IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

51 გვერდი V « < 48 49 50 51 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ნაციონალური ცეკვა
ვეშაპო
პოსტი Nov 30 2007, 10:57 PM
პოსტი #981


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ამ თემაში ფოლკლორზე მატო მე ვლაპარაკობ დანარჩენი ბალეტს და ტანვარჯიშს აწვებით.
რეიზა უნდა მივაჭიკარტო ფოლკლორის განყოფილებაში ბალეტი და ტანვარჯიში? IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Nov 30 2007, 11:18 PM
პოსტი #982


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თუ გაქვთ ვინმეს ხორუმი ვიდეო ჩანაწერი იქნებ დადოთრააა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Nov 30 2007, 11:30 PM
პოსტი #983


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(G A B O @ Nov 30 2007, 11:18 PM) *

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თუ გაქვთ ვინმეს ხორუმი ვიდეო ჩანაწერი იქნებ დადოთრააა

ვეშაპოს ჯილების ხორუმი გინდა თუ ჩვენი? biggrin.gif tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Nov 30 2007, 11:43 PM
პოსტი #984


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



გიოოო სამწუხაროდ ხორუმი არ მქონია ცალკე, ეხლა ვნახე sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 18 2007, 02:30 PM
პოსტი #985


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ე. გარაყანიძეს "მთიების" მთავაერი პრინციპების ჩამონათვალში უწერია ასეთი რამე: "ცეკვა - მხოლოდ იმ დონეზე, რა დონეზეც მას გლეხები ასრულებენ. მუხლებზე ვარდნა, ტრიალები და აკრობატული ნახტომები - ეს უკვე სპორტია"
ახლანდელ ტელევიზორთან ჯდომით და ბირჟაზე დგომით გაზულუქებულ გლეხს თუ ვიგულისხმებთ, მართალია. მაგრამ ადრინდელი ქართველი კაცი, რომლისთვისაც 2-3 თურქის ჩაბასტურმება მსუბუქი ფიზკულტურა იყო (თან მაშინდელ თურქსაც ბავშვობიდან ხმალი ეჭირა ხელში), ბევრ დღევანდელ სპორცმენს ჩაისვამდა ჯიბეში. სამხედრო წვრთნა თუ საბავშვო თამაშობები (ლახტი და რამე) პატარობიდანვე მისი ცოვრების ნაწილი იყო, ამიტომ რთული ილეთების შესრულება მისთვის არ იქნებოდა ალბათ დიდი პრობლემა.
იმას კი არ ვამბობ, სუხიშვილებს მიბაძოს ყველამ, ნუ იყოფინ!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Dec 24 2007, 05:25 PM
პოსტი #986


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



M.M.
ციტატა
"ცეკვა - მხოლოდ იმ დონეზე, რა დონეზეც მას გლეხები ასრულებენ. მუხლებზე ვარდნა, ტრიალები და აკრობატული ნახტომები - ეს უკვე სპორტია"

thumbs.gif მართალი ხარ!


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 25 2007, 11:32 AM
პოსტი #987


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(komisia @ Dec 24 2007, 05:25 PM) *

M.M.

thumbs.gif მართალი ხარ!

მე ვარ მართალი თუ გარაყანიძე? ყურადღებით წაიკითხე ჩემი პოსტი?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სუხიშვილები
პოსტი Dec 26 2007, 03:36 AM
პოსტი #988


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 18-June 07
წევრი № 2,221



IPB-ს სურათი

\


M.M.
მე ვიცი რო 1 ქართველი 4 თურქს აბასტურმებდაო, და თურმე ეხლა Fუტბოლს მაგრა ითამაშებდა,
biggrin.gif biggrin.gif
ბექა
შემოვალ შემოვალ, როგორ ხარ რას შვები?

TuTashxia

2kiss.gif

გილოცავთ ყველას დამდეგს, ბედნიერად ახალ წელში. smile.gif

ცეკვა ცოცხალი ორგანიზმია და ის მუდმივად ვითარდება, ნინო რამიშვილი,


--------------------
In Milan no folk company had ever performed at La Scala before. The final dance had three encores, to incessant ovations. The curtain was lifted 14 times, a record. No one expected such a success.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 26 2007, 11:49 AM
პოსტი #989


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(სუხიშვილები @ Dec 26 2007, 03:36 AM) *

M.M.
მე ვიცი რო 1 ქართველი 4 თურქს აბასტურმებდაო, და თურმე ეხლა Fუტბოლს მაგრა ითამაშებდა,
biggrin.gif biggrin.gif

მე ფიზიკური მონაცემებით ვიძახი, თორემ ფეხბურთის ტექნიკა არ ეცოდინებოდა, რა თქმა უნდა.
ციტატა
ცეკვა ცოცხალი ორგანიზმია და ის მუდმივად ვითარდება, ნინო რამიშვილი
მთავარია ამ ორგანიზმის განვითარება პათოლოგიურად არ წარიმართოს.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Dec 26 2007, 04:33 PM
პოსტი #990


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



სუხიშვილები
ციტატა
შემოვალ შემოვალ, როგორ ხარ რას შვები?

რავი ბიჯო, ვარ რაა, შენ რა პონტში დარჩი მანდ ერთი იაჰოოში რო შემოხვალ მომწერე?! biggrin.gif ზიკომ მოგიკითხა tongue.gif

M.M.
ციტატა
მთავარია ამ ორგანიზმის განვითარება პათოლოგიურად არ წარიმართოს.

მოცეკვავე ხარ შენ? მთლიან თემა გაქვს წაკითხული?
ორივე კითხვაზე ველოდები პასუხს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სუხიშვილები
პოსტი Dec 27 2007, 07:52 AM
პოსტი #991


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 18-June 07
წევრი № 2,221



http://youtube.com/watch?v=kCXiZGx7avE&feature=related

აი რა პათოლოგიასთან გვაქ საქმე,

1:05 ზე მარცხნიდან უტევ თუქრქებს,

ბექა

იყო რაღაც მიზეზები smile.gif

otolezhava

yahoo damamete


--------------------
In Milan no folk company had ever performed at La Scala before. The final dance had three encores, to incessant ovations. The curtain was lifted 14 times, a record. No one expected such a success.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Dec 28 2007, 02:36 AM
პოსტი #992


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(სუხიშვილები @ Dec 27 2007, 07:52 AM) *

http://youtube.com/watch?v=kCXiZGx7avE&feature=related

აი რა პათოლოგიასთან გვაქ საქმე,

1:05 ზე მარცხნიდან უტევ თუქრქებს,

ბექა

იყო რაღაც მიზეზები smile.gif

otolezhava

yahoo damamete

აუ ის აღარ გაქვს? OK დაგამატე უკვე wink.gif
მაგარია მომეწონა smile.gif და წყვილში გადაბმულზე ერთი შენ ხო არ ხარ? tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 28 2007, 03:19 PM
პოსტი #993


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ბექა @ Dec 26 2007, 04:33 PM) *

M.M.

მოცეკვავე ხარ შენ? მთლიან თემა გაქვს წაკითხული?
ორივე კითხვაზე ველოდები პასუხს!

ორივე შეკითხვაზე ოასუხი უარყოფითია.

ციტატა(სუხიშვილები @ Dec 27 2007, 07:52 AM) *

http://youtube.com/watch?v=kCXiZGx7avE&feature=related

აი რა პათოლოგიასთან გვაქ საქმე,

მაგრები რომ ხართ, ვიცით, არაა ამის ჩვენება საჭირო. dry.gif

ციტატა
otolezhava

!!!
კლასელიც გავაძრეეე...


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 29 2007, 01:49 PM
პოსტი #994


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(სუხიშვილები @ Dec 29 2007, 07:08 AM) *

M.M.
მალადეც ისიც მიგეწერა შენ რომელი ხარ?

მაჭავარიანი ვარ მე.
რამდენი ხანია არ მინახიხარ, სულიკო ხომ არ გვემღერა ტელეფონით? თუმცა ჯერ არა, ორიოდე წელი გავიდეს, მოგენატრება საქართველო და მერე თვითონ მთხოვ. მანდ ჰომოსექსუალების აღლუმი რომ იქნება, გადაიღე და ვიდეო არ გამომაპარო dry.gif
პადუმაეშ, ამერიკა!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Mar 18 2008, 10:28 PM
პოსტი #995


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ე.ი. რა ხდებააოოოო ჩვენ ვეშაპოს და დიდ სუხიშვილებს კონცერტი ერთად აქვთ biggrin.gif ნუ ამაზე დიდი ბედნიერება რავი რაა როცა ვნახავ ვეშაპოს სიმღერის ფონზე მოცეკვავე ბიჭებს იფ იფ რა სიამოვნება იქნება biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანი
პოსტი Mar 18 2008, 10:36 PM
პოსტი #996


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,193



ციტატა(ალექსანდრე @ Jan 30 2007, 11:49 PM) *

დიდად ვერ ვერკვევი მართალია და ვერც ვისაუბრებ ''ერისიონისა'' და ''სუხიშვილების'' პროფესიონალიზმზე, მაგრამ მე მომწონს მათი ცეკვა და მელოდიები smile.gif

ერისიონი – სვანური

ერისიონი – ოსური



ციტატა(ვეშაპო @ Jan 30 2007, 11:23 PM) *



აუ ეტყობა ძველი ლინკებია და გაფუჭებულია და ფლიიიზ თავიდან ამიტირთეთ რააა sad.gif unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი Mar 19 2008, 02:40 PM
პოსტი #997


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



ის, რასაც სჭირდება რასსა...

...მაგრამ, მაინც გაჰყვა. თენგიზ უთმელიძე სუხიშვილების ანსამბლში 18 წლის ასაკში მივიდა, სოლისტიც გახდა და იმ პერიოდში მოღვაწეობდა, რომელსაც დიდმა ნინო რამიშვილმა ანსამბლის "ოქროს ხანა” უწოდა... რუსულ გამოთქმას თუ გადმოვაქართულებთ, უბრალოდ ბატონი თენგიზი საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა...

"სამთო-მეტალურგიული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. იმ წელს მოსკოვში სტუდენტთა და ახალგაზრდათა მე-6 მსოფლიო ფესტივალი ჩატარდა. მოცეკვავე სტუდენტთა ჯგუფები ყველა რესპუბლიკიდან შეიკრიბა. მე საქართველოდან წარგაზავნილ 150 კაციან ჯგუფში მოვხვდი. ამ ჯგუფს ჩვენი ცნობილი ხელოვანები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მოსკოვში "ლუჟნიკებში” გამოვედით და მათი თვალთახედვის არეში სწორედ მაშინ მოვხვდი. ანსამბლში მისვლა შემომთავაზეს. გამიკვირდა, რადგან პროფესიონალურად მომზადებული არ ვიყავი, ამიტომ უარი ვუთხარი, თან სწავლა მოვიმიზეზე, მაგრამ ილიკომ გადამიბირა... თბილისში რომ ჩამოვედით, ფილარმონიის ბაღში მათ სარეპეტიციო დარბაზში დამიბარა. ეს 1957 წელს იყო...”

ამის შემდეგ კი დაიწყო პროფესიონალად ჩამოყალიბების ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რასაც თან სდევდა დიდი წარმატება.

"სხვათა შორის, კარგ ფეხზე მივედი. ორი თვის შემდეგ საფრანგეთში გასტროლები იყო. ანსამბლის დიდი შემოქმედებითი ცხოვრება აქედან დაიწყო. საზღვარგარეთ ადრეც დადიოდნენ, მაგრამ პარიზმა სტიმული მისცა, ევროპაში ხმა გავარდა, ჩვენი მიწვევა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს. ასე დაიწყო ჩემი ანსამბლში მოღვაწეობა... პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლა ვეღარ გავაგრძელე და მოგვიანებით უნივერსიტეტი დავამთავრე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ანსამბლში 17 წელი ვიყავი, 65 ქვეყანაზე მეტი მოვიარე. შესანიშნავი წლები იყო. მოცეკვავეებით ანსამბლი დღითიდღე ძლიერდებოდა. მსოფლიოს საუკეთესო თეატრებში გამოვდიოდით, რომელიმე ხელოვანი იმ თეატრებში გამოსვლას იშვიათად თუ დაიტრაბახებს... რამდენიმეს ჩამოვთვლი: ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, მილანის ლა-სკალა, ლონდონის სამეფო თეატრი, კოვენტ გარდენი, ალბერტ ჰოლი (სამეფო საკონცერტო დარბაზი), ვენეციის ლა ფენიჩე, ნეაპოლის სანკარლო, კოპენჰაგენის სამეფო თეატრი და მრავალი სხვა. ყოველ წელს საზღვარგარეთ სამი გასვლა გვქონდა. იმ პერიოდში ეს სასწაული იყო. ამაზე დიდი ბედნიერება შეიძლება?! მაგრამ, ჩვენ სასეირნოდ არ მივდოდით, იქ საქმეს ვაკეთებდით, რომელიც ძალიან საამაყო იყო. ჩვენი ხელოვნება და ეროვნული საგანძური საზღვარგარეთ გაგქონდა, რომ ასეთი დიდი ქვეყნებისათვის გვეჩვენებინა. მთელი ევროპა, ამერიკა, ავსტრალია... ამაყი ვარ, რომ ამის მონაწილე ვიყავი. ჩვენი თაობის მეგობრები რომ ვხვდებით, ხშირად ვამბობთ, ეს რა სასწაული იყო ჩვენი მაშინდელი ცხოვრება... შეიძლება, სხვამ უკეთ გააკეთოს, ჩვენ კი ეს საქმე ჩვენებურად გავაკეთეთ...”

მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილების აკადემიური ანსამბლი უკვე დიდი ხანია არსებობს, პოპულარობას მაინც არ კარგავს.

"ჩვენ დროს უძლიერესი შემადგენლობა იყო (ამით სხვებს კი არ ვაკნინებ), ყველას ინდივიდუალური ხელწერა ჰქონდა, ერთმანეთს არავინ ჰგავდა, ამიტომ პროგრამა ძლიერი იყო. მაგრამ, წარმატების მთავარი მიზეზი მაინც ხელმძღვანელები იყვნენ.

სხვა სახელმწიფო და აკადემიური ანსამბლებიც არსებობს: "რუსთავი”, "ერისიონი”... კარგი ანსამბლებია, მაგრამ "სუხიშვილებს” თავისი ხიბლი, ტრადიციები აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც იცვლება, თაობები იცვლებიან, (მე მეორე თაობა ვიყავი, ჩემს მერე კიდევ სამი თაობა გამოიცვალა), მიმართულებებიც იცვლება... სადაო თემაა ვის რა და როგორ მოსწონს. მაგრამ, ძირითადად, სუხიშვილების ანსამბლი მაინც უძლიერესად რჩება, რომელსაც ვერავინ გაეჯიბრება და სვლას ასევე ტრიუმფით აგრძელებს. მართალია, სხვა პროგრამით, სიახლეები შეაქვთ, მაგრამ მაინც თავისი აკადემიურობა და დიდი სახელი ამ ანსამბლმა დღესაც შეინარჩუნა. ვუსურვებ, რომ ბოლომდე ასე გააგრძელონ. ეს ჩემი ანსამბლია, ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იქ გავატარე და მათი წარმატება ყოველთვის მიხარია.”


რეპეტიციები


ვისაც ნანახი აქვს სუხიშვილების ანსამბლის რეპეტიციის დოკუმენტური კადრები, ალბათ არ გაუჭირდება ცოტათი მაინც წარმოიდგინოს, როგორ შრომობდნენ ანსამბლის მოცეკვავეები წარმატების მისაღწევად.

"ნინო რამიშვილი იყო სასწაული ხელოვანი, ილიკო სუხიშვილთან ერთად ეს ტანდემი იყო, მაგრამ რეპეტიციებს ძირითადად, ნინო რამიშვილი ატარებდა. რეპეტიციები კი წარმოუდგენელი იყო, ამას ვერ მოვყვები... 6-7 საათი გაუჩერებლივ ჯოჯოხეთური შრომა, ცრემლებამდე მივდიოდით... ხანდახან არ მოგვწონდა, მაინც ახალგაზრდები ვიყავით. მაგრამ, შემდეგ სცენაზე გვიადვილდებოდა... საზღვარგარეთ 50-100 კონცერტით რომ მივდიოდით, ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა და რომ არა რეპეტიციები, წვრთნა, ვერ გავუძლებდით. ამ რეპეტიციებით, შრომისმოყვარეობით, რა თქმა უნდა, ნიჭით, ტალანტით, ინდივიდუალური მონაცემებით, როგორც იტყვიან, კარგი მოცეკვავე ცხვებოდა...

ნინო რამიშვილი შეუვალი, მობილიზებული პიროვნება იყო. საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას არავის აპატიებდა. ძალიან მომთხოვნი იყო. თვითონ ამბობდა, მკაცრი მომთხოვნი ვარო.

მახსოვს, მისთვის ავტორიტეტი არ არსებობდა, სოლისტი, წამყვანი მოცეკვავე... ყველას ერთნაირად თხოვდა - ბიჭებსაც და გოგონებსაც. თუ რამე არ მოეწონებოდა, მაგალითად, საკონცერტო ჩაცმულობა, მოცეკვავეს მაშინვე მოხსნიდა. მახვილი თვალი ჰქონდა და ყველაფერს აკონტროლებდა, მაშინაც კი როდესაც თვითონ ცეკვავდა... ბედნიერება მქონდა, მასთან ცეკვა "ქართული” შემესრულებინა და ასევე "ჯეირანი”. სასწაული პარტნიორი იყო. თავისი ზურმუხტის ფერი თვალებით რომ შემოგხედავდა, მეტყველი მოძრაობებით და პლასტიკით სცენაზე აგანთებდა. ეს როგორც მოცეკვავე... როგორც რეპეტიტორი და ქორეოგრაფი უდიდესი ადამიანი იყო. ნინო რამიშვილს ამ ანსამბლის წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის და თავისთავად, ილიკო სუხიშვილს - ის იყო სული და გული, ორგანიზატორი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.”

მიუხედავად სიმკაცრისა, სუხიშვილების ანსამბლში როგორც ჩანს, მაინც დემოკრატია იყო...

"ახალი ცეკვები რომ იდგმებოდა ან ძველებს ვხვეწდით, ნინო საშუალებას გვაძლევდა, ჩვენი აზრი გამოგვეთქვა და შემდეგ მათ ითვალისწინებდა. ამ მუშაობაში ცალკეული ილეთი, ნახაზი, კომპოზიცია იბადებოდა და ეს მოცეკვავეების მონაწილეობით ხდებოდა. დავადასტურებ, რომ ჩვენ აზრს იზიარებდა. ბელგიაში ერთ-ერთი კონცერტის წინ მითხრა: "თენგიზ, დღეს შენ არ იცეკვებ!” ძალიან გამიკვირდა, ხომ არაფერი დავაშავე-მეთქი და ვკითხე, რატომ-მეთქი, ნინა შავლოვნა (ასე მივმართავდით)? დარბაზში დაჯდები, კონცერტს შეხედავ და შენს შენიშვნებს მეტყვიო. გამიხარდა, ამის უფლება რომ მომცა. დაახლოებით, ხუთი ჩემი თვალთახედვა, სურვილი, როგორ ჯობდა გაგვეკეთებინა, გამოვთქვი. რეპეტიცია დანიშნა და მათგან სამი გაითვალისწინა. სხვებსაც ასევე ეკითხებოდა.”


გასტროლები და მაყურებელი

" მაყურებელი სხვადასხვაგვარია, თეატრს გააჩნია. მაგალითად, მეტროპოლიტენ ოპერაში და ლა სკალაში რომ გამოხვალ, იქ მაყურებელი უკვე პრეტენზიულია... ლა სკალაში პირველად მოხდა, რომ ფოლკლორული ანსამბლი მთლიანად ქართული, ეროვნული პროგრამით გამოვიდა. შემდეგ მოისეევი კი გამოვიდა, მაგრამ მას საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს ხალხთა ცეკვები ჰქონდა. ბოლო, ჩვენი ორსაათიანი პროგრამა მხოლოდ ქართული იყო... პრესაშიც, ტელევიზიაშიც შეფასდა: "ტრიუმფი ლა სკალაში”. რეკორდი დავამყარეთ - ფარდა 14-ჯერ აიწია... ეს კარუზოს, მარია კალასს და სხვა მსოფლიო მასშტაბის წარმატებულ ადამიანებს თუ მოსწრებიათ.”

თუ ემოციური იტალიელების, ესპანელების ან ლათინო ამერიკელების აცეკვებას დიდი დრო არ სჭირდება, სუხიშვილების შარმს ვერც კონსერვატორმა ინგლისელებმა გაუძლეს.

"ჩავარდნა არსად გვქონია. ზოგი ემოციებს დაუფარავად გამოხატავდა. მაგალითად, ამერიკაში: ზოგი - სტვენით, ზოგი - ფეხების ბრაგუნით... მაგრამ, რაც ინგლისში მოხდა, ეს იყო სასწაული... როდესაც ინგლისში ჩავედით, ევროპაში უკვე ცნობილები ვიყავით, წარმატებით ცოტა განებივრებულები. მაგრამ, შინაგანად ცოტა გვეშინოდა, ინგლისელები სხვა ყაიდის ხალხია, კონსერვატორები, ჩრდილოელი და ცივი ხალხის შთაბეჭდილებას ქმნიდა. ალბერტ ჰოლში რომ გამოვედით, ინგლისელებმა ემოციებით ყველას გადააჭარბეს... ისეთი პრესტიჟული ხალხი მოვიდა ვიფიქრეთ, ამათ ტაშს რა დააკვრევინებს-თქო, მაგრამ ფეხზე დამდგარი ოვაციებით გვეგებებოდნენ. ყველაზე პრეტენზიული მაყურებელიც კი ფეხზე დაგვიყენებია.”

მათ შორის ქართველი მაყურებელიც...

"ქართველი მაყურებელი პრეტენზიულიც არის და მომთხოვნიც. დიდი პასუხისმგებლობაა მათ წინაშე გამოსვლა... ვერაფერს გამოაპარებ, თავისია, ამიტომ მოცეკვავის მიმართ უფრო მომთხოვნია.

ყოველი გასტროლის შემდეგ ოპერის თეატრში საანგარიშო კონცერტი გვქონდა. დიდი აჟიოტაჟი იყო. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ოპერაში მორიგი საანგარიშო კონცერტის დროს, იმდენი ხალხი მოვიდა, ცხენოსანი პოლიციით რუსთაველის პროსპექტი გადაკეტეს. ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი არ იყო: 65 კაცი ამერიკაში ოთხი თვით ვიყავით, იქიდან ინფორმაცია კი მოდიოდა, რომ დიდი წარმატება გვქონდა. ყველას აინტერესებდა ენახა, რა იყო ტრიუმფის მიზეზი.”

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი Mar 19 2008, 02:58 PM
პოსტი #998


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



გაგრძელება: -

* * *

ქართული ცეკვა რომ კარგად შეასრულო, "პირველ რიგში, ცეკვა უნდა გიყვარდეს, შემდეგ - ფიზიკური მონაცემები უნდა გიწყობდეს ხელს. ვისაც სურვილი აქვს და ცეკვა უყვარს - ყველა ვერ იცეკვებს. იმას კიდევ სხვა რაღაც სჭირდება, როგორც ხელოვნების ნებისმიერ დარგს - ტალანტი, ნიჭი... მერე მუშაობა... თუ მოცეკვავეს მონაცემი აქვს და იმუშავებს, რაღაცას მიაღწევს.”



* * *

ბატონი თენგიზი ამჟამად საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირის ხელმძღვანელია. მართალია, პედაგოგიურ მოღვაწეობას არ ეწევა (და, როგორც თავად გვითხრა, ეს მისი მიზანი არც ყოფილა), მაგრამ ამ მხრივ საქართველოში რა ხდება, კარგად იცის. ის, რომ დღეს ძალიან ბევრი ქართული ცეკვის ანსამბლი, წრე, სტუდია არსებობს. კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი, რაღაც ცუდის მანიშნებელიცაა...

"რა თქმა უნდა, როდესაც პოპულარული და მასობრივია, ძალიან დადებითი მოვლენაა. 300-400 ათასამდე ბავშვი ცეკვავს. ეს ბედნიერებაა... მაგრამ, ერთია რაოდენობა, მეორე - ხარისხი. რომ გითხრათ, ხარისხი გვაკმაყოფილებს - არა... მაგრამ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ფესტივალებს, კონკურსებს ვატარებთ. მათი საშუალებით ვცდილობთ, ქორეოგრაფებს რაღაც მივანიშნოთ... აკრძალვა - არა, მაგრამ ვუთითებთ, რომ არ გადაუხვიონ, ქართული ცეკვა არ გადასხვაფერდეს... ჩვენ არა მარტო ბავშვების, არამედ პროფესიულ ანსამბლებში თუ რამე გადახვევა ხდება, ისეთი რომელსაც არ ვეთანხმებით, იმასაც ვეხმაურებით... ზოგიერთი ცეკვა ქართულ ფესვებს სცილდება და ეს კარგი არაა.

ჩვენი ცეკვა ქართულ ფესვს თუ მოწყდა - დაიღუპება... ჩვენი ფოლკლორი იმდენად მდიდარია თუნდაც - ჩაცმულობით, ტემპით, რიტმით... პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს ტემპით ქალის გათანაბრება მამაკაცებთან. დიდ თეატრებში, სადაც გამოვდიოდით, აქცენტს ზუსტად მამაკაცთა ტემპერამენტზე და ქალების კდემამოსილებაზე აკეთებდნენ. მაგრამ, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთნაირად ცეკვავს, ჩაცმულობაც ერთნაირი აქვთ და ვერ გაარჩევ - სწორი არ არის... მთიან რეგიონებში ქართველი ქალები ყოველთვის ჩქარ ცეკვებს ასრულებდნენ. მაგრამ, იქ ზომიერება იყო დაცული. ზომიერებას არც ერთი ადამიანი, არც ერთი ქორეოგრაფი არ უნდა გადასცდეს. ქალს თავისი მომხიბვლელობა აქვს. ასე მარტო მე არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი - მოცეკვავეებიც და არამოცეკვავეც, ვისაც ჩვენი ცეკვები ახსოვს... ამაზე ჩვენ აზრს ყოველთვის გამოვთქვამთ...”

შესაძლოა, ქალის გააქტიურება ცეკვაში, თანამედროვე ცხოვრებაში მისი როლის გაფართოებამაც გამოიწვია...

"ჩვენ თუ ყველაფერი გლობალიზაციას, ტექნოლოგიებს დავუკავშირეთ, მაშინ ცეკვებიც კომპიუტერით გავაკეთოთ... მაგრამ, ეს ქართული არ იქნება, მოწყდება ფესვს... თუნდაც, ჩაცმულობა... ძალიან ბევრმა ბავშვების ქორეოგრაფმა, არ იციან როგორ ჩააცვან მოცეკვავეებს. იმერეთში ერთი ანსამბლის გასასინჯად ვიყავით, ბავშვი "ქართულს” ცეკვავდა და ჩიხთი "ჩოლკაზე” ეკეთა. ე. ი. ქორეოგრაფმა არ იცის... ნინო რამიშვილს ეს რომ ენახა, იქვე შემოაგლეჯდა...”



* * *

და რისთვის არსებობს პრობლემები?! რომ ისინი გადაწყდეს. ეს ერთბაშად არ მოხდება, მაგრამ, შედეგიანი უნდა იყოს...

"ჩვენ გვინდა, ივნისში ქობულეთში ქორეოგრაფებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი დავაფუძნოთ, სადაც მასტერკლასი ჩატარდება. ხალხი არის, ვინც ქორეოგრაფია თეორიულად იცის, გამოცდილი ქორეოგრაფები არიან. გარდა ამისა, ქორეოგრაფებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს აზრი გაუზიარონ. თან სერტიფიკატს გადავცემთ, რომელიც მომავალში, ალბათ, გამოადგებათ.

2003 წლიდან მოყოლებული სამ წელიწადში ერთხელ ფოთში საერთაშორისო ფესტივალს ვატარებთ. აქ საქართველოს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბავშვთა ანსამბლები მონაწილეობენ. წინა ფესტივალზე ექვსი ქვეყანა იყო, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტს ველით.

ბევრი გავაკრიტიკეთ, მაგრამ ბევრი კარგი ბავშვთა ანსამბლი გვყავს. ისეთი, რომ გაგიხარდება და იამაყებ. "იმედი”, ფრიდონ სულაბერიძის ბავშვთა ანსამბლი, "ლიახვი”, იმერეთში, კახეთში, გურიაში, აჭარაში... ჩვენ გვინდა ბევრი ხარისხიანი ანსამბლი იყოს... ბიჭი ქართულ ჩოხას რომ ჩაიცვამს და გოგონა ჩიხთს დაიხურავს, - ის ცუდად არ მოიქცევა, იმ ბევრ უბედურებას ასცდება, რასაც ახალგაზრდობა აწყდება...”



"რასსა არ ეყოფა”...


ნინო რამიშვილი ცეკვა "ქართულზე” წერს: "არის ცეკვა, რომლის ახლებურად გააზრება კი არა, ხელის ხლება არ შეიძლება. "ქართულში” ისევეა გამობრწყინებული ჩვენი ხალხის გენია, როგორც შეუდარებელ "ვეფხვსა და მოყმეში” - ვერც დააკლებ რასმე, ვერც მიუმატებ.”

იმავე ცეკვის შესახებ საზღვარგარეთ მოღვაწე მოცეკვავე ელენე ჩერქეზიშვილს (ელი ჩეროვა) ასეთი აზრი ჰქონდა: "ქართული” რომ იცეკვო, საქართველოს ჰაერით უნდა ისუნთქო, ბავშვობიდან ისმინო მისი ჰანგი და სვა ქართული ღვინო. აი, მაშინ იქნება მართლა "ქართული” - გასაოცარი და განუმეორებელი.”

"ძალიან ბევრ ქვეყანას თავისი ფოლკლორი აქვს: ესპანეთს, ბულაგარეთს, მოლდავეთს, რუსეთს, უკრაინას... მაგრამ, ჩვენნაირი მრავალფეროვანი ცეკვები არავის აქვს. ამ პატარა ქვეყანაში ეს რომ ხდება, ნამდვილი სასწაულია. ყოველთვის უკვირდათ - ცეკვის ილეთები, მოძრაობები სულ სხვადასხვანაირია... თუ კარგი დადგმაა, - მართლაც სასწაულია...

ჩვენ ესპანეთთან და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად გამოვსულვართ. ისინიც აღიარებენ, რომ ქართულ ცეკვებს არაფერი შეედრება. ქორეოგრაფიის სახით უნიკალური საგანძური გვაქვს და მას მოვლა სჭირდება... ჩვენ შემოქმედებით კავშირს ბერკეტი არ გააჩნია...

რაც გასვლა თავისუფალი გახდა, ყველა საზღვარგარეთ მიდის. ზოგი იქ აგრძელებს ქორეოგრაფიულ საქმიანობას. მაგრამ, განა ყველა იმ დონისაა, რომ ეს ხელოვნება საზღვარგარეთ აჩვენოს?! ის რაც "სუხიშვილებმა”, "ერისიონმა”, "რუსთავმა” გავაკეთეთ, შეიძლება, წყალში ჩაიყაროს... იმ ხალხს ეს წარმატებები ჯერ კიდევ ახსოვს... ამიტომ, იქ წასული იმ დონის თუ არა, მიახლოებული ხომ მაინც უნდა იყოს?! თუ დაბალი დონის გაიტანეს, ეს ჩვენ იმიჯს გააფუჭებს... ამას ჩვენ ვებრძვით და არ ვიცი, რამდენად გამოგვივა.”

საზღვარგარეთ, საქართველოს მსგავსად, მართლაც მომრავლდა ქართული ცეკვის შესასწავლი წრეები და ცენტრები. ზოგისთვის ეს ბიზნესია, უცხოელისთვის კი ეგზოტიკური ცეკვის შესწავლის საშუალება. თუმცა, მათგან ქართულის მოცეკვავე რამდენად დადგება, ძნელი სათქმელია...

"მიუღწეველი არაფერია... ესპანელსაც შეუძლია მუხლებზე ტრიალი, ცერებზე დადგომა, მაგრამ ეს ის არ იქნება...

ცეკვა ქართველის სისხლში და გენებში ზის. გრიგოლ რობაქიძემ თქვა: "ეს ცეკვა "ქართულია”, მას ვერავინ იცეკვებს, რასსა არ ეყოფა!” ქართველის თუ ვერ ცეკვავს, უყურებს და ტკბება, მის ერს რამოდენა სიმდიდრე გააჩნია...

საქართველოში ქართული ცეკვისადმი სიყვარული არ დაიკარგება. მას თუ რამე მიტმასნილი აქვს - დაიწმინდება, მოცილდება, ქართული ცეკვა ვერ აიტანს... იმდენად მდიდარია, უცხო რაღაცების მიწეპება არ სჭირდება.”



* * *

როგორც თავად აღნიშნა, თენგიზ უთმელიძემ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ანსამბლში ცეკვის გარდა, ის გასტროლების დროს გაზეთების სპეციალური კორესპონდენტი იყო. სუხიშვილების წარმატებაზე ახალ-ახალ ინფორმაციას, მის მიერვე გადაღებულ ფოტოებს და უცხოურ გაზეთებში ანსამბლზე დაწერილი სტატიებიდან ამონარიდებს ადგილობრივ პრესას მუდმივად აწვდიდა.

კიდევ ერთი: მართალია, მაშინ საზღვარგარეთ გასვლა დიდი პრობლემა იყო, მაგრამ, სუხიშვილებს ეს არ ეხებოდათ. მათ საბჭოთა კავშირისთვის დიდი მოგება მოჰქონდათ. ანსამბლის საშუალებით ქვეყანაში (საბჭოთა კავშირი იგულისხმება) დიდი რაოდენობით ვალუტა შემოდიოდა...

"მატიანე ფოტოებზე შევქმენი. ალბომის გამოშვებაც მინდა. მაშინ კომუნიკაცია ასეთი მარტივი არ იყო, არც ასეთი აპარატურა მქონდა... თუმცა, როდესაც ჩემი ფოტოები პროფესიონალებმა ნახეს, მოეწონათ. ცეკვა ვიცოდი, ამიტომ, ვხვდებოდი, რა დროს უნდა გადამეღო, რომ ფოტო დინამიური ყოფილიყო. არამოცეკვავე პროფესიონალს შეიძლება, ეს ვერ მოესწრო.”



* * *

რამდენიმე ფრაგმენტი სუხიშვილების აკადემიური ანსამბლის ისტორიიდან.

"ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ ოპერაში გამოსვლის წინ ძალიან ვღელავდით. ასეთ თეატრში თუ ჩავარდი - შენი კარიერა დამთავრდება... საბედნიეროდ, დიდი აჟიოტაჟი იყო. 4.000 მაყურებელი ესწრებოდა… კონცერტის შემდეგ ისინი სცენაზე ამოდიოდნენ და გვილოცავდნენ. პირველი ვინც ამოვიდა და მოგვილოცა, დიდი ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინი იყო. ჩვენი პროგრამა მთლიანობაში მაშინ პირველად ნახა და ამაყობდა, რომ ქართველი იყო. ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჰარი ბელაფონტე ამ კონცერტის შემდეგ დაგვიმეგობრდა. სცენაზე ამოვიდა სალვადორ დალიც, თავისი დაწკებილი ულვაშებით. მოვიდა და ცერებს მისინჯავდა. ეგონა, სპეციალური ფეხსაცმელი ან პუანტები მეცვა. ხოლო როდესაც ნახა, რომ არაფერი მეკეთა, თვალები უფრო მეტად გაუფარდოვდა.

ალბერტ ჰოლშიც, ლონდონში, კონცერტის შემდეგ უამრავი ხალხი ამოვიდა. მათ შორის ერთი ხნიერი ქალბატონი. მახსოვს, იმ დროს მოდური ყვავილებიანი შლაპა ეხურა. ყველას გვათვალიერებდა, შემდეგ მოგვიყვა, რომ ამერიკიდან, ჯორჯიის შტატიდან იყო და ლონდონში ცოტა ხნით იყო ჩამოსული. გვითხრა, თუ ჩვენ შტატს ასეთი ანსამბლი ჰყავდა არ მეგონაო...

ვენაში, ავსტრიაში ასეთი რამეც მოხდა: ცეკვა დავამთავრეთ და წავედით, დავიღალეთ სცენაზე გასვლა-გამოსვლით, კოსტუმები გამოვიცვალეთ, მაგრამ მაყურებელი არ დაიშალა, ამიტომ, ისევ მოგვიხდა ჩაცმა და სცენაზე გამოსვლა.”

ამ და სხვა უამრავი საინტერესო მოგონების გარდა, ანსამბლმა თავის მოცეკვავეებს კიდევ ბევრი რამ მისცა.

"რეპეტიციები, მოგზაურობა, მოცეკვავეების ერთმანეთთან ურთიერთობა - ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით, ერთმანეთს ვუვლიდით, ცეკვის გარდა მეგობრობა იყო. ამაყები ვიყავით, როდესაც სცენაზე გამოვდიოდით და მაყურებელი ფეხზე იდგა. კარგ ადამიანებად ჩამოვყალიბდით. ბევრი ისეთი რამ ვისწავლეთ, რაც ცხოვრებაში დღესაც მიგვყვება. პირველ რიგში, სწორად დავდივართ. მოცეკვავეს სიარულზე მაშინვე ვატყობ. ყველას ვურჩევდით, განსაკუთრებით, გოგონებს, ცეკვაზე იარონ. თუ ბოლომდე არ გაყვებიან, ქართული ცეკვა ბევრ რამეს მისცემს. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ქართული ტნსაცმელი გაცვია...”
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Apr 11 2008, 10:42 PM
პოსტი #999


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



გეხვეწებით ძველი ჩანაწერები ხორუმის გარდა თუ გაქვთ არ დაიშუროთ რა.1-2 ცალი მაინც.საერთოდ თუ არსებობს?მგონი არსებობს და თუ ვინმეს გაქვთ დადეთ რა


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
buta
პოსტი Apr 11 2008, 11:23 PM
პოსტი #1000


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 27-December 07
მდებარ.: პლეხანოვი
წევრი № 3,500



ბექა
ჩვენც მოგვაწოდეთ რა რამენაირად ეგ ვიდეოებიი, რა თქმა უნდა თუ შეიძლება? cool.gif


--------------------
წუთი სოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევნია, სიყვარუს იშენებია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

51 გვერდი V « < 48 49 50 51 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 02:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი