თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ აუცილებელი განმარტება

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 19 2007, 12:16 PM

მეგობრებო,

აუცილებლად ჩავთვალე ამ განმარტების გაკეთება

ცოტა ხნის წინ "საეკლესიო სამართლის" განყოფილებაში არაერთხელ ამოვიკითხე ფრაზა "აქ ვწეროთ თორემ სხვაგან გვიკრძალავენ" და ამის შემდეგ ვატყობ, რომ ამ განყოფილებაში უფრო და უფრო მომრავლდა მარგინალური და მკრეხელური თემები თუ პოსტები. ამავე დროს, ერთობ გაუგებარია ახლად დარეგისტრირებული რამდენიმე პირის მიერ შინააარსობრივად კანონიკასთან კავშირის არმქონე თემებისა თუ პოსტების გამოჩენა მაინცდამაინც ამ განყოფილებაში. ჩანს, განყოფილებაში თავისუფალი აზრის გამოხატვის მცდელობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა განყოფილების განვითარებაზე

უკვე ამაზრზენია, მშვიდად უყურო, როგორ იხსნება თემები მრუშების დაშვებაზე. ალბათ მალე უნდა მოველოდეთ 10 მცნების დარღვევისაკენ სხვა მოწოდებებს - კაცის კვლისკენ, ღვთის გმობისკენ და ა.შ.

ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მსგავსი პრეცედენტების აღსაკვეთად განმკაცრდეს განყოფილების წესები და წესების გამოყენება

შეგახსენებთ, ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)