მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
T I K O |
Jun 20 2008, 12:57 AM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ლექსებს ბევრს არ წერდა, მარა თუ დაწერდა, მართლაც დაწერდა! ესეც რომ არ გავაოფო და თან თემაც გავაგრძელო... ისევ კონსტანტინე "რად მგლოვიარობს შენი ყელი ღმერთდალეული ბადაღშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა, ოდეს მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული, მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავთ ბაღჩის მიმოზა. როს მთვარე მკრთალობს იბინდება ვარსკვლავთკრებული გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის, აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის მე კიდევ პაჟი შენს აჩრდილზე შეყვარებული....." -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
თამარი_ცქნაფო |
Jun 20 2008, 01:06 AM
პოსტი
#82
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ეს მაგარი გამონათქვამია, ყოველთვის მომწონდა...მაგარი "სტრანნი" ენა ჰქონდა კოსტიას მე ეს დიალოგი მომწონს, თიტქმის ზეპირად ამხსოვს: _ სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ჩემს თავს, უტა! _ განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვადყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული... და ეს: ''ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი'' -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
iisperiTOVLI |
Jun 24 2008, 10:18 PM
პოსტი
#83
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ოთარ ჭილაძე
*** გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს, მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს! გარეთ კი წვიმითსველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს, მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.... გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულშ ი... ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც... შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!........... * * * მეფეებივით ფიქრობენ მთები... ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვის შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ქევანა |
Jun 25 2008, 01:03 AM
პოსტი
#84
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა მაგარი "სტრანნი" ენა ჰქონდა კოსტიას კი მარტო აღსართანის ალუჩისფერი თვალები რად ღირს რო, ეს "დავით აღმაშენებელში" ანდა იგივე წიგნიდან: "გიორგი მეფე შეჭარხლებული იჯდა წეროსყელიან ვერცხლის სურის პირისპირ, ღვინით სავსე ფიალა წინ ედგა და აოგნებული ჩასქცეროდა ბუხარში გაღვივებულ ცეცხლს." შედარებები ჰქონდა მოძიებული ისეთიიი... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
iisperiTOVLI |
Jun 28 2008, 07:16 PM
პოსტი
#85
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
"ჩუმი ვარ, როცა ჩემს ლურჯ წყალზე თვლემს მთვარის სხივი;
მაშინ ჩემს სულში მარგალიტი ციმციმებს ცივი... როცა მძვინვარე ქარიშხალი ბორგავს ჩემს მკერდში და როცა ხშირად ხომალდების გზა-კვალსაც შევშლი... ესეც იმიტომ, რომ ურიცხვი განძია ჩემში..." ანა კალანდაძე [/b]ნახე - თოლიაც როგორ გაფრინდა - ნისკარტში - ჩემი სურვილის თევზით. ლელა სამნიაშვილი [b] * * * ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები- შენი მათრობელა თაფლის ღვინოები... როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას, როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები. აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები.. თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი... დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას, რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი. რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი, სული გავაცილე ქარში მინამული... ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს თითო ყვავილივით მოაქვს სინანული. /თამარ ლომიძე/ -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
iisperiTOVLI |
Jun 29 2008, 02:41 AM
პოსტი
#86
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
KAIROS გაიხარეე!
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე, ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური, ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე, ამიტომ მქვია ალბათ ხევსური. გიორგი არაბული -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
თამარი_ცქნაფო |
Jun 29 2008, 04:32 PM
პოსტი
#87
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
iisperiTOVLI
გარჩევებს თუ არ მოაყოლებ, მაპატიე, მაგრამ პოსტებს ვშლი. ეს ამ თემის წესია, თორემ ასე პოეზიაშიც შეგვიძლია დავდოთ ტექსტები პ.ს. ეს ბევრჯერ დავწერე აქ და არ გეცოდებით? ცოტა წინა გვერდებიც წაიკითხეთ გულისყურით კაი გოგო ხარ შენ, იის ფერი ასეთ ხასიათის პოსტი ნებისიერ თემაში წაიშლება, ამისთვის პმ არსებობს! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Jun 29 2008, 08:09 PM
პოსტი
#88
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაფერი მკაცრია ეს მოდერატორი
კი მაგრამ ეს ჩემი პოსტი OFF-ი არ იყო და აი რატომ: ციტატა იის ფერი მე სახელი არ დამიწერია, მაშინ იისფეროთოვლოს-დავწერდი. არამედ სათქმელი მხატვრული ენით დავუწერე ის რასაც ადამიანი იისფერში გულისხმობს ლექსები და ნაწყვეტები, რომლებიც აგებულია მხატვრულ შედარებაზე მგონი არ უნდა წაიშალოს, თუნდაც გაურჩევლად, რათ უნდა გარჩევა ახლა ციტატა მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. ამას? მოკლედ ესეც რომ არ წაიშალოს აი დაცვა : ოთარ ჭილაძე: "და კოშკებივით ამაყად იდგნენ შენი ლამაზი ფეხები ქარში" და კიდევ "ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა, იქნებ მე მადევს სულზე ურდული, და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა, გამოფიტული და გაქურდული"... მაგარია... კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
T I K O |
Jun 30 2008, 02:10 PM
პოსტი
#89
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მუხრან მაჭავარიანი
რა მხატვრულად და პოეტურად აღწერს... ,,ჭასთან,- თავისით ამოსული კოხტაობს იფნი, იქვე მოხუცნი რაღაცაზე ბჭობენ ტირიფნი” ეს კი ლამაზი შედარება ანას ერთი პატარა ლექსიდან: "…ისევ გახსენი გული ჩემი მზე-მთვარისათვის და დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ!" -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Jun 30 2008, 02:22 PM
პოსტი
#90
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
iisperiTOVLI
KAIROS ციტატა თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი... დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას, რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი. ციტატა მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. ციტატა "და კოშკებივით ამაყად იდგნენ შენი ლამაზი ფეხები ქარში" "ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა, იქნებ მე მადევს სულზე ურდული, და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა, გამოფიტული და გაქურდული"... რა ლამაზი შედარებებია, მომეწონა -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
iisperiTOVLI |
Jun 30 2008, 04:05 PM
პოსტი
#91
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ანა კალანდაძე
* * * შრიალებს ღოლოს მინდორი, მაღონებს მისი შრიალი, ვით მზის მიდრეკა დასავალს, ვით სინანული გვიანი... ფრინტას გადუფრენს ქეროზა, წყაროებს თვალებმზიანებს... სევდანარევი ჩრდილებით ღოლოს მინდორი შრიალებს... -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
თამარი_ცქნაფო |
Jun 30 2008, 04:11 PM
პოსტი
#92
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
T I K O
iisperiTOVLI რა ვქნა, ვიყვირო, ჩემი გაფრთხილება რომ წაიკითხოთ, თუ გავსწერვდე და მომაქციოთ ყურადღება? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
T I K O |
Jun 30 2008, 04:29 PM
პოსტი
#93
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
T I K O iisperiTOVLI რა ვქნა, ვიყვირო, ჩემი გაფრთხილება რომ წაიკითხოთ, თუ გავსწერვდე და მომაქციოთ ყურადღება? რამე დავაშავე? იქნებ ამიხსნა, თამარ, რა გავაკეთე არასწორად... და თუ ვერ გავიგებ, შეგიძლია ჩემი პოსტები წაშალო... ბოლობოლო, აღარ შემოვალ ამ თემაში და ეგ იქნება -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
თამარი_ცქნაფო |
Jun 30 2008, 04:54 PM
პოსტი
#94
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რამე დავაშავე? იქნებ ამიხსნა, თამარ, რა გავაკეთე არასწორად... და თუ ვერ გავიგებ, შეგიძლია ჩემი პოსტები წაშალო...ბოლობოლო, აღარ შემოვალ ამ თემაში და ეგ იქნება ზევით დავწერე, რომ მოწონების და შექების ფრაზები, ასევე მხოლოდ დაკოპირებული ლექსები, არ დადოთ-მეთქი, დაახლოებით ასეთი თხოვნები (თან თხოვნები) მიწერია საწყის გვერდებზეც, კაიროსის პოსტი წაიშალა და მიხვდა თვითონც, რა მოხდა. ხოლო რაც შეეხება არ შემოვალს, ასეთი შინაარსის სიტყვები სულაც არ შეესაბამება ფორუმს და მით უფრო თემას. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაითვალისწინეთ რასაც გიწერთ ხოლმე და არავინ დარჩება განაწყენებული -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Jun 30 2008, 09:31 PM
პოსტი
#95
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ფრაზები თიკუშ, აქ ვართ მასწავლებლის მკაცრ ხელში ხოდა, აი ცალკეული ფრაზებსაც არ გვაპატიობს, ხოდა ძალიან კარგი, აქ შევიკავოთ თავი ან ზედვე მივაყოლოთ ლამაზ შედარებიანი ნაწყვეტი 1. არა ოფებს 2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია 3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც სულ ესაა თიკუშ და არსადაც არ გახვალ მიხარია რომ აქ ხარ კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Jun 30 2008, 11:06 PM
პოსტი
#96
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ერთი რაღაც უნდა ვთქვა ოღონდ არ გეწყინოთ და გაიბუტოთ
ამ შემთხვევაში ცქნაფო აბსოლიტურად მართალია,მიდის მხოლოდ ლექსების დაკოპირება, რაც წარმოქმნის ერთმანეთის კლონ თემებს და მაშინ თამუნას ისღა დარჩენია გააერთიანოს, ვინც მხოლოდ ლექსებს ვაკოპირებთ გავითვალისწინოთ და უბრალოდ ორი სიტყვით თუ არ გავარჩევთ საკუთარი მოსაზრებები და ფიქრები მაინც დავუწეროთ, რას ნიშნავსთქვენთვის ეს სტრიქონები, რა ემოციებს იწვევს, როგორ შეაფასებდით და ასე შემდეგ...... არ მიწყინოთ, უბრალოდ უნდა მეთქვა, რადგან მომწონს ეს თემა და ცარიელი სტრიქონებით უინტერესო ხდება და აზრს კარგავს... პ.ს. ცქნაფო სორრი, ოFFია, მარა მიაშალე მერე : * -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Jul 1 2008, 03:21 AM
პოსტი
#97
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მხოლოდ ლექსებს ვაკოპირებთ გავითვალისწინოთ და უბრალოდ ორი სიტყვით თუ არ გავარჩევთ საკუთარი მოსაზრებები და ფიქრები მაინც დავუწეროთ, რას ნიშნავსთქვენთვის ეს სტრიქონები, რა ემოციებს იწვევს, როგორ შეაფასებდით და ასე შემდეგ მე კი მგონია, რომ ამდენი მოთხოვნები ზედმეტია, საკმარისია ადამიანმა ამ თემაში არ გააოფოს ( ისე მაინცდამაინც აქედან იწყებთ ფორუმის "განწმედას"?) და დაწეროს მხატვრული შედარების ნაწყვეტი, ახლა სავალდებულოდ ნუ მივცემთ რაიმე ფილოლოგიურ გარჩევებს ან ემოციების გადმოცემას, ექნება რაიმე დასაწერი-დაწერს, შეიძლება დავწერო : " ხვლიკისფერი სვეტიცხოველი და მორჩა, რათ უნდა ამას გარჩევა მაინცდამაინც "კოსტიას ენაზე" უნდა ვილაპარაკოთ? ნუ მივიწროებთ აქ ხალხს ვიმეორებ: ციტატა 1. არა ოფებს 2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია 3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც, თუ არადა არცაა აუცილებელი შევთანხმდით? კაიროსი! აი ბატონო პირველი მაგალითი: რენუარი ჩუუ... ბიოგრაფიული პოეზია 2008.06.14 http://www.literatura.ge/index.php?author=15308 --------------- ჩუუ... ამაღამ არ გამომიღვიძოთ- ჩემი დღეღამეარეული, თოთო პოეზია. ---------- კომენტარი? მომწონს საკმარისია? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Jul 1 2008, 04:45 AM
პოსტი
#98
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ხოდა მაშინ ეს თემა რაღას ვიკითხო ლექსები აგერ პოეზიაშიცაა და იქაც კი ამოვიკითხავ შედარებებს ამიტომ რა საჭიროა ეს თემა, გააერთიანოს ცქნაფომ მაშინ და ეგაა
ფორუმის წმენდას რაც შეეხება, ჩემი პრეროგატივა სულაც არაა ამ განყოფილების წმენდა და არ მგონი ახლა ცქნაფოსაც ცოცხით სიარული ხიბლავდეს უბრალოდ კარგი თემაა და ნუ აკარგვინებთ აზრს და ორიგინალურობას თქო, სულ ესაა : ) ციტატა ექნება რაიმე დასაწერი-დაწერს, არ ექნება და დააკოპირებს KAIROS ციტატა კომენტარი? მომწონს biggrin.gif საკმარისია? არა, რატომ მოგწონს, რისთვის გაარჩიე პ.ს. ვორნი გეკუთვნის მოდერატორის ნერვებზე თამაშისთვის მოდერატორს მოვუწოდებ დავორნილ იქნას იუზერი კაიროსი -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Jul 1 2008, 05:31 AM
პოსტი
#99
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი შარიიი
ამიჯანყდა ქალები რისთვის მომწონს და ლამაზი შედარებაა, რა ვქნა ახლა ტერმინოლოგია და პოეზიის თეორიები არაა ჩემი საქმე, და არცაა აუცილებელი, ციტატა ეს თემა რაღას ვიკითხო ლექსები აგერ პოეზიაშიცაა და იქაც კი ამოვიკითხავ შედარებებს მასე არაა, მაგალითად ღვთისმეტყველებაშია ყველაფერი, მაგრამ ვანაწევრებთ, დოგმატურად, ზნეობრივად და ა.შ. მასე ბრძნული აზრები რომაა თემა, რატომაა ცალკე? მასე ხომ პოეზიაშიცაა და პროზაშიც, ეს თემა მე გავხსენი, იმ მოტივით, რომ ლამაზი შედარებები გამომეყო ცალკე და არა იმიტომ, რომ ფორუმელებს მოვთხოვო ფილოლოგიური გარჩევები მოაწყონ აქ, ვისაც ეხერხება კი ბატონო დაწეროს, ვისაც არა ნუ დავაძალებთ, რატომ არაა საკმარისი ვერაფრით ვერ გავიგე, დავწერო არა მთლიანად ლექსი, არამედ ლამაზი შედარება რაც მომეწონა?დაკოპირებაზეა პრობლემა? განა ის რომ ადამიანმა იპოვა, აარჩია და ჩვენამდის მოიტანა ეს არაა არაფერი? ჩემი აზრით, ძალიან აუშნოებს ამ თემას ამ სახის კამათები და ზედმეტი მოთხოვნები... ვერ დამვორნავს ვერაფრით მოდერატორი, რადგან არაფერი გამიკეთებია სამაგისო, არამედ ვიცავ ჩემს თემას ზედმეტი მოთხოვნებისაგან, ან გააუქმონ და დახურონ თემა ან კიდევ ამ სამ პუნქტზე შეთანხდნენ: ციტატა 1. არა ოფებს 2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია 3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც, თუ არადა არცაა აუცილებელი თუ არადა დაიკეტოს საერთოდ... რეიზა მაბრაზებთ ამ წასვლის წინა ჰა? კაიროსი! პ.ს. ციტატა რატომ მოგწონს, რისთვის გაარჩიე აი მოდერატორის პოსტი: სადაა ახლა აქ გარჩევა? ციტატა მე ეს დიალოგი მომწონს, თიტქმის ზეპირად ამხსოვს: _ სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ჩემს თავს, უტა! _ განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვადყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული... და ეს: ''ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი'' და ახლა მითხარით, რატომ ვითხოვთ სხვისგან იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ? დაწერეთ რა ეს ლამაზი შედარებები და ვისაც შეუძლია არჩიოს, ვისაც არა აარჩიოს, დაგვიწეროს და ჩვენ დავტკბებით, ცუდია აქ რამე? პ.ს.ს. ციტატა ან თუ დასხდებით მწყაზარნი, ვით ტრედის გუნდი ფარადა... თუმც ხშირად თქვენი შვენება კაცებს გვექცევა ძმარადა, - აი კიდევ ერთი სუპერშედარება და ახლა ამას რა გარჩევა უნდა პირდაპირ თქვენზეა დაწერილი ჰე, შემეშვით ახლა დამტოვეთ წყნარად ამ თემაში, არ გავაოფებთ, არ დავწერთ მთლიანად ლექსებს და მხოლოდ ავარჩევთ შედარებებს! ან ასე, ან დაკეტეთ; ვახ, რა გახდა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Jul 1 2008, 06:45 AM
პოსტი
#100
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
რა ყველა ბუზღუნებთ რა ხუმრობაც აღარ შეიძლება? რაც შეეხება თემას ფილოლოგიური გარჩევები არა მაგრამ ორი სამი სიტყვით რომ დაწეროს მომწონს იმიტომ რომ რაღაც თბილია, საოცარია, ლამაზია ამას დიდი წვალება უნდა? მოკლედ თქვენ იცით მე ჩუმად ვარ ყველას ყველაფერი გწყინთ და იბუტებით რაა : ) -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი