IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

76 გვერდი V « < 40 41 42 43 44 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Jul 23 2020, 06:23 PM
პოსტი #821


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ფსალმუნში ვკითხულობთ: "საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფს. 108:7). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები და, საერთოდ, რას გულისხმობს არასწორი ლოცვა?

- ქრისტიანული თვალსაზრისით საშიშია ლოცვა, როდესაც ადამიანი თავის ფანტაზიას ახელებს: წარმოიდგენს სამოთხის სურათებს, ანგელოზთა მოვლინებას და ა.შ. ეს ხიბლის ნიშანია და მეტად საზიანოა ადამიანის სულისათვის. ლოცვა მავნებელია მაშინაც, როცა რაიმე უკადრისს ვთხოვთ უფალს (ვთქვათ, მეტისმეტად მატერიალურს: მდიდრულ მანქანას, აგარაკს და ა.შ.). ამით ლოცვას შეურაცხვყოფთ. ცხადია, სხვა საქმეა, როცა ადამიანს უჭირს და დახმარებას ევედრება უფალს, მაგრამ რაც უფრო მეტად იზრდება კაცი სულიერად, მით უფრო ნაკლებს ითხოვს იგი ღმერთისაგან და მით მეტად მიენდობა მის ნებას. ასეთ დროს ყველაზე მძაფრია სურვილი, მოგვეცეს ძალა საკუთარი ჯვარის, ცხოვრებისეული მძიმე ტვირთის ტარებისა."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 06:59 PM
პოსტი #822


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ იტყვი, დიდხანს ვლოცულობ და არაფერი სარგებელი მაქვსო. როცა უფლის წინაშე დგახარ, განა ეს სარგებელი არ არის? განა შეიძლება იყოს უფრო დიდი რამე, ვიდრე უფლის წინაშე დგომა და მასთან შეერთებაა? განუწყვეტელ ლოცვას თავისთავად ყველა სათნოება უნდა სდევდეს თან. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის სინანული, განწმენდა ცოდვათაგან და უფლისა და მოყვასის სიყვარულის მოპოვება, ეს არის, რაც იმ ქვეყნად გაგყვება, - გვასწავლის წმინდა იოანე სინელი."

/მამა გიორგი ხანთაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 07:13 PM
პოსტი #823


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შვიდგზის ლოცვები

"ჩემი პატრიარქობის პერიოდში ყველაზე დიდ საქმედ შვიდგზის ლოცვის აღდგენა მიმაჩნია: მთელმა ერმა ყოველდღიურად უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები და, ამასთან, ლოცვის შემდეგ დღეში 7-ჯერ თქვას: უფალო, დიდება შენდა, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო".
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

***
"ყველას გვესმის, თუ როგორ სჭირდება დღეს საქართველოს ღვთის დახმარება, მფარველობა და ლოცვა-კურთხევა, - ბრძანებს უწმინდესი, - საჭიროა ყოველი ქართველის ერთობლივი ლოცვა-ვედრება, რომ ღმერთმა შეისმინოს და მოგვმადლოს ჩვენ და ჩვენს ერს თავისი წყალობა და კურთხევა, რადგანაც განსაკუთრებული ძალა აქვს ერთიან ლოცვას.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: "ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ; რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს" (მათე 7, 7-8).

მაგრამ დგას კითხვა: როგორ ვილოცოთ და როდის ვილოცოთ?

უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა ილოცოს მთელი გულით და თუ შეუძლია ცრემლებითაც კი; მხოლოდ მაშინ ისმენს უფალი ჩვენს თხოვნას.

ფსალმუნში ვკითხულობთ: "შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ" (ფსალ. 118, 164), ესე იგი დღეში 7-ჯერ ლოცულობდა ყოველი ადამიანი.

ბიბლიიდან ვიცით, რომ 7 რიცხვს აქვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა. ამიტომაც ჩვენი წინაპრები დღე-ღამის განმავლობაში 7-ჯერ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და უფალიც უსმენდა და ეწეოდა მათ.

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მამა-პაპათა ამ წესს და დღე-ღამის განმავლობაში ქვემოთ მითითებულ საათებში დღეში 7-ჯერ უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, ჯანმრთელობა, ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლი; მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა, და მოწყალებისა, რაც ყოვლად აუცილებელია მორწმუნე ქრისტიანისათვის.

ლოცვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებული ძალა აქვს ლოცვებს დილის 6 საათზე, დილის 9 საათზე, შუადღის 12 საათზე, დღის 3 საათზე, საღამოს 6 საათზე, საღამოს 9 საათზე, შუაღამის 12 საათზე. ეს ლოცვები გადაარჩენს სრულიად საქართველოს, გადაგვარჩენს ჩვენ.

ეს მადლიანი ლოცვა-სავედრებელი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყოველმა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს, რათა არ დარჩეს ერთობლივი ლოცვის და ღვთის წყალობის გარეშე.

როცა მოაწევს საათი ლოცვისა, სახლში ხარ თუ გზაში, შეჩერდი და დაიწყე ლოცვა და ღმერთი მარად იქნება შენი მფარველი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 07:28 PM
პოსტი #824


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი თავისი სიტყვებით მოუხმობს უფალს შეწევნისათვის და ნაკლებად მიმართავს კანონიკურ ლოცვებს?

- როგორც ბავშვის ტიტინი სიამოვნებს მშობელს, ისევე უყვარს ღმერთს, როცა ადამიანი მას თავისი გულიდან ამოხეთქილ სატკივარს და წუხილს გაუზიარებს და დახმარებისათვის მიმართავს. ეს ის მომენტია, როცა უფალს მთელი გულით მიენდობი და ღმერთიც შეიწირავს შენს ლოცვას. ამით მე კანონიკურ ლოცვას კი არ ვაკნინებ, მაგრამ ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს რაიმე გარემოების გამო არ უნდა ამ ლოცვების წაკითხვა.

არის ისეთი სწავლებაც, რომ უნდა აიძულო საკუთარი თავი ლოცვითი განწყობის შესაქმნელად, კი, შეიძლება ესეც გააკეთო, რადგან ესეც ხომ შრომაა, მაგრამ ვფიქრობ, იძულების გარეშე ლოცვა უფრო ესათნოება უფალს, ორივეს შეისმენს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, გულიდან ამოვიდეს შენი სიტყვები. ფარისევლებმა შესანიშნავად იცოდნენ წესების შესრულება, მაგრამ ვერ ცხონდნენ."

/მამა ილია ჩიკვაიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 07:52 PM
პოსტი #825


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველ ქრისტიანთა ცხოვრებაში ლოცვა ერთგვარი ღერძი იყო, რომელზეც დანარჩენი სათნოებანი იკინძებოდა, დღემდე რომ განგვაცვიფრებენ თავიანთი სიდიადით. ლოცვა მათთვის ერთგვარი მიწისქვეშა წყარო იყო, განუწყვეტლივ მდინარე, რომელიც უხილავად კვებავდა მათ ქმედებებს, აზრებსა და გრძნობებს...

იგი მათთვის ის ზეციური ცეცხლი გახლდათ, რომლის გამონაშუქი დროდადრო ჩვენამდეც აღწევს და გვანათებს, როდესაც წმინდანთა ცხოვრებას და მათ ნაწერს ვკითხულობთ... ამიტომ პატერიკებში თავმოყრილი ნათქვამები უბრალო და მოკლე, მაგრამ საოცრად ცოცხალი და ხატოვანია, ძველი კვართებით მოსილ ბერებს რომ მიაგვანან და საოცრად ზემოქმედებენ ადამიანის სულზე.

კაცობრიობა უფრო და უფრო შორდება ღმერთს. ოდესღაც ქვეყნიერების ქრისტიანულ და წარმართულ ნაწილებად დაყოფა შესაძლებელი იყო, ახლა კი ქრისტიანული სამყარო უზარმაზარ უდაბნოს წააჰგავს, სადაც მართლაც სასწაულით შემორჩა მცირეოდენი ოაზისები, ალაგ-ალაგ კი ქვებსა და ქვიშაში გაყვითლებული ბალახი იწვერება ხოლმე... ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ყოვლისშთამნთქმელი უდაბნოს მცოცავი ქვიშის შეჩერება ძალუძს, ლოცვაა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 08:06 PM
პოსტი #826


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა მნიშვნელობა აქვს ლოცვის დროს განწყობას?

- ძველად რუსეთში ასეთი ტრადიცია არსებობდა: ლოცვის წინ სხდებოდნენ და ხუთიოდე წუთს მდუმარებაში ატარებდნენ - შინაგანად ემზადებოდნენ ლოცვისათვის. ახლა კი, მაგალითად, უყურებენ ტელევიზორს, უცებ გამორთავენ, წავლენ და ლოცვას იწყებენ. ასეთ დროს ადვილი შესამჩნევია, რომ გონება ლოცვისთვის სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის განწყობილი და ზერელედ აღიქვამს მის სიტყვებს.

მამა პაისი ათონელს ერთმა მორწმუნემ ასეთი რამ ჰკითხა: "ყოველდღიურად ვლოცულობ; საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდეგ ვზივარ და საკუთარ თავს ვეკითხები: მე ხომ უფლისადმი აღვავლინე ლოცვა; რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?!" ღირსმა მამამ ასე უპასუხა: "როგორ იგრძნობდი ლოცვის ძალას, როცა ამდენ ხანს იჯექი ტელევიზორთან და გამორთე თუ არა, მაშინვე საღამოს ლოცვების კითხვა დაიწყე? ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო რომელიმე თავი წმინდა წერილიდან ან წმინდა მამათა თხზულებებიდან... აი, მაშინ შეიგრძნობ ლოცვას. გაყინული გულითა და საზრუნავით გადატვირთულნი უფალს ვერ ვესაუბრებით".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 08:19 PM
პოსტი #827


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამას წინათ ერთი ბოშა მოვიდა, ხელთ პანტახუსი (მთაწმინდის კინოტის მიერ გაცემული უფლება მოწყალების შესაგროვებლად) ჰქონდა. ეს კაცი დაბადებიდან დახეტიალობს, ფულს აგროვებს, მაგრამ მისი გაგდება არ შემიძლია. ისეთი თავმდაბლობით ითხოვს, რომ საცაა, ფეხებში ჩაგივარდება. ხვდები, რომ მატყუარაა, მაგრამ არ შეგიძლია მოწყალება არ მისცე.

თუ იგი ასეთი შემუსვრილი ითხოვს მატერიალურს, როგორ უნდა დავიმდაბლოთ თავი სულიერის მოთხოვნისას. თუ კაცს ეცოდება და შეიწყალებს თავის მოყვასს, მაშინ როგორ თანაუგრძნობს და შეისმენს მისადმი მთხოვნელს ყოვლადსახიერი ღმერთი! სწორედ ამას გულისხმობს ქრისტე, როცა ამბობს სახარებაში, ძენი სოფლისანი უბრძნესნი არიან ძეთა ღვთის სასუფევლისათა (ლუკა 16,8).

შვილო, იმ ბოშას მსგავსად, რაც შეგიძლია, ღვთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე. კიდევ დაიმახსოვრე: შენ სოფლიდან მოხვედი და თან ამ სოფელს ატარებ. სოფლის სახეებს კინოფირის მსგავსად ეშმაკი გონებაში გიტრიალებს. მაგრამ შენ ლოცვა შეასრულე. მოიცილე ყვე,ლანაირი სახე - კარგიც და ცუდიც. აიძულე თავი, მხოლოდ ლოცვის ამ ხუთი სიტყვის შინაარსს ჩასწვდე."

/მამა ხარლამპე დიონისიატელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 08:40 PM
პოსტი #828


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როცა ლოცვის არც სურვილი გაგვაჩნია და არც განწყობა, აქვს თუ არა აზრი ასეთ დროს ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას?

- ცხადია, ლოცვა ყოველთვის არ არის ადვილად, სასიამოვნოდ დასაწყები. ძალიან ხშირად ის ნებისყოფის დაძაბვას, ძალისხმევას მოითხოვს. უფალთან მისვლა რომ მხოლოდ სასიამოვნო ემოციებსა და განცდებს უკავშირდებოდეს, მაშინ ძალიან ადვილი იქნებოდა მასთან ღუზის ჩაშვება. ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, აიძულოს, გადალახოს საკუთარი თავი და ამგვარად მოიპოვოს მადლი უფალთან.

ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნება გვიტევს და პროტესტის გრძნობა გვეუფლება: "ადრე ვლოცულობდი და ვცდილობდი, ღვთისთვის სათნოდ მეცხოვრა, მაგრამ რა შედეგი გამოიღო ამან? განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა საპირისპიროზე არ მიუთითებს?!" თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ და ლოცვა დავიწყეთ, უმეტესად მალევე ვიგრძნობთ, როგორ ცხრება სასოწარკვეთილება, იდევნება ბოროტი და მჭმუნვარე, შავბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა.

ხოლო თუ კაცი აჰყვა კაეშანს, ვერ სძლია თავს და ადრე თუ გვიან არ დაიწყო ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება. სანამ ადამიანი არ მიუბრუნდება ლოცვას, თავს უკეთ ვერ იგრძნობს."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 09:00 PM
პოსტი #829


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ქრისტიანი ადამიანი ჯარისკაცივით მუდამ საბრძოლველად უნდა იყოს მზად, რადგან როგორც ერთ-ერთ ლოცვაში წერია: "საფრთხეთა შორის მრავალთა ვვალთ". ეს საფრთხე მოდის დემონებიდან, რომლებიც არიან: "გამუდმებით მფრინავნი და მოგზაურნი ცაში, გამუდმებით დახარბებულნი საკვებს, გამუდმებით მშიერნი სულნი, სხვებისთვის ვნების მომტანნი". უხორცო და უხილავი მტრების შესახებ პავლე მოციქული ამბობს: "ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით არა სისხლისა და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნისმპყრობელთა და ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ" (ეფ. 6, 12).

კაცთმოძულე და ბოროტი დემონების წინააღმდეგ საბრძოლველად უფალმა დაგვისახა გზა, რომელიც სახარების ამ სიტყვებითაა გამოთქმული: "ესე ნათესავი არა განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა". დემონთაგან მომდინარე საფრთხის მოგერიების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა ფსალმუნების კითხვა.

ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: "ერთი კეთილი, გულისმიერი ლოცვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე ათასობით სიტყვა, როცა სიტყვები სხვებამდე ვერ აღწევს. ჩემზე ამბობენ, რომ იმ ადამიანებს ვეხმარები, რომლებიც ჩემთან მოდიან. მაგრამ ჩემს ჭეშმარიტ ძღვნად ქვეყნიერებისათვის ის საათნახევარი მიმაჩნია, როცა ფსალმუნს ვკითხულობ. სხვა დანარჩენს ვუცქერ, როგორც გართობას: მოვლენ საწყლები, თავიანთ ტკივილს ამოთქვამენ, მისცემ რაიმე რჩევას. ამიტომაც მე არ ვთვლი დახმარებას ჩემს პირად ღირსებად, ადამიანებს ლოცვა ეხმარება! ამიტომაც ვეუბნები ადამიანებს: - "მე მსურს უფალთან საუბარი თქვენზე და არა თქვენთან საუბარი უფალზე. ეს თქვენთვის უკეთესია".

ამ ძნელ წლებში ნუ დავიზარებთ ლოცვას. ლოცვა - ეს უსაფრთხოებაა, ლოცვა - ღმერთთან კავშირია. გახსოვთ, რას წერს ამბა ისააკი? "ღმერთი გამოეძიებს ჩვენგან პასუხს არა იმისათვის, რომ ჩვენ არ აღვასრულებდით ლოცვას, არამედ იმისთვის, რომ არ გვქონდა კავშირი ქრისტესთან და ჩვენ მოგვატყუა ეშმაკმა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 09:16 PM
პოსტი #830


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მსოფლიოს აღარ შესწევს ძალა, გაიგოს ლოცვა. იგი ან უგულებელყოფს მას (ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ამსოფლიური საქმეების მომიზეზებით), ან ისე უყურებს, როგორც მედიტაციას - საშუალებას გარკვეული ფსიქოლოგიური განწყობის შესაქმნელად, ანუ ლოცვას ავტოჰიპნოზსა და თვითშთაგონებას უთანაბრებს, რაც მართლაც და საშინელებაა.

მსოფლიომ, რომელმაც დაკარგა ლოცვა, დაკარგა ღმერთიც...

სულიერ ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო - კომპრომისია, რომელიც ადამიანს თანდათან ორსახოვან და ორნებიან ფარისევლად აქცევს. სწორედ ამ სოფლის სულთან კომპრომისის მიზეზით მძიმდება ჩვენი სული და ინავლება ლოცვა... ამ სოფლის სული ადამიანს ასეულობით ძაფით აბოჭავს დედამიწას."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 09:32 PM
პოსტი #831


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა იოანე სინელი ამბობდა, "ლოცვის მშვენიერება სხვისი სიტყვით არ ისწავლება; მისი მასწავლებელი ღმერთია, "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება" და "მისცის ლოცვა მლოცველსა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 10:11 PM
პოსტი #832


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა ვიღონოთ, როცა ლოცვისას გონება ხშირად გვეფანტება?

- ამისთვის იოანე სინელი ოქროს წესს გვთავაზობს: "გაგებნევა გონება? - ეცადე, ისევ შემოიკრიბო ლოცვის სიტყვებში, ისევ გაგებნევა? - ისევ შემოკრიბე... იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს... გონების წარუტყვევნელობა ანუ გონებაგანუბნევლობა მხოლოდ ანგელოზებისთვის არის დამახასიათებელი".

/მედავითნე დავით კვერნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 10:26 PM
პოსტი #833


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთო, მიშველე" - ეს სიტყვები ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვითქვამს. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დამდგარა ის წუთები, როდესაც უფლისათვის მიგვიმართავს ბაგეებით, ან უბრალოდ თვალების ზეცაში აპყრობით მაინც. განსაცდელის დროს ხშირად უმწეობის შეგრძნება ისეთი ძლიერია, რომ "უცხო" ძალის შეწევნის იმედიღა გვაქვს.

გვავიწყდება ყველა სხვა ცხოვრებისეული ტკივილი, პრობლემა, ჩანაფიქრი და მთელი ძალებით ვცდილობთ, თავი გადავირჩინოთ. თუმცა უსუსურები ვართ ამ ბრძოლაში, ამავდროულად, იმდენად აშკარაა ჩვენი ეს სავალალო მდგომარეობა, რომ ერთი გზაღა დაგვრჩენია - დახმარება და იმედი უზენაესისა, რომელიც არც ჩანს, არც გვინახავს, მაგრამ მაინც გვეიმედება. ამას ვუწოდებთ მართლმადიდებლები ლოცვას, რომელსაც ამ შემთხვევაში წამიერი ხასიათი აქვს და განსაცდელითაა ნაკარნახევი.

ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს მუდმივად სჭირდება უფალთან ურთიერთობა, რათა მიაღწიოს იმას, რისთვისაც შეიქმნა - მსგავსებას შემოქმედთან, სულიერ და ზნეობრივ სრულყოფას, სხვაგვარად ხომ ამქვეყნად მის არსებობას აზრი ეკარგება. ღმერთია წყარო სიცოცხლისა და ადამიანის ადამიანობისა. მასთან ურთიერთობა კი ლოცვაა. ლოცვა ამჟღავნებს იმას, თუ რამდენად ვენდობით შემოქმედს, როგორ ვიცნობთ მას. თუ ცუდად ვიცნობთ ღმერთს, ცუდად ან საერთოდ არ ვლოცულობთ, თუ არასწორად ვიცნობთ, არასწორად ვლოცულობთ. მაგრამ თუ კარგად ვიცნობთ უფალს, მაშინ ჩვენი ლოცვა გვაახლოებს მასთან, ის გვისმენს ჩვენ და ჩვენ გვესმის მისი.

როგორც ხედავთ, ლოცვა იმისთვის არსებობს, რომ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გვქონდეს და შევიგრძნოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი ჩვენი შინაგანი არსებით.

ღმერთთან ურთიერთობისას არ გვჭირდება მაღალფარდოვანი, დაზეპირებული, ჰაერში გაფანტული სიტყვები, არამედ უბრალო გულიდან ამოსულიც საკმარისია. ამის კარგი მაგალითია მონანული მეზვერის სიტყვები: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", რომელიც ლოცვის მაგალითად იქცა. არც ჯვარზე გაკრული ავაზაკი გამოირჩეოდა ლოცვების სიმრავლით, მაგრამ რწმენით წარმოთქმულმა რამდენიმე სიტყვამ აცხოვნა იგი. სარწმუნოება არის განმსაზღვრელი ლოცვის ძალისა და არა სიტყვების სიმრავლე. ლოცვის ძალა რწმენის სიძლიერეზეა დამოკიდებული. "...თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლის ოდენა და ეტყვით ამ მთას: გადადექი აქედან იქით, - გადადგება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის" (მთ. 17,20).


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 10:40 PM
პოსტი #834


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა - ადამიანის შინაგანი მდგომარეობის სარკეა და სამსჯავრო ადამიანის სულისა, ნიშანი იმისა, რამდენად უერთგულა მან მამაზეციერს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 10:55 PM
პოსტი #835


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა ღმერთმა შეიწიროს, უნდა შესწიროს იგი საკუთარი ცოდვილობისა და ქველმოქმედების მიმართ უკიდურესი უკმარისობის შეგნებით; უნდა შესწიროს ლოცვა საკუთარი ღირსებების უარყოფით, რომელნიც სწორედ რომ არარაობაა ღმერთის უსაზღვრო ღირსების წინაშე; უნდა შესწიროს ყველა მოყვასის წინაშე დამდაბლებული გულით, ყველა მოყვასის შემყვარებელი გულით, მოყვასისთვის ყველა შეურაცხყოფისა და წყენისმიმტევებელი გულით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2020, 07:28 PM
პოსტი #836


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ ვისწავლოთ ლოცვა?

- უპირველესად, იგი ჩვენი ცხოვრების უმთავრეს საქმედ უნდა მიგვაჩნდეს, სხვა დანარჩენი კი - მეორეხარისხოვნად. მთელი ცხოვრება ლოცვას უნდა ეხმარებოდეს, ხოლო ის, რაც ამაში ხელს გვიშლის, განვდევნოთ. ეს გარეგნულ საქმიანობაზე უარის თქმას როდი გულისხმობს. ძველი ქრისტიანები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ საქმესა თუ სამუშაოს და ამას არა ხალხის, სწორედაც, რომ ღმერთის მსახურებად მიიჩნევდნენ.

ჩვენ ხელს სულ სხვა რამ გვიშლის ხოლმე - არასწორი დამოკიდებულება ამა სოფლის, ხალხისა და საკუთარი თავისადმი. ანგელოსები კაცთა სამსახურად იგზავნებიან, მაგრამ ამით ისინი ლოცვას არ კარგავენ. ლოცვა - ამსოფლიური საქმეებისა და მოვლენებისადმი ვნებიანი, გულის დამატყვევებელი დამოკიდებულებით იშრიტება. ადამიანმა ის უნდა მოიძულოს, რაც ლოცისას აბრკოლებს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2020, 07:42 PM
პოსტი #837


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი ათონელის მოძღვარს მამა ტიხონს მოუკლებელი ლოცვის ნიჭიც ჰქონდა, და მაშინაც კი ლოცულოდა, როცა ეძინა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2020, 08:11 PM
პოსტი #838


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობდა: "ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში". რას გულისხმობს ჭეშმარიტი ლოცვა?

- ლოცვა ღმერთთან საუბარია. უფალს კი ჩვენგან სურს "გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული". წმინდა ისააკ ასური ამბობს: "თუ ადამიანი არ ლოცულობს ისე, როგორც ცოდვილი, სათნოების როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, ღმერთი მის ლოცვას არ შეისმენსო".

ერთხელ ერთ ბერს ხილვა ჰქონდა. ანგელოზმა იგი ზეცაში აიყვანა და აჩვენა ეკლესია, საიდანაც მხოლოდ ბავშვის ცრემლიანი ღაღადისი აღწევდა ზეცას - ყრმა ღმერთს დედის განკურნებას ევედრებოდა. სხვა იქ მყოფთაგან ზოგი მოყვასს განიკითხავდა, ზოგიც ყოფით საზრუნავზე ფიქრობდა. ეშმაკი ყველაზე მეტად ლოცვასა და სიმდაბლეს ებრძვის, იმიტომ რომ ეს ორი სათნოება ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს ღმერთთან."

/მედავითნე დავით კვერნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:01 PM
პოსტი #839


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნების თვისებები - სიმტკიცე და მოთმინებაა. ლოცვაში სულის სამი ნაწილი კვლავ მთლიანდება. თეთრი ფერი განსაკუთრებით ანათებს შავ ფონზე. მოციქულმა პეტრემ ასე უთხრა მაცხოვარს: - აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი (ანუ ამქვეყნიური ადათები, კანონები, წარმოდგენები, ადამიანური ზრახვები, სურვილები და ცოდნა, - ის, რასაც წუთისოფელი თავის შვილებს აძლევს) და შენ გამოგყევითო (მთ. 19,27).

ქრისტეს გაყოლა ნიშნავს, გაჰყვე გზას ლოცვისას, რომელიც ჩვენივე გულებზე გადის. ამიტომ, ჭეშმარიტი ლოცვის უნარი აქვთ მხოლოდ იმათ, ვისაც ძალუძს, მოციქულთა მსგავსად აღმოთქვას: - აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევითო.

ლოცვა - სიკვდილია და აღდგომა. იმას, ვინაც არ კვდება სოფლისათვის, არ ძალუძს მარადისობისათვის აღდგომა, ხოლო იმას, ვინც საკუთარ თავს არ უარყოფს, ვერც პოვებს ვერასდროს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:16 PM
პოსტი #840


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც კაცი რამდენიმე საქმეს წამოიწყებს, ერთს ვერ ასრულებს და უკვე მეორეზე იწყებს ფიქრს, ხასიათის ის თვისება უყალიბდება, რომელსაც ქრონიკული დაუდევრობა და უნებისყოფობა ჰქვია. ასეთთ არ ძალუძთ ლოცვაზე ყურადღების გამახვილება, რადგან ამ დროს ურიცხვ საქმეებზე ფიქრით ერთობიან... მათი ლოცვა გაზუთხულ სიტყვათა მექანიკურ განმეორებად გადაიქცევა, აზრები კი ვერცხლისწყალივით ყოველი მიმართულებით განებნევათ.

ახლა კი ლოცვის გარეგნულ მხარეს შევეხოთ. ადამიანი სულის, სამშვინველისა და სხეულისაგან შედგება, ამ უკანასკნელის მდგომარეობა და მდებარეობა ლოცვისათვის მეტად მნიშვნელოვანია. როდესაც კაცი ადუნებს სხეულს, მისი აზროვნება უსიცოცხლო ხდება და თითქოს თვლემს. თუ ადამიანი ლოცვისას დაუდევრად, ფეხი ფეხზე გადადებული ზის ან წევს, მასში ლოცვისადმი მოწიწება ქრება და მოურიდებლად ესაუბრება ღმერთს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

76 გვერდი V « < 40 41 42 43 44 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 10:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი