IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
loen
პოსტი Oct 31 2008, 11:40 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.

ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18).

იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა.
მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული.
ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში.
ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე
ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.
სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები.
შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან:
"..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..."
აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.
ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე).
ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის.


P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება).


სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Oct 31 2008, 12:27 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ძალიან კარგია რომ ასეთი კითხვები გაქვთ, დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო პასუხებს მიიღებთ,
ისე კი, ჩემი სურვილი იქნება ამ ფორუმზე იყოს კამათი რელიგიურ საკითხებზე smile.gif
სამწუხაროდ სხვა კონფესიის წარმომადგენლები ნაკლებად შემოიდან ამ ფორუმზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 31 2008, 12:44 PM
პოსტი #3


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,845
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



loen

აი, რას წერს იუსტინე ფილოსოფოსი თავის აპოლოგიაში
(იუსტინე ცხოვრობდა და მოწამეობრივად აღესრულა დაახლოებით 100-165 წლებში, С того времени мы между собою всегда делаем воспоминание об этом. И достаточные из нас помогают всем бедным, и мы всегда живем за одно друг с другом. За все получаемые нами благодеяния мы прославляем Создателя всего, через Сына Его Иисуса Христа и через Духа Святого. В так называемый день солнца бывает у нас собрание в одно место всех живущих по городам или селам; и читаются, сколько позволяет время, сказания апостолов или писания пророков. Потом, когда чтец перестанет, предстоятель посредством слова делает наставление и увещание подражать там прекрасным вещам. Затем все вообще встаем и воссылаем молитвы. Когда же окончим молитву, тогда, как я выше сказал, приносится хлеб, и вино, и вода; и предстоятель также воссылает молитвы и благодарения, сколько он может. Народ выражает свое согласие словом - аминь, и бывает раздаяние каждому и приобщение даров, над коими совершено благодарение, а к небывшим они посылаются через диаконов. Достаточные же и желающие, каждый по своему произволению, дают. что хотят, и собранное хранится у предстоятеля: а он имеет попечение о сиротах и вдовах, о всех нуждающихся по болезни или по другой причине, о находящихся в узах, о странниках издалека, вообще печется о всех находящихся в нужде. В день же солнца мы все вообще делаем собрание потому, что это есть первый день, в который Бог, изменивши мрак и вещество, сотворил мир, и Иисус Христос, Спаситель наш, в тот же день воскрес из мертвых. Распяли Его накануне Сатурнова дня, а в день после Сатурнова дня, т. е. в день солнца, Он явился апостолам Своим и ученикам и преподал им то, что представили мы и на ваше усмотрите.

აქ ის წერს რო ქრისტიანები იკრიბებიან კვირა დღეს. იგი ამას აღნიშნავს როგორც ფაქტს.

ამასთან მართლმადიდებლობაში შაბათსაც მიეგება შესაბამისი პატივი.

ციტატა
კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი

იუპიტერის დღე ხუთშაბათი იყო smile.gif

ციტატა
მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.

ეჰ...

ეკლესიის ისტორიას ვისი წიგნიდან სწავლობთ?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 31 2008, 12:54 PM
პოსტი #4


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,845
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან.

იუსტინეს ნაშრომიდან ციტატა არის ისტორიული ფაქტი. იგი უბრალოდ აღწერს მის დროინდელ ქრისტიანობას. მისი ნაშრომი არ შექმნილა კვირა დღის დასაცავად.

ამასთან არის სხვა ისტორიული ნაწერებიც შემორჩენილი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქრისტიანები იკრიბებოდნენ კვირას.

რაც შეეხება ციტატებს ბიბლიიდან, თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა, ახალი აღთქმის წიგნებს თქვენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? მაშინ როგორ ახსნით ამ ნაწყვეტს?
23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!

24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,

25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,

26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.

27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.

28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:

29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!

აქ წერია, რომ წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს არ ავალდებულებდნენ რჯულის დაცვას. თქვენი აზრით უკვე მოციქულებმა გააუქმეს ღვთის მცნებები?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 1 2008, 04:04 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



loen

სახარებისეული ციტატები რომ მოგყავს, შენ გგონია რომის პაპს მაგის გამორჩევაში წვლილი არ ქონია?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 2 2008, 11:30 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ჯერ მინდა ვთქვა, რომ გამეხარდა თქვენი გამოხმაურება, თორემ მეგონა, რომ ეს ფორუმი იყო დახშული და ერთადერთი მიზეზი ამ ფორუმის შექმნისა იყო - გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებს ემტკიცათ ერთმანეთისთვის , ვის უფრო ბევრი ნაშრომი ქონდა წაკითხული და ვინ უფრო მეტი იცოდა, და ყველა დანარჩენი ,ვისაც განსხვავებული აზრი აქვს იგნორით დაეკმაყოფილებინათ. როგორც სჩანს ვცდებოდი სასიხარულოდ.
ეხლა რაც თემას შეეეხება :
მნათე შენი შეკითხვა ვერ გავიგე. შემდეგში იქნებ დამიზუსტო.

ეკატერინე,

დავუკვირდეთ თქვენს მოყვანილ ციტატას:
ციტატა
28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:

29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ


თქვენს სახარებაში ორწერტილია "აუცილებელიას" შემდე, ჩემში - მხოლოდ ერთი. შევამოწმე რამოდენიმე ვარიანტი სახარებისა და ზოგან ორწერტილია, ზოგან ერთი. ხანდახან თარგმნის დროს უზუსტოებები იპარება ხოლმე.
ეგეც რომ არ იყოს 29-ში რაც წერია უფრო რჩევას ჰგავს, ვიდრე აუცილებელ დასაცავ მცნებებს("კარგს იზამთ") ეს არის პავლეს რჩევა მათთვის ჯამრთელობის დასაცავად.(ჩემს სახარებაში "იცოცხლეთ"-ს მაგივრად წერია:"იყავით ჯანმრთელად".)
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ 29-ე თავი არ არის ის აუცილებელი მცნებები, რომელზედაც პავლე ლაპარაკობს, არის შემდეგი:
პავლეს რომ სდომოდა ჩამოეთვალა აუცილებელი დასაცავი მცნებები, ის არ გამოტოვებდა: გიყვარდეს ღმერთი შენი, გიყვარდეს მოყვასი შენი და ა.შ.
საქმე იმაშია, რომ ვისაც ამ წერილს წერდა ამათი ჩამოთვლა არ სჭირდებოდათ , ეს აუცილებელი რაც იყო ისედაც იცოდნენ.
ეს სჩანს საქმეები 15:20-21 - დან. ე.ი რჯულის მიწერა არ არის აუცილებელი, ეს ისედაც იკითხება ყოველ შაბათს სინაგოგებშიო.
ათი მცნება განსხვავდება სხვა დანარჩენი რჯულისაგან. ეს არის ის მცნებები რომლებიც უნდა დაიცვან მათ ვინც იწოდებიან ღმერთის ხალხად,(და არა პირიქით-ამ მცნებების დაცვით ვერ გახდები ღმერთის შვილი. ეს მხოლოდ იესო ქრისტეში რწმენით ხდება.) დანარჩენი კი არის ღმერთისგან
მიცემული კანონები, ასე ვთქვათ კონსტიტუცია, რომ დამყარებულიყო წესრიგი, და ასევე ჯანმრთელობის მცნებები, რომ დიდხანს ეცოცხლათ და ჯანმრთელები ყოფლიყვნენ, და კიდევ ის მცნებები,რომლებიც შეეხებოდა მსხვერპლშეწირვას და იყო დროებითი, სანამ იესო მოვიდოდა და შეეწირებოდა ჩვენთვის ერთხელ და სამუდამოდ.
გამოსვლა 19:25 : "და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო."
და ამის შემდეგ გამოსვლა 20 იწყება და მე-17-ე თავის ჩათვლით დათმობილი აქვს ათ მცნებას. ამის შემდეგ წერია , რომ ხალხი შეშინდა ღმერთის ასე ახლოს მოსვლით და კიდევ ის თუ როგორ გაეკეთებინათ ღმერთისთვის სამსხვერპლო და ამის შემდეგ გამოსვლა 21 იწყება ამ სიტყვებით: "და აჰა კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ:..." და ჩამოწერილია კანონები.
აქედან სჩანს ,რომ ღმერთმა თვითონ გამოაცალკევა ათი მცნება, როგორც ძირითადი მცნებები, რომლებიც რჩება სამუდამოთ. დანარჩენი კი ამ ათი მცნებიდან გამომდინარეობს და შეესაბამება იმ დროინდელ ებრაელთა მენტალიტეტს და იმდროინდელ ცივილიზაციას. დანარჩენი კანონები ეხლაც გვაქვს, მაგრამ სხვა ფორმით და მოდის მთავრობიდან.
მაგალითისთვის: იმ დროს რომ მანქანები ყოფილიფო, ამ კანონებს დაემატებოდა საგზაო კანონები. ასევე ჯანდაცვა: მაშინ რისთვისაც კრძალავდა ღმერთი ამა თუ იმ ქმედებას, რომლებიც საზიანო იყო ჯანმრთელობისთვის, იგივე და გაცილებით მეტი იკრძალება ეხლაც ექიმების მიერ, იმიტომ რომ ეხლა გაცილებით მეტი დაავადება არსებობს, ვიდრე მაშინ.(იმედია გამიგეთ, რის ახსნასაც ვცდილობ).
ჩემო კარგო, რაც შეეხება ახალი აღთქმის წიგნებს- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ძველი აღთქმის წიგნებს. და რატომ:
თუ დავუკვირდებით, თვითონ იესო და ასევე მოციქულებიც თავიანთ წერილებში ეყრდნობიან ძველ აღთქმაში უკვე დაწერილს, და მათ განმარტავენ სწავლების დროს. ერთერთი მაგალითი იმისა, რომ თვით იესო აღიარებს და ასრულებს ძველ აღთქმაში დაწერილს, არის მათე 4-ში, სადაც ეშმაკი ცდიდა იესოს. იესოს არ გამოუყენებია თავისი, როგორც ღმერთის ძალაუფლება ეშმაკის წინააღმდეგ, არამედ სამივეჯერ უთხრა: "...დაწერილია...დაწერილია...დაწერილია..." და მოიყვანა დაწერილი ძველი აღთქმის წიგნებიდან.
ახალი აღთქმიდან:
მათე 5:17-18 დან წინა პოსტშიც მოვიყვანე ციტატა. აქედან ჩანს,რომ არა მარტო იესოს არ გაუუქმებია რჯული, არამედ მან აღასრულა, და ასევე ამბობს , რომ რჯული არ გაუქმდება, სანამ ცა და მიწა არ გადაივლის.
მე-19-ე და მე-20-ე კი ძალიან საინტერესო გაგრძელებაა:
19-" ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში."
აქედან სჩანს , რომ იესო მოგვიწოდებს დავიცვათ ღმერთის მცნებები, მაგრამ ასევე გვეუბნება, რომ მცნებების დაცვაზე არ არის დამოკიდებული ჩვენი სასუფეველში მოხვედრა( თუ არ დაიცვავ და არ ასწავლი უმცირესი დაგერქმევა ცათა სასუფეველში). ამას კარგად ხსნის მე-20-ში:
"ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში." ეს ადამიანთა ორი ჯგუფი სრულიად განსხვავდებოდნე ერთმანეთისაგან. მწიგნობრები- იგივე ფილოსოფოსები და მეცნიერები თავიანთი ფილოსოფიით ცდილობდნენ (და ეხლაც ასეა) ღმერთის პოვნას(ან იმის დამტკიცებას,რომ ღმერთი არ არსებობს) და ცხოვრების აზრის გაგებას., ხოლო ფარისევლები- პირიქით: მკაცრად იცავდნენ რჯულს და ფიქრობდნენ ამით დაიმსახურებდნენ ცის სასუფეველს.
აქედან გამომდინარეობს შემდეგი: რჯულის დაცვა არ გადაგვარჩენს, მაგრამ ამით პატივს მივაგებთ ღმერთს და ეს სასარგებლოა ჩვენთვის. და იესო მოგვიწოდებს , რომ არა მარტო დავიცვათ მცნებები, არამედ სხვებსაც ასევე ვასწავლოთ.
თუ გავაგრძელებთ მათე 5 - ის კითხვას,ვნახავთ,რომ იესო განმარტავს და ამკაცრებს კიდეც მცნებებს: 21-26 "არა კლა"; 27-30 "არ იმრუშო"; 31-37 ცოლქმრის გაყრას;38-42 შურისძიებას; 43-48 სიყვარულს; და ა.შ.

ციტატა
აქ წერია, რომ წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს არ ავალდებულებდნენ რჯულის დაცვას.


გააჩნია რას გულისხმობთ "ვალდებულებაში". თუ ვალდებულება ნიშნავს მძიმე ტვირთს, მართალი ხარ და არა მარტო წარმართობიდან მოქცეულებს , არამედ არც გაქრისტიანებულ ებრაელებს არ ავალდებულებენ. რადგან ღმერთს არ მოუცია რჯული იმისათვის, რომ მძიმე ტვირთად დაწოლოდა ადამიანს, არამედ როგორც მზრუნველმა მამამ მოგვცა ეს მცნებები ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენში მისი სახელის სადიდებლად.
ხოლო თუ ვალდებულებაში ვიგულისხმებთ - შვილის ვალს მამის მიმართ:მოვუსმინოთ, დავუჯეროთ და დავყვეთ მის ნებას, მაშინ ვალდებულები ვართ დავიცვათ მისი მცნებები.(კიდევ ერთხელ: რჯულის დაცვა არ მოგვცემს ღმერთის შვილობას. შვილობა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეში გვეძლევა.)
ლუკა 8:21 "...ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ:"დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ." მაშინ როცა ეს სიტყვები თქვა იესომ, ახალი აღთქმა არ იყო კიდევ დაწერილი, ე.ი. ის გულისხმობდა ღვთის სიტყვაში ძველ აღთქმას და რჯულს.
რომაელთა 13:9 "...რადგან: "არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო" და სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.""
მათე 7:21 "...ყველა, ვინც მეუბნება: 'უფალო, უფალო!' როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას...."
რა არის ზეციერი მამის ნება , თუ არა მისი მცნებები?
მარკოზი 12: 29-31;
"...მიუგო იესომ:"პირველი არის 'ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი ერთი უფალია.
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.' ეს არის პირველი მცნება.
მეორე არის: 'შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.' ამათზე დიდი მცნება არ არსებობს." ამის წამკითხველი ერთი შეხედვით იტყვის, რომ იესომ ათი მცნება გააუქმა, და მხოლოდ ეს ორი დაგვიტოვაო, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით დავინახავთ, რომ ათი მცნება კი არ გააუქმა, არამედ გააერთიანა ამ ორ მცნებაში: პირველი ოთხი მცნება ღმერთის სიყვარულში და დანარჩენი ექვსი მოყვასის სიყვარულში.
შაბათს რაც შეეხება: პირველ რიგში შაბათის დაცვა შედის ათ მცნებაში და როგორც ზემოთ მოვიყვანე ციტატა მათე 5:19 -დან იესო მოგვიწოდებს დავიცვათ ყველა მცნება. ასევე თუ დავუკვირდებით მე-4-ე მცნებას, რომელიც შაბათზე ლაპარაკობს, ვნახავთ რომ , ათი მცნებიდან ეს არის ერთადერთი ,რომელშიც ღმერთი გვამცნობს თავის პირადობას: რომელი ღმერთი? - უფალი , რომელმაც " ექვს დღეში შექმნა (უფალმა) ცა და მიწა, ზღვა და ყოველი,რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი..." (გამოსვლა 20:11) უფალმა შაბათი აკურთხა და წმიდაჰყო დასაბამიდან, მაშინ როცა ებრაელები საერთოდ არ არსებობდნენ. ე.ი. შაბათი მარტო ებრაელებისთვის კი არა , მთელი კაცობრიობისთვის შექმნა უფალმა.
ადამიანმა შეიძლება შეასრულოს ცხრა მცნება და ცრუ ღმერთს ემსახურებოდეს. შაბათის დაცვით კი იმ ღმერთს ვემსახურებით,რომლის სახელი უფალია და რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი მასში.
ბევრს ჰგონია, რომ იესომ შაბათის მცნება დაარღვია და გააუქმა. თვითონ იესო კი სხვანაირად იძახის მათე5:17-ში.
მარტო მათე 12:8 არის საკმარისი,რომ უფლის დღეთ ვაღიაროთ შაბათი და არა კვირა. : "...ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის..."
იესომ კი არ გააუქმა შაბათი , არამედ გადმოსცა ისე როგორც თავდაპერველად იყო ჩადებული ათ მცნებაში. ფარისევლებმა შაბათის მცნებას დაუმატეს უამრავი წესები და აქციეს ეს მცნება მძიმე ტვირთად ადამიანებისთვის. ამიტომ უთხრა უფალმა მათ: "...შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის..." (მარკოზი 2:27) ე.ი. შაბათი არის შექმნილი ადამიანთა სასიკეთოთ, ჩვენს სასიკეთოთ ,დასასვენებლათ და
უფლის სადიდებლად და უფლის თაყვანისსაცემლად. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა დღეებში (და მათ შორის კვირასაც) არ უნდა ვცეთ უფალს თაყვანი ანდა არ ვადიდოთ ის, მაგრამ როცა ჩვენ განზრხ ვცვლით შაბათს კვირით იგივეა, რომ ღმერთს ვუთხრათ: ღმერთო, ჩვენ ვიცით, რომ შენ შაბათი დააწესე წმინდა დღეთ, მაგრამ იმპერატორმა კონსტანტინემ თუ რომის პაპმა, თუ ვინც არ უნდა იყოს, შაბათი კვირად შეგვიცვალეს და ამის მიზეზად იესო ქრისტეს აღდგომას გვეუბნებიან და თუ არ დავეთანხმებით სექტანტის იარლიყს ან ანათემას მოგვცემენ.(ყველამ კარგად გაიგეთ-სიყვარულით გეუბნებით. უბრალოდ სხვანაირად ვერ ავხსნით ამას, თუ ვიცით და განზრახ ვარღვევთ).
ესეც არ იყოს, შაბათის მცნებას ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაელებში (ეხლაც აქვ) , როგორ ფიქრობთ იესო ერთი სიტყვით მაინც არ იტყოდა თუ ამ მცნებას ცვლიდა კვირით? მაგრამ არც აღდგომამდე და არც აღდგომის შემდეგ არაფერი მაგისმაგვარი არ უთქვამს. ბოლოს მინდა მოვიყვანო ციტატა მათე 12:12 - დან: "...ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება..." შაბათის გაუქმება რომ სდომოდა იესოს, არ იტყოდა ,სიკეთის კეთებაც შეიძლება და მუშაობაც და საერთოდ ვაუქმებ შაბათს და ვცვლი კვირითო?
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ღმერთის მცნებების დაცვით ვერ მოვხვდებით უფლის სასუფეველში. იესო ქრისტე არის ერთადერთი გზა და თუ მოვინანიებთ ცოდვებს და ვირწმუნებთ მის სახელს, მაშინ ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს და მისი სიმართლით გავმართლდებით ღმერთის წინაშე. არა საქმეებით და რჯულით, არამედ რწმენით ჩვენს უფალ იესო ქრისტეში., მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ ქრისტიანები და განზრახ(და არა არცოდნით)ვიღაცის თუ რაღაცის შიშით,თუ სხვა რაღაც მიზეზით ვამახინჯებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამის მცნებებს,მაშინ უნდა გადავხედოთ ჩვენს რწმენას , შევამოწმოთ იგი , მართლა გვაქვს თუ არა იგი, მართლა ვართ თუ არა ქრისტესნი და თუ აღმოვაჩენთ, რომ ვცდებით, მოვინანიოთ და ღმერთი მოწყალეა, გვაპატიებს და დავდგეთ იმისთვის, რაც ვიცით რომ სიმართლეა და ღმერთი მოგვცემს ძალას, და ანათემის და სექტანტის იარლიყისა კი არა სიკვდილისაც აღარ შეგვეშინდება.

ვისაც ასეთი რამეების ეშინია, იესო ქრისტე გეუბნებათ: "...ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც......
ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.
ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ..." (მათე 10:28,30,31)

ციტატა
იუპიტერის დღე ხუთშაბათი იყო


მზის დღე არ იყო , როგორც პლანეტის დღე. მზის დღე იყო როგორც კერპის დღე და მაგ დღეს სცემდნენ თაყვანს მზეს იმ დროის კერპთაყვანისმცემლები.
თავიდან სწორედ მასე გამოვიდა კანონი, და კრძალავდა მზის დღეს მუშაობას და ა.შ., მერე მოგვიანებით დაერქვა უფლის დღე ერთერთ საეკლესიო კრებაზე.
მათე 15:9 "...ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან..."
ღმერთის მცნება - შაბათი
ადამიანის მცნება - კვირა.


ისევ ვიტყვი: კარგად გამიგეთ , სიყვარულით და თანაგრძნობით ვწერ ამ პოსტს, არავის განვსჯი და არავის დავცინებ. ღმერთია ყველას მსაჯული და მან იცის ყველას გული.
ნუ გეშინიათ , როცა ღმერთი თქვენთან არის, კაცი ვერაფერს დაგაკლებთ.

სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2008, 08:58 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე შენი შეკითხვა ვერ გავიგე. შემდეგში იქნებ დამიზუსტო.


მოკლედ, იცნობ თუ არა სახარების, როგორც წიგნის ისტორიას? იცნობ მათი დაწერის და შემდეგ შეკრების ფაქტებს? ისტორიული წყაროებით? smile.gif

პატარა ექსკურსი მინდა ჩავატარო, ჩვენი დიალოგი ვფიქრობ სწორედ აქედან უნდა დაიწყოს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loveli
პოსტი Nov 3 2008, 08:26 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 31-October 08
წევრი № 5,876



ციტატა
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს

რატომ აიგივებ ხატების მსახურებას კერპმსახურებასთAნ? ტუ ხატიც იგივე კერპია მაშინ რით ახსნი იმას რომ თვით მაცხოვარმა დაგვიტოვა ტვისი ხელთუქმნელი ხატი და რატომ ივიწყებ ამას? და შენი სიტყვები თ იცი რა გამოდის? ის რომ მხოლოდ შენ ერთი ჩაწვდი ქრისტეს ნამდვილ სათქმელს და დანარჩენი მთEლი მართMადიდებლები კი ვერ ხვდებიან რო ღმერთმა შაბათი დაგვიწესა უფლის სადიდებლად, შენ ამბობ რომ მხოლოდ ჯრულისა და კანონების შესრულებით ვერ მოიპოვებ სასუფეველს და ეს რომ ასეც იყოს მაშინ ის რომ შაბათი უნდა მივუძგვნათ უფალს ესეც ხო უფლის მიერ დანატოვები კანონი და რჯულია ხოდა მარტო ამის შესრულებითაც არაფერი გამოვა, და ასე მინდა ვთქვა რომ ასეთი დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჩო რომელ დგეს უნდა ვიუქმოთ რადგანაც უფალმა უქმე დგე იმისტვის დაგვინიშნა რომ მთლიანად უფალს მივუძღვნათ და ჩვენ კი შეგვიძლია რომ ყოველი დღე მივუძგვნათ უფალს და ჩვენი საქმით ვადიოდთ ის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 3 2008, 09:37 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



loen
მეც ჩავერევი

რამდენიმე კითვა მექნება თქვენთან:
1. მიპასუხეთ, როდის იქნა პირველად მიღებული მცნება კერპის არშექმნასთან დაკავშირებით?
2. ეს მცნება დღეს და ძველ აღთქმისეულ პერიოდშიც შესასრულებელი იყო ერთნაირად? ანუ როგორც დღეს ისე, ძველაღთქმისეულ პერიოდშიც ცოდვა იყო ეს ქმედება?
3. ჩვენ ხატების წინაშე რომ ვიჩოქებთ - თქვენ მიგაჩნიათ, რომ გამომდინარე აქედან მათ თაყვანს ვცემთ, ანუ ვცოდავთ?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 3 2008, 11:14 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



გაიხსენეთ ქერუბიმების გამოსახვა ვინ უბრძანა მოსეს აღთქმის კიდობანზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Nov 3 2008, 11:47 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



მამა პაისს ასეთი მაგალითი მოყავს ამასთან დაკავშირებით:როდესაც დედა გენატრებათ მის სურათს დახედავთ და კოცნით,ამით თქვენ ამ საღებავებს კი არა მასზე გამოსახულ ადამიანის მიმართ გამოხატავთ თქვენს გრძნობას.უფალმა თვითონ დაგვიტოვა თავისი ხატი ტილოზე,ღვთისმშობელმა სახეზე ფიცრის მიდებით აწყურის ღვთისმშობლის ხატი, და ასევე ღვთისმშობლის ხატების დიდი ნაწილი ლუკა მახარებლის დაერილა.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Nov 4 2008, 12:35 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



loen
ციტატა
სიყვარულით და თანაგრძნობით ვწერ ამ პოსტს

ციტატა
დავუკვირდეთ თქვენს მოყვანილ ციტატას

გული ამიჩუყდა cray.gif
თან ერთი კითხვა გამიჩნდა,რომელ რელიგიას ეკუთვნი?რამდენადაც ვხვდები არც პაპისტი ხარ და არც მართლმადიდებელი.
ბიბლიური ტექსტების ახსნა საკუთარია?


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 4 2008, 10:37 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



საინტერესო თემააა ... მსგავსი თემა მეც მქონდა ადრე და საკმაოდ აქტიურიც იყო მაშინ ფორუმი..ახლა კიდევ რა თემები იხსნება რავიცი..

მნიშვნელოვანი საკითხია..ახლა აქ ზოგიერთი ჩვენი თანაფორუმელი კატასავით ზურგზე არ ეცემა მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის რა არის ადამიანის ხელის ქმნილება..

მოკლედ მე მეტად არ გავამძაფრებ ..უბრალოდ დაგაკვირდებით a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Nov 4 2008, 02:06 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ვაბშეტა შაბათიც აღინიშნება ჩვენთან,

დიდ მარხვაში წირვა მართო შაბათ-კვირას ტარდება.

კვირის აღნიშვნა კი არსად არაა აკრძალული.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 5 2008, 11:29 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



როგორც პირველ პოსტში ავღნიშნე, დავას აზრი არა აქვს, დავით და ჩხუბით სიმართლეს ვერ მივაღწევთ, არამედ უფრო დავრწმუნდებით
"ჩვენს სიმართლეში", და არა ღმერთის სიმართლეში. ასე რომ თხოვნა იქნება, სადავოდ აქ შემოსვლას და ცინიკურ პასუხებს სჯობს, სულ ნუ გაცემთ პასუხს. მსჯელობით კი ვიმსჯელოთ და ვთხოვოთ ღმერთს , რომ აგვიხილოს თვალი მეც და თქვენც, და დაგვანახოს ჩვენი შეცდომები.


ციტატა
მოკლედ, იცნობ თუ არა სახარების, როგორც წიგნის ისტორიას? იცნობ მათი დაწერის და შემდეგ შეკრების ფაქტებს? ისტორიული წყაროებით?


მნათე,
გავიგე შენი შეკითხვა და რატომაც მისვამ ამ შეკითხვას., მაგრამ მთავარი ის კი არ არის ვინ გადათარგმნა , ან შეკრა ერთად ბიბილია სრული სახით, არამედ ის , რომ ეს ყველაფერი მოხდა ღმერთის ძალით, და მჯერა რომ ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ დაიცვას მისი სიტყვა დამახინჯებისაგან და გადასცეს ასე თაობიდან თაობას.
ასევე , თუ ადამიანი წვლილს შეიტანს ბიბილიის გამოცემაში , არ ნიშნავს იმას , რომ ეს ადამიანი ემორჩილება ღმერთის სიტყვას. მაგალითისთვის : კათოლოკურ ეკლესიას და კერძოდ რომის პაპს მიუძღვის წვლილი ბიბილიის სრული სახით გამოცემაში. მაგრამ იგივე ეკლესია და რომოს პაპი კრძალავდა ბიბილიას ხალხში 12 საუკუნის განმავლობაში. კანონი ქონდათ ასეთი , რომ თუ ვინმეს ჩაუვარდებოდა ბიბილია ხელში უნდა ჩაებარებინა ეკლესიაში და თუ ამას არ იზავდა და შემთხვევით ვინმე უპოვნიდა სასჯელი იყო განსაზღვრული ამისთვის. შენთვითონ დაფიქრდი, ვის მიზნებს ემსახურება ხალხის სიბნელეში ყოფნა ბიბილიის გარეშე, ღმერთისას თუ ეშმაკისას?
ეხლა მასე ვეღარ აკრძალავენ ბიბილიას, მაგრამ ტეხნიკურად აშორებენ ხალხს ბიბილიისგან. არ გვასწავლიან, რომ ბიბილია ძნელი გასაგებია და ნუ შევეცდებით ჩავწვდეთ და შევისწავლოთ იგი? სამაგიეროდ გვაძლევენ იმ ნაშრომებს და წიგნებს , რომლებიც ეთანხმება მათ ( როგორც სისტემის) აზრებს. და სიკვდილით დასჯით კი აღარ იმუქრებიან, არამედ ვინც გაბედავს და კითხვის ქვეშ დააყენებს მათ "სიმართლეს", ანათემა და ხალხისგან გარიყვა არ აცდება.

ციტატა
რატომ აიგივებ ხატების მსახურებას კერპმსახურებასთAნ? ტუ ხატიც იგივე კერპია მაშინ რით ახსნი იმას რომ თვით მაცხოვარმა დაგვიტოვა ტვისი ხელთუქმნელი ხატი და რატომ ივიწყებ ამას? და შენი სიტყვები თ იცი რა გამოდის? ის რომ მხოლოდ შენ ერთი ჩაწვდი ქრისტეს ნამდვილ სათქმელს და დანარჩენი მთEლი მართMადიდებლები კი ვერ ხვდებიან რო ღმერთმა შაბათი დაგვიწესა უფლის სადიდებლად, შენ ამბობ რომ მხოლოდ ჯრულისა და კანონების შესრულებით ვერ მოიპოვებ სასუფეველს და ეს რომ ასეც იყოს მაშინ ის რომ შაბათი უნდა მივუძგვნათ უფალს ესეც ხო უფლის მიერ დანატოვები კანონი და რჯულია ხოდა მარტო ამის შესრულებითაც არაფერი გამოვა, და ასე მინდა ვთქვა რომ ასეთი დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჩო რომელ დგეს უნდა ვიუქმოთ რადგანაც უფალმა უქმე დგე იმისტვის დაგვინიშნა რომ მთლიანად უფალს მივუძღვნათ და ჩვენ კი შეგვიძლია რომ ყოველი დღე მივუძგვნათ უფალს და ჩვენი საქმით ვადიოდთ ის.


loveli,
არ ვაიგივებ კერპებს და ხატებს, რადგან ღმერთი არ აიგივებს მე-2-ე მცნებაში: "...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება..."(გამოსვლა 20:4)
, მაგრამ როგორც ვხედავთ ორივეს კრძალავს. "...თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო..." (გამოსვლა 20:5). და თუ ხატის წინ დაჩოქება, ამბორი და ლოცვა, თაქვანისცემა არ არის , მაშ თაყვანისცემა რაღა არის. ხატზე დახატულის თქმა არ შეიძლება, უნდა თქვა დაწერილია, ანდა "ხატი გამოიტანეს" მაგივრად "ხატი გამოაბრძანეს" და კიდევ ბევრი რამ , რაც მეტყველებს ხატების თაყვანისცემასა და შიშზე. თუ გაინტერესებს, უფრო დაწვრილებით შეგიძლია ნახო აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800.
მაცხოვრის ხატზე რომ იძახი, მართლა რომ დაეტოვებინა იესო ქრისტეს თავისი ხატი, ისეთი დიდი რამ იქნებოდა ეს, რომ ან თვითონ იტყოდა , ანდა მოციქულები საქმეებში და წერილებში არ გამოტოვებდნენ ამას. თუ ბიბილიას დავეყრდნობით არსად არ არის ნახსენები ამის შესახებ.
მე უფრო ბევრი ვიცი, ვიდრე ამდენმა მართლმადიდებელმაო რომ მეკითხები. პირველ რიგში , მე ვცდილობ რომ ღმერთის სიტყვას დავეყრდნო და არა ჩემს აზრებს, და თუ სადმე გამომეპარება და რამეს ჩემი აზრებით დავამტკიცებ, შემისწორეთ და მადლობას მოგიხდით.
მერე კიდევ, ნაწილობრივ ზემოთ გავეცი ამ კითხვას პასუხი - ჩვენ ვამჯობინებთ ადამიანთა ნაშრომებზე დაყრდნობას , ბიბილიის მაგივრად. და არც მოგვივა აზრად , რომ შევამოწმოთ ამა თუ იმ ნაშრომის სიმართლე ბიბილიასთან დამოკიდებულებაში. მე არა ვარ წინააღმდეგი სხვადასხვა წიგნების და ნაშრომების წაკითხვისა, მაგრამ ბრმად არ უნდა დავუჯეროთ და მითუმეტეს სხვებსაც ასე ვასწავლოთ. არამედ არსებობს ერთადერთი სიმართლე , აბსოლიტური სიმართლე - ღმერთის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ბიბილიის საშუალებით ვგებულობთ, და ამ სიმართლეზე დაყრდნობით უნდა გავიზიაროთ ან უკუვაგდოთ ესა თუ ის აზრი.

ციტატა
შენ ამბობ რომ მხოლოდ ჯრულისა და კანონების შესრულებით ვერ მოიპოვებ სასუფეველს და ეს რომ ასეც იყოს

შენ თუ იმისი არ გჯერა, რომ არა საქმეებით, არამედ რწმენით იესო ქრისტეში გადავრჩებით, მაშინ ამ ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ,რომ მთავარი ეს არის და დანარჩენი ნაყოფია ამ რწმენის.
ორ ციტატას მოვიყვან ახლი აღთქმიდან, მაგრამ ამისთანები ბევრია და შეგიძლია წაიკითხო და ნახავ შენთვითონ. "...რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე..." (რომაელთა 3:20)
"...რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად..." (რომაელთა 3:28) და თუ წაიკითხავ რომაელთა მე3-ე და მე-4-ე თავებს კარგს იზამ , რადგან აქ არის ლაპარაკი ამის შესახებ დაწვრილებით.
ღმერთის მცნებების დაცვის შესახებაც, გარდა იმ ციტატებისა რაც წინა პოსტში მოვიყვანე, რომაელთა 4:31 -იც ამბობს: "...მაშ ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს..."

ციტატა
ასეთი დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჩო რომელ დგეს უნდა ვიუქმოთ რადგანაც უფალმა უქმე დგე იმისტვის დაგვინიშნა რომ მთლიანად უფალს მივუძღვნათ და ჩვენ კი შეგვიძლია რომ ყოველი დღე მივუძგვნათ უფალს

სწორედაც დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ღმერთის მცნებებს, თუ მის შვილებად ვიწოდებით., იმაზე მეტი ვიდრე ადამიანის მიერ შემოღებულ მცნებებს და ტრადიციებს. ეგეც არ იყოს, შენ თუ ფიქრობ რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელ დღეს ვიუქმებთ, მაშინ რატომ არის კვირა დაწესებული. შაბათს რომ მნიშვნელობა არ ქონოდა, მაშინ ღმერთი გვეტყოდა თავის მცნებებში, რომ ყველამ ამოირჩიეთ თქვენ თქვენი დღე რომელიც გინდათ და იმ დღეს ვაკურთხებ და წმინდათვყოფო.

ციტატა
1. მიპასუხეთ, როდის იქნა პირველად მიღებული მცნება კერპის არშექმნასთან დაკავშირებით?
2. ეს მცნება დღეს და ძველ აღთქმისეულ პერიოდშიც შესასრულებელი იყო ერთნაირად? ანუ როგორც დღეს ისე, ძველაღთქმისეულ პერიოდშიც ცოდვა იყო ეს ქმედება?
3. ჩვენ ხატების წინაშე რომ ვიჩოქებთ - თქვენ მიგაჩნიათ, რომ გამომდინარე აქედან მათ თაყვანს ვცემთ, ანუ ვცოდავთ?


კანუდოსელი,

ღმერთი კერპების წინააღმდეგი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ როგორც მცნება ოფიციალურად პირველად(თუ არ ვცდები) ჩანს გამოსვლა 20-ში.
თუ ვინმეს ან რამეს მივანიჭებთ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის ის ვინმე ან რამე უკვე კერპია. ამიტომ კერპთაყვანისმცემლობა ცოდვა იყო და იქნება ყოველთვის ღმერთის წინაშე.
დაჩოქვა და თაყვანისცემა ხშირად გვხვდება ერთად ბიბილიაში - "დაიჩოქა, დაემხო და თაყვანი სცა" დაახლოებით ასეთი ფორმით. ერთერთი მაგალითი ამისა არის, როცა ეშმაკი ცდიდა იესოს ასე უთხრა: "...უთხრა მას:"ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ"..." (მათე 4:9)
ასე რომ დიახ, უმეტეს შემთხვევაში დაჩოქება იგივეა, რაც თაყვანისცემა.
ამასთან ერთად დაჩოქვის გარდა, თქვენ ეამბორებით და შველას თხოვთ ხატებს. ასევე გეშინიათ მათი და ეს ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის- შემქმნელს და არა შექმნილს. ისევ ვიტყვი ,მიზანი ამ პოსტებისა და საერთოდ ამ ფორუმისა ,მიმაჩნია, არის ის, რომ არა განვსაჯოთ ერთმანეთი და ცოდვილები ვუძახოთ ერთმანეთს, არამედ სიმართლე ვთქვათ და ერთმანეთს მივუთითოდ შეცდომებზე (სიყვარულით) და დავეხმაროთ ერთმანეთს.

ციტატა
გაიხსენეთ ქერუბიმების გამოსახვა ვინ უბრძანა მოსეს აღთქმის კიდობანზე


agmsarebeli,

აღთქმის კიდობანი და ყველაფერი მასში იყო აჩრდილი, წინასწარმეტყველება და სიმბოლო იესო ქრისტესი. ეს კარგად ჩანს ებრაელთა 9:11 ში : "...ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი არა ამნაირად შექმნილით..." , ხოლო "ამნაირად"-ში ნაგულისხმევია კარავი და აღთქმის კიდობანი , რომელიც ამ კარავში იდგა.(ებრაელთა 9:3-5)

ციტატა
მამა პაისს ასეთი მაგალითი მოყავს ამასთან დაკავშირებით:როდესაც დედა გენატრებათ მის სურათს დახედავთ და კოცნით,ამით თქვენ ამ საღებავებს კი არა მასზე გამოსახულ ადამიანის მიმართ გამოხატავთ თქვენს გრძნობას.უფალმა თვითონ დაგვიტოვა თავისი ხატი ტილოზე,ღვთისმშობელმა სახეზე ფიცრის მიდებით აწყურის ღვთისმშობლის ხატი, და ასევე ღვთისმშობლის ხატების დიდი ნაწილი ლუკა მახარებლის დაერილა


chelo,

შეიძლება მართალი ხარ , და მართლაც ხსოვნის დანიშნულება ქონდათ ხატებს თავის დროზე (დაღუპულ ქრისტიანეთა სურათების) და შეიძლება შენთვის ასე არის ეხლაც, მაგრამ თუ ვიტყვით ზოგადად , რომ ხატებს ეს დანიშნულება აქვთ დღესდღეობით მართლმადიდებელ ეკლესიაში, თავს მოვიტყუებთ. და თუნდაც შენთვის მასე იყოს, უმეტესობისთვის არის საცდური, და ამიტომ ხატების როგორც სურათების დალაგება ეკლესიაში არ მიმაჩნია გამართლებულად.
ის ხატები კი რომლებიც შენ ჩამოთვალე , არსად ერთხელაც არ არის ნახსენები ბიბილიაში. ზემოთაც ავღნიშნე , შენ რასაც წერ მართალი რომ იყოს , დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმ დროინდელი ქრისტიანებისათვის და ერთხელ მაინც იქნებოდა ნახსენები მოციქულის წერილებში.

ციტატა
გული ამიჩუყდა
თან ერთი კითხვა გამიჩნდა,რომელ რელიგიას ეკუთვნი?რამდენადაც ვხვდები არც პაპისტი ხარ და არც მართლმადიდებელი.
ბიბლიური ტექსტების ახსნა საკუთარია?


inaina,

ღმერთს უყვარხარ და ამიტომ არ მივცემ ჩემს თავს უფლებას , იგივე სახის პასუხი გაგცე , რა სახითაც შეკითხვა დამისვი.
მივიღებ შენს შეკითხვას სერიოზულად და გაგცემ სერიოზულ პასუხს:
მწამს სამება ღმერთის : მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი.
მწამს, რომ იესო არის ქრისტე , ძე ღვთისა და მივიჩნევ მას ჩემს უფლად.
მჯერა, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად, ეწამა და მოკვდა ჩემი გულისთვის, ჩემი ცოდვების გულისთვის და ამით გზა გამიხსნა ღმერთთან მისასვლელი და მხოლოდ მასშია ცოდვების პატიება და მხოლოდ რწმენით იესო ქრისტეში გადავრჩები. მჯერა , რომ ღმერთმა აღადგინა იგი და , რომ ის ცოცხალია, და ყოველდღე ველოდები მის მეორედ მოსვლას ამ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე ჩემს თავს თამამად ვუწოდებ ქრისტიანს.
და , მიუხედავათ იმისა , რომ მინდა ვიყო იმ ეკლესიის წევრი, რომლისაც ქართველთა უმეტესობა ეკუთვნის(მართლმადიდებული), შენთვის გასაგები მიზეზების გამო არ ვიქნბი და ვერც ვიქნები, რადგან არ ვაკმაყოფილებ ამ ეკლესიის სტანდარტებს. სხვანაირდ რომ ვთქვა ჩემთვის ჯერ ღმერთია და მერე საქართველო და ყველაფერი.
სივარულით მეთქი რომ ვთქვი, მართლა სიყვარულით ვწერ ამ პოსტებს.
ერთერთი მიზეზი საერთოდ რომ ვწერ ამ პოსტებს, სწორედ ეს არის, იმასთან ერთად, რომ როგორც ქრისტიანი ქართველი ჩემს ვალად მიმაჩნია.


ციტატა
საინტერესო თემააა ... მსგავსი თემა მეც მქონდა ადრე და საკმაოდ აქტიურიც იყო მაშინ ფორუმი..ახლა კიდევ რა თემები იხსნება რავიცი..

მნიშვნელოვანი საკითხია..ახლა აქ ზოგიერთი ჩვენი თანაფორუმელი კატასავით ზურგზე არ ეცემა მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის რა არის ადამიანის ხელის ქმნილება..

მოკლედ მე მეტად არ გავამძაფრებ ..უბრალოდ დაგაკვირდებით


მადლობა უფალს.

ციტატა
ვაბშეტა შაბათიც აღინიშნება ჩვენთან,

დიდ მარხვაში წირვა მართო შაბათ-კვირას ტარდება.

კვირის აღნიშვნა კი არსად არაა აკრძალული



iona,

შაბათიც კი არ უნდა აღინიშნებოდეს, არამედ შაბათი უნდა იყოს უქმე და კვირაც და სხვა დღეებიც უნდა მივუძღვნათ ღმერთს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით.
საქმე იმაშია, რომ შაბათი როგორც უქმე , უფლის დღე , მიუღებელია მართმადიდებლულ ეკლესიაში. და თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელი დღე იქნება , მაშინ კვირას რატომ აღიარებენ უფლის დღედ.
ერთერთ მართლმადიდებულ ეკლესიათა კრებაზე , ერთერთი ეკლესიის ლიდერის გამოსვლა წავიკითხე (აღარ მახსოვს ზუსტად რომელი კრება და ვისი გამოსვლა იყო). და ამ გამოსვლაში ამბობდა დაახლოებით ასეთი სახით, რომ შემოპარულები არიანი ეკლესიაში პირები , რომლებიც ქადაგებენ იუდეველებივით შაბათის დაცვასო.
ასე რომ , სიკვდილით დასჯა არ არის ამის გულისთვის, მაგრამ აკრძალულია შაბათი როგორც უფლის დღე .


დავამთავრებ იმით, რომ ხსნა არის მხოლოდ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში რწმენით და არა რჯულის დაცვით. და ჩვენი უკვე გამოხსნილების , შვილების ვალი ზეციერი მამის წინაშე არის ის , რომ მივაგოთ პატივი მამას იესო ქრისტეში მისი მცნებების დაცვით. მითუმეტეს როცა ვხედავთ, რომ ადამიანის მცნებები ცვლიან ღმერთის მცნებებს დღევანდელ ცხოვრებაში.

სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 5 2008, 11:56 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



loen
ციტატა
ღმერთი კერპების წინააღმდეგი ყოველთვის იყო და იქნება, ...ამიტომ კერპთაყვანისმცემლობა ცოდვა იყო და იქნება ყოველთვის ღმერთის წინაშე.

ძალიან კარგი

ციტატა

დაჩოქვა და თაყვანისცემა ხშირად გვხვდება ერთად ბიბილიაში - "დაიჩოქა, დაემხო და თაყვანი სცა" დაახლოებით ასეთი ფორმით. ერთერთი მაგალითი ამისა არის, როცა ეშმაკი ცდიდა იესოს ასე უთხრა: "...უთხრა მას:"ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ"..." (მათე 4:9)
ასე რომ დიახ, უმეტეს შემთხვევაში დაჩოქება იგივეა, რაც თაყვანისცემა.

ძალიან კარგი, ე.ი. როგორც გავიგე ჩვენც, ვიჩოქებთ რა ხატების წინაშე, მათ თაყვანს ვცემთ და შედეგად კერპთაყვანისმცემლობაში ვვარდებით...ასე გესმით ხომ? ძალიან გთხოვთ ამაზე მიპასუხეთ პირდაპირ
მაშინ მაინტერესებს შესცოდა თუ არა მაკაბელთა წიგნში ნახსენებმა მღვდელმთავარმა, როდესაც მუხლი მოიდრიკა საკურთხევლის წინაშე?

Третья книга Маккавейская, глава 2
1. А первосвященник Симон, преклонив колени пред святилищем и благоговейно распростерши руки, творил молитву

ციტატა

ამასთან ერთად დაჩოქვის გარდა, თქვენ ეამბორებით და შველას თხოვთ ხატებს. ასევე გეშინიათ მათი

ჯერ ამაზე არ გვინდა, თუმცა მოკლედ გეტყვი, რომ არ იცი ნამდვილად რა და როგორ...მაინც თანმიმდევრულად ვაკეთოთ საქმე...მოდი ზემოთ დაწერილ კითხვაზე გამეცი პასუხი

ციტატა
არა განვსაჯოთ ერთმანეთი

პირველ რიგში თქვენ გმართებთ ეს - რადგან ასე უაპელაციოდ კერპთაყვანისმცემლებად ნუ გვაცხადებთ smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Nov 5 2008, 12:09 PM
პოსტი #17


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



loen
ციტატა
რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს

და ვინ გითხრა რომ ხატებს ვცემთ თაყვანს ? ჩვენ პატივს მივაგებთ იმ წმინდანებს რომლებიც მასზე არიან გამოსახულები . ხოლო კერპტაყვანისცემლები პატივს მიაგებდნენ ღმერთებს რომლებიც არ არსებობდნენ . მე ამაში ვხედავ განსხვავებას.


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 5 2008, 12:54 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



loen
ისე გამოდის, რომ რამდენიმე ადამიანი გისვამს კითხვას ერთს (და ბუნებრივია, ჭირს დროული პასუხის გაცემა), მაგრამ იქნებ მეც მიპასუხო ამ კითხვაზე:

1. დავით მეფსალმუნე ამბობს: "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი-ვცე ტაძარსა წმიდასა შენსა უფალო.
მე მაინტერესებს, წმინდა წერილში შესულ ფსალმუნში, მცნების დარღვევის წინააღმდეგ არის მოწოდება, როდესაც საუბარია ტაძრის (ანუ ქვის კედლების) თაყვანისცემაზე და არა უფლისაზე პირდაპირ?

2. წმინდა წერილი, ანუ ბიბლია, რომელსაც ჩვენ ყველანი ვეყრდნობით და ვაღიარებთ, დამტკიცებულია, როგორც უტყუარი, მსოფლიო კრებების მიერ შესაბამისი კანონებით. ამიტომაც, ამ წიგნებს სხვაგვარად კანონიკური წიგნებიც ეწოდება.
მე მაინტერესებს, მსოფლიო კრება მართებულად სჯიდა, როდესაც ამტკიცებდა ბიბლიის წიგნების შეუმცდარობას და ცდებოდა, როდესაც ამტკიცებდა ხატთა თაყვანისცემას?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 5 2008, 02:58 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



კანონისტი

შენ ერკემლებსაც სწირავ ალბათ., წინადაცვეთილიცა ხარ, შაბათსაც იცავ...

და საერთოდ მეფსალმუნე რომ ამბობს თაყვანივცეო შენს წმინდა ტაძარსო, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ხატებს უნდა ეთაყვანო..

მერე კიდევ იოანეს 4 თავი ნახეთ:

არც ამ მთაზე და არსადდო..ღმერთი სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისმცემლებს ეზებსო a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 5 2008, 04:45 PM
პოსტი #20


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sergi_glaxa
ციტატა
ღმერთი სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისმცემლებს ეზებსო



და ესეთი მხოლოდ შენ ხარ, ო, დიდო სერგი




























tongue.gif

იმედია, არ მიწყენ, გეხუმრე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th October 2018 - 05:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი