IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ
S!NDROM
პოსტი Feb 13 2007, 02:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 13-February 07
წევრი № 1,067



შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jan 13 2023, 01:57 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუფრის ეტიკეტის შესახებ ცნობა შემონახულია ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლში - "შუშანიკის წამებაში". ერთი შეხედვით ნაწარმოებიდან არ ჩანს, კერძოდ, მაგიდას უსხდნენ თუ დაბალ ტაბლას, მაგრამ გმირების მოძრაობის რეკონსტრუირების შემდეგ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. სავარაუდოდ, თანამეინახეები გრძელ მაგიდას უსხდნენ. ამს გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ჯოჯიკის ცოლს შუშანიკისთვის ჭიქა ღვინის მისართმევად, მოუწია ადგომამ და ღვინის "მირთმევა-მიტანამ". რა თქმა უნდა, სუფრას მსახურები ემსახურებოდნენ, თუმცა განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ჯოჯიკის ცოლი ცდილობს, თავად შესთავაზოს ღვინო შუშანიკს. სწორედ ამ დროს მოხდა ის ცნობილი ინციდენტი, როდესაც შუშანიკმა "განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა" ჯოჯიკის მეუღლეს. ამას მოაყოლებს მარტვილი იმ სიტყვებს, რომელიც დღემდე განსჯის საგანია - "ოდეს ყოფილა არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" ქართული სუფრის ეტიკეტის შესწავლისთვის ნაწარმოების ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ქართულ სუფრაზე კაცებსა და ქალებს შორის შეზღუდვა მართლაც არსებობდა ღვინის მიღებისას. ის, რაც დაშვებული იყო კაცებისთვის ლხინში, ღვინის სმა და სადღეგრძელოების წარმოთქმა, იკრძალებოდა და დამამცირებებლი იყო ქალისთვის. შუშანიკი სწორედ ქართული სუფრის ამ დეტალის დრამატიზებას ახდენს. ჩვენ საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და მასში პროზაული პასაჟები უხვადაა წარმოდგენილი. ამიტომაც ჰაგიოგრაფიული ტექსტის ჟესტები თუ რეპლიკები პირდაპირ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, ის ავტორის შემოქმედების ნაწილია და გამოწვლილვით საჭიროებს ანალიზს, რათა ისტორიული რეალობა გამიჯნოს მწერლისეული ფანტაზიისგან.

ამდენდა V საუკუნეში ოჯახურ გარემოში "მამათა და დედათა" ერთად ჭამა კი არ იკრძალებოდა, არამედ კაცების თანდასწრებით ღვინის სმა იყო შეურაცხმყოფელი, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, შუშანიკი აშკარად ამძაფრებს, დრამატიზებას უკეთებს სიტუაციას, ოჯახურ გარემოში ერთი ჭიქა ღვინის მიღება არანაირი ტრადიციის დარღვევა არ იყო. ეს ასე რომ ყოფილიყო, უკვე საპყრობილეში მყოფ შუშანიკ დედოფალს სასულიერო პირები საკვებთან ერთად ღვინოს არ შეუგზავნიდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.186-188/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
S!NDROM   შუშანიკის წამება   Feb 13 2007, 02:10 PM
judi   ალბათ პირველ რიგში...   Feb 13 2007, 03:18 PM
მნათე   საქართველოს ეკლეს...   Feb 13 2007, 03:59 PM
თათი87   შუშანიკის წამებაშ...   Feb 13 2007, 09:04 PM
დათიკო   თათი87 ეგ იყო ვინმე ...   Feb 13 2007, 10:24 PM
თათი87   დათიკო შევასწორებ ...   Feb 13 2007, 11:21 PM
Tatushkebi   შუშანიკი იყო ადამ...   Mar 1 2007, 08:57 PM
L E Q S O   SINDROM ერთ რაღაცაში შ...   Mar 1 2007, 09:05 PM
თამარი_ცქნაფო   წმინდა შუშანიკის წ...   Oct 13 2007, 01:31 AM
მაკუნა   და აწ დამტკიცებულა...   Oct 13 2007, 02:12 AM
თამარი_ცქნაფო   ანალიზიც დავურთოთ ...   Oct 13 2007, 02:21 AM
მაკუნა   ანალიზიც დავურთოთ...   Oct 13 2007, 02:24 AM
Qeti   მაკუნა ლინკი დაგედ...   Oct 13 2007, 02:35 AM
მაკუნა   ხო კიდევ, მინდა დავ...   Oct 13 2007, 02:38 AM
თამარი_ცქნაფო   ხო კიდევ, მინდა დავ...   Oct 13 2007, 01:27 PM
k@the   მაკუნა ლინკი დადე ...   Oct 13 2007, 02:42 AM
მაკუნა   მართლაც, არ მახსოვ...   Oct 13 2007, 02:52 AM
k@the   კარგი ეხლა, ვარდან...   Oct 13 2007, 02:56 AM
მაკუნა   :არა: რატო ვითომ? ის...   Oct 13 2007, 02:58 AM
ketino   100% ქეთ, მე ვისწავლ...   Oct 13 2007, 01:38 PM
თამარი_ცქნაფო   100% ქეთ, მე ვისწავლე,...   Oct 13 2007, 01:40 PM
ნათია   კაი ლექსია (მოჰყა...   Oct 13 2007, 01:49 PM
ნათია   იაკობ ხუცესი "შუშ...   Oct 13 2007, 02:25 PM
ნათია   წმ. შუშანიკის საფლ...   Oct 13 2007, 03:47 PM
k@the   ერთ-ერთი ფორუმიდან...   Nov 24 2007, 05:21 AM
m16   მე ჯოჯიკი მეცოდება...   Dec 7 2007, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   მე ჯოჯიკი მეცოდებ...   Dec 7 2007, 12:51 AM
m16   თამარი_ცქნაფო კი ვ...   Dec 7 2007, 12:57 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო კი ვ...   Dec 7 2007, 01:15 AM
q-e-T-i   აუ ეს ფრაზა მიყვარ...   Dec 7 2007, 01:45 AM
m16   თამარი_ცქნაფო ააა:)   Dec 7 2007, 02:37 PM
marine   "შუშანიკის პიროვ...   Oct 20 2015, 09:43 PM
marine   http://s017.radikal.ru/i425/1511/6f/ec2560aa4f4a.j...   Nov 23 2015, 08:17 PM
marine   "კოლაელ ყრმათა წა...   Dec 5 2016, 04:47 PM
marine   "შუშანიკი ამქვეყ...   Dec 7 2016, 10:38 PM
marine   "პარხალში გადაიწ...   Feb 21 2017, 03:09 PM
marine   "ვინაიდან ცურტავ...   Oct 29 2017, 06:50 PM
marine   "სამოელი [I კათოლი...   Dec 16 2017, 10:12 AM
marine   "ქმრისაგან ქრისტ...   Jul 7 2018, 09:06 PM
marine   "როცა V საუკუნის ძ...   Jul 19 2018, 08:01 PM
marine   "იცოდეთ, საყვარელ...   Sep 27 2020, 03:06 PM
marine   "ბედნიერია ერი, რ...   Sep 29 2020, 03:02 PM
marine   ----------------------------------- "შუ...   Feb 28 2022, 03:05 PM
marine   "მამა გაბრიელი [ა...   Mar 31 2022, 07:41 PM
marine   "მართალია, ეს ძეგ...   Jun 25 2022, 01:23 PM
marine   "იაკობი წერს: "დ...   Aug 18 2022, 06:09 PM
marine   "სუფრის ეტიკეტის ...   Jan 13 2023, 01:57 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 07:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი