თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ სიმარტოვე

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 8 2011, 02:59 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 8 2011, 05:35 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 8 2011, 06:49 PM

http://www.youtube.com/watch?v=aZ-Hy1R4T9s&NR=1&feature=endscreen
აი ეს ნახე იქნებ გაერთო და თან დაიხარჯო smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2011, 07:13 PM

რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...

მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...) smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 8 2011, 07:28 PM

QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 07:13 PM) *

რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...

მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...) smile.gif

biggrin.gif შენ დეპრესიაში ხარ დაბადებიდან

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 8 2011, 08:54 PM

QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 07:13 PM) *

რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...

მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...) smile.gif

მაგარია როცა ის იცი რომ დაირღვევა ..მარა როცა ეს უკვე შენ ცხოვრების სტილი ხდება სამწუხაროა ძაან..მაგრამ მართალია ღმერთი არასდროს მტოვებს

QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 07:13 PM) *

რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...

მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...) smile.gif

ვერ გავიგე რა ფანჯარას მიღებს სულ და ეს ლინქო დააკოპირე ..რატომ ხომ არ გამარკვევთ?

QUOTE(karpaki @ Dec 8 2011, 06:49 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=aZ-Hy1R4T9s&NR=1&feature=endscreen
აი ეს ნახე იქნებ გაერთო და თან დაიხარჯო smile.gif

მადლობა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2011, 11:57 PM

ციტატა

biggrin.gif შენ დეპრესიაში ხარ დაბადებიდან

რა ვიცი...
მე ყოველ შემთხვევაში არა მგონია... biggrin.gif
ციტატა
მაგარია როცა ის იცი რომ დაირღვევა

ვისთვის როგორ...
ციტატა
.მარა როცა ეს უკვე შენ ცხოვრების სტილი ხდება სამწუხაროა ძაან

ჩემთვის არაა სამწუხარო,პირიქით სასიამოვნოა...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 9 2011, 01:33 AM


არ უნდა ებრძოლო.
ემეგობრო უნდა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 9 2011, 01:08 PM

ninuliage

ციტატა
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ


სიმარტოვესთან არ მიბრძვია, იმისთვის ვიბრძოლე რომ მარტო არ ვყოფილიყავი. smile.gif
სიმარტოვემ იცის მიჩვევა. მობეზრება. მისგან ხანდახან იღლები. ისევე როგორც ხალხმრავლობამ. მხოლოდ სიმარტოვე, ან სულ ხალხმრავლობა დამღლელია.
რადგან ისე გავიგე რომ სახლში სიმარტოვე გაწუხებს, ეცადე ისეთ ადგილებში იყო სახლის გარეთ სადაც მეტი ხალხია. მაგალითად ეკლესიაში smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 9 2011, 05:45 PM

ციტატა
არ უნდა ებრძოლო.
ემეგობრო უნდა

ჯიგარი ხარ ტერა!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 9 2011, 07:09 PM

უიმე რა დეპრესიონერები ხართ ხალხო რა იყოთ biggrin.gif

QUOTE
სიმარტოვესთან არ მიბრძვია, იმისთვის ვიბრძოლე რომ მარტო არ ვყოფილიყავი.
სიმარტოვემ იცის მიჩვევა. მობეზრება. მისგან ხანდახან იღლები. ისევე როგორც ხალხმრავლობამ. მხოლოდ სიმარტოვე, ან სულ ხალხმრავლობა დამღლელია.
რადგან ისე გავიგე რომ სახლში სიმარტოვე გაწუხებს, ეცადე ისეთ ადგილებში იყო სახლის გარეთ სადაც მეტი ხალხია. მაგალითად ეკლესიაში

ეს პოსტი მინიმუმ სამჯერ წაიკითხეთ და იფიქრეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 9 2011, 07:53 PM

არსებობს ორი სახის მარტოობა, ემოციონალური და სოციალური, ემოციონალურია სულიერი მარტოობა ხოლო სოციალური კი არის მარტოობის განცდა რაიმე სოციალური ჯგუფისადმი მიუკუთვნელობის გამო

მათი დაძლევა მრავალმხრივ შეიძლება, პირველ რიგში ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, თუ არადა მსოფლიო ლიტერატურა ან საეკლესიო.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 9 2011, 10:18 PM

ikanosi

ციტატა
მათი დაძლევა მრავალმხრივ შეიძლება, პირველ რიგში ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, თუ არადა მსოფლიო ლიტერატურა ან საეკლესიო.


ვუიმე, რას ამბობ.
ინტერნეტმა რანაირად უნდა დაგაძლევინოს მარტოობა? მე ვირტუალურმა სამყარომ გამომაშტერა და გამასულელა. მარტოობას ვირტუალური სამყარო უფრო ამძაფრებს.

ანდა დაძლევა რას ნიშნავს? მარტო თუ ხარ ადამიანებს შორის, ხარ ასე და ამას ვირტუალურობა და ლიტერატურა ვერ შეგივსებს. მარტოობა შეიძლება არ გაღელვებდეს, თუკი ღირებულებები და ცხოვრების მიზნები სხვანაირად გადაეწყო. და როდესაც მარტოსული ხარ, ხარ ასეთი და მორჩა...

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 9 2011, 10:53 PM

QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 11:57 PM) *

რა ვიცი...
მე ყოველ შემთხვევაში არა მგონია... biggrin.gif

ვისთვის როგორ...

ჩემთვის არაა სამწუხარო,პირიქით სასიამოვნოა...

ძალიან კარგი,თუ მასეა smile.gif

QUOTE(terra @ Dec 9 2011, 01:33 AM) *

არ უნდა ებრძოლო.
ემეგობრო უნდა.

გაიხარე...გავიღიმეე smile.gif

QUOTE(k@the @ Dec 9 2011, 01:08 PM) *

ninuliage
სიმარტოვესთან არ მიბრძვია, იმისთვის ვიბრძოლე რომ მარტო არ ვყოფილიყავი. smile.gif
სიმარტოვემ იცის მიჩვევა. მობეზრება. მისგან ხანდახან იღლები. ისევე როგორც ხალხმრავლობამ. მხოლოდ სიმარტოვე, ან სულ ხალხმრავლობა დამღლელია.
რადგან ისე გავიგე რომ სახლში სიმარტოვე გაწუხებს, ეცადე ისეთ ადგილებში იყო სახლის გარეთ სადაც მეტი ხალხია. მაგალითად ეკლესიაში smile.gif

მადლობა,ეკლესიაში დავდივარ შაბათ კვირას ..მარა რომ ვთქვა მაქს მრევლთან კონტაQტი ამას ვერრ ვიტყვი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით......

QUOTE(ikanosi @ Dec 9 2011, 07:53 PM) *

არსებობს ორი სახის მარტოობა, ემოციონალური და სოციალური, ემოციონალურია სულიერი მარტოობა ხოლო სოციალური კი არის მარტოობის განცდა რაიმე სოციალური ჯგუფისადმი მიუკუთვნელობის გამო

მათი დაძლევა მრავალმხრივ შეიძლება, პირველ რიგში ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, თუ არადა მსოფლიო ლიტერატურა ან საეკლესიო.

სულიერ სიმარტოვეზე ყველაფერია გასაგები,მარა აი სოციალურ სიმარტოვეს ვერ მივხვდი რას ეძახით?ინტერნეტით მაქს მიმოწერა ჩემ კლასელებთან ...მაგრამ ისინი მაინც შორს არიან

QUOTE(georgios @ Dec 9 2011, 10:18 PM) *

ikanosi
ვუიმე, რას ამბობ.
ინტერნეტმა რანაირად უნდა დაგაძლევინოს მარტოობა? მე ვირტუალურმა სამყარომ გამომაშტერა და გამასულელა. მარტოობას ვირტუალური სამყარო უფრო ამძაფრებს.

ანდა დაძლევა რას ნიშნავს? მარტო თუ ხარ ადამიანებს შორის, ხარ ასე და ამას ვირტუალურობა და ლიტერატურა ვერ შეგივსებს. მარტოობა შეიძლება არ გაღელვებდეს, თუკი ღირებულებები და ცხოვრების მიზნები სხვანაირად გადაეწყო. და როდესაც მარტოსული ხარ, ხარ ასეთი და მორჩა...

ინტერნეტი..როგორც ამბობენ cool.gif палка о двух концов...ერთი მხრით თითქოს გონია რომ მარტო არ ხარ..მაგრამ იქაც შენი ბუნების და შენი ღირებულების ადამიანის პოვნა ძალიან ჭირს...და გამოდის რომ ცოდვებს იმატებ,,მათთან საუბარში

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 12:12 AM

ninuliage

ციტატა
აი სოციალურ სიმარტოვეს ვერ მივხვდი რას ეძახით?

მარტოობის ეს ტიპი უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს მეგობრებთან, თანამშომლებთან,და ა.შ
ციტატა
ინტერნეტი..როგორც ამბობენ палка о двух концов...ერთი მხრით თითქოს გონია რომ მარტო არ ხარ..მაგრამ იქაც შენი ბუნების და შენი ღირებულების ადამიანის პოვნა ძალიან ჭირს...და გამოდის რომ ცოდვებს იმატებ,,მათთან საუბარში

თუ ვირტიუალურ ურთიერთობას ცოცხალში ავსახავთ იქნებ გამოვიდეს...და ცოდვებს რატომ იმატებ?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 10 2011, 01:07 AM

სიმარტოვეს გაუძელი, გაუძელი გულოოო, გაზაფხულზე სიყვარული, სიყვარული მოვააა whistling.gif whistling.gif whistling.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 01:24 AM

ციტატა
ვუიმე, რას ამბობ.
ინტერნეტმა რანაირად უნდა დაგაძლევინოს მარტოობა? მე ვირტუალურმა სამყარომ გამომაშტერა და გამასულელა. მარტოობას ვირტუალური სამყარო უფრო ამძაფრებს.

ეს ახლა ვნახე biggrin.gif
ვირტუალურით უნდა დაიწყო, მე ვირტუალური ქსელის მეშვეობით მოვხვდი აქ, და გავიცანი რამდენიმე ნამდვილად კარგი ადამიანი, რომლებთანაც ახლოს ვმეგობრობ
თუ მხოლოდ ვირტუალურით არის სარგებლობა რა თქმა უნდა არ იქნება ეფექტური, ვირტუალური არის შესავალი biggrin.gif ძირითადი ნაწილი ცოცხლად შეხვედრაა, დასკვნა კი ხანგრძლივი მეგობრობა biggrin.gif

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Dec 10 2011, 01:34 AM

რატომ გეშინია მარტოობის ჩემო თავო?ალბატ იმიტომ რომ. მარტოობისას საკუთარ მესთან ,იცი ბრძოლა მოგიეწვს,და ისიც იცი რომ სუსტი ხარ...შენ დამარცხების გშინებია გლახავ..smile.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 01:48 AM

მეც მიყვარს მარტოდ ყოფნა და მიჩნდება სურვილი ყოველთვის რო უფალს ლოცვით ველაპარაკო და საათობით ვლოცულობ ამით მშვიდად ვხდებიი.. smile.gif მარტოობა უნდა განიცადოს ადამიანმა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თავის აზრებში

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 10 2011, 02:08 AM

ikanosi

ციტატა
ეს ახლა ვნახე ვირტუალურით უნდა დაიწყო, მე ვირტუალური ქსელის მეშვეობით მოვხვდი აქ, და გავიცანი რამდენიმე ნამდვილად კარგი ადამიანი, რომლებთანაც ახლოს ვმეგობრობთუ მხოლოდ ვირტუალურით არის სარგებლობა რა თქმა უნდა არ იქნება ეფექტური, ვირტუალური არის შესავალი ძირითადი ნაწილი ცოცხლად შეხვედრაა, დასკვნა კი ხანგრძლივი მეგობრობა


მეც ინტერნეტის მეშვეობით, ძირითადად ფორუმზე გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ვაფასებ და ორი ადამიანი ძალიან მიყვარს და ვმეგობრობ მათთან. მაგრამ ზოგადად, ვირტუალურობა აშორებს ადამიანს ცოცხალი კონტაქტებისგან. მეგობრებიც კი, რომლებსაც ხშირად ვეღარ ვხედავ და მარტო მაგალითად სკაიპით ვესაუბრები, ვგრძნობ, რომ რეალური საუბრის გემო და ხიბლი იკარგება. ფორუმი ხომ სულ სხვა ამბავია კიდევ. ფორუმზე შეგიძლია იყო ვინმე სხვა, ფიქტიური პიროვნება და ამ ფიქტიურობას გადააყოლო გული. მაგრამ ამას უფრო აკეთებენ მძაფრი მარტოობის გამო...

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 02:17 AM

ციტატა(georgios @ Dec 10 2011, 02:08 AM) *


მაგრამ ზოგადად, ვირტუალურობა აშორებს ადამიანს ცოცხალი კონტაქტებისგან. მეგობრებიც კი, რომლებსაც ხშირად ვეღარ ვხედავ და მარტო მაგალითად სკაიპით ვესაუბრები, ვგრძნობ, რომ რეალური საუბრის გემო და ხიბლი იკარგება. ფორუმი ხომ სულ სხვა ამბავია კიდევ.


ხოო მართალი ხარ sad.gif cray.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 10:47 AM

QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 12:12 AM) *

ninuliage

მარტოობის ეს ტიპი უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს მეგობრებთან, თანამშომლებთან,და ა.შ

თუ ვირტიუალურ ურთიერთობას ცოცხალში ავსახავთ იქნებ გამოვიდეს...და ცოდვებს რატომ იმატებ?

ზოგი ისეტი გხვდდება ვირტუალურად ადამიანი რომ მათთან საუბარიც..არა სასიამოვნოა კი არა და იმაზე მეტიც..შენ ასეთები არ შეხვედრია?

QUOTE(georgios @ Dec 10 2011, 01:07 AM) *

სიმარტოვეს გაუძელი, გაუძელი გულოოო, გაზაფხულზე სიყვარული, სიყვარული მოვააა whistling.gif whistling.gif whistling.gif

გაიხარე გიორგი smile.gif

QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 01:24 AM) *

ეს ახლა ვნახე biggrin.gif
ვირტუალურით უნდა დაიწყო, მე ვირტუალური ქსელის მეშვეობით მოვხვდი აქ, და გავიცანი რამდენიმე ნამდვილად კარგი ადამიანი, რომლებთანაც ახლოს ვმეგობრობ
თუ მხოლოდ ვირტუალურით არის სარგებლობა რა თქმა უნდა არ იქნება ეფექტური, ვირტუალური არის შესავალი biggrin.gif ძირითადი ნაწილი ცოცხლად შეხვედრაა, დასკვნა კი ხანგრძლივი მეგობრობა biggrin.gif

ხოდა იქნება მეც მეშველოს რამე smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 10:52 AM

ninuliage

ციტატა
ზოგი ისეტი გხვდდება ვირტუალურად ადამიანი რომ მათთან საუბარიც..არა სასიამოვნოა კი არა და იმაზე მეტიც..შენ ასეთები არ შეხვედრია?

ჰო მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის
ციტატა
ხოდა იქნება მეც მეშველოს რამე

შენ გეშველება, მეც მეშველება და ტრიფონიასაც ეშველება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 10:59 AM

QUOTE(tatilinta @ Dec 10 2011, 01:34 AM) *

რატომ გეშინია მარტოობის ჩემო თავო?ალბატ იმიტომ რომ. მარტოობისას საკუთარ მესთან ,იცი ბრძოლა მოგიეწვს,და ისიც იცი რომ სუსტი ხარ...შენ დამარცხების გშინებია გლახავ..smile.gif

მართალია სუსტი ვარ...

QUOTE(dr.house... @ Dec 10 2011, 01:48 AM) *

მეც მიყვარს მარტოდ ყოფნა და მიჩნდება სურვილი ყოველთვის რო უფალს ლოცვით ველაპარაკო და საათობით ვლოცულობ ამით მშვიდად ვხდებიი.. smile.gif მარტოობა უნდა განიცადოს ადამიანმა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თავის აზრებში

რა კარგია...მიხარია შენზე.......მე კი ადამინებს შევკურებ...ესაა ალბათ შეცდომა....რომ ეს სიმარტოვის დარღვევა..ცემებურად მინდა..ანუ მინდა ადამიანი გამოჩნდეს ვინც მესაუბრება..ამ დროს ალბათ Uფალს უნდა მივმართო..შევეცდები

QUOTE(dr.house... @ Dec 10 2011, 01:48 AM) *

მეც მიყვარს მარტოდ ყოფნა და მიჩნდება სურვილი ყოველთვის რო უფალს ლოცვით ველაპარაკო და საათობით ვლოცულობ ამით მშვიდად ვხდებიი.. smile.gif მარტოობა უნდა განიცადოს ადამიანმა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თავის აზრებში

smile.gif

QUOTE(georgios @ Dec 10 2011, 02:08 AM) *

ikanosi
მეც ინტერნეტის მეშვეობით, ძირითადად ფორუმზე გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ვაფასებ და ორი ადამიანი ძალიან მიყვარს და ვმეგობრობ მათთან. მაგრამ ზოგადად, ვირტუალურობა აშორებს ადამიანს ცოცხალი კონტაქტებისგან. მეგობრებიც კი, რომლებსაც ხშირად ვეღარ ვხედავ და მარტო მაგალითად სკაიპით ვესაუბრები, ვგრძნობ, რომ რეალური საუბრის გემო და ხიბლი იკარგება. ფორუმი ხომ სულ სხვა ამბავია კიდევ. ფორუმზე შეგიძლია იყო ვინმე სხვა, ფიქტიური პიროვნება და ამ ფიქტიურობას გადააყოლო გული. მაგრამ ამას უფრო აკეთებენ მძაფრი მარტოობის გამო...

როგორ .ფიქტიური ..და რას გიშველის ეს?რა აზრია ამაში?

QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 10:52 AM) *

ninuliage

ჰო მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის

შენ გეშველება, მეც მეშველება და ტრიფონიასაც ეშველება biggrin.gif

გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ეეეეეეეეეეეეეე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 11:00 AM

ციტატა
როგორ

როგორ და დავთქვით შეხვედრა და შევხვდით
ციტატა
..და რას გიშველის ეს?რა აზრია ამაში?

რას ქვია რას გიშველის? biggrin.gif ახალი ხარ ჯერ აქ და ამიტომ ამბობ ალბათ, კაი ხალხია აქ და მათი გაცნობა ბედნიერებაა

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 01:37 PM

ციტატა(ikanosi @ Dec 10 2011, 11:00 AM) *



კაი ხალხია აქ და მათი გაცნობა ბედნიერებაა

არ დაუჯერო "იტყუება" laugh.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 10 2011, 01:47 PM

ninuliage
მე კი ვფიქრობ რომ არასოდეს არა ხარ მარტო თუ თავად არ გინდა მარტოობა.
შეიძლება ფიზიკურად არავინ იყოს შენ გვერდით, მაგრამ თავი მაინც არ უნდა
იგრძნო მარტოსულად. ისედაც ხომ ხდება, გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ
თავს ვერ გრძნობ მათ ნაწილად და მაინც მარტო ხარ. ასეთ შემთხვევაში მარტოობა
სულიერი მდგომარეობა უფროა, ვიდრე ფიზიკური. თუ ორივე შემთხვევაში
თავს მარტოდ გრძნობ მაშინ დეპრესიაა, ამ შემთხვევაში ვინმე დამხმარე აუცილებლად
დაგჭირდება, მაგრამ სხვის დახმარებასაც არ ექნება ეფექტი, თუ თავად
არ მოინდომე აჯობო საკუთარ თავს. smile.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 02:07 PM

ხოო მართალია ანუ შენ -მეს- ვერ გაუგე ამ შემთხვევაში.. unsure.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 06:06 PM

QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 12:12 AM) *

ninuliage

მარტოობის ეს ტიპი უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს მეგობრებთან, თანამშომლებთან,და ა.შ

თუ ვირტიუალურ ურთიერთობას ცოცხალში ავსახავთ იქნებ გამოვიდეს...და ცოდვებს რატომ იმატებ?

ჩემი აზრით ესაც სულიერი სიმარტოვეა

QUOTE(ნაინა @ Dec 10 2011, 01:47 PM) *

ninuliage
მე კი ვფიქრობ რომ არასოდეს არა ხარ მარტო თუ თავად არ გინდა მარტოობა.
შეიძლება ფიზიკურად არავინ იყოს შენ გვერდით, მაგრამ თავი მაინც არ უნდა
იგრძნო მარტოსულად. ისედაც ხომ ხდება, გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ
თავს ვერ გრძნობ მათ ნაწილად და მაინც მარტო ხარ. ასეთ შემთხვევაში მარტოობა
სულიერი მდგომარეობა უფროა, ვიდრე ფიზიკური. თუ ორივე შემთხვევაში
თავს მარტოდ გრძნობ მაშინ დეპრესიაა, ამ შემთხვევაში ვინმე დამხმარე აუცილებლად
დაგჭირდება, მაგრამ სხვის დახმარებასაც არ ექნება ეფექტი, თუ თავად
არ მოინდომე აჯობო საკუთარ თავს. smile.gif

ვისი ლექსია?ძაან მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 06:42 PM

ციტატა
ვისი ლექსია?ძაან მომეწონა

ნაინაა თავად ამ ლექსის ავტორი biggrin.gif biggrin.gif

ნაინ ერთი ორი პოსტი კიდევ და კრებულის გამოცემისთვის მზად იქნები მგონი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 09:54 PM

ხალხო..ვიგაცამ მომცერა 2 დგის ცინ სად ვნახო მამა ვიტALIძE ანუ მისი მოგვაცეობა და ვერ ვპოულობ იმ ცერილს ...ტემად იკო მამა ვიტალი...ხომ არ დამეხმარებიტ

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 10 2011, 11:03 PM

ninuliage
აქ ნახე: http://church.ge/index.php?showtopic=8565&hl=მამა+ვიტალი

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 11 2011, 12:38 AM

ninuliage

ციტატა
ვისი ლექსია?ძაან მომეწონა

არა ნინ, ლექსი არაა, ეგ უბრალოდ ჩემი აზრია,
მე რასაც ვფიქრობ მარტროობაზე ის მოგწერე. smile.gif

ikanosi
ციტატა
ნაინაა თავად ამ ლექსის ავტორი

ნაინ ერთი ორი პოსტი კიდევ და კრებულის გამოცემისთვის მზად იქნები მგონი

კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2011, 12:43 AM

ვააა.უკვე ფორუმელთა შემოქმედებაზეც გადავედით მარტოობასთან დამოკიდებულებაში?ძალიან კარგი.მაშინ ააა ბატონო:
...

ამ ქვეყნად ყველას ხომ აქვს სურვილი.
ზოგს ფული უნდა,ზოგს კიდევ გული.
ზოგს მუდამ უნდა მოკვლა წყურვილის
სათნო ცხოვრება,ნათელი სული.

მეცა მაქვს ერთი მცირე სურვილი,
თხოვნა,მუდარა,ოცნება ჩუმი.
მე მწუხარებით ვარ შემურვილი
რადგან არ მესმის ის ჩამიჩუმი.

მე სადღაც მინდა დარჩენა მარტო
ჩემი გონების შავ-ბნელ დემონთან.
მინდა შევიგნო ამ ქვეყნის ჩარჩო
ვილაპარაკო ან ჩვენს ნერონთან.

რატომღაც ყველა ვერ იგებს ამას.
ვიღაც მამცირებს,ვითომ მაშინებს.
რატომღაც ბევრი ივიწყებს ამაგს
და ვითომ შეშილ ბავშვად მაჩინებს.

მე მარტო მინდა რომ ვიყო სადღაც,
ღმერთთან რომელმაც მომცა ცხოვრება.
იქ მიტომ მინდა რომ ვიცი რადგან
სულს შეუძლია ჰპოვოს ცხონება.

ახლა რატომღაც მარტოობა ძლიერ მომინდა.
იმ ქმნილებასთან ჩემთვის დღეს რომ არს დიდებული.
ეს ჩემი სული საიდანღაც ტანჯვით მოვიდა
პოეზიაა ჩემთვის ყველგან,სულ მიღებული!

ახლა კი ჩემთვის მარტოობა სასურველია,
რომ აღარ მქონდეს მომავალში გაყგებრობა.
ეს სურვილი კი ვიღაცისთვის საძულველია
რადგან არ იცის არ არსებობს წაუგებლობა.

მე მარტოობა ძლიერ მჭირდება
რომ გავიხსენო ჩემი ცოდვები.
უიმისოდ კი გამიჭირდება
და სულ ტყუილად,მწარედ მოვცდები.
------------------------------------------
და როცა სული მიისწრაფვის სამოთხსაკენ,
ხორცში სახლდება საშინელი ძალით ეშმაკი.
სულს უნდა სწრაფვა უმაღლესი გორაკისაკენ
ხორცს უნდა ერთად ყველაფერი იყოს ფეშქაში.
2008 წ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 12:44 AM

ninuliage

ციტატა
მადლობა,ეკლესიაში დავდივარ შაბათ კვირას ..მარა რომ ვთქვა მაქს მრევლთან კონტაQტი ამას ვერრ ვიტყვი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.....


კარგია რომ დადიხარ, მაგრამ რატომ არ გაქვს ხალხთან კონტაქტი?

მშობლებთან ერთად არ ცხოვრობ?

საერთოდ რთულია ადამიანს რამე ურჩიო მარტოობასთან დაკავშირებით, როცა ასაკი არ იცი და მიზეზი მარტოობის smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 11 2011, 12:45 AM

ნაინა

ციტატა
კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა

მთავარია მკითხველი არ მოგვაკლდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2011, 12:53 AM

ციტატა
კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა

კო-რედაქტორი იქნები იკანოს....

ციტატა

საერთოდ რთულია ადამიანს რამე ურჩიო მარტოობასთან დაკავშირებით, როცა ასაკი არ იცი და მიზეზი მარტოობის

ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 12:59 AM

A.V.M

სწორად მსჯელობ ახალგაზრდა.
თუმცა, შენ რომ მარტოობას ნატრულობ, არ გამოგიცდია გეტყობა. biggrin.gif
მარტოობა კარგია, მხოლოდ როცა ხალხმრავლობისგან ხარ გადაღლილი და ისიც მაქსიმუმ 4 თვე. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2011, 01:35 AM

შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა.
მე პარალელის გავლებას ვცდილობ მარტოობასა და განმარტოებას შორის.
მარტოობასზე საუბრისას თუ სულიერ მარტოობას ვიგულისხმებთ მაშინ იგი უბედურებაა და მეტი არაფერი.უიმედობაა და მეტი არაფერი.(ეს ყოველივე კი არაქრისტიანულია)
მაგრამ თუ მარტოობას განვიხილავთ როგორც სოფლისგან მოშორებას ანუ-,,განმარტოებას"მაშინ საქმე გვაქვს აღმატებულთან და ,,საზეო საქმესთან".
აი რას ამბობს იოანე კლემაქსი:,,სოფლისგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა-ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭშის სურვილი.
თუ დავფიქრდებით ნებისმიერი ბერი,ნბისმიერი შემოქმედი განმარტოებაშია.თუმცა ისინი საზრდოობენ უფლის ჭვრეტით.
აი ამას ვგულისმობ მე,როდესაც განმარტოების სურვილს გამოვთქვამ.
ამ თემაზე საუბრისას არ სეიძლება პარალელი არ გავავლოთ ,,ოთარაანთ ქვრივთან."(გამოგიტყდებით ფორუმელნო და ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია)ერთი შეხედვით იგი მარტო იყო,მაგრამ აი რას ამბობს:,,ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე რამოდენი ბღარტები მიზის...წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისთვის?მარტო თქვენისთანას."
ანუ მარტო ისაა ვინც უსაქმურია,ხოლო ვინც დაკავებულია რამით და გარკვეულ იდეალზე გამუდმებით ფიქრობს ის მარტოსული ვერ იქნება.ის შეიძლება განმარტოვდეს.
(მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 11 2011, 03:46 PM

მე არ ვთვლი თავს მარტოსულად.. თუნდაც ჩემს გვერდით არ იყოს ადამიანი, ვთვლი რომ მარტო არ ვარ

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 06:56 PM

QUOTE(ნაინა @ Dec 11 2011, 12:38 AM) *

ninuliage

არა ნინ, ლექსი არაა, ეგ უბრალოდ ჩემი აზრია,
მე რასაც ვფიქრობ მარტროობაზე ის მოგწერე. smile.gif

ikanosi

კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა biggrin.gif

აი მაშინ ეს რა არის>ქალს რომ გაუგო–ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა,
ქალს რომ უყვარდე–უთენებდე დილას იებად,
ფეხზე გეკიდოს სხვისი აზრი, უნდა გახსოვდეს,
– საყვარელ ქალს ხომ ყველაფერი ეპატიება.
ქალი დარდია, ჩაფიქრება, სედა ფარული,
ღიმილიც არის, მონატრებაც წრეგადასული.
________________________________________________ამაზე გეკითხებოდი

QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:43 AM) *

ვააა.უკვე ფორუმელთა შემოქმედებაზეც გადავედით მარტოობასთან დამოკიდებულებაში?ძალიან კარგი.მაშინ ააა ბატონო:
...

ამ ქვეყნად ყველას ხომ აქვს სურვილი.
ზოგს ფული უნდა,ზოგს კიდევ გული.
ზოგს მუდამ უნდა მოკვლა წყურვილის
სათნო ცხოვრება,ნათელი სული.

მეცა მაქვს ერთი მცირე სურვილი,
თხოვნა,მუდარა,ოცნება ჩუმი.
მე მწუხარებით ვარ შემურვილი
რადგან არ მესმის ის ჩამიჩუმი.

მე სადღაც მინდა დარჩენა მარტო
ჩემი გონების შავ-ბნელ დემონთან.
მინდა შევიგნო ამ ქვეყნის ჩარჩო
ვილაპარაკო ან ჩვენს ნერონთან.

რატომღაც ყველა ვერ იგებს ამას.
ვიღაც მამცირებს,ვითომ მაშინებს.
რატომღაც ბევრი ივიწყებს ამაგს
და ვითომ შეშილ ბავშვად მაჩინებს.

მე მარტო მინდა რომ ვიყო სადღაც,
ღმერთთან რომელმაც მომცა ცხოვრება.
იქ მიტომ მინდა რომ ვიცი რადგან
სულს შეუძლია ჰპოვოს ცხონება.

ახლა რატომღაც მარტოობა ძლიერ მომინდა.
იმ ქმნილებასთან ჩემთვის დღეს რომ არს დიდებული.
ეს ჩემი სული საიდანღაც ტანჯვით მოვიდა
პოეზიაა ჩემთვის ყველგან,სულ მიღებული!

ახლა კი ჩემთვის მარტოობა სასურველია,
რომ აღარ მქონდეს მომავალში გაყგებრობა.
ეს სურვილი კი ვიღაცისთვის საძულველია
რადგან არ იცის არ არსებობს წაუგებლობა.

მე მარტოობა ძლიერ მჭირდება
რომ გავიხსენო ჩემი ცოდვები.
უიმისოდ კი გამიჭირდება
და სულ ტყუილად,მწარედ მოვცდები.
------------------------------------------
და როცა სული მიისწრაფვის სამოთხსაკენ,
ხორცში სახლდება საშინელი ძალით ეშმაკი.
სულს უნდა სწრაფვა უმაღლესი გორაკისაკენ
ხორცს უნდა ერთად ყველაფერი იყოს ფეშქაში.
2008 წ.


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 11 2011, 06:58 PM

ninuliage
თქვენს პოსტს თუ გადახედავთ ნახავთ რომ სულ სხვა რამე გაქვთ მონიშნული

რაც ნაინას ლექსად უწერია ეს მას აქვს მითითებული "ხელმოწერაში" და როდესაც თქვენ პირდაპირ დააკლიკეთ "პასუხი" რა თქმა უნდა მხოლოდ მისი პოსტი მოინიშნა და არა ხელმოწერა

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 07:24 PM

QUOTE(k@the @ Dec 11 2011, 12:44 AM) *

ninuliage
კარგია რომ დადიხარ, მაგრამ რატომ არ გაქვს ხალხთან კონტაქტი?

მშობლებთან ერთად არ ცხოვრობ?

საერთოდ რთულია ადამიანს რამე ურჩიო მარტოობასთან დაკავშირებით, როცა ასაკი არ იცი და მიზეზი მარტოობის smile.gif

არ ვიცი რას დავაჭირე ..მარა იმ ლექსზე პასუხი ვერ დავწერე რატომღაც და აქ მაინც ხომ წაიკითხავს ავტორი..დიდი მადლობა.რაც შეეხება თქვენ კითხვას...პირადულია და თუ გაინტერესებთ ჯობია პირადში მომწეროთ..ჩემი აზრით

QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:53 AM) *

კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...

სწორედ ასეთი აზრი მაქს მეც...გეთანხმები ავმ smile.gif

QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:53 AM) *

კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...

გეთანხმები

QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:53 AM) *

კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...

მართალი ხარ

QUOTE(ikanosi @ Dec 11 2011, 06:58 PM) *

ninuliage
თქვენს პოსტს თუ გადახედავთ ნახავთ რომ სულ სხვა რამე გაქვთ მონიშნული

რაც ნაინას ლექსად უწერია ეს მას აქვს მითითებული "ხელმოწერაში" და როდესაც თქვენ პირდაპირ დააკლიკეთ "პასუხი" რა თქმა უნდა მხოლოდ მისი პოსტი მოინიშნა და არა ხელმოწერა

ჯერ ვერ ვხვდები როგორ მოგწეროთ აქ..ზოგჯერ ჩემ წერილებს ვერ ვპოულობ...აი ავმს ვუპასუხე და არ არის ის პასუხი

QUOTE(ქევანა @ Dec 11 2011, 03:46 PM) *

მე არ ვთვლი თავს მარტოსულად.. თუნდაც ჩემს გვერდით არ იყოს ადამიანი, ვთვლი რომ მარტო არ ვარ

როგორც მივხვდი პინქტირის იქით ეს უკვე წერილი არ არის ხომ?

QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 01:35 AM) *

შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა.
მე პარალელის გავლებას ვცდილობ მარტოობასა და განმარტოებას შორის.
მარტოობასზე საუბრისას თუ სულიერ მარტოობას ვიგულისხმებთ მაშინ იგი უბედურებაა და მეტი არაფერი.უიმედობაა და მეტი არაფერი.(ეს ყოველივე კი არაქრისტიანულია)
მაგრამ თუ მარტოობას განვიხილავთ როგორც სოფლისგან მოშორებას ანუ-,,განმარტოებას"მაშინ საქმე გვაქვს აღმატებულთან და ,,საზეო საქმესთან".
აი რას ამბობს იოანე კლემაქსი:,,სოფლისგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა-ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭშის სურვილი.
თუ დავფიქრდებით ნებისმიერი ბერი,ნბისმიერი შემოქმედი განმარტოებაშია.თუმცა ისინი საზრდოობენ უფლის ჭვრეტით.
აი ამას ვგულისმობ მე,როდესაც განმარტოების სურვილს გამოვთქვამ.
ამ თემაზე საუბრისას არ სეიძლება პარალელი არ გავავლოთ ,,ოთარაანთ ქვრივთან."(გამოგიტყდებით ფორუმელნო და ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია)ერთი შეხედვით იგი მარტო იყო,მაგრამ აი რას ამბობს:,,ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე რამოდენი ბღარტები მიზის...წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისთვის?მარტო თქვენისთანას."
ანუ მარტო ისაა ვინც უსაქმურია,ხოლო ვინც დაკავებულია რამით და გარკვეულ იდეალზე გამუდმებით ფიქრობს ის მარტოსული ვერ იქნება.ის შეიძლება განმარტოვდეს.
(მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე)


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 07:26 PM

ninuliage

ციტატა
დიდი მადლობა.რაც შეეხება თქვენ კითხვას...პირადულია და თუ გაინტერესებთ ჯობია პირადში მომწეროთ..ჩემი აზრით


smile.gif
იყოს, რახან არ გსურს ნუ იტყვი.


პუნქტირის ქვემოთ რაც ჩანს, ის არის პიროვნების "ხელმოწერა" რომელიც მის ყოველ დაწერის აზრს ქვემოთ ერთვის.

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 07:32 PM

ავმ..ვპასუხობ..მე მგონი ვერ გავერკვიე აქ კიდევ სად რას დავაჭირო რომ გიპასუხოთ..რამდენიმე წერილი მაქს დაწერილი და ვერ ვხედავ მათ...არ ვიცი ..აქ იმედია მაინც გამომივა რამე...ხო ის კითხვა ჩემ ააკთან დაკავშირებით პირადია და თუ გაინტერესებთ პირად ში მომწერეთ...და მეორეც...რავიცი....მე არ შემიძლია ჩემი თავი დიდ მამებს შევადარო..ისინი ამ განმარტოვებისას სულიერად ძლიერდებოდნენ...და მე რას ვაკეთებ...ვეძებ გამოსავალს ამ განმარტოებიდან ინტერნეტში,მარტოდ არ ვიგრძნო თავი..მე რომ სულიერად ძლიერი ვიყო ...ამ დროს გამოვიყენებდი ლოცვისათვის....

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 11 2011, 07:33 PM

ციტატა
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ


შევქმნათ მარტოსულთა კლუბი. g.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 07:34 PM

QUOTE(k@the @ Dec 11 2011, 07:26 PM) *

ninuliage
smile.gif
იყოს, რახან არ გსურს ნუ იტყვი.
პუნქტირის ქვემოთ რაც ჩანს, ის არის პიროვნების "ხელმოწერა" რომელიც მის ყოველ დაწერის აზრს ქვემოთ ერთვის.

გასაგებია ..მადლობა..სად შემიძლია ვნახო ყველა ჩემი მონაწერი?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 07:38 PM

ninuliage

არაფრის. smile.gif
თუ პირად მიმოწერას გულისხმობ, თუ ახალ დაწერილ წერილს არ მოუნიშნავ ველს "დაამატე ამ შეტყობინების ასლი საქაღალდეში ”გაგზავნილები” " მაშინ ის შენს მიწერილს არ იმახსოვრებს და შლის ავტომატურად.

ღია ფორუმზე დაწერილი თუ გაინტერესებს, მაშინ ზედა მარცხენა მხარეს შენს საკუთარ ნიკს ერთხელ დააჭირე და გამოგიჩენს შენს ინფო გვერდს, იქ მარჯვენა ზედა მხარეს არის ღილაკი "ოპერაციები" და დასში "მომხმარებლის პოსტები" მაგას თუ დააჭერ შენს ძველ ღია ფორუმზე დაწერილებ პოსტებს ნახავ.

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 09:18 PM

QUOTE(georgios @ Dec 11 2011, 07:33 PM) *

შევქმნათ მარტოსულთა კლუბი. g.gif

ვაა რა მააგარია...ტან მარტო აგარავინ იქნებაააააააა biggrin.gif

QUOTE(k@the @ Dec 11 2011, 07:38 PM) *

ninuliage

არაფრის. smile.gif
თუ პირად მიმოწერას გულისხმობ, თუ ახალ დაწერილ წერილს არ მოუნიშნავ ველს "დაამატე ამ შეტყობინების ასლი საქაღალდეში ”გაგზავნილები” " მაშინ ის შენს მიწერილს არ იმახსოვრებს და შლის ავტომატურად.

ღია ფორუმზე დაწერილი თუ გაინტერესებს, მაშინ ზედა მარცხენა მხარეს შენს საკუთარ ნიკს ერთხელ დააჭირე და გამოგიჩენს შენს ინფო გვერდს, იქ მარჯვენა ზედა მხარეს არის ღილაკი "ოპერაციები" და დასში "მომხმარებლის პოსტები" მაგას თუ დააჭერ შენს ძველ ღია ფორუმზე დაწერილებ პოსტებს ნახავ.

რავიცი..მე დავაჯირე ჩემ სახელს და ოპერაციები არ გამოცჰნდა..ტუ ოპტიონს გულისხმობ...კი მარა იქ რომ არ არის ჩემო წერილები?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 11 2011, 10:26 PM

ninuliage

ციტატა
აი მაშინ ეს რა არის>ქალს რომ გაუგო–ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა,
ქალს რომ უყვარდე–უთენებდე დილას იებად,
ფეხზე გეკიდოს სხვისი აზრი, უნდა გახსოვდეს,
– საყვარელ ქალს ხომ ყველაფერი ეპატიება.
ქალი დარდია, ჩაფიქრება, სედა ფარული,
ღიმილიც არის, მონატრებაც წრეგადასული.
________________________________________________ამაზე გეკითხებოდი

ააა, ეს ლექსი გაინტერესებდა?
მეგობარმა გამომიგზავნა და ძალიან მომეწონა მეც,
ოღონდ არ ვიცი ვისია smile.gif

ციტატა
რავიცი..მე დავაჯირე ჩემ სახელს და ოპერაციები არ გამოცჰნდა..ტუ ოპტიონს გულისხმობ...კი მარა იქ რომ არ არის ჩემო წერილები?

აი აქ უნდა დააკლიკო ნინ
ციტატა
თქვენ შემოსული ხართ როგორც: ნაინა ( გასვლა )

ეს ჩემი დავაკოპირე, მაგრამ ზედა მარცხენა კუთხეში, შენი ნიკი ეწერება ზუსტად ასე. დააკლიკებ მაგას. გადავა მეორე გვერდზე, იქ კი მარჯვნივ ზემოთ ცისფერი კნოპკა იქნება ოპერაციები აწერია და ფორუმზე შენი პოსტები ასე უნდა მოძებნო, ასევე თემებიც.

მაგრამ თუ შენ ეძებ იმ წერილებს რომლებიც პირადში მოგწერეს და შენც გააგზავნე პასუხები, მაშიმ უნდა მიაკლიკო იზევ ზემოთ ოღონდ მარჯვენა მხარეს აი ასეთ ნაწერს:
ციტატა
 კაბინეტი · ახალი პოსტების ნახვა · ჩემი ასისტენტი · 0 ახალი შეტყობინება

ახალი შეტყობინება რომ წერია აი მაგას და გადახვალ შენს კაბინეტში, გაგზავნილ წერილებს ვერ ნახავ თუ არ გაქვს ასლის შენახვა მითითებული, მაგრამ თუ შენს გაგზავნილზე პასუხი დაგიბრუნეს ხშირ შემთხვევაში აბრუნებენ უკან შენს გაგზავნილთან ერთად და მაშინ კი შეგიძლია ნახო შენებიც.
თუ კიდევ რამე ვერ გაიგო გვკითხე ისევ smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 11 2011, 10:43 PM

ninuliage

ციტატა
ვაა რა მააგარია...ტან მარტო აგარავინ იქნებაააააააა


ჰო, თან გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. sleep.gif rolleyes.gif 001.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 12 2011, 03:06 AM

QUOTE(georgios @ Dec 11 2011, 10:43 PM) *

ninuliage
ჰო, თან გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. sleep.gif rolleyes.gif 001.gif

ხო მარა უმრავლესობას რომ მოსწონთ სიმარტოვე ..ამას რა ვუყოთ

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 12 2011, 11:06 AM

ninuliage

ციტატა
ხო მარა უმრავლესობას რომ მოსწონთ სიმარტოვე ..ამას რა ვუყოთ


არ დაიჯერო, რომ მოსწონთ. tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2011, 04:27 PM

ციტატა

არ დაიჯერო, რომ მოსწონთ.

უყურე შენ!!! biggrin.gif
რასაა რომ ამბობ...

მაგალითად მე ვგიჟდები განმარტოებაზე(თუ სახლში ვარ და ამის საშუალება არ მაქვს ოთახში ვიკეტები)
ოღონდ განმარტოებაა ეს და არა მარტოსულობა...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 12 2011, 07:25 PM

A.V.M

ციტატა
უყურე შენ!!! რასაა რომ ამბობ...მაგალითად მე ვგიჟდები განმარტოებაზე(თუ სახლში ვარ და ამის საშუალება არ მაქვს ოთახში ვიკეტები)ოღონდ განმარტოებაა ეს და არა მარტოსულობა...


თემა სიმარტოვის შესახებაა, გენაცვალე, ანუ მარტოსულობაზე

ციტატა
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ


თემა შეგეშალა. tongue.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 12 2011, 07:45 PM

QUOTE(georgios @ Dec 12 2011, 11:06 AM) *

ninuliage
არ დაიჯერო, რომ მოსწონთ. tongue.gif

კაი არ დავუჯეროთ

QUOTE(A.V.M @ Dec 12 2011, 04:27 PM) *

უყურე შენ!!! biggrin.gif
რასაა რომ ამბობ...

მაგალითად მე ვგიჟდები განმარტოებაზე(თუ სახლში ვარ და ამის საშუალება არ მაქვს ოთახში ვიკეტები)
ოღონდ განმარტოებაა ეს და არა მარტოსულობა...

თავიდანვე გვქონდა მსგავსი ტენა...და ვთქვი რომ მეც მომცონს ვთქვათ კვირაში ერთხელ ///ან დღესჰი 3 საათით განმარტოვებით ყოფნა...მარა ეს ჩემი სემთხვევა არ არის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2011, 10:39 PM

ციტატა

თემა სიმარტოვის შესახებაა, გენაცვალე, ანუ მარტოსულობაზე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
თავიდანვე გვქონდა მსგავსი ტენა...და ვთქვი რომ მეც მომცონს ვთქვათ კვირაში ერთხელ ///ან დღესჰი 3 საათით განმარტოვებით ყოფნა...მარა ეს ჩემი სემთხვევა არ არის

მე კიდევ კვირაში ერთხელ ან ა.შ. არ მიგულისხმია...
მე მუდმივად განმარტოება მინდა მეთქი ეს ვიგულისხმე...
(დავიჯერო თქვენ არ გინდათ?) g.gif g.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 12 2011, 11:11 PM

A.V.M

ციტატა
(დავიჯერო თქვენ არ გინდათ?)


არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 12 2011, 11:35 PM

ციტატა
არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები.

ა კაცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 13 2011, 12:25 PM

ikanosi

ციტატა
ა კაცი

cool.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 13 2011, 04:58 PM

ციტატა

არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები.

ეეეეე...
მეთქი:ერთ ბედქვეშა ვართ ლანბავ მე და შენ..." biggrin.gif
ციტატა
ა კაცი

ოჰ...
შენ ოღონდ ეგ აზრი გაიგო ვნმესგან და... biggrin.gif biggrin.gif
რა აუცილებელია ცოლი და შვილი...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 13 2011, 09:01 PM

A.V.M

ციტატა
ეეეეე...მეთქი:ერთ ბედქვეშა ვართ ლანბავ მე და შენ..."

happy.gif

ციტატა
რა აუცილებელია ცოლი და შვილი...

ჰო, ზედმეტი თავის ტკივილი. tongue.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 13 2011, 09:16 PM

QUOTE(A.V.M @ Dec 12 2011, 10:39 PM) *

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე კიდევ კვირაში ერთხელ ან ა.შ. არ მიგულისხმია...
მე მუდმივად განმარტოება მინდა მეთქი ეს ვიგულისხმე...
(დავიჯერო თქვენ არ გინდათ?) g.gif g.gif

მე ისედაც მაქს..და არ მინდა biggrin.gif

QUOTE(georgios @ Dec 12 2011, 11:11 PM) *

A.V.M
არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები. biggrin.gif

მე ქმარი..და ბავშვებიიი smile.gif

მოგესალმებით ჩემო კარგებოოოო...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 13 2011, 09:37 PM

ninuliage

ციტატა
მე ქმარი..და ბავშვებიიი smile.gif

ხოდა იქნება კიდეც 2kiss.gif smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 13 2011, 11:58 PM

რაღაცნაირად მარტო ვარ sad.gif
tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 14 2011, 01:36 AM

ციტატა(karpaki @ Dec 13 2011, 11:58 PM) *

რაღაცნაირად მარტო ვარ sad.gif
tongue.gif biggrin.gif


მე - სულ smile.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 14 2011, 09:35 AM

QUOTE(k@the @ Dec 13 2011, 09:37 PM) *

ninuliage

ხოდა იქნება კიდეც 2kiss.gif smile.gif

იმედია...ამ სმაილს როგორ აკეტებ...რომ კოცნის

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 14 2011, 10:39 AM

QUOTE(terra @ Dec 14 2011, 01:36 AM) *

მე - სულ smile.gif

მაგის თქმაც დიდი მიღწევაა რომ იცოდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 14 2011, 07:38 PM

QUOTE(terra @ Dec 14 2011, 01:36 AM) *

მე - სულ smile.gif

არა ხარ მარტო მეც შენთანა ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 14 2011, 07:49 PM

რა მარტოსულთა კლუბი შექმენით რა არის...ვინმეს თუ გონია რომ მარტოობა კარგია ცდება, წარმოიდგინოს აბა მისი თავი უკაცრიელ კუნძულზე სულ მარტო...ადამს რომ მოეწყინა მაგიტომაც შექმნა ღმერთმა ევა

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 14 2011, 08:13 PM

იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისთვის, მეორედ არასოდეს მოვა ამქვეყნად... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 14 2011, 08:17 PM

georgios
არავის გაუწირიხარ

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 14 2011, 08:20 PM

ikanosi

ციტატა
არავის გაუწირიხარ


მე პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია ვარ. isrebi.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: qristinee თარიღი: Jan 3 2012, 04:22 PM

უიმეეე აქ რა ამბები ყოფილააა? biggrin.gif მე რა ანდა ვთქვა თითქმის ყოველ თვე 2 კვირით მარტო ვრჩები. მაააგრააამ არც მაგაზე ვნერვიულობ. biggrin.gif (მეტი სადარდებელი არ მომცეს ღმერთმა) = ) არც დეპრესიონერა ვარ biggrin.gif მიყვარს მარტო ყოფნა. არც იმას განვიცდი თუ ხალხმრავლობაა ჩემთან. biggrin.gif რა პრობლემებიც წავიკითხე მასეთი რამ არ გამომიცდია (არც მინდააა =) მიუხედავად იმისა რომ პრობლემები აუარებელიაა. სად მაქვს მაგის თავი ვინერვიულო და გადავყვე ზედ მარტოობას და ჩაკეტილობას. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 3 2012, 09:08 PM

ციტატა(karpaki @ Dec 13 2011, 02:58 PM) *

რაღაცნაირად მარტო ვარ sad.gif
tongue.gif biggrin.gif

მეც, არა მარტო რაღაცნაირად, სულ მარტო.
ისე მივეჩვიე და ისე შევიყვარე ჩემი მარტოობა, რომ სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 3 2012, 09:19 PM

ციტატა

ისე მივეჩვიე და ისე შევიყვარე ჩემი მარტოობა, რომ სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია

ნაინ რა ჯიგარი ხარ...

მე რო ვამბობ არ მიჯერებენ ხოლმე...
(რა ჯობია შენთვის ხარ.წყნარად.ფიქრობ.არავინ ხელს არ გიშლის..."

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 3 2012, 10:25 PM

ციტატა
რა ჯობია სჰენტვის ხარ.წყნარად.ფიქრობ.არავინ ხელს არ გიშლის..."

კაი ქალი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: qristinee თარიღი: Jan 3 2012, 11:25 PM

ikanosi
<< მარხვაზეა ვითომ :# biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 3 2012, 11:26 PM

qristinee
ხუმრობა უნდა გესმოდეს biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: qristinee თარიღი: Jan 3 2012, 11:30 PM

ikanosi
უუფფფ... biggrin.gif მაშინ ასე "ხუმრობა " biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 12:22 AM

ციტატა
მაშინ ასე "ხუმრობა

იკანოსთან როცა გაქვს საქმე კი...

პოსტის ავტორი: qristinee თარიღი: Jan 4 2012, 01:57 AM

A.V.M
tongue.gif tongue.gif smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2014, 02:09 PM

სიმარტოვე საკუთარ თავთან განმარტოებაა... მე მიყვარს, როცა მარტო ვრჩები და ჩემ სულში ვიყურები... ამ დროს ყველაზე კარგად ხედავ საკუთარ თავს, თუ როგორი ხარ, რეალურად რა მიზნები და სურვილები გამოძრავებს...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 29 2014, 06:33 PM

marine
კი, გადასარევია სიმარტოვე და აუცილებელიც, მაგრამ მე სერიოზული პრობლემა მაქვს მაგ მხრივ. ჩავიკეტე უკვე და უკიდურესობაში გადავედი... ისე ავცდი ზოგადად ადამიანებს, რომ მეტისმეტად უცნაური ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ ახლა ხალხზე, ურთიერთობაც მიჭირს ხშირად... მოკლედ ცუდ დღეში ვარ... დავიკიდებდი ამ ყველაფერს და განვაგრძობდი ისევ ასე ცხოვრებას, მაგრამ ეს ადვილია ჩემთვის და ვიცი რომ არასწორი... დავიკიდებდი გოგოს რომელიც მომწონს, არც ეგ გამიჭირდება, ვიკითხავ ვისწავლი და გამოვალ შეშლილი მეცნიერი, მაგრამ ვიცი რომ ასე თუ ვქენი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნება. გაცილებით სერიოზული ვიდრე ახლა მაქვს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2014, 10:29 AM

ციტატა(MIRDAT @ Jan 29 2014, 07:33 PM) *

marine
კი, გადასარევია სიმარტოვე და აუცილებელიც, მაგრამ მე სერიოზული პრობლემა მაქვს მაგ მხრივ. ჩავიკეტე უკვე და უკიდურესობაში გადავედი... ისე ავცდი ზოგადად ადამიანებს, რომ მეტისმეტად უცნაური ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ ახლა ხალხზე, ურთიერთობაც მიჭირს ხშირად... მოკლედ ცუდ დღეში ვარ... დავიკიდებდი ამ ყველაფერს და განვაგრძობდი ისევ ასე ცხოვრებას, მაგრამ ეს ადვილია ჩემთვის და ვიცი რომ არასწორი... დავიკიდებდი გოგოს რომელიც მომწონს, არც ეგ გამიჭირდება, ვიკითხავ ვისწავლი და გამოვალ შეშლილი მეცნიერი, მაგრამ ვიცი რომ ასე თუ ვქენი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნება. გაცილებით სერიოზული ვიდრე ახლა მაქვს...


მირდატ, მე არ ვგულისხობ ისეთ განმარტოებას რომ სულ აღარავის დაეკონტაქტო... ეგ მართლაც ცუდია... ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანებთან ურთიერთობააო და ამიტომ კავშირი არ უნდა გაწყვიტო საზოგადოებათან... უბრალოდ, შიგადაშიგ უნდა განმარტოვდე ადამიანი, რომ საკუთარი ნაკლოვანებები განიხილო შენ თავთან...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:33 PM

მაგარია მარტოობა ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 09:25 AM

ციტატა(A.V.M @ Jan 30 2014, 11:33 PM) *

მაგარია მარტოობა ...

მარა სხვებთან ყოფნას მაინც არაფერი ჯობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2014, 11:49 AM

ციტატა(G_saxva @ Jan 31 2014, 10:25 AM) *

მარა სხვებთან ყოფნას მაინც არაფერი ჯობს biggrin.gif


შენნაირი ცუღლუტებისთვის მასეა wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 11:50 AM

ციტატა(marine @ Jan 31 2014, 11:49 AM) *

შენნაირი ცუღლუტებისთვის მასეა wub.gif

შენთვის არა ? ohmy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2014, 11:57 AM

ციტატა(G_saxva @ Jan 31 2014, 12:50 PM) *

შენთვის არა ? ohmy.gif


კი, ჩემთვისაც rolleyes.gif უბრალოდ, განმარტოებაც ძალიან მიყვარს smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 12:33 PM

ციტატა(marine @ Jan 31 2014, 11:57 AM) *

კი, ჩემთვისაც rolleyes.gif უბრალოდ, განმარტოებაც ძალიან მიყვარს smile.gif

ეგი სახვა რამეა tongue.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 31 2014, 10:20 PM

ციტატა
მაგარია მარტოობა ...

ამ ფრაზაზე ის მომენტი მახსენდება "სიყვარული ყველას უნდა"-დან სადაც ძმები ლაპარაკობენ: "შენ არ იცი რა კარგია თბილი კერა..."
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:09 AM

ikanosi
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 11:46 AM

"ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ამპარტავნებითაა შეპყრობილი, ტოტალური მარტოობისათვის არის განწირული".

/დეკ. ოლეგ დავიდენკო/

პოსტის ავტორი: vaso92 თარიღი: Jan 3 2015, 09:51 PM

როცა არაფრის იმედი არ გაქვს და გგონია განწირული ხარ ამ ცხოვრებისთვის რა გამოსავალი ვნახო არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2015, 11:07 PM

ციტატა(vaso92 @ Jan 3 2015, 10:51 PM) *

როცა არაფრის იმედი არ გაქვს და გგონია განწირული ხარ ამ ცხოვრებისთვის რა გამოსავალი ვნახო არ ვიცი sad.gif


ხსნა მხოლოდ უფალთანაა... მასთან მიდი და ის შეგიმსუბუქებს ტვირთს...

პოსტის ავტორი: vaso92 თარიღი: Jan 4 2015, 11:20 AM

marine
მადლობა user.gif

პოსტის ავტორი: ჩიტი-გვრიტი თარიღი: Oct 23 2020, 10:28 PM

unsure.gif ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2020, 08:53 PM

ფორუმზე ტოტალურ მარტოობაში ვარ sad.gif ხმის გამცემი არ მყავს sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2021, 12:21 PM

"ეპისკოპოსის ჯვარს ვერავინ გაიგებს, გარდა თავად ეპისკოპოსისა. ეს ჯვარი მძიმეა, მაგრამ სასიამოვნოც, ვინაიდან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, - ამბობს მეუფე სერგი [ჩეკურიშვილი], - როცა ეპისკოპოსი ხდება ადამიანი, საკუთარ თავთან მარტო რჩება. ერთხელ მეუფე იობთან ერთად ვიყავი უწმინდესთან. საუბრისას თქვა: მე ძაღლიც კი არ მყავს ერთგულიო. მაშინ, ასაკით უმცროსებს, ძალიან გაგვიკვირდა მისი ნათქვამი, ხოლო როცა ეპისკოპოსად მაკურთხა, ეს სიტყვები გამახსენდა... ეპისკოპოსი ხშირად სულ მარტო რჩება, ეს კი საკმაოდ ძნელია...."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2021, 12:22 PM

"მოდის მარტოობა, გარიყულობა, ხანდახან - სიღატაკე, შიმშილი... და, საერთოდ, ადამიანი ხშირად აღსასრულამდეც კი ცხოვრების განაპირას აღმოჩნდება"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:10 PM

"მართალია, ძნელი არის
მარტოობა ამა სოფლად,
მაგრამ უღირს ამხანაგსა,
მირჩევნია დავრჩე ობლად"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 04:28 PM

"მარტოს უფრო ადვილად შეუძლია თავისი ცოდვების გახსენება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:48 PM

"მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად განმარტოებული, ვინც საკუთარ თავთან განმარტოვდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:24 PM

"შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:15 PM

"თუკი ადამიანი ღმერთთანაა, მაშინ ის უკვე მარტო აღარ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:49 PM

"მოულოდნელი მარტოობა ზედ მოგადგა და ყინულის მკლავებში მოგიმწყვდია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:49 PM

"უღმერთონი სასოწარკვეთილებამდე მიდიან თავის მარტოობაში. საზოგადოება ვერ კურნავს მარტოობას, პირიქით, ამძიმებს. ხოლო ვინც თავის სულში დაიტია ღემრთი, იგი უდაბნოშიც არ გრძნობს თავს მარტოდ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:39 PM

"მარტო ცხოვრებისას მარტოობას ეჩვევი,
სხვასთან ცხოვრებისას - თანაცხოვრებას"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2023, 08:40 PM

"ალბათ ყოველთვის წესია ასე -
პოეტები ხომ მარტო კვდებიან,
მაგრამ მანამდე, სიგიჟის ზღვარზე,
მარტოობაზე ქორწინდებიან"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:46 PM

"სიცოცხლის ბოლომდე ღმერთთან მარტოდ მყოფი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:53 PM

"განმარტოების წუთები უნდა გამოვიყენოთ, გვმართებს ისინი მხოლოდ ღვთის საქმისკენ - ლოცვისა და ღვთის ჭვრეტისაკენ მივმართოთ. ეს საქმეები კი, რამდენადაც ისინი წესისამებრ წარიმართება, არ მოგწყინდებათ, რადგან მათგან სულიერი ნუგეში ასხივებს, რასაც დედამიწაზე ვერაფერი მოგვანიჭებს"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:19 PM

"იმ ადამიანს, ვინც მარტო ცხოვრობს იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმინდანებთან და მთელ სამყაროსთან. იყო მარტო და გრძნობადად განიცდიდე ამ მეგობრულ კავშირს!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:33 PM

"შეეცადე განეშორო ყველაფერს, რაც მარტოობას დაგაკარგვინებს, მათ ნაცვლად ყველა შენი სურვილი მიმართე უფალთან ლოცვითი საუბრისკენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:44 PM

"სინდისის ხმა შინაგანია, უაღესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს. ამის თაობაზე ჰეგელი წერს: "სინდისი არის უღრმესი შინაგანი მარტოობა, მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა, რომელშიც გაქრა ყოველივე გარეგანი, ყოველი შეზღუდულობა, ის არის საკუთარ თავში განმარტოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 02:39 PM

"თვალწინ მიდგას მოძღვრის გეთსიმანიისდარი მარტოობა უამრავ ხალხში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 03:00 PM

"განმარტოების გარეშე სინანული არ არსებობს"

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 01:40 PM

"დღის განმავლობაში ერთი-ორი საათი მარტო თუ არ დავრჩი, თავს საშინლად უბედურად ვგრძნობ"

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:11 PM

"შენ გიყვარს დროის გატარება საღამოს განმარტოებით და სულიერად მშვიდდები. დიახ, ღამე ყურადღების კონცენტრირებაში გვეხმარება. მეც მიყვარს ეს დრო. ირგვლივ სრული სიჩუმეა და როგორღაც განსაკუთრებით გრძნობ უფლის სიახლოვეს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 08:37 PM

"მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი გამოყვანა მარტოობის ბორკილებიდან"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 07:52 PM

"თუ ხედავ, რომ ვიღაც საუბრობს, ის უეჭველად მარტოსულია"

/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 07:03 PM

"ღმერთი, როგორც გარეგნულად გეჩვენება, დუმს და ადამიანს მარტო ტოვებს. სინამდვილეში ასე არ არის. ეს, უბრალოდ, თვითონ ადამიანის სუბიექტური განცდაა"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 05:28 PM

"მარტო ყოფნისას გამოიკვლიე საკუთარი თავი, ხომ არ გახდი უფრო უარესი, ვიდრე იყავი, ხომ არ ჩავარდი ისეთ ცოდვებში, რომელთაც ადრე არ იქმოდი?

/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 05:15 PM

"ღმერთთან კავშირის მქონე ადამიანი მუდამ ელტვის სიმარტოვეს - ოღონდ არა სულიერს, მელანქოლოურს, მძიმეს, მწუხარეს; პირიქით: ეს იმ ადამიანის შეგრძნებაა, რომელიც აღიარებას ელის და ხალისიანი განწყობა აქვს. მას სურს დაიმალოს, გაეცალოს ადამიანთა მზერას, რათა საუნჯე არ დაეკარგოს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:34 PM

"...მარტოსული ადამიანი, იმდენად მარტოსული, კოშმარების წყლისთვის მოყოლა რომ განუზრახავს..."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)