IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ღვთისმშობლის წილხვდომილობა
marine
პოსტი Jul 23 2024, 06:23 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,478
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ"

"რატომ აღმოჩნდა საქართველო ერთადერთი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრი? სხვა, ყველა დანარჩენი, რომელიმე ქვეყნის მხოლოდ ერთი ნაწილია: ათონის მთა ადგილია საბერძნეთში; კიევ-პეჩორის ლავრა ადგილია უკრაინაში; დივეევო ადგილია რუსეთში; მხოლოდ საქართველოა მთლიანი ქვეყანა, ღვთისმშობელმა რომ თავის წილხვედრად გამოარჩია.

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ერთი ობოლი ქვეყანა ვართ, მთელს დედამიწაზე ნათესავი და გულშემატკივარი არავინ გვივის, ობლის მამა კი ღმერთია. ჰოდა, აგვიყვანა დედაღვთისამ საგანგებო მფარველობის ქვეშ. აბა ამ ქარაშოტს როგორ გამოვასწრებდით და აქამდე როგორ მოვაღწევდით?!"

/"მრევლი" N235, 2023, გვ.12-13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 06:14 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,478
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წილხვედრილზე ღვთისმშობლის ქომაგობის ერთი ასეთი ამბავი გვიამბო იმავე არქიმანდრიტმა - ყოვლადწმინდის გამოცხადება ათონის მთაზე, მის წილხვედრ მიწაზე, ანუ მის ბაღნარში, ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა: ერთი ბერი მემთვრალეობის ცოდვას დაეპყრო. მეორე ბერი მიდგომოდა და ლანძღავდა - შე ღორო შენაო. უეცრად ღვთისმშობელი გამოცხადებია და იმ ბერისთვის მკაცრად უთქვამს: "ეგ შეიძლება ღორია, მაგრამ ჩემი ღორია". როგორი დამაიმედებელი სიტყვებია; ჩვენ შეიძლება "ღორები" ვართ, მაგრამ მისი "ღორები" ვართ; თუმცა ცოდვაში მყოფი ბერის გამოქომაგება იმას კი არ ნიშნავს, რომ მან "ღორად" დარჩენილი ბერი შეიტკბო. ამ გამოცხადების შემდეგ ეს ბერი თავის დამღუპველ ვნებას განეშორა და გადარჩა. ასევე ვართ ჩვენც. თუ არ დავუტევებთ "ღორობას" და ღვთის შვილებად არ ვიქცევით, არ შეგვიტკბობს დედაღვთისა; ერთი კია, თავისი წილხდომილის დაჩაგვრას არავი აპატიებს. ვაი, მას, ვინც მის ბაღნარშს უდიერად მოეპყრობა, ან მისი ბაღიდან თუნდაც ერთ ფოთოლს ვაგლახად შეარხევს, გინდ საკუთარი შვილი იყოს და გინდ გადამთიელი"

/"მრევლი" N235, 2023, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2024, 07:21 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,478
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო!

"ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო,
ქვეყნის მწარე ბედზე მგლოვიარე,
ისევ შენთან მოველ, სანუკვარო,
ცა და ხმელეთი რომ მოვიარე.
ნუთუ სიზმარია ყველაფერი,
ჩუმად ავტირდი და გავიოცე,
მერე შეგევედრე, მუხლმოდრეკით:
ჩემი საქართველო დამილოცე!
შენი წილხვდომილი მიწაწყლიდან,
დედავ, სანუგეშო სიტყვას ველი,
ცხადად შემომესმა: კურთხეულ ხართ,
გიხსნით ჭირისაგან ღვთისმშობელი.
ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო,
უნდა გეამბორო, ჩაგჩურჩულო:
როგორ მოენატრე საქართველოს,
თეთრი შროშანივით გაფურჩქნულო!
დედავ, უფლისაო, შეგვეწიე,
დედავ, უფლისაო, მოგვიარე,
ჩემო ნაღვლიანო ღვთისმშობელო,
ჩვენი ტკივილების მოზიარე.
ივერთა მოდგმის წინმყოფელო,
ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო!..."

/ვაჟა მიროტაძე
"ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი" 2011-2022, გვ.102/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2024, 01:09 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,478
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

"ისეთი დიდი რამეა
(შემძლე ვერა ვარ მიხვედრის), -
ირგვლივ რომ ბოლო ჟამია
და ხარ ღვთისმშობლის წილხვედრი"

/ირაკლი ასლანიკაშვილი, "თავისუფალი თემა", გვ.145/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2024, 07:20 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,478
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსებობს ასეთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება: "მე ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ არს წინააღდგომად თქვენდა". ყველამ უნდა იცოდეს, დიდმა და პატარამ, რომ ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენს ერს და არავის აპატიებს მის შევიწროებას! ისტორიულად ჩვენ ამაში მრავალგზის დავრწმუნდით.

ყველას არ ესმის ის ძალა და ის მადლი, რომელიც გარდამოდის საქართველოზე; მავანმა არ იცის, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ჩვენს ქვეყანას და საქართველო არის მისი წილხვედრი. ეს რომ იცოდნენ, ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი არ წავიდოდა უცხოეთში. ჩვენ აქ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი, ეს არის ჩვენი კურთხეული და დალოცვილი მიწა!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2024 წ. გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2024, 08:02 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,478
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ!..

საქართვეულო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან - აი, მორჩა! - მაშინ განათდება და გაბრწყინდება!

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა..."

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი
"წმიდა მამათა წინასწარმეტყველებანი და საქართველო, მოახლოებული მეორე მოსვლა, რა მოგველის? ბოლო ჟამის ნიშნები" გვ. 159/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th October 2024 - 08:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი