IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Closed TopicStart new topic
> წმ. სინოდის სხდომა, ოქმი
Otherguy
პოსტი Jan 20 2011, 11:51 PM
პოსტი #161


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Jan 20 2011, 11:45 PM) *

იმასაც ვიტყვი, რომ ეს განჩინება უფრო იმის გამო იქნა მიღებული, რომ ამ გალობის მომხრეთა მხრიდან ძალიან არაჯანსაღ მოვლენას ქონდა ადგილი, რომ მხოლოდ ეს არის ნამდვილი გალობა და სხვა ყველაფერი რბილად რომ ვთქვა არაკანონიკური (ზოგი იქამდეც კი მიდიოდა, რომ ამ გალობით შესრულებული ღვთისმსახურება არ შეიწირება უფლისგან).

Otherguy
ერთი საიდუმლოს რამდენიმე განგება არსებობს, ეს ფაქტია. შორს რომ არ წავიდეთ ლიტურგიის რამდენიმე წესი არსებობს. სულ პირველად იაკობის ჟამისწირვა აღესრულებოდა, მერე ბასილი დიდის და ბოლოს იოანე ოქროპირის. ეს ყველაფერი დღესაც სრულდება, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით რომელიმე მათგანი არასწორია, რომელიმე კი სწორი. სამივე ერთი ღვთივსულიერებითაა აღსავსე.
და მერე რა. როცა ჩემი მაქვს, რატომ უნდა ვკრა ჩემსას ხელი და სხვას გამოვეკიდო. ეს სწორი იქნება?


ხელისკვრა რა შუაშია? smile.gif ვიგალობოთ ქართულადაც ამაზე რა პრობლემა აქვს მმკ-ს მე არ მესმის... მაგრამ მხოლოდ ქართულად - რატომ?

ლიტურგიას ვერ აასრულებ ორნაირი წესით, რადგან ლიტურგია ტარდება და არ შეიძლება ერთსა და იმავე მომენტში ორნაირი ლიტურგია ატარო... ამ დროს ირჩევ შენსავე ტრადიციას...

მაგრამ ის, რომ ქართულ ეკლესიაში აღიარებულ იქნეს დაუშვებლად წმინდანთა საგალობლები - ესაა სიმკაცრე და მეტი არაფერი...

მაგალითად წმინდა კასიას გალობა საბერძნეთში აღესრულება წმინდა ოთხშაბათს, წმინდა კვირაში. ანუ განსაკუთრებული მომენტია ეს და მაგ ჰიმნს არ გალობენ ყოველ დღე...

ჩემი აზრია რომ არ უნდა იყოს ვინმეს დასჯა ამ გალობის გამო, თუმცა არც ქართული უნდა დავივიწყოთ... ანუ ქართული გალობა უნდა იყოს 90% მაინც ეკლესიაში, მხოლოდ ძალიან წმინდა დღეებში შეიძლებოდეს ბერძნულის გამოყენება...

თორემ მე არ ვამბობ რომ მმკ-ს რადიკალიზმს ვეთანხმები...

პ.ს. როგორც ვიცი რომალურ ლათინურ ლიტურგიაშიც კი გამოიყენება ზოგჯერ ბერძნული, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი ლიტურგიის დროს...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 20 2011, 11:56 PM
პოსტი #162


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
თორემ მე არ ვამბობ რომ მმკ-ს რადიკალიზმს ვეთანხმები...


რომ გითხრა ამ რადიკალიზმის წინააღმდეგ იქნა ეს განჩინება უფრო მეტად თქო დაწყნარდები biggrin.gif biggrin.gif არადა ამ განჩინებას სწორედ ამან უბიძგა. შენ არ გინახავს ამ ადამიანთა სახეები, როდესაც ქართული გალობის კანონიკურობაზე ესაუბრებოდი. მე ვფიქრობ, რომ ისინი ამ რადიკალიზმში რომ არ გადავარდნილიყვნენ ეს განჩინება არც იქნებოდა.

როდესა ერთის უარყოფის ხარჯზე მეორის წარმატებას ესწრაფვი, ეს სწრაფვა განწირულია. მათი მთავარი შეცდომა ეს იყო და ეს უნდა გამოსწორებულიყო, თორემ უფრო მწვავე ფორმას მიიღებდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jan 23 2011, 12:15 AM
პოსტი #163


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



afxazi
თქვენც და ყველამ გაიგეთ, რომ არავინ არაფერს არ ებრძვის... ეს ძალად მოგონილი აურ-ზაური, ემსახურება ზოგადად ეკლესიაში შფოთის შემოტანას და კონკრეტული სასულიერო პირების დისკრედიტაციას, თორემ გალობა აქ არაფერ შუაშია, თუ არ გჯერათ წაიკითხეთ ამ კვირის გაზეთ ,,პრაიმტაიმის" ნომერში გამოქვეყნებული სტატია... ძნელი მისახვედრია რა ხდება? თU ვერ იშოვით, ფორუმ.გე-ზე ცავიკითხე მე და აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ რეალურად მიხვდეს ადამიანი, თU რა ხდება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 25 2011, 08:05 PM
პოსტი #164


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



afxazi
კანონისტი
ფორუმ.გე-ზე განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა რამოდენიმე დაპირისპირება.
კერძოდ, მამა დავითი მივიდა ჯერ საპატრიარქოში, სვიმონზე საჩივლელად, სვიმონი მლანძღავს ინტერნეტშიო. პატრიარქმა დაიბარა სვიმონი, სადაც სვიმონმა აუწყა, რომ მიდის ტოტალური დამცირება ქართული გალობისა და ამის ფონზე შეიძლება ცოტა გადავამლაშეო.
პატრიარქმა აკურთხა მთელი ქართული გალობის მოწინააღდეგეთა ბანაკი, რომელსაც ეს ჩვენი gruzian_ka-ც (ფორუმ.გე-ზე ლილიან_კა) მიეკუთვნება, რომ უნდა შეასრულონ სინოდის კურთხევა და საერთოდ ამ საკითხზე ხმის ნატამალი არ უნდა ამოიღონ.
გგონიათ გაჩერდნენ?
არა.
მამა დავითი ახლა პირდაპირ სამებაში მივიდა და პატრიარქს წაუყენა მოთხოვნები.
პატრიარქი ძლიერ აღელდა და სიტყვებით, ”უსაქმურები ხათ?, მეტი საქმე არა გავთ? გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით” გაისტუმრა უკან.
არც ამას დასჯერდნენ.
სამებაში მივიდა მამა ბასილი (ყოფ. ზურაბი) და ახლა მან მოითხოვა, რომ განჩინება შეეცვალათ, მაგრამ იმას გამოკრა ხელი, რომ ქართული რვა ხმის საგალობლები უნდა შეისწავლოს მანაც, მისმა მონასტერმაც და მგალობლებმაც.
ამასაც არ დასჯერდა და გალობის ცენტრის თავმჯდომარეს, მეუფე დავითს (ამბა ალავერდელს დაუკავშირდა) პროტესტით. მეუფე დავითმა დაგვიბარა მე და დათო შუღლიაშვილი. შეხვედრა მოხდა საპატრიარქოში.
ესწრებოდნენ მეუფე დავითი, ქორეპისკოპოსი შიო, მამა ბასილი, დავით შუღლიაშვილი და მე.
მამა ბასილმა მიიღო კატეგორიული და მკაცრი გაფრთხილება, რომ ამ საკითხზე საერთოდ ხმა აღარ უნდა დაეძრა. მეტიც, მან თავად დადო პირობა, რომ მის სულიერ შვილებს (რომლებშიც ”ის” მოძღვრებიც შედიან) მკაცრად გააფრთხილებს, რომ ამ საკითხზე საერთოდ კრინტი არ დაძრან, მაგრამ როგორც ხედავთ სულ ტყუილად.
მოკლედ დრამატული მოვლენები იყო.

gruzian_ka
ციტატა
თუ არ გჯერათ წაიკითხეთ ამ კვირის გაზეთ ,,პრაიმტაიმის" ნომერში გამოქვეყნებული სტატია... ძნელი მისახვედრია რა ხდება? თU ვერ იშოვით, ფორუმ.გე-ზე ცავიკითხე მე და აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ რეალურად მიხვდეს ადამიანი, თU რა ხდება...

კაი ახლა რა. IPB-ს სურათი

ვის ატყუებ?

ჩვეულებრივი გაწონასწორებული და ბულკივით ინტერვიუა, რასაც ვერ ვიტყვი სათაურზე და შესავალზე.

IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 25 2011, 11:30 PM
პოსტი #165


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვეშაპო

მადლობა ინფორმაციისთვის. მეტად სამწუხარო სახეს იღებს უკვე ეს ყველაფერი.

ციტატა
სამებაში მივიდა მამა ბასილი (ყოფ. ზურაბი)


მე ამ პიროვნებისა არ მესმის საერთოდ. ვერ გავიგე რა უნდა. არასოდეს არ ისვენებს და მუდამ შფოთის გამოწვევას ცდილობს უკვე რამდენიმე წელიწადია.

მე მგონი დროა ამ ფორუმზე კატეგორიულები ვიყოთ ამ მავნე წარმონაქმნების მიმართ, რაც უამრავ ადამიანს უმახინჯებს ცნობიერებას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 26 2011, 07:02 PM
პოსტი #166


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვეშაპო

აუუჰ, რა გიჟები არიააან ohmy.gif

სინოდის განჩინება უმკაცრესად უნდა შესრულდეს, მე ამის მომხრე ვარ შენი მონათხრობის შემდეგ, smile.gif
ან არადა ჩვენი ეკლესიიდან წავიდნენ და ბერძნულ ეკლესიაში იარონ

ახლა დათმობა სისულელეა mellow.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jan 27 2011, 01:37 AM
პოსტი #167


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ბიზანტიური გალობის მომხრეებმა კიდევ ერთ მზაკვრობას მიმართეს- ამახინჯებენ გადმოცემებს და ცდილობენ მოატყუონ და აცდუნონ მრევლი.

ერთ ერთ ასეთ ხერხს "gruzian_ka"-მაც მიმართა http://church.ge/index.php?s=&showtopic=43...ndpost&p=628532

სხვა ფორუმებზეც ბიზანტიური გალობის მომხრეები ("gruzian_ka" აქ ატყუებოდა) დავით მაჩაბელის სტატიას ასე დამახინჯებულად ავრცელებდნენ:

(“ქართველთა ზნეობა”, გალობა, XIX ს-ის I ნახ. დ.
მაჩაბელი “ცისკარი” #5, 1884წ.დავით მაჩაბელი): “ყოველს საქართველოში ორი უმთავრესი
გალობა არის სათავე სხუათა ყოველთა გალობათა: ბერძული და
იტალიანური. პირველი არის მხოლოდ ერთი ხმა, მთქმელი, მრავალს
ერთს ხმად შეწყობილს ბანში, გამომხატველი საღმრთოთა
საგალობელთა, მოყვანილი საკმაოს სისრულეში, გალობა ესე
ემსგავსების დაბალსა ქუხილსა, რომელშიაც ელვებრ გამოკრთის
მშვენიერად მიმოგრაგნილი კანონიერს კილოზედ ხმა ერთისა
მთქმელისა, ანათლებს გულსა და გონებასა. ხოლო მეორე, ესე იგი
იტალიანური, არს შეწყობილი მრავალთა ხმათაგან ერთს ღარმონიად,
მქონი ფრიად სასიამოვნოსა კაცობრივსა ზედა. იგი ჰპოვეს ევროპელთა
უნამდვილეს ღარმონიად და მიიღეს ყოველთა სამეფოთა. როგორც
საეკლესიოს საგალობელად, ისე საეროსა და სამხედროსა სახიობად
(მუზიკად)”.



სინამდვილეში, ანუ დაუმახინჯებლად და ორიგინალი ამ ტექსტის ასეთია:

“ქართველთა ზნეობა”, გალობა, XIX ს-ის I ნახ. დ.
მაჩაბელი “ცისკარი” #5, 1884წ.


დავით მაჩაბელი

ყოველს საქართველოში ორი უმთავრესი გალობა არის სათავე სხუათა ყოველთა გალობათა: ბერძნული და იტალიანური. პირველი არის მხოლოდ ერთი ხმა, მთქმელი, მრავალს ერთს ხმად შეწყობილ ბანში, გამომხატველი საღმრთოთა საგალობელთა, მოყვანილი საკმაოს სისრულეში, გალობა ესე ემსაგავსების დაბალსა ქუხილსა, რომელშიაც ელვებრ გამოკრთის მშვენიერად მიმოგრაგნილი კანონიერს კილოზედ ხმა ერთისა მთქმელისა, ანათლებს გულსა და გონებას (ბერძნულს გალობას ემსგავსების სომხური გალობა). ხოლო მეორე, ესე იგი იტალიანური, არს შეწყობილ მრავალთა ხმათაგან ერთს ჰარმონიად, მქონი ფრიად სასიამოვნოსა კაცობრივსა ზედა. იგი ჰპოვეს ევროპელთა უნამდვილეს ჰარმონიად და მიიღეს ყოველთა სამეფოთა, როგორც საეკლესიოს საგალობელად, ისე საეროსა და სამხედროსა სახიობად (მუზიკად), მოიყუანეს უმაღლეს ხარისხამდე სისრულეში ესოდენ, რომელ ლონდონის საქათალიკოსოს, ანუ მათსა სამეფოს ეკლესიაში, ვნებათ კვირას სახარების ტეკსტთა ჰგალობს ვიდრე ათასი ხმა, შეწყობილი სახიობაზედ ერთს დიდ მშვენიერ ღარმონიად; მსგავსადვე - მეცნიერად ჰგალობენ ფრანცუზნიცა წმიდათა მათთა ეკკლესიათა, და უმეტეს რომს უწმინდესის პაპის საკათალიკოზოს ეკკლესიაში, საიდგანაც განვრცელდა გალობა ესე მთელს ევროპაში, ვიდრე თვით რუსეთისა საკეისროსაცა; თუმცა რუსეთმა მიიღო სარწმუნოება საბერძნეთით და აწ აღმოსავლეთის წმიდა სარწმუნოება უფლებს მუნ.
ქართული გალობა არს საშუალო ბერძულისა და იტალიანურის გალობათა; რაოდენმე საგონებელია, რომელ ქართუელთა, პირველსავე ქრისტიანობაში, შემომღებთა კონსტანტინეპოლით, ერთად ქრისტიანობისათვის სარწმუნოებასთან გალობისაცა, განუვითარებიათ იგი თავეთს საკუთარს გემოზედ, შეჰქმნიათ ჩვეულებად და გარდაუქცევიათ ერთს უმთავრესს ზნეობად. შეიძლება ვსთქვათცა, რომლისა, არის საკუთარი ქართული გალობა მოყვანილი დიდსა სისრულეში - ჟამსა ქრისტიანობის ყუავილოვნებისას საქართველოში, რაოდენნიმე ათასნი ღვთივ განბრძნობილნი მამანი შეკრებილნი და შემონაზნებულნი მონასტრებში, დაფუძნებულთა წმიდათა ცამეტთა მამათაგან, ასურეთით მოსრულთა, რომელთაცა დიდის ღუაწლით უღუაწნიათ საქართუელოს კეთილ-მდგომარეობა, არ დაუტევებდნენ გალობასაც, არ მოეყვანათ დიდსა სისრულეში"


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 28 2011, 01:38 AM
პოსტი #168


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აი ეს რაც დამიწერა "დიდგორი"-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც დიდი ხანია განდგომილები არიან საპატრიარქოსგან და არაერთხელ გაუკრიტიკებიათ და აკრიტიკებენ პატრიარქს...

ვუთხარი რომ მმკ-მ თქვა ქართულ საგალობელზე, არაკანონიკურიაო...

აი ბატონი გიორგი წულაძის პასუხი ჩემს კითხვაზე:

"ქართული საგალობელი კანონიკურთა შორის კანონიკურია, სხვათაშორის უმშვენიერეს საგალობელთა შორის ბრწყინვალე, უბრალოდ ვიდეო-საგალობლებია გასაკეთებელი, რომ გამოქვეყნდეს ეს ღვთაებრიობა! ასევე და ჭეშმარიტად: ყველა ერის მართლმადიდებელი საგალობელი ღვთიურია, კანონიკურია და სალბუნია სულისა! სხვათაშორის, არამგონია მმკ-ს ეგ ეთქვას, და კარგია, რომ ქართულად ბიზანტიური საგალობლებიც გაკეთდა.

ასევე, დიდად გვესიამოვნება, თუ უცხოელები ქართულ საეკლესიო მრავალხმიან ბრწყინვალე საგალობლებს თავის ენაზეც მიაწვდენენ თავისიანებს!"



პ.ს. როგორც ჩანს ამაში პატრიარქი მართალია: "არც ერთ ჩვენ წინაპარს არ მოსვლია ამგვარი მზაკვრული აზრი..."


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 28 2011, 09:44 AM
პოსტი #169


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Otherguy
ციტატა
არამგონია მმკ-ს ეგ ეთქვას

IPB-ს სურათი



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 28 2011, 07:50 PM
პოსტი #170


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ვეშაპო

ასევე ისიც დაამატა:

"ქართული წირვა-ლოცვა ქართული(კანონიკური) საგალობლებით უნდა ჩატარდეს. ამის წინააღმდეგია თუა ვინმე იგი ეშმაკის საცდურს შეუპყრია, რადგან როცა გაქვს შენი და თანაც შესანიშნავი, რატომ უნდა გამოცვალო სხვისით. თუმცა სხვისი საგალობლების აკრძალვაც მკრეხელობაა..."

ვთვლი რომ ეს საკითხი ნათელია, მმკ-მ საიდან მოიტანა ქართული საგალობლების არაკანონიკურობა ვერ ვხვდები... biggrin.gif


პ.ს. ფორუმის ელიტასთან ბოდიში სქიზმატის დაციტირებისთვის, უბრალოდ ჩავთვალე, რომ ამ მხრივ ობიექტური(რომელიც სუბიექტური რომ ყოფილიყო პატრიარქს არ დაეთანხმებოდა) პასუხის მოსმენა საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანსგან რომელმაც მშვენივრად იცის კანონიკა და ეკლესიოლგია... ისე კი ვიცი, რომ სქიზმატებს ვერ იტანთ... biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jan 28 2011, 11:41 PM
პოსტი #171


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



Otherguy
ციტატა
ისე კი ვიცი, რომ სქიზმატებს ვერ იტანთ...


არა და პირიქითაა, სქიზმატები ვერ იტანენ საპატრიარქოს, პატრიარქსა და საქართველოს (ოფიციალურ) მართლმადიდებელ ეკლესიას...


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 29 2011, 08:31 PM
პოსტი #172


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(benediqt16 @ Jan 28 2011, 11:41 PM) *

Otherguy
არა და პირიქითაა, სქიზმატები ვერ იტანენ საპატრიარქოს, პატრიარქსა და საქართველოს (ოფიციალურ) მართლმადიდებელ ეკლესიას...


ვერ იტანენ მისი ეკუმენიზმის და დიდი რჯულის კანონის ხშირი დარღვევის გამო... თუმცა მეტი სიყვარული რომ მართებთ ადამიანების მიმართ ეს ცხადია, ეს ყველას გვმართებს ისე... smile.gif

ისე კი, კაიროსზე ბევრჯერ შემიმჩნევია ზიზღი სქიზმატების მიმართ... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jan 30 2011, 01:02 AM
პოსტი #173


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



Otherguy
ციტატა
ეკუმენიზმის


ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო ადამიანი უნდა შეიზიზღო?

ციტატა
დიდი რჯულის კანონის


რომელიც ნორმალურად ვერც წაუკითხავთ, და ისიც ვერ გაურკვევიათ, თუ რატომ დაიწერა და რომელი ეპოქისთვის, და როგორ მოქმედებს და ვისზე...


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 30 2011, 07:37 PM
პოსტი #174


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(benediqt16 @ Jan 30 2011, 01:02 AM) *

Otherguy
ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო ადამიანი უნდა შეიზიზღო?
რომელიც ნორმალურად ვერც წაუკითხავთ, და ისიც ვერ გაურკვევიათ, თუ რატომ დაიწერა და რომელი ეპოქისთვის, და როგორ მოქმედებს და ვისზე...


ხომ არ ვოფტოპიკობთ?

ორგანიზაციაში გაწევრიანება ამ შემთხვევაში არის ერესი და თუ გაინტერესებს გადახედე ზოგიერთ წმინდანთა მიმართვებს ერეტიკოსების წინააღმდეგ... ნესტორის წინააღმდეგ: "შემოპარულ გველს და იუდას", ასევე უამრავი ფრაზის მოყვანა შემიძლია არიანელთა წინააღმდეგ დებატებში, რომელიც ბილწი სიტყვებიდან დაწყებული ფიზიკური შეურაწყოფით დამთავრებული - ყველაფერს შეიცავს...

საერთოდ არავის ზიზღი არ შეიძლება, მითუმეტეს განსხვავებული აზრის გამო... მაგრამ ერეს და უზნეობას რომ შეიზიზღებენ ქრისტიანები, ამას ლაპარაკი უნდა?

დიდი სჯულის კანონს მე ვეთანხმები, ანუ მორწმუნე და მართლამადიდებელი რომ ვიყო, აუცილებლად ვიტყოდი რომ აუცილებელი ასასრულებელია, ეხლაც ამას ვიტყვი ობიექტურად...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 31 2011, 02:47 PM
პოსტი #175


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



თემა მე მგონი დასახურია, რადგან იმაზე მეტი ითქვა რაც საჭირო იყო. სხვა გალობის განყოფილებაში ითქვას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 11:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი