საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება:
(1 იოანე 4, 7-21)
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
ჩემი აზრით აქ
მნათე
ჩემ აზრს ვიტყვი....
შიშში ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ მიწიერი, სიმხდალით გამოწვეული შიში, რომელიც დაგვეუფლება ხოლმე სიბნელის, დიდი ხმის და სხვა ამქვეყნიური მიზეზების გამო
ღვთის შიში, ალბათ, უპირველესად არის უდიდესი კრძალვა, რომელიც შიშშია გადაზრდილი. ყველა ჩვენგანი მდგარა ძალიან დიდ ნაგებობასთან (მაგ. თბილისის ანძასთან), ან დიდ მთასთან და გვიგრძვნია რაღაც ქვეშეცნეული შიში, თუმცა შიშსაც ვერ დაარქმევ.... რაღაც უცნაური გრძნობა, სიდიადის გამო გამოწვეული. მე ასეთი მგონია ღვთის შიში....
გავიხსენოთ საღვთო მოციქული პეტრე. როდესაც მან უფალი ამოიცნო მწირში, წყალში გადახტა... რატომ? შეაშინა განა უფალმა? არა, მან თავისი საშინელი უღირსებისა და მაცხოვრის განუზომელი სიწმინდის განცდამ შეაშინა და შერცხვა
ასეთია ალბათ, შიში ღვთისა, განცდა და აღქმა უდიდესი კრძალულებისა, რომელმაც დავით მეფსალმუნეს ათქმევინა - "მატლ ვარ და არა კაც, საყვედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა....."
კანონისტი
ძალიან კარგად ახსენი. ასეთი შიში ნამდვილად "შეიქმს სიყვარულს"
კანონისტი
კარგი იყო
კიდევ, მაგალითად მშობლის სიყვარული და 'შიში'. მე ყოველთვის შევეცდები ისე მოვიქცე როგორც ჩემს მშობელს უნდა და მის ნებას არ გადავალ, ამას იმის გამო კი არ გავაკეთებ რომ მშობლის მეშინია. არც პატარა ვარ. უბრალოდ ვიცი, როგორ ვუყვარვარ მას და მეშინია მისი ამ სიყვარულის დაკარგვისა. მშობლის დაჯერება, განა შენ საკუთარი ნების არმქონე გადამიანად გაქცევს, არამედ შენს მორჩილებაზე და შიშზე მშობლიური სიყვარულის დაკარგვისა მეტყველებს. მშობლიური სიყვარულით ვუყვარვართ სწორედ უფალს ჩვენ და სანამ ამ სიყვარულს საფრთხეში ჩავაგდებთ, ჩვენი ურიცხვი შეცოდებებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ და 'გვეშინოდეს' ამ ცოდვების ჩადენისა, რადგან ისინი უფლისაგან გვაშორებს.
კანონისტი
ჩაიწერე
100%-ით გეთანხმები.
მნათე
გაიხარეთ.....
მხევალი ნინო
ეგ თუ გვაქ, ანუ შიში და სიყვარული ღვთისა,მაშინ ხარ ქრისტიანი!
მოდი წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ
ზოგადად შიშზე
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
შიშის შესახებ
შიშიც, აგრეთვე, განიყოფა ექვსად. ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. ყოყმანი არის შემდგომი მოქმედების შიში. კრძალვა არის გაკიცხვის მოლოდინის შიში (საუკეთესო განცდაა ეს). სირცხვილი არის შიში სამარცხვინო ნამოქმედარის გამო (არც ესაა ცხონებისათვის უიმედო რამ). თავზარი არის დიდი მოვლენისგან შიში. გაოგნება არის უჩვეულო მოვლენისგან შიში. აგონია არის წარუმატებლობის ანუ დამარცხების შიში, რადგან, გვეშინია რა საქმეში დამარცხებისა, აგონიაში ვვარდებით
მამა თეოდორე ნაწყვეტი კითხვებზე პასუხიდან.
არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის.
არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი პირდაპირ სასუფეველზე ფიქრობს. ამას მათ ურჩევენ, ვინც მიდრეკილია უიმედობისკენ. მაგრამ მამები გვასწავლიან, რომ არც ღვთის შიში და არს სასუფევლის ნეტარებაზე ფიქრი არ არის საკმარისი სრულყოფილი სულიერი ცხოვრებისთვის. ამისთვის აუცილებელია ღვთის სიყვარული. როცა ადამიანს აქვს ღვთის სიყვარული, იგი სრულ თავდავიწყებაში ვარდება. ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა.
ღვთის შიში -- ბლაგოგავენიე როგორც რუსები იტყვიან.
ღვთის შიში, არის შიში ყოვლისმომცველი ძალისა რომელიც ჩვენს დაცემულ ეგოს ბევრად აღემატება...
"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა"
მე ესე მგონია,რომ ღვთის შიშში,იგულისხმება უფლის მიმართ ჩვენი დიდი მოკრძალება,შიში ცოდვის ჩადენისა,შიში იმისა რომ უფალი არ დაკარგო და არ დაშორდე მას შენი ცხოვრების წესით. (ღვთის შიშში არ იგულისხმება,ის რომ,გეშინოდეს უფლის როგორც დამსჯელი ძალის.)
ადამინები უფრო ადვილად აწყენინებენ იმას ვისაც უყვართ ვიდრე იმათ ვისი შიშიც აქვთ.ნ.მაკიაველი..
კონტექსტიდან თუა ამოგდებული ბოდიშით
მგონი ძალიან მარტივია... შიში გაიძულებს რომ ნაბიჯები გადადგა, ანუ იძულების მეთოდით მიგერეკება სასუფევლისაკენ, სიყვარული კი შრომის, ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მიიღწევა... როცა სიყვარული მიიღწევა, ე.ი. როცა აბსოლიტურად გესმის ღმერთი მიერ გადადგმული ნაბიჯები რომ სყვარულს ემსახურება და რომ ეს უკეთესია შენთვის, რა ტქმა უნდა შიში ქრება...
პ.ს. თუმცა მებრი თვლის რომ აქ ,,ღმერთის დაკარგვის შიში" იგულისხმმება...
ჩემთვის პირადად ორივე აღქმა მისაღებია
რა საშინელებაა, ესე მგონია რომ ღვთის შიში არ განმიცდია მგონი არასოდეს. აი საერთოდ როგორ უნდა აღიქვა ასეთი რამეები, , ან სწორად მიდიხარ თუ არა, ან ბრკოლდები თუ გამოცდაა ეს თუ საერთოდ რახდება შენს თავს, თითქოს ჩვეულებად იქცა ეს ყველაფერი.
ესე უბრალოდ ხოო იტყვი მიყვარს უფალი ან მეშინია ღვთის მაგრამ სინამდვილეში...
ავგუსტინეს აქვს გენიალური ფრაზა : ,,გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე !''
დავწერო ჩემი სოფმხედველური ფილოსოფია თუ დაგინდოთ
G_saxva
Aრ დაგვინდო.
Mე მიყვარს ღმერთი,მთელი ჩემი არსებით,როგორ ჩემს არსებას შეუძლია))
Rაც შეეხება შიშს ...ეს სხვა შიშია...ისეთი რამე არ გავაკეთო რაც გულს ატკენს
Mე ასე ვთვლი,სხვამ შეიძლება სხანაირად თქვას,ინდივიდუალურია,ვერავის
დაუწყებ მტკიცებას მე სწორად მი
G_saxva
Aრ დაგვინდო.
Mე მიყვარს ღმერთი,მთელი ჩემი არსებით,როგორ ჩემს არსებას შეუძლია))
Rაც შეეხება შიშს ...ეს სხვა შიშია...ისეთი რამე არ გავაკეთო რაც გულს ატკენს
Mე ასე ვთვლი,სხვამ შეიძლება სხანაირად თქვას,ინდივიდუალურია,ვერავის
დაუწყებ მტკიცებას მე სწორად მიყვარ და შენ არაო
ღმერთი გვეუბნება თუ გიყვარვართ დაიცავით ჩემი მცნებებიო, ეს სახარებაში წერია, მაგრამ თუ კი ისეთ რამეს დავიჯერებთ და შევასრულებთ რაც არაა ღმერთის მცნება მაგალითად ზოგს გონია, რომ საკლავის დაკვლით ღმერთს ემსახურება საბოლოო ჯამში ასეთი ქმედებები (ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე) გამართლებულ იქნება?
ან როცა ტყუილის გამართლებაზე მიდგა საქმე თუ კი მე ტყუილი ვთქვი, რომ გადამერჩინა ადამიანი ერთ ცოდვას ჩავიდენ და მეორე სიკეთეს თუ რა ხდება ამ დროს?
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
ცოტა გაუგებრად დავწერე, აი დაზუსტებით
მას შემდეგ, რაც უფალი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, გამოგვიხსნა ცოდვისა და ეშმაკის მონებისაგან და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა, ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლი გაუქმებულია. ის, ვინც დღესაც ძველი აღთქმის ან წარმართულ წესებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფს უფალ იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნას, ახალი აღთქმის ეკლესიაში მაცხოვნებელი მადლის არსებობას. მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს, საეკლესიო დღესასწაულებზე და ზოგან ყოველ დილით აღესრულება წმიდა ლიტურგია (წირვა) ანუ უსისხლო მსხვერპლშეწირვა. წირვის დროს მორწმუნეთა მიერ შეწირული პური და ღვინო იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქცევა. წირვაში მონაწილე მორწმუნეები სინანულით, ლოცვითა და მარხვით ეზიარებიან წმიდა საიდუმლოს. როგორც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "შევსწირავთ მსხვერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფთა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. ხოლო კეთილსა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხვერპლნი სათნო არიან ღმრთისა" (ებრ. 13,15-16).
http://martlmadidebloba.ge/sacdurebi1.html
sanfol
ზემოთ რაც დაწერე მართლია. მაგრამ რამდენად მიხვდი არ ვიცი. მოდი ასეთ კითხვას დაგისვამ, ყოველ წირვაზე რას ვწირავთ უფლას, ანუ უსისხლო მსხვერპლი რა არის?
sanfol
როცა ჩვენ ვსაუბრობთ შიშსა და სიყვარულზე რათქმაუნდა ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზოგადად არის ადამიანთა ორი კატეგორია 1) ადამიანები რომელთაც შეგნებული აქვთ ღვთის სიდიადე და შესაბამისად თავიანთი მაღალზნეობრივი ცხოვრებით და ღვთისმოსაობით სრულყოფილად უყვართ ღმერთი და 2) ადამიანები რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და შესაბამისად არც იცავენ მის მცნებებს . 1) კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში შიში ქრება და მთლიანად იდევნება სიყვარულის მიერ , რადგან თუ შენ სრულყოფილად შეიყვარებ ღმერთს და გაიაზრებ რომ შენ ვალდებული ხარ , რომ მისი მცნებები დაიცვა , შენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ თითქოს გაბედულებაც კი გაქვს , როგორც იოანე მოციქული ბრძანებს ! სწორედ ასეთი მდგომარეობის ადამიანებს ეუბნება უფალი_ თუ გიყვარვართ დაიცავით მცნებანი ჩემნი! ანუ უფალს არ უთქვია თუ ჩემი გეშინიათ , მაშ დაიცავით კიდეც ჩემი მცნებები. უფალი ასეთი სიტყვებით ესაუბრება მოწაფეებს რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ უფალს , და ისინი ხვდებიან კიდეც რომ მათი ვალდებულებაა რომ მეგობრის თხოვნა შეასრულონ! გაიხსენე უფალი რას ეუბნება მათ_ მე აღარ გიწოდებთ მონებს , არამედ მეგობრებს გიწოდებთ თქვენ! ანუ როცა შენ კარგად შეიცნობ ღმერთს და ის გახდება შენი მეგობარი და შენ მისი, ამ შემთხვევაში შიში მთლიანად ქრება რადგან შენ უკვე ენდობი შენს მეგობარს. ახლა მეორე _ მეორე კატეგორიის ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ღვთისა , რადგან ისინი ურწმუნონი და უცხონი არიან ღვთის წინაშე და შესაბამისად არც ღმერთს იცნობენ და რანაირად ეყვარებათ ღმერთი?! ასეთი კატეგორიის ადამიანებზე სოლომონი ბრძანებს _ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი , რადგან ესაა კაცის თავი და თავი!. თუ შენ არ იცნობ ღმერთს და არ ხარ მასთან ახლოს , მაშინ მისი უნდა გეშინოდეს და რატომ უნდა გეშინოდეს ? იმიტომ რომ დაიწყო მისი ძიება , დაუახლოვდე და ცხონდე ! ხედავთ ღვთის კაცთმოყვარებას? მას სურს რომ ყველა ცხონდეს და მას დაუახლოვდეს ! დიდება მას ამენ!
იესოს ბოლო ჟამის ეკლესია
esre ars cheshmariteba
G_saxva
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
esre ars cheshmariteba
[quote name='G_saxva' date='Nov 21 2014, 09:58 AM' post='751180']
esre ars cheshmariteba
რასაც წერ
[/q
როგორც უფალი ბრძანებს მეც იგივეს გეტყვი- თუ ბოროტი ვთქვი დამიმოწმე , თუ არადა რადა მცემ?
esre ars cheshmariteba
"არ ეშინოდათ სიკვდილისა, ღვთის შიშის გამო"
"ღვთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე"
"ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე ყველა დემონი ერთად".
/წმ. ათანასე დიდი/
"ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყოველთვის უნდა გვქონდეს ღვთის შიში, - ბრძანებს სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), - ამას გვახსენებს ღვთისმსახურებისას დიდი კვერექსი, როცა ტაძარში შიშით, კრძალვით და სარწმუნოებით შესულთათვის ლოცულობენ. ხედავთ? ვის შეუძლია ტაძარში დგომა? მხოლოდ იმას, ვისაც ღვთის შიში აქვს. წმინდა ბარძიმთანაც ასე ითქმის: "შიშითა ღვთისაითა და სარწმუნოებით მოვედით".
"როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე".
/წმ. სილუან ათონელი/
"ხორციელი შიშის სათავე კი ის არის, რომ ადამიანს ღმერთის არ ეშინია. ხოლო როცა უფლის შიში არ გაქვს, მაშინ ყველაფრის გეშინია. თუკი ადამიანს ღვთის ჭეშმარიტი შიში აქვს, არაფრის ეშინია. თუ შემოქმედს ბოლომდე არ მიენდობი, ხორციელი შიში ყოველთვის შემოგეპარება. შიშის განცდა ყველა ადამიანს აქვს, ხოლო რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში".
/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/
"როგორც ჯვარზე გაკრულ სხეულს ერთმევა მოძრაობის საშუალება, ასევე ღვთის შიშითა და მადლით ხდება ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა, მათი მოთოკვა და ალაგმვა".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"წმინდა მამების განმარტებით, დიდი სიბრძნეა შიში უფლისა. ის არ შეედრება მრისხანე მმართველის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის შიშს; ეს არის უფალთან განოშორებისა და მისი პირისგან განგდების შიში. მის გარდა თითქმის ყველა სხვა შიში ცოდვაა. მაგრამ, ცხადია, ისიც ბუნებრივია, ადამიანს ტყეში ნადირის დანახვისას შეეშინდეს. კაცის ბუნებას თან ახლავს შიში. ადამიანური ბუნებით თვით მაცხოვარი გაიქცა ეგვიპტეში. უფისთვის არ იქნებოდა შეუძლებელი, ანგელოზთა დასს იქვე დაეცვა იგი და არ გაქცეულიყო, მაგრამ ღვთიურ ბუნებასთან ერთად მან თავისი ადამიანური სრულყოფილებაც გვიჩვენა".
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"თუკი ადამიანს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, იგი პირველ ყოვლისა, შიშით უნდა აღივსოს ღვთის წინაშე. ღვთის შიში სატირლად აღძრავს მას და საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად განაწყობს, ხოლო ცრემლთა ღვრა და სინანული სიმხნევეს დაბადებენ მასში".
/წმ. ანტონი დიდი/
"ჭეშმარიტი სიბრძნე ღვთის შიშია" (იობ. 28,28) - ნათქვამია წმინდა წერილში. თუ სულში ღვთის შიში არ არის, მაშინ მასში, როგორც წესი, ნევროტული შიშები იბუდებს - ჭეშმარიტების ადგილს სუროგატი იკავებს".
"პარადოქსია, მაგრამ სწორედ შიშს მოაქვს სიმშვიდე".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა".
"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"პატარას [ღირსი პაისი ათონელს] სასაფლაოსი ეშინოდა. შიშის დასაძლევად შუაღამისას წავიდა სასაფლაოზე, ჩაჯდა ცარიელ სამარეში და ასე დათრგუნა შიში, რათა ღვთის გარდა არავისი შინებოდა."
"თუ გრძნობ, რომ ღმერთი გიყვარს, მაშინ ცხოვრებაში აღარაფრის გეშინია. მიწისძვრა ხდება თუ სახლი ინგრევა, წმინდანი ამბობს: "სახლი დაინგრა, არა უშავს. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი სული ხომ ღმერთს ეკუთვნის".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"როგორც ბერი ფილოთეოსი (ზერვაკოსი) ამბობდა: "რწმენა ადამიანში ბადებს შიშს - ცოდვის ჩადენისა და ღმერთის წყენინების შიშს. ღვთისმოშიში მორჩილია, ხოლო მორჩილთან - სულიწმინდაა".
"ვინც ღვთის მოშიშია, ის დიდი მეომარიცაა".
/მამა დავით გეგეშიძე/
"ღმერთი მარადის მფარველობს და ხელს აფარებს თავის მოშიშთ".
"ღვთისმოშიში ადამიანი სულიერად მღვიძარია, ფხიზლადაა და მუდმივ მზადყოფნაშია ხორცისა და სულის უწესრიგო შემოტევებთან საბრძოლველად."
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"შენს სვლას საფუძვლად ღვთის შიში დაუდე და მალე აღმოჩნდები სასუფევლის კართან".
/წმ. ისააკ ასური/
"თუ ადამიანს ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, ჯერ ღვთის შიში უნდა მოიპოვოს. შიში შობს გლოვას, გლოვა კი - სიმამაცეს".
/წმ. ანტონი დიდი/
"ადამიანი, რომელსაც ღვთისა ეშინია, არ ფიქრობს, როგორი თვალით უყურებენ მას, დაუჯერებენ თუ არა, შეაქებენ თუ არა - იგი თავისუფალია ასეთი აზრებისაგან".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
წმინდა პეტრე დამასკელი ბრძანებდა: "არა მხოლოდ ცოდვის ქმნის გამო უნდა ეშინოდეს კაცს ღმრთისა , არამედ იმიტომაც, რომ ღმერთს უყვარს იგი, მას კი არ უყვარს უფალი და უღირსად იღებს მისგან სიკეთეს".
"რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს."
"ღვთის შიშის სული არის თავშეკავება ბოროტ საქმეთაგან"
/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/
"როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტბილია ცხოვრება დედამიწაზე".
/წმ. სილუან ათონელი/
"ვინც ღვთის შიშით თავის ნებას მოიკვეთეს, მას ღმერთი მისთვის შეუცნობლად თავის ნებას უბოძებს და მის გულში წარუშლელ მოქმედებას მოახდენს, რაც გულის თვალს აუხელს, რათა შეიცნოს ღვთის ნება და მისი აღსრულების ძალასაც მიანიჭებს. ამას კი სულიწმინდის მადლი აკეთებს, რის გარეშეც არაფერი ხდება".
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
ფსალმუნი მეოთხე
9. "შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა"
- აქ იგულისხმება საღმრთო შიში, რომელიც წმინდაა, რადგან არ არის ცხოველური, არამედ შიშია იმისა, რომ არ დავკარგოთ ღვთის მოწყალება; უფლის სასჯელისა კი არა, არამედ იმისა, რომ ღვთისადმი ჩვენმა სიყვარულმა არ მოიკლოს. ადამიანს სწორედ ამის უნდა ეშინოდეს. ეს შიში წმინდაა, უკუნისამდე ჰგიებს, ხოლო დასჯის შიში ვნებიანია და პირუტყვს ახასიათებს.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ღვთის შიშის შესუსტება ცოდვას შობს, ხოლო ურწმუნოებას, თავისთავად მძიმე ცოდვას, ნებისმიერი დანაშაულის გამოწვევა შეუძლია"
წმინდა იოანე კლემაქსი ბრძანებს: "ვინც მონა იყოს ღვთისა, მას მხოლოდ თავის უფლისა ეშინია. ხოლო ვისაც ღვთისა არ ეშინია, მას თავის ჩრდილისაც კი შეეშინდება".
წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "როცა გაწუხებს შიშის გულისთქმები მოსალოდნელ განსაცდელებზე, მას ნუ გაესაუბრები, უბრალოდ თქვი: "იყოს ნება უფლისა!" ეს ძალზე ამშვიდებს ადამიანს".
"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. იგივე მამა ამბობს: "ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას.
თმაც დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, და, მით უმეტეს, თქვენი დღენი ცხოვრებისანი. ასე რომ, ნუ გეშინიათ თქვენთვის დანიშნულ დღეზე ადრე სიკვდილისა, მაგრამ ნურც დაიმედდებით, ასე თუ ისე ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოთ ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინც დათვლის და გაზომავს. შეიგრძენით ეს ყოველივე და ისწავლეთ სიმდაბლე და შიში ღვთისა".
"რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს".
"ვინც მონა გახდა ღვთისა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია; ვისაც არა აქვს ღვთისმოშიშება, მას ხშირად თავისი ჩრდილისაც კი ეშინია"
"ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სრულყოფილი სიყვარული შიშს აძევებს"
"ყურადსაღებია, შიში ღვთისა მხოლოდ პირველი ნაბიჯია სიბრძნის მოსაპოვებლად, შემდგომ კი კიდევ მრავალი ღვაწლია საჭირო, რაც თანდათან შეგვძენს სიბრძნეს და სწორედ მაშინ "გაიოლდება" ცხონება"
"უფლის შიში სიბრძნის ძირია"
"არსებობს ორი სახის შიში: ერთი დამწყებთა და მეორე სრულყოფილთა, რომლებმაც სრული სიყვარულის საზომს მიაღწიეს. მაგალითად, ზოგიერთნი ღვთის ნებას აღასრულებენ სატანჯველის შიშის გამო. ასეთი ადამიანი კეთილ საქმეებს სიკეთისთვის კი არ აკეთებს, არამედ სატანჯველის შიშის გამო. მაშინ, როცა მეორე აღასრულებს ღვთის ნებას ღვთის სიყვარულისთვის, რათა სათნო-ეყოს მას".
"მოუკლებლად ითხოვე: "შიში შენი, უფალო, ჩამინერგე გულსა შინა". ო, რაოდენ ნეტარია, ვისაც მუდმივი ძრწოლა აქვს ღვთის წინაშე!"
"ღვთის შიში - ესაა მთავარი! როცა ის მოდის, მაშინ ის, როგორც კეთილი ბატონი, სულში ყველაფერს ალაგებს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი"
"ადამიანს ღვთისადმი უნდა ჰქონდეს არა დამამცირებელი, სულისშემხუთველი მონური შიში, არამედ ისეთი შიში, როგორსაც გრძნობს კეთილგონიერი შვილი მშობლებისადმი - კრძალვა, მორიდება, სიყვარულით შეზავებული შიში"
"უფლის დაკარგვის შიშის გარდა, სხვა შიში გაგვიქროს უფალმა!..
სიკეთე და სიხარული დაგვათენდეს!.."
/მამა პეტრე/
"სიკვდილის ხსოვნა გადაჯაჭვულია ღვთის შიშთან"
/ბერი ანთიმოზი/
"გეშინოდეს ღმერთის, ოღონდ არა - როგორც მტანჯველის, არამედ - გეშინოდეს მისი სიყვარულით"
/წმ. ათანასე დიდი/
"ვისაც ყველაფერზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს"
/ფსალმუნი 117, 6/
"შიშიდან სიყვარულისკენ მიემართება ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებათა აღსრულებას იწყებს"
"ღვთის შიში შეიძინება სიკვდილზე ფიქრით, აგრეთვე ღვთის მოშიშ ადამიანებთან სიახლოვით"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"შეიყვარეთ ქრისტე და არასდროს არაფრის შეგეშინდებათ"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი (კვიპროსი)/
"მეშინია ღმერთის და, მეშინია იმ ადამიანისაც, რომელსაც ღმერთის არ ეშინია!"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყველა სათნოებისა და სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია.
როდესაც სინათლე ბნელ სახლში შევა, განდევნის იქიდან სიბნელეს და სახლს გაანათებს. ასევე ღვთის შიში, ადამიანის გულში რომ შევა, განდევნის მის წყვდიადს, ხოლო მას ყველა სათნოებითა და სიბრძნით აავსებს.
შიში ღვთისა იმყოფება ადამიანში და იცავს მას იმ დრომდე, ვიდრე ის არ განეშორება მძიმე ტვირთს – სხეულს; მაშინ ღვთის შიში თავის აღზრდილს ჰყოფს წმინდანთა ნეტარების მემკვიდრედ, რომ მათთან ერთად გაიხაროს მარადიული სიხარულით, როგორც წმიდა წერილი გვაუწყებს: „შიშითა შენითა, უფალო, მიუდეგით, გუელმოდა და ვშევით სული მაცხოვარებისა შენისაჲ“ (ეს. 26,18)."
წმიდა ანტონი დიდი.
- "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე?" (ფს. 113). უფალს ხომ არაფერს შესძენს ადამიანის მიერ აღვლენილი დიდება, რატომ არის ეს ლოცვა ყველაზე აღმატებული?
- არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და უნდა შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს. თუკი კაცი მართლად ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისაღა უნდა ეშინოდეს მას?! მთელი ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს. რით უნდა სძლიოს კაცმა ყველა იმ საფრთხეს, რომელიც ეშმაკისგან მოდის, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით?! "
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის განსაცდელისგან"
/სიბრძნე ზირაქისა/
"როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის" (მალ. 3,16)
"თუ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა"
/ილია მეორე/
"უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება"
/იგავნი სოლომონისა/
"აბა დააკვირდი. პატარა ბავშვს თუ არ შეაშინებენ, ისე არ წყნარდება. ღვთისმოსაობით, ღმერთის იმედით იღვაწე და მაშინ აღარაფრისა შეგეშინდება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"შიში ღვთისა ყურადღების მამაა, ყურადღება კი დედაა შინაგანი მშვიდობისა, რომელიც შობს სინდისს".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, რომ ღმერთის შიში და სიყვარული იზრდებოდეს ჩვენში; სხვა ყველაფერს არანაირი მნიშნელობა არ აქვს".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"წმინდა ნეოფიტე მარტოდმცხოვრები ამბობს, რომ ყველა სიკეთეზე აღმატებული სათნოება ღმერთის შიში და სიკვდილის ხსოვნაა".
"თუ ღმერთის განგებულების გწამს, მაშინ არც ცილისწამების გეშინია, არც განსაცდელების, არც ნივთების დაკარგვის, არც ავადმყოფობის, არც სხვა რამისა'.
"გქონდეს ღვთის შიში და იყავი თავშეკავებული"
/ნეოფიტე კარამანლისი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)