თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ კათალიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:36 PM

კათალიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე ციცქიშვილზე აზრი ორად იყოფა, ამიტომ აქ დავდოთ ყოველი ინფორმაცია რასაც მის შესახებ მოვიძიებთ wub.gif


"როცა კომუნისტებმა სიონის ზარი ჩამოაგდეს, ერთ-ერთი სასულიერო პირი მივარდნილა: რატომ არ შეეწინააღმდეგეთ? კათალიკოსს მიუგია: თუ შეგიძლია, შეკრიბე ხალხი და შეებრძოლეო. შემდგომში, როცა თავად უწვნევია კომუნისტებისაგან შევიწროების საშინელება, უთქვამს, რომ ახლა ხვდებოდა რადენად ბრძენი კაცი იყო კათალიკოსი ქრისტეფორე".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.85/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 09:12 PM

"განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება იმ ეკლესია-მონასტრების შენარჩუნებაში, რომლებმაც მოაღწიეს ჩვენამდე".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 85/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 02:08 PM

"თურმე კათალიკოსს ძალიან კარგი ბაღი ჰქონია სურამში. გარშემო სულ ხეები ერტყა. ერთხელ ამ ბაღში მუშაობდა და ორი ახალგაზდა კომკავშირელი წამოსდგომია, უხეშად უკითხავთ, ვინ ხარო? რომ გაიგეს ბაღის პატრონი იყო უთხრეს, - ჩვენ ხალხში კულტურა შემოგვაქვს. გზას ვაფართოებთ და შენი ხეები უნდა ავჩეხოთო. პატრიარქს ვერ მოუთმენია და უთქვამს, - თქვენ რისი შემოტანაც გინდათ, ის ამ ვიწრო გაზეზეც კარგად შემოეტევაო. კომკავშირელებს დაუბეზღებიათ, მაგრამ ღვთის მადლით, კათალიკოსი გადარჩენილა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 85/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 12:31 PM

"მას უჭირდა როგორც სულიერად, ისე მატერიალურადაც. დადიოდა სოფელში პროდუქტის ჩამოსატანად. ხალხში გამოსვლისა ერიდებოდა. ერთხელ, ჭიათურაში გამგზავრებულა მატარებლით. მატარებელი გაფუჭებულა და მგზავრები იძულებული გამხდარან შორაპნის სადგურში დალოდებოდნენ მის გაკეთებას. ქრისტეფორე III მოფარებულში დამჯდარა, მაგრამ ერთ მგზავრს უცვნია და მუხლმოყრას გადაჩვეული ხალხი მაინც დაუჩოქებია. კათალიკოსი კი სთხოვდა, დაანებე მაგ ხალხს თავი, ჩემი გულისთვის რამე ცუდს არ გადაჰყაროო".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 85/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 02:07 PM

"აღსანიშნავია მისი მოღვაწეობის ქველმოქმედებითი მხარე. კათალიკოსის ხელშეწყობით აშენდა სურამში სკოლა, ხიდი, აღიმართა ეკლესია".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.85/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 04:56 PM

კათალიკოს ქრისტეფორეს შვილთაშვილია ცნობილი ფსიქოლოგი და მოძღვარი, დეკანოზი დავით ციცქიშვილი, რომელიც სურამში ჩემი ნათლიის, ციური ხარაიშვილის, მეზობელია. ჩემი ნათლია ბევრ კარგს მიყვება მათ ოჯახზე smile.gif ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ კათალიკოსის შთამომავლები ძალიან-ძალიან ლამაზები არიან, მისგან დანატოვარი საოცარი ბიბლიოთეკა აქვთ და ულამაზესი ეზო-კარმიდამო wub.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)