პაციფიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი |
ირგე |
May 30 2007, 11:13 AM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
solomony
ციტატა სწორედ მასეთი აზროვნება არის მიუღებელი ქრისტიანობისთვის და ამაზე სახარებაში ბევრგან წერია. სად სწერია სახარებაში, რომ თუ სიკვდილით დაგემუქრენ, მუქარის ავტორს თავი არაქრისტიანად არ მოაჩვენოო? აბა დააციტატე. ციტატა 1,2,3 საუკუნეებში ათიათასობით ქრისტიანს რომ ხოცავდნენ რომაელები იმის გამო რომ უბრალოდ იმათი კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ ეგ სად ამოიკითხე? კონკრეტულად რომელ რომაელებს გულისხმობ? ციტატა ქრისტიანული სიწმინდეებისთვის მსხვერპლი შეეწირათ,ან ნაკერპავი საჭმელი ეჭამათ და რაზეც რომაელიბი უარს იღებდნენ და ვერანაირი ტანჯვა წამებით ვერ სტეხდნენ მათ. რა მოიგეს რო? ulvashi ეხლა ვერ გავიგე - შენ სახელმწიფოსთვის თავის გაწირვას არ ამართლებ და რელიგიისთვის თავის გაწირვას ამართლებ? |
G_I_O_R_G_I_ |
May 30 2007, 11:47 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა სად სწერია სახარებაში, რომ თუ სიკვდილით დაგემუქრენ, მუქარის ავტორს თავი არაქრისტიანად არ მოაჩვენოო? მთელი 2000 წლოვანი ქრისტიანობა ესაა და ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება ციტატა ეგ სად ამოიკითხე? კონკრეტულად რომელ რომაელებს გულისხმობ? ეს და მსგავსი ფაქტები წმინდანთა ცხოვრებაში წერია დეტალურად აღწერილი. ციტატა რა მოიგეს რო? რა მოიგეს და სული იცხოვნეს. ცოტა მგონია რომ ათეისტური კუთხით წერ. |
ირგე |
May 30 2007, 11:51 AM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
solomony
ციტატა მთელი 2000 წლოვანი ქრისტიანობა ესაა და ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება სანამ სახარების ციტატას არ მოიტან, ეგ ყველაფერი ცარიელი სიტყვებია. ციტატა ეს და მსგავსი ფაქტები წმინდანთა ცხოვრებაში წერია დეტალურად აღწერილი. ჩვენ ბოდიში. და ეგ წმინდანთა ცხოვრება სანდოობით ალბათ ბიბლიას უტოლდება არა? ციტატა ცოტა მგონია რომ ათეისტური კუთხით წერ. ცოტა? |
ulvashi |
May 30 2007, 11:55 AM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ირგე
ციტატა ეხლა ვერ გავიგე - შენ სახელმწიფოსთვის თავის გაწირვას არ ამართლებ და რელიგიისთვის თავის გაწირვას ამართლებ? ჰო, გამოუვყოფ ერთმანეთისაგან რელიგია ითხოვს თავგანწირვაც, სახელმწიფოც ითხოვს, მაგრამ მე ამ ორს შორის დიდ განსხვავებას ვხედავ რელიგიას აირჩევ. თუ არ მოგწონს რელიგია, რომლეც თავგანწირვას ითხოვს, წახვალ იმ რელიგიიდან, სხვა რელიგიას აღიარებ, ან გახდები ათეისტი, ანუ სრულიად თავისუფალი ხარ არჩევანში. სახელმწიფოსთან მიმართებაში კი არაა ასე მარტივად საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყო, თუ აპატრიდი არ ხარ თუმცა აქ არც ისე ნათელია გამიჯვნა და შეიძლება ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოვდიოდე მე თვითონ ყოველშემთხვევაში ეს თემა გავხსენი სახელმწიფოსთან მიმართებაში, ანუ მაინტერესებდა იმაზე მსჯელობა, რამდენად ითხოვს რელიგია სახელმწიფოსათვის თავის განწირვას რელიგიისათვის თავის განწირვას რომ ითხოვს ცხადია და ამაზე შეიძლება ცალკე თემა გაიხსნას, უნდა გასწიროს თუ არა ადამიანმა თავი აქ სახელმწიფოს და ეკლესიას ვერ არჩევს ზოგიერთი ერთმანეთისაგა და იმიტომ აერიათ მე არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავ მაგათ ერთად |
ირგე |
May 30 2007, 12:13 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
ulvashi
ციტატა რელიგია ითხოვს თავგანწირვაც, სახელმწიფოც ითხოვს, მაგრამ მე ამ ორს შორის დიდ განსხვავებას ვხედავ არის და რომ ვერ ხედავდე გამიკვირდებოდა. ციტატა რელიგიისათვის თავის განწირვას რომ ითხოვს ცხადია და ამაზე შეიძლება ცალკე თემა გაიხსნას, უნდა გასწიროს თუ არა ადამიანმა თავი ძამა. შენ არ იყვავი რომ თქვი იესო კაცის კვლის წინააღმდეგიაო. ეხლა არ მითხრა თავის მოკვლის მომხრეაო. |
G_I_O_R_G_I_ |
May 30 2007, 12:46 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა ცოტა? ირგე შენ თუ მთლად ათეისტური კუთხით მელაპარაკები მაშინ საერთოდ რასა აქვს აზრი.მასეთი კუთხით ყველაფერი უაზრო გამოდის სამშობლოსთვის თავგანწირა,სარწმუნოებისთვის თავგანწირვა,ერთმანეთისთვის სიკეთის კეთება და აშ. ადამიანმა უნდა იცხოვროს საკუთარი გამორჩენისთვის ერთხელ ცხოვრობს და მერე არარაობაში გაქრება და არც არავინ პასუხს მოსთხოვს თავისი საქციელების გამო და მაშინ ცხოვრებაში მსგავსი საკითხები ყველაფერი უაზრობაა. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამე მასე არაა. |
ირგე |
May 30 2007, 01:03 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
solomony
ციტატა ირგე შენ თუ მთლად ათეისტური კუთხით მელაპარაკები მაშინ საერთოდ რასა აქვს აზრი რას? ციტატა მასეთი კუთხით ყველაფერი უაზრო გამოდის სამშობლოსთვის თავგანწირა,სარწმუნოებისთვის თავგანწირვა ეს საკმაოდ საკამათოა, ეს კი ციტატა ერთმანეთისთვის სიკეთის კეთება არა. ციტატა ადამიანმა უნდა იცხოვროს საკუთარი გამორჩენისთვის ერთხელ ცხოვრობს და მერე არარაობაში გაქრება და არც არავინ პასუხს მოსთხოვს თავისი საქციელების გამო და მაშინ ცხოვრებაში მსგავსი საკითხები ყველაფერი უაზრობაა. პირიქით. რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, ანუ სხვებიც ერთხელ ცხოვრობენ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი სიამოვნების გამო სხვას უსიამოვნება არ მივაყენოთ. და ასეთი ქცევისთვის ჯოჯოხეთში მოხვედრის შიში სულაც არაა საჭირო. შიშზე დაფუძნებული მორალის გარდა სხვა მორალებიც არსებობს. ციტატა მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამე მასე არაა. რა და როგორ? |
მამფალი |
May 30 2007, 02:19 PM
პოსტი
#28
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ირგე
შენ თქვი რომ ომის შემთხვევაში ეგრევე კაპიტულაცია. სხვას მეუბნება ვაჟა, შოთა... ხევისბერშიც კაი სიტვებია: ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს არ ალოკავს. რა აზრი აქვს სიცოცხლეს დამარცხებულის, მონის სახელით? ფაცეფისტებს ხშრად მოყავთ მაგალითი იგივე განდისა და ამბობენ რომ ეს სწორედ დამტკიცებააა ამ გზისა, არადა ეს დიდი სისულელეა, ისევე როგორც პაცეფიზმი მთლიანობაში. გამოდის ყველა ჩვენი წინაპარი დებილი და სულელი ყოფილა მტერს ხმლით რომ ხვდებოდა. ვაპშეტა კაიფობ ეხლა შენ -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ირგე |
May 30 2007, 02:26 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
მამფალი
ციტატა შენ თქვი რომ ომის შემთხვევაში ეგრევე კაპიტულაცია. იეს. ციტატა სხვას მეუბნება ვაჟა, შოთა... ხევისბერშიც კაი სიტვებია: ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს არ ალოკავს. რა აზრი აქვს სიცოცხლეს დამარცხებულის, მონის სახელით? დამარცხებული და მონა ერთი და იგივე არაა. მონობაში სიცოცხლე კი ბევრის თავისუფლებას სჯობს. ციტატა ფაცეფისტებს ხშრად მოყავთ მაგალითი იგივე განდისა და ამბობენ რომ ეს სწორედ დამტკიცებააა ამ გზისა, არადა ეს დიდი სისულელეა, ისევე როგორც პაცეფიზმი მთლიანობაში. რატომაა სისულელე. ვერ მიაღწია საწადელს? თუ მოგვიანებით მუსულმან-ინდუისტთა ხოცვა-ჟლეტა უფრო ნათელი ფურცელია ინდოეთის ისტორიაში? ციტატა გამოდის ყველა ჩვენი წინაპარი დებილი და სულელი ყოფილა მტერს ხმლით რომ ხვდებოდა. დებილი კი არ იყო, მილიტარისტი იყო. როცა ადამიანს ომში სიკვდილი ურჩევნია ეს მისი არჩევანია. ჩემთვის მისი სიცოცხლე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი, მაგრამ ვერც კაცის კვლას ავუკრძალავ (მხოლოდ მოვუწოდებ) და ვერც თავის მოკვლას. ციტატა ვაპშეტა კაიფობ ეხლა შენ არანაირად. |
მამფალი |
May 30 2007, 02:36 PM
პოსტი
#30
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ციტატა დამარცხებული და მონა ერთი და იგივე არაა. მონობაში სიცოცხლე კი ბევრის თავისუფლებას სჯობს. აბა რა ქვია როცა ისე გექცევიან როგორც მათ უნდათ და არა შენ? ციტატა რატომაა სისულელე. ვერ მიაღწია საწადელს? მაგის წინაააღმდეგ ინგლისი კი არა თუნდაც იმდროინდელი ნაცისტები ყოფილიყვნენ ვნახავდი რამდენ დღესაც გაატანდა ეგ განდი ანდა მისი გვარი საერთოდ. ციტატა არანაირად. ყველანაირად. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ირგე |
May 30 2007, 02:50 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
მამფალი
ციტატა აბა რა ქვია როცა ისე გექცევიან როგორც მათ უნდათ და არა შენ? კონკრეტულად რას გულისხმობ? ციტატა მაგის წინაააღმდეგ ინგლისი კი არა თუნდაც იმდროინდელი ნაცისტები ყოფილიყვნენ ვნახავდი რამდენ დღესაც გაატანდა ეგ განდი ანდა მისი გვარი საერთოდ. ისტორია ნე ტერპიტ სასლაგატელნოე ნაკლანენიე. |
მამფალი |
May 30 2007, 02:57 PM
პოსტი
#32
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ციტატა კონკრეტულად რას გულისხმობ? მონობაში სიცოცხლის უპირატესობას თავისუფლებაში სიკვდილზე. ამის უაზრობას ვგულისმობ. რაც შეეხება ისტორიის ნეტერეპენიაზე: სამყარომ ფაშიზმი ატომური ბომბით დაამარცხა და არა ქედის მოხრით. ესეც ნეტერპენიე. "მილიტარისტების'' სურვილი რომ არა აქ არ ვისხდებოდით. ახლა ის თქვი რა მოუტანა ამ პაციფიზმა მსოფლიოს ღირებული? -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ირგე |
May 30 2007, 03:22 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
მამფალი
ციტატა მონობაში სიცოცხლის უპირატესობას თავისუფლებაში სიკვდილზე. ამის უაზრობას ვგულისმობ. თავისუფალი სახელმწიფოს ალტერნატივა პიროვნების მონობა არაა. ციტატა რაც შეეხება ისტორიის ნეტერეპენიაზე: სამყარომ ფაშიზმი ატომური ბომბით დაამარცხა და არა ქედის მოხრით. მთლად ატომური ბომბით არა, მარა სისხლი ოხრად დაიღვარა. იმას რად არ ამბობ, რამ გამოიწვია ფაშიზმი? ციტატა ახლა ის თქვი რა მოუტანა ამ პაციფიზმა მსოფლიოს ღირებული? პაცეფიზმი ახალი მოძღვრებაა. გვაცალეთ ბატონო. |
მამფალი |
May 30 2007, 03:51 PM
პოსტი
#34
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ირგე
ციტატა თავისუფალი სახელმწიფოს ალტერნატივა პიროვნების მონობა არაა. ეგ იდეაში. თორე რეალობაში ეგრეა. მერედა ვთქვათ რააა ეს თქვენეული ალტერნატივა. ციტატა მთლად ატომური ბომბით არა, მარა სისხლი ოხრად დაიღვარა. იმას რად არ ამბობ, რამ გამოიწვია ფაშიზმი? ომის გამომწვევი მიზეზი ადამიანის ბუნებაშია. და ომს იწყებს ის ვისაც ამის თავი აქვს. ციტატა პაცეფიზმი ახალი მოძღვრებაა. გვაცალეთ ბატონო. ვერ გაცლით. გაგანადგურებთ. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
მარიამი |
May 30 2007, 04:42 PM
პოსტი
#35
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვიღაცას აინტერესებდა, სახარებაში სად წერია, რომ ომი შეიძლებაო. სხვა თემაშიც იყო ამაზე საუბარი და იმ თემიდან ალექსანდრეს პოსტს ვაკოპირებ:
QUOTE სახარებაში წერია: ''ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც'' და მართლაც, ეს ქრისტიანული სრულყოფილების უმაღლესი საფეხურია. ყველა ქრისიტანი ვალდებულია, თავის პირად მტრებს წყენა და შეურაცხყოფა აპატიოს. რაც არ უნდა დიდი იყოს შეურაცხყოფა, მას არა აქვს მოკვლის უფლება, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება უფლის, მის სიწმიდეებსა და მოყვასს, იგი ვალდებულია დაიცვას ისინი და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის თავიც კი გაწიროს. იესო ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, რომ: ''არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ თქვენ'' [იოანე. 15. 13-14]. მოცემული მუხლით უფალი პირდაპირ თავგანწირვისაკენ მოგვიწოდებს, რაც სარწმუნოებისა და მამულის დაცვის საჭიროებისათვის ბრძოლაში წასვლით არის ყველაზე მეტად შესაძლებელი. ომის შესახებ ღმერთი შემდეგს ამბობს: ''ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას. თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება. თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი და მახვილით გაწყვეტ მტელს მამროვანს'' [რჯლ. 20. 10-13] აქ როგორც ვხედავთ , ბევრი მკვლელობა ხდება, მაგრამ ღმერთი ამას არ კრძალავს. სინას უდაბნოში, როდესაც ამალეკი შეებრძოლა ისრაიტელებს, ''უთხრა მოსემ ისუ ნავეს ძეს: გამოარჩიე კაცები და გადი ამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში ... როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი, როცა დაუშვებდა ხელს, ამალეკი ძლევდა'' [გამ. 17. 9,11] და ასე ხელებაღმართული მოსეს ლოცვით ''სძლია ისუ ნავეს ძემ ამალეკს და მის ხალხს მახვილით'' [გამ. 17. 13] განა მოსეს ლოცვა არ ნიშნავდა იმას, რომ ისრაიტელებს დაეხოცათ მტერი? ილია თეზბიტელის ბრძანებით შეიპყრეს ბაალის ოთხას ორმოცდაათი ქურუმი, რომლებიც ღმერთს შეურაცხყოფდნენ და ისრაიტელთა ჭეშმარიტ რწმენას რყვნიდნენ: ''ჩაიყვანა ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა'' [3მეფ. 18. 40]; მის შესახებ კი წერია, რომ ''ღვთისკაცი'' [4მეფ. 1. 11] ილია ცეცხლოვანი ეტლით ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცად [4მეფ. 2. 11]. საულ მეფე უფალმა მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ მან უარყო უფლის ბრძანება და ერთიანად არ გაწყვიტა ამალეკი, რომელმაც ეგვიპტის უდაბნოში მრავალი ზიანი მიაყენა ისრაიტელებს. იგი მათ ნადავლს დახარბდა, მათი მეფე აგაგი შეიბრალა და არ მოკლა. ამის გამო განრისხებულმა სამუელ წინასწარმეტყველმა მიმართა მას: ''რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ... გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს... და აჩეხა სამუელ წინასწარმეტყველმა აგაგი გილგაში უდლის წინაშე'' [1მეფ. 15.26,28,33] ისუ ნავესი ძველი აღთქმის წმიდანად იწოდება მიუხედავად იმისა,რომ ისრაიტელთა მხედართმთავარი იყო და ქანაანის ქვეყნისათვის ბრძოლაში მრავალი კაცი ჰყავდა მოკლული. ღვთის სათნო ცხოვრებისა და ერთგულებისათვის მას უფლის მხედრობის თავი, მთავარანგელოზი მიქაელიც კი გამოეცხადა [იესო 5. 13-15]. დიდმა წინასწარმეტყველმა და მეფემ, დავითმა, ორი დიდი ცოდვა ჩაიდინა: თავისი მსახური ურია ხეთელი ბრძოლის ველზე მოაკვლევინა, ხოლო ცოლი მისი ბერსაბე თვითონ შეირთო. ღმერთმა, წინასწარმეტყველ ნათანის პირით ამხილა იგი და შესაბამისი სასჯელიც დაადო. სასჯელიც სამართლიანი იყო, რამეთუ დავითმა ორი მცნება, არა კაც ჰკლა და არა იმრუშო დაარღვია. მან დიდი ხნით ადრე ერთი მკვლელობაც ჩაიდინა. ფილისტიმელებთან ბრძოლაში შურდულიდან ნატყორცნი ქვით დასცა საბაოთ უფლის შეურაცხმყოფელი გოლიათი და შემდეგ საკუთარი მახვილით მოჰკვეთა თავი [1მეფ. 17. 43-51]. დავით მეფე უფალს ამ მკვლელობისათვის არ განუკითხავს, რადგან ეს ღვთისთვის სათნო ქმედება იყო. მაშ ასე , არა კაც ჰკლა ნიშნავს, არ წაართვა სხვას სიცოცხლე, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ღვთის სახელი შეურაცხყოფისაგან, ასევე ბრძოლის დროს მომხვდურთაგან -საკუთარი და განსაცდელში მყოფ მოყვასთა სიცოცხლე. ზოგნი იტყვიან რომ ყველაფერი ზემოთხსენებული ძველ აღთქმას ეხება, ხოლო ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერი წერიაო. განვიხილოთ, რას ამბობს ამ მიმართებით ახალი აღთქმა. იოანე ნათლისმცემლის მოწმობა ''მეომრებმაც ჰკითხეს: ''ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას'' [ლუკა. 3. 14]. იარაღის ხელში აღება მათთვის ცოდვა რომ ყოფილიყო, იოანე უსათუოდ ჯარისა და იარაღის მიტოვებას ურჩევდა მათ. იესოს იგავად მოჰყავს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მაგალითი ომში მიმავალ მეფეზე. ''ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხვდურს? და თუ არ შეუძლია, ელცებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ სორშაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას'' [ლუკა. 14. 31-32] სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში წასვლა ცოდვა რომ იყოს, უფალი ამ იგავს მაგალიტად არ მოიყვანდა. მართალი და ღვთისმოშიში ასისთავი. ''კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოფორტის ასისტავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი'' [საქ.10. 1-2]. ეს იყო რომაელი ჯარისკაცი, ასისტავი, რომელიც მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა და თავის მოწინააღმდეგეებს უსათუოდ კლავდა. ეს რომ ნამდვილად ცოდვა ყოფილიყო, წმიდა წერილი არ დაახასიათებდა მას, როგორც ღვთის წინაშე ''მრავალმოწყალე, მართალ და ღმერთის მოშიშ პიროვნებას. განა შესაძლებელია, რომ წმიდა წერილი მართალსა და ღვთისმოშიშს უწოდებდეს კაცს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მცნებას არღვევს? რა თქმა უნდა - არა. იქნებ ამ კაცმა თავისი სამსახური გაქრისტიანების შემდეგ მიატოვა, როდესაც მოციქულმა პეტრემ მის სახლში იქადაგა? აი რა თქვა მოციქულმა: ''ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ მიუკერძოებელია ღმერთი. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის'' [საქ. 10. 34-35]. მოციქულმა ღვთის მცნებები იცოდა, ამიტომ ჯარის მიტოვება მისი პირველივე რჩევა იქნებოდა, თუკი ასეთი მსახური ღმერთს არ მოეწონებოდა, მაგრამ წმიდა წერილში მსგავსი არაფერია წერია. უფალი რომაელ ასისთავს ცათა სასუფეველს ჰპირდება [მათ. 8. 5-11, 13]. ჯარში მსახურება ცოდვა რომ ყოფილიყო, მაცხოვარი ასისთავს, პირველ რიგში, ცოდვის, ანუ სამხედრო სამსახურის მიტოვებას მოსთხოვდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, პირიქით, მას მოეწონა ღვთისადმი ასისთავის დიდი რწმენა და ცათა სასუფეველში შესვლაც კი შეპირდა. ეგრისთვის წმინდანები არაა ავტორიტეტი, მაგრამ ვისთვისაც ავტორიტეტია, მინდა შევახსენო, რომ ეკლესიას ბევრი წმინდა მხედარი (მეომარი) ჰყავს. რაღაც შორს წავიდე და, თუნდაც მარტო წმინდა გიორგი გავიხსენოთ. თუ იცით რა იყო მისი თანამდებობა? მხედართმთავარი იყო, ანუ მეომარი. შესაბამისად, ალბათ, ბრძოლაშიც ღებულობდა ხოლმე მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, წმინდა გიორგის, რომელმაც არაადამინური წამება დაითმინა და სიცოცხლე დათმო ქრისტესთვის, თანამდებობის და პროფესიის დათმობა გაუჭირდებოდა, ის რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყოფილიყო? ან კი აირჩევდა საერთოდ ასეთ პროფესიას? ის ხომ ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. წმ. გიორგის გარდა ბევრი სხვა წმინდა მეომარიც ახსოვს ქრისტიანობის ისტორიას. რაც შეეხება იმას, რომ ყველაზე ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, ეს ქრისტიანული თვალსაზრისით არასწორია. ყველაზე ძვირფასი არის მარადიული სიცოცხლე, ანუ ცხონება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ulvashi |
May 30 2007, 04:48 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა იესო ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, რომ: ''არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ თქვენ'' [იოანე. 15. 13-14]. მოცემული მუხლით უფალი პირდაპირ თავგანწირვისაკენ მოგვიწოდებს, რაც სარწმუნოებისა და მამულის დაცვის საჭიროებისათვის ბრძოლაში წასვლით არის ყველაზე მეტად შესაძლებელი მამული აქ აშკარად მიმატებულია და ზედმეტი რწმენისათვის თავის გაწირვა მესმის, იდეისათვის თავის გაწირვაა და ყველას ინდივიდუალურად გადასაწყვეტია სახელმწიფოსათვის თავის გაწირვაც ინდივუდუუმის გადასაწყვეტია ირგე ციტატა ძამა. შენ არ იყვავი რომ თქვი იესო კაცის კვლის წინააღმდეგიაო. ეხლა არ მითხრა თავის მოკვლის მომხრეაო. მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანმა თავისი შეხედულების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ერთიც და მეორეც. თავიდან ეს თემა იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა, სხვები დამერწმუნებია, რომ თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს (ანუ არ აპირებს თავის გაწირვას), სულაც არაა მისი ქმედება დასაძრახი სულ არ მაქვს მიზნად სხების გადარწმუნება, ვისაც უნდა, თავი გასწიროს, მისი სამქმეა, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას ნუ ძრახავენ |
მარიამი |
May 30 2007, 04:52 PM
პოსტი
#37
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE მამული აქ აშკარად მიმატებულია და ზედმეტი რწმენისათვის თავის გაწირვა მესმის, იდეისათვის თავის გაწირვაა და ყველას ინდივიდუალურად გადასაწყვეტია სახელმწიფოსათვის თავის გაწირვაც ინდივუდუუმის გადასაწყვეტია არ არის ასე და აი, რატომ: მამული საბოლოო ჯამში ისევ შენს მოყვასზე დაიყვანება. რადგან თუ დასაპყრობად წამოსულ მტერს არ გააჩერებ, ის შენს მოყვასს: დედას, მამას, დას, ძმას, მეგობარს დაესხმება თავს. ამიტომ სამშობლოსთვის თავის გაწირვა იგივე მოყვასისთვის თავის გაწირვაა. და ასეთი ადამიანები ყოველთვის გმირებად იწოდებოდნენ. პაციფისტები კი უბრალოდ ლაჩრები არიან და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანის გვერდზე ყოფნისას რომ ვინმე თავს დამესხას, მისი იმედი არ შეიძლება მქონდეს, ისე გაიქცევა და შემატოვებს თავდამსხმელს, უკან არ მოიხედავს. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ადამიანთან ახლობლობას. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ulvashi |
May 30 2007, 04:59 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა მამული საბოლოო ჯამში ისევ შენს მოყვასზე დაიყვანება ასე ზოგადად მსჯელობა უაზრობაა. აფხაზეთში ომის დროს ვინ იყო ჩემი მოყვასი? რატომ იყო ჩემი მოყვასი შევარდნაძე და არა არძინბა. არცერთი არ იყო მოყვასი. იქ ჩემი მოყვასები ერთმანეთს ხოცავდნენ სულელური პოლიტიკის გამო ციტატა ამიტომ სამშობლოსთვის თავის გაწირვა იგივე მოყვასისთვის თავის გაწირვაა. სამშობლოსთვის თავის გაწირვა შენ რა გგონია, იარაღის ჯღარუნი? მე უფრო მეტს ვაძლევ სახელმწიფოს ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით, ვიდრე ჯარისკაცი, რომელიც ასევე ჩემს მიერ გადახდილი გადასახადით არსებობს და კიდევ მე დავიკავო იარაღი ხელში? მაშინ ნუ ითხოვთ გადასახადებს ციტატა ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ადამიანთან ახლობლობას. ალბათ, არც თვითონ ისურვებდა შენთან ახლობლობას |
მარიამი |
May 30 2007, 05:02 PM
პოსტი
#39
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ulvashi
შენთან ერთი შეკითხვა მაქვს: არ ვიცი გყავს თუ არა შვილი, მაგრამ დავუშვათ, რომ გყავს. შენს შვილს რომ ვინმემ იარაღი დაადოს და სიკვდილით დაემუქროს (ვთქვათ, გიჟმა ან მანიაკმა, რომელთანაც ლაპარაკი არ ჭრის), შეატოვებ და გაიქცევი? QUOTE სამშობლოსთვის თავის გაწირვა შენ რა გგონია, იარაღის ჯღარუნი? როცა საჭიროა იარაღის ჟღარუნი და როცა საჭიროა გადასახადების გადახდა, ან ნაგვისგან ქუჩის გაწმენდა, ან კარგად სწავლა და ა.შ. სამშობლოს რაც სჭირდება ჩემგან იმ მომენტში, ის მომეთხოვება, თუ მამულიშვილი ვარ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ulvashi |
May 30 2007, 05:05 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ჩემი შვილი და სახელმწიფო ერთი და იგივე არაა
შვილი არ მყავს, მაგრამ შვილს დავიცავ, სახელმწიფოს არ დავიცავ, რადგან სახელმწიფო იმიტომ შექმნეს ადამიანებმა, რომ სახელმწიფოს დაცვა ადამიანი და არა პირიქით სახელმწიფო უნდა მიცავდეს და არა მე მას. ამიტომ ვუხდი გადასახადებს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 03:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი