IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ურთიერთობის ღვაწლის შესახებ, მთავარეპისკოოსი სერგი პრაღელი
afxazi
პოსტი Dec 20 2007, 02:06 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვფიქრობ ეს ყოველივეც მეტად აქტუალურია.

ურთიერთობის ღვაწლის შესახებ.

ქრისტიანული ცხოვრება ამქვეყნად სვლას წარმოადგენს. ცხოვრების უფერულობა საშუალებას არ გვაძლევს სრულად გავიცნობიეროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტები; საკუთარი თავის შეცნობასაც კი ვერ ვახეერხებთ. ჩვენი სულიერი უნარები გამოუყენებელი გვრჩება. თავს უმნიშვნელო ადამიანებად მივიჩნევთ და სხვებსაც ასევე ვაფასებთ, რადგან მათაც ჩვენი საომით ვზომავტ. ასე ვამბობთ: "ჩვენ სავსებით ჩვეულებრივი პატარა ადამიანები ვართ. ოღონდ ლუკმაპური გვაშოვნინა და მეტის პრეტენზია არა გვაქვს. აბა, დიდ საქმეს ჩვენ როგორ მოვერევით". ეს თვითდაკნინება ხშირად გვისუსტებს მოქმედების ნებას, მაშინ როცა, რაც უნდა პატარა და სუსტი იყოს ადამიანი, ყოველ ჩვენგანს თავისი მისია აქვს. ყოველ ადამიანს ამქვეყნად თავისი დანიშნულება აქვს და იგი უფლის მიერ არის მოვლენილი დედამიწაზე. უფალს ტითოეული სული სჭირდება თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი სიცოცხლის გამო და არ არის თავისუფალი პასუხისმგებლობისაგან სხვების გამო. თვითდაკნინების ნამდვილი მიზეზი ჩვენი სიპატარავე და სისუსტე კი არ არის, არამედ ის, რომ არ გვსურს პასუხისმგებობა ვიკისროთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ: "ეს საქმე მე არ მეხება, სხვამ გააკეთოს, მე რა შუაში ვარ". ამ სიტყვებით ჩვენ სხვას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და თითქოს დამნაშავედაც ვთვლით მას საქმის შეუსრულებლობის გამო, საიდანაც მომდინარეობს განკითხვა, რომელსაც დაყოფა-დაშორებისკენ მივყავართ.

ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საკუთარი ბუნების საუკეთესო ან უარესი მხარეები. სამწუხაროდ ჩვენ მეტწილად გამოუვლენელი გვრჩება ჩვენში არსებული სინათლე და სიკეთე. ხშირად არც კი ვიცნობთ ჩვენს სულიერ საგანძურს, რის გამოც სული ერთგვარად იბინდება. იმისათვის, რათა შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და გამოვამჟღავნოთ საკუტარი თავი, საჭიროა გავახილოთ შინაგანი თვალები და დავინახოთ სულში არსებული ფასეულობები, რომლებიც დაფარულია გარეგანი მზერისათვის. საჭიროა, ჩვენს სულშიც აღმოვაჩინოთ ეს ფასეულობები და სხვებსაც დავეხმაროთ მათს აღმოჩენაში. განსაკუთრებით გვინდა გავუსვათ ხაზი ამ უკანასკნელის მნიშვნელობას: როდესაც სხვებს ვეხმარებით, აღმოაჩინონ თავიანთი თავი, ამ დროს საკუტარი სულის უცნობ სიღრმეებსაც ვწვდებით. სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან: მათი მეშვეობით ვსწავლობთ საკუტარი თავის გადარჩენასა და სულიერი ძალების დაძაბვას. ადამიანებთან ურთიერთობისათვის ტავის არიდება ქრისტიანისათვის ყველა შემთხვევაში როდი არის სასარგებლო.

მარტოობა ადამიანს თითქმის ყოველთვის აღარიბებს. რაც მეტად დაშორდება იგი ხალხს, მით მეტად გაღარიბდება თვითონ. განმარტოებით ცხოვრებისას ჩვენ ერთგვარად გამოვაცალკევებთ ხოლმე საკუტარ თავს საყოველთაო ცხოვრებისაგან, მთელი ორგანიზმის ცხოვრებისაგან და ამ განცალევებაში ვიფიტებით, რადგან საყოველთაო ცხოვრების მაცოცხლებელი წვენებით არარ ვიკვებებით. ხალხთან ურთიერთობა კი იწვევს ადამიანის გამოუვლენელი ძალების ამოქმედებას: ტავიანთ მსგავს საწყისებთან შეხებისას ეს ძალები მოქმედებას იწყებენ. ამგვარად, ხალხთან ურთიერთობა სულიერად გვამდიდრებს - სული სხვა ადამიანებთან სიახლოვის სისავსეში ყვავის.

ყოველი ადამიანი ინდივიდუალობაა, რომელსაც ნაკლული თვისებების შევსება სხვა ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით შეუძლია. ადამიანები ღვთის ყვავილები არიან. და ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ფუტკრებივით ვაგროვოთ თაფლი ამ ყვავილებიდან, გავმდიდრდეთ სხვების ინდივიდუალობით და საკუტარი ინდივიდუალობა წარმოვაჩინოთ მათ წინაშე.

ზოგჯერ ჩვენ გვიძნელდება ურთიერთობა, მაგრამ, რამდენადაც საყოველტაო ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი, სხვებთან ურთიერთობა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა. სხვებთან ურთიერთობისას ხდება განცალკევების შემოქმედებითი გადალახვა, ამ მიზნით ადამიანი ავლენს საკუტარ სულიერ ფასეულობებს, თვითონაც მდიდრდება და სხვებსაც ამდიდრებს. ყოველმა შეხვედრამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოგვცეს. თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებას მივაპყრობთ, აუცილებლად გავმდიდრდებით, აღმოვაჩენტ საგანძურს - სიკეთეს და სინათლეს. მშვენიერება ყოველ ადმიანშია დაფარული და მხოლოდ ჩვენი ცოდვიანობა არ გვაძლევს ამის დანახვის საშუალებას. ჩვენ, ჩვეულებრივ, მხოლოდ ზედაპირულად ვეხებით ერთმანეთს და თავს არ ვიტკივებთ სხვა ადამიანის ჭეშმარიტ არსში ჩასაწვდომათ. ჩვენ მთელი სისრულით ვერ ვხედავტ მის სულიერ მხარეს. ჩვენ ვხვდებით ივანეს, პეტრეს მარიას, დარიას და უმრავლეს შემთხვევაში, არასწორად ვაფასებთ მათ. ჩვენ ვამბობთ: "ის სიმპათიურია, ხოლო ეს არ არის სიმპათიური". ხშირად ადამიანის გარკვეულ ნაკლოვანებებს ვამჩნევთ და გავურბივარტ მას, რადგან მისი პიროვნების არაარსებით თვისებებს მის ადამიანურ არსად მივიჩნევტ და არც კი ვცდილობთ ამ პიროვნების ჭეშმარიტ არსამდე მივაღწიოთ. ამის გამო ვშორდებით ერთმანეთს და არაფერს ვაკეთებტ იმის გადასალახავად, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. ჩვენ შეჩვეულნი ვართ ურთიერთობას იმგვარ ადამიანებტან, რომლებტანაც ურთიერთსიმპათია გვაკავშირებს. ხოლო თუ ურთიერთობაში უმცირესი წინააღმდეგობა შეგვხვდება, მის დასაძლევად არაფერს ვაკეტებტ. ჩვენ ძალიან გვიჭირს საუბარი ადამიანტან, რომლის მიმართ ცუდად ვარტ განწყობილი, მაგრამ სწორედ ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. უფალს სურს, ადამიანები ერთად შეგვკრიბოს, ხოლო ეშმაკი ცდილობს, ერთმანეთს დაგვაშოროს.

(აგრძელება იქნება)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 21 2007, 01:56 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დაშორების დაძლევით ჩვენ ერთმანეთში ამოვიცნობთ იმ საერთოს, რაც ადამიანში ღვთისმიერია, რაც ჩვენს ძალას წარმოადგენს, რაც გვანიჭებს ცხოვრების მადლს - მადლმოსიებას. ცოდვამ მთელი კაცთამოდგმა დაყო და დაანაწილა. საკუთარ თავში ცოდვის ძლევისას ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, რადგან უბრუნდებიან ადამიანური ბუნების თავდაპირველ მდგომარეობას - ერთ ორგანიზმად ყოფნას, ხოლო ცოდვა ადამიანს აღარიბებს. ვიდრე არ დავძლევთ იმას, რაც ერთმანეთისაგან გვაცალკევებს, ჩვენ ვხედავთ არა თითოეული ადამიანის ჭეშმარიტ შინაარსს, არამედ მხოლოდ მის ნიღაბს, რომელსაც შეცდომით ნამდვილ სახედ მივიჩნევთ. ჩვენი განცალკევებულობა, ჩვენი "ეგო" ჩვენს ცხოვრებას ამახინებს.

ხშირად ხალხთან ურთიერთობისათვის საჭიროა საკუთარი თავში დავძლიოთ უსიამოვნო გრძნობა, თავს მოვერიოთ, გადავლახოთ ანტიპათია, რაც უკვე გარკვეულ ღვაწლსა და კეთილის ქმნას, კეთილშობილებას წარმოადგენს. და მართლაც, ეს არის თითოეული ჩვენგანის ამოცანა. გულზიარობა უფლის მიერ ბოძებული ნიჭია; ხოლო როცა გულდახურული ადამიანი საკუთარი სიღატაკის დასაძლევათ სხვებთან ურთიერთობას ცდილობს გულზიარი ხდება, ეს არის ნამდვილი ღვაწლი.

ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ რიგითი ადამიანები საგანგებო გარემოებებში, მაგ. ომის ან სხვა რაიმე კატასტროფის დროს არაჩვეულებრივ სულიერ ფასეულობებს ამჟღავნებენ. რატომ უნდა ველოდოთ ამ საგანგებო ვითარებას რათა ადამიანში კარგი თვისებები დავინახოთ? ცხოვრებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით ჩვენ ყოველთვის შევძლებთ მათს გამოვლენას. მთავარია, მოვერიოთ ინერტულობას და განცალკევების დაძლევა ვცადოტ. ერთმანეთს შორის განცალკევების დაძლევისას ადამიანები შეიგრძნობენ ცხოვრების ერთიანობას, რასაც მათთვის მადლი, სიხარული და ნეტარება მოაქვს. განცალკევების დაძლევით ჩვენ თითქოსდა, შევდივართ ერთმანეთის შიდა სამყაროში, რის მაგალითსაც წარმოადგენს მეგობრობა. ასეთ ადამიანებზე ითქმის, ისინი ერთსულოვანნი არიანო. მხოლოდ იმის დაძლევით, რაც ერთმანეთისგან გვაცალკევებს, ვეზიარებით ცხოვრების სისავსეს.

ჩვენ, ჩვეულებრივ გვეჩვენება, რომ ჩვენი შეხვედრები სხვა ადამიანებთან შემთხვევითობაა. ეს რაღა თქმა უნდა, არ არის მართალი. უფალი ერთმანეთის გვერდით გვაყენებს ოჯახში და საზოგადოებაში, რათა ერთიმეორის მეშვეობით გავმდიდრდეტ, რათა ერთმანეთს ვეხებოდეთ და სინათლეს გამოვცემდეთ. უფალი გვეუბნება: "აი რა ამოცანას გისახავ. მე შენ ამა და ამ ადამიანებს შორის დაგაყენე. შენ გულში გაქვს ტალანტი, რომელიც მე გიწყალობე. გადაუშალე გული სხვებს. აჩვენე მათ შენი ტალანტი". როდესაც უფალი ადამიანს ცხოვრებაში გზავნის, მას რარაც ნიჭით აჯილდოვებს და სამოქმედო არენას აძლევს, რატა მისი სულიერი ცხოვრება აყვავდეს. და რამდენადაც თითოეული ადამიანი სულიერად განუმეორებელია, თუკი მისი სულიერი სიმდიდრე არ გამოვლინდა, ეს სულიერი სიკვდილი იქნება - უფლის სინათლის გაქრობა ყოფიერების მოცემულ წერტილში. ამიტომ, ყველა უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ სამყაროზე, რათა უფლის სინათლე არათუ არ ჩააქროს, რაც შეიძლება მეტად ააკაშკაშოს საკუთარ თავში. ჩვენ რატომრაც არ გვსურს იმ ზალების გამოყენება, რომლებიც ჩვენში არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არ ვჩქარობთ ამას. საკუთარ თავში ცოდვასთან ბრძოლის მეშვეობით ჩვენ ვათავისუფლებტ ჩვენს ბუნებაში სიკეტეს, რითაც შეგვიძლია ახალი ცხოვრების შემოქმედნი გავხდეთ - შევამციროთ ბოროტება დედამიწაზე, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს პიროვნებაში მისი შემცირების გზით. ჩვენი მხრივ უმცირესი ძალისხმევაც კი ანგრევს ჩვენს იდენტურობას, აღვიძებს და გამოავლენს ჩვენში მთვლემარე სიკეთეს.

თითოეულ ადამიანს თავისი წარმატებები მიეცა. უფალი ყოველ ჩვენგანს ჰკითხავს: "რატომ არ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა?" ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ცხოვრებიტ გამოვამჟღავნოთ და გავამრავლოთ ღვთის მიერ ბოძებული ტალანტი. ხშირად ამბობენ ხოლმე: "მე არანაირი ტალანტი არ მაქვს", და ამ დროს გულისხმობენ მეცნიერის, შემოქმედის, საზოგადო მოღვაწის ტალანტს. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია გულის ტალანტები, რომლებიც უფალმა ყველა ადამიანს უბოძა: გულითადობა, გულისხმიერება თანაზიარობა. ამ ტალანტების, როგორც ჩვენი სულის ბუნებრივი თვისებების, გამოვლენა ჩვენს ხელთ არის: ეს ჩვენი ტალანტები მხოლოდ ადამიანებთან ცოცხალ ურტიერთობაში ვლინდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გამოვავლინოთ ჩვენი სულის სიმდიდრეები იმ ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით, რომელთა გვერდით დაგვაყენა უფალმა. ჩვენ, საერტოდ, სხვადასხვა ძაფებით ვართ დაკავშირებულნი ერთმანეთთან და სა ჭიროა, ამ ძაფების მეშვეობით საერტო და ერთიან ცხოვრებას ვქმნიდეთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Dec 21 2007, 02:43 PM
პოსტი #3


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



afxazi
read.gif thumbs.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 21 2007, 02:56 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(იოანა @ Dec 21 2007, 02:43 PM) *

afxazi
read.gif thumbs.gif

ki.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 21 2007, 03:28 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი...

მადლობა დავით 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 21 2007, 03:34 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დავამთავრებ ბარემ.

"ამრიგად ჩვენი სასიცოცხლო ამოცანა შეიძლება ასე განისაზღვროს: ვეძებოთ საერთო ცხოვრება ადამიანებთან, რომლებთანაც ვართ დაკავშირებულნი. მტკივნეულია იმის ცოდნა, რამდენად ბევრი ადამიანი უჩივის მარტოობას. სხვებისგან განცალკევებულობა ნამდვილად თრგუნავს ადამიანს, ხოლო ერთობა, პირიქით, მხნეობას აძლევს, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ წუტისოფელში არ არის მიკარგული. ადამიანებს შორის ერტობა არის ძაფი, რომლითაც ჩვენ ვუერთდებით ცას, ღმერთს - ადამიანტა გამაერთიანებელ ცენტრს. დიახ, ერთობა, რომელიც ერტი გულიდან მეორისაკენ მიდის, მიმართულია ღვთისაენ, როგორც ერთიანი ცენტრისკენ, რადგან სწორედ ადამიანტა შორის ერთობის დამყარება არის ცხოვრება, ხოლო განცალკევება სიკვდილი. ადამიანებს შორის ერტობას ჩვენთვის მოაქვს მადლი, რომელიც სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს. ეს არის ცხოვრების კანონი, რომლის დარღვევას აუცილებლად მოჰყვება ტანჯვა. ჩვენ ყველანი ღვთის ხატის მიხედვით ვარტ შექმნილნი. მაშასადამე, სწორედ ეს ღვთის ხატი არის ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვაერთიანებს. ერთმანეთთან დაახლებისას შესაძლებელია, თანდათანობით მივაღწიოთ ერტსულოვნებას, ერთაზროვნებას, ერთიანობას, რომელზეც ქრისტემ თქვა: "რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე შენში; რათა ისინიც ერტი იყვნენ ჩვენში" (იოანე 17,21). ხოლო ჩვენ საჭიროდაც კი არ მიგვაჩნია ადამიანური ცხოვრების ერთფეროვნებაში ვეძებოთ რვთიური საწყისი ჩვენი ბუნებისა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სხვებთან დაგვაახლოვოს. განცალკევებულობას ჭეშმარიტ ცხოვრებად მივიჩნევთ და არც კი ვცდილობთ მის დაძლევას. არადა, განცალკევებულობის მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს სიხარული ვპოვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელს გვიშლის საკუთარი თავის გამოვლენაში. ჩვენ ყველანი ველით, რომ სიხარული სადღაც გარედან მოვა, ხოლო იმას, რაც არის ჩვენში, ვერ ვამჩნევთ. ამიტომაც არის წყდიადი ყველგან - გარეთაც და სულშიც.

ყოველ გულში განძი უნდა ვეძებოთ. განძს ხშირად ეძებენ, ოღონდ არა სულიერს. ნამდვილად საჭირო კი სწორედ სულიერი განძის ძიებაა. შეიძლება გვკითხონ: რატომ? პასუხი ასეთია: "რატა გავმდიდრდეთ".

ჩვენ ადამიანებში მხოლოდ გარეგან მხარეს ვხედავთ და მათგან გარეგანს ვიღებთ, თითოეულ ადამიანში დაფარულ განძს კი ვერ ვამჩნევთ. უნდა ვეძებოთ გულის ტალანტი - ეს საგანძური ყველა სიკეთის წყაროა. მაგრამ როგორ მივაგნოთ მას? ამისათვის საჭიროა დაძაბული შრომა, შრომის გარეშე ვერაფერს მივარწევთ. და თუკი დიდი ტალანტის მქონ ადამიანები ბევრს შრომობენ, რათა ღვთის მიერ ბოძებული ნიჭისაგან შესაბამისი ნაყოფი მიიღონ, ეს მით უფრო მეტად მართებთ ჩვეულებრივ ადამიანებს.

როდესაც სხვას ვუახლოვდებით, უნდა დავაკვირდეთ მის გულს, რომელიც ადამიანის ცენტრს წარმოადგენს. ქრისტემ თქვა, რომ ყველაფერი ადამიანის გულიდან მომდინარეობს: "კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი" (ლუკ 6,45). კეტილი გული ღვთის მიერ ბოძებული საუნეა რომელიც შეიძლება გავაათმაგოთ. კეტილი გულის საძირკველზე უფრო ადვილია ადამიანური კეტილშობილების დაფუძნება. იოანე ოქროპირი ამბობს: "სასწაული მაშინ კი არ ხდება, როდესაც დიდ საქმეებს ჩავდივარტ, არამედ მაშინ - როცა ბოროტი ადამიანი კეტილად გადაიქცევა", რადგან ამ დროს ჩვენ ვძლევთ ბუნების კანონებს და, ცოდვასთან ბრძოლის გზით ვაუქმებთ ძველ ადამიანს და ვაფუძნებთ ახალს. ცოდვასთან ბრძოლით ადამიანი ადრინდელზე უფრო სრულყოფილი ხდება, ე.ი. ადრინდელზე მეტად ემსგავსება ღმერთს. საკუტარ ტავში ცოდვის დაძევით ადამიანი თავისი სულის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს და, ამავე დროს, სხვა ადამიანის სულში ისეთ განძს ააშკარავებს, რომლის არსებობის შესახებ თვით პატრონმაც კი არაფერი იცოდა.

ცოდვიან ადამიანს თითქოსდა, ხალხის ეშინია, ამიტომ იგი მიწაზე სიხარულით ვერ დააბიჯებს. სულ იმის ფიქრშია, ვაითუ, სადმე ამა და ამ კაცს გადავეყაროო. ცოდვის დაძლევის შემდეგ კი ადამიანი უშიშრად და ადვილად მიდის სხვასთან და მასაც სიკეთით მუხტავს.

უფალს სურს ერთმანეთს დავუახლოვდეტ, რის აუცილებლობაც აშკარაა, მაგ. გადასახლებაში; ჩვენ კი სიახლოვე არ გვსურს და არ ვეძებთ ღვთაებრივს ერთმანეთში; პირიქიტ, მუდმივად ვექიშპებით და სუ უფრო ვშორდებით ერთმანეთს; ჩვენ არაფერში ვიყენებთ, ვმალავტ ჩვენს კაპიტალს; მაშინ, როცა ეს კაპიტალი, რაკიღა იგი ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს, თუკი ურთიერთობაში გამოვიყენებდით, მიგვაახლოვებდა გონების, ნების და გრძნობის ერტიანობასთან. სულიერი საგანძურის მოპოვება დაასრულებდა ჩვენს განცალკევებას. ჩვენ ამ საგანძურიდან მივიღებდით სასიცოცხლო ძალას, ხოლო თუკი ამას არ გავაკეთებდით, უფალი ისევე დაგვსჯიდა, როგორც შერისხა უნაყოფო ლეღვის ხე.

ადამიანებთან კარგი ურთიერთობის შედეგად ჩვენ თითქოსდა, სინათლის ნაპერწკლებით ვივსებით, შინ მოგვაქვს რაღაც უხილავი, რაც სიცოცხლეში გვეხმარება. უფალი ამქვეყნად გვგზავნის, რათა მისი საგანძური აღმოვაჩინოთ. თუკი მარცვალ-მარცვალ შევაგროვებთ სიკეთესა და სინათლეს, რომელიც გზაზე შეგვხვდება, უკვე ეს იქნება ძალიან ბევრი. სინათლის მარცვლების შეგროვებისას ამ ატმოსფეროში ჩვენ თვითონაც სინათლით გავიჟღინთებით, რაც გააცოცხლებს და ნაყოფიერებას შესძენს ჩვენს გაქვავებულ გულს. სწორედ ამ სინათლის ძიება არის ჩვენი გადარჩენის პროცესი. აქ მნიშვნელოვანია თვით ამ ძიების პროცესი, რადგან უკვე ამ დროს ისადგურებს სულში სინათლე, რადგან საძიებელი საგნის მშვენიერება ჩვენს სულსაც მშვენიერებით ავსებს.

აი გაგვიჩნდა სიკეთის მომტანი აზრი ჩვენს სულში განძის ძიებისა. ძიების პროცესში ჩვენ აუცილებლად ამოვძირკვავთ ჩვენი გულიდან ღვარძლს. გულის ცოდვიანი მიდრეკილებებისაგან გათავისუფლება და მისი განწმენდა გვაძლევს ცხოვრების სიხარულს, ბადებს შეგრძნებებს, რომ მადლით ვივსებით. ეს მადლიანობა არის მომენტი ჩვენი სულიერი ზრდისა - ნეტარება და საფეხური სივრცისკენ, სადაც ვიხილავთ უფალს. ნათქვამია: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ" (მათ 5,8). ასეთი ცალკეული მომენტებით ადამიანი თითქოსდა, მარადისობაში გადადის და მკვიდრდება იქ, იმზადებს თავის ადგილს სამყოფელში, რომელიც არის სინათლე, მომდინარე ნათელთა ნათლისაკენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Dec 21 2007, 03:43 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



დიდი მადლობა smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 25 2007, 07:18 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 25 2007, 03:34 PM
პოსტი #9


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



m16
ნოდარიკო, გამარჯობა...
(ჯერჯერობით)


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 28 2007, 01:49 PM
პოსტი #10


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



kato_Bato
გაგიმარჯოს კატო ბატოbiggrin.gif
ციტატა
(ჯერჯერობით)

ეს რას ნიშნავს მერხევა?


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jan 12 2008, 09:50 PM
პოსტი #11


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568




წმინდა დოროთემ წარმოგვისახა სამკაროს ასეთი სახე:მან დახატაწრე,რომლის ცენტრშიცშემოქმედი უნდა წარმოვიდგინოდ,რადიუსები კი არის სხვადასხვა ადამიანის ცხოვრების გზა.ყველა რადიუსი ცენტრისკენმიილტვის;წერტილი რადიუსზე ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამომხატველია უფალთან მიმართებაში.როდესაც ადამიანი აფალს უახლოვდება,ანუ ამ სქემის მიხედვით,წერტილი ცენტრისკენ ისწრაფვის-ამასთან ერთად იგი უახლოვდებასხვა ადამიანებსაც,რადგან ცენტრთან ახლოს წერტილები,ახლოს არიან ერთმანეთთან,ვიდრე იგივე რადიუსებზე ცენტრიდან მოშორებით.საოცარია და ძალიან მარტივი.ეს რეალობაა:ადამიანი უახლოვდება ღმერთს და ამასთან ერტად უახლოვდება თავის მოყვას. zafxuli.gif
ასერომ ნუ განმარტოვდებით friends.gif mpua.gif 2kiss.gif bye1.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pirveli
პოსტი Jun 8 2009, 01:40 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: praga
წევრი № 5,966



მთავარეპისკოოსი სერგი პრაღელი....... იცნობთ მამა სერგის???


--------------------
იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო..დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი,თქვენი ბასიანი"
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jun 8 2009, 04:35 AM
პოსტი #13


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



მნათე
ციტატა
Dec 21 2007, 02:28 PM




ამ დროს ჯერ კიდე მართლმადიდებელი რო იყავი გახსოვს ? laugh.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2014, 10:11 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



У старца спросили: - Сколько видов друзей существует? - Четыре, - подумав, ответил он. 1. Есть друзья, как еда - каждый день ты нуждаешься в них. 2. Есть друзья, как лекарство - ищешь их, когда тебе плохо. 3. Есть друзья, как болезнь - они сами ищут тебя. 4. Но есть такие друзья, как воздух - их не видно, но они всегда с тобой.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 9 2014, 12:29 AM
პოსტი #15


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



საინტერესო თემაა მეორედაც გადავიკითხავდი დიდი სიამოვნებით სულიერი მარტოობის ჟამს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი