IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> საქართველო საქართველოსათვის!
samreklo
პოსტი Feb 20 2010, 04:27 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939







ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა.

ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი.

სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება.

ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით.

სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად.

აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში.

რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები.

ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. —
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი
გურამ მუჩაიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 20 2010, 04:41 PM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



samreklo


რა გინდა ძამა შენ, მოკლედ ვერ გვეტყვი ამ აურაცხელი და სულელური თემების გახსნის ნაცვლად????



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samreklo
პოსტი Feb 20 2010, 04:52 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 20 2010, 04:41 PM) *

samreklo
რა გინდა ძამა შენ, მოკლედ ვერ გვეტყვი ამ აურაცხელი და სულელური თემების გახსნის ნაცვლად????

მსურს,რომ გზასაცდენილები ტაძრისაკენ მიმავალ გზას დაუბრუნდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 20 2010, 05:39 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



samreklo
ციტატა
მსურს,რომ გზასაცდენილები ტაძრისაკენ მიმავალ გზას დაუბრუნდნენ



შე ჩაქრი დიდო ქადაგო biggrin.gif

ჯერ შენ დაუბრუდი და მერე გამოგყვებიტ ჩვენც, თორემ, ძალიან არეული დადიხარ და სადმე არ გადაგვყარო გვეშინია biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 20 2010, 06:14 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი)


და შენი აზრით რუსეთის 145 მილიონის მოქალაქედან რამდენი ათასი კითხულობს დილის ლოცვებს ?

მართმადიდებლური არა კვატი.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 20 2010, 07:03 PM
პოსტი #6


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



neo
ციტატა
არა კვატი.



ნწუ, ტოლმა.

მაგათმა გინდა იკიტხონ და გინდა არა. 145 მილიონიანმა ,, მართლმადიდებლობის შუქურამ,, წარბიც კი არ შეარხია არც ჩეჩნების გაწყვეტაზე და არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომზე. ეტყობა ეს დიდი სულიერების ნაშანია და ჩვენ პატარა ძმებს , როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვუწოდებდით თავს, არ გვესმის.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 20 2010, 07:38 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ისე ერთი კი მენიშნა ამ ტექსტიდან. არის ქართველებში რაღაც ქვეშევრდომობისაკენ მიდრეკილება... მარა ეტყობა ამპარტავნობა უფრო ძლიერია...

და ღმერთმა ჯერ კიდევ ვერ დაგვაჩოქა განსაცდელებით... ვართ ისევ ცარიელი თავტავებივით...

როდემდე, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 20 2010, 08:32 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



samreklo
რა მოწიე ესეთ დღეში რო ხარ? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2010, 09:08 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. —

biggrin.gif
თქვა ცარიზმ-კომუნიზმ-პუტინიზმის მოტრფიალემ და ჩრდილოეთისაკენ გაიხედა.
წასულია თქვენი დრო უკვე smile.gif
საქართველო 1801 წლიდან 200 წელი რუსეთის მონობაში იყო და ნგრევის,
ხოცვის, წართმევისა და შეურაცხყოფის მეტი ისევ მეტი ნგრევა , ხოცვა და შეურაცხყოფა თუ შეიძლება გავიხსენოთ.
ქართული ენის დაუძინებელი მტები,
ქართული მიწის აღრენილი მგლეჯელები,
ქართული მრწმამსისი, მისი ეკლესიის მუდმივი მტრები,
აი ესაა შენი რუსეთი და მისი ერთმორწმუნეობა, მათთან რათქმაუნდა უნდა გვქონდეს და რათქმაუნდა გვექნება მეგობრული კავშირი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ის გავა ოკუპირებული მიწებიდან და საქართველოს
თავისუფალ არჩევანს- იყოს რუსეთის გარეშე, სცემს პატივს, ეს კი მას არ შეუძლია, საქართველომ უკვე საბოლოოდ უთხრა რუსეთს უარი მის მონობაზე და მისი ხუშტურებით საკუთარი პოლიტიკის აწყობაზე, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვისაც არ აწყობს ისევ შეუძლია მიეფიცხოს ჩრდილოეთის მზეს, ოღონდ იქით- ჩრდილოეთში.
გზა მშვიდობისა;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samreklo
პოსტი Feb 20 2010, 09:36 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



ციტატა(KAIROS @ Feb 20 2010, 09:08 PM) *

biggrin.gif
თქვა ცარიზმ-კომუნიზმ-პუტინიზმის მოტრფიალემ და ჩრდილოეთისაკენ გაიხედა.
წასულია თქვენი დრო უკვე smile.gif
საქართველო 1801 წლიდან 200 წელი რუსეთის მონობაში იყო და ნგრევის,
ხოცვის, წართმევისა და შეურაცხყოფის მეტი ისევ მეტი ნგრევა , ხოცვა და შეურაცხყოფა თუ შეიძლება გავიხსენოთ.
ქართული ენის დაუძინებელი მტები,
ქართული მიწის აღრენილი მგლეჯელები,
ქართული მრწმამსისი, მისი ეკლესიის მუდმივი მტრები,
აი ესაა შენი რუსეთი და მისი ერთმორწმუნეობა, მათთან რათქმაუნდა უნდა გვქონდეს და რათქმაუნდა გვექნება მეგობრული კავშირი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ის გავა ოკუპირებული მიწებიდან და საქართველოს
თავისუფალ არჩევანს- იყოს რუსეთის გარეშე, სცემს პატივს, ეს კი მას არ შეუძლია, საქართველომ უკვე საბოლოოდ უთხრა რუსეთს უარი მის მონობაზე და მისი ხუშტურებით საკუთარი პოლიტიკის აწყობაზე, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვისაც არ აწყობს ისევ შეუძლია მიეფიცხოს ჩრდილოეთის მზეს, ოღონდ იქით- ჩრდილოეთში.
გზა მშვიდობისა;
კაიროსი!

არც ყურით ესმის ზოგიერთს და არც თვალით ხედავს (გონებას აღარ ვეხები) პროფ.გურამ მუჩაიძის სტატიის სათაურსაც და სულისკვეთებას-"საქართველო საქართველოსათვის"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2010, 09:46 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
(გონებას აღარ ვეხები)

ნუ რა უნდა ახლა ამას biggrin.gif
ყველამ თავის ვაკუუმებს მიხედოს smile.gif
მუჩაიძის იქნება თუ ბუაჩიძის მნიშვნელობა არა აქვს ამას ამ შემთხვევაში,
მონური სულით არის ნაწერი და თქვენი პროვოკაციები უკვე ბადებს კითხვას, რატომაა არასწორად მრეკავი სამრეკლო აქ?

პ.ს.
მაგ "სტატიას" უნდა ერქვა საქართველო რუსეთისათვის biggrin.gif
ვ.შ.პ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 20 2010, 09:55 PM
პოსტი #12


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(KAIROS @ Feb 20 2010, 10:46 PM) *

არასწორად მრეკავი სამრეკლო

აჰა დისპუტის ხეირი
იშვა მორიგი ფრაზეოლოგიზმი biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2010, 10:17 PM
პოსტი #13


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



samreklo
ციტატა
ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის.

ციტატა
ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი)

გული მერევა... (puke)

P.S. I hope USA will nuke Russia... mad.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samreklo
პოსტი Feb 20 2010, 10:20 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



ოხ, რა მძიმე შემთხვევებთან მაქვს საქმე!
რუსეთის და ამერიკაც მიჩუქნია თქვენთვის.მე მინდა ჩემი საქართველო,რომელიც არ იქნება რომელიმე უცხო ქვეყნის (გინდ რუსეთი იყოს და გინდ ამერიკა) პრეზერვატივი (ბოდიში,რომ უფრო ცივილური სიტყვა უცებ ვერ მოვიძიე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2010, 10:47 PM
პოსტი #15


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



samreklo

რუსეთი არის საქართველოს ტოტალური მტერი. თანამედროვე მსოფლიოს რუქაზე ძალიან ძნელია (თითზე ჩამოსათვლელია) იპოვო სხვა ანალოგი ორი ასეთი დაპირისპირებული ქვეყნის.

რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში შეეწირა 30.000-მდე ქართველის სიცოცხლე, დაახლოებით 300.000 ადამიანი გამოძევებულია საკუთარი სახლებიდან და დღემდე არ უშვებს თავის კუთვნილ სახლში რუსეთის საოკუპაციო ჯარი. შესაბამისად ოკუპრებულია 12.000 კვ. კმ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანუ 20%.

ეს ყველაფერი აგებულია (დღემდე გრძელდება) რუსეთის ტოტალიტარულ, სისხლიან, ძალადობრივ და გამანადგურებელ პოლიტიკაზე და რაც მთავარია ეს ყველაფერი არ დაწყებულა 2008წ.-ს არამედ დაიწყო 1992-1993 წლებში, როდესაც რუსეთმა მოახდინა კონფლიქტების პროვოცირება, მასში ჩაბმა და "სამშვიდობო" ოკუპაცია აფხაზეთის და ე.წ. სამხრ. ოსეთის. (კოდორის ხეობა და ახალგორის რ-ნი 2008-ში წაგვართვეს, დანარჩენი 1993-ში.)

რუსეთის მიზანია საქართველოს განადგურება და რაც შეუძლია ასრულებს კიდეც.

არაფერი აღარ უშველის ამ საქმეს, მძულს რუსეთი და ძულს ყველა ცივილიზებულ ადამიანს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც!

აშშ, NATO და ევროკავშირი საქართველოს მტრები არ არიან, არც საშინელი მტრები და არც მცირედი მტრები, მათ აქვთ რაღაც სხვადასხვა ინტერესები საქართველოში, ხშირ შემთხვევაში პარტნიორული... მათ არც ერთი კვადრატული მეტრი მიწა არ მიუტაციებათ ჩვენი, არც ერთი ქართველი არ მოუკლავთ და გამოუძევებიათ საკუთარი სახლიდან. თუ ხანდახან თავინთი პრაგმატიზმიდან და რუსეთთან ღია დაპირისპირებისგან თავიდან აცილების გამო სათანადოდ არ გვიჭერენ მხარს, ეს ცხადია ცუდია, მაგრამ რა მოსატანია რუსეთის მიერ ჩადენილ ტოტალურ სამხედრო დანაშაულებთან შედარებით.


მორჩა! რუსეთმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა! აღარავითარი მართლმადიდებლობა აღარ გაჭრის! მკვლელს ისეთი პასუხი უნდა გაეცეს, როგორც მკვლელს!


P.S. I hope USA will nuke Russia... mad.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2010, 10:52 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რუსეთის და ამერიკაც მიჩუქნია თქვენთვის.მე მინდა ჩემი საქართველო,რომელიც არ იქნება რომელიმე უცხო ქვეყნის (გინდ რუსეთი იყოს და გინდ ამერიკა) პრეზერვატივი

სწორედ მასეთად ხატავ საქართველოს, როცა უკან გვატენი რუსეთში, რამ დაგაბრმავათ? 200 წელია მონად ვუნდოდით და 200 წელია მაგათ ვებრძვით და რა ნამუსით წერ "ძმა რუსებზე"? როცა მტერია შენი და შენი გაქრობა სურს? რუსეთთან მეგობრობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა იგი დაგიწყებს ყურებას მეგობარივით და ეგ ახლა ასე რომ არაა, და კარგა ხანს რომ არ იქნება, იშვითად ბნელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე.
რუსეთს არა!
გიო, წაშალე ცხონებულ გოროზიას საშინელი სურათი sad.gif
შესაძრწუნებელია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2010, 10:52 PM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



samreklo
ციტატა
იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი

რუსეთმა პასუხისგებაში მისცეს KGB-შნიკი პუტინი, მკვლელი და ძებნილი ლუგავოი, მანიაკი და ავადმყოფი - ჟირინოვსკი, ნაძირალა და სამხედრო დამნაშავე - რაგოზინი და მთელი მისი გენერალიტეტი ხრულოვის მეთაურობით. ქართველ პოლიტიკოსებს თვითონ მოვუვლით... yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 20 2010, 11:05 PM
პოსტი #18


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



გიორგი
იქნებ ის სურათი წაგეშალა,მეტისმეტად მძიმე შესახედია


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2010, 11:08 PM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



samreklo
ციტატა
მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან

ერთი მეგობარო, აი ასეთ ავადმყოფი ადამიანებით დაკომპლექტებული პოლიტელიტის მქონე ქვეყანასთან, როგორ აღადგენ მეგობრულ ურთიერთობას:

http://www.youtube.com/watch?v=N2TY08f__lM&feature=related



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2010, 11:18 PM
პოსტი #20


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნონა
KAIROS

წავშლი, ცოტა ხანში წავშლი აუცილებლად, მაგრამ კარგად უნდა შეხედონ პრორუსული მესიანიზმის პოლიტიკურ-რელიგიური კურსის მქადაგებლებმა, რომ ცოტა გამოფხიზლდნენ... და მთლად ტოტალიტარიზმის ოპიუმმა არ მოუღოთ ბოლო. mad.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი