IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მოჩვენებები
tamara
პოსტი Mar 22 2009, 01:40 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



საინტერესო მოვლენებს ვაწყდებით ამა თუ იმ კატასტროფის და უბედური შემთხვევის ადგილებზე -

აი ეს ახალი ცნობაა -
http://forum.ge/?f=84&showtopic=33945647&st=0

ბესლანში დანგრეული სკოლის შენობაში ხედავენ აჩრდილებს
და ესმით ხმები
IPB-ს სურათი


ამას ემატება მოჩვენებების ხილვა ბოლო დროს სამაჩაბლოშიც -

მაინტერესებს როგორ განმარტავს მოჩვენებებს ჩვენი ეკლესია
და წმინდა მამები.

ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია


და ხომ არ დავუსვათ კითხვა მოძღვარს - მოჩვენებების შესახებ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 22 2009, 04:24 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



წმინდა მამები და მაშასადამე ეკლესია კატეგორიულად გვაპრთხილებენ არ ავყვეთ მოჩვენებებს და არ ვცადოთ სიზმრების ახსნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 22 2009, 04:35 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



არ მჯერა smile.gif

პ.ს. არ ვიცი სწორად მახსოვს თუ არა, მაგრამ ასეთი თემა ხო იყო აქა? unsure.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 22 2009, 05:22 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
წმინდა მამები და მაშასადამე ეკლესია კატეგორიულად გვაპრთხილებენ არ ავყვეთ მოჩვენებებს

არც არავინ ჰყვება მათ -
უბრალოდ უარყოფენ თუ არა მოჩვენების არსებობას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 22 2009, 06:46 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



tamara
ციტატა
მაინტერესებს როგორ განმარტავს მოჩვენებებს ჩვენი ეკლესია
და წმინდა მამები.



ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, სწორედ, მოჩვენებებს ეხებოდა და მამა ანდრიამ მიპასუხა. სადაა ეხლა ეგ პასუხი არ ვიცი. როგორც მახსოვს, ბერმუდის სამკუთხედზეც მეწერა შეკიტხვაში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 22 2009, 06:48 PM
პოსტი #6


დაურეგისტრირებელი









მოჩვენებების რა გითხრათ და ეს ფორუმ.ჯის რეკლამირება არ მევასება.
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Mar 22 2009, 08:18 PM
პოსტი #7


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ეშმაკები ათასი ხერხით ცდილობენ მიიზიდონ ადამიანების ყურადღება და ბოროტცნობისმოყვარეობის გამო ბევრი იხიბლება..

რათქმაუნდა ეკლესია არ უარყოფს მსგავს ფაქტებს მარა როგორც ასეთი დაკარგული სულებიო ეს სისულელეა ეგენი არიან ეშმაკები რომლებიც ღებულობენ ჩვეულებრივი სულების სახეს tongue.gif

ანგელოსი სახით შეუძლია ეშმაკს გამოცხადება და ეგ გაუჭირდება?




ესეც მოძღვრის პასუხი


- არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.

- „პური და სანახაობა“ - გაიძახოდნენ ძველი რომაელები. დღევანდელი ადამიანიც იგივეს იძახის, იგივე წარმართული იდეალებით ცხოვრობს. და მას ეძლევა სანახაობა, მაგრამ უკვე არა ისეთი, როგორიც რომაელებს ჰქონდათ, არამედ მისტიური და უფრო დამანგრეველი სულისათვის. დღევანდელი სანახაობრივი ტექნოლოგიები ამისათვის დახვეწილ საშუალებებს იძლევიან. ადამიანი იღებს იმას, რასაც ეძებს. ბოროტი მთელ მასკარადებს უწყობს ადამიანს, ოღონდ როგორმე მიიზიდოს მისი ყურადღება, დატვირთოს დემონური ემოციებით, დაძაბოს შიშით, გაურკვეველობით, უსუსურობის და უიმედობის შეგრძნებით.

ვინ ეჩვენება ადამიანს მოჩვენებების სახით? ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არც მიცვალებულთა სულებია და არც ანგელოზები. მიცვალებულებთა სულები წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ არ ბრუნდებიან. თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს ვიცნობთ, როცა ღმრთის მიერ დაშვებულ იქნა გარდაცვლილთა სულების (არა მხოლოდ წმიდათა) გამოცხადება, რათა სულიერი სარგებლობა მიეღოთ ადამიანებს. ყოველ ასეთ შემთხვევას ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული და განცხადებული დანიშნულება. ასევე ვიცნობთ შემთხვევებს, როცა ანგელოზი მოავლინა უფალმა. აქაც მათ გამოცხადებას ჰქონდა კონკრეტული მისია. დემონური სასწაულები კი ხასიათდება ბუნდოვნებით, გაურკვეველობით, ზოგჯერ კი დაშინებით. ისინი იწვევენ გაოგნებას, შიშს, მაგრამ არაფერს გვაძლევენ სულისათვის სასარგებლოს. მათი მიზანი არის ადამიანთა ყურადღების მოწყვეტა სულისათვის სასარგებლო და აუცილებელი საკითხებიდან, ემოციური და გონებრივი გადატვირთვა და დაძაბვა.

მამათა ცხოვრებიდან ვიცით მრავალი შემთხვევა, როცა ეშმაკი ევლინებოდა ადამიანებს ადამიანების, ანგელოზების და თვით მაცხოვრის სახითაც კი. ვფიქრობთ, ამის შემდეგ არ უნდა გვიკვირდეს „მიცვალებულთა სულების“ გამოჩენა.

წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებიდან ვიცით, რომ ბოროტი ჩვენთვის უცნობი საშუალებებით ახერხებდა ფიზიკურადაც კი ეგვემა მოღვაწე. არაერთი სხვა მოღვაწის ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ინფორმაცია იმაზე, რომ ხდება ტემპერატურის, ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველების შეცვლა უცნაური მოვლენების ადგილებში არ უნდა გვაკვირვებდეს. თუმცა გულის სიღმრეში მაინც ბადებს ეჭვს.

მაცხოვარიც, მოციქულებიც, წმიდა მამებიც გვასწავლიან, რომ საყოველთაო განდგომილების და აღსასრულის მოახლოებისას გამრავლდება ცრუსასწაულები. იმდენად ძლიერი და აუხსნელი იქნება ეს მოვლენები, რომ ადამიანები გაოგნებას მიეცემიან და რჩეულებიც კი შეირყევიან. ამისაგან თავის დასაცავად უნდა ვეცადოთ ყურადღება მოვაცილოთ ცრუსასწაულებს, არ ვეცადოთ ავხსნათ ადამიანური გონებით ის, რაც სულიერი სამყაროს გამოვლინებას მიეკუთვნება. ხე ნაყოფით იცნობა. რა არის ნაყოფი ასეთი მოვლენების გამოძიებისა? განა გვაახლოვებენ ისინი ჭეშმარიტებას? და თუ არა, რატომ ვუთმობთ მათ დროს, ყურადღებას, როცა ღმრთის შემეცნების აუთვისებელი ზღვაა ჩვენს წინაშე?


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 22 2009, 09:01 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 22 2009, 06:46 PM) *

tamara
ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, სწორედ, მოჩვენებებს ეხებოდა და მამა ანდრიამ მიპასუხა. სადაა ეხლა ეგ პასუხი არ ვიცი. როგორც მახსოვს, ბერმუდის სამკუთხედზეც მეწერა შეკიტხვაში.

რეკლამირება აქ არაფერ შუაშია -
უბრალოდ იქ წამოიჭრა ეს საკითხი -
და მართლა მაინტერესებს


llaasshhaa
მადლობთ ვნახე თქვენი პოსტი იქ-
და მოგწერეთ..
smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Mar 22 2009, 09:06 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



tamara

საწყენად არ მიიღო, მაგრამ დიდი გნოსტიკური გავლენა გაქვს, შენ თემებში ხშირად შემხვედრია და ეს არ არის ჯანსაღი ქრისტიანული მსოფლმხედველობა.


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Mar 22 2009, 09:10 PM
პოსტი #10


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



მეც მაქვს მოჩვენებები
ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონ ბონაპარტი მეჩვენება ხოლმე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 22 2009, 09:36 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(ავგუსტინე @ Mar 22 2009, 09:06 PM) *

tamara

საწყენად არ მიიღო, მაგრამ დიდი გნოსტიკური გავლენა გაქვს, შენ თემებში ხშირად შემხვედრია და ეს არ არის ჯანსაღი ქრისტიანული მსოფლმხედველობა.

საწყენი არაფერია-
ყველას თავისი გზა აქვს-
და არცერთის გზა არ მეორდება.

მე პირადად არასოდეს მაკმაყოფილებს უბრალო პასუხი -
თუ ბოლომდე არ ჩავეძიე ამა თუ იმ საკითხში.

ჯანსაღია თუ არა ასეთი მიდგომა -
უფალმა იცის.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 22 2009, 10:07 PM
პოსტი #12


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იცით რა მაინტერესებს?

ყველა ქვეყნის მოჩვენებებზე ცალ-ცალკე თემა უნდა გავხსნათ?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 22 2009, 10:15 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
ყველა ქვეყნის მოჩვენებებზე ცალ-ცალკე თემა უნდა გავხსნათ?

მე მგონი საკითხი ეხება კონკრეტულ მოვლენას -
კერძოდ ბესლანში - სადაც მოხდა ისეთი რამ,
რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა..
თემის გახსნის წინ ნებართვა უნდა ავიღოთ?

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 22 2009, 06:46 PM) *

tamara
ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, სწორედ, მოჩვენებებს ეხებოდა და მამა ანდრიამ მიპასუხა. სადაა ეხლა ეგ პასუხი არ ვიცი. როგორც მახსოვს, ბერმუდის სამკუთხედზეც მეწერა შეკიტხვაში.

და რა გიპასუხათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 22 2009, 10:36 PM
პოსტი #14


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



tamara
ციტატა
მე მგონი საკითხი ეხება კონკრეტულ მოვლენას -
კერძოდ ბესლანში - სადაც მოხდა ისეთი რამ,
რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა..
თემის გახსნის წინ ნებართვა უნდა ავიღოთ?

არა ჩემო კარგო, თემის გახსნაზე ნებართვის აღებას არავინ გთხოვს.
ირონია უადგილოა smile.gif

უბრალოდ სამაჩაბლოს კონკრეტულ მოვლენაზედაც ხომ შენ გახსენი თემა.
ბესლანის ამბავიც ერთი კონკრეტული მოვლენაა და ვინ იცის კიდევ სად და
რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი კონკრეტული მოვლენები. ხომ იყო შესაძლებელი იგივე სამაჩაბლოს თემაში ამის დაწერაც?

ისე კი ხალხიც დაიღალა ამდენი ნეგატიური ამბის მოსმენით.
ყიველთვის არაა მისაღები საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს.
მით უმეტეს ახალ-ახალ თემებად წარმოვადგინოთ, როცა თითქმის
მსგავს საკითხზეა საუბარი სამაჩაბლოზე გახნილ თემაში.

ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 22 2009, 10:49 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
უბრალოდ სამაჩაბლოს კონკრეტულ მოვლენაზედაც ხომ შენ გახსენი თემა.
ბესლანის ამბავიც ერთი კონკრეტული მოვლენაა და ვინ იცის კიდევ სად და
რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი კონკრეტული მოვლენები. ხომ იყო შესაძლებელი იგივე სამაჩაბლოს თემაში ამის დაწერაც?

მაინტერესებს ეს საკითხი ზოგადად -
და აქაც იმიტომ გავხსენი -
რომ იქნებ ვინმეს აეხსნა.
რაზეც ლაშას მადლობა.

რაც შეეხება სამაჩაბლოს -
ესეც ახალი ინფორმაცია იყო
და სრულიად რეალური -
სხვათაშორის ისევ იმეორებენ ამას -

იქ იმიტომ არ დავწერე -
რომ თემა ბესლანზეა
და ცალკე სხვა სტატიას და თემას ეხებოდა.
შემთხვევით წავაწყდი ამას -
http://www.liveinternet.ru/users/2537137/post92961854/


ციტატა
ისე კი ხალხიც დაიღალა ამდენი ნეგატიური ამბის მოსმენით.
ყიველთვის არაა მისაღები საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს.

და როგორ გავიგო ვის ანტერესებს და ვის არა?
ანუ როცა რამე მაინტერესებს -
აღარ ვიკითხო?
კი ბატონო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 22 2009, 10:54 PM
პოსტი #16


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



tamara
ციტატა
და როგორ გავიგო ვის ანტერესებს და ვის არა?
ანუ როცა რამე მაინტერესებს -
აღარ ვიკითხო?
კი ბატონო.

ნათქვამს ცუდად ნუ გებულობ ჩემო კარგო.
უნდა იკითხო როგორ არა.

მე უბრალოდ გითხარი, უკეთესი იქნებოდა ერთ თემაში მოგექცია
ერთმანეთის მსგავსი საკითხი თქო, სხვა არაფერი.

ვისაც აინტერესებს ასეთი ამბები, შემოვა და წაიკითხავს. ესაა სულ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი May 29 2009, 11:58 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ეს მოჩვენებები დიდი ხანია ბავშვობიდანვე ვხედავ და არც მეშინია მაგეებით უბრალოდ მოძრავი არსებები არიან და არა მიცვალებულის სულები...
ბიბლიის თანახმად მაგ არსებებ დემონებ უწოდებენ. არ ვიცი ამაზე საუბარი დღემდეს მერიდება . ისე კი ვარ ამ ადგილად ნამყოფი ბესლანში 1995 წელს და იქ ვერაფერი დავინახე.
I can see unseen spirit .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 29 2009, 12:10 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.




აი, ზუსტად ესაა ჩემი შეკითხვა, რომელიც დავსი, სად იპოვე ლაშა ? biggrin.gif

davithet
ციტატა
ისე კი ვარ ამ ადგილად ნამყოფი ბესლანში 1995 წელს და იქ ვერაფერი დავინახე.



მოჩვენებები, რომც არსებობდნენ, მათ შენ 1995 წელს ბესლანში ვერ ნახავდი, რადგან ბესლანის ტრაგედიასულ 3-4 წლის უკან დატრიალდა...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 29 2009, 12:57 PM
პოსტი #19


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აქ უკვე აღნიშნეს რომ მსგავსი მოვლენები მართლაც არსებობს და ეკლესია მათ დემონიურ გამოვლინებებად მიიჩნევს.
ეს მოვლენები ხშირია კატასტროფის, ტრაგედიის და სხვა ტრაგიმოვლენების გეოგრაფიულ ზონებში.
და ღვთის მადლის მოკლებაზე მეტყველებს იმ ადგილებში.
რომლებსაც სხვანაირად ანომალურ ზონებს უწოდებენ.
მამები გვირჩევენ მოვერიდოთ ასეთ ადგილებს, ამ მოვლენებზე ფიქრს და ა. შ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nodar
პოსტი Jun 3 2009, 06:45 AM
პოსტი #20


გვფარავდეს ღმერთი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარ.: სამშობლო
წევრი № 3,072



ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა იყო, მეც სულ მაინტერესებდა რას ფიქრობდა მოჩვენებებზე ეკლესია..

მე ისინი წარმომიდგენია როგორც მიტოვებული სულები რომლებიც სიკვდილის შემდეგ არ წავიდნენ საიქიოს.. სხვადასხვა მიზეზების გამო შემდეგ კი მარტოობაში მათი უმრავლესობა გაბოროტდნენ და ცუდ საქმეებს ჩასდიან.. ეშმაკია თუ გარდაცვლილი ბოროტია და მჯერა რომ ღმერთი მათგან ყოველთვის დამიცავს თუ მეთვითონ არ დავიწყებ მათ ძებნას..

პ.ს. ერთი რაღაც მაინტერესებს, შეიძლება ცოტა სულელურადაც ჟღერდეს მაგრამ, რომ იძახით რომ ეშმაკს შეუძლია როგორც ანგელოზის სახით გამოგეცხადოსო ასევე მაცხოვრისო, როგორ უნდა გავიგო მართლა ეშმაკია თუ არა..? თუ აუცილებლად ეშმაკი იქნება იმიტომ რომ მე ანგელოზი რატო უნდა გამომეცხადოს?

მადლობა წინასწარ პასუხისთვის..


--------------------
ძალა ერთობაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი