IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოძღვარი
Sotiris
პოსტი Jul 31 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ჩვენში ახლა არსებული პრაქტიკით ნებისმიერ მღვდელს აქვს უფლება იყოს ხელმძღვანელი მრევლის სულიერი ცხოვრებისა, ჩაიბაროს აღსარება, ანუ იყოს მოძღვარი (ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით). ეს ასე არ არის ბერძნებთან, სადაც მოძღვრობისთვის მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ქიროტესიაა საჭირო (ე.ი. ჴელთდასხმა, ან კანონისტის საყვარელ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ხელდება) და არც ყველა მღვდელზეა ეს ქიროტესია აღსრულებული. ბერძნების ლოგიკა ის არის, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს მღვდლის ასაკს, სულიერ გამოცდილებიას, მოძღვრად ყოფნისთვის საჭირო ნიჭს და ა.შ.

აი რას წერს ე. კოჭლამაზაშვილი (დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002, გვ. 72):

მოძღვარი ამჟამად ყველა მღვდელმსახურს ეწოდება, რადგან ჩვეულებრივი მღვდელმოქმედების გარდა (წირვა, ლოცვა, საეკლესიო წეს-განგებანი) ისინი მოძღვრობასაც ეწევიან (აღსარების მიღება, სულიერი რეკომენდაციების მიცემა ძმათათვის და ა.შ.), ძველად კი მღვდელმსახურისა და მოძღვრის ფუნქციები მკვეთრად იყო გამიჯნული, და ყველა მღვდელმსახური მოძღვარი ვერ გახდებოდა. მღვდლის მოვალეობა იყო მხოლოდ მღვდელმოქმედების აღსრულება, სწავლა-მოძღვრება კი, სულიერი მოძღვრის დონეზე, მის კომპეტენციაში არ შედიოდა. როგორც მონაზონთა, ისე ერისკაცთა კრებულის სულიერი წინამძღვრობისთვის ინიშნებოდა საგანგებო მოძღვარი. მოძღვრად შეირჩეოდა და საგანგებო ჴელთდასხმით დაიდგინებოდა ყოველმხრივ წმიდა და უმანკო მონაზონი, რომელშიც პირადი ცხოვრების უბიწოებასთან შეერთებული იყო უდიდესი განსწავლულობა საღმრთო წერილში, ქრისტიანულ მოძღვრებასა და სჯულის კანონებში. მონასტერში შეიძლებოდა მრავალი მღვდელმონაზონი ყოფილიყო, მოძღვარი კი - მხოლოდ ერთი. ყველა მას აბარებდა აღსარებას. ყველა მისგან იღებდა უტყუარ რჩევა-დარიგებას სულიერი წარმატებისთვის. ამით თავიდან იყო აცილებული ”მრავალმოძღვრება”, იაკობ მოციქულის ანდერძისამებრ - ”ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო” (იაკ. 3,1).

აქვე შევნიშნოთ, რომ მონასტერში მრავალმოძღვრიანობა აკრძალულია აგრეთვე რუის-ურბნისის კრების მიერ. მე ვერ დავეთანხმები კოჭლამაზაშვილს, რომ მოძღვრად შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონაზონი, ეს თეთრი სამღვდელოებისთვის შესაძლებლადაც მიმაჩნია, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ სავარაუდოდ ადრე ბერძნული პრაქტიკა იმისა, რომ ყველა მღვდელს არ შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, ჩვენშიც იყო გავრცელებული.

მოძღვრად კურთხევის წესი ჩვენთან მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ორ ხელნაწერშია შემორჩენილი, Q 658-ში და H 1719-ში, რასაც ის ახსნა აქვს, რომ ამ წესის აღსრულება პატრიარქის პრეროგატივა ყოფილა საქართველოში და შესაბამისად კურთხევანის ყველა ხელნაწერში არავინ შეიტანდა პრაქტიკული გამოუყენებლობის გამო. მომყავს ჴელთდასხმის ამ წესისთვის წამძღვარებული ვრცელი შესავალი კოჭლამაზაშვილის გამოცემის მიხედვით (იხ. იქვე, გვ. 73-74):

მოიყვანონ, რომელსა ეგულებოდის მოძრურად ჴელთდასხმად.

ხოლო ესრეთ ჯერ-არს გამორჩევაჲ, რაჲთა იყოს ყოვლითურთ წმიდა და უმანკო, და ყოვლისა მსოფლიოჲსა საქმისაგან განშორებული, და მოწესე და დაყუდებული, და ერგასის წლისა მიწევნილი, და მეცნიერი ყოველთა წერილთა ძულეთა და ახალთა, და ყოველთა კანონთა სჯულისაჲთა მრავალჟამ წურთილი.

დიდსა ხუთშაბათსა, ოდეს იკურთხეოდეს წმიდაჲ მიჰრონი და შეკრბენ წმიდანი კრებულნი ყოვლით კერძო, მოიყვანონ წინაშე მათსა და მოვიდეს მოძღუარი მისი და მონაზონნი მის უდაბნოჲსანი, რომელსა შინა აღზრდილ იყოს და აღკუეცილ. და რაჟამს მოძღუარმან მისმან წამოს, ვითარმედ ღირს არს და უნაკლულო და ყოვლითა წესითა მისითა დამოძღურად და განკითხვად და წინამძღურად სულთა პირმეტყუელთა, მაშინ მოძღუარმან მისმან დიდსა ხუთშაბათსა შემდგომად ცისკრისა ლოცვისა, აღიყვანოს წმიდასა საკურთხეველსა ზედა, და ორნივე ჴელნი დაუსხნეს წმიდასა ტრაპეზსა ზედა, და თავსა დასდვას წმიდა სახარებაჲ, და წარიკითხნეს თავსა მისსა ზედა ”ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი”, ”პირველითგანი” და ”ანდერძნი” სრულიად, და ასწავოს ყოველივე, ვითარმედ: ”ყოველთათჳს სულთა შენგან განკითხულთა დღესითგან შენ თანა-გაც სიტყჳსგება წინაშე ღმრთისა დღესა მას განკითხვისასა”. და განაკრძალოს ყოველსავე ზედა, რაჲთა არავინ მოწაფეთა მისთაგანი წარწყმდეს, არამედ ყოველთავე ექმნას წინამძღუარ უცთომელ.


ამას მოსდევს საკუთრივ ჴელთდასხმის წესი.

მოკლედ დაწერეთ საკუთარი (არგუმენტირებული) აზრი იმის შესახებ, რა და როგორ უნდა ხდებოდეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   მოძღვარი   Jul 31 2007, 02:22 AM
marine   "კავსოკალიველ მა...   Aug 25 2016, 11:06 AM
marine   "თუ, შენ მხოლოდ სა...   Aug 30 2016, 05:30 PM
marine   "როცა ძალზე მიმძი...   Aug 30 2016, 08:11 PM
marine   "ქედი კი სულიერ მ...   Sep 1 2016, 10:27 AM
marine   "სათნო ეყავი მოძღ...   Sep 1 2016, 11:57 AM
marine   "არსებობს მრავალ...   Sep 2 2016, 10:04 PM
marine   "მე ხომ 80 წელი მორ...   Sep 3 2016, 11:21 AM
marine   "მოძღვარმა გითხრ...   Sep 3 2016, 11:51 AM
marine   "მოძღვარი - ჩვენი ...   Sep 3 2016, 10:57 PM
marine   "თქვენი ყოველი ქა...   Sep 4 2016, 08:13 PM
marine   "თუ იმას განსჯი, რ...   Sep 4 2016, 08:28 PM
marine   "გიყვარდეთ მოძღვ...   Sep 5 2016, 04:12 PM
marine   "ნამდვილი მღვდლო...   Sep 5 2016, 09:30 PM
marine   "როცა ერთმა ერისკ...   Sep 5 2016, 10:05 PM
marine   "ქრისტიანისთვის ...   Sep 8 2016, 10:14 AM
marine   "მისი მსახურება თ...   Sep 8 2016, 10:41 AM
marine   "როცა მამა იაკობ ...   Sep 9 2016, 11:31 AM
marine   "წმინდა მამა საოც...   Sep 11 2016, 08:31 PM
marine   "ყოველთა ძღვნეთა...   Sep 11 2016, 08:44 PM
marine   "როგორ მშვიდდება ...   Sep 15 2016, 11:35 AM
marine   "მეუფე იობი არის ...   Sep 18 2016, 03:48 PM
marine   "მიყვარხართ ძალი...   Sep 21 2016, 12:47 PM
marine   "ზოგიერთი მრისხა...   Sep 21 2016, 01:43 PM
marine   "ნათლიასთან, ნათლ...   Sep 21 2016, 01:56 PM
marine   "მოძღვარი არის ფა...   Sep 22 2016, 12:10 PM
marine   "სულიერი მოძღვრი...   Sep 23 2016, 09:14 PM
marine   "არ ვიცი, ჩვენისთ...   Sep 23 2016, 09:27 PM
marine   "მოძღვარი იქ უნდა...   Sep 27 2016, 12:43 PM
marine   "ასე რომ, შემინდე...   Sep 29 2016, 10:49 PM
marine   "ზოგიერთებს სევდ...   Sep 30 2016, 08:17 PM
marine   "მამა გრიგოლი ჩემ...   Oct 1 2016, 10:08 PM
marine   "უნდა შეგვეძლოს ს...   Oct 5 2016, 12:23 PM
marine   "მისი [მამა საბა (ო...   Oct 5 2016, 12:51 PM
marine   "ზოოპარკში თუ საჭ...   Oct 5 2016, 02:04 PM
marine   "მამა საბა [ოსტაპ...   Oct 5 2016, 06:26 PM
marine   "თუ სულიერ შვილებ...   Oct 5 2016, 06:39 PM
marine   "მრავლისმეტყველ...   Oct 5 2016, 08:16 PM
marine   "მამა საბა [ოსტაპ...   Oct 5 2016, 10:13 PM
marine   "მამებს ის ადამია...   Oct 6 2016, 10:33 AM
marine   "როცა მამა საბასთ...   Oct 6 2016, 10:48 AM
marine   "მაინტერესებს ხო...   Oct 8 2016, 07:14 PM
marine   "ვინც თავის მოძღვ...   Oct 8 2016, 07:38 PM
marine   "აბბა თეოდორე ხალ...   Oct 8 2016, 07:56 PM
marine   " - მამაო, რა არის მ...   Oct 9 2016, 06:23 PM
marine   "ერთობ მშვიდი ხას...   Oct 10 2016, 01:18 PM
marine   "თუ სულიერად შენი...   Oct 12 2016, 02:02 PM
marine   "არიან სულიერი მა...   Oct 12 2016, 05:30 PM
marine   "ის ღმერთს შესთხო...   Oct 12 2016, 05:50 PM
marine   "ადამიანი მოძღვრ...   Oct 19 2016, 08:19 PM
marine   "მრევლმა უსაზღვრ...   Oct 20 2016, 10:37 PM
marine   "იყოს, ჩვენო მამა...   Oct 28 2016, 11:49 AM
marine   "მღვდლობის მადლი ...   Nov 1 2016, 09:34 AM
marine   "გილოცავთ, საყვარ...   Nov 1 2016, 10:00 AM
marine   "მისი მსახურება, ...   Nov 7 2016, 10:42 PM
marine   "მღვდელი სასწაულ...   Nov 8 2016, 12:00 PM
marine   "მადლობა უფალს, რ...   Nov 9 2016, 09:31 PM
marine   "ამბიონიდან გრგვ...   Nov 10 2016, 10:59 PM
marine   "მოძღვრებმა უწმი...   Nov 19 2016, 08:30 PM
marine   "...მე ავტირდი, თან ...   Nov 21 2016, 11:03 PM
marine   "ეს ადამიანი ჩემთ...   Nov 25 2016, 09:58 PM
marine   "ერთი მთავარი ჯილ...   Nov 26 2016, 01:57 PM
marine   "მოძღვრის გარდაც...   Nov 26 2016, 09:32 PM
marine   "მღვდლის ძირითად...   Nov 28 2016, 01:30 PM
marine   "ის ალს ჰგავდა, რო...   Nov 29 2016, 10:47 AM
marine   "სულიერი შვილები ...   Nov 29 2016, 01:33 PM
marine   "ერთხელ მამა ეპიფ...   Nov 30 2016, 10:48 AM
marine   "მამა საბა [ოსტაპ...   Nov 30 2016, 11:10 AM
marine   "სქემიღუმენ საბა...   Nov 30 2016, 11:23 AM
marine   "მზის სხივზე წმინ...   Dec 6 2016, 02:47 PM
marine   "თუკი მოძღვარს არ...   Dec 7 2016, 12:49 PM
marine   "ჩვენი სულიერი მა...   Dec 7 2016, 10:30 PM
marine   "მღვდლის ჯვარი სა...   Dec 8 2016, 10:56 AM
marine   "იცი, როგორი სიყვ...   Dec 8 2016, 01:59 PM
marine   "სულიერი შვილისთ...   Dec 21 2016, 07:42 PM
marine   "მეტი მორჩილება მ...   Dec 26 2016, 08:33 PM
marine   "ჩვენი საკურთხევ...   Jan 4 2017, 10:11 PM
marine   "შენს სულიერ მოძღ...   Jan 9 2017, 09:25 PM
marine   "უნდა გვახსოვდეს,...   Jan 18 2017, 09:01 PM
marine   "მუდმივად უფალზე ...   Jan 23 2017, 12:31 PM
marine   "პატივი ეცი მღვდე...   Jan 23 2017, 08:17 PM
marine   "ის, ვინც ღვთისმს...   Jan 23 2017, 08:56 PM
marine   "მეუფის ყველა სიტ...   Jan 29 2017, 01:16 PM
marine   "შენს მოძღვარზე ს...   Jan 29 2017, 01:39 PM
marine   "მეუფეში ბევრჯერ ...   Jan 30 2017, 07:47 PM
marine   "სხვა საღვთო ნიჭე...   Feb 2 2017, 11:19 AM
marine   "ღვთის ენა-პირი ა...   Feb 2 2017, 09:55 PM
marine   "შენ, როგორც მწყე...   Feb 6 2017, 07:02 PM
marine   "მოძღვარი არის პი...   Feb 9 2017, 11:17 PM
marine   "მოძღვრის დანიშნ...   Feb 10 2017, 06:31 PM
marine   "თავიდან მორწმუნ...   Feb 10 2017, 06:49 PM
marine   "მოძღვარი ყოველთ...   Feb 13 2017, 11:34 AM
marine   "როგორ უნდა გავარ...   Mar 4 2017, 09:59 AM
marine   "როგორც ფუტკარი ც...   Mar 8 2017, 04:23 PM
marine   "ნათქვამია, მოძღვ...   Mar 9 2017, 01:46 PM
marine   "სულიერ მოძღვარს ...   Mar 10 2017, 09:44 PM
marine   "არ შეიძლება უმკუ...   Mar 10 2017, 09:55 PM
marine   "სულიერი მამა მარ...   Mar 14 2017, 09:22 PM
marine   "უდიდესი მნიშვნე...   Mar 22 2017, 11:11 AM
marine   "ზომიერება გვმარ...   Mar 27 2017, 12:12 PM
marine   მამა სერაფიმემ [რო...   Mar 28 2017, 10:17 PM
8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 04:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი