ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით. |
ზვარე |
Jun 20 2008, 02:27 AM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
მგონი თემების გაერთიანებაა საჭირო
1. ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა 2. ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა შესაქმის მატიანის მიხედვით. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
argani |
Jun 20 2008, 05:45 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა მგონი თემების გაერთიანებაა საჭირო არა ივარგებს, ვინადან ისინი სხვადასხვა საკითხს ეხება. |
afxazi |
Jun 20 2008, 11:17 AM
პოსტი
#23
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
argani
ციტატა კეთილი, ველი პასუხს იქ ეგაა პასუხი -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
დათიკო |
Jun 20 2008, 11:27 AM
პოსტი
#24
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ზვარე
ციტატა მგონი თემების გაერთიანებაა საჭირო 1. ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა 2. ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა შესაქმის მატიანის მიხედვით. არაფერია ცუდ8ი იმაში, თუკი შესაქმის რომელიმე დეტალი იქენბა გამოტანილი განხილვაზე ცალკეულად. შესაქმის თემაში კი უფრო გლობალურად შეიძლება მსჯელობა. ალბათ დამეთანხმები, რომე საკმაოდ ბევრის მომცველი თემაა და პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, თუკი ადამიანის შექმნის საკითხი ცალკე თემად იქნება გამოტანილი. |
შანკარა |
Jun 13 2014, 10:11 AM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 22-February 14 წევრი № 13,586 |
მართლმადიდებელთა მთავარი პრობლემა იმაშია რომ მათ არ სურთ დამოუკიდებლად და თავისუფლად დოგმატიკის ფარგლებს გარეთ მეცნიერული აზროვნება და თვითშემეცნება, თვითგანსწავლა, მათ არ სურთ თავისუფლება. ეს ის ხალხია რომლებიც ამტკიცებენ რომ „ღმერთმა“ არაფრისგან შექმნა სამყარო, თუმცაღა ამ არაფრის რაობასა და არსობრიობას არც კი აკონკრეტებენ, ეს ის ხალხია რომლებიც იმასაც კი ვერ ახერხებენ სწორად გადათარგმნონ სიტყვა „ელოხიმ“, ეს ის ხალხია რომლებმაც სიტყვა „ელოხიმი“ რეალურად ქალური სქესის არსებითი მრავლობით რიცხვში, გადათარგმნეს როგორ მამაკაცური სქესის არსებითი სახელი მხოლობითში, ეს ის ხალხია, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რომ ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი(!).
რეალურად სინამდვილეში მართლმადიდებელთა მიერ არაზუსტად გადათარგმნილი ბიბლიის პირველი წიგნის ე.წ. „დაბადების“ პირველი ორი თავი ამგვარია: ბიბლია ძველი აღთქმა (თანამედროვე ქართულ ენაზე) წიგნი პირველი დაბადება (ელენა ბლავატსკაიას, ისააკ მეიერისა და მაკ გრეგორ მატერსის შრომათა მიხედვით თეოსოფი ღვთისავარ ჩაბრავას მიერ რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია) თავი პირველი: 1. „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება. 2. ქაოსის ოკეანე იყო უსახური და არაორგანიზებული, ბნელითა და წყვდიადით იყო მოცული თავდაპირველი ქაოსის უფსკრული და ღვთაებრივი მსოფლიო სული (სული ღმერთებისა, ბინარული კინეტიკური ენერგიების სინგულარული პროტომატრიცა) იძრვოდა კაუზიური კოსმიური ოკეანის (ქაოსის ანუ ეკარნავას) წყლების წიაღში. 3. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი). 4. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) რომ ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება) კარგი იყო და გაყარეს ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი ღვთაება) და ბნელი (პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი). 5. ნათელს (გამოვლენილ ღვთაებას) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს დღე და ბნელს (პასიურ აბსოლუტს) უწოდეს ღამე. იყო პირველი იომი (პირველი ერა). 6. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს სივრცეთა შორის მყარი (მემბრანა) და გაყაროს სივრცენი. 7. მოხდა სასიცოცხლო ეთერული ენერგიის (პრანას, პრანაშაკტის) კოსმიური აფეთქება და გაჩნდა ნაპრალი უსასრულო სუპერსივრცეში, ამოანთხია სუპერსივრცემ მცირე სივრცე. გააჩინეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მყარი (ე.ი. მემბრანა), მოახდინეს მათ მყარის ანუ სივრცეთაშორისი ენერგეტიკული ბარიერის პროექცია და გაყარეს ერთმანეთისაგან კოსმიური სივრცე რომელიც არის მყარს (მემბრანას) ქვემოთ (შიგნით)და სივრცე, რომელიც არის მყარს ზემოთ (გარეთ). და იქმნა ასე. 8. მყარს (სივრცეთაშორის ენერგეტიკულ მემბრანას) ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს ცა. გავიდა 400 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეორე იომი (მეორე ერა). 9. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): შეგროვდეს (კონდენსირდეს) ერთგან ცისქვეშეთის წყალი (სივრცე) და გამოჩნდეს ხმელეთი (გალაქტიკები). და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ქალღმერთებმა უწოდეს მიწა (გალაქტიკური კლასტერები) და შეგროვილ წყალს (სივრცეს) ზღვა. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა) რომ კარგი იყო. 11. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყვნენ (გაჩნდნენ) მნათობები ე.ი. მზეები (ვარსკვლავები), პლანეტები და მთვარეები (ვარსკვლავური ანგელოზები). გავიდა 1 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მესამე იომი (მესამე ერა). 12. [გაჩნდნენ თუ არა მზეები, პლანეტებს მოეფინათ ნათელი და პლანეტებზე დაიწყო კოკისპირული წვიმები, ამოხეთქა წყალმა მიწიერმა მიწისქვეშიდგან და გადმოხეთქა ციური ღრუბლებიდან, წვიმდა 100 000 წელი, ბოლოს შეწყდა წვიმა თავსხმა და თანდათან დაიწია მიწიერმა ოკეანემ წყლისამ, და გამოჩნდა მიწიერი ხმელეთი და გახდა იგი ნაყოფიერი და აღმოცენდა მასზე მცენარეები მას მერე რაც წარმოიშვა ოზონის შრე პლანეტათა და მთვარეთა გარშემო. და მოიტანეს ნაყოფი პირველმა მცენარეებმა. გავიდა 3 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეოთხე იომი (მეოთხე ერა). 13. წარმოშვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მიკროორგანიზმები, მათგან წარმოშვეს უმარტივესი ფეხსახსრიანები და რბილტანიანები, მათგან გიგანტური მწერები და პირველყოფილი თევზები, ხოლო თევზთაგან ამფიბიები, მათგან ქვეწარმავლები, მათგან კი ფრინველები. გაჩნდნენ ტირანი ანგელოზები (უმდაბლესი ბოროტი ელოჰიმები). შექმნეს აგრეთვე უმდაბლესმა ელოჰიმებმა (ტირანმა ანგელოზებმა) პირველყოფილი ურჩხულები - ლევიათანები. გავიდა 9 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეხუთე იომი (მეხუთე ერა).] 14. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): გავაჩინოთ ადამიანები ჩვენს ხატად (ფორმად), ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ზღვაში თევზს და ამფიბიებს, ჰაერში ფრინველს და მიწაზე პირუტყვს, მთელს სამყაროს და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს. 15. შექმნეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ადამიანები, თავის ხატად (ფორმისამებრ) შექმნეს ისინი, ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამაკაცად და დედაკაცად) შექმნეს ისინი. მთვარის ანგელოზებმა, ტირანმა ანგელოზებმა (უმდაბლესმა ელოჰიმებმა) მისცეს პირველ ადამიანებს ეთერულ-ასტრალური ფანტომური სხეულები. 16. აკურთხეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ისინი და უთხრეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ სამყარო, დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს და ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავენ. 17. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): აჰა მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო. 18. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის საფშვინველი (ნეფეშ), ბალახი ქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. გავიდა 11 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეექვსე იომი (მეექვსე ერა). თავი მეორე: 1. ასე აღსრულდა ცა (365 სულიერი ცა, სუპერკოსმოსი) და მიწა (365 მატერიალური ცა, კოსმოსი) მთელი მათი ანგელოზთა მხედრობით. 2. დაასრულეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) სამყაროთა ფორმირება მეექვსე იომში (მეექვსე ერაში). 3. გამოსახა მეექვსე იომში უმდაბლესმა ელოჰიმმა, სახელად ილდაბაოთმა (ფსიქიკურმა ძალამ, ფსიქიკურმა კინეტიკურმა ენერგიამ) ანდროგენი ადამის, ადამ კადმონის სხეულებრივი არსება ასტრალური ენერგიისაგან (კოსმიური ეთერისაგან) და შთაბერა მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (სასიცოცხლო ეთერული ენერგია – პრანა შაკტი) და გახდა ადამი ცოცხალ მშვინვად (ცხოველური სამშვინველი – ნეფეშ). ანგელოზების იერარქიები სხვადასხვა მოძღვრებებში ავტორი თეოსოფი და სქოლასტიკოსი ღვთისავარ ჩაბრავა (შანკარადევა) იუდაისტი რაბინი ანგელოლოგები: მოშე მაიმონიდი „მიშნე თორაში“ და იად გა ხაზაკა „იასოდა გა თორაში“ ანგელოზთა იერარქიას გვისახავენ შემდეგნაირად: 1. ხაიოტ ხა–კოდეშები (хайот ха-кодеш) 2. აუფანიმები (Ауфаним) 3. არელიმები (Арелим) 4. ხაშმალიმები (Хашмаллим) 5. სერაფიმები (Серафим) 6. მალახიმები (Малахим) 7. ელოჰიმები (Элохим) 8. ბენ ელოჰიმები (бене элохим) 9. ქერუბიმები (Керувим) 10. იშიმები (Ишим) კაბალისტურ ტრადიციაში არის ანგელოზთა შემდეგი იერარქიები: 1. არელიმები (арелим) 2. იშიმები (ишим) 3. ბენ ელოჰიმები (бене элохим) 4. მალახიმები (Малахим) 5. ხაშმალიმები (Хашмаллим) 6. ტარშიშიმები (Таршишим) 7. შინანიმები (Шинанним) 8. ქერუბიმები (Керувим) 9. ოფანიმები (Офаним) 10. სერაფიმები (Серафим) აბრაამ ბენ ისააკი გრენადიდან წიგნში „ბერიტ მენუხა“ სახავს შემდეგნაირ ანგელოზთა იერარქიებს: 1. მალახიმები (малахим) 2. ერელიმები (Эрелим) 3. სერაფიმები (Серафим) 4. ხაიოტები (Хайот) 5. ოფანიმები (Офаним) 6. ხაშმალიმები (Хашмаллим) 7. ელიმები (Элим) 8. ელოჰიმები (Элохим) 9. ბენ ელოჰიმები (бене элохим) 10. იშიმები (Ишим) ებრაულ წიგნში „მასეხეტ აცილუტ“ მოცემულია ანგელოზთა შემდეგნაირი იერარქიები: 1. სერაფიმები (серафим) 2. ოფანიმები (Офаним) 3. ქერუბიმები (Керувим) 4. შინანიმები (Шинанним) 5. ტარშიშიმები (Таршишим) 6. იშიმები (Ишим) 7. ხაშმალიმები (Хашмаллим) 8. მალახიმები (Малахим) 9. ბენ ელოჰიმები (бене элохим) 10. არელიმები (Арелим) ისლამში მოცემულია შემდეგნაირი ანგელოზთა იერარქია: 1. მუკარაბუნები (მიახლოებულნი) 2. ილიიუნები (ისინი ვინც იკავებენ უმაღლეს ადგილს) 3. ხაზაფაები (მცველები) 4. მუაკიბატები (ერთმანეთის მეთვალყურენი) 5. კირიამან კიატიბინები (პატივცემული მემატიანეები) 6. მუდაბირატები (ისინი ვინც წყვეტენ საქმეებს) 7. მუკოსიმატები (გამანაწილებელნი) 8. ზააჟირატები (ისინი ვინც დევნიან) 9. ხამალია ალ–არშები (ტახტრევანის მატარებელნი) 10. შვიდი ცის ანგელოზები სიკვდილის ანგელოზის დამხმარენი: 11. ნაზიატები (ამომგლეჯნი) 12. ნაშიტატები (ამომღებნი) 13. საბიხატები (მცურავნი) 14. საბიკატები (დამსწრებნი) 15. ხაზანა ი ჯანატ ვა ჯახანამები 16. აზ ზაბანიები 17. ჯუნდალები (ალაჰის ჯარისკაცები) 18. ანფალები 19. საფატები (დამწვრივებულნი) 20. ტაილიატები (წამკითხველნი) 21. დარდაილები (ღვთის მოგზაურები) |
G_saxva |
Jun 13 2014, 10:53 AM
პოსტი
#26
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
შანკარა
ორმოცდაათიანელი ხარ ფესვი ორომცდაცხრიდან თუ რა მოძღვრებას მისდევ? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
შანკარა |
Jun 13 2014, 11:10 AM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 22-February 14 წევრი № 13,586 |
თეოსოფი ვარ
|
MIRDAT |
Jun 13 2014, 12:33 PM
პოსტი
#28
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
G_saxva
ჩვენში დარჩეს და მეცნიერებისა და რელიგიის ძაან უშნო ნაჯვარია ეს თეოსოფია |
afxazi |
Jun 13 2014, 01:27 PM
პოსტი
#29
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ბიბლიის წარმოდგენილი ვერსია არის შოკისმომგვრელი
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
შანკარა |
Jun 13 2014, 02:19 PM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 22-February 14 წევრი № 13,586 |
ბიბლიის და საერთოდ თეოლოგიის, კოსმოგონიის და კოსმოლოგიის ის ვერსია რომნელიც მე წარმოვადგინე, ის რასაც თეოსოფიური მოძღვრება ამტკიცებს წარმოადგენს აბსოლუტურ მეცნიერულ ლოგიკურ და რაციონალურ ჭეშმარიტებას და მხოლო გონებაშეზღუდულ დებილოიდ პრიმიტივებს არ შეუძლიათ ამ ჭეშმარიტების შეცნობა. თქვენ უბრალოდ ბიბლიის მართლმადიდებელ აპოლოგეტთა მიერ გაყალბებულ და მისტიფიცირებულ ვერსიას შეეჩვიეთ! თქვენ "მორწმუნეებს" მღვდლები 24 საათი შთაგაგონებენ რომ ისინი რასაც ამბობენ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ყველა სხვა ცდება, მაგრამ ეს სიცრუეა!
II რა არის თეოსოფია თეოსოფია ბერძნული სიტყვაა (თეოს – ღვთაება, სოფია – სიბრძნე) და „ღვთის სიბრძნეს“ ნიშნავს. თეოსოფია ღვთიური სიბრძნის წარმოჩენის მეცნიერება ანუ ღვთისშემეცნების მეთოდოლოგიაა და მას ამ სახელით მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემაში: იუდაურ კაბალაში, ანტიკურ და ქრისტიანულ გნოსტიციზმში, ისლამურ სუფიზმში. თუმცა თეოსოფია, როგორც მეცნიერების დარგი, XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა და იგი ძირითადად დაფუძნებულია ინდურ ფილოსოფიურ–მეტაფიზიკურ სისტემებზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ყველგან ხედავს და „კაცთა მოდგმის საყოველთაო ძმობას“ ქადაგებს. არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია: 1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება. 2) თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება. თეოსოფია ანუ ძველ ინდურად იგივე პარავიდია (უზენაესი ცოდნა) ან ბრაჰმავიდია (ღმერთის ცოდნა) მსოფლიოს ყველა რელიგიის, ფილოსოფიური და მეტაფიზიკური სისტემის საწყისი, პროტოფორმა და თეოსოფიური ტრადიციით თავად ზეციური ღვთაებების მიერ ადამიანთათვის შორეულ წარსულში გადმოცემული მოძღვრებაა. თეოსოფიაში ცნობს რეინკარნაციას (სულთა გადასახლება) და პოლითეიზმს (მრავალი ღვთაების არსებობა). თეოსოფია სინკრეტული სწავლებაა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს მსოფლიოს მრავალ მოძღვრებასა (ბუდიზმი, ინდუიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ლამაიზმი, დაოსიზმი, სინტოიზმი, ანიმიზმი, ზოროასტრიზმი, ისლამური სუფიზმი, ებრაული ტრანცენდენტური კაბალა, ქრისტიანული გნოსტიციზმი, ქრისტიციზმი) და მითოლოგიურ სისტემას. თეოსოფიაში უარყოფილია პიროვნული შემოქმედი ღმერთის იდეა. თეოსოფიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ყველა რელიგიის, ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის ფესვსა და არქაულ ფუძეს, ეზოთერული ტრადიციების თანახმად დედამიწაზე გაჩნდა მესამე რასის - ლემურიული რასის განსხეულების (მატერიალიზაციის) მომენტიდან, რომელიც მოხდა 600 000 000 წლის წინ (ე. ბლავატსკაია, რ. შტაინერი, ბ. და ე. რერიხები, მ. კრემო, რ. სტრატონი). ლემურიელები განუზომლად დიდი ფსიქიკური, მენტალური და სულიერი ზეძალების მქონე სრულყოფილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც კოსმოსის ენერგიებით იკვებებოდნენ. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, ასეულ მილიონობით წლის წინ, როცა დედამიწაზე რელიგია საერთოდ არ არსებობდა, დღევანდელი რელიგიების ძირითადი ეზოთერული დოქტრინები ცოცხლობდნენ პრეისტორიული სულიერი მეცნიერების, წინარე თეოსოფიის ანუ ბრაჰმავიდიის (ანუ პარავიდია) წიაღში. თავდაპირველად რელიგია დედამიწაზე წარმოიშვა მეხუთე რასის – არიული რასის არსებობის შუაპერიოდში და იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა ნებისმიერი თანამედროვე რელიგიისგან, რამეთუ მასში ნაკლები ალოგიზმი და ირაციონალიზმი, ცრურწმენა და დიალექტიკა იყო, ვიდრე დღესაა. ეს რელიგია ერთიანი და გრანდიოზული მონოლითი იყო, რომელიც ბედისწერის ნებით დაიშალა მრავალრიცხოვან მცირე რელიგიებად და აქედან დაიწყო ქაოსი და შუღლი ადამიანებს შორის. საუკუნეების შემდეგ რელიგიებმა განიცადეს პროფანაცია და დეგრადირება და დაკარგეს პირვანდელი სულიერი ცოდნა, რაც გამოჩნდა შუასაუკუნეებშიც. ათასწლეულების განმავლობაში კოსმიური იშვარები (უფლები) დედამიწაზე გზავნიდნენ თავიანთ ავატარებს – ღვთაებრივ ინკარნაციებს, რათა მართალთათვის სულიერი სამყაროს საიდუმლო ცოდნა ემცნოთ და კაცობრიობა გადაერჩინათ ხილული (ფიზიკური) სამყაროს ბოროტი შემოქმედის – ილდაბაოთ-სატანაილისგან, რომელსაც აბრაამულ რელიგიათა წარმომადგენლები ჭეშმარიტ ღმერთად თვლიან, იაჰვეს ან ალაჰს უწოდებენ და ქრისტე ღმერთის ჭეშმარიტ ზეციურ მამად გვისახავენ. ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად თეოსოფიური სულიერი მოძღვრება ღვთაებრივ შუქს ჰფენდა მსოფლიოს და არსებობას განაგრძობდა მრავალი ფორმით: დასავლეთში ეს იყო გნოსტიციზმი, კაბალა, ნეოპლატონიზმი და ბოგომილური სწავლება, აღმოსავლეთში – ვედანტა, სანკხია, იოგა, მაჰაიანური და ტანტრისტული ბუდიზმი, ზერვანიტული მაზდეიზმი და მანიქევლური მოძღვრება. ეს სწავლებები იყვნენ და არიან არქაული თეოსოფიის – სულიერი მეცნიერების ნამსხვრევები, გადარჩენილი ნაწილები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ არსებობას ამა თუ იმ ფორმით. ქრისტიანული თეოსოფიის ისტორია იწყება სილეზიელი იაკობ ბიომეს (1575-1624) მოღვაწეობასთან ერთად. 1610 წელს მას ჰქონდა პირველი ხილვა, რის შემდეგ მრავალი ნაშრომი დაწერა, რომელთა შორისაც იყო «ავრორა», გერმანული ბაროკული პროზის შესანიშნავი ნიმუში. მისი ნაშრომებია: «დე ტრიბუს პრინციპიის» (1619), «დე სიგნატურა რერუმ»(1621), «მისტერიუმ მაგნუმ» (1623) (სათაურები ლათინურია) და გერმანულად დაწერილი «დერ ვეგ ცუ ქრისტო» («გზა ქრისტესკენ“,1624). ეს ნაშრომები ეფუძნება არა ანტიკურ წყაროებს, არამედ უშუალოდ ბიბლიას, პარაცელსს, ალქიმიურ სიმბოლიკას და კაბალას. შუა საუკუნეების და ნეოპლატონური კონცეფციების საწინააღმდეგოდ იაკობ ბიომე ღვთაებას არ უყურებს როგორც სტატიურ ძალას. მისი აზრით ღვთაება არის დიალექტიკა. თეოსოფიური განსჯა ფაქტიურად ერთდროულად ეხება ღმერთს, ღმერთის ბუნებას, მის ადგილს სამყაროში. შესაბამისობათა ამ სამყაროს წვდომა თეოსოფს ძალუძს თავისი «აქტიური წარმოსახვით». ამას გარდა ქრისტიანული თეოსოფია უპირატესობას ანიჭებს ბიბლიის მითიურ ელემენტებს, მაგ.: დაბადების წიგნს, ეზეკიელის ხილვას, აპოკალიფსს. გავრცელებულ ფიგურებსა და თემებს შორისაა: ანგელოზები, დაბადების პირველთავში ნახსენები ელოჰიმი, თავდაპირველი ანდროგინი – კაბალისტური ადამ–კადმონი, რომელთა პროფანაცია და ფალსიფიკაცია ურჩევნიათ თეოლოგებს. ბოლოს თეოსოფიის აზრით, ადამიანს აქვს ღვთაებრივ სამყაროსთან და სინამდვილის უფრო მაღალი საფეხურის არსებებთან კავშირის დამყარების მთვლემარე, მაგრამ მუდამ პოტენციური უნარი. „ქრისტიანული თეოსოფიის მეფე” იაკობ ბიომე, გარკვეული წარმატებით სარგებლობდა XVII ს. გერმანიაში. ეს მიმდინარეობა განაგრძობს ნაყოფიერ არსებობას იოჰან გეორგ გიშელთან (მისი “პრაქტიკული თეოსოფია” გამოქვეყნდა 1722 წ.), გოტფრიდ არნოლდთან (მისი „ღვთაებრივი სიბრძნის ანუ სოფიას საიდუმლო” გამოიცა 1700 წ.), ანტუანეტ ბურგინიონთან, ჯონ პორდაჟთან, ჟან ლეადთან და XVIII-XIX საუკუნეების სხვა ავტორებთან ერთად. ფრიდრიხ იოზეფ ფონ შელინგი – ნატურფილოსოფიისა და ტრანსცენდენტალური იდეალიზმის ფუძემდებელი, თეოსოფიას მიიჩნევდა მისტიკური ღვთივშემეცნებისა და რაციონალისტური ფილოსოფიის სინთეზად. იგი მას უპირისპირებდა თეოსოფიზმს – მისტიციზმის ნაირსახეობას, რომელიც გამორიცხავს მეცნიერულ შემეცნებას. ვიწრო გაგებით თეოსოფია ეწოდება XVI_XVII საუკუნეების მისტიკურ თეორიებს, რომლებიც, როგორც წესი, გარკვეული კონფესიისა და ზოგადად ეკლესიური ორთოდოქსიის გარეთ არსებობდა. ესაა იაკობ ბიომეს, პარაცელსის, სენ ჟერმენის, ემანუელ სვედებორგის, ფრიდრიხ ეტინგერის და სენ მარტენის თეორიები. პეტრე იბერის (ანუ დიონისე არეოპაგელის) ტრაქტატებში სიტყვა „თეოსოფია“ იხმარება როგორც თეოლოგიის სინონიმი. XIX საუკუნეში თეოსოფიური მოძრაობის აღორძინება დაკავშირებულია მადამ ელენა ბლავატსკაიას (1831–1891) სახელთან, რომელმაც რუსეთსა და ევროპაში ცხოვრების შემდეგ, ნიუ–იორკში პოლკოვნიკ ჰენრი ოლკოტთან ერთად 1875 წელს დააფუძნა თეოსოფიური საზოგადოება. ეს მოძრაობა მკვეთრად ანტიაბრაამული ორიენტაციისა გახლდათ. თეოსოფების დევიზი იყო ძველინდური გამოთქმა: „სატიატ ნასტი პარო დჰარმა“ (satyat nasti paro dharma), რაც ნიშნავს: „რელიგიები არ არიან ჭეშმარიტებაზე მეტი ანუ არცერთი რელიგია არ დგას ჭეშმარიტებაზე მაღლა“. თეოსოფიური სწავლების მიხედვით სამყარო წმინდა ჰიპერკოსმიური ღვთაებრივი არსობრიობის ტრანსფორმაციას წარმოადგენს, ე. ი. ფიზიკური კოსმოსი აბსოლუტური სინათლის (ანუ პარაბრაჰმანის) გარდასახვის შედეგადაა წარმოშობილი. თეოსოფიის თანახმად, არსებობს სამყაროს მატერიალური გამოვლინების შვიდი ეტაპი. ვირტუალური ილუზორული მატერიალური კოსმოსის პროექცია, მისი მატერიალურობის შვიდი პლანი წარმოსახულ იქნა უმაღლესი ღმერთის – პარაბრაჰმანის სამი ენერგიის: 1) ანტარანგა შაკტის ანუ შინაგანი უმაღლესი სულიერი ენერგიის, 2) ტატასტხა შაკტის ანუ ცოცხალი არსებების მოსაზღვრე ენერგიის და 3) ბაჰირანგა შაკტის ანუ გარეგანი მატერიალური ენერგიის საფუძველზე, ტრანსმუტაციური გარდაქმნითი პროექცირების გზით. თეოსოფიურ მოძღვრებაში იყვნენ სხვა გამოჩენილი სწავლულებიც: ალისა ენ ბეილი, ანა ბეზანტი, კუტ ჰუმი, ლევ ტოლსტოი და მრავალი სხვა. თეოსოფიური სწავლების თანახმად, თავდაპირველი პირველდასაბამიერი უნივერსალური ზესულის (ბიტუსის ანუ ეინ სოფის) იგივე პარაბრაჰმანის შესახებ გვამცნობს ბიბლიის პირველი წიგნის – დაბადების I სტროფივე და იოანეს სახარების პირველი ხუთი სტროფი, რომლიბშიც კოდირებულია უზენაესი საიდუმლო. დაბადების პირველ სტროფში წერია: „დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, მაგრამ ეს არის არასწორი თარგმანია. გამოჩენილ თეოსოფ ქალს ელენა პეტროვნა ბლავატსკაიას და დიდ ებრაელ კაბალისტებს მაკ გრეგორ მატერსსა და ისააკ მეიერს თავიანთ ნაშრომებში უწერიათ, რომ ტექსტი, რომელიც ებრაულ ორიგინალშია ნახსენები: „ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვეთ ხარეთს“ ითარგმნება როგორც: „მარადიულად არსებული სუბსტანციისგან ქალღმერთებმა მოახდინეს ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება“. თეოსოფიური სწავლების თანახმად ორიგინალში ნახსენები „ელოჰიმ“ ძველ აღთქმაში ორთოდოქსი აბრაამიტი დოგმატიკოსების მიერ თარგმნილია როგორც ღმერთი, მაგრამ სინამდვილეში სიტყვა „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ღმერთები“. სწორედ ასე ფიქრობს მრავალი მეცნიერი, მაგ.: ე, ბლავატსკაია, რ. შტაინერი, ერიხ ფონ დანიკენი, კრისტოფერ დანი, გრემ ჰენკოკი, ფილიპ კოპენსი, დევიდ აიკი და ა.შ. ებრაული ელოჰიმები იგივე არსებები არიან, რაც შუმერული ანუნაქები. თუ კარგად დავაკვირდებით ანალოგია გამაოგნებლად აშკარაა. აგრეთვე საოცრად ჰგვანან ერთმანეთს ებრაული იაჰვე, რომელიც არის მთვარის „ღმერთი“ და შუმერული „ანუმი“ იგივე „ანუ“, რომელიც ითვლება „ცის ღმერთად“. შუმერული მითოლოგიის თანახმად ე. წ. ღმერთებმა ადამიანები თიხისაგან იმისათვის შექმნეს, რათა მათთვის ეშრომათ. თეოსოფიურ სწავლებაში უარყოფილია სამყაროს ერთჯერადი ქმნადობის აბრაამული იდეა და მიჩნეულია, რომ ჩვენს კოსმიურ რეალობამდე უზენაესი სულიდან ემანაციის გზით არაერთგზის წარმოქმნილან სხვადასხვა სამყაროები და ჩვენი მატერიალური კოსმოსის განადგურების შემდეგაც, მისი ენერგეტიკული ნამსხვრევებისაგან და აგრეთვე უზენაესი სულიდან გამოსხივებული ენერგიით კვლავ წარმოიქმნება განზომილებათა ახალი სისტემა და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. თეოსოფიურ სწავლებაში ხაზგასმულია ის, რომ არსებობს უამრავი მულტისამყარო და თითოეულ მათგანში სიცოცხლის მრავალი ფორმაა. მაგ., თითოეულ მულტისამყაროს გააჩნია სიცოცხლის 8 400 000 ფორმა და აქედან 400 000 – ანთროპომორფული ანუ ადამიანურია. თეოსოფიური მოძღვრებით ადამიანს აქვს სამი სხეული (კაუზიური სხეული – კარანაშარირა, ასტრალური სხეული – სუკშმაშარირა და ფიზიკური სხეული – სტხულაშარირა) და ხუთი კარმული გარსი ( ანამაიაკოშა – ფიზიკური გარსი, პრანამაიაკოშა – ეთერული სასიცოცხლო ენერგიის გარსი, მანომაიაკოშა – მენტალური ენერგიის გარსი, ვიჯნანამაიაკოშა – ინტელექტის გარსი და ბოლოს ანანდამაიაკოშა – ნეტარების გარსი). თეოსოფიური მოძღვრების მიხედვით, აბსოლუტურ ღმერთს გააჩნია ლოკალური იპოსტასური დესიგნაციების უსასრულო მირიადები. თითოეული იპოსტასი არის აბსოლუტური ღმერთის ყოფიერების ერთ-ერთი ფორმა და ფლობს ავატარების (მატერიალური ინკარნაციების) უსასრულო სიმრავლეს. თეოსოფიური სწავლების მიხედვით არსებობენ მრავალი სახის ავატარები, ესენია: პურუშაავატარები, გუნაავატარები, შაკტიავეშაავატარები, იუგაავატარები, მაჰაავატარები, მაჰათმიაავატარები და სხვა. თეოსოფიურ სწავლებაში მონოთეიზმი არ არსებობს. მას ახასიათებს მხოლოდ პანთეიზმი და გენოთეიზმი (ნაწილობრივ ნიჰილიზმი). პანთეიზმი – ესაა სწავლება იმის შესახებ, რომ მთელი ხილული მატერიალური სამყარო სულიერია. მის წიაღში არსებობს უხილავი და იმანენტური იმპერსონალური სულიერი სუბსტანცია, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიალური ფენომენის, ნებისმიერი მატერიალური ელემენტის დედამატრიცას და პირველდასაბამს. უნივერსალური სული ითვლება ყოვლისმომცველად და ყოვლისგამჭოლად, უსაწყისოდ და უსასრულოდ, უქმნელად და მარადიულად. აღიარებულია სხვადასხვა ღვთაებრივი, ნახევრადღვთაებრივი, დემონური, ნახევრადდემონური და ადამიანური არსებების არსებობა, რომლებიც უნივერსალური სულის ემანაციებად ითვლებიან. ისინი წარმოადგენენ აგრეთვე მის ცოცხალ, ინდივიდუალურ, უსასრულო ავტონომიურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს. თავად მატერიალური კოსმოსი ითვლება ამ უზენაესი სულის საბოლოო ემანაციად და რადიაციად. გენოთეიზმი – ესაა მოძღვრება იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებული ჭეშმარიტი უსასრულო ღმერთი, ესაა სამყაროს ყველა მცირე ღვთაების, ყველა იპოსტასის უსასრულო და განუსაზღვრელი ერთობლიობა, ღმერთების კოსმიური მირიადების კრებითი სახე, მათი კოლექტიური ცნობიერება და თითოეული ღვთაება, უმდაბლესით დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, არის ერთგვარი ასო-ფრაგმენტი ერთიანი და უსასრულო კოსმოსური ღმერთისა. ეს ორი დოქტრინა არის დამახასიათებელი თეოსოფიური მოძღვრებებისათვის. |
A.V.M |
Jun 13 2014, 04:11 PM
პოსტი
#31
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
შანკარა
რაც აქ გიწერია სადმე არ ატვირთე ძმა ? უნდა გავაზიარო აუცილებლად და თუა ატვირთული , მომწერე , შენ შემოგევლე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Jun 13 2014, 05:34 PM
პოსტი
#32
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
შანკარა
ციტატა მხოლო გონებაშეზღუდულ დებილოიდ პრიმიტივებს არ შეუძლიათ ამ ჭეშმარიტების შეცნობა. ხოდა გაემგზავრე აქედან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
MIRDAT |
Jun 13 2014, 08:31 PM
პოსტი
#33
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ბიბლიის და საერთოდ თეოლოგიის, კოსმოგონიის და კოსმოლოგიის ის ვერსია რომნელიც მე წარმოვადგინე, ის რასაც თეოსოფიური მოძღვრება ამტკიცებს წარმოადგენს აბსოლუტურ მეცნიერულ ლოგიკურ და რაციონალურ ჭეშმარიტებას და მხოლო გონებაშეზღუდულ დებილოიდ პრიმიტივებს არ შეუძლიათ ამ ჭეშმარიტების შეცნობა. თქვენ უბრალოდ ბიბლიის მართლმადიდებელ აპოლოგეტთა მიერ გაყალბებულ და მისტიფიცირებულ ვერსიას შეეჩვიეთ! თქვენ "მორწმუნეებს" მღვდლები 24 საათი შთაგაგონებენ რომ ისინი რასაც ამბობენ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ყველა სხვა ცდება, მაგრამ ეს სიცრუეა! მოიცა მოიცა, ამან დამაინტერესა, აი მაგალითად მე თავისუფალი წევრი ვარ, ამჟამად არცერთი რელიგიის წარმომადგენელი, ათეისტიც არ ვარ რათქმაუნდა. მეცნიერებასთანაც საკმაოდ დაახლოებული ვარ, მათემატიკას ვსწავლობ რაც თავი მახსოვს და ზოგადად მეცნიერების მთელი მუღამი ვიცი რაცაა. კოსმოლოგიაც ძალიან მაინტერესებს, ვეცნობი სიახლეებს, ვერკვევი მოყვარულის კვალობაზე საკმაოდ კარგად, მაგრამ შენი ნაწერი მეტისმეტად რთული და მოსაბეზრებელია, აზრის გამოტანა ძალიან ჭირს. გადატვირთულია ფრჩხილებში ჩასმული გამოუსადეგარი განმარტებებით. მოდიხარ და პირდაპირ რაღაც რთულით იწყებ. თუ გინდა, რომ თეოსოფიას გვაზიარო, მაგის მსურველი საკმაოდ ცოტა იქნება ამ ფორუმზე, მაგრამ აი მე მოგისმენდი, უბრალოდ თავიდან დავიწყოთ. პირდაპირ რაღაც ფაქტებს ნუ მიწერ, ეს ბობლიის თეოსოფიური ვარიანტი რაც მოიტანე, იგივე ბიბლიაა, უბრალოდ რაღაცებს სხვა სახელი ქვია და ერთი დიდი დომხალივითაა. მოდი რამდენიმე კითხვას დაგისვამ, რა არის თეოსოფიის მთავარი მიზანი და იდეა? მაგალითად ქრისტიანობა დგას რწმენასა და სიყვარულზე. ამიტომ ქრისტიანული რელიგიით თუ ვიმსჯელებთ, ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, ეს ვერასდროს ვერ მოხერხდება. (თუ დაგაინტერესათ დავწერ რატომაც) თეოსოფია რას გვეუბნება? რამდენი ღმერთია? ან როგორ აღწერს ღმერთს? თეოსოფიური მოძღვრებით რწმენა საჭიროა? თუ საჭიროა, რისი უნდა ვიწამოთ? და კიდევ 1 კითხვა, თუკი მეცნიერებას ეფუძნება თეოსოფია, მაშინ წესით რწმენა არ უნდა იყოს საჭირო საერთოდ. მეცნიერები რასაც ამტკიცებენ, ის ფაქტია და არა რაღაც, რაც უნდა იწამო ან არ იწამო. აი მაგალითად დედამიწის სიმრგვალე ფაქტია და რწმენა არაფერ შუაში აღარაა აქ. მაგრამ რადგან თეოსოფიის არცისე ბევრს სჯერა, ესეიგი მეცნიერებისგან ძაან შორსაა, უბრალოდ თეორიების და დაუმტკიცებელი იდეების კრებულია... |
შანკარა |
Jun 13 2014, 09:16 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 22-February 14 წევრი № 13,586 |
თეოსოფიის თანახმად არსებობს ერთადერთი და უნივერსალური კოსმიური ღმერთი, რომელსაც გააჩნია მრავალი სახე და მრავალი სახელი. უნივერსალური ღმერთი, რომელსაც ქადაგებს თეოსოფია, ფლობს იპოსტასების და ინდივიდუალური გამოვლინების ფორმების უსასრულო სიმრავლეს, აი მაგალითად ორთოდოქსული ქრისტიანობა ამბობს რომ ღმერთს მარტო სამი იპოსტასი გააჩნია (მამა, ძე და სულიწმინდა), ხოლო ისლამის და იუდაიზმის თანახმად ღმერთს იპოსტასები საერთოდ არ გააჩნია, ინდუიზმში პირიქით ღმერთს გააჩნია 33 000 000 იპოსტასი (შენ წარმოიდგინე!)... თეოსოფიის მიხედვით ღმერთი არის უსაწყისო და უსასრულო უკვდავი, მარადიული, ყოვლისმომცველი და ყოვლისგამჭოლი სული... ეს სული ჩაქსოვილია მატერიალური კოსმოსის წიაღში და მისი განუყოფელი ნაწილია... ჩვენ ყველანი ამ ღვთიური სულის განუყოფელი ნაწილები ვართ... ღმერთი არის მადლის უსასრულო ოკეანე რომელიც ჩვენს გარშემო და ჩვენი არსების წიაღში იმყოფება... ადამიანის ინტელექტი, გონება და ცნობიერება უსაწყისოა და უქმნელი, ადამიანი ფლობს ღვთაებრივ ბუნებას, ის იზიარებს იმ ღვთაებრივ ბუნებას, რომელსაც ფლობს ღვთაებრივი სამყაროული სული, რომლის იპოსტასსაც წარმოადგენს თავად, ადამიანი სამყაროს ღვთიური სულის ღვთაებრივი ბუნების თანაზიარია. ღმერთი როგორც სული, არის ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი მე. ღმერთს როგორც სულს გააჩნია ორი მხარე მამრობითი – ცნობიერება და მდედრობითი – მადლი. თეოსოფიის მიხედვით სამყაროში არსებობს სამი სახის ენერგია: 1) უზენაესი ღვთიური ენერგია ანუ მადლი 2) ცოცხალი არსებების ფსიქიკური და მენტალური ენერგია და 3) მატერიის ენერგია. თეოსოფიაში რწმენაც საჭიროა და ცოდნაც, მაგრამ ცოდნა უპირატესია... თეოსოფიის თანახმად ღმერთის არსებობის დამტკიცება მეცნიერულად შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთის რწმენას არავითარი აზრი არ აქვს... მთავარია ფაქტები და მტკიცებულებები... თეოსოფიის მიზანია სხვადასხვა მოძღვრებების კრიტიკული და შედარებითი ანალიზი. სიყვარული არის თეოსოფიაში... თეოსოფებს რელიგიური და ეკლესიური ქრისტიანებიც ებრძვიან მუხანათურად და ათეისტებიც... ორივენი ცუდი თვალით უყურებენ თეოსოფიას. თეოსოფიის თანახმად სამყაროები წარმოშვა კარმული ენერგიის ქარიშხლებმა(ჰიპერგანებმა). თეოსოფიის თანახმად ადამიანის ცნობიერება, გონი და ინტელექტი განიცდიან განმეორებად განსხეულებებს მატერიალურ სამყაროებში. თეოსოფია აღიარებს მრავალი სამყაროს არსებობას (სხვათაშორის ამას ბოლო დროს ფიზიკოსებიც აღიარებენ).
|
A.V.M |
Jun 13 2014, 10:39 PM
პოსტი
#35
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
ციტატა ხოდა გაემგზავრე აქედან. „შანკარა ციტატა რაც აქ გიწერია სადმე არ ატვირთე ძმა ? უნდა გავაზიარო აუცილებლად და თუა ატვირთული , მომწერე , შენ შემოგევლე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Aug 4 2022, 04:56 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალმა სამყაროს შესაქმის დასასრულ იმისთვისაც შექმნა ადამიანი, რომ იგი ამ საკვირველ ქმნილებათაგან ზოგის შემყურე ყოფილიყო, ზოგის კი მეუფე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი