ტეზეს ეკუმენური მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტეზეს ეკუმენური მონასტერი |
კანუდოსელი |
May 22 2010, 11:07 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თუმცა, როცა საწინააღმდეგო მოსაზრებები მოყავთ ასევე წმინდანების მიერ თქმული, ბოლო ხმაზე გაჰყვირით წმინდანებიც ცდებიანო აქ უფრო სხვას ვიტყოდი მე... ეს აკითხი არ არის რწმენის ფუნდამენტის საკითხი და ამიტომ გასათვალისწინებელია როგორც იუსტიინე პოპოვიჩის ისე გრიგოლ ფერაძის პოზიცია ორივე მართალია თავისი გადასახედიდან და იმედია მიხვდები რატომაც... ამისი მისახვედრი გზაც ვიცი რომ იცი - არასწორხაზოვნებაა ეს გზა და არასწორხაზოვანი როგორია, იქნებ ახსნა? სადაც საჭიროა ერთობა - ვიყოთ ერთად, სადაც არის წინააღმდეგობა - ვთქვათ ღიად, რომ ეს საკითხები პრობლემატურია პ.ს. თვალთმაქცობაზე გეთანხმები, ესეც არის და სერიოზული დოზით. პ.პ.ს. თუმცა ჩვენ კონსენსუსამდე ვერ მივალთ...ჩემი ამოსავალი პოზიციაა, რომ ეკლესიის საზღვრები უფრო დიდია, ვიდრე კანონიკური საზღვრები, ვიცი რომ შენ ასე არ ფიქრობ და სრულიად ლოგიკურია შენი ამ საკითხებისადმი ასეთი რიგორისტული პოზიცია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
May 22 2010, 11:20 AM
პოსტი
#22
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
კანუდოსელი
ციტატა სადაც საჭიროა ერთობა - ვიყოთ ერთად, სადაც არის წინააღმდეგობა - ვთქვათ ღიად, რომ ეს საკითხები პრობლემატურია დააკონკრეტე, თუ შეიძლება ტეზეს მონასტერი პასუხობს ამ სადაც საჭიროა ერთობას? თუ პოტიომკინის სოფელივითაა? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
May 22 2010, 11:24 AM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი დააკონკრეტე, თუ შეიძლება ტეზეს მონასტერი პასუხობს ამ სადაც საჭიროა ერთობას? თუ პოტიომკინის სოფელივითაა? ტეზეს მონასტერზე ვერაფერს ვიტყვი კონკრეტულს...აქ დადებული ინფოც მწირია რომ რამე ვთქვა. ერთად დგომა კი შეიძლება უამრავი საკითხის ირგვლივ: აბორტები, ოჯახის ინტერნაციონალური პრობლემები, ევთანაზია, ბავშვთა უფლებები დ.ა.შ. თეოლოგიურ კანონიკურ ასპექტში კი ერთად დგომა გულისხმობს დიალოგს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
May 22 2010, 11:33 AM
პოსტი
#24
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა ერთად დგომა კი შეიძლება უამრავი საკითხის ირგვლივ: აბორტები, ოჯახის ინტერნაციონალური პრობლემები, ევთანაზია, ბავშვთა უფლებები დ.ა.შ. ამ თემებზე საუბრისთვის სხვადასხვა გაერთიანებების წევრობა აუცილებელია? ციტატა თეოლოგიურ კანონიკურ ასპექტში კი ერთად დგომა გულისხმობს დიალოგს მოჩვენებითი ერთობა დიალოგს ხელს უწყობს? პ.ს. ამ თემაში ზუსტად ტეზესთან დაკავშირებით რა აზრის იყავი ის მაინტერესებდა (რადგან ისეთი კომენტარი გააკეთე, ჩავთვლე, რომ ძალიან მოგწონს) ეკუმენიზმზე თემა უკვე გვაქვს -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
May 22 2010, 11:40 AM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ თემებზე საუბრისთვის სხვადასხვა გაერთიანებების წევრობა აუცილებელია? თეორიულად არა, მაგრამ რადგან უკვე არსებობს ის არენა სადაც ასეთ რამეს განიხილავენ უამრავი კონფესიები ერთად - რომ დაუძახო მათ შენ შემოგიერთდნენ - პირიქით გადმოგძახებენ - აქეთ გადმოდითო. მოჩვენებითი ერთობა დიალოგს ხელს უწყობს? აქ სერიოუზლად შეგედავები: ორიენტალურ ეკლესიებთან შამბეზიში მიღწეული ეკუმენური დიალოგის შედეგები ძალიან ფასეულია სრულიად მართლმადიდებლობისთვის. ძალიან ცალსახად განიხილავ ამ ყველაფერს - შავ თეთრში გეუბნები, იქ არიან ჰომოსექსუალებიც, მათ უფლებებზეც მიდის საუბარი...პრიმიტიული მიდგომაა, თქვა მე რა მესაქმება იქ...მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სწორედ იქ დგომა ჩვენი ასევე ქრისტიანული ვალი. შავ-თეთრი არაა არაფერი ამ ქვეყანაზე...არაფერი იდეალური არაა, ათ შორის მიწიერი ეკლესიაც..იდეალური მარტო ღმერთია ეკუმენიზმში მე რაღაც მომწონს და რაღაც - არა ამ თემაში ზუსტად ტეზესთან დაკავშირებით რა აზრის იყავი ის მაინტერესებდა (რადგან ისეთი კომენტარი გააკეთე, ჩავთვლე, რომ ძალიან მოგწონს) მე აღვნისნე რაც მომწონს - ზოგადად სწრაფვა ქრისტიანი ახალგაზრდებისა რომ იყვნენ ერთად - და ეს ვლინდება ამ მონასტერში კონკრეტულად ზოგადად სწრაფვა დავინახე...რაც შეეხება ტეზეს საქმიანობას აბა რა გითხრა, მართლა არ ვიცი არაფერი რა გითხრა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Believer |
May 22 2010, 12:19 PM
პოსტი
#26
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
athos
ციტატა ერთადერთი თემა რომელიც მართლმადიდებლურ მონასტრებზე მინახავს, ათონს ეხებოდა და იქაც ლანძღვა იყო ძირითადად. რამდენ მართლმადიდებლურ მონასტერში ვყოფილვარ, ჯერ არ მახსოვს კათოლიკეები არ ელანძღოთ! ეკლესიებზე ამბიონიდან ხომ საერთოდ, მღვდლები- ისაკაძე, ქვლივიძე, ლასურაშვილი, და ა.შ. რაც პირზე მოადგებათ ისე ლანძღავენ კათოლიკეებს. ნუ საიტებზე და გაზეთებში ხომ საერთოდ... -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
კანუდოსელი |
May 22 2010, 12:38 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რამდენ მართლმადიდებლურ მონასტერში ვყოფილვარ, ჯერ არ მახსოვს კათოლიკეები არ ელანძღოთ! რასაც მე კათოლიკურ მონასტრებზე ვერ ვიტყვი ნამდვილად... რა რა და აი ეს ქსენოფობია რაც ჩვენს "ტოლერანტ" ერშია, მართლა იშვიათობაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
lingvo |
May 22 2010, 01:14 PM
პოსტი
#28
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თემა გადმოტანილია აპოლოგეტიკის განყოფილებაში.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
Misha Songulashvili |
May 22 2010, 04:31 PM
პოსტი
#29
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
Believer
დიდი მადლობა, რომ ეს ტექსტი წაიკითხე და აქ გახსნის ღირსად მიიჩნიე... athos ციტატა ბაპტისტები თავიანთ ეპისკოპოსებს მეუფეებს თუ ეძახდნენ, პირველად გავიგე, სასაცილო იქნებოდა სატირელი რომ არ იყოს მე ასე გამიგია, რომ მეუფე, მეუფეა, ეს ბაპტისტია, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი... athos ციტატა მიშა გვიმტკიცებს მართლმადიდებელი ვარო და როგორ იყო ბაპტისტების დელეგატი ჩემთვის პირადად გაუგებარია. მე ნამდვილად არ გიმტკიცებთ ჩემი აღმსარებლობის შესახებ... უბრალოდ მატრაკვეცულ გამოხტომებს და ვითომდა ჩემს ე.წ. მხილებას არ ვწყალობ... საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურმა ეკლესიამ რომელიც საქართველოდან ერთადერთიოფიციალური წევრია ევროპის ეკლესიათა კონფერენციის და შეუძლია დელეგატების გაგზავნა, მე და ბატონ ვასილ კობახიძეს მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა დავსწრებოდით ამ ასამბლეას... ვფიქრობ ეკუმენიზმი სწორედ ასეთ ნდობაშია... მეტსაც გეტყვით ამ ასამბლეაზე, საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მხრიდან მე გახლდით წარდგენილი ევროპის ეკლესიათა კონფერენციის ცენტრალური კომიტეტის წევრად... თუ ეს მეტყველებს ჩემს არა მართლმადიდებლობაზე არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ნამდვილად მეტყველებდა ბაპტისტური ეკლესიის ეკუმენურობაზე, რომელსაც ყოველგვარი შიშის გარეშე შეუძლია იქონიოს თანამშრომლობა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან... რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ეკუმენიზმთან დაკავშირებით, მინდა განგიმარტოთ, რომ მე არ აღვიქვამ ეკუმენიზმს როგორც იდეალურ მოვლენას ეკლესიათა გზაზე... მაგრამ ეს უდავოდ მიმაჩნია საუკეთესოდ არსებულთა შორის... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
kinoteli |
May 22 2010, 05:19 PM
პოსტი
#30
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
Believer დიდი მადლობა, რომ ეს ტექსტი წაიკითხე და აქ გახსნის ღირსად მიიჩნიე... athos მე ასე გამიგია, რომ მეუფე, მეუფეა, ეს ბაპტისტია, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი... athos მე ნამდვილად არ გიმტკიცებთ ჩემი აღმსარებლობის შესახებ... უბრალოდ მატრაკვეცულ გამოხტომებს და ვითომდა ჩემს ე.წ. მხილებას არ ვწყალობ... საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურმა ეკლესიამ რომელიც საქართველოდან ერთადერთიოფიციალური წევრია ევროპის ეკლესიათა კონფერენციის და შეუძლია დელეგატების გაგზავნა, მე და ბატონ ვასილ კობახიძეს მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა დავსწრებოდით ამ ასამბლეას... ვფიქრობ ეკუმენიზმი სწორედ ასეთ ნდობაშია... მეტსაც გეტყვით ამ ასამბლეაზე, საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მხრიდან მე გახლდით წარდგენილი ევროპის ეკლესიათა კონფერენციის ცენტრალური კომიტეტის წევრად... თუ ეს მეტყველებს ჩემს არა მართლმადიდებლობაზე არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ნამდვილად მეტყველებდა ბაპტისტური ეკლესიის ეკუმენურობაზე, რომელსაც ყოველგვარი შიშის გარეშე შეუძლია იქონიოს თანამშრომლობა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან... რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ეკუმენიზმთან დაკავშირებით, მინდა განგიმარტოთ, რომ მე არ აღვიქვამ ეკუმენიზმს როგორც იდეალურ მოვლენას ეკლესიათა გზაზე... მაგრამ ეს უდავოდ მიმაჩნია საუკეთესოდ არსებულთა შორის... და რა მერე?რის თქმა გინდა ამით...თავს გვაცნობ? -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ნანინა |
May 22 2010, 06:47 PM
პოსტი
#31
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
Misha Songulashvili
ციტატა საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურმა ეკლესიამ რომელიც საქართველოდან ერთადერთიოფიციალური წევრია ევროპის ეკლესიათა კონფერენციის და შეუძლია დელეგატების გაგზავნა, მე და ბატონ ვასილ კობახიძეს მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა დავსწრებოდით ამ ასამბლეას... საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წევრობა მგონი არ უნდა იყოს ცუდი რას გადაგვეკიდე გინდა თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარო. ფაქტები სხვაზე მეტყველებენ .. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
May 22 2010, 06:56 PM
პოსტი
#32
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ნანინა
ციტატა საქარტVელოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წევრობა მგონი არ უნდა იყოს ცუდი გეთანხმები აბსოლიტურად! და ამ ეკლესიის წევრები ჩემგან უღრმეს პატივისცემას იმსახურებენ =) ვინ თქვა რომ ცუდიაო? ციტატა გადაგვეკიდე გინდა თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარო. რატომღაც რომ თქვენ უნდა გადაგეკიდოთ იმის გამო თუ რომელი ეკლესიის წევრი ვარ... უბრალოდ რამოდენიმეჯერ მომიწია იმის აღნიშვნა რომ მოვინათლე საქართVელოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მყავდა მოძღვარი... და ა.შ. თუმცაღა აქვე დავამატებ რომ არ განვიხილავ ამ ეკლესიას როგორც რამენაირად პრივილეგირებულს სხვა ქრისტიანებს შორის =)) აღმსარებლობის შეცვლა პირადად ჩემთვის მიუღებელია... რადგან ვაღიარებ ერთ ნათლობას და ა.შ. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა გამოსვლა... შეღავათისთვის გეტყვი რომ თუ თავს ბედნიერად იგრძნობთ ბაპტისტად თუნდაც რაიმე სხვად მიმიჩნიეთ რადგან ნამდვილად არ მეთაკილება =)) ციტატა ფაქტები სხვაზე მეტყველებენ .. იგივე ფაქტებით, ბასილ კობახიძეს რომ თავი დავანებოთ შეგვიძლია მეუფე ზენონზეც ვთქვათ რამე, რომელიც აგრეთვე ყოფილა საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის დელეგაციაში, ინგლისში ვიზიტისას =)) საიდუმლოდ გეტყვით რომ ბაპტისტები დელეგატებს გამგზავრების წინ არ ნათლავენ =)) -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
May 22 2010, 07:01 PM
პოსტი
#33
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
Misha Songulashvili
დელეგაცაიში ყოფნა არ არის ერთადერთი მიზეზი თქვენ ხართ ეკუმენისტი, ევქარისტიულ კავშირში იმყოფებით ქრისტიანული სარწმუნოების სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან და ამავდროულად აცხადებთ, რომ ხართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ამ ფონზე თქვენ მუდმივად აკრიტიკებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკელსიას და მის საჭეთმპყრობელს. არც ერთი მისი ქმედება თქვენთვის მისაღები არაა. მაშინ მითხარით, ლოგიკური არაა განა ჩემი ვარაუდი, რომ თქვენ სულაც აერ ხართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი? ჩვენი ეკლესია არ იმყოფება ევქარისტიულ კავშირში სხვა კონფესიებთან. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. შეიძლება თქვენ ოდესღაც იყავით ამ ეკლესიის წევრი, მაგრამ ახლა ვეღარ იქნებით, ეს ხომ ცხადზე უცხადესია? პ.ს. სტატია ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ რას ვნახე მინდა გითხრა, რომ კარგად წერ ნამდვილად (სტილს ვგულისხმობ, შინაარსს _ არა ) -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
May 22 2010, 07:11 PM
პოსტი
#34
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ნანინა
თემა რომ არ გაოფდეს, გეტყვი რომ ამ თემაში პროტესტანტი ვიქნები =)) თუ გინდა ცალკე თემა გახსენი და ჩემს აღმსარებლობაზე იქ ვისაუბროთ... ან ყავაზე დამპატიჟე (თუნდაც ლუდზე), თუგინდა მე დაგპატიჟებ და ისე ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე არა ჩემს აღმსარებლობაზე =)) გენაცალე სულ ნუ მექოთქოთები ვახ! პ.ს. მადლობ სტილის მოწონებისთვის... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
newbie |
May 22 2010, 07:38 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ძალიან ცალსახად განიხილავ ამ ყველაფერს - შავ თეთრში გეუბნები, იქ არიან ჰომოსექსუალებიც, მათ უფლებებზეც მიდის საუბარი...პრიმიტიული მიდგომაა, თქვა მე რა მესაქმება იქ...მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სწორედ იქ დგომა ჩვენი ასევე ქრისტიანული ვალი. შავ-თეთრი არაა არაფერი ამ ქვეყანაზე... ამ ქვეყანაზე შავთეთრის გარდა არსებობს, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში მარტო ორი ფერი ვიცი მე, შენ? სიკეთე და ბოროტება, როცა ბოროტებასტან კომპრომისით აკეთებ სიკეთეს ამას სიკეთე არ ქვია, პირველი მოვალეობა საკუთარ სულზე ზრუნვაა, გასაგებია და მოსაწონია ის ღონისძიებები რომლებიც იგეგმება ამ მოძრაობის მიერ, მაგრამ save the world არავის დაუვალებია ჩვენთვის,ღმერთს იმაზე მეტად უყვარს და უვლის ყველა თავის შვილს ვიდრე ნებისმიერ ჩვენთაგანს შეგვიძლია, ასე რომ ასეთ სიკეთის სახით მსხვერპლი აზრსმოკლებულია, მოყვასისთვის უკიდურეს თავგანწირვაზე შეიძლება წასვლა მაგრამ არა ბოროტებაზე.. ნუ როცა ასეთად თვლი ამ საქციელს. |
Atman |
May 22 2010, 08:57 PM
პოსტი
#36
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Misha Songulashvili
ეკუმენისტები "ჰარე კრიშნა" მაჰა-მანტრას გალობენ? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
athos |
May 22 2010, 09:29 PM
პოსტი
#37
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
Misha Songulashvili
ციტატა მე ნამდვილად არ გიმტკიცებთ ჩემი აღმსარებლობის შესახებ... უბრალოდ მატრაკვეცულ გამოხტომებს და ვითომდა ჩემს ე.წ. მხილებას არ ვწყალობ... ეგრე ძალიან მოგხვდა გულზე? იმედი მაქვს ცივ წყალს იშოვი სადმე კანუდოსელი ციტატა თეორიულად არა, მაგრამ რადგან უკვე არსებობს ის არენა სადაც ასეთ რამეს განიხილავენ უამრავი კონფესიები ერთად - რომ დაუძახო მათ შენ შემოგიერთდნენ - პირიქით გადმოგძახებენ - აქეთ გადმოდითო. დაფრინავ სადმე, თუ მეჩვენება? ციტატა ძალიან ცალსახად განიხილავ ამ ყველაფერს - შავ თეთრშიგეუბნები, იქ არიან ჰომოსექსუალებიც, მათ უფლებებზეც მიდის საუბარი...პრიმიტიული მიდგომაა, თქვა მე რა მესაქმება იქ...მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სწორედ იქ დგომა ჩვენი ასევე ქრისტიანული ვალი. ცალსახად და რიგორისტულად კი არა, რეალურად ვუყურებ. ყბედობის გარდა არაფერი ხდება მაგ ე.წ. შეკრებებზე და კიდევ უაზრო და ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებლებისთვის მიუღებელი დოკუმენტების შემუშავება. ყველანაირი მოსაზრება გამიგია, მაგრამ მანდ მონაწილეობა ქრისტიანული ვალიც თუ იყო არ ვიცოდი. და რაში გამოიხატება ეს ვალი? მართლმადიდებლების დანახვისას ჰომოსექსუალი ეპისკოპოსების რომ ყავთ იმ მიმდინარეობების დელეგატები წითლდებიან და მეტს აღარ ვიზამთო ამბობენ? იქნებ ამდენწლოვანი მართლმადიდებლობის ასეთი "დამოწმების" შედეგად მოქცეული ხალხი მიმითითო? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
death |
May 22 2010, 09:29 PM
პოსტი
#38
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
athos
ციტატა ზოგიერთს პაპზე უფრო კათოლიკობა როგორ კარგად ეხერხება კაი ერთი რა, სად ნახე "კათოლიციზმი" ჩემს პოსტში, მადლობელი დაგრჩები თუ მიმითითებ ციტატა თუ განსხვავებას ვერ ხედავთ მხოლოდ გარეგნულ, ხელოვნურ ერთობას და ნამდვილ ერთობას შორის, ეს უკვე თქვენი პრობლემაა, შეგიძლიათ გააგრძელოთ ტეზეს მიმართ აპლოდისმენტები. გააჩნია ერთობაში რას გულისხმობ, ერთობა იმაშია, რომ სამივე თავის მრევლს მაცხოვნებელ იდეოლოგიას სთავაზობს და პიროვნებას საშუალებას აძლევს განიწმინდოს ცოდვებისგან ჭეშმარიტებასთან -ქრისტესთან თანაზიარებით ციტატა სასაცილო ხდება უკვე ფერაძის სახელით მანიპულირება. თუმცა, როცა საწინააღმდეგო მოსაზრებები მოყავთ ასევე წმინდანების მიერ თქმული, ბოლო ხმაზე გაჰყვირით წმინდანებიც ცდებიანო ორმაგი სტანდარტებია? მანიპულირება? ნუთუ ესე რთულად ვწერ, რომ ვერ იგებთ? აქ საქმე ფერაძის აზრის ჭეშმარიტებაში არ არის, ოპოზიციურად განწყობილი წმინდანებისგან განსხვავებით. შეიძლება ფერაძე ცდება, შეიძლება პოპოვიჩი ცდება. მე აქ დავდე ერთერთი წმინდანის პოზიცია, რომელიც (პოზიციაზე მაქვს საუბარი) დღეს მხოლოდ მასონების და ანტიქრისტეს მთავარ მამოძრავებელ ძალად განიხილება. და შესაბამისად დავსვი მარტივი კითხვა, რომელი მათგანი იყო ფერაძე მასონი თუ სატანის კლანჭებში მოქცეული ერეტიკოსი? იმედია კიდევ უფრო დაკონკრეტება აღარ მომიწევს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
athos |
May 22 2010, 09:38 PM
პოსტი
#39
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
Believer
გუჯა, შენი კომენტარები მბეზრდება უკვე და ცოტა თავი შეიკავე. შენი გაგდება აქამდე არასდროს მითხოვია, მაგრამ თუ ასე გააგრძელებ, მოვითხოვ. death ციტატა ერთობა იმაშია, რომ სამივე თავის მრევლს მაცხოვნებელ იდეოლოგიას სთავაზობს და პიროვნებას საშუალებას აძლევს განიწმინდოს ცოდვებისგან ჭეშმარიტებასთან -ქრისტესთან თანაზიარებით ვინ სამივე? ციტატა კაი ერთი რა, სად ნახე "კათოლიციზმი" ჩემს პოსტში, მადლობელი დაგრჩები თუ მიმითითებ პაპზე უფრო კათოლიკობა ფრაზეოლოგიზმია ჩემო კარგო, მაინდამაინც კათოლიციზმს არ გულისხმობს ციტატა აქ საქმე ფერაძის აზრის ჭეშმარიტებაში არ არის, ოპოზიციურად განწყობილი წმინდანებისგან განსხვავებით. შეიძლება ფერაძე ცდება, შეიძლება პოპოვიჩი ცდება. მე აქ დავდე ერთერთი წმინდანის პოზიცია, რომელიც (პოზიციაზე მაქვს საუბარი) დღეს მხოლოდ მასონების და ანტიქრისტეს მთავარ მამოძრავებელ ძალად განიხილება. და შესაბამისად დავსვი მარტივი კითხვა, რომელი მათგანი იყო ფერაძე მასონი თუ სატანის კლანჭებში მოქცეული ერეტიკოსი? ფერაძის დროს ჯერ ერთი სხვა სიტუაცია იყო, მიმდინარეობდა დიალოგი მაგალითად ანგლიკანებთან და სხვებთანაც, და იმდროინდელ ზოგიერთ მოღვაწეს შეიძლებოდა ამ დიალოგთან დაკავშირებით მეტისმეტად ოპტიმისტური იმედები ჰქონოდა, თუმცა როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა ეს იმედები ფუჭი იყო. ასე რომ არ არის საჭირო იაფფასიანი დემაგოგია -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
May 22 2010, 09:59 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დაფრინავ სადმე, თუ მეჩვენება? აშკარად გეჩვენება ყბედობის გარდა არაფერი ხდება მაგ ე.წ. შეკრებებზე და კიდევ უაზრო და ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებლებისთვის მიუღებელი დოკუმენტების შემუშავება. ხშირ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად ასეა, თუმცა ეგრეც რომ იყოს, ეს ხშირი შემთხვევა არ გვაძლევს უფლებას, ის გამონაკლისები უარვყოთ და მათზე უარი ვთქვათ...ასეთი ერთერთი ვახსენე: ორიენტალურებთან დიალოგი იქნებ ამდენწლოვანი მართლმადიდებლობის ასეთი "დამოწმების" შედეგად მოქცეული ხალხი მიმითითო? მისიონერობა ზოგადად რთული პროცესია და თუნდაც ის რომ ყინული გალღვა და მრავალ საკითხში ერთმანეთი აღმოვაჩინეთ დასავლეთმა და აღმოსავლეთმა - ესეც დიდი მიღწევაა მოკლედ მე მაინც მგონია, რომ განსაკუთრებით ჩვენი იქ ყოფნა კიდევ ერთი გზა იქნებოდა მართლმადიდებლურ დასავლეთთან ინტეგრაციისა...ჩვენ ეს ალიან გვჭირდება, თორემ რაც აქ ხდება, თუნდაც ეკლესიაში იდევ ერთხელ მოწმობს, რომ სასწრაფოდ გასანგრევია საზღვრები. ვიცი ახლა იტყვი, ნუთუ ამ საზღვრების განგრევა არ შეიძლება სხვაგვარადო, მარა ასეთია რეალობა დღეს...პატრიარქიც იყო იმ საბჭოს არათუ წევრი ერთერთი ლიდერი და მგონი იქ ყოფნით ჩვენ ვერაფერი დავკარგეთ, თუ არ შევიძინეთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი