თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Aug 24 2008, 06:28 PM

http://imageshack.us

ამ სურათზე აღბეჭდილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, ათონის მთაზე , ხილანდარის მონასტრის იღუმენია და მფარველი.
მოკლედ მოგახსენებთ ღვთისმშობლის სამხელიანი ხატის ისტორიის შესახებ.

სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მერვე საუკუნიდან, ხატმებრძოლეობის პერიოდიდან.
ბიზანტიის ერეტიკოსი იმპერატორი ისავრ – ლომი–ს ჯარისკაცები და ქვეშემრდომები სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს .
ამ პერიოდში ბიზანტიის გარეთ, დამასკოში , მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ სდევნიდნენ, ვინაიდან მათ მფარველობდა დამასკოს ხალიფას პირველი ვეზირი იოანე დამასკელი, რომელიც იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, მეცნიერი და ჰიმნოგრაფი, ქრისტიანული მოძღვრების უზადო მცოდნე და დამცველი. იოანე დამასკელის ხსენების დღეს, 4 დეკემბერს , დღესაც პატივისცემით აღნიშნავს მთელი მართლმადიდებელი სამყარო. დაუღლელი მოღვაწეობის ის წმინდა წერილზე დაყრდნობით ასაბუთებდა ხატების არსებობის და მათი თაყვანისცემის აუცილებლობას. განრისხებული იმპერატორი ყველანაირად ცდილობდა კომპრომენტაციას ხლიფას წინაშე. ბოლოს, ყალბი წერილი შეადგენინა, ვითომდა იოანეს ხელით დაწერილი, ხალიფას საწინააღმდეგო შეთქმულების შესახებ. ხალიფამ დასაჯა იოანე და მოჰკვეთა ხელის მტევანი რომლითაც ვითომდა ეს წერილი დაწერა. მტევანი ბაზრის მოედანზე გამოკიდა. იოანე დამასკელი სასტიკად განიცდიდა როგორც ხორციელ ტკივილს ასე დაუმსახურებელ წყენას. მან სთხოვა ხალიფას მიეცა მისთვის ხელის მტევანი დასამარხად. მან მიიდო მოკვეთილი მტევანი ხელზე, და ლოცვით შესთხოვდა ღვთისმშობელს მისი ხატის წინ, განეკურნებია მისი ხელი , რომლითაც ბევრჯერ დაუცვია მართლმადიდებლობა თავის ნაშრომებში. ის დაპირდა ღვთისმშობელს , რომ მუდამ იშრომებდა ამ ხელით მართლმადიდებლობის დასაცავად და სადიდებლად. ამ ლოცვაში იოანეს ჩაეძინა და მას გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი და აუწყა, რომ ის ჯანმრთელია და რომ მან უნდა იშრომოს ამ ხელითღვთის სადიდებლად.
გაიღვიძა იოანემ და იხილა სასწაულებრივად გამრთელებულა ხელი. ეს სასწაული მთელმა ქვეყანამ გაიგო. შერცხვენილი ხალიფა მიხვდა იმპერატორის მზაკვრობას და თავის შეცდომას. მან ბოდიშით სთხოვა იოანეს დაბრუნებოდა პირველი ვეზირის ადგილზე, მაგრამ იოანემ უარი უთხრა, განმარტოვდა და ბერად აღიკვეცა. იოანემ გამოაჭედვინა მტევნის ვერცხლის გამოსახულება და უბოძა ღვთისმშობლის ხატს. ამის შემდეგ მტევანი ეხატება ამ ხატის ყველა ასლს. ეს ხატი მერვე საუკუნიდან იმყოფებოდა წმინდა საბას მონასტერში მეცამეტე საუკუნუმდე ვიდრე ის უბოძეს სერბეთის არქიეპისკოპოსს სხვა წმინდა საბას.
სერბეთზე თურქების შემოსევის დროს იმისათვის რომ გადაერჩინათ სიწმინდე შეურაცხყოფისა და განადგურებისაგან. მართლმადიდებელმა სერბებმა ხატი სახედარზე დაამაგრეს და გაუშვეს. ძვირფასი ტვირთი პირუტყვმა ატარა , ათონის მთაზე მიიტანა და ხილანდარის მონასტრის კარებთა დადგა. მონასტრის ბერებმა მიიღეს ხატი როგორც ძვირფასი წყალობა. მათ ჰქონდათ ხილვა, რომ ღვთისმშობლის სამხელა ხატმა ისურვა თავად ყოფილიყო ხილანდარის მონასტრის იღუმენია. ამის ნიშნად იქამდე საკურთხეველში მყოფი ხატი სასწაულებრივად თავად გადაბრძანდა ტაძრის შუაგულში იღუმენის ადგილზე. ამის შემდეგ სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი არის ათონის მთის ხილანდარის მონასტრის იღუმენია, დამცველი და შემწე. მთელი მართლმადიდებელი სამყარო , ყველა ეკლესია დიდ პატივად თვლის ,ჰქონდეს სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ასლი. განსაკუთრებულ პატივს სცემენ სამხელიანი ღვთისმშობლის ხატს ერთმორწმუნე რუსეთში საიდანაც ჩამობრძანდა და ღვთის წყალობით ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დაიდო ბინა ამ ხატის ასლმა რომელიც შესწირა ტაძარს თორთლაძეების ოჯახმა.





http://imageshack.us
2008 წლის 17 ივლისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი დღეა ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიაში. ამ დღეს თორთლაძეების ოჯახმა ტაძარს წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის მთავარი სიწმინდის, სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ძველთაძველი ასლი შესწირა. როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს ხატი დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოწერილი . ის 40 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ამ ოჯახში. ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა , მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა
მეუფე კალისტრატემ ხატის საპატივცემლოდ ტაძარში პარაკლისი აღავლინა , თავის ქადაგებაში თორთლაძეების ოჯახი დალოცა და მადლობა მოუხადა ძვირფასი შენაწირისათვის. პარაკლისს ასობით ადამიანი დაესწრო და მოილოცა ჩვენი ახლად შეძენილი სიწმინდე.

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 24 2008, 06:31 PM

არ ვიცოდი თუ ქუთაისში იყო ამ ხატსი ერთი ასლი ..

კარგი თემაა,ეკა smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Aug 25 2008, 03:01 PM

ekato
გაიხარე!
: )

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Aug 25 2008, 10:22 PM

ekato
გაიხარეეეეsmile.gif
საინტერესოო იყოოო....smile.gif

პოსტის ავტორი: tamritamo თარიღი: Aug 26 2008, 03:20 AM

ekato
kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 26 2008, 05:16 AM

ძალიან საინტერესოა ეკა,
მადლობა kiss1.gif

პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Aug 26 2008, 09:19 PM

ekato
ძალიან საინტერესოა ძალიან დამაინტერესა.მადლობა შენ რო ასეთი კარგი ხარ. mpua.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 27 2008, 01:25 AM

S a l l y
iisperiTOVLI
zedela
tamritamo
ნაინა
IZAKUNA

მეც მასე დავწერო??? tongue.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 27 2008, 03:42 PM

kmunebi

ციტატა
მეც მასე დავწერო???



არ არის აუცილებელი a075.gif

შეგიძლია რამე უფრო მნიშვნელოვანი(თემასთან კავშირში,რა თქმა უნდა) დაწერო tongue.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 27 2008, 03:44 PM

ციტატა
კარგი თემაა,ეკა


რაზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Aug 27 2008, 11:04 PM

ციტატა(მნათე @ Aug 27 2008, 03:44 PM) *

რაზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ biggrin.gif

თუ რამე იცი ამ ხატის შესახებ დაამატე smile.gif

ან ის მაინც დაწერე აქამდე იცოდი თუ არა ამ ხატის არსებობის შესახებ, მე მაგალითად პირველად გავიგე და მაგიტომ დავწერე, რომ თუ ვინმემ არ იცის გაიგოს smile.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 28 2008, 01:47 PM

ციტატა(მნათე @ Aug 27 2008, 03:44 PM) *

რაზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ biggrin.gif


მართალი ხარ აქ სეიძლება სასაუბრო და სადისპუტო არაფერია,მაგრამ ინფორმნაციული თემაა და ბევრმა სწორედ მისი მეშვეობით შეიძლება გაიგოს ასეთი ხატის არსებობის შესახებ smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 28 2008, 06:12 PM

3 წლის წინ წავიკითხე პირველად ამ ხატის შესახებ და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ხატი მქონოდა. smile.gif მართლაც იმაცე წელს საქართველოში ჩამოსულები იყვნენ ათონის მთაზე მოღვაწე ბერები და ერთ-ერთმა რომ დამლოცა ეგ ხატი მაჩუქა. ძალიან მიყვარდა ეგ ხატი და სადაც კი მივდიოდი ყველგან თან დავატარებდი. წელს მონასტერში ყოფნინ დროს ერთ-ერთ მორჩილს, იოანეს ვაჩუქე. smile.gif

http://www.orthodoxy.ge/khatebi/samkheliani.htm

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Sep 8 2008, 12:42 PM

ekato
გაიხარე. არ ვიცოდი ამ ხატის შესახებ და სიამოვნებით გავნათლდი. არც ერთ ბიზანტიურ მუზეუმში (ნამყოფი ვარ ათენში და თესალონიკში) მსგავსი არაფერი მინახავს. ამ თემას პირდაპირ არ ეხება მაგრამ თუ იცით ვინმემ მადლობელი ვიქნები ახსნისთვის: ამას წინებზე გახლდით კრეტაზე და იქ ერთ-ერთ მონასტერში, სამუზეუმო ექსპონატებს შორის იყო ღვთისმშობლის ხატი, იესოთი, დამრიგებლური ხატი თუ მეხსიერება არ მღალატობს და მესამე პერსონა იყო წმინა ნიკოლოზი თუ წმინა თეოდოსი. ამ ხატის ისტორია იცით ?

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 10 2008, 09:26 PM

ციტატა(Marabella @ Sep 8 2008, 12:42 PM) *

ამას წინებზე გახლდით კრეტაზე და იქ ერთ-ერთ მონასტერში, სამუზეუმო ექსპონატებს შორის იყო ღვთისმშობლის ხატი, იესოთი, დამრიგებლური ხატი თუ მეხსიერება არ მღალატობს და მესამე პერსონა იყო წმინა ნიკოლოზი თუ წმინა თეოდოსი. ამ ხატის ისტორია იცით ?

პირველად მესმის, მართლა არაფერი მსმენია მაგ ხატზე unsure.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 10 2008, 10:36 PM

მე მეგობარმა მომიყვა ამ ხატის შესახებ და ათონის მთიდანაც ჩამომიტანა "სამხელა ღვთისმშობლის ხატი"...

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 10 2008, 11:05 PM

q-e-T-i
ფოტო თუ გაქვს იქნებ ატვირთო?
ძალიან მაინტერესებს როგორია, მე ორი მაქვს ნანახი და ორივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 10 2008, 11:27 PM

ხვალ გადავუღებ და აუცილებლად დავდებ ეკატო kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 11 2008, 12:09 AM

q-e-T-i
kiss1.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 13 2008, 03:31 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img111/subjugatorphoto006se3.jpg/1/

პოსტის ავტორი: shorena555 თარიღი: Oct 15 2008, 09:22 PM

გაიხარეთ...
სრულყოფილად აღარ მახსოვდა ისტორია და ძალიან გამიხარდა აქ რომ წავიკითხე...
ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქართველოს...

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Oct 16 2008, 12:54 AM

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო....

კომუნისტების დროს დეიდაჩემს აჩუქეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, სამხელიანი. რომელიც ეტყობა არ იყო ნაკურთხი. რამდენადაც მათ ნაკლებად ესმოდათ ხატის მნიშვნელობა, იგი ეკიდა საწოლ ოთახში სხვა სურათების გვერდით. თანდათან ხატი გახუნდა და თითქმის წაიშალა...

მოგვიანბეით, როცა ტაძარში სიარული დავიწყეთ და მრევლი გავხდით, ხატი ჩავიტანე მოძღვართან საკურთხებლად. არ მახსოვს იმ დღესვე რატომ არ წამოვიღე უკან, მაგრამ ხატი კურთხევის შემდეგ აღმოჩნდა სამკვეთლოში(ვინ შეაბრზანა არ ვიცი) როცა ჩვეულებრივ თუ ვინმეს დარჩება ახალნაკურთხი ხატი, ის მესანთლესთან ბრძანდება ხოლმე...

როცა ხატი მოვიკითე და მესანთლესთან არ აღმოჩნდა, სტიქაროსანს ვკითხე ხომ არ შეუნიშნავს და მან გამომიტანა. საოცარი კი ის იყო, რომ ხატი იყო საოცრად ლამაზ და მკვეთრ ფერებში... იმდენად, რომ უცებ ვერც კი ვიცანი...

მას შემდეგ გავიდა 10 წელი და დღესაც საოცრად ლამაზია... მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი "გაცოცხლების" ამბავი...

მადლობა დედა ღვთისმშობელს...

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 16 2008, 11:19 AM

ციტატა(.ნინო @ Oct 16 2008, 12:54 AM) *

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო....

კომუნისტების დროს დეიდაჩემს აჩუქეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, სამხელიანი. რომელიც ეტყობა არ იყო ნაკურთხი. რამდენადაც მათ ნაკლებად ესმოდათ ხატის მნიშვნელობა, იგი ეკიდა საწოლ ოთახში სხვა სურათების გვერდით. თანდათან ხატი გახუნდა და თითქმის წაიშალა...

მოგვიანბეით, როცა ტაძარში სიარული დავიწყეთ და მრევლი გავხდით, ხატი ჩავიტანე მოძღვართან საკურთხებლად. არ მახსოვს იმ დღესვე რატომ არ წამოვიღე უკან, მაგრამ ხატი კურთხევის შემდეგ აღმოჩნდა სამკვეთლოში(ვინ შეაბრზანა არ ვიცი) როცა ჩვეულებრივ თუ ვინმეს დარჩება ახალნაკურთხი ხატი, ის მესანთლესთან ბრძანდება ხოლმე...

როცა ხატი მოვიკითე და მესანთლესთან არ აღმოჩნდა, სტიქაროსანს ვკითხე ხომ არ შეუნიშნავს და მან გამომიტანა. საოცარი კი ის იყო, რომ ხატი იყო საოცრად ლამაზ და მკვეთრ ფერებში... იმდენად, რომ უცებ ვერც კი ვიცანი...

მას შემდეგ გავიდა 10 წელი და დღესაც საოცრად ლამაზია... მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი "გაცოცხლების" ამბავი...

მადლობა დედა ღვთისმშობელს...


საოცარი რამ დაწერე ნინო,სიხარულით აღვივსე. მადლობა დედა ღვთისმშობელს!

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 17 2008, 04:19 PM

.ნინო
რა საოცარი ამბავიააააა unsure.gif

მსგავსი არაფერი მსმენია smile.gif

პოსტის ავტორი: MARI-MARIKO თარიღი: Oct 26 2008, 01:50 AM

მე მჯერა! მთლად ეკალმა დამაყარა როცა ვკითხულობდი, ბევრი საოცარი ამბავი მსმენია, მინახავს და გადამხდენია, ზოგჯერ ვფიქრობ:-მოყოლა ქედმაღლობა არ იყოსთქო, რაც თავად გადამხდენია იმას ვგულისხმობ, ზოგჯერ კი მგონია თუ კი ეს დადებითად მოქმედებს მსმენელზე და მეტად განაწყობს რატომ არ უნდა ითქვას? მაგრამ რა ვიცი აბა...? იქნებ ვინმემ მთლად ნორმალურადაც არ ჩაგთვალოს. არ ვიცი, ....? მაგრამ ეს ისტოეია დზალიან მეამა და დიდი მადლობა გიორგის! kiss1.gif

პოსტის ავტორი: shalvashalva თარიღი: Apr 7 2009, 01:17 PM

ამ ხატმა იოანე დამასკელს მარჯვენა, მოჭრილი ხელი აღუდგინა zafxuli.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)