოდნენ, ჩურჩულითვე წააქეზეს გაეცნოთ ევროპელთათვის ეს ახალი „სიამოვნება“. და აი, კეთილგანწყობილი დემონების ფარული წაქეზებით მთელ ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის საყოველთაო ციებ-ცხელება. რა არ იღონეს საერო და საეკლესიო ხელისუფლებმა, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება - მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა!

ასე, მაგ., 1623 წელს პაპმა ურბან VIII-მ გამოსცა ბულა, რომლითაც ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა ყველას, ვინც თამბაქოს ეწეოდა ტაძარში; თურქეთში 1625 წელს ამურატ IV-მ ბრძანა კისერზე მარყუჟჩამოცმული თამბაქოს მწეველები ეტარებინათ ქუჩებში, შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ და მათი მოკვეთილი, პირში ჩიბუხგაჩრილი თავები საჯაროდ გამოეფინათ; 1638 წელს, სპარსეთში ლაშქრობისას, იმ ჯარისკაცებს, რომელთაც თამბაქოს წევისას წაასწრებდნენ, ხმლით აჩეხვა, ჩამოხრჩობა ან ძელზე გასმა ელოდათ... სპარსეთში შაჰ აბასმა ბრძანა - თამბაქოს მწეველები დაესაჯათ ცხვირისა და ტუჩების მოჭრით, თამბაქოთი მოვაჭრენი კი ცოცხლად დაეწვათ თავის საქონელთან ერთად.

შვეიცარიაშიც კი, ამ მარადი თავისუფლების (რასაკვირველია არა სახარებისეული გაგებით) ქვეყანაში, 1661 წელს აპენელის მაგისტრატმა თამბაქოთი ვაჭრობისათვის, როგორც თვით ღმერთის მიერ აკრძალული ცოდვისათვის, სასჯელის იგივე ზომა განსაზღვრა, რაც მკვლელობისათვის იყო დაწესებული...

მკაცრმა ზომებმა ვერ შესძლეს ახალი, მანამდე უცხო ხილისადმი მზარდი ლტოლვის შეჩერება. აკრძალული, იგი კიდევ უფრო ტკბილი ხდებოდა... და აი, ეწეოდნენ ფარულად, რისთვისაც მიდიოდნენ ტყეებში, იმალებოდნენ სარდაფებში. და ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე თავად ხელისუფალნი არ დანებდნენ.

რუსეთში მეფე მიხეილ თეოდორეს ძე თამბაქოს მოწევის გამო (რომელიც პირველად ინგლისელებმა შემოიტანეს, და უნდა ითქვას, ყველაზე ცუდი ხარისხისა, რასაც ინგლისში უკვე აღარავინ აღარ ეწეოდა) 1634 წლის განჩინებით ბრძანებდა უდიდესი სასჯელი დაედოთ - სიკვდილით დასჯამდე. ალექსი მიხეილის ძემ 1649 წლის სჯულისდებით დაადასტურა მამის განკარგულება და ბრძანა საჯარო ბაზრობებზე გაეშოლტათ ყველა, ვისაც თამბაქოს აღმოუჩენდნენ, ნესტოები და ცხვირი მოეჭრათ მათთვის და წამების შემდეგ გაესახლებიანთ შორეულ ქალაქებში, რათა ამის მხილველთ თამბაქოს წევის სურვილი გაჰქრობოდათ და არ დაჩვეულიყვნენ.

ვითარება შეიცვალა პეტრე I-ის გამეფების შემდეგ, რომელმაც ყველა თავის მანკიერებას ესეც დაუმატა: მან 1697 წელს გასცა რა თამბაქოთი თავისუფალი ვაჭრობისა და თამბაქოს წევის ნებართვა, არა მარტო გააუქმა ყოველგვარი აკრძალვები თამბაქოზე, არამედ პირადად, ლონდონში ყოფნისას (1698წ.) დადო ხელშეკრულება თამბაქოთი ვაჭრობის თაობაზე მარკიზ კარმარტენთან, ამასთან, ამ უკანასკნელს წინასწარ უნდა გადაეხადა მისთვის თორმეტი ათასი გირვანქა სტერლინგი, ხაზინისათვის კი ყოველწლიურად ათასი გირვანქა თამბაქო გადაეცა; საბაჟო გადასახადი განისაღზვრა ოდენობით - ოთხი კაპიკი გირვანქაზე. ამ დროიდან საქმე სრული სვლით დაიძრა დასახული მიმართულებით.

მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე შეესუსტებინათ ეს საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტება და გამოეაშკარავებინათ მთელი ის ზიანი, რაც ამ ჩვევას მოაქვს. ისინი ქმნიან საზოგადოებებს, გამოსცემენ ჟურნალებს, ბეჭდავენ ბროშურებს, აწყობენ კონკურსებს და აწესებენ პრემიებს საუკეთესო ნაშრომებისათვის თამბაქოს წევის მავნეობაზე.

და მართლაც, თამბაქოთი (Nicotiana tabacum-ის ფოთლებით) გამოწვეული ზიანი, როგორც მეცნიერებამ ზუსტად დაადგინა, ძალიან დიდია.

თამბაქოს ბოლი (ნიკოტინის მჟავის გარდა) შეიცავს: გოგირდწყალბადს, გოგირდმჟავას, გოგირდოვან ტყვიას, ნახშირის ჟანგს, ნახშირმჟავას და ა.შ. დადგენილია, რომ ყველა ეს შხამი გარკვეულ პირობებში ჰაერის მეშვეობით სისხლში ხვდება.

„წყალთან ერთად მიღებული 15 მილიგრამი ნიკოტინი, უკვე იწვევს ნიკოტინური მოწამვლის პირველი ნიშნების გამოვლენას, - ვკითხულობთ დასავლეთის ერთ-ერთ ცნობილ ჰიგიენისტთან, - დაახლოებით ოთხი გრამის წონის სიგარა 1(2-3)4 საათში გადასცემს ორგანიზმს 7-10 მილიგრამ ნიკოტინს... აქტიური მწეველებისათვის ჩვეულებრივია სასის კატარი. ხშირად აღენიშნებათ ნერვული აშლილობანი, ნერვოსთენური მოვლენები, გულისცემის აჩქარება, აგზნებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა, სუსტი მეხსიერება და ა.შ. უფრო სუსტი ადამიანებისათვის, რომლებიც თამბაქოს შეჩვეულნი არ არიან, თამბაქოს ბოლის ერთი ჩასუნთქვაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ გამოიწვიოს თავის ტკივილი, სულის შეხუთულობა ან ბნედა.

თამბაქოს წევა აქვეითებს მადას, არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ეს უკანასკნელი გასაგებიცაა, რადგან თამბაქოს წევა იწვევს ნერწყვის გაძლიერებულ გამოყოფას, რომელიც იმის გამო, რომ მწეველი მას მაშინვე გადაანერწყვებს, იკარგება. ნერწყვი კი აუცილებელია საკვებ ნივთიერებათა მთელი კლასის (სახამებლის) მონელებისათვის. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლი გადაყლაპვისას იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას“. და რა ხშირად შეიძლება გავხდეთ (არამწეველი ადამიანისათვის) ასეთი უმსგავსო სურათის მოწმე, როდესაც ადამიანს სადილობისას ერთ ხელში სიგარეტი აქვს, მეორეში - კოვზი ან ჩანგალი და საკვების ყოველ ლუკმას თამბაქოს ბოლს აყოლებს. მართალია, ნიკოტინი უშუალოდ არ იწვევს სასიკვდილო დასასრულს, მაგრამ აქვეითებს შრომის სურვილს, შრომის უნარს, აზროვნების ძალას და სასიცოცხლო ენერგიას. მართალია, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ თითქოს უკეთ მუშაობენ და აზროვნებენ, როდესაც ეწევიან. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ ისინი ნიკოტინით გამოწვეულ აგზნებას ძალის გამოვლინებად აღიქვამენ, და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცხოვრობენ არა პროცენტებით, არამედ საკუთარი სასიცოცხლო ძალის კაპიტალის ფლანგვას ეწევიან.

ასეთია თანამედროვე მეცნიერების დასკვნები თამბაქოს წევის მავნეობაზე.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Jul 20 2010, 12:27 PM
პოსტი #40


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(lingvo @ Jul 20 2010, 12:17 PM) *

თამბაქოს წევაზე

როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)


მომკალით და ასეთი რამ ნამდვილად მაოცებს smile.gif
არ შეიძლება რაიმე უფრო დამაჯერებელი არგუმენტი მოიტანონხოლმე?
მაგალითად:

თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.

ზუსტია!

ესეც:

თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა.

ეს არის ფაქტი, ხოლო რა იყო წარღვნამდე და აწი როგორ დავიფერფლებით, ეგ, ჩემი აზრით სასაცილოდ და არარეალურად ჟღერს ამ ყველაფერთან smile.gif





ეპისკოპოსი ბარნაბა ბელიაევი - მოკლე ისტორიული მიმოხილვა მეცნიერების თვალსაზრისი თამბაქოს წევაზე
- მომწონს ეს!
ამით ნამდვილად შეიძლება დააფიქრო მწეველი smile.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი