IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
A.V.M
პოსტი Oct 5 2012, 09:48 PM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



dzvelmartlmadidebeli

ციტატა
გაგრძელება იქნება.

ველოდები ინტერესით...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 6 2012, 09:57 AM
პოსტი #22


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



საღმრთო ჟამისწირვაი წმიდისა იოვანე ოქროპირისაი


გაგრძელება



მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა...

მშვიდობისათვის თანად ყოვლისა, სოფლისა, კეთილად დგომისა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ...

წმიდისა ამის სახლისა, და სარწმუნოებით და კრძალულებით და შიშითა ღმრთისაითა შემავალთა მას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მთავარეპისკოპოსისა ჩუენისა, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღდელოისა ერისათვის, უფლისა მიმართ...

კეთილ მსახურისა და ღვთივ დაცულისა მეფისა ჩუენისა, ყოვლისა პალატისა და მხედართა მისთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ...

თანამბრძოლებისა, დამორჩილებისა ქუეშე ფერხთა მისთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთაისა, უფლისა მიმართ...

ქალაქისა ჩუენისათვის, ყოვლისა ქალაქისა, სოფლებისა და სარწმუნოებით დამკვიდრებულთა მას შინა, უფლისა...

კეთილ შეზავებისათვის ჰაერთაისა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთაისა ქუეყანისა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა...

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა ხსნისა და ცხორებისა მათისათვის, უფლისა...

ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა...

და ყოველთათვის, რომელნი ითხოვენ ღმრთისაგან შეწევნასა და შეწყნარებასა, უფლისა...

მღდელმან ლოცვაი: უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდებაი მიუწდომელ, რომლისა წყალობაი აურაცხელ და კაცთმოყუარებაი მიუთხრობელ არს, შენ მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა მოიხილე ჩუენ ზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა და ყვენ ჩუენ თანა და თანა მლოცველთა ჩუენთა თანა მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი.

შეგუეწიენ...

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა ზეცისა ძალთა, ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელთა თავნი თვისნი და ურთიერთარს, ყოველი ცხოვრებაი...

რამეთუ შუენის შენდა ყოველივე დიდებაი, პატივი...

4. მერმე და მერმე მშვიდობით...

მღდელმან ლოცვაი: უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსებაი ეკლესიისა შენისაი დაიცევ და წმიდა ყვენ მოყვარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცვალად ადიდენ ღმრთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩუენ მოსავთა შენდამი.

შეგუეწიენ...

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელნო, თავნი...

რაინეთუ შენი არს სიმტკიცე...

5. მღდელმან ლოცვაი: ზიართა ამათ და ერთხმობითა ლოცვათა ჩუენდა მომნიჭებელო და ორთა და სამთა შეთქმულთა სახელითა შენითა თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო, შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ ყვენ, აწინდელსა ამას საუკუნესა მეცნიერებისა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელან, ხოლო მერმესა ცხორებისა საუკუნოისა მომნიჭებელმან ჩუენდა.

შეგუეწიენ...

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა. წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა. ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელთა თავნი თვისნი.

რამეთუ სახიერ და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ.

6. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მღდელმან ლოცვაი: მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დაამტკიცენ ცათა შინა განწყობილებანი და მხედრობანი ანგელოზთა და მთავარანგელოზთანი მსახურებად დიდებისა შენისა, ყავ შესლვასა ჩუენსა თანა წმიდათა ანგელოზთა შესლვაი, თანა მწირველად ჩუენდა და თანა დიდებისმეტყუელებად შენისა სახიერებისა.

რაიმეთუ შუენის შენდა ყოველივე...

თაყუანისვცემ მამასა, ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსსა, განუყოფელსა, რომელი სუფევს უკუნისამდე...


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 8 2012, 10:03 AM
პოსტი #23


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



7. მღდელმან ლოცვაი: ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისუენებ, რომელიც სამწმიდითა ხმითა სერაფიმთა მიერ იგალობები და ქეროვიმთა მიერ იდიდებისიტყუაები და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყუანისიცემები, რომელმან არა არსისგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაჰბადენ კაცი ხატად და მსგავსად შენდა და ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმისყოფასა და არა შეურაცხ ჰყოფ მცოდველთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხორებელად, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ, მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა და თანამდებისა თაყუანისცემისა და დიდებისმეტყუელებისა შეწირვად შენდა. შენ მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩუენ ცოდვილთაისა სამწმიდაი გალობაი და მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, მომიტევენ ჩუენ ყოველნი ცთომანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი და წმიდა ყვენ ჩუენნი სულნი და ხორცნი და მომეც ჩუენ ღირსებით მსახურებაი შენი ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაითა და ყოველთა წმიდათა სათნო ყოფილთა შენთაითა. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩეუნო და შენდა დიდებასა აღვავლენთ...

აკურთხე მეუფეო საყდარი ესე.

კურთხეულ ხარ მჯდომარეო საყდართა ზედა დიდებისა სუფევისა შენისათა, ყოვლადვე, აწ და...

8. მოხედეთ.

მშვიდობაი ყოველთა.

დიაკონმან: გუაკურთხენ მეუფეო.

მღდელმან: უფალმან სცნეს სიტყუანი მახარებელსა ძალითა მრავლითა, მეუფემან ძალთა სიყუარულისათამან, მადლითა მისითა, ყოვლადვე, აწ და...

დიაკონმან: მეუფეო ცათაო, ნუგეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, წინამძღუარო სიბრძნისაო, მომცემელო ცნობისაო, უგუნურთა განმსწავლელო და გლახაკთა ხელისა მპყრობელო, განამტკიცე და გონიერ ყავ სული ჩემი, მეუფეო, შენ მომეც სიტყუაი, სიტყუაო მამისაო, აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავადუმნე ხმობად შენდა, მოწყალეო, მწყალობელ მექმენ შევრდომილსა შენსა.

მღდელმან ლოცვაი: გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა კაცთ-მოყუარეო, ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიუწდომელი და გონებისა ჩემისა თუალნი განახუენ განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა და დადევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რაითა ყოველივე ხორციელი გულისთქმაი დავთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდით.

9. დიაკონმან: ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ვთქუათ ყოველთა.

უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით შემ ისმიმე.

რომელი მდიდარი ხარ წყალობითა და ქველის მოქმედ მოწყალებითა, გევედრებით.

რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და სინანული მისი, გევედრებით.

წმიდისა ამის სახლისა...

ხსნად ჩუენდა და ყოველთა...

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით...

მღდელმან ლოცვაი: უფალო ღმერთო ჩუენო, აღპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩუენ სიმრავლისაებრ წყალაობათა შენთაისა და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩუენ ზედა და ყოველსა ერსა შენსა ზედა მომლოდესა შენ მიერ მდიდრად წყალობასა.

დიაკონმან: მერმეცა კეთილ მსახურისა და ღვთივ დაცულისა მეფისა ჩუენისა, სიმტკიცისა, ძლევისა, და მყარებისა, მშვიდობისა, სიმართლისა (სიმრთელისა - ?) და ცხორებისა მისისათვის, რაითა უფალი ღმერთი ჩუენი უმეტესად შეეწიოს და წარუმართოს ყოველსა შინა ღმრთისმსახურებასა მისა, დაუმორჩილნეს ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, ვთქუათ ყოველთა.

მერმეცა გევედრებით სიმრთელისათვის და ცხორებისა და ცოდვათა შენდობისა მონისა ღმრთისა, სახელით, და ყოველთა ძმათა ჩუენთა თვის, ვთქუათ ყოველთა.

მღდელმან ორსავე ჯუარი დასწეროს და თქუას ამაღლებაი: რაიმეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ხარ ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ...

ერმან: ამინ.

10. დიაკონმან: ილოცეთ კათაკმეველთა. მორწმუნენო, კათაკუმეველთათვის ვილოცოთ, რაითა უფალმან იგინი შეიწყალნეს.

ასწაოს მათ სიტყუაი იგი ჭეშმარიტებისაი.

და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისაი.

და შეაერთნეს წმიდასა მისა სამოციქულოსა ეკლესიასა.

აცხოვნენ, შეიწყალენ, დაიცვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

კათკმეველთა თავნი თქუენნი უფალსა მოუდრიკენით.

მღდელმან ლოცვაი პირველ შესაწირავისაი: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხორებისათვის ნათესავისა კაცთაისა მოავლინე მხოლოდ შობილი ძე შენი და ღმერთი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა ზედა კათაკუმეველთა მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა და ღირს ყვენ იგინი ჟამსა კეთილსა საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა და თანაშეჰრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.

ამაღლებაი: რაითა ესენიცა ჩუენთანა ადიდებდენ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა მამისა...

დიაკონმან: რავდენნი კათაკუმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნი განვედით, რავდენნი კათაკმეველნი ხართ განვეთიდ, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი.

არამედ რავდენნი მორწმუნენი ხართ მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მღდელმან ლოცვაი: გმადლობ შენ უფალო ძალთაო ღირს მყოფელსა ჩუენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩუენთა ცოდვათათვის და ერისა უმცრებისა. მიითუალე, ღმერთო, ვედრებაი ჩუენი და მყვენ ჩუენ ღირსყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა და მსხუერპლთა უსისხლოთა ყოვლისათვის ერისა შენისა, და კმა მყვენ ჩუენ, რომელნი დამსხენ მსახურებასა ამას შენსა-ძალითა სულისა შენისა წმიდისაითა, უბრალოდ და დაუბრკოლებლად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩუენისაითა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა, რაითა მსმენელი ჩუენი მწყალობელ ჩუენდა იყო სიმრავლითა შენისა სახიერებათა.

დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხონენ...

ამაღლებაი: რაიმეთუ შუენის შენდა ყოველი დიდეებაი, პატივი...


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 9 2012, 10:57 AM
პოსტი #24


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



მღდელმან ლოცვაი: კუალად და მრავალ გზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთ მოყუარეო, რაითა, მოხედვითა ვედრებასა ჩუენსა, განსწმიდნე ჩუენნი სულნი და ხორცნი და ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მომეც ჩუენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მოჰმადლე, ღმერთო, შენთა მლოცველთაცა წარმართებაი ცხორებისა და სარწმუნოებისაი და გულისხმისყოფისა სულიერისაი. მოეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მსახურთა შენთა უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად.

დიაკონმან: შეგუეწიენ, სიბრძნით.

ამაღლებაი: რაოთა ძლიერებითა შენითა დაცულნი შენდა...

12. და იწყონ რომელი ქერობინთა.

მღდელმან ლოცვაი მოდრეკით: არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთაი წარდგომად ანუ მიახლებად გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რაიმეთუ მსახურებაი შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთაცა. არამედ, რაიმეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთ მოყუარებისა უქცეველად და უცვალებელად კაც იქმენ და მღდელთ მთავრად ჩუენდა გამოსჩნდი და მსახურებრივსა ამის და უსისხლოისა მსხუერპლისა მღდელთ-მოქმედებაი მოგუანიჭე ჩუენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რაიმეთუ შენ მხოლოი, უფალო ღმერთო ჩუენო, ჰმეუფებ ცათა შინა, ქუეყანასა ზედა საყდართა ზედა ქეროვიმთა მჯდომარე, სერაფიმთა უფალი და მეუფე ისრაელისაი, მხოლოო წმიდაო, და წმიდათა შინა განსუენებულო, შენ უკუე გევედრებით, მხოლოსა სახიერსა და კაცთ მოყუარესა, მოიხილე ჩემ ზედა ცოდვილსა და უხმარსა მონასა შენსა და განსწმიდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტთაისა და ღირს მიჩინე მე მადლითა სულისა შენისა წმიდისაითა, შემოსილი მღდელობისა მადლითა წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა და მღდელმოქმედებად წმიდისა და უხრწნელისა ხორცისა შენისა და სისხლისა, რაიმეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა და გევედრები; ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან, არამედ ჯერ იჩინენ შეწირვად შენდა ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ მსხუერპლი ესე, რაიმეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული და შემწყნარებელი და განუყოფელი ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებას აღვავლენთ თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ.

13. და იწყოს მღდელმან მიწყალე და შემდგომად ლოცუაი: მეუფეო ცათაო, სიბრძნისა წინამძღუარო და მეცნიერებისა წინამომნიჭებელო, უგულისხმოთა მასწავლელო და გლახაკთა ხელისა მპყრობელო, განამტკიცე და გულისხმიერ ყავ გული ჩემი, მეუფეო. შენ მომეც სიტყუაი, სიტყუაო მამისაო, რაიმეთუ აჰა ბაგენი ჩემნი არა დავადუმენ ხმობად შენდამი, მეუფეო, მოწყალე მექმენ შევრდომილსა შენდა.

14. მღდელმან დაიბანნეს ხელნი და იტყოდის ლოცვასა: უფალო ღმერთო ჩემო, გარდამომივლინე მე ძალი მაღლით...

მღუდელმან თაყუანისცეს წმიდასა ტრაპეზსა და თქუას: განადიდეთ უფალი ჩემთანა და აღვამაღლო სახელი მისი ზოგად.

მათ მიუგონ: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდენ შენ.

მომიხსენე ჩუენცა მეუფეო.

მღდელმან თქუას: მოგიხსენნეს თქუენცა უფალმან ღმერთმან სასუფეველსა მისსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი...

15. და თაყუანისცეს ტრაპეზსა ერთ გზის დიაკონმან: აღუსრულოთ ვედრებაი ჩუენი უფალსა.

წინადაგებულ ამათთვის და განწმენდილტა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეტ.

წმიდისა ამის სახლისა.

ხსნად ჩუენდა და ყოველთათვის, რომელნი...

მღდელმან ლოცუაი: უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, მხოლოო წმიდაო, რომელი შეიწირავ მსხუერპლსა ქებისასა (მათგან), რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა, მიითუალე ჩუენიცა ცოდვილთა ვედრებაი და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა და კმა მყვენ ჩუენჯ შეწირვად შენდა ძღუენთა და მსხუერპლთა სულიერთა ჩუენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის და ღირს მყვენ ჩუენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილ მითუალულ ყოფად შენდა მსხუერპლი ჩუენი და დამკვიდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ძღუენთა ზედა და ყოველსა ზედა ერსა შენსა.

დიაკონმან: შეგუეწიენ.

დღე ყოველი სრულიად სიწმიდით მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ...

ანგელოზი მშვიდობისაი, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ...

შენდობაი და მოტევებაი ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთაი, უფლისა...

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშვიდობაი სოფლისაი, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

შემდგომი ჟამი ცხორებისა ჩუენისაი მშვიდობით და ღირსებით, უფლისა...

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხორებისა ჩუენისანი უჭირველნი და ურცხვენელნი და კეთილი სიტყვის გებაი წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდისა და ღმერთ შემოსილისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა, ყოველთა წმიდათა თანა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევჰვედროთ.

ამაღლებაი: მოწყალებათათვის მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერთი და ცხოველსმყოფელით...

16. დიაკონმან: კარნი კარნი.

ერმან: გურწამს.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 12 2012, 10:46 AM
პოსტი #25


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



დიაკონმან: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით, მოხედეთ წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირულსა.

ერმან: წყალობაი, მშვიდობაიი.

მღდელმან: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, სიყუარული ღმრთისა მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყავნთ თქუენ ყოველთა თანა.

ერმან: სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ზე გუაქუნდენ გულნი.

ერმან: გუაქუს უფლისა მიმართ.

მღდელმან: ვმადლობდეთ უფალსა.

ერმან: ღირს არს და მართალ.

მღდელმან ლოცვაი: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, უხილავი, მიუწდომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ, შენ და მხოლოდ შობილი ძე შენი და სული წმიდაი შენი. შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ და დაცემულნი კუალად აღმადგინენ ჩუენ და არა განეყენ ყოვლისავე ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩუენ და მოგუმადლე ჩუენ სასუფეველი მერმისაი. ამათ ყოველთათვის გმადლობთ შენ და მხოლოდშობილსა ძესა შენსა და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთათვის, რომელი უწყით და რომელი არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩუენდა მომართ ქმნილთა. გმადლობთ შენ შესაწირავისაცა ამისთვის რომლისაი ხელთაგან ჩუენთა შეწირვაი ღირს იჩინე, დაღათუ შენ გარე მოგადგან ათასეულნი მთავარ ანგელოზთანი და ბევრეულნი ანგელოზტანი ქეროვიმნი და სერაფიმნი ექუს ექუს ფრთენი მრავალ თუალნი აღპყრობილნი ფრთეებითა.

ამაღლებაი: ძლევისა გალობისა მგალობელნი მხმობელნი მღაღადებელნი და მეტყუელნი.

ერმან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს.

მღდელმან ლოცუაი: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუენცა, მეუფეო კაცთ მოყუარეო, ვხმობთ და ვიტყვით: წმიდა ხარ და ყოვლად წმიდა და დიდად შუენიერ დიდებაი შენი, რომელმან სოფელი შენი ესრე შეიყუარე ვიდრე მოცემადმდეცა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, რომელი იგი მოვიდა რაი და ყოველი ჩუენთვის განგებულებაი სრულ ყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროისღა მისცემდა თავსა თვისსა ცხორებისათვის სოფლისა, მიიღო პური წმიდათა ზედა და უხრწნელთა, უბიწოთა ხელთ, გმადლობდა და აკურთხა, წმიდა ყო და განტეხა და მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა მეტყუელმან.

ამაღლებაი: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა.

მღდელმან ლოცვაი: ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა მეტყუელმან: სუთ ამისგანი ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი თქუენთვის მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა.

17. მღდელმან ლოცვაი: მომხსენებელნი უკუე საცხორებელსა ამის მცნებისანი და ყოველთა ჩუენთვის ქმნილთა: ჯურისა, სამდღე დაფლვისა, აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯუენით ჯდომისა და მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისანი.

მღდელმან: შენთაგან შენთანი შენდა შემწირველნი ყოვლისათვის და ყოველთა.

ერმან: შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ.

18. მღდელმან ლოცვაი: მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა და გხადით და გევედრებით: გარდამომივლინე სული შენი წმიდაი ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა.

და ფეშხუმსა ჯუარი დასწეროს და თქუას საიდუმლოდ: და ყავ პური ესე უკუე ხორც პატიოსან ქრისტე შენისა.

დიაკონმან: ამინ.

ბარძიმსა ჯუარი დასწეროს და თქუას: ხოლო სასუმელსა შინაი ესე სისხლ პატიოსან ქრისტე შენისა.

ორსავე დასწეროს და თქუას: შეცვალე სულითა შენით წმიდითა. ამინ.


გაგრძელება იქნება.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 15 2012, 12:47 AM
პოსტი #26


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



უკაცრავად, კითხვა ვერ გავიგე... თუ წინამდებარე ლიტურგიის გამოცემას გულისხმობთ, მაშინ მისი დასაწყისი იხილეთ, რადგან წყარო თავიდანვე მივუთითე. ამ დღეებში არ მეცალა, ამიტომ გაგრძელება დროზე ვერ დავდე, მომდევნო დღეებში დავასრულებ.



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 15 2012, 12:36 PM
პოსტი #27


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



19. მღდელმან ლოცუაი: რაითა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებლად ცოდვათა, ზიარებად წმიდასა სულისა შენისა, სასუფეველისა ცათაისა აღვსებად, ნუ სასჯელად გინა დასასჯელად.

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მხუერპლსა სარწმუნოებით განსუენებულთათვის პირველთა მამათა, მამათ მთავართა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა.

ამაღლებაი: უმეტესად ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამის. მოდრეკით: წმიდისა იოვანე წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლის მცემელისა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდისა, სახელი, რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ და წმიდათა შენთათვის, რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩუენ ღმერთო.

მოიხსენენ ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისაითა და ცხორებისა საუკუნოისათა და განუსუენე მათ სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაი.

მერმეცა გევედრებით შენ მოიხსენე, უფალო, ყოვლისა ერისაი, ყოველთა ეპისკოპოსთაი მართლ მადიდებლობით მართლმკუეთელთაი სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა, ყოვლისა მღდელობისაი, ქრისტეს მიერ დიაკონობისაი და ყოვლისა სამღდელოისა დასისაი.

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსახურებასა სოფლისათვის, წმიდისა კათოლიკე, სამოქიცულო ეკლესიისათვის, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობის მქონებელთათვის; მორწმუნეთა და ქრისტეს მოყუარეთა მეფეთა ჩუენთა, ყოვლისა პალატისა და მხედართყრმებისა მათისათვის. მიეც მათ უფალო მშვიდობით მეფობაი, რაითა ჩუენცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებითი ცხორებაი გუაქუნდეს ყოვლით ღმრთისმსახურებითა და პატიოსნებით.

ამაღლებაი: პირველად მოიხსენე, უფალო, მთავარეპისკოპოზი ჩუენი, რომელი მოჰმადლე წმიდათა შენთა ეკლესიათა მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღე გრძელებით (მართლ მკუეთელობით) სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა.

მოიხსენე, უფალო, სიმრავლითა წყალობათა შენთაითა ჩუენისა უღირსებისაი. შემინდევ მე ყოველი ბრალი ჩემი ნებსითი და უნებლიეთი და ნუ ჩემთა ცოდვათათვის დააყენებ მადლსა წმიდისა სულისა შენისასა წინამდებარეთა ძღუენთაგან.

მოიხსენე, უფალო, ქალაქისა, რომელსა შინა ვსხემობთ და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა და სარწმუნოებით დამკვიდრებულთა მათ შინა.

მოიხსენე, უფალო, მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა და ცხორებისა მათისაი.

მოიხსენე, უფალო, ნაყოფის მომრთუმელნი და კეთილის მყოფელნი წმიდათა შენთა ეკლესიათანი და მომხსენებელნი გლახაკთანი და ჩუენ ყოველთა ზედა მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ.

ამაღლებაი: და მომეც ჩუენ, უფალო, ერთითა პირითა და ერთითა გულითა დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა მამისა და ძისა.

და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.

და სულისაცა შენისა თანა.

20. დიაკონმან: ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

შეწირულთა ამათთვის და განწმედილთა პატიოსანთა ძღუენთაისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

რაითა კაცთ მოყუარემან ღმერთმან შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა მისსა შეიწირნეს სულად სუნელებისად, ნაცვალად გარდამოგვივლინოს ჩუენ მადლი სულისა წმიდისა მისისაი, უფლისა.

ხსნად ჩუენდა.

მღდელმან ლოცუაი: შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხორებასა ჩუენსა და სასოებასა ჩუენსა, მეუფეო, კაცთ მოყუარეო, და გხადით შენ და გევედრებით და შეგივრდებით, ღირს მყვენ ჩუენ მოღებად წმიდათა შენთა ზეცისა საიდუმლოთა წმიდისა ამის და სულიერისა ტრაპეზისათა, წმიდითა სვინიდისითა, მოსატევებელად ცოდვათა და შესანდობელად ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველისა ცათაისა დამკვიდრებად, ნუ სასჯელად გინდა დასასჯელად.

დიაკონმან: დღე ყოველი.

ანგელოზი.

კეთილნი.

ქრისტეანობითნი.

ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისასა მთხოველთა.

21. ამაღლებაი: და ღირს მყუენ ჩუენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა მეუფისა ყოვლისა და თქმად:

ერმან მამაო ჩუენოი.

მღდელმან: რაიმეთუ შენი არს სუფევაი.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 17 2012, 10:19 AM
პოსტი #28


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



22. მშვიდობაი ყოველთა

დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა...

ერმან: შენ უფალო.

მღდელმან ლოცვაი: გმადლობ შენ, მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოითა ძალითა შენითა ყოველნი დაჰბადენ და სიმრავლითა წყალობისა შენისაითა არარაისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ ყოველნი. შენ, მეუფეო, ზეცით მოიხილე მათ ზედა, რომელთა მოუდრეკიან შენდა თავნი მათნი, რაიმეთუ არა ხორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ შენ საშინელსა ღმერთსა. შენ უკუე, მეუფეო, ჩუენ ყოველთა წინა მდებარენი კეთილად განაწესენ თვითეულისა სახმარებისაებრ, მენავეთა თანა მენავობად და მოგზაურთა თანა მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ, მკურნალო სულთა და ხორცთაო.

ამაღლებაი: მადლითა და წყალობითა და კაცთ მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით...

მოიხილე ჩუენ ზედა, უფალო ღმერთო ჩუენო, წმიდით სამკვიდრებელით და საყდრით დიდებისა და სუფევისა შენისაითა და მოვედ წმიდა ყოფად ჩუენდა, რომელი ზე მამისათანა მჯდომარე ხარ და აქა ჩუენთანა უხილავად ჰმყოფობ და ღირს მყვენ მტკიცითა ხელითა შენითა მოღებად ჩუენდა უხრწნელი ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი და ჩუენ მიერ ყოველსა ერსა შენსა.

23. დიაკონმან: მოხედეთ.

მღდელმან: წმიდაი წმიდათა.

და სრულ ყონ რაი ზიარებაი, დიაკონმან: სარწმუნოებით მოვიდოდეთ.

ერმან: წინაშე შენსა უფალო.

24. მღდელმან განუტეოს: კურთხევა.

ამაღლდი ცათა შინა ღმერთო.

ერმან: ამინ. აღავსენ პირი ჩემი.

25. დიაკონმან: აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, უხრწნელთა, ზეცისა საიდუმლოთანი ვჰმადლობდეთ უფალსა.

შეგუეწიენ.

დღე ყოველი.

მღდელმან ლოცვაი: გმადლობთ შენ უფალო კაცთ მოყუარეო, კეთილის მყოფელო სულთა ჩუენთაო, რაიმეთუ ამასცა დღესა ღირს მყვენ ჩუენ ზეცისა შენსა უხრწნელსა საიდუმლოსა. წარმართენ გზანი ჩუენნი, გუაცხოვნენ ჩუენ ყოველნი შიშსა შინა შენსა, შეზღუდე ცხორებაი ჩუენი ლოცვითა და მეოხებითა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, რაიმეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუენი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

დიაკონმან: მშვიდობით წარვიდეთ, უფლისა მიმართ.

მღდელმან ლოცვაი: რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა, უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ და წმიდა ყვენ მოყუარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცუალად ადიდენ ღმრთეებრივნთა ძალითა შენითა და ნუ დამაგდებ ჩუენ, ღმერთო, მოსავთა შენდამი; მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე ეკლესიათა, მღდელთა, მეფეთა ჩუენთა, მხედართა და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ შენ მიერ არს ყოველი მოცემაი კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდმო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათელთაისა და შენდა დიდებასა და მადლობას აღვავლენთ.

იყავნ სახელი უფლისაი.

მღდელმან: აღვსებაი სჯულისა და წინასწარმეტყუელთაი შენ ხარ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აღავსე ყოველი განგებაი მამობრივი, აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი.

ერმან: ვაკურთხო უფალი.

მღდელმან ლოცვაი: ძალითი ძალად მოსრულნი ჩუენ ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი უგალობთ მეუფებასა შენსა, ქრისტე ღმერთო ჩუენო; აღვასრულეთ საღმრთო მსახურებაი და საიდუმლოი. და მოსრულნი მეორესა ამას ტრაპეზსა შენსა, შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყუანისცემასა შევსწირავთ თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


დასასრული


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი