IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
ქავთარაძე
პოსტი Feb 27 2007, 12:45 AM
პოსტი #21


დაურეგისტრირებელი









დათიკო
შენ ჩემო ძმაო კანუდოსას ჩაენაცვლე ხო? biggrin.gif ყოჩაღ დათი მაგარი ხარ,
ხო ზემოთ შენს მიერ დაწერილ ტექსტებს ხვალე რო საღ გონებაზე გავიღვიძებ წავიკითხავ smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 12:50 AM
პოსტი #22


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ქავთარაძე
ციტატა
შენ ჩემო ძმაო კანუდოსას ჩაენაცვლე ხო?

ეჰ, კანუდსელს ვერავინ შეცვლის. თავად დიდი კაიროსიც კი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 27 2007, 12:57 AM
პოსტი #23


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახას უყვარს ციტატები წმინდა წერილიდან და მოვუყვან რამდენიმეს კომენტარის გარეშე:

ტაძრის თაყვანისცემაზე:

შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.

ადამიანების თაყვანისცემაზე:

აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის.
განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას.
და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

კითხვა მაქვს: იაკობი, დავითი, მოსე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? თუ ადამიანებს აღმერთებდნენ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 27 2007, 12:58 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უბრალოდ ისე რომ ვთქვათ რატომ უნდა ვიფიქრო რომ ხატების თაყვანისცემა,წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემა არასწორია როცა ეს დადგენილია ადრეულ საუკუნეებშივე მოციქულების,წმინდა მამების,მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ განა იმათ ჩვენზე ცუდად იცოდნენ წმინდა წერილი ან ჩვენ უფრო კარგად ვაზროვნებთ და ვხედავთ ჭეშმარიტებას ვიდრე ისენი ან რამდენი ათასი ეწამა იმის გამო რომ მათ უარი თქვეს რომ ხატებისთვის მიეყენებინათ შეურაწყოფა იმ ხატმებრძოლების დროს არიოზის და სხვა მწვალებლების დროს ქრისტიანებს რომ დევნიდნენ ან სულაც ის 100 000 ქართველი.ანდა ისაც რომ ავიღოთ რამდენი სასწაული აღესრულებოდა როცა ადამიანი რწმენით თაყვანს ცემდა ხატებს ან წმინდანთა ნაწილებს ანდა ანდრია მოციქული რომ შემოვიდა საქართველოში თან დედაღვთისმშობლის ხატი რომ ჰქონდა და რა სასწაულები მოახდინა ამ ხატმა(ქართლის ცხოვრებაში წერია წაიკითხეთ)ანდა დრესდღეობითაც რამდენი სასწაულმოქმედი ხატი არსებობს ანდა რა გასაოცარია ივერიის ღვთისმშობლის ხატის "მეკარე"ისტორია ანდა სხვა ხატებზე.ანდა იმ დიდ წმინდანთა ნაწილებიდან არ აღესრულებოდა დიდი სასწაულები საუკუნეეების მანძილზე რომელი ერთი ვთქვა და ამით უფალი გამოაჩენდა რომ ეს ადამიანი წმინდანია.მოკლედ რამდენი ერთი ვთქვა ალბათ ეს ფორუმი არ მეყოფა.ჩვენ ხომ უგუნური კერპთაყვანისცემლები არა ვართ ხესა და საღებავს ვცემდეტ თაყვანს.
ამ საკითხებზე საუბრისას სიფრთხილით ვისაუბროთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 27 2007, 01:01 AM
პოსტი #25


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დათიკო @ Feb 27 2007, 12:50 AM) *

ქავთარაძე

ეჰ, კანუდსელს ვერავინ შეცვლის. თავად დიდი კაიროსიც კი biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგარი ფრაზაა, პირდაპირ ფრთიანი!
მართალი ხარ! smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 01:02 AM
პოსტი #26


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ეს ტექსტი რაც შენ დადე ძალიან დაბალი დონისაა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ თავად შენც ხვდები რომ ის ძალზედ პრიმიტიულადაა დაწერილი. მე უფრო მეტად შენი საკუთარი აზრი მიმაჩნია კომპეტენტურად, ვიდრე ამ კაცის სტატია. შენ იმას წერ გულახდილად დრასაც გრძნობ, რისიც გწამს. ეს კაცი კი წინააღმდეგობებითაა აღსავსე, ის კი არ გრძნობს, არამედ "იცის". ქრისტიანული ისტორიის მისებური ხედვაა. ეს მისი ნებაა და მას ამის უფლება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ნაშრომი არ გამოგვადგება დიალოგის საფუძვლად. სწორედ ამიტომაც დიალოგი დაიწყო მხოლოდ შენი მოსაზრებებიდან გამომდიანრე და არა ამ ტექსტზე დაყრდნობით.
ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამ წუთას ვსაუბრობთ გულახდილად. ზედმეტი ვენებათაღელვის, ცინიზმისა და აგრესიის გარესე. ასევე შევძლებთ გაგრძელებას, თუ ამ კაცის უკიდურესად სუბიექტურ ნაშრომს არ მოვიშველიებთ საუბრის ათვლის წერტილად. ის არ ღირს იმად რომ ჩვენ მისი გარჩევა დავიწყოთ. გაცილებით საინტერესოა თავად ჩვენი პირადი რწმენა და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაეყრდნობა მხოლოდ პირველწყაროს - წმინდა წერილს, საერთო ავტორიტეტულ წყაროებს და საკუთარ სულიერ გამოცდილებას.
ღმერთი ჩვენსკენ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 27 2007, 07:08 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მარიამი
ციტატა
ადამიანების თაყვანისცემაზე:

აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის.
განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას.
და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

კითხვა მაქვს: იაკობი, დავითი, მოსე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? თუ ადამიანებს აღმერთებდნენ?

მე კიდევ დავამატებდი:

''შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თ ა ყ ვ ა ნ ი ს ც ე ს'' [4მეფ. 2. 15]

''გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დ ა ე ც ა მ ი ს წ ი ნ ა შ ე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია? [3მეფ.18. 7]

''მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თ ა ყ ვ ა ნ ი ს ც ა'' [1მეფ. 28. 14]


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 27 2007, 07:49 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



გლახა
ციტატა
ლოცვა გარდაცვლილებისათვის

~ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა~ (ებრ.9:27)

გარდაცვლილთა სულებისათვის ლოცვის იდეა თავიდან ეკლესიაში მეეექვსე საუკუნეში გაჩნდა და უკვე მეშვიდე საუკუნეში მიიღო დოგმატის ფორმა. აზრი ასეთი ლოცვის შესახებ ღიად განცხადებული იქნა პაპი გრიგოლი დიდის პირით. მან მთელი წიგნი დაწერა ამის შესახებ, რომელიც შეიცავდა მიამიტურ ხანდახან კი სულელურ ამბებს, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდა არც წმიდა წეიოლთან და არც ქრისტიანობასთან.
დოგმატი ლოცვაზე გარდაცვლილთათვის პრაქტიკაში დაინერგა მხოლოდ პაპ იოანე XVIII-ს დროს, 978 წელს. ამ დოგმატთან დაკვაშირებული მკვდრების დღესასწაული (Fეტე დეს Mორტს), დადგინდა 1011 წელს. ხუთასი წლის შემდეგ, ტრიდენის კრებამ ეს წესი სავალდებულოდ გახადა დასავლეთის ყველა ეკლესიისათვის.
გარდაცვლილთათვის ლოცვის აღვლენა და შუამდგომლობა მათთვის ვითარდებოდა (Pურგატოირე)-ს ~განსაწმედელის~ მოძღვრებასთან ერთად. განსაწმედელში, დასავლეთის ეკლესიის მოძღვრების თანახმად, გამოუკლებლად ყველა სული ხვდება, რომლებიც თანდათანობით იწმიდებიან ღვთისაგან დადგენილი დროის განმავლობაში და ემზადებიან ცათა სასუფეველში შესასვლელად. ~განსაწმედელის~ არსებობაზე წმიდა წერილი არაფერს ამბობს. განსაწმედელი არ არის მოხსენიებული არც ძველ და არც ახალ აღთქმაში, არც მოციქულებთან და არც ეკლესიის მამებთან.პირველი ოთხი ასწლეულის ჭეშმრიტმა ქრისტიანებმა არ იცოდნენ ხსნის სხვა გზა, გარდა უფლის გზისა _ რწმენით გამართლებისა იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით, რომელიც მან იტვირთა მთელი მსოფლიოს დანაშაულისათვის და ყველა დროში შემძლესათვის გადაერჩინა ~თითოეული, მასთან მისული~.

გარდაცვლილებზე ზრუნვისა და მათზე ფიქრის მიზეზს გვაძლევს რწმენა იმისა, რომ უფლის წინაშე სიკვდილის შემდეგ მათი სულები ცოცხლები არიან, რასაც ადასტურებს წმიდა წერილი: ''ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან ყველა ცოცხალია მისთვის [ლუკ. 20. 38]
იაკობ მოციქული გვასწავლის: ''ილოცეთ ერთურთის გამო'' [იაკ. 5. 16], ამიტომ სიყვარულის გამო მათთვის ჩვენც ვლოცულობთ. სიყვარული კი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, უსაზღვრო და მარადიულია [1კორ, 13.8].

წმიდა წერილში მრავალი მაგალითია იმისა, რომ ღვთის ეკლესია მიცვალებულთათვის ლოცულობდა.
ბარუქ წინასწარმეტყველი ლოცულობდა: უფალო, ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს'' [ბარ. 3. 5]
მიცვალებულთათვის ლოცვის აუცილებლობა კიდევ უფრო ნათლადაა წარმოჩენილი მაკაბელთა წიგნში
''ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას (მაკაბელს), ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას. იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვლილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად'' [2 მაკ. 12. 44-45]
''გაუყავი შენი პური ღარიბ-ღატაკთ და მოსასხამი შიშველ-ტიტველთ, ყველაფერი, თუ რამ ზედმეტი გაქვს, გაეცი სამადლოდ და ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გასცემ, მიმოაბნიე შენი პური მართალთა საფლავზე და ნურას გასცემ ცოდვილთათვის'' [ტობ. 4. 16-17]
''მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალსა, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ. ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე'' [ზირ. 7. 33-34]

თუკი, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა თქმით, შეიძლებოდა ''პურთა მიმობნევა მართალთა საფლავზე'' და მიცვალებულთა სახელზე მოწყალების გაცემა, ჩვენ მით უფრო გვმართებს მათი სულის საოხად ლოცვა. ამიტომ ჩვენც ვალდებულნი ვართ ვილოცოთ მათი სულებისთვის


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 10:28 AM
პოსტი #29


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო
ციტატა
სულიწმინდის ტაძრად უნდა გახდე


საღვთო წერილი ამბობს რომ ტქვენ ხართ ტაძრები სული წმიდისა-ო. რა თქმა უნდა აქ მორწმუნეებს ეუბნება.
მე გეკითხები ხარ თუ არა შენ ახლა სულიწმიდის ტაძარი?

დათიკო
ციტატა
დიახ თაყვანს ვცემთ. სხვაგვარად როგორ მივაგოთ პატივი, ის რაც წმინდაა ჩვენთვის?

კი ბატონო თავისუფალი ნება აქვს ადამიანს და იმას სცემს ტაყვანს რასაც უნდა, მაგრამ : სწორს შვრება ტუ არა საკითხავი აი ეს არის.

ციტატა
შენ გამორიცხავ წმინდა ნაწილების ნმიერ მოხდენილ სასწაულებს?

მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ როდესაც მიცვალებულ ადამიანს მიწას არ აბარებენ, ისინი არღვევენ უფლის დადგენილებას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 10:50 AM
პოსტი #30


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
გლახას უყვარს ციტატები წმინდა წერილიდან და მოვუყვან რამდენიმეს კომენტარის გარეშე:

ვა რა კარგად იცის ეს მარიამმა smile.gif
ციტატა
შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.

ციტატა
აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის.
განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას.
და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა.

კითხვა მაქვს: იაკობი, დავითი, მოსე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? თუ ადამიანებს აღმერთებდნენ?


დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში თაყვანისცემა გაღმერთებად არ არის მიჩნეული. სამწუხაროდ ჩვენში ადამიანებს ღვთის მსგავსად აღმერთებენ. და სენს მოყვანილ ციტატებში შემოგევლე, არცერტ პიროვნებას არ სთხოვენ ამა თუ იმ საკითხზე შუამდგომლობას.

დათიკო

რა თქმა უნდა მე ამ კაცის ნაწერებს არ ვეყრდნობი, და ის რასაც ვფიქრობ არავისთვის არ არის დაფარული ამ ფორუმზე. მაგრამ მე არა მგონია ის რასაც ეს ადამიანი წერს ყველაფერი "მონაჩმახი" იყოს. ამიტომაც მინდა რომ აქ საუბარი იყოს გულწრფელი, აგრესიის გარეშე ..და მგონია ასეც არის....აგრესიონერებმა თავ კონტროლი გაუწიონ.. wink.gif
ალექსანდრე
ლუკა 20 :38 მკვდართა აღდგომას ეხება, და ჩვენ ყველამ ვიცით რომ ადამიანს აქვს სული და ფიზიკურად სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სიცოცხლეს განაგრძობს რა ტქმა უნდა, მაგრამ აქ არ წერია, რომ ამ გარდაცვლილთა სულებს სეწევნა უნდა ვთხოვოთო..

იაკობი 5.. ეს თავი ჩემო ალექსანდრე ეხება ფიზიკურად ცოცხალ ადამიანებს და აქ ერთი მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ გარდაცვლილებმა და ჩვენ ერთმანეთზე ვილოცოთ...
ბარუქ 3:5 აქ ის წერია, რომ მათი ცოდვების გამო ნუ დაგვსჯიო ..და ეს ძალიან მარტივად გასაგებია
ახლა მაკაბელებს რაც შეეხება. ისე მაინც სეგახსენებ რომ ეს წერილიც და ბარუქიც არაკანონიკურ წიგნთა კატეგორიას მიეკუთნება...მაშინ ჩემო ალექსანდრე ცოდვის გამოსასყიდად ცოცხალ ადამიანებსაც კი პირუტყვი ან ფრინველი მოჰყავდათ. რა სენ იმას ხომ არ ფიქრობ, რომ საკლავების შეწირვაა საჭირო ცოდვათა მისატევებლად...

მე ვთვლი რომ არანაირად არ არის საჭირო, მიცვალებულთათვის რაიმეს თხოვნა, რადგანაც ამ შემთხვევასი კნინდება მაცხოვარ იესო ქრისტეს ღვაწლი, მისი ჯვარცმა და წამება, რამეთუ ჩვენ ამისი ქმნით შეუგნებლად თუ შეგნებულად ვამბობთ რომ ქრისტეს მსხვერპლი არ კმარა, და ამიტომ კიდევ სხვა ადამიანებსაც უნდა ვთხოვოთ შემწეობა და შუამდგომლობა...

ამას ჰქვია ქრისტეს + რაღაცა/ან ვიღაცა...რაც არასწორად მიმაჩნია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 27 2007, 11:25 AM
პოსტი #31


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში თაყვანისცემა გაღმერთებად არ არის მიჩნეული. სამწუხაროდ ჩვენში ადამიანებს ღვთის მსგავსად აღმერთებენ.

ე.ი. შევთანხმდით, რომ თუ არ გააღმერთებ, მაშინ თაყვანისცემა შეიძლება. ძალიან კარგი smile.gif არავინ არ აღმერთებს არც ხატებს, არც წმინდანებს და არც წმინდა ნაწილებს. შეიძლება ცალკეული გადახრები არსებობდეს კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მართლმადიდებლური სწავლება, უფრო სწორად ამ სწავლების საწინააღმდეგოა.
ერთი საკითხი მოგვარდა.
შუამდგომლობაზე მერე დავწერ, ახლა არ მცალია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 11:55 AM
პოსტი #32


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
ე.ი. შევთანხმდით, რომ თუ არ გააღმერთებ, მაშინ თაყვანისცემა შეიძლება.
მე ვფიქრობ რომ გაღმერთება ადამიანისა არ შეიძლება, ისე კი თვითონ ადამიანი უნდა ისწრაფოდეს განღმრთობისაკენ wink.gif

მე მინდა უბრალოდ რამდენიმე ადგილი მოვიყვანო საღვთო წერილიდან იმის წარმოსაჩენად, რომ შესაძლოა ჩვენ გვერევა ადამიანისადმი პატივისცემა და თაყვანისცემა. უბრალოდ მუხლებას დავწერ უკომენტაროდ:


როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც კაცი ვარ."
საქმე მოციქულთა 10:25-26

დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია
გამოცხადება იოანესი 19:10

ბარნაბამ და პავლემ როდესაც დავრდომილი განკურნეს, ხალხმა მათთვის მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა, ხარებისა და გვირგვინების სახით რადგან ღმერთები ეგონათ ისინი ხოლო მათი რექცია:

ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს:
კაცნო ამას რას ჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ....
საქმე მოციქულთა 14:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 12:19 PM
პოსტი #33


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ

თაყვანი არ სცე მათ და არ ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამატა ცოდვას შვილებს მოვკითხავ...
გამოსვლა 20: 4-5 (მესამე მცნება)

განვედ სატანავ, ვინაიდან დაწერილია:'უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მას ემსახურე."
მათეს სახარება 4:10
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 27 2007, 12:30 PM
პოსტი #34


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
დაუკვირდი შენ მიერ მოყვანილ ციტატებს. იქ თაყვანისმცემლები როგორც წესი წარმართები არიან, და სწორედ იმიტომ, რომ წმიდანს თაყვანს-ვცემთ არა როგორც ღმერთს (ნუ იყოფინ!) არამედ როგორც საღმრთო მადლის გამტარებელს, ამიტომ უშლიდნენ მათდამი თაყვანისცემას

ცხადია, პავლე მოციქული დაუშლიდა ბერძნებს, იმიტომ რომ ისინი მას თაყვანს-ცემდნენ არა როგორც მოციქულს, არამედ როგორც ღმერთს!!

ხოლო მარიამის მიერ მოყვანილ ციტატებში, თაყვანისმცემელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარია, ამიტომ მის მიერ შესრულებული ეს ქმედება არ იწვევს გაორებას, რადგან ისინი თაყვანს-ცემენ წმიდას, როგორც უფლის მადლის გამტარებელს და არა როგორც ღმერთს

აი, მე რას გეკითხები:
როდესაც ვკითხულობთ "თაყვანი ვცე ტაძარსა წმიდასა შენსა", შენ როგორ წარმოიდგენ, რას უნდა ვცეთ თაყვანი? ლოდს? რკინა-ბეტონის მონოლითს??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 12:32 PM
პოსტი #35


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი- კაცი ქრისტე იესო

1 ტიმოთე 2:5

კანონისტი
ციტატა
დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია
გამოცხადება იოანესი 19:10


კარგი..
კითხვას კითხვით გიპასუხებ...აქაც წარმართებზეა საუბარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 27 2007, 12:35 PM
პოსტი #36


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ

სამოთხეში უფალს ადიდებენ წმიდანნი, მათ იქ ერთმანეთის თაყვანის-ცემა არ ჭირდებათ, რადგან არც მადლის გამტარებლობა სჭირდებათ, ისინი უფალს ჭვრეტენ პირდაპირ და მის მადლში მყოფობენ. შეიძლება ამიტომ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 12:47 PM
პოსტი #37


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
შეიძლება ამიტომ


კაი აღარ გამოგედევნები wink.gif

კანონისტი
ციტატა
მათ იქ ერთმანეთის თაყვანის-ცემა არ ჭირდებათ


აუ რაღაც ძაან ცუდად ჟღერს ეს ფრაზა...sad.gif
რა ერთმანეთის თაყვანისცემა კაცო?
ისე მნატესა და დავითას უყვართ ერთმანეთის თაყვანისცემა ... rolleyes.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 01:09 PM
პოსტი #38


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
მათ იქ ერთმანეთის თაყვანის-ცემა არ ჭირდებათ


და აქ რატომ სჭირდებათ? unsure.gif unsure.gif unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 27 2007, 01:15 PM
პოსტი #39


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
მე ვფიქრობ რომ გაღმერთება ადამიანისა არ შეიძლება, ისე კი თვითონ ადამიანი უნდა ისწრაფოდეს განღმრთობისაკენ

ვინმე სხვანაირად ფიქრობს? გამაცანით ეგეთი laugh.gif laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 01:31 PM
პოსტი #40


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
ვინმე სხვანაირად ფიქრობს? გამაცანით ეგეთი

ალბათ ფიქრობენ...
ახლა შენ რომ განღმრთობისკენ ისწრაფვი, მე უნდა გეთაყვანო? rolleyes.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი