IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ბერი პაისი ათონელი _ წმიდა არსენი კაბადოკიელი, მეოცე საუკუნის დიდი საკვირველთმოქმედი, წინასწარმეტყველი, სალოსი
stch
პოსტი Jul 4 2007, 12:50 AM
პოსტი #21


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ხო ეს ნაწერები ვიცოდი მაგრამ მინდა აღვნიშნო მამა პაისის ცხოვრებიდან ერთი ამბავი smile.gif :

პატარა იყო მგონი მეოთხე კლასში როცა გაიგო რო თუ რამის გეშინია ის საქმე უნდა ქნა და აღარ შეგეშინდებაო და ეშინოდა სასაფლაოების თურმე და წავიდა და ჩაწვა კუბოში რომელიც სასაფლაოზე შეაგულიანა ორი ღამით ადრე და მთელი ღამე იწვა იქ smile.gif

აი ვაჟკაცობა და ღვთის სიყვარული რამდენად დიდი ქონდა ბავშვობიდან უკვე smile.gif ნეტა მასეთი რო მოვხუცდები მაშინ მქონდეს smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 5 2007, 03:49 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



კი მართლა დიდი მამა იყო პაისი ათონელი


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fidelio
პოსტი Jul 5 2007, 04:28 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 5-February 07
მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi
წევრი № 1,015



მამა პაისი მთაწმინდელი

იმის შესახებ, რომ ცოდვა მოდაში შემოვიდა

- წმიდაო მამაო, შევიტყვეთ, ვიღაცისთვის გითქვამთ, რომ ომი იქნება. მართალია?
- მე არაფერს ვამბობ, ხალხი კი, რაც მოაფიქრდება, ყველაფერს ლაპარაკობს. რაიმე რომც ვიცოდე, ვის ვეტყოდი ამას?
- წმიდაო მამაო, ომი ეს ისეთი ბარბაროსობაა!..
- ადამიანებს ცოდვა რომ არ „გაეკეთილშობილებინათ“, მაშინ ისინი არც ამ ბარბაროსობამდე დავიდოდნენ. მაგრამ უფრო დიდი ბარბაროსობა ზნეობრივი კატასტროფაა. ადამიანები იხრწნებიან სულითა და ხორცით. ერთმა ადამიანმა მითხრა „ხალხმა ათენს ჯუნგლი უწოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ჯუნგლიდან არ მიდის. ყველა ამბობს „ჯუნგლებიო“ და ყველა ამ ჯუნგლებში დაეხეტება“. სადამდე მივიდნენ ადამიანები! ცხოველების მდგომარეობამდე. იცით, ცხოველებთან როგორ არის: თავდაპირველად ისინი გომურში შედიან, იქვე სკორეს აგროვებენ, შარდავენ, შემდეგ ნაკელი იხრწნება, იწვება და ცხოველებს სთბებათ, მათ მოსწონთ სადგომი და აქედან წასვლა არ სურთ. მინდა ვთქვა, რომ ამგვარადვე შეიგრძნობენ ადამიანები ცოდვის „სითბოს“ და წასვლა არ სურთ. ისინი გრძნობენ სიმყრალეს, მაგრამ სურვილი არა აქვთ, რომ სითბოს მოშორდნენ. თუ გომურში ახალი ვინმე შემოვა, მას ამ სიმყრალის ატანა არ ძალუმს. მეორე კი უკვე მიეჩვია. ის გამუდმებით გომურში ცხოვრობს და სიმყრალე არ აწუხებს.
- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, თავს იმით იმართლებს, რომ ასეთი ცოდვილი ცხოვრება ჩვენს დღეებში არ დაწყებულა. „ნახეთ ერთი, რა ხდებოდა ძველ რომში“. - ამბობენ.
- კი, მაგრამ რომში ადამიანები კერპებს სცემდნენ თაყვანს, წარმართები იყვნენ. მოციქული პავლეც მიმართავს წარმარებს, რომლებმაც წმ. ნათლისღება მიიღეს, მაგრამ ბოროტ ჩვეულებებზე ჯერ უარი არ თქვეს [1]. მაგალითები არ უნდა ავიღოთ ამა თუ იმ ეპოქის ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან. დღეს ცოდვა მოდად შემოიღეს. უნდა იფიქროთ - ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ერი ვართ - მაგრამ სადამდე დავეცით!( სხვა ერებზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება... მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ დღევანდელი ადამიანები ნებით მისცემიან ცოდვას და როცა ხედავენ, რომ ვინმე დროის სულს არ აჰყოლია და ცოტაოდენი ღვთისმოსაობა შერჩენია და არ სცოდავს - მას ჩამორჩენილსა და რეტროგრადს უწოდებენ. ასეთ ადმაიანებს აწუხებთ, რომ ვიღაც არ სცოდავს. ცოდვას ისინი პროგრესად თვლიან. ეს კი ყველაზე უარესია. თუკი თანამედროვე, ცოდვაში მცხოვრები ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, გააცნობიერებდნენ მაინც ამას, უფალი შეიწყალებდა მათ. მაგრამ ისინი თავს იმართლებენ იმით, რაც გასამართლებელი არ არის და ცოდვას დითირამბებს უძღვნიან. მაგრამ თუ ცოდვას პროგრესად ჩავთვლით და ვიტყვით, რომ ზნეობრიობამ თავისი დრო მოჭამა, ეს - ყველა სხვა დანარჩენზე მეტად - არის გმობა სულისა წმიდისა. ამიტომ, თუ ვინმე ერისაგანი მოღვაწეობს, თავის ცხოვრებას წმიდად იცავს, ამას მცირე ფასი როდი აქვს. ასეთ ადამიანებს სასყიდელი ელით.
ძველ დროში გარეყნილი ან ლოთი ბაზარში გავლასაც კი ერიდებოდა, რადგან ადამიანები დასცინებდნენ მას. ხოლო თუ ქალი უწესოდ იცხოვრებდა, მას სახლიდან ცხვირის გაყოფისაც კი ეშინოდა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ერთგვარი ცოდვის ძალით შეჩერება. დღეს კი, თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, თუკი იგი, მაგალითად, ქალიშვილი ცხოვრობს ღვთისმოსაობით, მაშინ მასზე ამბობენ: „და ის რა, მთვარიდან ჩამოვიდა?“ და საერთოდ: ძველად თუ ერის ადამიანები სცოდავდნენ, მაშინ ის საბრალოები საკუთარ ცოდვას განიცდიდნენ და უფრო მდაბალნი ხდებოდნენ. ისინი არ დასცინოდნენ იმათ, ვინც სულიერად ცხოვრობდა, არამედ პირიქით - მოსწონდათ ისინი. ხოლო ჩვენს დროში ის, ვინც სცოდავს, დანაშაულს ვერ გრძნობს. სხვებისადმი პატივისცემა მას ასევე არა აქვს. ყველაფერი მიწასთან გაასწორეს. თუ ადამიანი ერულად არ ცხოვრობს, ცოდვილები მას სასაცილოდ იგდებენ.

ადამიანებს ამხელთ სინდისი
საფრანგეთი - ეს რომელიღაც განვითარებადი ქვეყანა როდია, ის მრავალთა წინ მიაბიჯებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში [2] სამოცდაათი ათასი ფრანგი გამუსულმანდა. რატომ? იმიტომ, რომ მათ შორის ცოდვა მოდური გახდა, მაგრამ მათ სინდისი ამხელთ და ისინი მის დამშვიდებას ცდილობენ. ძველმა ბერძნებმა თავის გასამართლებლად ღმერთები მოიგონეს. ასევე ფრანგები შეეცადნენ, ერთი რელიგია ეპოვათ, რომელიც მათ ვნებებს გაამართლებდა, რომ ამ საკითხს ისინი მეტად აღარ შეეწუხებინა. მუსულმანობა შეიძლება ითქვას, რომ აწყობთ მათ ცოლი იმდენი შეუძლიათ შეირთონ, რამდენიც სურთ, ხოლო იმქვეყნიურ ცხოვრებაში ეს სარწმუნოება სთავაზობთ ფლავს - აღთქმულ ქვეყანას, თაფლს კი - ზღვასავით. ხოლო თუ სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილს თბილი წყლით განბანენ, იგი განიწმინდება ცოდვებისაგან, რამდენიც არ უნდა ჰქონდეთ ისინი. მიდიან ალაჰთან სუფთები! და მეტი რაღაა აქ საჭირო? ყველაფერი ეს მოხერხებულადაა მოწყობილი! მაგრამ ფრანგები სიმშვიდეს ვერ ჰპოვებენ. ისინი შინაგან მშვიდობას ესწრაფიან, თუმცა ვერ იპოვიან მას, რადგან ცოდვების გამართლება შეუძლებელია.
რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, როგორ უგრძნობელობასაც არ უნდა ამოეფარონ ისინი, სიმშვიდეს - სულ ერთია - ვერ ჰპოვებენ. იმის გამართლების მცდელობისას, რასაც გამართლება არა აქვს, ისინი სულიერად იტანჯებიან. ისინი შინაგანად დაღლილები არიან. ამიტომ საბრალოები გართობას ეძებენ, ბარებსა და დისკოთეკებზე დარბიან, თვრებიან, ტელევიზორს უცქერენ, ანუ - მათ ამხელთ სინდისი, და იმისათვის, რომ თავდავიწყებას მიეცნენ, სისულელეებს აკეთებენ. მაშინაც კი, როცა სძინავთ, ხომ არ გგონია, რომ მშვიდად არიან? ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ „ვიღებთ“ სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ „მას ჭია ღრღნის“. მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას.




ღმერთისგან განშორებული ადამიანი ჯოჯოხეთუს ტანჯვას განიცდის

არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია, სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს. ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი - არა, ის შინაგანად იტანჯება. ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ღმერთთან. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს. იესო ტკბილისაგან განშორებული ცხოვრებით ჩვენ უმწარეს ფიალას ვიგემებთ. როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სიტკბოს და სამოთხისეულ სიხარულს გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი ყოველდღიურად უფრო აღმატებულისკენ მიდის. მას უჩნდება კითხვა „ნუთუ სამოთხეში ჩემს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე?“ ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს, რომ არანაირი საქმის კეთება არ შეუძლია. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოსაგან მისი ფეხები სანთლებივით იდრიკებიან მუხლებში. გული ლამის გასკდეს, სიხარულისაგან თრთის, სურს, რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს - რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს არარადღირებულ წვრილმანებად მიუჩნევია.
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშორებინა ღვთისთვის, რომ მათ კერპების თაყვანისცემა დაიწეეს და ამ კერპებს თავიანთ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. რა საშინელებაა ეს! ან ეს ეშმაკები საიდან შეკრებენ ხოლმე მათ... ამდენ „ღმერთს“?! „ღმერთი“ ჰამოსი! [3] ამ ერთი სახელის მოსმენაც კმარა! ერთის მხრივ, სხვებზე მეტად თვით ეშმაკი იტანჯება - ის ხომ ღმერთის სიყვარულს ყველაზე უფრო დაშორდა. მაგრამ თუ სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური სატანჯველი იწყება, რა ეწინააღმდეგება სიყვარულს? ბოროტება. ხოლო ბოროტება და ტანჯვა ეს ერთი და იგივეა.
ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს, მაშინ, როდესაც - იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. მაგრამ თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქეს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსაობით არ არის განწყობილი, მაშინ ის ცოტაც წაერთმევა, რაც აქვს. თანამედროვე ადამიანებში საღვთო მადლის ნაკლებობაა, რადგან ცოდვებით მადლის იმ ნამცეცებსაც კარგავენ ხოლმე, რასაც ფლობენ [4]. ხოლო როდესაც მადლი ტოვებს ადამიანს, მას მთელი გაშმაგებით ესხმიან თავს ეშმაკები.
იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად განეშორებიან ადამიანები ღმერთს, ისინი მრავალ იმედგაცრუებას იტანენ ცხოვრებაში. რამდენადაც კაცი ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს, იმდენად - ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში - იგი სამოთხისეული ნეტარების სიტკბოებას იგემებს ხოლმე. ჩვენ ან უკვე აქვე ნაწილობრივ შევიგრძნობთ სამოთხის სიხარულს და სამოთხისკენ აქედანვე გავემართებით, ან უკვე აქვე ჯოჯოხეთურ ტკივილებს განვიცდით და - ღმერთო დაგვიფარე - ჯოჯოხეთში მოვხვდებით. სამოთხე ეს იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი - რაც ბოროტება. სიკეთის კეთებისას ადამიანი სიხარულს გრძნობს, ცოდვის ქმნისას - იტანჯება. რაც მეტ სიკეთეს იქმს კაცი, მით მეტად ხარობს, რაც მეტ ბოროტებას აღასრულებს იგი, მით უფრო ძლიერად იტანჯება მისი სული. განიცდის თუ არა სიხარულს ქურდი? რა უნდა აქ სიხარულს?! სიხარულს ხომ ის გრძნობს, ვინც კეთილს აკეთებს. გზაშიც რომ იპოვო რაიმე, აიღო და საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს ნივთი შენია - მაშინაც კი დაკარგავ სიმშვიდეს. მპოვნელმა არ იცის, ვისია ეს ნივთი, მას არავისთვის უწყენინებია, არც გაუძარცვავს ვინმე, მაგრამ სიმშვიდეს მაინც კარგავს. და რაღა უნდა ვთქვათ ქურდზე?! ის ვერ განიცდის იმ სიხარულს, რომელსაც განიცდიან, როდესაც რაღაცას გასცემენ. და რა სიხარული უნდა იყოს, როცა ქურდობა და შურაცხყოფა მისგან მოდის. ამიტომ უცქირეთ მათ, ვინც სხვებს ჰპარავს და ატყუებს. რა საშინელი სახეები აქვთ, რა მახინჯი გრიმასები!

ადამიანს ის ბატონი მიუზღავს, ვისთვისაც შრომობდა იგი

ღვთისგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ქრისტე მოგაგებს სასყიდელს. და რაც უფრო მეტს შრომობ ქრისტესთვის, მით უფრო თბილი და ნათელი ხდები. მაგრამ ჩვენ ვამბობთ: „ვიშრომოთ ქრისტესთვის?! კი არ გავგიჟებულვართ“. რა საშინელებაა! როდესაც არ სცნობ ქრისტეს უდიდეს მსხვერპლს - კაცთათვის გაღებულს. ქრისტემ ჯვარცმა დაითმინა, რათა ცოდვისაგან გამოვესყიდეთ, რათა ადამიანთა მთელი მოდგმა განეწმინდა. რა გააკეთა ჩვენთვის ქრისტემ და რას ვაკეთებთ ჩვენ მისთვის?..
ადამიანებს სურთ, სცოდონ და კეთილი ღმერთი ჰყავდეთ, ისეთი ღმერთი, რომელიც შეგვინდობს, ჩვენ კი ცოდვის ქმნას განვაგრძობთ. ანუ ჩვენ ვაკეთებდეთ ყველაფერს, რაც მოგვესურვება, ის კი გვპატიობდეს, გვპატიობდეს დაუსრულებლად. ჩვენ კი ჩვენ დუდუკზე ვუკრავდეთ. ადამიანებს არ სწამთ და ამიტომ გაუმაძღრობით ეწაფებიან ცოდვებს. აქედან, ე.ი. ურწმუნოებიდან იწყება ყოველგვარი ბოროტება. ადამიანებს არც იმქვეყნიური ცხოვრება სწამთ და ამიტომ ანგარიშს არაფერს უწევენ. გულს ტკენენ და ატყუებენ ერთმანეთს, ტოვებენ საკუთარ შვილებს... ისეთი ამბები ტრიალებს, რომ მათ საამბობლად ენა არ მოგიბრუნდება: არცთუ სახუმარო ცოდვები, ისეთი ცოდვები, რომ თვით წმიდა მამებსაც კი არ გაუთვალისწინებიათ დაწვრილებითად წმიდა კანონებში. როგორც უფალმა ბრძანა, სოდომისა და გომორის შესახებ: „ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია“ [5].
თუ ადამიანები არ შეინანებენ და ღმერთისკენ არ შემობრუნდებიან, მაშინ ისინი საუკუნო ცხოვრებას დაკარგავენ. ადამიანი უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, რომ ცხოვრების უღრმესი არსი შეიცნოს. ის გონს უნდა მოვიდეს, რომ საღვთო ნუგეში იგრძნოს. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი სულიერად გაიზარდოს და არა მხოლოდ თავს იკავებდეს ცოდვებისაგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Aug 2 2007, 02:45 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



[quote]მამა პაისი




მამა გაბრიელს ჰგავს ვიზუალურად, არა?

ბერი პაისი ათონელი (+1994წ.)
უსამართლობის დათმენის შესახებ
თუ ადამიანს უფლის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ჭეშმარიტი საგანძურია! ის, რაც ნაკურთხია, მყარად დგას და არ ინგრვა; ხოლო ის, რასაც კურთხევა არ აქვს, სუსტია და სწრაფად ეცემა. უსამართლობა უმძიმესი ცოდვაა. ნებისმიერ ცოდვას შეიძლება მოვუძებნოთ შემამსუბუქებელი გარემოებანი, მაგრამ არა უსამართლობას - იგი პირიქით, ღვთის რისხვას იხვეჭს. რაოდენ საშინელია ეს ყოველივე! ისინი, ვინც სხვებს უსამართლოდ ექცევიან, საკუთარი თავისთვის ამზადებენ ცეცხლს. ადამიანები ჩადიან რაიმე უსამართლობას და აი, კვდება მათი ახლობელი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, გააანალიზონ ამ ყოველივეს მიზეზი. განა ამდენი უსამართლობის ჩამდენ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ?! მათი ჩადენით ხომ ისინი ეშმაკს საკუთარი თავის ფლობის უფლებას აძლევენ. ამიტომაც სულ მალე მათ უბედურებები, ავადმყოფობები და სხვა ფათერაკები ეწყებათ და ვერ ხვდებიან რა ამ უბედურებების სულიერ მიზეზს, გთხოვენ ილოცო, რომ გამოჯანმრთელდნენ!

ფათერაკთა უმეტესობა უსამართლობიდან მომდინარეობს. მაგალითად, თუკი ადამიანები უსამართლობით იხვეჭენ სიმდიდრეს, მაშინ ისინი რამდენიმე წელი რძეში მოტივტივე ყველს ჰგვანან, მაგრამ შემდეგ მთელი ამ უსამართლობით მოხვეჭილს ექიმებსა და მკურნალობაზე ფლანგავენ. ფსალმუნში წერია: „შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ (36,16). ყველაფერი, რაც უსამართლოდ გროვდება, ქრება, ქარს მიაქვს. ავადმყოფობა, გაკოტრება თუ სხვა უბედურებანი ღვთისგან მოვლენილი გამოცდაა ასეთი ადამიანებისათვის. ეს ყოველივე კი სხვებს და არცთუ ისე ბევრს იშვიათად ემართება. ამიტომ ასეთ ადამიანებს ღვთისგან მიეზღვევათ და, საბოლოო ჯამში, მართალი იობის მსგავსად ისინი უფრო მდიდრები ხდებიან....

უსამართლო ადამიანი, და საერთოდ, ნებისმიერი, რომელიც სხვის წინაშე რაღაცაში დამნაშავეა და პატიება არ ითხოვა - საკუთარი სინდისიის ქენჯნით იტანჯება. ამას ემატება იმ ადამიანის გულისწყრომა, ვისაც მან აწყენინა. რადგან ის, ვისაც უსამართლოდ მოექცა, თუ არ შუნდობს თავის მაწყენარს და მუდამ იჩივლებს მასზე, მაშინ უკანასკნელი ძლიერ ტანჯვა-წვალებას განიცდის. ასეთ დროს უსამართლო ადამიანს აღარ შეუძლია ძილი, იგი ისე იგრძნობს თავს, თითქოს უზარმაზარი ტალღები ეხეთქება. გონებისათვის მიუწვდომელია, როგორ გრძნობს იგი მის მიერ განაწყნებულის გულისწყრომას. როდესაც ერთ ადამიანს უყვარს მეორე და, ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით, ფიქრობს მასზე, მაშინ ეს უკანასკნელიც გრძნობს მის სიყვარულს. დაახლოებით ამდაგვარი რამ ხდება განაწყენების შემთხვევაშიც. ოჰ, რაოდენ მტანჯველია, როდესაც განაწყენებულის აღშფოთება უსამართლო კაცს სულს უფორიაქებს! მაშინაც კი, როდესაც იგი სადღაც შორს იმყოფება - თუნდაც ავსტრალიაში, ან იტალიაში, თუკი ვინმეს სული მის გამო აღშფოთებულია, მაშინ იგი სიმშვიდეს ვერ პოულობს.

- მაგრამ თუკი ეს ადამიანი უგრძნობია?

- განა უგრძნობი ადამიანები არ იტანჯებიან?! იტანჯებიან, მაგრამ ისინი სხვადასხვა გასართობებით იტყუებენ თავს, რათა დავიწყებას მიეცნენ. ხდება ასეც: უსამართლოდ განაწყენებულმა შეუნდო დამნაშავეს, მაგრამ მის გულში კვლავ დარჩა მციროდენი გულისტკივილი. მაშინ, თავად ისიც, გარკვეულწილად, იტანჯება. თუმცა, რა თქმა უნდა, მის გულისწყრომაში დამნაშავე კიდევ უფრო მეტად იტანჯება. თუმცაღა, თუკი ის, ვინც დამნაშავეა, შენდობას ითხოვს და უსამართლოდ განაწყენებული მას არ აპატიებს, მაშინ ტანჯვას ეს უკანასკნელი იწყებს. არ არსებობს კოცონი, რომელიც უფრო მეტად წვავს, ვიდრე სულის შინაგანი ცეცხლი, რომელიც სინდისის ქენჯნისგან იბადება. ასეთ ადამიანს სინდისი უკვე ამ ცხოვრებაში ტანჯავს, მას განუწყვეტლივ ღრღნის შინაგანი ჭია. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში „დაუ- ძინებელი ჭია� კიდევ უფრო მეტად დაღრღნის მის სინდისს, თუკი ამ ცხოვრებაში არ შეინანებს და არ დაუბრუნებს თავის ახლობლებს იმას, რაც მათ უსამართლოდ წაართვა...

- მამაო, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან?

- როგორ უნდა მოვექცეთ მათ? როგორც ჩვენს უდიდეს კეთილისმყოფელს, რომელიც ჩვენს სახელზე საუფლო საგანძურში შენატანს აკეთებს. ასეთი ადამიანი საუკუნოდ გვამდიდრებს. განა ეს ცოტაა? განა ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც კეთილისგვიყოფს ჩვენ, განა არ გამოვხატავთ მათდამი ჩვენს მადლიერებას?! სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს და მადლიერნი ვიყოთ იმისა, ვინც უსამართლოდ გვექცევა, რადგან იგი ჩვენი მარადიულობისათვის კეთილისმყოფელია. როგორც უსამართლო ადამიანები არიან საუკუნო გამართლებას ჩამოცილებულნი, ასევე ის, ვინც სიხარულით დაითმენს უსამარ- თლობას, მიიღებს მარადიულ გამართლებას.

ერთი ღვთივსათნო, ოჯახის უფროსი ადამიანი თავის სამსახურში უამრავ უსამართლობას ითმენდა. მაგრამ მას ჰქონდა მრავალი სიკეთე და ყველა უსამართლობას უდრტვინველად იტანდა. ერთხელ იგი ათონზე ჩამოვიდა, ჩემთან მოვიდა, მიამბო თავისი საცდურების შესახებ და მკითხა: „რას მირჩევთ, რა გავაკეთო?“ - განაგრძე, როგორც დაიწყე, - ვუპასუხე მე, - გქონდეს ღვთის სამართლიანობისა და ღვთის კეთილად მიგების იმედი და დაითმინე. უფალს არაფერი ეკარგება. ასეთი ქმედებით შენ ღვთიურ საგანძურში სიმდიდრე შეგაქვს. ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შენ იმ გამოცდების სამაგიეროს მიიღებ, რომლებიც უხვად დაგეყარა თავს. მაგრამ, ამას გარდა, ისიც იცოდე, რომ მოწყალე უფალი უსამართლოდ განაწყენებულ ადამიანს უკვე ამ ცხოვრებაშიც მიაგებს სამაგიეროს - თუნდაც არა პირადად მას, მაგრამ მის შვილებს, - აუცილებლად. უფალი ფიქრობს, ზრუნავს თავის ქმნილებაზე, მან კარგად უწყის, რა უნდა მიაგოს მას.

თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება - უფალი ყველაფრს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება. მოთმინება, რომელშიც არ იქნება მხოლოდ გონებრივი განსჯა. რახან უფალი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს აკვირდება, მაშინ ადამიანმა ბოლომდე უნდა მიანდოს მას თავი. შეხედე იოსებს - ის ხომ დუმდა, როცა ძმები მონობისთვის ყიდდნენ. მას შეეძლო ეთქვა: „მე მათი ძმა ვარ“. მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ, შემდეგ უფალმა თქვა თავისი სიტყვა და მეფე გახადა იგი. ხოლო თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მაშინ მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა - მას უნდა, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თავად აწყობს. ისე, რომ ის იყოს კარგად. მაგრამ, ბუნებრივია, იგი ვერც სიმშვიდეს პოულობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას არ სურს.

თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში დაითმენს კაცთაგან, ან ეშმაკთაგან მოვლენილ უსამართლობას, მაშინ უფალი მის გამო აღარ ნერვიულობს, რადგან ასეთი ადამიანის სული სარგებელს იღებს. თუმცაღა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვიღაც უსამართლოდ გვექცევა, მაშინ, როცა სინამდვილეში, ჩვენ თავად ვართ უსამართლონი სხვების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყურადღება გვმართებს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი.

თარგმნა თამარ ასათიანმა







orthodoxy@wanex.net
2003


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Oct 5 2009, 02:53 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



მამა პაისის შესახე რა კარგი თემა აღმოვაჩინე აქ smile.gif
სასიამოვნოა ძალიან
ახლა შევუდგები მის წაკითხვას,დარწმუნებული ვარ ნამდვილი საუნჯეა აქ თავმოყრილი,რასაც გადავხედე,ძალიან სასარგებლოა.
წავიკითხავ და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია,მასზე გავამახვილებ ყურადღებას smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 7 2009, 12:05 PM
პოსტი #26


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



თარგმნა თამარ ასათიანმა







orthodoxy@wanex.net
2003









































ჰეჰ, არადა ზოგიერთები ამტკიცებდნენ, ცქნაფო მამა პაისის შეურაცხყოფოს, მოძღვრებთანც კი მიჰქონდათ ენები biggrin.gif

წიგნები იკითხეთ, წიგნები, ვინ აკეთებს იმ წიგნებს, იქნებ მიხვდეთ tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 7 2009, 03:06 PM
პოსტი #27


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



თამარი_ცქნაფო
ციტატა
წიგნები იკითხეთ


წიგნის კიტხვა ცოდვაა, თარჯიმანი - მცოდველი tongue.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 7 2009, 03:22 PM
პოსტი #28


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მამა პაისის წიგნი წავიკითხე ეხლა ხანს, ძალიან სასარგებლო ა smile.gif
საერთოდ, როდესაც ჩვენი თანამედეროვე მამების წიგნებს ან ცხოვრებას ვკითხულობ, რაღაცნაირად სხვა განცდაა smile.gif როდესაც XX საუკუნეშიც არსებობენ ასეთი ადამიანები wub.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Oct 7 2009, 05:55 PM
პოსტი #29


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



თამარი_ცქნაფო
მთარგმნელი ხარ? მოკლედ მაგ წიგნზე წააწერე, დიდი სიყვარულით მიშა სონღულაშვილს თამარა მთარგმნელისაგანო და მაჩუქე... ყველაფერი მე გასწავლოთ? ჩემი თარგმანები რომ გამოიცემა ორ-ორ ეგზემპლარს გაჩუქებ სანაცვლოდ... პ.ს. ნუ დამიწყებ არ მაქვსო და ა.შ. თუ არ გაქვს იყიდე tongue.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 7 2009, 05:58 PM
პოსტი #30


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Misha Songulashvili @ Oct 7 2009, 06:55 PM) *

თამარი_ცქნაფო
მთარგმნელი ხარ? მოკლედ მაგ წიგნზე წააწერე, დიდი სიყვარულით მიშა სონღულაშვილს თამარა მთარგმნელისაგანო და მაჩუქე... ყველაფერი მე გასწავლოთ? ჩემი თარგმანები რომ გამოიცემა ორ-ორ ეგზემპლარს გაჩუქებ სანაცვლოდ... პ.ს. ნუ დამიწყებ არ მაქვსო და ა.შ. თუ არ გაქვს იყიდე tongue.gif

მეორე ტომის გარკვეული ნაწილის და ცალკეული სტატიების სხვადასხვა ტომიდან... ოღონდ არ ვთვლი, რომ კარგად ვიმუშავე, ამ გადმოსახედიდან ბევრად უკეთ შეიძლებოდა ...

:გაწითლება სმაილი:


პ.ს. მართლა არ მაქვს biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 7 2009, 06:00 PM
პოსტი #31


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



თამარი_ცქნაფო
ცქნაფ მამა პაისის წიგნზე საუბრობთ? smile.gif
რუსულიდან თუ ბერძნულიდან? rolleyes.gif smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 7 2009, 06:05 PM
პოსტი #32


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ნანინა @ Oct 7 2009, 07:00 PM) *

თამარი_ცქნაფო
ცქნაფ მამა პაისის წიგნზე საუბრობთ? smile.gif
რუსულიდან თუ ბერძნულიდან? rolleyes.gif smile.gif

რუსულიდან, სად გვაქვს ბერძნულად აქ sad.gif უჰ,, კაი 6-7 წლის წინ იყო ეს

b-a-r-b-a-r-e
ჰოდა, შენც რას ნერვიულობ, გაიღიმე რა smile.gif



ჰოო, მამ პაისის წიგნებს რაც შეეხება. ბოლო დროს ბევრი კარგი წიგნი გამოვიდა, დედათა მონასტერში თარმნიან, როგორც ვიცი smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 9 2009, 04:52 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(Misha Songulashvili @ Oct 7 2009, 05:55 PM) *

თამარი_ცქნაფო
მთარგმნელი ხარ? მოკლედ მაგ წიგნზე წააწერე, დიდი სიყვარულით მიშა სონღულაშვილს თამარა მთარგმნელისაგანო და მაჩუქე... ყველაფერი მე გასწავლოთ? ჩემი თარგმანები რომ გამოიცემა ორ-ორ ეგზემპლარს გაჩუქებ სანაცვლოდ... პ.ს. ნუ დამიწყებ არ მაქვსო და ა.შ. თუ არ გაქვს იყიდე tongue.gif

მიშა..
მაინტერესებს შენ რა თარგმნე biggrin.gif
მიბოძე ინფო kiss1.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Nov 11 2009, 06:04 PM
პოსტი #34


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



როგორ მიყვარს მამა პაისიიიsmile.gif სულს მითბობს რააა

მამა პაისის წიგნები მაქვს(სიტყვები) 1,3,4,5 - მეორე ვერსად ვერ ვიშოვე თუ არ გამოსულა ვერ გავარკვიე გადავაქოთე მთელი მაღაძიები მარა არაააsad.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Nov 12 2009, 10:09 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ღმერთისგან განშორებული ადამიანი ჯოჯოხეთის ტანჯვას განიცდის

არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია, სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს. ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი - არა, ის შინაგანად იტანჯება. ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ღმერთთან. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს. იესო ტკბილისაგან განშორებული ცხოვრებით ჩვენ უმწარეს ფიალას ვიგემებთ. როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სიტკბოს და სამოთხისეულ სიხარულს გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი ყოველდღიურად უფრო აღმატებულისკენ მიდის. მას უჩნდება კითხვა „ნუთუ სამოთხეში ჩემს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე?“ ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს, რომ არანაირი საქმის კეთება არ შეუძლია. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოსაგან მისი ფეხები სანთლებივით იდრიკებიან მუხლებში. გული ლამის გასკდეს, სიხარულისაგან თრთის, სურს, რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს - რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს არარადღირებულ წვრილმანებად მიუჩნევია.

თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშორებინა ღვთისთვის, რომ მათ კერპების თაყვანისცემა დაიწეეს და ამ კერპებს თავიანთ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. რა საშინელებაა ეს! ან ეს ეშმაკები საიდან შეკრებენ ხოლმე მათ... ამდენ „ღმერთს“?! „ღმერთი“ ჰამოსი! [3] ამ ერთი სახელის მოსმენაც კმარა! ერთის მხრივ, სხვებზე მეტად თვით ეშმაკი იტანჯება - ის ხომ ღმერთის სიყვარულს ყველაზე უფრო დაშორდა. მაგრამ თუ სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური სატანჯველი იწყება, რა ეწინააღმდეგება სიყვარულს? ბოროტება. ხოლო ბოროტება და ტანჯვა ეს ერთი და იგივეა.

ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს, მაშინ, როდესაც - იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. მაგრამ თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქეს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსაობით არ არის განწყობილი, მაშინ ის ცოტაც წაერთმევა, რაც აქვს. თანამედროვე ადამიანებში საღვთო მადლის ნაკლებობაა, რადგან ცოდვებით მადლის იმ ნამცეცებსაც კარგავენ ხოლმე, რასაც ფლობენ [4]. ხოლო როდესაც მადლი ტოვებს ადამიანს, მას მთელი გაშმაგებით ესხმიან თავს ეშმაკები.

იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად განეშორებიან ადამიანები ღმერთს, ისინი მრავალ იმედგაცრუებას იტანენ ცხოვრებაში. რამდენადაც კაცი ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს, იმდენად - ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში - იგი სამოთხისეული ნეტარების სიტკბოებას იგემებს ხოლმე. ჩვენ ან უკვე აქვე ნაწილობრივ შევიგრძნობთ სამოთხის სიხარულს და სამოთხისკენ აქედანვე გავემართებით, ან უკვე აქვე ჯოჯოხეთურ ტკივილებს განვიცდით და - ღმერთო დაგვიფარე - ჯოჯოხეთში მოვხვდებით. სამოთხე ეს იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი - რაც ბოროტება. სიკეთის კეთებისას ადამიანი სიხარულს გრძნობს, ცოდვის ქმნისას - იტანჯება. რაც მეტ სიკეთეს იქმს კაცი, მით მეტად ხარობს, რაც მეტ ბოროტებას აღასრულებს იგი, მით უფრო ძლიერად იტანჯება მისი სული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 15 2011, 11:06 AM
პოსტი #36


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მამა პაისი, სულს მალამოსავით ხვდება და ფიქრის ხასიათზე მაყენებს...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 15 2011, 02:43 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



წვლილს მეც შევიტან ამ თემაში და მის სურათებს დავდებ, რომლებიც იმედია უახლოეს მომავალში ხატებად იქცევაsmile.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aamirani
პოსტი Jan 16 2012, 11:29 AM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924



ბერი პაისი ათონელი

წმიდა არსენ კაბადოკიელი



წმიდა არსენის (ჰაჯიეფენდის) ცხოვრება

http://martlmadidebloba.ge/tsmindanebi30.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 03:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი