_ათი მცნება _, განვიხილვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
_ათი მცნება _, განვიხილვა |
მნათე |
Nov 27 2008, 03:31 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა გითხარი წავიკითხავ მეთქი, მარა არ მაცლი. ვიცი რაფერაც წაიკითხავ აბაააა დავჯდე და ვნახო კაიროსს აქედან რა არგუმენტები შეიძლება ვაჯახო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
egri3 |
Nov 27 2008, 03:44 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
მნათე
ციტატა ვიცი რაფერაც წაიკითხავ biggrin.gif აბაააა დავჯდე და ვნახო კაიროსს აქედან რა არგუმენტები შეიძლება ვაჯახო ზატო ხომ წავიკითხავ?! |
KAIROS |
Nov 28 2008, 04:27 AM
პოსტი
#23
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გითხარი წავიკითხავ მეთქი, მარა არ მაცლი კაი ახლა ეგრუნია ვიცი შენ მაგიც წაკითხული გაქვს და სხვებიც, მაგრამ აქ ან "აგდებ" ხალხს, ან არ გინდა გაიგო, და მაცვეთინებ ტყუილად კლავიატურას, ჰო, მართლა კინაღამ დამავიწყდა, ამ კითხვაზე მეპასუხა: ციტატა ბიბლიაში სადმე სწერია, რომ ეს ძირითადია და ეს მეორადიო? მე კი არ ვავლებ, უფალმა გაავლო ( ისე რა გავლება უნდა ძროხის დაკვლას და კაცის კვლას შორის განსხვავებას, მეგონა ისედაც მიხვდებოდი, რომელია წმინდა რიტუალური და რომელი მარადიული...) აი ეს კარგად წაიკითხე და მიხვდები რა ეწერა მოსეს ფილაქანზე და რომელია 10 მცნება: ნახე აბა რას ეუბნება უფალი მდიდარ ჭაბუკს: საუკუნო ცხოვრების მსურველი მდიდარი ჭაბუკი (მკ. 10, 17-31; ლკ. 18, 18-30.) (მსურველს ამ ადგილის განმარტება აქ შეუძლია იპოვოს: მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/19_16-30.htm უფლის საუბარი მდიდარ ჭაბუკთან. საუბარი სიმდიდრის საფრთხესა და ქრისტეს მიმდევართა ჯილდოებზე მათე 19, 16-30 "... თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას..." ჰე, აბა სადაა აქ ძროხები და საკურთხევლები? რომელი მცნებები ყოფილა აუცილებელი და რომელი ყოფილა ისინი, მარადიულები? მოკლედ რა, მაცდენ აგერ შენ მნათუშკა და გაერთეთ კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
egri3 |
Nov 28 2008, 11:58 AM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
KAIROS
ციტატა კაი ახლა ეგრუნია biggrin.gif ვიცი შენ მაგიც წაკითხული გაქვს და სხვებიც მართლა არ წამიკითხავს, მარა პერერივიზე წავიკითხავ და მოგახსენებ ჩემს აზრს. ისე თუ საიდულმო არაა, რამდენი წლის ხარ? ციტატა მე კი არ ვავლებ, უფალმა გაავლო ციტატა უფლის საუბარი მდიდარ ჭაბუკთან. საუბარი სიმდიდრის საფრთხესა და ქრისტეს მიმდევართა ჯილდოებზე მათე 19, 16-30 შენის ნებართვით წინა ასხნას აღარ წავიკითხავ. როგორც ვხედავ, თუ მოინდომეთ ადეკვატური პასუხის გაცემაც შეგიძლიათ. ანუ რა გამოდის ახლა მათეს სახარებიდან - მოსემ ჩამოზიდა ბლომად მცნებები, მაგრამ იესომ გამოჰყო 6: 1. არა კაც-ჰკლა; 2. არა იმრუშო; 3. არა იპარო; 4. არა ცილი სწამო; 5. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; 6. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (თუმცა ეს უკანასკნელი მოსესთან მგონი არ ფიქსირდება. ) მაშ საიდან მოვიდა დანარჩენი 5 მცნება? ისინი ვიღამ შეარჩია? ციტატა ჰე, აბა სადაა აქ ძროხები და საკურთხევლები? biggrin.gif რომელი მცნებები ყოფილა აუცილებელი და რომელი ყოფილა ისინი, მარადიულები? რომელი ყოფილა აბა? |
კანუდოსელი |
Nov 28 2008, 12:27 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
egri3
რა იყო შეკაცო, რას ჩაიხვიე უბრალოდ კაცობრიობამ ამოირჩია უფრო მნიშვნელოვანი... ძროხები და მსგავსი სხვაა და ღმერთისადმი რწმენის მცნება (და სხვაც) "ყველა" დროის მცნებაა - ეს შინაარსიდანაც ჩანს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
egri3 |
Nov 28 2008, 02:12 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
კანუდოსელი
ციტატა რა იყო შეკაცო, რას ჩაიხვიე შეკითხვაზე არ მპასუხობენ და ხან აქედან ვუდგები ხან იქედან, რომ მივახვედრო რას ვკითხულობ. არადა ხვდებიან . . . ციტატა უბრალოდ კაცობრიობამ ამოირჩია უფრო მნიშვნელოვანი... რა პრინციპით? არ იმრუშო რატომ არ ამოიღეს? ციტატა ძროხები და მსგავსი სხვაა ძროხების მეტი ვერაფერი ნახე მანდ? თუნდაც "ურწმუნოთა/არაებრაელთა" ჟლეტის ვალდებულება? |
კანუდოსელი |
Nov 28 2008, 02:21 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი შეკითხვაზე არ მპასუხობენ და ხან აქედან ვუდგები ხან იქედან, რომ მივახვედრო რას ვკითხულობ. არადა ხვდებიან . . . რა პრინციპით? არ იმრუშო რატომ არ ამოიღეს? ძროხების მეტი ვერაფერი ნახე მანდ? თუნდაც "ურწმუნოთა/არაებრაელთა" ჟლეტის ვალდებულება? ნუ, ერთი წმინდა კანონიკური ხასიათის მცნებაა, ხოლო მეორე მორალისტური - მრუშობაზე რატომ უნდა ამოეღოთ? კონტექსტი თავად პასუხობს, რომ მნიშვნელოვანი მცნებები სწორედ ეგენია. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
egri3 |
Nov 28 2008, 02:38 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
კანუდოსელი
ციტატა ნუ, ერთი წმინდა კანონიკური ხასიათის მცნებაა, ხოლო მეორე მორალისტური - მრუშობაზე რატომ უნდა ამოეღოთ? კონტექსტი თავად პასუხობს, რომ მნიშვნელოვანი მცნებები სწორედ ეგენია. ვერ ვგრძნობ მაგ კონტექსტს. უფრო ვრცლად მომითხრე, ეგებ მეც ჩავწვდე. მაგალითად რატომ არის მნიშვნელოვანი არ იმრუშო, ხოლო დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები უმნიშვნელოა? |
KAIROS |
Nov 30 2008, 05:13 AM
პოსტი
#29
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვერ ვგრძნობ მაგ კონტექსტს აშკარად ციტატა რატომ არის მნიშვნელოვანი არ იმრუშო, ხოლო დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები უმნიშვნელოა? დალეწვა,დაჩეხვა და დანგრევა თუ მრუშობის, ქურდობის, მკვლელობის აკრძალვასთან თანაბარ მნიშვნელოვნად მიგაჩნია კაცობრიობისათვის ზნეობრივი განვითარებისათვის, ვერც მე და ვერც კანუდოსა ვერ მოგეხმარებით მხოლოდ ის ვინც სინაზე ქუხდა ციტატა შენის ნებართვით წინა ასხნას აღარ წავიკითხავ. როგორც ვხედავ, თუ მოინდომეთ ადეკვატური პასუხის გაცემაც შეგიძლიათ. ანუ რა გამოდის ახლა მათეს სახარებიდან - მოსემ ჩამოზიდა ბლომად მცნებები, მაგრამ იესომ გამოჰყო 6: 1. არა კაც-ჰკლა; 2. არა იმრუშო; 3. არა იპარო; 4. არა ცილი სწამო; 5. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; 6. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (თუმცა ეს უკანასკნელი მოსესთან მგონი არ ფიქსირდება. ) მაშ საიდან მოვიდა დანარჩენი 5 მცნება? ისინი ვიღამ შეარჩია? ნენა, რაფერ ურევ ყველაფერს უპირველესად, რატომ არ წაიკითხავ? შენს დონეზე ვერ გავქაჩე თუ დრო არ გეყო? არ წაკითხვაზე ნებართვა ნამდვილად არ მომიცია რა შემიძლია და რა არა, ამაზე თქვენ ნუ ინერვიულებთ ახლა საქმე, რა გიყვარს ეს გამოკიდებები, ისე რომ ტექსტს არ ხედავ ფაქტი, იმისა რომ უფალმა მოიყვანა ის მცნებები (თუნდაც ნაწილი,)და ისე დაწყობილი,როგორც ჩვენ გვწამს და მე გიწერ, ეს თავად არგუმენტია და ნუ გვაყრი თვალებში ნაცარს ( უფრო სწორად თავად იყრი ) ანუ მცნებები , რაც უფალმა გაიმეორა ზუსტად ემთხვევა მეოცე თავის, ფიქალებზე დაწერილს ( შესაბამისად) და ჩვენს მიერ მიღებულს და ყველას მიერ აღიარებულს ( შენი გამოკლებით ) ახლა საკითხი დგას, რატომ არ ახსნა დანარჩენი მცნებები და რას ნიშნავს ბოლო დანამატი? აი რომლები არ ახსენა უფალმა: 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. მეხუთე რაც აქ აკლია არის მეათე მცნება (" არა გული გითქმიდეს..."), რომელიც ფაქტობრივი გაგრძელებაა მრუშობისა ან ქურდობისა( ვინც გულში იფიქრა ცუდად, მან იმრუშა-ს პრინციპით) ანუ უფალმა აქ უბრალოდ გააერთიანა, რადგან არსობრივად ერთი ( ქურდობა-მრუშობა) ჩადენილი ცოდვაა, მეორე ( გულისთქმა) კი ნაფიქრი ცოდვა... (თან ამ მდიდარს სხვისი რა უნდა შეშურებოდა? ) მოკლედ მეათე მცნება ასეთუისე გასაგებია, რატომ არ იქნა მოხმობილი, შესაბამისია ბოლო დანამატიც, რომელიც ერთგვიარი შეკრებაა ზნეობრივი მცნებებისა, რომ გიყვარდეს, მოყვასი... დანარჩენები? საქმე იმაშია, რომ ათი მცნება შინაარსით იყოფა ორგვარად 1) საღვთისმსახურო მცნებებად და 2) ზნეობრივ მცნებებად, ისე ხატებზე ეს ოთხი მცნება ცალკე ფიქალზე დაწერილადაა წარმოდგენილი, დანარჩენი ექვსი, ზნეობრივი მცნებები მეორე ფიქალზეა დაწერილი, სხვაგან უფალი ორ უდიდეს მცნებაზე მიანიშნებს რჯულის მცოდნეს... 36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში? 37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5) 38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. 39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18) 40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული". (მთ. 22:36-40) ანუ აქ უფალი აერთიანებს ორივე ნაწილს იმ ათი მცნებისა, პირველი ოთხი პირველი და უდიდესი მცნებაა, რაც ღვთის სიყვარულში შეაჯამა უფალმა, დანარჩენი ექვსი კი არის შეჯამებული მოყვასის სიყვარულში, ასე რომ მარადიულ მცნებებში, სწორედ რომ ათი მცნება იგულისხმება, რომელსაც თავად უფალი განმარტავს აქ და სხვა რაიმე დანგრევა-დალეწვის, ძროხები და თხების ადგილი არაა... დავუბრუნდეთ წმ. წერილს უფალმა პირველი ოთხი არ შეახსენა, რადგან ის რომ ეს ჭაბუკი, ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, კერპებს არ აკეთებდა, შაბათს იცავდა და არც უფლის სახელს მოუხმობდა ამაოდ, ისედაც აშკარა იყო , რაც უფლის შემდეგი რეაქციიდან სჩანს: 21. ხოლო იესომ შეხედა და შეუყვარდა იგი და უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ; წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლაკახებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე და აიღე შენი ჯვარი. (მარკოზი 10, 21) ასე რომ უფალი არ შეხებია ჭაბუკის ქმედებების რიტუალურ მხარეს, არამედ მის ზნეობრივს შეეხო, რადგან ისევ ზნეობრივში უნდა ამხილოს, მისი სიმდიდრეზე მონობაში.. ასე რომ უფლის პასუხში ჩანს ათი მცნება, მათი მარადიულობა და არანაირი ძროხები და ლეწვები... მაცდენ-თქვა კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
egri3 |
Dec 1 2008, 03:28 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
KAIROS
ციტატა დალეწვა,დაჩეხვა და დანგრევა თუ მრუშობის, ქურდობის, მკვლელობის აკრძალვასთან თანაბარ მნიშვნელოვნად მიგაჩნია კაცობრიობისათვის ზნეობრივი განვითარებისათვის, ვერც მე და ვერც კანუდოსა ვერ მოგეხმარებით ნუ დემაგოგობ. ქურდობა და მკვლელობა არ დამიწერია, შენც ნუ მოიხსენიებ პასუხისას. ვადარებთ მრუშობას და სხვა რელიგიის სალოცავების განადგურებას. რატომაა მრუშობა უფრო მნიშვნელოვანი? რა არის მრუშობა? ვინ/რა განსაზღვრავს რა არის მრუშობა? არის თუ არა მრუშობა საერო ქორწინებაში მყოფთა სექსი? არის თუ არა მრუშობა წანწლობა? დანარჩენს მერე გკითხავ. ციტატა უპირველესად, რატომ არ წაიკითხავ? შენს დონეზე ვერ გავქაჩე თუ დრო არ გეყო? დამეზარა. ჩავთვალე, რომ მეორე პოსტიც იგივე საკითხს ეხებოდა. პირველი კი აშკარად ბევრად ვრცელი იყო. ციტატა ანუ მცნებები , რაც უფალმა გაიმეორა ზუსტად ემთხვევა მეოცე თავის, ფიქალებზე დაწერილს ( შესაბამისად) და ჩვენს მიერ მიღებულს და ყველას მიერ აღიარებულს ( შენი გამოკლებით ანუ დანარჩენს არ აღიარებთ? არანაირად არ ემთხვევა. თანამიმდევრობა აშკარად განსხვავებულია. 34-ე თავი, 20-ე თავის რამდენიმე მცნებას იმეორებს. კერძოდ, პირველს, მეორეს, მეოთხეს, მეშვიდეს. დანარჩენების აქტუალობა როგორც ჩანს დაიკარგა. და შენ გინდა მითხრა, რომ მდიდარი ყმაწვილის იგავში, იესო აბრუნებს პირველ მცნებებს, თანაც ათივეს, ანუ მათაც რომლებსაც არ მოიხსენიებს? ციტატა დავუბრუნდეთ წმ. წერილს უფალმა პირველი ოთხი არ შეახსენა, რადგან ის რომ ეს ჭაბუკი, ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, კერპებს არ აკეთებდა, შაბათს იცავდა და არც უფლის სახელს მოუხმობდა ამაოდ, ისედაც აშკარა იყო ეგ აშკარად არ ჩანს. ციტატა ასე რომ უფლის პასუხში ჩანს ათი მცნება, მათი მარადიულობა და არანაირი ძროხები და ლეწვები... მე ვფიქრობ, რომ ეგ შენი სურვილია და არა შენი უფლის. |
KAIROS |
Dec 1 2008, 09:43 PM
პოსტი
#31
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არგუმენტები ნული მეგობარო, ნული
დემაგოგობას ნუ მაბრალი შენს გახარებას, უბრალოდ ჩვენთვის მრუშობაც ისეთივე მძიმე ცოდვაა, როგორც ქურდობა და ა.შ. აშკარად კამათის სულს ყავხარ შეპყრობილი ეგრი ბატონო და არა ჭეშმარიტების ძიების, ამიტომაა,რომ ერთი საკითხიდან მეორე გადახტომა გინდა, ახლა მრუშობა რატომაა ცოდვაო, მერე თანამიმდევრული არააო, არადა უნათლესად სჩანს, რომ უფალი იმ მარადიულ მცნებებს ეყრდნობა და იყენებს, რაც ჩვენ გვწამს, თანამიმდევრული თუ რატომ არაა ეგ დავწერე, შენ რათქმაუნდა არ მიიღე, როგორც იმას არ იჯერებ, რომ ყმაწვილი იყო ღვთისმსახური, არადა უფალი ეუბნება "ერთიღა გაკლიაო" და უთხრა რაც აკლდა ( სიმდიდრის მონობიდან გამოსვლა) და შენი მაღალი ლოგიკით კერპთაყვანისცემელი ან რჯულის დამრღვევი რომ ყოფილიყო, მოერიდებოდა და არ ეტყოდა თუ? მოკლედ უნდა გაწყენინო ეგრი3, მაგრამ შენთან ახლა უშედეგო და კამათის გულისათვის კამათს ნამდვილად არ გავაგრძელებ, უნაყოფოა და იმიტომ... აგერ გიტოვებ მნათულიკოს უყვარს მაგას ენის ალესვა და აბა ჰე წარმატებები კაიროსი! პ.ს. ეს მცირე პატერიკი გამოგადგება წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
egri3 |
Dec 2 2008, 01:31 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
KAIROS
ციტატა აშკარად კამათის სულს ყავხარ შეპყრობილი ეგრი ბატონო და არა ჭეშმარიტების ძიების, ამიტომაა,რომ ერთი საკითხიდან მეორე გადახტომა გინდა, ახლა მრუშობა რატომაა ცოდვაო, კაი ეს დაივიწყე. სხვა დროს გავარჩიოთ. ციტატა მერე თანამიმდევრული არააო ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ვინაიდან იესომ არც თანამიმდევრობა დაიცვა და არც ყველა დაასახლა ათეულიდან, გამოდის, ან უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, ან "ათეული" პოსტბიბლიური მოვლენაა. ციტატა როგორც იმას არ იჯერებ, რომ ყმაწვილი იყო ღვთისმსახური, არადა უფალი ეუბნება "ერთიღა გაკლიაო" და უთხრა რაც აკლდა ( სიმდიდრის მონობიდან გამოსვლა) მაგარი ლოგიკაა. თუკი "ერთიღა აკლია" ზნაჩით ღვთისმსახურია? არ შეიძლება რიგითი ღვთისმოსავი მდიდარი იყოს? ციტატა და შენი მაღალი ლოგიკით კერპთაყვანისცემელი ან რჯულის დამრღვევი რომ ყოფილიყო, მოერიდებოდა და არ ეტყოდა თუ? ანუ თუ ღვთისმსახური არ ხარ, მაშვინ წარმართი ან რჯულის დამრღვევი ხარ? სხვა ვარიანტი არაა? |
KAIROS |
Dec 2 2008, 04:57 PM
პოსტი
#33
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ვინაიდან იესომ არც თანამიმდევრობა დაიცვა და არც ყველა დაასახლა ათეულიდან, გამოდის, ან უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, ან "ათეული" პოსტბიბლიური მოვლენაა. კაცო შენ კითხვა ხო იცი და მეხსიერება გღალატობს? მაგაზე დაგიწერე ზემოთ და რა გიყო ახლა? ციტატა მაგარი ლოგიკაა. თუკი "ერთიღა აკლია" ზნაჩით ღვთისმსახურია? არ შეიძლება რიგითი ღვთისმოსავი მდიდარი იყოს? აქ არა საუბარი ჯიგარ "ღვთისმოსავზე" არამედ 1-4 მცნების შესრულებაზე, რომ კერპები აქრ ქონდეს და რჯულს იცავდეს, გული სხვა რამეა და სწორედ გულით რომ იყო დამოკიდებული სიმდიდრეზე იმაშI ამხილა.... რაცხა მგონია მაინც ვერაფერი გაიგე ჰოდა, დაუძახე კანუდოსელს და მნათუშკას ჩემი დასაწერი დაგიწერე, ზოგი წაიკითხე ზოგი შეგეზარა, აც წაიკიტხე მანც ვერ გიაგე ან არ გაიგე,იგივე მეკითხები ისევ და მაშინ ამ პოსტს ასე დავამთავრებ, იხ. ზემოთ-თი; კაიროსი! პ.ს. განწყობა რახან იგივეა, დასკვნაც შესაბამისია: ციტატა ოკლედ უნდა გაწყენინო ეგრი3, მაგრამ შენთან ახლა უშედეგო და კამათის გულისათვის კამათს ნამდვილად არ გავაგრძელებ, უნაყოფოა და იმიტომ... აგერ გიტოვებ მნათულიკოს უყვარს მაგას ენის ალესვა და აბა ჰე წარმატებები smile.gif კაიროსი! პ.ს. ეს მცირე პატერიკი გამოგადგება წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Berckley |
Nov 28 2010, 07:17 PM
პოსტი
#34
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
ციტატა ამაოდ ხსენებაა ალბათ ცოდვა...ძალიან ბევრი ფრაზაა სადაც არასწორად გამოიყენება ღვთის სახელი...სხვათა შორის ვფიქრობ რომ ანეკდოტებშიც ძალიან ცუდად იხსენიებენ ღვთის სახელს... ანეგდოტებში კიდევ რა უჭირს.დღესდღეობით ბევრი პოლიტიკური პარტია იყენებს ღმერთის,ქრისტიანობის,მართლმა დიდებლობის სახელს.მემგონი ესეც ამაო ხსენებაა -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
marine |
Oct 23 2014, 03:11 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„სტუმრის პატივისცემა მეთერთმეტე მცნებაა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2015, 09:25 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დაიწყე ათი მცნების შესრულება, მცირედიდან დაიწყე და დიდი მცნებების აღსრულებასაც შესძლებ. პატარას ყოველთვის დიდთან მიჰყავს კაცი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 2 2015, 09:53 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მესამე მცნება
"უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ მოვიხსენებთ ღვთის სახელს, მით უფრო გაბრაზებულ-განსრისხებულნი. დაუშვებელია ღვთის სახელით დამუქრება, უფლისადმი მიმართვა, რომ დასაჯოს და ბოროტება შეამთხვიოს ვისმე, ეს უმძიმესი ცოდვაა" /დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2015, 04:30 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეოთხე მცნება
"კვირა, საუფლო დღე, თითქოს თავისთვის დაადგინა უფალმა, სინამდვილეში ეს დღეც ჩვენთვის გამოჰყო, ოღონდ მასთან ურთიერთობისთვის, რათა შეგვამზადოს მარადიულად მასთან მყოფობისთვის. რასაც ხშირად გავურბივართ ათასი მიზეზის გამო, რითაც ღვთის მცნებას ვარღვევთ, ვაკლდებით უფლის მადლს და ვკარგავთ მარადიულ ცხოვრებას, ესე იგი ცხონებას" /დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 20 2015, 09:22 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცნებათა სულისკვეთებით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 28 2015, 02:59 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის მცნებათა შეუხრელად აღსრულება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი