IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

209 გვერდი V « < 207 208 209  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 3 2024, 11:11 AM
პოსტი #4161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწაფე: შეიძლება თუ არა, რომ მონასტრის ყველა ძმა იესუს ლოცვით ლოცულობდეს?

ბერი: არათუ შეიძლება, აუცილებელიცაა. მონაზვნად აღკვეცისას ახალნაკურთხ მონაზონს სულიერ მახვილად წოდებულ სკვნილს გადასცემენ და ავალებენ მუდმივ, გულმოდგინე ლოცვას იესო ქრისტეს სახელით. ამრიგად, იესუს ლოცვაში წვრთნა მონაზვნის აღთქმაა, აღთქმის შესრულება კი - მოვალეობა, რომლის უარყოფა შეუძლებელია.

ძველი მონაზვნები მიამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ ამ საუკუნის (იგულისხმება XIX საუკუნე) დამდეგს საროვის უდაბნოში და, ალბათ, სხვა კარგ მონასტრებშიც ყველა ახალმოსულს თავიდანვე ასწავლიდნენ იესუს ლოცვას. ნეტარი ბერი სერაფიმე, რომელიც ამ უდაბნოში ცხოვრობდა და რომელმაც დიდ სულიერ წარმატებას მიაღწია, ყველა მონაზონს განსაკუთრებით ურჩევდა მღვიძარებასა და იესუს ლოცვას.

ერთხელ მას ერთი ჭაბუკი ესტუმრა, რომელსაც ის-ის იყო სასულიერო სემინარია დაემთავრებინა. მან ბერს გაანდო, მონაზვნობა მინდაო. ბერმა ჭაბუკს სულის მარგებელი დარიგებანი მისცა და ურჩია, განსაკუთრებული ყურადღება იესუს ლოცვისთვის მიექცია. „მხოლოდ გარეგანი ლოცვა არ კმარა. ღმერთისთვის მთავარი შინაგანი ლოცვაა, ამიტომ მონაზვნები, რომლებიც გარეგან ლოცვას შინაგანს არ უერთებენ, არ არიან მონაზვნები“.

ზედმიწევნით ზუსტი შეფასებაა! მონაზონი განმარტოებულს ნიშნავს. ვინც საკუთარ თავში არ განმარტოებულა, ის ჯერ კიდევ არ არი მარტო, არ არის მონაზონი, თუნდაც ყველაზე განცალკევებულ მონასტერში ცხოვრობდეს. ის მოღვაწე, რომელიც საკუთარ თავში არ ჩაკეტილა და არ განმარტოებულა, უნებლიეთ შფოთისა და ამაოების შუაგულში ცხოვრობს, ამიტომ თავისუფალი მისადგომია უთვალავი გულისსიტყვისათვის და მისი გონებაც უქმად, ტანჯვით დაეხეტება აქეთ-იქით. საკუთარ თავში განმარტოებას კი კაცი ერთადერთი გზით შეძლებს - შინაგანი ლოცვით, რომელიც ძირითადად სწორედ იესუს ლოცვაა“.

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2024, 12:43 PM
პოსტი #4162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა მამები ლოცვას მონაზვნობის სარკეს უწოდებენ. რას ნიშნავს ეს? - თუ მოღვაწე ლოცვის დროს შეპყრობილი არ არის ამაო აზრებით და ფიქრებით, არამედ განუშორებლად აქვს ლოცვის სურვილი, იგი აუცილებლად მიაღწევს სულიერ წარმატებას. ამიტომაც უწოდებენ წმინდა მამები ლოცვას მოაზვნობის სარკეს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2024, 12:32 PM
პოსტი #4163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი [ათონელი] ბერებს ურჩევდა: „ერისკაცნი ჩვენ, ბერებს, სულიერ განვითარებაში უნდა გვბაძავდნენ და ჩვენ კი არ უნდა ვემსგავსოთ იმათ, ვინც ამ ქვეყნის მატერიალური წინსვლისთვის იღვწის“.

როცა ბერი სულიერი ღვაწლით არ ტკბება, სიმშვიდე არა აქვს, მაშინ მიისწრაფვის ამქვეყნიური საგნებისკენ, და რადგან მათ ვერ გამოიყენებს ისე, როგორც ეს ერისკაცებს შეუძლიათ, იტანჯება. მიწიერი ნივთების მოზღვავება დააცარიელებს ათონის მთას, ისე როგორც ეს ეგვიპტის უდაბნოში მოხდა“.

ნახავთ, ეს დიდი შენობები, აქ რომ აგებენ, დაცარიელდება. ისინი შემოსავლის წყაროდ იქცევიან, ახალი კალივების ასაშენებლად: „ბევრი ახალგაზრდა მოდის ბერული ცხოვრებისთვის აქ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორც ღმერთს სურს, ამიტომ ახალგაზრდებს ცოცხალი მაგალითი არ ჰყავთ“.

მამა პაისი ძალიან ღელავდა ათონის მთის მომავალზე, და იღვაწა, რომ მშვიდი, სულიერი, ამა სოფლის უარმყოფელი გამხდარიყო, მაგრამ არა არასტუმართმოყვარე. იმედიანად იმასაც ამბობდა ხოლმე: „ამაოებად იქცევიან დიდებული ავტომანქანები და ახალი ბერები გამოქვაბულებს მიაშურებენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2024, 11:19 AM
პოსტი #4164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანს, ასევე მონაზონს, ერთი მისწრაფება აქვს: შეეჩვიოს უხილავის ხილვას და ამით განმტკიცდეს. მაგრამ ჩვენი მოუქნელობისა და დაუდევრობის გამო ეს გვიძნელდება, გვეჩვენება, რომ მიუღწეველია (ჩვენი ბუნების გამო) და თან - მიღწევადი, რადგან ამაზე ლაპარაკობს და ეს სურს ღმერთს, რომელიც მუდამ მართალია.
რა თქმა უნდა, მონასტერი სულის ნაყოფს მოიწევს. ის ცვლის ადამიანს, შეაძლებინებს, ღმერთის თანამზრახველი გახდეს, რადგან, მართლაც, ასეა, რომ წმინდა სული ავარჯიშებს და აამაღლებს ადამიანს. მონაზვნის ცხოვრება მოძრავია, მასში არის დაცემაც და აღმაფრენაც, ღმერთის შეცნობა, „ხილვა“. მონაზონი მაგალითს ჰბაძავს, ის ღმერთის საიდუმლოს იღებს თავისთავში და ახვედრებს გულის სისავსეს, ღვთის ძისა და სასუფევლის ნათლის განუწყვეტელ ღვთიურ ძებნას. ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს ეს. ამისკენ მივყავართ მთელ მონაზვნურ აღზრდასა და ცხოვრებას. ამაშია ჩვენი პირადი გმირობის არსი“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2024, 12:45 PM
პოსტი #4165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმიდა მატო მოღვაწეობდა ხანძთის უდაბნოში. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი ორმოცი წლის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ მონასტერს და „ექმნა ყოველთა სახე კეთილისა“. მის სიწმინდეზე და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მას დედებთან ერთად არასდროს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის უშუალოდ ხელიდან ხელში; ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმინდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2024, 11:37 AM
პოსტი #4166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაყუდებაში მყოფ მოღვაწეებს განსაკუთრებით ებრძვის მოწყენილობა, რომლის ყველაზე დიდი მტერი და განმდევნელი - ეს არის სწორედ ღვთის შიში. დაყუდებაში განსამტკიცებლად მოღვაწემ საკუთარ თავში ღვთის შიში უნდა ააღორძინოს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2024, 11:14 AM
პოსტი #4167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, ერთხელ იქ მოვიდა ერთი წმიდა ეპისკოპოსი, ძალიან მოხუცებული, სახელად იეროთეოსი ერქვა. იგი გადამდგარიყო და წმიდა ანას სკიტში მოღვაწეობდა. წასვლისას, როდესაც ცხენზე ჯდებოდა, შარვლის ტოტები აეწია და ყველამ დავინახეთ მისი საშინლად დასიებული ფეხები. ბერები, მას ცხენზე შეჯდომაში რომ ეხმარებოდნენ, უეცრად შეძრწუნდნენ. ეპისკოპოსი მიხვდა ამას და თქვა: „ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრებია მათ შორის, რითაც კი ღმერთს დავუჯილდოებივარ. მას ვევედრები, რომ ნურასოდეს წამართმევს მათ“.

/ღირსი პაისი ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2024, 10:40 AM
პოსტი #4168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი ათონელი ასკეტი (რომლის სახელსაც არ ვახსენებ, რადგან ის ჯერაც ცოცხალია) ამბობს: „ღმერთო, ლოცვისთვის დღეში ოცდაოთხი საათი არ მყოფნის!“ გრძნობთ, როგორ ლოცულობს იგი? გესმით, რა სიმაღლეზე დგას? აცნობიერებთ, რა სიტკბოება მოიპოვა იმით, რომ თვალი და გული განუწყვეტლივ უფლისკენ აქვს მიპყრობილი? ამას იტყვის ის, ვისაც უფლის სიტკბოება უგემია.

დიახ, წმინდა მთაზე ლოცულობენ - მონასტრებშიც, მათ გარეთაც. ბოლო წლებში მრავალი უდიდესი მოღვაწე გამოგვიჩნდა - როგორიცაა დანიელ კატუნაკელი (1927), კალინიკე მდუმარე (1930) და სხვები.

მრავალი წლის წინ შესვენებულ ერთ ჩვენს ძმას, ბერ-მოძღვარ არსენს, კურთხეულს, დაძინებაც კი არ უნდოდა, თოკით იბამდა თავს და ხეზე მიყრდნობილი ლოცულობდა - რათა ლოცვა არ შეეწყვიტა. ასე ბევრი ასკეტი აკეთებდა. ლოცვისა და მონანიების შემწირველი, თავს იატაკს სცემდა და ამბობდა: „საშინლად ცოდვილი ვარ. ღმერთი ჩემს ლოცვას არ შეისმენს, მაშ, ამ ბრახუნმა მაინც მიაღწიოს მის ყურამდე! ისე ცოდვილი ვარ, რომ პირიდან ლოცვა არ ამომდის!“ ის განუწყვეტლივ ლოცულობდა! რომ გენახათ მისი სახე, როცა გარდაიცვალა, იტყოდით: „მართლაც რომ ნეტარია წმინდანის სიკვდილი!“

ჩვენი დროის კიდევ ერთ ასკეტს ლიტურგიის ჩასატარებლად უამრავი საათი სჭირდებოდა, რადგან ყველა წმინდანი მოდიოდა მასთან თანამსახურებისთვის. ის არასოდეს ჩქარობდა. მონაზვნებს საკურთხევლიდან ყრიდა, რათა ნანახს არ დაებრმავებინა ისინი, და მარტო რჩებოდა. როდესაც ეს საოცარი მდგომარეობა ჩაივლიდა, კარს აღებდა და უკან უხმობდა მათ: „ვაგრძელებთ ლიტურგიას!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 11:33 AM
პოსტი #4169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში მონაზვნები მორჩილებით ცხოვრობენ. მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი საზრუნავისაგან მორჩილის თავისუფლებაა, რადგან, თუ მე მორჩილებას აღვასრულებ და საზრუნავით სხვაა დაკავებული, შემიძლია მშვიდად და წყნარად ვიყო და მხოლოდ ჩემი მორჩილების საქმეზე ვიფიქრო.

როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.
თუ ვხედავ, რომ გონებას არ შეუძლია ხელსაქმისთვის ლოცვით თვალყურის დევნება და ისეთ საგნებზე ფიქრობს, რაც მის მოვალეობაში არ შედის, მაშინ საჭიროა ბაგეებით დავიწყო ქრისტეს სახელის მოხმობა და ჩურჩულით ვიმეორო: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“.

როცა ბაგეები ლოცულობენ და ხელები შრომობენ, საქმეს ორმაგი მადლი აქვს - მორჩილებისა და ლოცვისა. მორჩილებით აღსრულებული საქმისგან სასყიდელს მივიღებთ, ლოცვა კი მას განწმენდს. ხელსაქმეს, თუ ფიზიკურ შრომას, რასაც თან ახლავს ლოცვა, განსაკუთრებული მადლი აქვს“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2024, 01:14 PM
პოსტი #4170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონაზონი ერთმანეთისგან ვერ განარჩევს ღვთისსათნო და ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ არ მოუპოვებია უმაღლესი სათნოება, - სწორად განსჯის უნარი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2024, 11:10 AM
პოსტი #4171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მას [ღირსი პაისი ათონელი] ჰკითხეს, როგორ შეიძლება ჩვენს დროში ათონის მთაზე განდეგილური ცხოვრება. მამა პაისმა უპასუხა: „შესაძლებელია, თუ უჩინრად იცხოვრებ და გარიგებებს არ დაუდებ მიწიერი მსოფლმხედველობის ადამიანებს“.

დაყუდებულის სულით იცხოვრა მამა პაისმა და ამასვე გადასცემდა სხვებს. განდეგილობაში ხედავდა იგი ეკლესიის აღორძინებასაც“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2024, 11:10 AM
პოსტი #4172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი წმინდანთა კიდობანია, ნაკურთხი ქალაქია. წინასახე და მისი ანაბეჭდი, ცა და მონასტერი მადლისმიერად ერთია. ზეციური სიონი და მონაზონთა თემი ღმერთის მიერ გამზადებული ქვეყანაა. ეს საგანძურია მათთვის, ვისაც ღმერთის სასუფევლის მიტაცება სურს. ესაა სალარო, სადაც ყველა საცავი ღიაა. აქ შეგვიძლია, შევინახოთ ჩვენი იარაღი, სულიერი თუ საბრძოლო - რომლითაც ღმერთის წინაშე შრომას ვეწევით. ეს ტანსაცმლის კარადაა, სადაც აღთქმათა შავი სამოსი და სისხლით გაწითლებული ასკეზის სამოსი ჰკიდია. ეს მარანია „ახალი ღვინისთვის“, ბეღელია ცხოვრების პურისთვის, დამცავი სათვალეა, რათა შეგვეძლოს, უშიშრად გავუსწოროთ თვალი მზესა და სულიერ ვარსკვლავებს. ეს განსაკუთრებული საცავებია, რადგან „სხუაი დიდებაი არს მზისაი, და სხუაი დიდებაი არს მთოვარისაი და სხუაი დიდებაი არს ვარსკულავთაი“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 01:08 PM
პოსტი #4173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არასდროს გვინახავს თვითნებურად მცხოვრები ისეთი მონაზონი, რომ მას სულიერი თვალსაზრისით წარმატებები ჰქონდეს. შეიძლება სამართლიანად მიეთითოს მონასტრული ცხოვრების ნაკლოვანებებზე, წინამძღვრის სისუსტეზე, მოძღვრის შეცდომებზე, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება თუ ჩავთვლით, რომ ეს ნაკლოვანებები ჩვენს სულიერ ცხოვრებას ხელს შეუშლის ან ცხონებას აღგვიკვეთენ. უსამართლო წინამძღვრისადმი მორჩილება ბოროტი ბატონისადმი ქრისტიანი მონის მორჩილებას ჰგავს, რასაც პავლე მოციქული ეთანხმება, ეს მაშინ, როცა მონაზვნის ურჩობის მიზეზებად მისი ეჭვი და ამპარტავნება გვევლინება; ამასთან დაუმორჩილებლობას თან ახლავს ვნებათა აფეთქება, რომლის შედეგი შესაძლოა მაშინვე არ გამჟღავნდეს, მაგრამ აუცილებლად თავს იჩენს. წმიდა მამები გამოხატავდნენ თამამ აზრს, რომ ხელქვეითთა შორის ხელმძღვანელის სახით ქრისტე იმყოფება (რა თქმა უნდა არა ამ ხელმძღვანელის ცოდვიან საქმეებში, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, არამედ თვით სტრუქტურის პრინციპში). მორჩილებიდან გამოსვლით მონაზონი იმთავითვე სატანის ცოდვას იმეორებს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:46 AM
პოსტი #4174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ნიკონი იხსენებს: „უკვე ჩვენს დროში უდაბნოში ნახეს ერთი ბერი, რომელსაც ოცდაათი წელი არ ეხილა არც ერთი ადამიანი, არ ეხმია პური, მხოლოდ ფესვებით საზრდოობდა, და მან აღიარა, რომ ამ წლების განმავლობაში სიძვის დემონს ებრძოდა. მამებმა დაადგინეს, რომ სიძვასთან ამ ბრძოლის მიზეზი იყო არა ამპარტავნება და საკვები, არამედ ის, რომ ბერს არ ჰქონდა შესწავლილი გონიერი სიფხიზლე და მტრის გულისთქმებთან დაპირისპირება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

209 გვერდი V « < 207 208 209
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 05:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი