IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> შიშით შეპყრობა, შიშით შეპყრობა ლოცვის დროს
Franklyn
პოსტი May 14 2020, 12:49 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 10-May 20
წევრი № 15,057



გამარჯობა,

მოკლედ ძალიან არეული და ქაოსური ცხოვრება მაქვს, რწმენასთან ყოველთვის რთული დამოკიდებულება მქონდა, ხან მომეტებული, უფრო ხშირად არანაირი.
რამდენიმე დღეა რაც ვცდილობ ასე ვთქვათ სარწმუნოებისკენ მოვექცე და სულიერად და ფიზიკურად სწორად ვიცხოვრო უფრო მეტს ვხედავ ჩემს თავში თუ რამდენ საკუთარი თავის მიმართ მავნებლობას ჩავდივარ/ჩავდიოდი და ყოველდღიურად ვცდილობ ეს გამოვასწორო.

კითხვა რაში მდგომარეობს, ყოველდღე ვკითხულობ ფსალმუნებს, დღეში თითო კანონს, რამდენიმე დღეა ჩემში დავთრგუნე ისეთი რთული რამ რაც არ მეგონა რომ შემეძლო დღეს კიდევ პირველი ურთულესი გამოცდა მქონდა ამ ცოდვის დასათრგუნად და ესეც გადავლახე. შემდგომ ღამით ფსალმუნების კითხვა რომ დავიწყე უცნაურმა შიშმა ამიტანა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მთელი კანონის კითხვის პროცესში ეს შიში მქონდა. ვცდილობდი კონცენტრირებას ტექსტზე უფრო მივლიდა ჟრუანტელი მაინც გავაგრძელე ბოლომდე კითხვა და კანონი დავასრულე. მაგრამ ეხლაც ისეთი შიშის გრძნობა მაქვს სულ მგონია რომ ვიღაც მიყურებს. "დიდება"-ს შემდეგ ლოცვაში კი ერთი აბზაცი ისე გამომეპარა ვერც კი მივხვდი რანაირად მოხდა ეს.

თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მითხრათ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ესეთი შიშის გრძნობა? არ ვფიქრობ რომ ამ საკითხის ცოდნა რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია იმისთვის რომ მე ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი შემატანინოს პირიქით ბოლომდე გავყვე მინდა არჩეულ გზას და ამ კითხვაზე პასუხი ვფიქრობ დამეხმარება განვვითარდე სულიერად.

წინასწარ გმადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2020, 12:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,718
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Franklyn

გამარჯობა smile.gif რადგან მოძღვარი დროებით არ შემოდის ფორუმზე, მე გიპასუხებთ. თქვენ კანონთა კითხვა დაიწყეთ კურთხევის გარეშე, შეიძლება ამან გამოიწვია შიში - ბრძოლები დაგეწყოთ. ზოგადად კარგია, რომ რწმენა გაძლიერდა თქვენში და გინდათ რომ უფლით იცხოვროთ, ილოცოთ, მავნე ჩვევები დათრგუნოთ, ეს მისასალმებელია.

მე ვფიქრობ, ამ ეტაპზევე ჯობია ტაძარში მიხვიდეთ, მოძღვარს დაელაპარაკოთ და როცა მისი კურთხევით დაიწყებთ ლოცვას ეგ შიშები აღარ შეგაწუხებთ smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2020 - 05:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი