IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ?
Lenus
პოსტი Jul 17 2007, 07:59 AM
პოსტი #41


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
საქართველოს ეკლესიას უკანონდ ჰქონდა ავტოკეფალია გაუქმებული, ხოლო უკრაინას პირიქით - უკანონოდ აქვს გამოცხადებული


ეგ შენთვის იყო უკანონო, თOრემ აბა რუსებისთვის გეკითხა? თანაც, ასე იოლად თუ იყო საქმე, რატომ არავინ გვცნო ავტოკეფალიურ ეკლესიად 1943 წლამდე? ან მერეც, რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ საქართველოს დიდი ბრძოლა მოუხდა ავრტოკეფალიის განსამტკიცებლად და საერთო სტატუსისს დასამკვიდრებლად.

აქვე შემხვედრი კითხვა - თუ ეს ასე იოლი გადასაწყვეტია და იყო, რატომ ვერ დავიბრუნეთ ბერძნების მიტაცებული ქართული სავანეები??


ციტატა
რასაც ვეთანხმები არის ის, რომ კიევი იყოს საპატრიარქო კათედრა, მხოლოდ ერთიანი რუსეთის ეკლესიის


ეგ ავტოკეფალიაზე უარესია wink.gif

მე რამდენაადაც ვიცი, პატრიარქი ჰყავს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მოციქულებმა იქადაგეს. ანდრია პირველწოდებული თუ უკჯრაინის მქადაგებლად აღიარეს, რუსეთისა ვიღა იქნება? და გამ,ოვა რომ რუსეთს პატრიარქიაღარ ეყოლება?? მერე ნახე აფხაზეთის წართმევა )))


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 17 2007, 10:29 AM
პოსტი #42


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
ეგ შენთვის იყო უკანონო, თOრემ აბა რუსებისთვის გეკითხა? თანაც, ასე იოლად თუ იყო საქმე, რატომ არავინ გვცნო ავტოკეფალიურ ეკლესიად 1943 წლამდე? ან მერეც, რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ საქართველოს დიდი ბრძოლა მოუხდა ავრტოკეფალიის განსამტკიცებლად და საერთო სტატუსისს დასამკვიდრებლად.


აქ არ არის ჩვენზე და რუსებზე საუბარი, საუბარია კანონიკურ ნორმებზე, რომლის მიხედვითაც ანტიოქიის საპატრიარქო საყდრის მიერ კონსტანტინოპოლის თანხმობით მიღებული ავტოკეფალიის გაუქმების უფლება არ ჰქონდა რუსეთის იმპერატორს, ეს კანონიკურ სამართალში არის ორჯერ ორი. ამას ვერცერთი რუსი ვერ იტყვის რომ მართალი არ არის, თუკი ოდნავ გაეგება ამ საქმის

ციტატა
ეგ ავტოკეფალიაზე უარესია

მე რამდენაადაც ვიცი, პატრიარქი ჰყავს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მოციქულებმა იქადაგეს. ანდრია პირველწოდებული თუ უკრაინის მქადაგებლად აღიარეს, რუსეთისა ვიღა იქნება? და გამ,ოვა რომ რუსეთს პატრიარქიაღარ ეყოლება?? მერე ნახე აფხაზეთის წართმევა )))


რუსეთის ეკლესია არის ერთიანი და იგი მოიცავს დღევანდელ რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიის რესპუბლიკას. ტიტულიც არის არა Патриарх России არამედ Патриарх Руси, რაც გულისხმობს ამ ერთა ერთობას.

დღეს რომ რუსეთის ეკლესიის მეთაური პატრიარქად იწოდება, რის გამოა? იმის გამო, რომ კიევში იქადაგა ქრისტეს სჯული ანდრია მოციქულმა. შესაბამისად, საპატრიარქო ღირსების ქალაქი უნდა იყოს არა მოსკოვი, არამედ კიევი, სადაც იქნება ერთიანი რუსეთის ეკლესიის კათედრა (და ამის მომხრე ვარ-მეთქი). ამდენად, გაურკვეველია შენ მიერ მოყვანილი ორი ადგილი "უკრაინის მქადაგებელი" და "რუსეთში ვინღა იქნება"? რუსეთის ეკლესიის ცენტრი იქნება კიევი, ხოლო მოსკოვს ეყოლება მიტროპოლიტი (როგორც ჰყავდა საუკუნეების მანძილზე!). განა პატრიარქ ალექსი II-ის მფარველი ანგელოზი ვინ არის? მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსი

დღეს თუ ანდრიას მიერ დაარსებული საყდრის ეპისკოპოსი მიტროპოლიტად იწოდება, ხოლო არასამოციქულო წარმოშობის კათედრის (მოსკოვის) ეპისკოპოსი - პატრიარქად, ვითომ პირიქით რომ იყოს უკეთესი არ იქნება?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 17 2007, 10:36 AM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კანონისტი
ციტატა
როგორც ჰყავდა საუკუნეების მანძილზე


Патриарх Руси კიევში იჯდა ადრე? მაგი ნამდვილათ არ ვიცოდი.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 17 2007, 10:38 AM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შოთა
ციტატა
Патриарх Руси კიევში იჯდა ადრე? მაგი ნამდვილათ არ ვიცოდი.

არა, მაშინ პატრიარქად არ იწოდებოდა, მაგრამ ერთიანი ეკლესიის სამეთაურო კათედრა იყო კიევში და თავის დროზეც, როცა უკვე მოსკოვში იქნა კათედრა გადატანილი, საპატრიარქო ღირსება რუსეთის ეკლესიამ კიევის დამსახურებით მიიღო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 17 2007, 10:40 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კანონისტი
ასე თუ უსეა უკრაინა ნამდვილათ იმსახურებს ავტო კეფალიას და მას ამისათვის ყველა ფაქტორი აქვს. მოსკოვს თავისი ინტერესები აქვს უბრალოთ.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 11:56 AM
პოსტი #46


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(შოთა @ Jul 17 2007, 10:40 AM) *

მოსკოვს თავისი ინტერესები აქვს უბრალოდ.

ატომური და თერმობირთვული (წყალბადის) ბომბების რაოდენობა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებში:

1. რუსეთის ფედერაცია - 16.000
2. ამერიკის შეერთებული შტატები - 9.960
3. დიდი ბრიტანეთი - 350
4. საფრანგეთი - 200
5. ჩინეთი - 130
6. ინდოეთი -120
7. ისრაელი - 75
8. პაკისტანი - 52
9. ჩრდილოეთ კორეა - 10

10+52+75+120+130+200+350+9960=10897<16000

უკომენტაროდ . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 17 2007, 12:11 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



მე რამდენათაც ვიცი ისრაელი 5 ადგილზე მაგრამ ეს რა შუაშია ამ ტემასთან?


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 17 2007, 12:24 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(კანონისტი @ Jul 17 2007, 11:29 AM) *

Lenus
აქ არ არის ჩვენზე და რუსებზე საუბარი, საუბარია კანონიკურ ნორმებზე, რომლის მიხედვითაც ანტიოქიის საპატრიარქო საყდრის მიერ კონსტანტინოპოლის თანხმობით მიღებული ავტოკეფალიის გაუქმების უფლება არ ჰქონდა რუსეთის იმპერატორს, ეს კანონიკურ სამართალში არის ორჯერ ორი. ამას ვერცერთი რუსი ვერ იტყვის რომ მართალი არ არის, თუკი ოდნავ გაეგება ამ საქმის
რუსეთის ეკლესია არის ერთიანი და იგი მოიცავს დღევანდელ რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიის რესპუბლიკას. ტიტულიც არის არა Патриарх России არამედ Патриарх Руси, რაც გულისხმობს ამ ერთა ერთობას.

დღეს რომ რუსეთის ეკლესიის მეთაური პატრიარქად იწოდება, რის გამოა? იმის გამო, რომ კიევში იქადაგა ქრისტეს სჯული ანდრია მოციქულმა. შესაბამისად, საპატრიარქო ღირსების ქალაქი უნდა იყოს არა მოსკოვი, არამედ კიევი, სადაც იქნება ერთიანი რუსეთის ეკლესიის კათედრა (და ამის მომხრე ვარ-მეთქი). ამდენად, გაურკვეველია შენ მიერ მოყვანილი ორი ადგილი "უკრაინის მქადაგებელი" და "რუსეთში ვინღა იქნება"? რუსეთის ეკლესიის ცენტრი იქნება კიევი, ხოლო მოსკოვს ეყოლება მიტროპოლიტი (როგორც ჰყავდა საუკუნეების მანძილზე!). განა პატრიარქ ალექსი II-ის მფარველი ანგელოზი ვინ არის? მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსი

დღეს თუ ანდრიას მიერ დაარსებული საყდრის ეპისკოპოსი მიტროპოლიტად იწოდება, ხოლო არასამოციქულო წარმოშობის კათედრის (მოსკოვის) ეპისკოპოსი - პატრიარქად, ვითომ პირიქით რომ იყოს უკეთესი არ იქნება?


ეგ ხომ შეუძლებელია? smile.gif და თუ ავტოკეფალია მიიღო უკრაინამ ესეგი რუსეთის ეკლესიას სახელი უნდა შეეცვალოს?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 12:30 PM
პოსტი #49


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(შოთა @ Jul 17 2007, 12:11 PM) *

მე რამდენათაც ვიცი ისრაელი 5 ადგილზე მაგრამ ეს რა შუაშია ამ თემასთან?

მართალი ხარ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით ისრაელის ატომური პოტენციალი შეადგენს 200-მდე მუხტს და მე-5 ადგილზეა.

რუსეთი არის იმპერიალიზმის, სამხედრო ძალადობის და შეიარაღებული აგრესიის გამტარებელი სახელმწიფო ყველა დონეზე. აქ მოყვანილი მონაცემები ზუსტად ასახავს ამ რეალობას და რუსეთის ინტერესებს. მისი შეიარაღებული არსენალი აღემატება დანარჩენი მსოფლიოს ჯამურ არსენალს. რუსეთი იმდენად შეპყრობილია იმპერიალისტური სულისკვეთებით, რომ ეკლესიის დონეზეც აგრძელებს მას უცხო სახელმწიფოების მიმართებაში. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თვითნებური გაუქმება აბსოლუტურად ყველანაირი კანონიკური (საეკლესიო) ნორმების კატასტროფული დარღვევით. ირიბი ანექსია დღევანდელ დღესაც გრძელდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთში ნაკურთი მღვდლების გაგზავნით, აგრეთვე რუსი სასულიერო პირების ხშირი სტუმრობით და რუსული საეკლესიო ლიტერატურის შეტანით ჩვენი პატრიარქის არამც თუ თანხმობის, არამედ შეტყობინების გარეშეც, აბსოლუტურად თვითნებურად. აგრეთვე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სამართლიანი მოთხოვნის არაფრად ჩაგდებით (ამას კიდე არა უშავს) და ანათემაზე გადაცემით, რის გამოც ანათემიზირებულია არა მარტო უკრაინის პატრიარქი არამედ მისი მრევლიც, უკრაინელი მრევლის საკმაოდ დიდი ნაწილი, მაშინ როდესაც ჩვენმა პატრიარქმა მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი უფლება ჰქონდა არ შეაჩვენა აფხაზეთში თვითნებურად მოღვაწე უსამართლო სამღვდელოება, რადგან ეს ნაბიჯი ეკლესიისგან იზოლაციაში დატოვებდა რიგით აფხაზ მრევლს, რომელსაც არაფერი დაუშავებია და ეკლესიური ცხოვრება სურს კანონიკურად სამართლიან (და არა შეჩვენებულ) ეკლესიაში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 17 2007, 12:33 PM
პოსტი #50


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
აქ არ არის ჩვენზე და რუსებზე საუბარი, საუბარია კანონიკურ ნორმებზე, რომლის მიხედვითაც ანტიოქიის საპატრიარქო საყდრის მიერ კონსტანტინოპოლის თანხმობით მიღებული ავტოკეფალიის გაუქმების უფლება არ ჰქონდა რუსეთის იმპერატორს, ეს კანონიკურ სამართალში არის ორჯერ ორი. ამას ვერცერთი რუსი ვერ იტყვის რომ მართალი არ არის, თუკი ოდნავ გაეგება ამ საქმის


შენ სტალინის მაგალითზე უპასუხე და სწორედ ჩვენზე და რუსებზე იყო იმ მაგალითით საუბარი. და ვიმეორებ რომ საეკლესიო სამართალით რომ შენია, ეს კიდევ არ ნიშნავს რომ შენად დამკვიდრდება. კანონებში რა წერია იმას არ აქვს მნიშვნელობა (და ისტორიამ დაამტკიცა ეს) არამედ იმას, გცნობს თუ არა სუზერენული ეკლესია ავტოკეფალიურად. საქართველო არავინ სცნო სანამ რუსეთმა არ გამაცხადა ჩვენი ავტოკეფალიის შესახებ. ასეა?


ციტატა
დღეს რომ რუსეთის ეკლესიის მეთაური პატრიარქად იწოდება, რის გამოა? იმის გამო, რომ კიევში იქადაგა ქრისტეს სჯული ანდრია მოციქულმა.

დავით, იგივეს მპასუხობ, რაც დავწერე. ვიცი რომ კიევია, და კიევის საპატრიოარქო ქალაქად გამოცხადება სერიოზული დარტყმა იქნება პოლიტიკური (!) რუსეთისთვის.

და თუ უკრაინამ მიაღწია ავტოკეფალიას რუსეთის მოციქულად ვინ ჩაითვლება თქო, იმას ვკითხულობ. არავინ, და შესაბამისად პატრიარქიც აღარ ეყოლებათ. ასე, რომ ეს საკითხი უბრალოდ ორ ეკლესიას შორის დავა კიარაა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა რუსეთის ეკლესიის არსებობისათვის.

საკითხი უფრო პოლიტიკურია ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მოსკოვში მიტროპოლიტი რომც იყოს, ეს რუსეთის სტატუსს დაააკნინებს თუ არა? უდავოდ დააკნინებს, და ამას ვოვკა არ დაუშვებს ცოცხალი თავით.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 17 2007, 12:41 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



არსენალით და ომით მარტო რუსეტია არარი რომ გადავხედოტ რეალობა სხვაა ამრიკია უფრო ააწარმოებს დამპყობრულ კამპანიას მსოფლიასჰო და რომელ ქვეყანასაც უნდა იმას იპყრობს...
უკანონო არაა უკრაინის ავტოკეფალიაა??
აფხაზეთში რომ დაინიშნოს აფხაზეთის პატრიარქი არ არ გადაცემს ანათემაზე ჩვენი ეკლესია როგორ ფიქრობ?
რატომ მაინდამაინც ფილარეტი უნდა იყოს?
ტუ მისცა ავტოკჯეფალია მისცემს მსოპლიო პატრიარქი ან რუსეთს დაქვემდებარებაშო მყოფ მიტორპოლიტს ან მსოფლიო საპატრიარქოს მიტროპოლიტს.. ჩემი აზრით

ციტატა
და თუ უკრაინამ მიაღწია ავტოკეფალიას რუსეთის მოციქულად ვინ ჩაითვლება თქო, იმას ვკითხულობ. არავინ, და შესაბამისად პატრიარქიც აღარ ეყოლებათ. ასე, რომ ეს საკითხი უბრალოდ ორ ეკლესიას შორის დავა კიარაა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა რუსეთის ეკლესიის არსებობისათვის.

საკითხი უფრო პოლიტიკურია ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მოსკოვში მიტროპოლიტი რომც იყოს, ეს რუსეთის სტატუსს დაააკნინებს თუ არა? უდავოდ დააკნინებს, და ამას ვოვკა არ დაუშვებს ცოცხალი თავით

მართალია.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 17 2007, 12:42 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



გიორგი
ეს უკვე სხვაა , ამომწურავი პასუხი მომეცი. smile.gif
გეთანხმები ყველაფერში მართალი ხარ .
რაც შეხება უკრაინისათვის ავტოკეფალის მინიჭების მის კატეგორიულ უარს განაპირობებს ის ფაკტიც რომ რუსეთს სურს მოიხვეწოს მსფოლიოს ყველაზე დიდი მართმადიდებული ეკლესის სტატუსი და მოსკოვის მესამე რომათ გამოცხადოს (ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ერთხელ უკვე ქონდათ). სხვათა შორის ემიგრანტული ეკლესის შემოერთების შემდეგ მას მყარი საფუძველი გაუჩნდა ამ ტიტულის სამართლიან მინიჩებისა, რადგან მრევლის რაოდენობით კონსტანრინეს საპატრიარქოს გასწრო თუ არ ვცდები და უკრაინის ეკლესის გამოყოფის შემთხვევაში შანსი ნაკლები ექნება


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 12:45 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Mar 5 2007, 06:04 PM) *

პატრიარქი ფილარეტ დენისენკო დაასახელეს


მაგარი ვინმეა ეგ, რამდენიმე წლის წინ ბერად ხელი დაასხა წინასწარ უთქმელად ერთ ადამიანს, ის გაგიჟდა - უწმინდესო, კი მაგრამ მე ხომ ცოლის მოყვანა მინდაო, პასუხად მიიღო: ცოლის მოყვანას კიდევ მოასწრებო biggrin.gif

ციტატა(კანონისტი @ Mar 5 2007, 06:21 PM) *

კობახიძე თვითნებობს და მე ძირითადად მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?



კობახიძე კი არა, არამეტ მსოფლიო პატრიარქი თვითნებობს...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 01:14 PM
პოსტი #54


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
არსენალით და ომით მარტო რუსეთი არ არის, რომ გადავხედოთ რეალობა სხვაა ამერიკა უფრო აწარმოებს დამპყობრულ კამპანიას მსოფლიოში და რომელ ქვეყანასაც უნდა იმას იპყრობს...
უკანონო არაა უკრაინის ავტოკეფალიაა??


მართალია, რომ ა.შ.შ.-ც მსოფლიო კონტროლისთვის იბრძვის, მაგრამ არც რუსეთია ნაკლები, ბოლოსდაბოლოს სუფთა სტატისტიკის თვალსაზრისითაც, რუსეთის მიერ ინსპირირებული სამხედრო კონფლიქტებს (მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და ა.შ) უფრო მეტი ადამიანი შეეწირა ვიდრე ამერიკის სამხედრო კამპანიას, მაგრამ კარგი, ამას არ ვიხილავთ ახლა. განსაკუთრებულად ცუდი რა არის იცი? ის, რომ რუსეთი მართლმადიდებლურია და მართლმადიდებლური სახელმწიფოების დაჩაგრვას და ოკუპაციასაც არ ერიდება და პირიქით სარგებლობს თავისი მართლმადიდებლობით და ეკლესიაც ერთ-ერთ იარაღად აქვს გადაქცეული.
ციტატა
უკანონო არაა უკრაინის ავტოკეფალიაა??

უკრაინის ავტოკეფალია შეიძლება მართლაც უკანონოა, მაგრამ ესაა ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან, იმიტომ რომ ის რაც კანონიერია ბევრად უარესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, რეალურად კანონიერია ის, რომ გაერთიანებული რუსული ეკლესიის ცენტრი იყოს კიევში, მოსკოვის საპატრიარქო გაუქმდეს და დაექვემდებაროს კიევს ანუ შებრუნდეს სიტუაცია. ამას რუსული იმპერიალიზმი არ დაუშვებს, რადგან ამით ეკლესიის მართვა უკრაინის ხელში გადავა და რუსეთი მისი ნაწილი გახდება, ამიტომ ამ ეტაპზე რეალური არის ის, რომ უკრაინამ იქნებ ავტოკეფალია მაინც მოიპოვოს.
ციტატა
აფხაზეთში რომ დაინიშნოს აფხაზეთის პატრიარქი არ არ გადაცემს ანათემაზე ჩვენი ეკლესია როგორ ფიქრობ?

ჯერ ერთი სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია, კიევს ტყუილა დააკარგვინეს ცენტრის სტატუსი, მაშინ როდესაც აფხაზეთის საპატრიარქოს შექმნა პირიქით იქნება კანონის დარღვევა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი პატრიარქი იმდენად კაცთმოყვარეა, რომ შესაძლოა აფხაზეთში იურისდიქციის აღდგენამდე არ გადაეცა იქაური პატრიარქი ანათემაზე, რომც არსებულიყო.
ციტატა
რატომ მაინდამაინც ფილარეტი უნდა იყოს?

ზოგადად პიროვნებას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ახლა სწორედ ის უდგას სათავეში ავტოკეფალიისთვის ბრძოლას და ამიტომ.
ციტატა
თუ მისცა ავტოკეფალია, მისცემს მსოფლიო პატრიარქი ან რუსეთს დაქვემდებარებაშო მყოფ მიტორპოლიტს ან მსოფლიო საპატრიარქოს მიტროპოლიტს.. ჩემი აზრით

ყველაფერი მსოფლიო საპატრაირქოს გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შენ დაწერე წარმოუდგენელია, რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტი არც ავტოკეფალიისთვის იბრძვის, თავი რუსეთის ნაწილად მიაჩნია და სასტიკად ეწინააღმრდეგება უკრაინის ავტოკეფალიას და როგორიქნება ის უკრაინის პატრიარქი? ასევე უცნაური ჩანს კონსტანტინოპოლიდან გაიგზავნოს მიტროპოლიტი უკრაინაში საპატრიარქოდ მაშინ როდესაც იქ მთელი სტრუქტურა არსებობს, რომელიც არაა აღიარებული და სწორედ მის აღიარებას ითხოვენ.

ციტატა
მაგარი ვინმეა ეგ, რამდენიმე წლის წინ ბერად ხელი დაასხა წინასწარ უთქმელად ერთ ადამიანს, ის გაგიჟდა - უწმინდესო, კი მაგრამ მე ხომ ცოლის მოყვანა მინდაო, პასუხად მიიღო: ცოლის მოყვანას კიდევ მოასწრებო

დარწმუნებული ხარ ამაში?

თუმცა არის ერთი მომენტი . . . რუსეთი იმპერიალისტი რომაა ყველამ კარგად იცის, მაგრამ ისტორიული სინამდვილე ისაა, რომ დღევანდელი რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ერად თვლიდნენ თავს რამდენიმე საუკუნის წინ, ფაქტიურად ერთ ენაზე ლაპარაკობდენ (მინიმალური დიალექტური განსხვავებებით) სახელმწიფოც ცხადია ერთი იყო, ამიტომ ბუნებრივია ერთი ეკლესიაც ჰქონდათ. ახლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანია, პირიქით შემოიერთა იმიგრანტულიც და ასეთ დროს ღირს ამხელა შფოთის შემოტანა და განხეთქილება, თუნდაც ის, ძალიან სამართლებრივად თუ მივუდგებით, კანონიერი რომც იყოს?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 01:19 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 01:14 PM) *

დარწმუნებული ხარ ამაში?


კი, საკმაოდ...რომ არ ვიყო, არც დავწერდი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 17 2007, 01:20 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



უკრაინის მიტროპოლიტს ნახევარი უკრაინა ემხრობა და ეგ ამბავი ხომ არფიქრობ რომ დიიდ არეულობას გამოიწვევს?
რავი მე შეუძლებრად მიმაჩნია ავტოკეფალიის მინიჭება.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 01:22 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ილია @ Jul 17 2007, 01:20 PM) *

უკრაინის მიტროპოლიტს ნახევარი უკრაინა ემხრობა და ეგ ამბავი ხომ არფიქრობ რომ დიიდ არეულობას გამოიწვევს?
რავი მე შეიძლებრად მიმაჩნია ავტოკეფალიის მინიჭება.



ნახევარი ნამდვილად არ ემხრობა...
დაახლოებით 2 წლის წინანდელი მონაცემებით - ეს ვიცი და მიტომ ვამბობ, აღდგომას, ყველა მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარი გადატენილი იყო, ხოლო მათი - უბრალოდ ნახევრადაც არ იყო შევსებული...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 17 2007, 02:02 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



თუ უკრაინას მსოფლიო საპატრიარქო აღიარებს, იმ შემთხვევაში უმეტესი ნაწილი მრევლის დატოვებს მოსკოვის საპატრიარქოს, ისინი არ დადიან პოლიტიკური თვალ საზრისით მოსკოვის მართულ ეკლესიებში არამედ არ ცნობენ უაკონოდ ჩამოყალიბებლ საპატრიარქოს


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 02:09 PM
პოსტი #59


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(შოთა @ Jul 17 2007, 02:02 PM) *

თუ უკრაინას მსოფლიო საპატრიარქო აღიარებს, იმ შემთხვევაში უმეტესი ნაწილი მრევლის დატოვებს მოსკოვის საპატრიარქოს, ისინი არ დადიან პოლიტიკური თვალ საზრისით მოსკოვის მართულ ეკლესიებში არამედ არ ცნობენ უაკონოდ ჩამოყალიბებლ საპატრიარქოს

არის ამაში სიმართლის საკმაოდ დიდი საფუძველი, თუმცა დღევანდელი მონაცემებისთ მოსკოვის საპატრიარქოს მრევლად თავი მიაჩნია 35 მილიონს, კიევის საპატრიარქოს მრევლად თავი მიაჩნია დაახლოებით 10 მილიონს . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 17 2007, 03:06 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 17 2007, 01:22 PM) *

ნახევარი ნამდვილად არ ემხრობა...
დაახლოებით 2 წლის წინანდელი მონაცემებით - ეს ვიცი და მიტომ ვამბობ, აღდგომას, ყველა მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარი გადატენილი იყო, ხოლო მათი - უბრალოდ ნახევრადაც არ იყო შევსებული...


უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო) ორმოცამდე მღვდელმთავარი ჰყავს (ქორეპისკოპოსების გამოკლებით), რომლებსაც რვა ათასზე მეტი სასულიერო პირი ექვემდებარებათ (საქართველოს შეადარეთ, ეპარქიების რიცხვი დაახლოებით იგივეა). მოკლედ ძალიან მსხვილი ავტონომიური ეკლესიაა.

ციტატა(კანონისტი @ Jul 17 2007, 10:29 AM) *

დღეს რომ რუსეთის ეკლესიის მეთაური პატრიარქად იწოდება, რის გამოა? იმის გამო, რომ კიევში იქადაგა ქრისტეს სჯული ანდრია მოციქულმა. შესაბამისად, საპატრიარქო ღირსების ქალაქი უნდა იყოს არა მოსკოვი, არამედ კიევი, სადაც იქნება ერთიანი რუსეთის ეკლესიის კათედრა (და ამის მომხრე ვარ-მეთქი). ამდენად, გაურკვეველია შენ მიერ მოყვანილი ორი ადგილი "უკრაინის მქადაგებელი" და "რუსეთში ვინღა იქნება"? რუსეთის ეკლესიის ცენტრი იქნება კიევი, ხოლო მოსკოვს ეყოლება მიტროპოლიტი (როგორც ჰყავდა საუკუნეების მანძილზე!). განა პატრიარქ ალექსი II-ის მფარველი ანგელოზი ვინ არის? მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსი

დღეს თუ ანდრიას მიერ დაარსებული საყდრის ეპისკოპოსი მიტროპოლიტად იწოდება, ხოლო არასამოციქულო წარმოშობის კათედრის (მოსკოვის) ეპისკოპოსი - პატრიარქად, ვითომ პირიქით რომ იყოს უკეთესი არ იქნება?


აუ, დაწერ რა ხოლმე რაღაცას. ჯერ ერთი, ანდრია მოციქულმა სად იქადაგა (საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში თუ სხვაგან), ეგ ცალკე საკითხია, რომლის მეცნიერული შესწავლაც შესაძლებელია. მეორეც, მოსკოვის მიტროპოლიტი რომ საპატრიარქო ხარისხში იქნა აყვანილი, მაშინ კიევის მიტროპოლიტი კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. ახლა მითხარი, აღმოსავლეთის პატრიარქებმა არ იცოდნენ, რომ მოსკოვის მიტროპოლიტისთვის პატრიარქის ტიტულის მინიჭება არ შეიძლებოდა, თუ რაში იყო საქმე? IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი