თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ჩანახატები

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 16 2007, 01:27 PM

მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა..
აბა გაგვახარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 16 2007, 01:29 PM

თიო, დაგვათვალიერებინე აბა შენი ჩანახატები smile.gif თუ მე დავდო?

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 16 2007, 02:41 PM

მსურს გავაშიშვლო ჩემი ტკივილი,მე შენს წინაშევდგავარ უფალო ისევე სულშეძრული და გულაჩქროლებული,როგორც პატარა ფორტუნადო მკაცრი და სასტიკი მამის წინაშე,ცვაიგის უცნობი ქალივით ყველასგან მიტოვებული და საკუთარ თავთან დაბრუნებული.
გაბაცდა გალაკტიონის მტრედისფერი ცა,გაფერმკრთალდა თავთუხისფერი კულულები,წეროებივით გამიფრინდნენ ჩემი ნატვრები.მუდამ თავს ვისჯიდი,საკუთარ თავს დიდ სურვილებს არ ვუსრულებდი,ამიტომაც დამაქვს გულით მელანქოლია,მაგრამ ახლა ტკივილით ვერავის გააკვირვებ,რადგან "მხოლოდ ტკივილი არის ნათელი
სხვა ყველაფერი ბუნდოვანია"
ლამაზია მარტოობა,როცა მხოლოდ უფალთან და საკუთარ თავთან რჩები.მჯერა,როცა მარტო დარჩენილი ტერენტი გრანელივით გიამბობთ ჩემი დაფერფლილი სულის ისტორიას,სევდა გაყუჩდება და ისევ აკიაფდება შვიდფერი ცისარტყელა-ი მ ე დ ი !

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 16 2007, 09:33 PM

ციტატა

თიო, დაგვათვალიერებინე აბა შენი ჩანახატები smile.gif თუ მე დავდო?

კარგი ჩანახატები აქვს მაგას...smile.gif


სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,ნებისმიერ ადამიანში მას ხედავ,ნაცნობშიც და სრულიად უცნობშიც მისი სახე ირეკლება...სიყვარულია როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ....სიყვარულია როცა თავადაც არ იცი რა გიხარია,როცა გაზაფხულის თბილი დღე მის თავს განატრებინებს და ტირილის გუნებაზე გაყენებს ან ქუჩაში გავარდნა და სიმღერა გინდება...სიყვარულია როცა გინდა გარე სამყაროს მოსწყდე,ყველას დაემალო,თავი ბალიშში ჩარდო და აქვითინდე,ისე რომ თავადაც არ იცოდე რაზე.......

პოსტის ავტორი: keti თარიღი: Jan 17 2007, 04:47 PM

t.l.

smile.gifsmile.gifsmile.gif

რა საყვარელი ჩანახატია

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 17 2007, 04:48 PM

რთულია ცხოვრება,უფრო რთული ვიდრე თითოეულ ჩვენგანს წარმოუდგენია....პატარა ნავს ემსგავსები აბობოქრებულ ოკენეში,როდესაც ბედი თუ იღბალი ზურგს გაქცევს....ყოველი წუთი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს,არავინაა დაზღვეული ამქვეყნიური უბედურებისგან.თუცა იმედი გვაცოცხლებს....იმედი მომავლის,იმედი ბედნიერების,იმედი რომ ოდესმე აუცილებლად გაგვიმართლებს,რადგან თუ აბობოქრებული ოკეანის ზვირთებს გადაურჩი ეს დრო აუცილებლად დადგება....მთავარია გწამდეს,გჯეროდეს და გქონდეს იმედი....მთავარი ხომ რწმენა და მოთმინებაა....ასე რომ სანამ ელოდებით გაიღიმეთ....გაიღიმეთ ყველგან და ყოველთვის...გაუღიმეთ მსოფლიოს და ყველაფერი კარგად იქნება.....რადგან უბრალო ღიმილს უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია...ხოლო თუ გვერდით არავინ გყავთ,არ შეშინდეთ,გაუღიმეთ ცას.........

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2007, 04:56 PM

* * *
კოკო შანელი გაჭირვების გამო მონასტერში იზრდებოდა, სადაც "მკაცრი" სავალდებულო ფორმა ეცვა. ამიტომ იგი ოცნებობდა განთავისუფლებულიყო ამ "სიმკაცრისაგან" და თავისუფალი ტანსაცმელი შეექმნა (მან "გამოიგონა", მაგალითად, შარვლები ქალებისათვის, თუმცა აღნიშნავდა, რომ კაცს უფრო შეეფერება იგი!) საინტერესო ფაქტია - ბავშვობაში განცდილმა შეზღუდვებმა მას გარკვეული მიზანი გაუჩინა! ასე რომ არ მომხდარიყო, გახდებოდა კი შანელი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი კანონმდებელი?!

თეიმურაზ ნადარეიშვილი

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 17 2007, 06:53 PM

ციტატა
სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,ნებისმიერ ადამიანში მას ხედავ,ნაცნობშიც და სრულიად უცნობშიც მისი სახე ირეკლება...სიყვარულია როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ....სიყვარულია როცა თავადაც არ იცი რა გიხარია,როცა გაზაფხულის თბილი დღე მის თავს განატრებინებს და ტირილის გუნებაზე გაყენებს ან ქუჩაში გავარდნა და სიმღერა გინდება...სიყვარულია როცა გინდა გარე სამყაროს მოსწყდე,ყველას დაემალო,თავი ბალიშში ჩარდო და აქვითინდე,ისე რომ თავადაც არ იცოდე რაზე.......


IPB-ს სურათი
ულამაზესია, ძალიან მომწონს ეს ჩანახატი smile.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 17 2007, 09:08 PM

ციტატა

ულამაზესია, ძალიან მომწონს ეს ჩანახატი smile.gif

მადლობ...გამიხარდა რომ მოგეწონა... smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 17 2007, 09:39 PM

როცა შენ გხედავ,გული უცნაური სითბოთი მევსება,თვალები მხოლოდ შენ გხედავენ და შენს თვალებს ირეკლავენ...იმ წუთას მგონია,რომ შენ ამას გრძნობ და იმავეს განიცდი.ამიტომ არ მინდა დუმილი დავარღვიო,ჩვენ ხომ ისედაც გვესმის ერთმანეთის...
იცი რა?მინდა გულში ჩაგიკრა და ის სითბო გადმოგცე,შენ რომ ჩემს გულში ასე უხვად დააგროვე smile.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 17 2007, 09:43 PM

არაერთ დიდ ადამიანს უთქვამს წუთია ეს სოფელიო;ვერც შეეკამათები.მართლაც რომ წუთია ჩვენი სიცოცხლე....ყველას აქვს ერთი შანსი,ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი,იბრძოლოს ბედნიერებისთვის და არავის აქვს უფლება ეს შანსი წაართვას...არავინაა დაზღვეული ყველა უშვებს შეცდომას,მთავარია თავად მიხვდეს სად შეცდა..............ინანიებს.................პატიებას გთხოვს...შენ ხარ მისთვის ღმერთი...შენ გევედრება......არ გაქვს უფლება ეს შანსი მოუსპო... ღმერთი ხომ მოწყალეა.....შეიწყალე.......მიეცი შანსი.....დაე იყოს ბედნიერი....იცხოვროს ისე როგორც უნდა.....ეს ხომ მხოლოდ წამია.... განა ბევრს ითხოვს?.....

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 17 2007, 11:54 PM

გლახა
გაიხარე კარგო! smile.gif
მე კი შენივე იდეა შეგახსენე tongue.gif smile.gif .........
....

t.l.
ძალიან ლამაზია.. smile.gif ... ძალიან......... smile.gif ...................................

...
რომც განვმეორდე_რაც კი როდესმე სადმე მითქვამს _ აქ ვიტყვი smile.gif .............
არა და... უბრალოდ... გული და სიტყვებია..........
...
იხარებდეთ! .... smile.gif .................

..აცივდა.. ჩვეულზე სწრაფად მივდივარ... ჩემი ძველი სახლის ფანჯარაში სინათლეა_მასში სხვა ცხოვრობს... ისე კი... არასოდეს ვაკვირდები ადამიანებს, მაგრამ გულით ნათქვამს ყოველთვის ვგრძნობ.. ჰო.. და კიდევ.. მთელი საღამო დამდევს... დამღალა დევნით... ქუჩაში, ფანჯარაში, სახლებში... ხეების ტოტებშიც კი... _მთვარე დამდევს...? ყოველი ვარსკვლავი ჩაათბო ღრუბელმა... ყოველი ამოსუნთქვა გააგრძელა ქარმა... ყოველი საღამო დაიკავა მსუბუქმა სევდამ... ყოველმა არიდებამ_მეტად მომაძალა...
ბევრს ვიღიმები.. გულით და იმედით... smile.gif ... მაგრამ..
...
ზამთარში ციცინათელები სულ აღარ არიან...! ...

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Jan 18 2007, 12:16 PM

ერთ რამეს მოგიყვებით.......
ალბათ საქართველოს სადღეგრძელოს ყველა სვამთ სუფარზე.....
დიდი ხანია მომწონს საქართველოს რომ ადღეგრძელებენ ქვემოთ მოყვანილი სიტყვებით...
"საქართველო" - სიტყვა თავისი დატვირთვით ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს...... თუმცა მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს რაც ჩვენ გონებას და სულს წარმოუდგენია.
"საქართველო" - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...... ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება...
"ქართველო" - რაც ნიშნავს ჩვენ ეროვნებას.....
თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება...
"რთველო" - ანუ რთველი რომელიც ქართველი კაცისთვის ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისგან დაწურული სითხით ხომ ქართველი ღმერთს ადიდებს.
კიდევ თუ მოვაკლებთ ორ ასოს "რთველო"ს დარჩება...
"ველო" - ანუ ველი სადაც ქართველი კაცი იბრძოდა თავისი ერისა და სამშობლოს გადასარჩენად.
ეხლა მოვაკლოთ "ვ" --- "ელო" - კი იმ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა რომელმაც ცხრა მომაკვდავი შვილის ხელში რიგრიგობით გადატანილი დროშა საბოლოოდ თავად აღმართა ბრძოლის ველზე.
თუ კიდევ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება "ო" - ეს ის ამოძახილია ადამიანის სულიდან, როცა ის ეკლესიაში შედის და სანთელს ანტებს და ღმერთს ევედრება ო ღმერთო ჩემო შენ დაიფარე ჩემი საქართველო..............

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 12:20 PM

გვიანი შემოდგომის საღამო იდგა. ჩასასვლელად განწირული მზე რუს პირად მობოდიალე ინდაურის უაზრო თვალებში ითვლიდა უკანასკნელ წამებს. ხეებიდან ჩამოცვენილს წითელ-ყვითელ ფოთლებს ანცი ნიავი აქეთ იქით ჰფანტავდა. ზოგიერთს გაიტაცებდა და დილანდელი წვიმის მიერ დატოვებულ გუბეში აყურჭუმელავებდა.
სიცივე ძალას იკრებდა.
ორღობეში დაგვიანებული მგზავრი გამოჩნდა. საიდანღაც მომავალი სადღაც მიდიოდა...ყრუ კვნესა შემოესმა, მცირე ხნით შეყოვნდა, იქვე ღობის გადაღმა გაპარტახებულ ეზოში ალიზის მიწურს თვალი შეავლო; “არა, დაღლილი ვარ და მომეჩვენა” გაიფიქრა, ერთი ამოიოხრა, თავი გაიქნია და კვლავ თავისი გზა განაგრძო. ხსენებულს მიწურში ერთი მოხუცი სარეცელზე იწვა ფერმიხდილი. უპატრონოდ, მარტოდ დარჩენილი, წუთისოფელში თავისი არსებობის ბოლო დღეს წარსულს აბარებდა.
მშვიდ საღამოს ჟრიამულის ხმა არღვევდა. მოხუცის მიწურიდან არც თუ ისე შორს, ერთი შეძლებული კაცი თავის ძეს ქორწილს უხდიდა. სტუმრები ერთმანეთში ირეოდნენ, ღრეობა თანდათან ეშხში შედიოდა. დიდ ოთახში ნეფე დედოფალი თვალსაჩინო ადგილზე გამოეჭიმათ. ვაჟი გამოთაყვანებული თვალებით შეჰყურებდა თავის ჩასუქებულ საცოლეს და თან შემწვარი ღორის ბარაქიან ნაჭერს იტენიდა პირში.
დაღამდა. მზე ჩაესვენა. ინდაურებმა ჩაიბუდეს. დაგვიანებული მგზავრი ალბათ შინ მივიდა... გლახამ თავისი წუთისოფელში არსებობა წარსულს გადაულოცა. ნეფე დედოფალი, სიყვარულის ალში გახვეული ერთმანეთს ეტრფოდა.
სასმლისაგან გონარეული ქორწილის ხალხი შინისაკენ გაემართა. ერთმა მექორწილემ მოხუცის კარმიდამოსაც ჩაუარა. მთვარის შუქზე მისი ტალახში ამოსვრილი სამოსი გამოჩნდა. ერთხანს ისიც შედგა, გამოფუტურავებულ ღობის საყრდენს ჩაეჭიდა. ასე იდგა ერთხანს გამობენტერავებული მზერით და თან გაურკვეველი ხმით ღმუოდა. შემდეგ კი ნელი ბარბაცით ორღობეს გაუყვა და გაუჩინარდა.
მთვარეც ღრუბელს მიეფარა და უკუნეთმა სიბნელემ გულში ჩაიხუტა სოფელი.
ზოგს ეძინა, ზოგს სტკიოდა, ზოგს შიოდა, ზოგს ენატრებოდა, ზოგმა კი თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა...
დრო გადიოდა...
სოფლის ბოლოში, ტყის განაპირას, ძველ ეკლესიასთან ახლოს, პატარა სახლი იდგა. სარკმლიდან სანთლის სუსტი შუქი გამოკრთოდა. ადვილად დაინახავდა კაცი ამ სინათლეს უკუნეთ სიბნელეში.
ბუხარში მუხის დაკოჟრილი კუნძი იწვოდა. ოთახის ავლადიდებას ერთი ძველი ხის საწოლი, ერთი მორყეული მაგიდა და ასეთივე სკამი შეადგენდა. მაგიდაზე პირმოტეხილი დოქი და ერთიც შუშის ჭიქა იდგა.
კუთხეში მუხლებზე მდგარი ღვთის კაცი ლოცვაში ათევდა გრძელს ღამეს. იგი თავის სოფელს, თავის ხალხს ავედრებდა შემოქმედს. შემოქმედს, რომელიც დავიწყებოდათ, სანაცვლოდ კი ამაოებას მისძალებოდნენ...
და იდგა ღამე...
დედამიწა კი კვლავაც ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას; ტრიალებდა და ვაჟკაცურად უძლებდა ადამიანთა ცოდვის ტვირთს.

2005 წელი



პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 18 2007, 12:47 PM

smile.gif კარგები ხართ!

და გლახას თხოვნას გავიმეორებ, ყველამ თავისი ნაწერი დადოს, მარტო თავისი...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 12:50 PM

ციტატა
და გლახას თხოვნას გავიმეორებ, ყველამ თავისი ნაწერი დადოს, მარტო თავისი...


ხო რა..ჩვენები დავდოთ...
თორე სხვებისას წიგნებში წავიკითხავ wink.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 18 2007, 01:37 PM

* * *
Судьба... И мир тих, как в сумерках падшей души... крадётся умертвлённость... жизнь держится на пещинке зыбучей безконечности, шатается и рвётся... и грусть рычит, порою страшнее льва в пещерах с рисунками питекантропа...
Подушка и стена с повешенным крестом.. во сне реальности я стрекоза фантазии и прекрастного для души... господи, как горько и смешно до смерти... в безделье и таске я молча угасаю в рассвете лет... и это так кошмарно и так поэтично, что я выношу эту дремоту и тяжесть реальности нереального...
так разбудите же меня!...
и я обнему мир!...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2007, 04:43 PM

QUOTE(kato_Bato @ Jan 18 2007, 12:47 PM) *

გლახას თხოვნას გავიმეორებ, ყველამ თავისი ნაწერი დადოს, მარტო თავისი...


ბავშვებო, ჩანახატები ბევრი მაქვს, მაგრამ მეორე წიგნში უნდა შევიტანო და რომ განვათავსო უკვე ნაცნობი იქნება მკითხველისთვის. მომცემთ უფლებას რომ სხვისი ჩანახატები (რომლებიც მომწონს) დავდო აქ?

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 18 2007, 05:24 PM

ციტატა
ერთ რამეს მოგიყვებით.......
ალბათ საქართველოს სადღეგრძელოს ყველა სვამთ სუფარზე.....
დიდი ხანია მომწონს საქართველოს რომ ადღეგრძელებენ ქვემოთ მოყვანილი სიტყვებით...
"საქართველო" - სიტყვა თავისი დატვირთვით ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს...... თუმცა მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს რაც ჩვენ გონებას და სულს წარმოუდგენია.
"საქართველო" - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...... ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება...
"ქართველო" - რაც ნიშნავს ჩვენ ეროვნებას.....
თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება...
"რთველო" - ანუ რთველი რომელიც ქართველი კაცისთვის ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისგან დაწურული სითხით ხომ ქართველი ღმერთს ადიდებს.
კიდევ თუ მოვაკლებთ ორ ასოს "რთველო"ს დარჩება...
"ველო" - ანუ ველი სადაც ქართველი კაცი იბრძოდა თავისი ერისა და სამშობლოს გადასარჩენად.
ეხლა მოვაკლოთ "ვ" --- "ელო" - კი იმ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა რომელმაც ცხრა მომაკვდავი შვილის ხელში რიგრიგობით გადატანილი დროშა საბოლოოდ თავად აღმართა ბრძოლის ველზე.
თუ კიდევ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება "ო" - ეს ის ამოძახილია ადამიანის სულიდან, როცა ის ეკლესიაში შედის და სანთელს ანტებს და ღმერთს ევედრება ო ღმერთო ჩემო შენ დაიფარე ჩემი საქართველო..............

ძალიან მაგარია,გაიხარე!
wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2007, 05:36 PM

shakuna_

ულამაზესია!!!!!!!!!!!!!!!!!!!! smile.gif ღმერთმა გაგახაროს!!!! smile.gif ძალიან მომეწონა..

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 18 2007, 06:47 PM

შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ გლახას (თემის ავტორის) თხოვნა იყო მარტო საკუთარი დაგვედო...

სხვისი ჩანახატები მოთხრობებში დადეთ...
თუ არა და რა ვიცი, ნება თქვენია...

ციტატა(t.l. @ Jan 18 2007, 04:27 PM) *

ისედაც ჩემებს ვდებდი smile.gif



ჰო smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 18 2007, 07:58 PM

_MATASI_
wub.gif wub.gif

***

დილამდე ოცნებობ.. საღამომდე ითვლი.. სულაც არაა შეუსაბამობა.. ყველაზე ცუდი ერთია_თუ არ გრჩება დრო: ლოცვისთვის და კითხვისთვის... (ასეც ხდება!)
ახლა მომავალი ერთადერთია: ზამთარი........... ალბად რეალური ვარ.. ახლა ფიქრები ნაკლებად იფერება...
ბიბლიოთეკა.. დიდი.. მოვა ზამთარი და ისევ მოიკუნტებიან ადამიანები.. და ისევ მოგინდება შუა დარბაზში კოცონის დანთება და ხმამაღალი სიცილი... თან ეს ადამიანებიც ხომ გათბებიან.. ... მთავარია გული არ დავკარგო...სადღაც.... (...სადაა? ... ოჰ... მგონი დამრჩა... სადღაც.... ნეტავი ერთი.._აღარ მადარდებს... )...
შემდეგ წამოიშლებიან მოგნებები.. უუუუუუუუჰ.. ყველაზე მოძრავნი ყინვისგან შენელებულ დროს... გავსებენ.. გფიტავენ.. გაცინებენ.. გტკენენ... ხშირად იფიქრებ, რომ დაუშვებლად უსარგებლო ხარ... სადღაც ჩარჩენილი... აყოლილი... გაქცეული... ხან გგონია, რომ ყველა ანგელოზს აწყენინე.. ხან გგონია, რომ სულის ექო აღარ ისმინება...
ხან................................
.........
ვიღიმები...
უსარგებლოა მოლოდინი!
ზამთარში ხომ მხოლოდ... ცივა..................
(ალბად ... ყველაფერი კარგად იქნება.......... )

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 19 2007, 12:43 AM

თბილისის თოვლი! ...
ზამთარში...
იგი ისე მშვიდად ბარდნის... მიდიხართ და სახეზე პაწია ცივი-ცივი ბუერები გადნებიან... თუ დაიჭერთ და თვალს შეავლებთ, შეამჩნევთ მათ უნაკლო წყობას... მბრწყინავი კრისტალები თვალსაც კი მოგჭრიან, და საოცარ. ლაღ სიმხიარულეს შემოიტანენ სულში... smile.gif ...
...თოვლი...მეტი სითეთრე... სხივები... და .. სითბო.... ძველი თბილისის პანორამა თითქოს უუუძველეს წარსულში გადაგიყვანთ.. და ამის შეგრძნებისთანავე გული ცრემლებამდე მტკივნეულად შეიკუმშება, მაგრამ მაინც გადიდდება ბედნიერებით... ან სურათების უშუალო სტუმარს გაგხდით... სურათების, სადაც მთავარი გრძნობაა... სადაც ფიქრებს მიჰყვება სული და მის მოძრაობას წარმართავს და ასაზრდოვებს ფიფქების დაბურული და განუწყვეტელი ცვენა....
ეს სრულყოფილი სიმშვიდეა!
თბილისის თოვლი ძალიან ნაზია... მოფრთხილება სჭირდება... ყინვით მოფრთხილება....აქ ხომ მთავარი მხატვარი_ყინვაა... ფანჯრებზე... ხეებზე... და თუ ყინვა შესუსტდება_ეს საოცარი კონტურებიც უცებ გადასხვაფერდებიან და .... თოვლიც ნამად ჩამოწკრიალდება....
იცით რას ვუფრთხი, როდესაც თოვს?... ქარს! თოვლით გამთბარი ხის ტოტი შეირხევა თუ არა.... ვხვდები, რომ... ქარი ღრუბლებს გადაყრის და ჩემს საოცარ თოვლიან ზმანებებს_თბილ მოგონებებს ჩააბარებენ წუთები...
და ესეც თოვლი...
იყო არა იყო რა....


პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 19 2007, 11:48 AM

* * *
ის მაღლა მაღლა მიიწევდა, სურდა ზეცას შერწყმოდა.
უბოროტო უნდა ყოფილიყო. კლანჭები და ნისკარტი მტაცებლისას არ მიუგავდა. მიჰქროდა და მიაპობდა ღრუბლებს...
უეცრად თითქოს სუნთქვა შეეკვრაო, თითქოს უჩინარმა ტყვიამ გული გაუპოვო... ფრენა შეანელა, ქვევით იწყო დაშვება და თვალის დახამხამებაში მიწას დაენარცხა.
ძლივსღა სუნთქავდა, თვალებიდან წამოსული ცრემლი სისხლს ერეოდა, სისხლს რომელიც ამაოდ ცდილობდა მუდამ მშიერი მიწის მუცელი გაეძღო. არა ის ნამდვილად არ ელოდა ამას...
სულ ცოტა ხნის წინ ლამაზი, თვალისმომჭრელი ფერებით შემკობილი არსება- უცხო, უკაცრიელ ალაგზე ითვლიდა სიცოცხლის უკანასკნელ წამებს... ახლოს მივედი, მსურდა კარგად მენახა რა ჯურის ფრინველი იყო.
დავაკვირდი და ჰოი საოცრებავ... ოცნება აღმოჩნდა იგი კაცისა, ყველასაგან მიტოვებული და იმედგაცრუებული. მინდოდა მივშველებოდი, გადამერჩინა... მაგრამ ის უკვე აღარ იყო.

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 19 2007, 05:48 PM

* * *

დრო... ქარი ღრუბლებს ცვლის.. ქარი სიცოცხლეს ჰგავს.. ფერიცვალების ეკლესიაში ქარი არ ისმის.. აქ შეიცნობ სიმშვიდეს... გრძნობ იმქვეყნიურ ხავერდოვნებას...
აქ იბნევი კიდეც: აღარ იცი რა გირჩევნია!...რატომ ხდება?... მაგრამ, გრძნობ, რომ ყველაფერი სწორედ აქ ლაგდება! რომ ეჭვი _ ძვირფასი სიცოცხლის მოკლული დროა!... იმქვეყნის გზაზე ფუჭი წინაღობაა!...
თავისუფლება! ღიმილი! ბედნიერება! _ მხოლოდ რწმენაა და სიყვარული უფლისა, ქვეყნისა და სულიერთა !
და ეს სულ ადვილია! .... smile.gif ...........

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 25 2007, 10:32 PM

თოვლი! მკაცრი და ცივია, მაგრამ სპეტაკი იგი ხომ უმანკოების სიმბოლოა, რომელსაც ცოტა თუ აღიქვამს. განსაკუთრებით საყვარელია პირველი თოვლი მას სიყვარულის თოვლასაც კი უწოდებენ , რადგან პირველი სიყვარულივით ნაზი და უცოდველია, მაგრამ ზოგჯერ იგი ძალიან ხანმოკლეა თავისი სიმორცხვის გამო. ის ხომ ცდილობს ყველასგან არ გამოირჩეოდეს, მაგრამ არ გამოსდის იგი ხომ ამ წაბილწულ მიწაზე ერთადერთია რომლის შეყვარებაც შეიძლება. აი უკვე 18 წელია რაც მოუთმენლად ველი, იმას რომ ამ უმანკო თოვლმა ჩემს გულშიც დაათოვოს, მაგრამ აქამდე ეს მარტო ნატვრად მქონდა გადაქცეული და გულში წყვდიადი სუფევდა, ეხლა კი თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ რადგან გულში პატარა ლამაზი ფიფქები სიამოვნებას მანიჭებენ და ჩემ გულში ათოვენ ღმერთს კი იმას ვევედრები, რომ ამ ფიფქებმა თოვა არ შეწყვიტონ.

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 25 2007, 10:34 PM

ციტატა(beqa.shuxoshvili @ Jan 25 2007, 10:32 PM) *

თოვლი! მკაცრი და ცივია, მაგრამ სპეტაკი იგი ხომ უმანკოების სიმბოლოა, რომელსაც ცოტა თუ აღიქვამს. განსაკუთრებით საყვარელია პირველი თოვლი მას სიყვარულის თოვლასაც კი უწოდებენ , რადგან პირველი სიყვარულივით ნაზი და უცოდველია, მაგრამ ზოგჯერ იგი ძალიან ხანმოკლეა თავისი სიმორცხვის გამო. ის ხომ ცდილობს ყველასგან არ გამოირჩეოდეს, მაგრამ არ გამოსდის იგი ხომ ამ წაბილწულ მიწაზე ერთადერთია რომლის შეყვარებაც შეიძლება. აი უკვე 18 წელია რაც მოუთმენლად ველი, იმას რომ ამ უმანკო თოვლმა ჩემს გულშიც დაათოვოს, მაგრამ აქამდე ეს მარტო ნატვრად მქონდა გადაქცეული და გულში წყვდიადი სუფევდა, ეხლა კი თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ რადგან გულში პატარა ლამაზი ფიფქები სიამოვნებას მანიჭებენ და ჩემ გულში ათოვენ ღმერთს კი იმას ვევედრები, რომ ამ ფიფქებმა თოვა არ შეწყვიტონ.

შენ გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 26 2007, 01:12 PM

ციტატა
ეხლა კი თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ რადგან გულში პატარა ლამაზი ფიფქები სიამოვნებას მანიჭებენ და ჩემ გულში ათოვენ ღმერთს კი იმას ვევედრები, რომ ამ ფიფქებმა თოვა არ შეწყვიტონ.


გაიხარე ძმა, ძალიან ლამაზი სიტყვებია

.......

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 01:21 PM

beqa.shuxoshvili

საოცარი ჩანახატია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! smile.gif ყოჩაღ, ბექუნა!!! smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 26 2007, 08:32 PM

ნიკოლოზ_V
მარინე
marine
სამივეს დიდი მადლობა რავი მე არ მომწონს sad.gif სხვებსაც დავდებ ახლო მომავალში smile.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Jan 26 2007, 11:46 PM

......ქალაქში ნისლია....
შუქები ნისლში ვარდისფერია.
ჰაერი ცივი და ნესტიანი, თითქოს თოვლი მოვა.

მანქანების ხმაურში საკუთარი გულისცემა მაინც მესმის.
მტკივა გული... ყრუდ, მაგრამ მტკივა. მტკივა გამუდმებით. არ მასვენებს ტკივილი. ...
სასწრაფოს გავუარე, ნეტა ცუდად გავხდე.

როცა გვიჭირს გვინდა ცუდად გავხდეთ და ყურადღება მოგვაქციონ სხვებმა.

მე მიზეზი მინდა რომ დავრეკო... ცუდად ყოფნა გამოდგება მიზეზად, მაგრამ მიზანი აღარ აქვს რომ ნომერი ავკირფო. ნომერს დაეკარგა მიზანი, ტელეფონს - აზრი, მეც დამეკარგა რაღაცა გულში. აღარ ჩანს. 2 დღეა ვეძებ და აღარ ჩანს. რაღაც გაიყოლა. რაღაც დიდი გაიყოლა...

არადა რატომ?

----------------------------------------
მათხოვარი

იმ მომენტში მოწყალების მთხოვ მათხოვარს უფრო მეტი ფული ქონდა ვიდრე მას და მიხვდა, მათხოვრები უფულობის გამო არ ხდებოდნენ. რაღაც კიდევ ჭირდება მოწყალების თხოვნას.

დაძველება

იმ ქუჩაზე მოხვდა სადაც მთელი ბავშვობა გაატარა. ოდესღაც ძალიან ძვირფასი ადგილს ისეთი მნიშვნელობა აღარ ქონდა. ისეთივე გრძნობა გაუჩნდა როცა თავისი ადრინდელი სურათები და დღიურები გადაყარა. მოგონებებიც ძველდებიანო თურმე...


შიში

სადღაც მუცლიდან დაიწყო გაკვეთა შუაზე და თავში დამთავრდა. ტვინი აეწვა, ნერწყვი გაუშრა და ნაცრისფერმა გადაკრა სახეზე. ასე გახდა შეგრძნება ფიზიკური და სხვებისთვის ხილული.


მარწყვი

როგორი მჟავე ყოფილა თურმე. როგორ მაცდური, სურნელოვანი, მოტკბოც კი, მაგრამ ჭამის შემდეგ უსიამოვნო გემო დაუტოვა. როგორც შფოთი, როცა ყელში რაღაც გრჩება და გინდა-არ გინდა მაინც გამახსოვრებს თავს. გადაწყვეტილებას კი შემდეგ შეხვედრამდე აქვს მხოლოდ ვადა, როცა კვლავ გაცდუნებს მარწყვის სუნი და იმ იმედით, რომ ამჯერად მართლა ტკბილი აღმოჩნდება, კვლავ იტყუებ თავს და კვლავ ყელში უსიამოვნო გემო გრჩება.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 26 2007, 11:48 PM

ana-xatia

შენ შემოგევლე IPB-ს სურათი

ძალიან ლამაზია.
და მჯერა smile.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Jan 26 2007, 11:54 PM

გაიხარე კატო.
smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 26 2007, 11:55 PM

ana-xatia
wow ძალიან მაგარი ჩანახატია მაგრა მომწოონს კიდევ დადე რა თუ გაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Jan 27 2007, 12:17 AM



ხანდახან რელსების მეშინია.
იმიტომ რომ არ იცი საიდან მოდის.... და სად მიდის, ვერ ხედავ...
უცნაურია...

მატარებლის არ მეშინია, მაგრამ არ მიყვარს....
რაღაც უაზრო ტრანსპორტია, აი მფრინავი მატარებელი მიყვარს ძალიან - რიაზანოვის ფილმში რომაა ისეთი...

მაგრამ ჩვენთან არ არის ასეთი... ასეთი მხოლოდ ფილმებშია, ისიც კარგ ფილმში....

ტრანსპორტი მიყვარს ზოგადად, ოღონდ თუ მარტო ვარ.
"ნავარდი" მიყვარს - ჩემ პონტში (ამას ვერ გაიგებს ყველა)

წვიმიან ღამეს მუსიკის მოსმენა და დიიიიიდ ხაააანს ტაატით სიარული და საკუთარ თავთან საუბარი....

ურემი მიყვარს - მგონი ეკოლოგიურია და იმიტომ, თან ცხენს არ ურტყავ მათრახს. ნელა მიდიხართ, ტაატით.

ესე იგი ნელა სიარული მყვარებია .. უცნაურია. აქამდე ასე არ ვფიქრობდი.

აქამდე მეგონა რომ სისწრაფე მიყვარდა.

ჩემი თავი მიყვარს მგონი კიდევ, ან შეიძლება - არც... და მეჩვენება.

კიდევ ფოთოლი მიყვარს, მგონი ჭადრის ყველაზე მეტად. უცნაურია, არადა არ მოძრაობს ფოთოლი, რატომ მიყვარს?
მოძრავი ფოთოლი არ მიყვარს. ეს ნიშნავს რომ მოწყდა და მალე შემოდგომა მოვა... ან ზამთარი....

აი ზამთარი მიყვარს...
მაგრამ მცივა .....

ისე მცივა რომ თითქმის მავიწყებს რომ ზამთარი მიყვარს.
ზამთარში გზები მოყინულია, ფრთხილად უნდა იარო გზებზე.

ისე თვითმფრინავს გზის მოყინვა არ ანაღვლებს, ცაში არ იყინება გზები..
.. მაგრამ არც თვითმფრინავი მიყვარს... ვერ ვაკონტროლებ და იმიტომ...

კონტროლს როცა ვკარგავ მგონია სადღაც ვვარდები... ესე იგი პარაშუტი მინდა.... პარაშუტს თვითმფრინავში არ არიგებენ. ესე იგი არ მინდა თვითმფრინავი...

კარგია ჩიტი რომ ხარ, ოღონდ თუ გრიპი არ გაქვს. თორემ ტეხავს ჩიტი იყო და ისიც გრიპიანი...

ისე ფანჯრები მიყვარს განსაკუთრებით მზიან ამინდში და ზამთარში...

სინათლე მიყვარს ესე იგი.

ხო, სიბნელე არ მიყვარს .... ვერ ვხედავ ყველაფერს....
ესე იგი მიყვარს ყველაფერს ვხედავდე ....

კალამი მიყვარს, ოღონდ საჭირო ნივთი აღაარაა, თუმცა ვისთვის - როგორ..
ერთი პასტა მაქვს, დაბადების დღეზე ნაჩუქარი... რომ მაჩუქეს არ იყო ძვირფასი, ეხლა გახდა ...

.... ესე იგი ვინც მაჩუქა ის გახდა ძვირფასი.

რა უცნაურია....

რაღაც არ იყო და გახდა...
რაღაც არ იყო და მოხდა...
რაღაც არ იყო და დამთავრდა ისე..

აი რელსები არ მთავრდება მგონი არასდროს.....

ოღონდ არ თქვათ რომ - კი.....

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 27 2007, 12:36 AM

მაგარია ძაან

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 27 2007, 01:59 AM

ana-xatia
ძალიან ლამაზია... სენტიმენტალური... smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 27 2007, 02:56 AM

ზამთარია...
ისე დათბა_გაზაფხულიაო ამბობენ...
ტყუილია _ ზამთარია ისევ.. თოვლი კი არ ჩანს.. თორემ თოვს.. ვერ ხედავთ?.. მე ხომ არ გგონივართ გიჟი ან ცრუ?... თოვს...
...
მეგონა შემეძლო:

მოსმენა
გაგება
ფიქრი
ღიმილი
ოცნება
რწმენა

აღარ მგონია..
არ შემძლებია...
_
სითბო იყო სადღაც... რა ვიცი.. გულებში... არა და ყველანი გაჩერებებზე ჩამოდგნენ და ახმაურდნენ... ისე დამაფრთხეს_როგორც ღამურა შუქით...
...
ვისაც არ უტირია_იტიროს ჯობია... რამდენი დაღმართია ცრემლისთვის...
....
გული ეგოისტია... მას უნდა მხოლოდ თავად სტკიოდეს... მას სხვისი არ სჯერა.. მას არ უნდა
გადარჩენა... დიდდება...
...
მეტკინა...
...
არა და... ისეთი სიმშვიდეა როგორც კუბოში...
...
მცივა
...
მაპატიეთ.

პოსტის ავტორი: KAT თარიღი: Feb 15 2007, 11:34 AM

ყველაზე ლამაზი რაც მინახია ჩემს ცხოვრებაში მომზადების, წინასწარგანწყობის ან წინათგრძნობის გარეშე ვიხილე. სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი, დანარჩენი ცხრა ადამიანივით გარკვეული წერტილი მქონდა შერჩეული და იმას ვუყურებდი უმიზნოდ.

ერთერთი გაჩერება იყო. კარი გააღეს და ძალიან პატარა, გამხდარი, დამჭკნარი, ძველმანებში ჩაცმული, მუქი პირისახის მოხუცი ქალი ამოძვრა და იქვე სკამზე დაჯდა. გავაყოლე თვალი კარებს და მოხუცის მსგავად მუქი, შუაწლის, კაფანდარა კაცი დავინახე, ასევე გაცრეცილ, მუქ ტანსაცმელში გახვეული. მაგრამ ღმერთო რა თვალებით გააცილა მოხუცი. გულისტკივილით, უსაზღვრო პასუხისმგებლობის გრძნობით, დედამიწის შემძვრელი სევდით, სიყვარულით სავსე იყო იმ ადამიანის თვალები. ბოდიშს უხდიდა თითქოს ყველა იმ შეჭირვებისთვის, ყველა უძლო ღამისთვის, პურისთვის დათვლილი თეთრებისთვის, იმისთვის რომ ვერ მოახერხა ამ სამყაროში იმდენი შეეგროვებინა რომ დედისთვის სათანადოდ მიეხედა. ის წამის მეოთხედი სანამ კარი დაიხურებოდა დაუთმო მან დამშვიდობებას. უსიტყვოდ. როგორ მინდოდა იმ დროს ტირილი. ორმა ყველაზე უსახურმა ადამიანმა, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია, მოხუცმა და მისმა შვილმა, დაანგრიეს ჩემ ცნობიერებაში ყველა ის რაც ადმიანების წინააღმდეგ მქონდა შეგროვებ-შეკოწიწებული. რაც მაფიქრებინებდა რომ ჩვენი რასა ბოროტებით და უგუნურებითაა სავსე. იმედგაცრუების ჟამს ვეძებდი ხოლმე სიკეთის და ნუგეშის სხივებს ახალგაზრდებში, პაწია ბავშვებში, სასიამოვნო სახის ადამიანებში, კეთილ ადამიანებში, წარმატებულ ადამიანებში.. ამ ორმა, საზოგადოებისთვის უპატარავეს ადამიანს შორის გატარებულმა სხივმა დაჩრდილა ყოველი. ყველაზე შემძვრელი რაც კი ოდესმე მინახია ამ მოხუცის შვილის თვალები იყო, ადამიანის რომელიც შესაძლებელია ეთნიკური ქართველი საერთოდაც არ იყო. თვალები ამერია, მოზაიკასავით დავიშალე, და მივხვდი რაოდენ პატარა ვარ. ჩემი მედიდურობის, ტანსაცმლის, ჯდომის მანერის უხერხულობა ვიგრძენი. უცებ ვეღარ მივხვდი სად უნდა წამეღო ხელები, საით უნდა გამეხედა. თან ძალიან შემრცხვა იმისი რომ ქურდი იყავი იმწამს. მოვიპარე ის რაც მხოლოდ ამ ორი ბრწყინვალე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი.

მას მერე გული მეკუმშება როდესაც მახსენდება ეს თვალები და როგორცკი ეჭვი შემეპარება ხოლმე ადამიანებში მაშინვე თვალწინ მიდგება, გაფრთხილებასავით.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Feb 16 2007, 05:29 AM

KAT

სუნთქვა შემეკრა კითხვის დროს და ცრემლებმა ამივსო თვალები, ახლაც უზარმაზარი ბურთი გამჩხერია თითქოს ყელში... ღმერთმა უშველოთ. კიდევ კარგი მე არ შევესწარი ამ ფაქტს თორემ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი ტირილით მოვკვდებოდი ისე რომ ვერავინ ვერ მიხვდებოდა რა დამემართა. ერთხელ რეპეტიციიდან მომავალს მქონდა ამდაგვარი შემთხვევა და ... ახლაც გულს მიკუმშავს მისი გახსენება


ყველაფერთან ერთად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ საოცრად სათუთი გული გქონია, არ გიცნობ ვინ ხარ და რა ხარ, არც ის ვიცი ქალი ხარ თუ კაცი, ახალგაზრდა თუ ბებერი... მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ ამ ფორუმზე არის "ვიღაც" KAT რომლის გულიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ

დაგლოცოთ უფალმა
დიდი პატივისცემით
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Feb 16 2007, 03:01 PM

KAT

ძალიან ლამაზად გიწერია ... smile.gif თითქოს ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი...

გაიხარე smile.gif

ბედნიერი ხარ რომ ამდენს გრძნობ...


პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 17 2007, 02:11 PM

KAT საოცრად ლამაზად გადმოგვეცი ეს ისტორია და შენი გრძნობები.
ხშირად,ცხოვრების ორომტრიალში ჩართულები ვერ ვხედავთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ჭეშმარიტებას.
რაოდენ მიუწვდომელია უფლის გზები, რომელიც წამიერი, თითქოსდა უმნიშვნელო მოვლენით, ჩვენს სულში გადატრიალებს და გამოფხიზლებას იწვევს.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 19 2007, 12:19 AM

KAT
მე ასეთი რაღაც მომივიდა 1 კვირის წინ:
მიდიოდა მოხუცებული კაცი და მე და მამაჩემი ვიჯექით მანქანაში, აი მაშინ შევიცანი რა არის ეშმაკის ბორკილები. ვიფიქრე გადავალ მივეხმარები მეთქი, არ გადავედი, კაცმა სასწაული სევდიანი თვალებით შემომხედა მარა მაინც არ გადავედი, შემდეგ ვიღაც ქალი მიეხმარა ტროტუარზე ჩასვლაში, ვიღაც 2 მა ბიჭმა ხურდა მისცა და მე კიდევ მანქანაში ვეგდე და ვუყურებდი... ასეთები მომდის ხოლმე და მერე მეტყვიან არაფერი გიწყენინებიაო sad.gif ყველას გთხოვთ პატიებას თუ რაიმე გაწყენინეთ.
არ ვიცი არმდენად შეეფერებოდა ამ თემას მაგრამ დავწერე მაინც.
მოთხრობა ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზია

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Feb 24 2007, 03:27 PM

დღე პირველ და დღე უკანასკნელს გავს.როგორ მეგონა რომ თავს მოვერეოდი,მეგონა რომ ადვილად ძალიან ადვილად გადავიტანდი,მაგრამ ვცდებოდი.ახლა ისე ცუდად ვარ როგორც არასდროს!
...... მენატრები,მომენატრები თან როგორ,ასე მგონია უშენოდ ვეღარ ვიარსებებ,კიარდა არამედ ვეღარც ვისუნთქებ!
ღმერთო რა მემართება?რა არის ეს,ეს რა შეგრძნება?თითქოს და ვეღარასდროს ვნახავ?!რა განა არ მაქვს ამის ფიქრის მიზეზი?ისე,ისე მეგებებოდა თითქოს და მართლაც სამუდამოდ მიდიოდეს ჩემგან.........

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 24 2007, 05:14 PM

არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა, თურმე რა ძნელი ყოფილა განშორებს... არ ვიცოდი ასე რომ მყვარებიხარ... არ ვიცოდი თუ გამიძნელდებოდა...
ამბობენ სამშობლო ერთიაო...
მე ვეღარ გამიგებს ვერავინ...
რატო ვტირივარ ეხლა, როცა რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რომ მე შენი შვილი არა ვარ?... არასდროს დამიფასებია მე შენი სითბო და არასდროს მითქვამს შენთვის მიყვარხარ...
სულ სხვას ვიხსენებდი და სხვაზე ვტიროდი... ეხლა რა მემართება?
Уже тоскую я по пройденным годам,
по улицам, которым бродила я когда-то,
тут друзья, мир, юнные года
мои девичья воспоминания....

Хоть не родная я твоя детя
Хоть любишь ты других сильнее
Частичку моего сердечка
Оставляю я тебе на прощанье....

მაგრამ მაპატიე, მე ვერ გავჩერდები, დედა მელოდება... უნდა დაუბრუნდე!


НЕ СУДИТЕ СТРОГО! smile.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 24 2007, 06:13 PM

ჩემი არ არის მაგრამ ლამაზია

მზე ჩადის...
ჩადის კი არა დნება ზღვაში...
ხელებს იწვდის თითქოს საშველად...
ვზივარ ქვიშიან ნაპირზე კლდესავით გაშეშებული და შევყურებ ზღვაზე გაწოლილ ბილიკს...
თითქოს მზე გეძახის ამ ბილიკს გამოჰყევი და ჩემამდე მოაღწევო . . .
არადა რამდენჯერ მიოცნებია მზეს მივწვდომოდი, ხელით შევხებოდი...
ახლა კი ვზივარ და...
რა საოცარი და შეუცნობელია ბუნება... ისეთ ფერებში ხატავს ყველაფერს...
მზე და ზღვა...
ცეცხლი და წყალი ხომ წარმოუდგენელია ერთად... მაგრამ როგორ მაგრად ჩაჰკვრიან ერთმანეთს მონატრებული მეგობრებივით...
მზე ჩადის... ჩადის და ზღვაც მუქდება . . . თითქოს ძაძებით იმოსებაო მზესთან განშორებით სევდამორეული…
ზღვიდან მონაქროლი სიო კი რაღაცას მღერის. . . ისე ჰარმონიულად შერწყმია ზღვის ხმაურს… . . .
სევდა მომეძალა… . . . რა ლამაზია ეს ყველაფერი და რა ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს ამ სილამაზით ტკბობისათვის...
მოდით მოვეფეროთ ერთმანეთს. . . ჩავიკრათ გულში ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები (ისე როგორც მზე ეხუტება ჩასვლისას ზღვას) და გავუნაწილოთ სითბო. . .
რამდენ სითბოს გასცემს მზე და სანაცვლოდ არაფერს იღებს…
ჩვენ კი სითბო და სიყვარული ათმაგად დაგვიბრუნდება. . .
დაემსგავსეთ ადამიანებო მზეს და თქვენი დანახვა ისევე გაუხარდებათ, როგორც ზეცაზე აელვარებული მზის დანახვა უხარიათ მოკვდავთ...
გაუღიმეთ მზეს და ერთმანთს . . .
და გახსოვდეთ მიუხედავათ სიძნელეებისა... სიცოცხლე მშვენიერია!!!

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 24 2007, 07:46 PM

ციტატა(shakuna_ @ Jan 18 2007, 01:16 PM) *

ერთ რამეს მოგიყვებით.......
ალბათ საქართველოს სადღეგრძელოს ყველა სვამთ სუფარზე.....
დიდი ხანია მომწონს საქართველოს რომ ადღეგრძელებენ ქვემოთ მოყვანილი სიტყვებით...
"საქართველო" - სიტყვა თავისი დატვირთვით ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს...... თუმცა მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს რაც ჩვენ გონებას და სულს წარმოუდგენია.
"საქართველო" - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...... ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება...
"ქართველო" - რაც ნიშნავს ჩვენ ეროვნებას.....
თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება...
"რთველო" - ანუ რთველი რომელიც ქართველი კაცისთვის ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისგან დაწურული სითხით ხომ ქართველი ღმერთს ადიდებს.
კიდევ თუ მოვაკლებთ ორ ასოს "რთველო"ს დარჩება...
"ველო" - ანუ ველი სადაც ქართველი კაცი იბრძოდა თავისი ერისა და სამშობლოს გადასარჩენად.
ეხლა მოვაკლოთ "ვ" --- "ელო" - კი იმ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა რომელმაც ცხრა მომაკვდავი შვილის ხელში რიგრიგობით გადატანილი დროშა საბოლოოდ თავად აღმართა ბრძოლის ველზე.
თუ კიდევ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება "ო" - ეს ის ამოძახილია ადამიანის სულიდან, როცა ის ეკლესიაში შედის და სანთელს ანტებს და ღმერთს ევედრება ო ღმერთო ჩემო შენ დაიფარე ჩემი საქართველო..............


უი ეს შიო მღვიმეში რომ ვიყავით იქ თქვა ვიღაცამ ეს სადღეგრძელო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 24 2007, 08:09 PM

kato_Bato
კი შეყვარებული რო ვიყავი პირველად ანუ შარშან მაშინ ჩავიწერეsmile.gif

"ჩემო ერთადერთო ქეთი,შენგან მოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდ მეჩვენება,რომელშიც მე მარტო ვარ...შენ ჩემი სული დაიპყარი და უფრო მეტიც,შენ ჩემი ერთადერთი ფიქრი ხარ.როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებები ადამიანები რომ ჰქვიათ,როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო,ხელს გულზე დავიდებ,იქ შენი ხატება მაქვს,ვუყურებ მას,ან მთვარეს და ვცდილობ იქ შენ დაგინახო...სიყვარული ჩემთვის აბსოლუტური ბედნიერებაა...რა ჯადოთი შესძელი დაგემორჩილებინა მთელი ჩემი უნარი და მთელი ჩემი სულიერი ცხოვრება მხოლოდ შენზე შემეჩერებინა?!სიცოცხლე ქეთისთვი!აი მთელი ჩემი სიცოცხლის აწმყო და მომავალი...
სიკვდილი ისე<რომ შენი სიყვარულით არ დავტკბე,ჯოჯოხეთური წამებაა,ეს არის სრული განადგურების ნამდვილი სახე...
იმ დღეს როცა ჩემი აღარ იქნები სამყარო მთელ თავის მშვენიერებას დაჰკარგავს მუდამ ჩემო...

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 24 2007, 08:39 PM

"სიყვარული სულგრძელია,სიყვარული ქველმოქმედია,არ წუხს,არ ყოყოჩობს,არ ამპარტავნებს,არ სჩადის უწესობას,თავისას არ ეძიებს,არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს,არ ხარობს სიცრუით,არამედ ჭეშმარიტება ახარებს,ყოველივეს იტანს,ყველაფერი სწამს,ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს"
/ ახალი აღთქმა/...

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Feb 24 2007, 08:49 PM

პატარა ჭუჭრუტანაში მთელი სამყარო ეტევა.
მთელი სამყაროდან კი არ ჩანხარ ამ ჭუჭრუტანაში. იმიტომ რომ სამყარო დიდია და მნიშვნელოვანი, შენ კი რომც არ ჩანდე, არაფერი დაშავდება.
მთავარია რომ ჭუჭრუტანა არსებობს, საიდანაც ბნელ ოთახში სინათლის სხივი შემოდის. თვალშიც ხომ სულ პაწაწუნა ხვრელია, საიდანაც ვხედავთ თურმე.

გულიც პაწაწუნა ჭუჭრუტანაა, სადაც სასუფეველი ეტევა. smile.gif

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 24 2007, 09:03 PM

ana-xatia
შენ ჩანახატების უნარი ნიჭი და სიყვარული გქონიაsmile.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Feb 24 2007, 09:08 PM

ubralod gio

wub.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Feb 25 2007, 04:57 PM

ციტატა
ბექა ძალიან საყვარელია, მაგრად მომეწონა!
და საერთოდ ყველა ძალიან ლამაზად წერთ!

უდიდესი მადლობა ქეთი რავი მე არ მომწონს smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 25 2007, 05:40 PM

ყველას ჩანახატი ძალიან მომეწონა. მე თვითონ მართალია არ გამომდის მ, მაგრამ სხვის წაკითხვა და შეფასება შემიძლია. smile.gif

პოსტის ავტორი: fidelio თარიღი: Feb 26 2007, 03:58 PM

[size=4]
,,თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთი ციცქნა ნაგლეჯს, ალბად არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ,როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექეოდი შოკოლადის ნაყინს!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედექტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა და კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.

პოსტის ავტორი: fidelio თარიღი: Feb 26 2007, 04:50 PM


აქ თურმე საკუთარი ჩანახატები უნდა დაწერო, მაგრამ მე მარკესის დავწერე, ძალიან მგრძნობიარე მწერალია

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: Feb 26 2007, 04:59 PM

fidelio
მაგრამ რაღაცით შენიცაა ალბათsmile.gif

პოსტის ავტორი: Murzayani თარიღი: Feb 26 2007, 07:24 PM

როცა გიყვარს, იმდენი სითბო, ალერსი და სინაზეა შენში, რომ არც კი გჯერა ასეთი სიყვარული შეგძლებია


ჩეხოვი

პოსტის ავტორი: fidelio თარიღი: Feb 27 2007, 12:49 PM

ციტატა(ubralod gio @ Feb 26 2007, 04:59 PM) *

fidelio
მაგრამ რაღაცით შენიცაა ალბათsmile.gif


კი, ნამდვილად ასეა, რაღაცით ჩემია, თორემ არ მომეწონებოდა smile.gif

...........და ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდებ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!
პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი.მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო..... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.

ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათაბსებენ,სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.

ყოველთვის თქვი ის , რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ, რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა, რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკენლი წუთებია, გეტყოდი ,,მიყვარხარ", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული , რომ შენ ეს უკვე იცი...

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე,მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული _ახალგაზრდას თუ მოხუცს.შეიძლება დღეს უკანასკნლეად ხედავ მათ, ვინც გიყვარს.ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა ,,ვწუხვარ", ,,მაპატიე" , ,,გეთაყვა", ,,გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო ისტყვა, რაც იცით.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობარს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის"

თუ დღეს ამას არ გააკეტებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი.
და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ,არც მაგით დაშავდება რამე
დაიწყე შენი ოცნებების ახდენა ახლა სწორედ ეს მომენტია

გაბრიელ გარსია მარკესი

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 10 2007, 09:05 PM

მინდა ტირილი....... მაგრამ ვერ ვტირი,
როგორ ვიტირო? ვერავინ გამიგებს...
თუმცა მხოლოდ იმ ერთმა რომ გამიგოს, ....ჩათვალეთ, უკვე ყველამ გაიგო...
მე მინდოდა მეთქვა რომ....
ეჰ, მაინც ვერავინ გამიგებს...



ეხლა დავწერე ,


laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Mar 10 2007, 09:20 PM

გადიოდნენ დღენი და თვენი....ტყული ყოფილა დრო ყველაფრის მკურნალიაო-გულში სთვა და გულშივე დაიმარხა....აემღვრა პაწაწა გული.არ ეძინება,ან რა დააძინებს?....ოთახიდან გავიდა,დერეფანში დაჯდა,ორივე იდაყვით მუხლებს დაებჯინა და ფიქრმა წაიღო....ათასნაირი ფიქრი დატრიალდა ნაფოტივით გონებაში.ერთს ნატრობდა,თითქოს სხვა არაფერი ეხარბებოდა,არაფერი ენატრებოდა დედამიწის ზურგზე.უცებ თვალებიდან იელვა ზღვისფერმა სილურჯემ....ორი მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა და გაფიტრებულ ლოყებზე დასტოვა კვალი...სახე კი არ უტიროდა, არა..... უცებ ისე დაჰკრა მიწას ხელი გეგონებოდა დედამიწა შუაგულამდე უნდა ჩაანგრიოსო.ყველაფერი გაქვავდა გარშემო... ღამე კი არ იცდიდა თავის გზას მიეშურებოდა.გვიანი მთვალე მთის წვერზე შედგა.ცოტა ხანში პირიქით გადაქანდება და კიდევ ერთი ღამეც მიიწურება.

ხშირად უცდია მის თვალებში სიმართლის ამოკითხვა,კითხვებზე პასუხის გაცემა,მაგრამ ამაოდ....მუდამ დაბინდული ეჩვენებოდა მისი თვალები,როგორც ნაავდრალი ზღვა....ფიქრთა ჭიდილში მოქანცულს ჩაეძინა...მტრედისფერმა გადაჰკრა ცის გუმბათს.

იქნებ მის გულშიც ჩაეხედათ...მაგრამ,არა!
უიღბლო აღმოჩნდა მისი სიყვარული....

მართალი უთქვამს ილიას:წუთისოფელი ზოგისთვის მამაა,ზოგისთვის კი-მამინაცვალიო....

პოსტის ავტორი: meri თარიღი: Mar 25 2007, 05:59 PM



Fanjridan rdzisfer nislshi gaxveul shenobebs gavcqeri,titqos chum
fikrs miscemia kalaki,nisli sevdad igvreba chemi fanjris minaze...
Eh,ra usashvelod momenatre,sheni naxvis survilma isev ashala
fikrebi,mgoni dardmac samudamod amichia...ai,cam ufero sxivebi achuka
dedamicas,rogorc am fikrma chems tvalebs,umzeo dge bindma daasrula da gamem
daisakutra kvelaferi..caze mtvare gamefda,chems aivans misi nazi sxivebi
moxvda da landebit shemosa aremare. guli imedit mevseba,lamazi fikrebit
vrtav am chems martosul samkaros da tvalebze titkos ciuri nami ikavebs
adgils,rata morcxvad dafantos shengan nachukari alersi...mtvare zevidan
amayad damcqeris da mesaidumleobas micevs,titkos isic chemsavit trfialit
mtvralia..ertxans veferebi am tbil fikrebs,shenze fikrebs
ususuri,oboli,miusafari suli da cremlad nadeni bednierebit dzlivs cota mshviddeba
guli..
Minda isev vxedavde shens qurdbacaca tvalebs,minda isev mesmodes
sheni sitkvebi:
-Esmakuna,shen chemi sulis dedofali xar,dzlivs azri miveci chems
cxovrebas da arasodes dagkargav,vibrdzoleb am sikvarulistvis da samudamod
chemtan iknebi...xandaxan gamomajavrebdi: cxra mtas ikit gagaqaneb da ik sul
marto,sul marto chemi iknebio,me ki shens am miamitur sitkvebze bevrs
vicinodi...she egoisto shena,celqo,celqo! chemo patara sulelo!
Xandaxan sxvashi gagacocxleb xolme,camit rom vigrdzno shveba da
camis dasasrulsave vxvdebi ra amaoa es cda...oh,rogor minda tundac mxolod
ertxel chagxedo mag sevdian tvalebshi,chemi grznobebis unapiro
okeaneshi..mjera tundac ertxel nagrznobi bedniereba gaaxalisebs am cutisoflis
umokles gzaze mimavali martosulis cxovrebas,romlis koveli dge sevdit da
tkiviliani monatrebit ikneba nakvebi..
Muxtalia bediscera,xandaxan rasac mteli mondomebit cdilob,mteli
gulit gsurs,samudamod sapirispirod sheatrialebs da umizezod mkacrad
dagsjis,mere ki dagtovebs am uimedo samkarohi umceo bavshvivit..
Carsuli tkbili sizmarivit gaqra da realobidan lamaz mogonebebshi
gadasaxlda,ase zalian shors da ase zalian axlos chemgan...titkos sul kaosshi
var,xandaxan es grdznoba natluli gvinosavit damatrobs,gamatbobs da tan
usazgvro tkivils mchuknis,guls ki agar zaluzs amis moreva..xan mtvares
gavandob usitkvod chemi gulis nagvels,xan sastumals gavuziareb
gulisnadebs...radgan realobam ar machuka sheni tavi maradiuli netarebis
sazieblad fikrshi mivukvebi xolme ocnebis sanapiros da ik gpoulob xolme,tumca
cota xnit,male qrebi,ase msji she sazagelo shena?!
Ici ra axlosaa chemtan gamis suntkva,isic chemsavit martosuli,xan
tbili,xan susxiania...cxovreba es caa,maszed mimofantuli varskvklavebi ki
sikvaruli..zogi varskvlavi zlier kashkashebs,zogi zlivs kiafobs da male
kreba..ertxelac erti patara varskvlavi gauchinarda,ikneb saertodac
gaqra..da titkos mas shemdeg sulic samudamod gakra chems sxeulshi..
Vici verasodes dagivickeb,albat rogori bednieri iqnebodi axla amas rom
grdznobde,cutisoflis am ertma cutma ar ineba ertmanetisvis sheecko es ori
bgera..albad es iko chveni bediserac...

პოსტის ავტორი: musikosi თარიღი: Apr 1 2007, 07:36 PM

ეხლა უნდა გაგანებივროთ ჩემი ჩანახატით

ჩამხედე პირადად მე თვალებში და დაინახავ ძალას რომელიც მსოლიოს გადათელავს ერთ დღეში.
ჩამხედე თვალებში და დაინახავ ცინიკოსს რომლის სიტყვაც უფრო მტკივნეული და მწველია ვიდრე კრაზანის კბენა ან თოფილს ლულიდან გასროლილი რბილი მაგრამ მომაკვდინებელი ტყვია.
ჩამხედე თვალებში და დაინახავ ადამიანს რომელიც მოკლავს უფლის შემოქმედს უფლის სახეს,ადამიანს,მხოლოდ იმის გულისთვის რომ ასე უნდა.
ჩამხედე თვალებში და დაინახავ უფსკრულს რომელიც არ ამოივსება არასდროს,თუნდაც წარღვნა შეეცადოს ამას.
ჩამხედე თვალებში და სიცოცხლის მტერს დაინახავ,მტერს რომელიც ვერ იტანს ეშმაკს,სძულს იგი,მაგრამ ემსახურება მას მხოლოდ თავისი გონებით,მაგრამ ძალa არ შესწევს რათა გააკეთოს ის რაც ბნელ საქმედ არის წოდებული და ტრაგედია ჰქვია.
ჩამხედე თვალებში და შემიყვარებ!!!

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Apr 26 2007, 08:08 PM

KAT
* * *
რა ბედენაა ,როცა მარტო
თვალებით ხედავ
ბედნიერი ხარ ნიჭიც თუ გაქვს
გულში ჩახედვის;
თუ უთქმელადაც მიუხვდები
ვიღაცას სევდას,
თორემ არა აქვს ფასი თვალებს
ძალით ახელილს.

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: May 1 2007, 08:19 PM

პლანეტავ გესმის?ეს მე გეძახი ერთი ჩვეულერბრივი გოგონა საქართველოდან.
ჩვენი ქვეყანა ციცქნა მარცვალსა გავს დიდი დედამიწის ზურგზე.დიდიაო ვამბობთ,მაგრამ გასაკვირია,რით ვერ გაუყვიათ დიდი მიწა_წყალი "ძლიერთა ამა სოფლისათა".ნუთუ არ იცით_ეს მიწა ყველასია,ეს დედამიწა ყველას გვეყოფა,ნეტავ რას გვემართლებიან ცეცხლის ფარეშები?
ვიღებ გლობუსს ვატრიალებ,ვხედავ ფერებს:წითელს ,ყვითელს,მწვანეს,ლურჯს.... რა ლამაზია არა?სულაც არჰგავს დენთის სუნით გაჟღენთილ ცეცხლოვან ბურთს,რომელიცდღეს თუ ხვალ ვიღაცასგაუვარდება და ფერფლად იქცევა.მე მსოფლიო ტკივილთან ერთად ვცხოვრობ......მოგმართავთ ჩემს თანატოლებს,არა აქვს მნიშვნელობადედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ, რომელი რასის ,რწმენის მიმდევარი ხართ,მინდა გესმოდეთ ჩემი....მე ვუშვებ ჩემს მშვიდობის მტრედს საქართველოდან,ფართოდ გახსენით მსოფლიოს ყველა კუთხის კარები,თქვენი ფანჯრები.წერილს ვატან და გთხოვთ,ყური დაუგდოთ ჩემი,ჩემი თანატოლების ფიქრს ,ტკივილს, დარდსა და ვარამს.
მე არ მინახავს ომი მხოლოდ მსმენია,მარტო წაკითხულითა და კინოკადრებზე ღბეჭდილით ისე შევშფოთებულვარ,მიფიქრია:ღმერ
თო მოხედე ყველას...ბოროტს დაუცხრე ბოროტი სული,კეთილს მიეცი ცხოვრების ფართო ასპარეზი და მაშინ ეკლის გვირგვინით აღარ ივლიანომი და მშვიდობა.უზომო ტკივილის ატანა აღარ შეუძლია გულს.ეს ტკივილი ჩემი ქვეყნის ულამაზეს კუთხეზე აფხაზეთზე გადის ,სცილდება მის საზღვრებს,სწვდება მთელს კავკასიას და ერაყმდე მიდის.მე არ მინახავს აფხაზეთი ვერ მოვასწარი.ვერ შევიგრძენი მისი ზღვის ტალღების უხმო ალერსი,ვერ დავტკბი მაგნოლიების სურნელით,ვერ ვნახე როგორ ეშვებოდა კოცონივით აგიზგიზებული მზე ზღვის მიქანცულ მკერდზე. მასიზმრა :ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი,მიტოვებული სახლები,ტყვიის კაკანი,ქვემეხების შემზარავი ხმა,პატარა ბიჭუნა გასაქცევი გზა რომ არ ჰქონდა,წაქცეული ჯარისკაცი_სისხლით შეღებილი,ჭაღარა დედები_ცრემლით დასველებული სამკუთხა ბარათები.... გამომეღვიძა სოხუმი მეცნო და გონებაში ჩემი მეგობარის სიტყვები ამოტივტივდა:"
რა ტყვიისფერი ყოფილა ზეცა,
რა სევდიანი გქონია თვალი,
მე ცხადლივ მინდა მოვიდე შენთან
ცხელი ტყვიების მიგწმინდო კვალი."
სადღაც ზღვა მოჩანს ზღვაზე თოლიები დაფრინავენ,თოლიები კი არა ომში დაღუპული ჯარისკაცების სულებია ალბათ.....
გაზაფხულზე უამრავი ყაყაჩო ამოვიდა ,ყაყაჩო კი არა ომში დაღუპული ჯარისკაცების სისხლია ალბათ.....
ია _იებმა გადაალურჯეს მიწა,იები კი არა ,დაღუპულ ჯარისკაცთა დედების ცრემლებია ალბათ....მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ,თქვენამდე მოვიტანო კავკასიის ქედების ,თერგისა და ენგურის ტალღების, ჯვრის,იყალთოს,სვეტიცხოვლის ტაძრების თხოვნა:"გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი,იყავით ფრთხილად, ნუ ეთამაშებით სიცოცხლეს..."ჩვენ კი ახალგაზრდობა,თეთრ მანდილს ავიღებთ ხელში(საქართველოში ვაჟკაცებს შორის ატეხილ ბრძოლაში მანდილს აგდებდნენ მშვიდობის ნიშნად),გადავაფარებთ მთელს ჩვენს პლანეტას და ყველა ხალხის ყველა ენაზე მხოლოდ მშვიდობას ვალაპარაკებთ:
მე შენ მიყვარხარ დედამიწავ,გევედრები არ ამიხანძრო ასანტის ყუთი .მე შენ ტიტები გაჩუქო მინდა"


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 2 2007, 12:21 PM

nini egriseli

2kiss.gif

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: May 8 2007, 04:30 PM

ana-xatia
ძალიან ლამაზი ჩანახატებია შემოგევლე

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 8 2007, 06:13 PM

1. me Sen miyvarxar, ara imitom vin xar Sen, aramed imitom, rom vin var me, roca Sens gverdiT var.

2. arcerTi adamiani ar imsaxurebs Sens cremlebs, xolo is vinc imsaxurebs, arasodes agatirebs Sen.

3. mxolod imitom, rom vigacas ar uyvarxar ise, rogorc Sen ginda rom uyvarde, imas ar niSnavs, rom im adamians mTeli guliT ar uyvarxar.

4. namdvili megobari aris is, romelsac uWiravs Seni xeli da grZnobs Sens guls.

5. yvelaze saSineli monatrebaa, iyo mis gverdiT da acnobierebde, rom is arasodes iqneba Seni

6. arasodes moiSalo Rimili, maSinac ki, roca sevdian ganwyobilebaze xar. vigacas SeiZleba Seni Rimili Seuyvardes.

7. ar fanto dro adamianze, romelic ar iswrafvis imisaken, rom dro SenTan erTad gaataros.

8. SeiZleba am samyaroSi mxolod adamiani xar, magram vigacasTvis mTeli samyaro xar.

9. SeiZleba RmerTs surs, rom Cven vxvdebodeT uvargis adamianebs manam, sanam SevxvdebiT im erTaderTs…. imitom, rom roca es moxdeba, Cven madlierni viyoT.

10. nu tiri imitom, rom es damTavrda. gaiRime imitom, rom es iyo.

11. yovelTvis moiZebnebian isini, vinc tkivils mogayeneben, magram ar unda
dakargo rwmena adamianebis mimarT, ubralod, cota frTxilad iyavi.

12. gaxdi ukeTesi da Senve mixvdebi, vin xar, sanam Sexvdebi axal adamians, im imediT, rom is Sen gagigebs, Segicnobs.

13. nu gamoavlen eseode Zalisxmevas, yvelaferi saukeTeso moulodnelad xdeba.
მარკესი, 13 აფორიზმი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 11:07 AM

დაბადების დღის საჩუქარი

ცას კიბე მივადგი, მინდოდა შენთვის, დაბადების დღეზე, ზეციური საჩუქარი ჩამომეტანა. გზად, უხილავად, შენი მფარეველი ანგელოზი შემომხვდა და შენზე მეჩურჩულა. თურმე ისეთი კარგი ხარ,რომ ადვილად გიცავს ფრთებით. შევჩერდი და მფარველი ანგელოზის წინაშე ვილოცე:

ლამაზი ფრთებით დაიფარე მწუხარებისგან,
შენ ხომ ყოველთვის ხარ მნახველი უფლის სახისა,
თუ რამ კეთილი გააჩნია, არ დაივიწყო,
ღირსი გახადე ერთხელ მაინც შენი ნახვისა...

........
ცას ადვილად მივაღწიე, მაგრამ შემომაღამდა და საჩუქრებად მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები დამხვდა. ყველაფერს ხელი მოვხვიე და წამოგიღე. შენი მფარეველი ანგელოზი წამომეშველა, მაგრამ გზად მთვარე მაინც დამიმძიმდა და უკან დავაბრუნე. მერე თითო კიბეზე თითო დამძიმებულ ვარსკვლავს ვაბრუნებდი. ბოლოს, დედამიწამდე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მსუბუქი, ჩემი ბედის ვარსკვლავი ჩამომყვა და აჰა, შენი იყოს, მიჩუქნია...

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 11 2007, 06:21 PM

ციტატა(marine @ May 11 2007, 12:07 PM) *

დაბადების დღის საჩუქარი


უმაგრესია!!! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: May 12 2007, 12:47 PM

marineძალიან ლამაზია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2007, 11:46 AM

makuna7474
nini egriseli

დიდი მადლობა ლამაზი შეფასებისთვის wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 28 2007, 05:00 PM

ციტატა
KAT

შენ ადამიანის სულში "ძვრომა" შეგძლებია.
აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ძლიერი ჩანახატია.

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 30 2007, 04:37 AM

ციტატა
ყველაზე ლამაზი რაც მინახია ჩემს ცხოვრებაში მომზადების, წინასწარგანწყობის ან წინათგრძნობის გარეშე ვიხილე. სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი, დანარჩენი ცხრა ადამიანივით გარკვეული წერტილი მქონდა შერჩეული და იმას ვუყურებდი უმიზნოდ.

ერთერთი გაჩერება იყო. კარი გააღეს და ძალიან პატარა, გამხდარი, დამჭკნარი, ძველმანებში ჩაცმული, მუქი პირისახის მოხუცი ქალი ამოძვრა და იქვე სკამზე დაჯდა. გავაყოლე თვალი კარებს და მოხუცის მსგავად მუქი, შუაწლის, კაფანდარა კაცი დავინახე, ასევე გაცრეცილ, მუქ ტანსაცმელში გახვეული. მაგრამ ღმერთო რა თვალებით გააცილა მოხუცი. გულისტკივილით, უსაზღვრო პასუხისმგებლობის გრძნობით, დედამიწის შემძვრელი სევდით, სიყვარულით სავსე იყო იმ ადამიანის თვალები. ბოდიშს უხდიდა თითქოს ყველა იმ შეჭირვებისთვის, ყველა უძლო ღამისთვის, პურისთვის დათვლილი თეთრებისთვის, იმისთვის რომ ვერ მოახერხა ამ სამყაროში იმდენი შეეგროვებინა რომ დედისთვის სათანადოდ მიეხედა. ის წამის მეოთხედი სანამ კარი დაიხურებოდა დაუთმო მან დამშვიდობებას. უსიტყვოდ. როგორ მინდოდა იმ დროს ტირილი. ორმა ყველაზე უსახურმა ადამიანმა, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია, მოხუცმა და მისმა შვილმა, დაანგრიეს ჩემ ცნობიერებაში ყველა ის რაც ადმიანების წინააღმდეგ მქონდა შეგროვებ-შეკოწიწებული. რაც მაფიქრებინებდა რომ ჩვენი რასა ბოროტებით და უგუნურებითაა სავსე. იმედგაცრუების ჟამს ვეძებდი ხოლმე სიკეთის და ნუგეშის სხივებს ახალგაზრდებში, პაწია ბავშვებში, სასიამოვნო სახის ადამიანებში, კეთილ ადამიანებში, წარმატებულ ადამიანებში.. ამ ორმა, საზოგადოებისთვის უპატარავეს ადამიანს შორის გატარებულმა სხივმა დაჩრდილა ყოველი. ყველაზე შემძვრელი რაც კი ოდესმე მინახია ამ მოხუცის შვილის თვალები იყო, ადამიანის რომელიც შესაძლებელია ეთნიკური ქართველი საერთოდაც არ იყო. თვალები ამერია, მოზაიკასავით დავიშალე, და მივხვდი რაოდენ პატარა ვარ. ჩემი მედიდურობის, ტანსაცმლის, ჯდომის მანერის უხერხულობა ვიგრძენი. უცებ ვეღარ მივხვდი სად უნდა წამეღო ხელები, საით უნდა გამეხედა. თან ძალიან შემრცხვა იმისი რომ ქურდი იყავი იმწამს. მოვიპარე ის რაც მხოლოდ ამ ორი ბრწყინვალე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი.

მას მერე გული მეკუმშება როდესაც მახსენდება ეს თვალები და როგორცკი ეჭვი შემეპარება ხოლმე ადამიანებში მაშინვე თვალწინ მიდგება, გაფრთხილებასავით.


ქვეყნად ყველაფერს ნიჭი სჭირდება. სხვა ადამიანებში გრძნობის აღქმასაც და მის გადმოცემასაც.
შენ კი ეს ნიჭი გქონია და არასოდეს დაგკარგვოდეს.
ამბობენ თვალები სულის სარკეაო. მაგრამ მასში ამოკითხვა ბევრს არ შეუძლია. შენ კი შეძელი იმ ადამიანის სარკეში მისივე მშფოთვარე სულის დარდები ამოგეკითხა და ჩვენამდე მოგეტანა.
საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები ვცხოვრობთ, ჩვენივე სევდითა და პატარ-პატარა სიხარულებით აგებულ სამყაროში ვარსებობთ და მის იქეთ გახედვა გვიჭირს.
სამყარო კი სავსეა დარდითა და ტკივილით. ეგებ სხვას ჩვენზე მეტად უჭირს, ეგებ სხვა ჩვენზე მეტად განიცდის, ან თუნდაც ძალიან ბედნიერია.
ღმერთმა დარდი და შეჭირვება აშოროს ყველას.
აღარ გვენახოს ტკივილით სავსე თვალები.
უფალი გფარავდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Sep 20 2007, 12:04 AM

ციტატა(jevrie @ Sep 19 2007, 10:18 PM) *

ქალაქი...ნატყვიარი...
ზღვა.... სისხლნარევი...
ცა.... დათალხული...
ომი... ამაო...
"ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო"....
სანაპირო.... მიტოვებული.... ბავშვობა... (სოხუმში მძევლად დარჩენილი)... ქვიშის კოშკები.... დასამთავრებელი....

ჰაერი... მძიმე... გოგირდისფერი.... უცებ "ბუხ" და.... და საწყალი ბიძაჩემი.... ჩაფერფლილი ბიძაჩემი.... 33 ამაო წელი... ბევრი იწვალა თურმე.... უცებ "ბუხ" და.... და საწყალი ობლები... უმამოდ დარჩენილი ობლები....

გემბანიდან უკანასკნელად დანახული მსობლიური ქალაქი... ფერფლისფერი სოხუმი....

-დედიკო, მცივა... სახლში მინდა...
-ჩვენ დავბრუნდებით!!! (პირობა პირობად დარჩენილი)

უცებ "ბუხ" და... ათასობით შავოსანი დედა... ათასობით ცხედარი... ათასობით ყორნისფერი ძაძი...

დასუდრული... ნატყყვიარი ქალაქი... ზღვა... შორი... სისხლნარევი.... ცა.... დათალხული.... გახუნებული....
ამაოდ დაღვრილი სისხლი... ომი... ამაო ომი.... და.... ეკლესიასტეს უდიდესი ჭეშმარიტება "ამაოება ამაოთა დაყოველივე ამაო"....

სანაპირო... მიტოვებული .... ცარიელი... ქვიშის კოშკები.... დასამთავრებელი.... დავბრუნდები.... აუცილებლად..... უნდა დავამთავრო....

http://smiles.rc-mir.com/smile.41523.html user.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 20 2007, 03:39 AM

აქსიომა
ადამიანო! სიკვდილს ნუ ეთამაშები, იგი ყველასთვის საერთოა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრება

სტუმარი ხვთისაა, მაგრამ სახლის წართმევას თუ დაგიპირებს მტერი

მტერი ყოველთვის გახსოვდეს და ილოცე მისთვის რათა მოყვარედ გადაგექცეს

გადაქცეული სიკეთეა, თუ ამას ქვეყანას მოდებ

მოდებული ჭორი ნახევრად სიმართლეა

სიმართლე გიყვარდეს, ნიშნავს სწორი გზით დადიოდე

დადიოდე ღვთის სახლში , არ ნიშნავს იყო მორწმუნე

მორწმუნე ნიჭიერი მეცნიერი ქვეყნის საჩუქარია

საჩუქარი , რაც ადამიანთა მოდგმამ უფლისგან მიიღო ეს სიცოცხლეა.

სიცოცხლე იმისათვის არ უჩუქებია ღმერთს სიკვდილს ეთამაშო, იგი ყველასთვის საერთოა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრება.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 20 2007, 01:06 PM

abo
read.gif fiqri.gif thumbs.gif
სიტყვები არ მყოფნის

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2007, 01:32 PM

abo

ულამაზესი სულის პატრონი ხარ!! wub.gif

ძალიან-ძალიან მომეწონა!! smile.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 20 2007, 01:36 PM

jevrie
ძალაიან მტკივნეული თემაა, ძალიან ლამაზი ჩანახატია

პოსტის ავტორი: jevrie თარიღი: Sep 20 2007, 06:11 PM

catherina_10
გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 20 2007, 09:19 PM

გაიხარეთ ხალხო ! მაგი ღამის 4 საათზე იდეებმა შემაწუხა, ღამე აზროვნება საღია. იქნება კიდევ არ დავიძინო. laugh.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Sep 21 2007, 01:09 AM

თოვს ბარდნის ყინვაა საშინელი ეს დარი ჩემს გულს წაგავს გაყინულს რომელიც არსადროს ლღრვება...
გავცქერი ფანჯარას მაგრამ რა იქ მე არავინ მელოდება,მიდის წუთები საათები წლები შენ კი არ ჩანხარ,როდემდე გაძლებს ჩემი გული ასეთ ყინვაში მას შენი სითბო ენატრულება...
ერთხელაც მოვა კიდე ზამთარი და ფანჯარასთან სულ სხვა იქნება
გაქრება ერთი პატარ გოგოს თვალები წრფელი, რომელიც მუდამ შენ გეძებდა და ამ ლოდინს არასდროს ქონდა ზღვარი....
პატრა გოგოს მოციმციმე თვალები უკვე არავის ელის!!

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Sep 21 2007, 02:05 PM

ციტატა(abo @ Sep 20 2007, 03:39 AM) *

აქსიომა
ადამიანო! სიკვდილს ნუ ეთამაშები, იგი ყველასთვის საერთოა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრება

სტუმარი ხვთისაა, მაგრამ სახლის წართმევას თუ დაგიპირებს მტერი

მტერი ყოველთვის გახსოვდეს და ილოცე მისთვის რათა მოყვარედ გადაგექცეს

გადაქცეული სიკეთეა, თუ ამას ქვეყანას მოდებ

მოდებული ჭორი ნახევრად სიმართლეა

სიმართლე გიყვარდეს, ნიშნავს სწორი გზით დადიოდე

დადიოდე ღვთის სახლში , არ ნიშნავს იყო მორწმუნე

მორწმუნე ნიჭიერი მეცნიერი ქვეყნის საჩუქარია

საჩუქარი , რაც ადამიანთა მოდგმამ უფლისგან მიიღო ეს სიცოცხლეა.

სიცოცხლე იმისათვის არ უჩუქებია ღმერთს სიკვდილს ეთამაშო, იგი ყველასთვის საერთოა და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრება.



აღფრთოვანებული ვარ!!! smile.gif

ციტატა(mogzaura @ Sep 21 2007, 01:09 AM) *



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: NinucebiNinucebi თარიღი: Oct 22 2007, 06:25 PM

როდესაც ქალაქს ჩამოაწვება ღამის ბნელეთი,წყვდიადის მეფე დილეგს გაუხსნის მნათობელ მთვარეს,განიდევნება თქვენი გულიდან სევდის მორევი,ქართლის დედა კი ჩუმად დალოცავს თბილისის ღამეს,როცა ქალაქი მთვარის სხივებით მოივერცხლება,ცოდვილ ქუჩებში აკიაფდება ლამპიონები;გზააბნეული თქვენი გრძნობები გამოცოცხლდება,ამღერდებიან მიძინებული საქსაფონები.როცა ქალაქში დაისადგურებს ღამის სიმშვიდე და ვარსკვლავები დასერავენ თბლისის ზეცას;აღორძინდება,აბობოქრდებ
ა გრძნობა მეშვიდე,ღამის ნიავი თან წაიყოლებს ქალაქის სევდას.როდესაც ქალაქს გადაეკვრება ღამის მანდილი,წყვდიადის მეფე ტახტზე აიყვანს მნათობელ მთვარეს,მწამს ქართლის დედა ფიალითა და ხელში მახვილით, ღმერთის კურთხევით,ჩუმად დალოცავს თბილისის ღამეს.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 23 2007, 01:39 PM

სიკვდილი აკაკუნებს


თარგმანი ინგლისურიდან - ეკა ჭიალაშვილმამოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \"დეილი ნიუსის\" ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი - ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \"ფრესკა\" იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა...

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება... მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას... ხო აზრზე ხარ... (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \"ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\". არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო...

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \"ფაუსტი\" წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ - რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი... ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო... როგორ გითხრათ... უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?

ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.

სიკვდილი: ძალიან კარგად.

ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?

სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.

ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.

სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?

ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ...

სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.

ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.

სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.

ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.

სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.

ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.

სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, \"ფრესკა\" მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?

ნეტი: ქვემოთ შოკოლადი \"M&M\" მაქვს.

სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?

ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.

სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.

(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)

ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.

სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?

ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.

სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.

ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

სიკვდილი: ნევტი, ნეტი - თავი ამტკივდა, რა...

ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?

სიკვდილი: არა.

ნეტი: მაშინ ამოიღეთ.

სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.

ნეტი: მაინც როგორია, ჰა?

სიკვდილი: რაზე მეკითხები?

(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)

ნეტი: სიკვდილზე.

სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.

ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?

სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?

ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?

სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.

ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?

სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.

ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.

სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.

ნეტი: ითამაშე, ითამაშე.

სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.

ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.

სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?

ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?

სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?

ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?

სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.

ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?

სიკვდილი: მივდივართო? \"ჩვენ\" რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.

ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?

სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.

ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა \"მოდისტ ორიჯინალში\" დავიზღვიე თავი, ეს კი...

სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?

ნეტი: ჭრი?

სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?

ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.

სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.

ნეტი: არა, წააგე.

სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.

ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?

სიკვდილი: არა. ითამაშე.

ნეტი: რატომ არა?

სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.

ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?

სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?

ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.

სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?

ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.

ნეტი: თანაც სულ ყვავებია.

სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.

(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).

ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?

სიკვდილი: რაც გაიგონე.

ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?

სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.

ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?

სიკვდილი: სხვებმა.

ნეტი: სხვებიც არიან?

სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.

ნეტი: ეგ არ ვიცოდი.

სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?

ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?

სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?

ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. \"კრაისლერს\" დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად \"იდენ როკში\" იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს - ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.

სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?

ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?

სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.

ნეტი: რამე გაწყენინე?

სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?

ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?

სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.

ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.

სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.

(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია - თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)

ნეტი: სამოცდარვა... ერთი - ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.

სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!

ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.

სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?

ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.

სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?

ნეტი: პირობა პირობაა.

სიკვდილი: ჰო, მაგრამ...

ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.

სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.

ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.

სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?

ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.

სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?

ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.

სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.

ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.

სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.

ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.

სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?

ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.

სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?

ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.

სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.

ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?

სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.

ნეტი: მერე?

სიკვდილი: რა, მერე... იცი, ეგ რა შორსაა?

ნეტი: მერე?

სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?

ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?

სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.

ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.

სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.

ნეტი: აბა, ხვალამდე.

სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ \"ბიკფორდსში\" დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).

ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).

სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!

ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).

ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ... არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.


1968

ვუდი ალენი smile.gif

პოსტის ავტორი: PUSKU თარიღი: Oct 24 2007, 09:38 PM

რატომ შევედი ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.

მოვედი, მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გაგიხსენო,მოვედი,ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი.მოვედი,იმიტო რომ აღარ ხარ ჩემთან და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის, ღვთისმშობლის ხატო, გევედრები... მომისმენ ალბათ. მიეცი ძალა შენს ხატის წინ თავდახრილ წყვილებს, რომ შენს ტაძარში არ აინთოს სანთელი კენტად!....


პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Oct 25 2007, 10:34 PM

ციტატა(mogzaura @ Sep 21 2007, 02:09 AM) *

თოვს ბარდნის ყინვაა საშინელი ეს დარი ჩემს გულს წაგავს გაყინულს რომელიც არსადროს ლღრვება...
გავცქერი ფანჯარას მაგრამ რა იქ მე არავინ მელოდება,მიდის წუთები საათები წლები შენ კი არ ჩანხარ,როდემდე გაძლებს ჩემი გული ასეთ ყინვაში მას შენი სითბო ენატრულება...
ერთხელაც მოვა კიდე ზამთარი და ფანჯარასთან სულ სხვა იქნება
გაქრება ერთი პატარ გოგოს თვალები წრფელი, რომელიც მუდამ შენ გეძებდა და ამ ლოდინს არასდროს ქონდა ზღვარი....
პატრა გოგოს მოციმციმე თვალები უკვე არავის ელის!!


ძალიან ლამაზი ჩანახატია, ოღონდ ცოტა ეპილოგი აქვს პესიმისტური tongue.gif

პოსტის ავტორი: NinucebiNinucebi თარიღი: Nov 8 2007, 09:45 PM

არაჩვეულებრივობა ჩვეულებრივობისა

"მშვენიერია ის რაც არაჩვეულებრივია"

გზაზე ორი კაცი მიდიოდა...მიჭრიალებდა დანჯღრეული ცხოვრების ეტლი...თვლემდა მეეტლე...
დიდი გზა გაიარეს.როგორც იქნა მივიდნენ.ერთ-ერთმა გახუნებულყდიანი,დიდი წიგნი გადმოიღო.საჭირო გვერდზე გადაუფურცლა თანამგზავრს.
- ეს შენ მიერ განვლილი ცხოვრების გზაა,რომელზეც შენივე ნაფეხურებია აღბეჭდილი.
- მეორე ვისიღაა - ჰკითხა,როცა თავისი ნაფეხურების გვერდით შეამჩნია სხვაც.
- ეგ ჩემია.მართალაი ვერ მამჩნევდი,მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით მოგყვებოდი ფეხდაფეხ.
- სადღაც მაინც მიგიტოვებივარ...
გზას მხოლოდ ერთი კაცის ნაკვალევიღა აჩნდა.
- არასოდეს მიმიტოვებიხარ.როცა შენ ძალიან გიჭირდა,მე ხელში აყვანილი დამყავდი.
ბრუნავდა ბედ-იღბლის ჭრელი კარუსელი!...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 15 2007, 03:03 PM

ეს ჩანახატი ერთი ჩემი ნაცნობის დაწერილია. ძალიან მომეწონა. ავტორის ნებართვის გარეშე ვდებ აქ. იმედია, არ მიწყენს smile.gif

ციხე ჩიოდა

ეხლა რომ მიცქერი, ეგრე კი არ არის საქმე? მაშინ უნდა გენახე ფეხზე რომ ვიდექი რა კაცი ვიყავი. არწივიც კი ვერ მიბედავდა თავზე გადაფრენას. შენ აქ ამოსვლაში ამოგვარდნია გული და იმას აღარა ჰკითხულობ აქ ვინ ამომზიდა და დამადუღაბა? დიახ კიდევაცა ვჭაბუკობდი და კიდევაც ვიბრძოდი, ჩემი საჭურველ-იარაღი ჩემი ქონგურები და გოდოლები იყო. მაყრიდა ურჯულო ტყვიაწამალსა და იასარს სეტყვასავით მარა ვერ მივართვი ჩემი აღება. პატრონო მყვადა, კაციც ის იყო და ქუდიც იმას ეხურა, თქვენს ქალკუდა პატრონს კი არა ჰგავდა. მომეფერებოდა და მეტყოდა “ჩემო ფარო და ნამუსო”-ო. სწორედ რომ ფუტკარსა ჰგავდა თავისი ცხოვრებით. სიცოცხლე სულ ბრძოლასა და შრომაში გალია. თქვენც ფუტკრებსა ჰგევხართ, ოღონდ მამალ ფუტკრებსა, რომლის საქმეც თაფლის ჭამა და დედა ფიტკრის დამამვლაა, მარა მაგის თავიც აღარა გაქვთ. თუ არა და ერის სიმრავლეზევე გეტყობათ რა ბედენაცა ბრძანდებით, გააჩენთ თითო კინკილა შვილსა და მერე ქვეყანაზე მტვერს დააყენებთ ბაქიაობით. ან-კი თქვენ თვითონ გასაზრდელებმა შვილები როგორ უნდა გაზარდოთ? ვიცი მე თქვენი ზრდილობაცა და თქვენი რწმენაც. თქვენ მორწმუნეები მარტო ეკლესიაში ხართ, წირვა-ლოცვის დროსა და გარეთ კი გავიწყდებათ თქვენი ქრისტიანობა. კაცი რო დღეში, სარკის წინ უფრო მეტ დროს გაატარებს ვიდრე ხატის წინა, მასეთი ქრისტიანობა არ გაიშვას. რა ვიცი თქვენს ფიქრებში მაგრად დააგელვებთ ცხენებს ხმალშემართულები დიდგორზე? მარა ცხადლივ, ცხენი კი არა, წიხლის შიშით ვირთან ვერ მისულხართ ახლო და ხმალი კი არა, ჯაყვით კიტრი ვერ გაგითლიათ. მიიხედ-მოიხედეთ, ეგ თქვენი დღევანდელი დღე არის თქვენი დიდგორი. რით ვეღარ მიმხვდარხართ, რომ ბრძოლის ველზე ხართ და მტერი თავს დაგცემიათ მგელივით. ან, ამ ჩემს ჩამოქცეულ მხრებს რო არ უწამლებთ, ვინ მოგცათ მაგის ნება? არ შეგვიძლიაო? რას მიქვია არშეძლება? თქვენთვის ხომ კარგად აშენებთ მაღალ-მაღალ აგარაკებსა და... ჩიოდა ციხე, ჩიოდა არა იმაზე, რომ მარტოდმატო დარჩენილიყო ყორნების ამარა, არა, იმაზე ჩიოდა, რომ ყველაზე მეტად ეხლა იყო საჭირო ქვეყნისათვის და ქვეყანას კი ყველაზე მეტად ეხლა არ ეცალა მისთვის, რადგან აგარაკ-აუზებისა თუ რესტორან-საროსკიპოების მშენებლობით იყო გართული. ხედავდა ციხე, კარგად ხედავდა, როგორ შემოსულიყო და მოსდებოდა მტერი ქვეყანას და იძახდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხალხოო, მაგრამ ხალხს ციხისა კი არა, დიდი ხანია უკვე ერთმანეთისაც კი აღარ ესმოდათ. ხანდახან ნისლის თეთრი ქულები მიაკითხავდნენ ციხეს, მიეალერსებოდნენ და მიეფერებოდნენ თავის ძველ მეგობარს, მერე ჩასწვებოდნენ ხევში და წანიდოდნენ სადღაც შორეთში. ნისლოვ სპეტაკო, დაუძახებდა ციხე თავის მეგობარს, იქნებ სადმე ჩემს პატრონს გადაეყაროო. თუმცაღა, კარგად იცოდა ციხემ, რომ მისი პატრონისა უკვე ძვლებიც აღარ იყო მიწაში, მარა მაინც ეძახდა. ოხ ერთი კიდევ მანახა იმისი თავი ჩემს ქონგურებზე მდგარი და დამარცხებულ მტერზე გადამყვირალი და მერე თუნდ ამ ხევში ჩამაქცია ერთიანადაო, იტყოდა ხოლმე. ჩიოდა ციხე და თან ცრემლები ჩამოსდიოდა ბებერ ტანზე. ამ ცრემლებს მისი გალავნის დუღაბში გამოსული, კლდის ბალახები ისრუტავდნენ. ეს იყო არა შიშის, არა მარტოობის, არამედ მონატრების ცრემლები, დიახ მონატრებისა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 12:27 PM

მარიამი

მარი, რა ლამაზი ჩანახატია!!!!!!!!!! smile.gif

ჩემ დეიდაშვილს აქვს მიტოვებულ ტაძარზე დაწერილი ძალიან ლამაზი ლექსი და ის გამახსენდა. აუცილებლად განვათავსებ.

ეს კი ჩემი უბრალოზე უბრალო ჩანახატი..


ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი

ირიბად თოვს... ძალიან სწრაფად და თავგამეტებით მოდიან ვარსკვლავა ფიფქები... ფანჯრიდან ვიყურები და შენზე ვფიქრობ... მინდა შენც აქ იყო და ჩემთან ერთად დაინახო, რომ ისე არაფერს უხდება თოვლი, როგორც ნაძვებს... ასე მგონია თეთრი, კუწუბოებაპრეხილი კაბები აცვიათ და სადაცაა აცეკვდებიან...

ძალიან ლამაზია ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი, მაგრამ ბეღურები მეცოდებიან ყველაზე მეტად... ალბათ გათოშილი აქვთ პაწია ფეხუნები... პურის ნაჭრებს ვუყრი ფანჯრიდან და გუნდად ესევიან ნაწყალობევს...

ისევ რაფაზე ვარ დაყრდნობილი და გარეთ, თოვლში, მხოლოდ შენთან ერთად სეირნობა მინდა, მაგრამ რაკი უსასრულოდ შორს ხარ, ვიხსენებ, რომ ყველაზე მეტად ამ თოვლივით თეთრი ფერი გიყვარს...

აი, ახლა, ნეტავ ხედავდე, ბავშვებს ფუმფულა ცუგა გამოუბამთ მარხილზე, მისრიალებენ და ცუგასაც სხვა რა გზა აქვს, მისდევს ბუთქუნა თათებით... რა საყვარელი სურათია...

........
მამას ლექსს წაგიკითხავ, მე რომ დამიწერა:

ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,
ხაშური თოვლმა უკვე მოფარა,
მაშ, შენ რადა ხარ ასე ჭრელჭრულა,
ჩემი იმედის სინდიოფალავ.

თბილისის ზამთარიც ეშხშია შესული და ამ თოვლიან სიცივეში, მაინც შენარჩუნებული სულის ჭრელჭრულა ფერებით გეფერები ძალიან, ძალიან შორიდან, შენი საყვარელი თეთრი ქალაქიდან...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 16 2007, 12:32 PM

marine
ულამაზესი და უთბილესი ჩანახატია, ძალიან, ძალიან მომეწონა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 12:33 PM

ციტატა(მარიამი @ Nov 16 2007, 12:32 PM) *

marine
ულამაზესი და უთბილესი ჩანახატია, ძალიან, ძალიან მომეწონა wub.gif


დიდი მადლობა, მარი mpua.gif მე კიდევ შენი განთავსებული ჩანახატით აღვფრთოვანდი, ამოვბეჭდე და ახლა მეორედ უნდა წავიკითხო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2007, 03:30 PM

ციტატა(მარიამი @ Nov 15 2007, 04:03 PM) *

ეს ჩანახატი ერთი ჩემი ნაცნობის დაწერილია. ძალიან მომეწონა. ავტორის ნებართვის გარეშე ვდებ აქ. იმედია, არ მიწყენს smile.gif

ციხე ჩიოდა



ეს ჩანახატი ძალიან მომეწონა და ჩემი დეიდაშვილის დაწერილი ლექსი გამახსენა. მართალია ეს ჩანახატების თემაა, მაგრამ თქვენი ნებართვით ლექსს განვათავსებ:


* * *

ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა,
არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა.
სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა,
ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა.
მერე რა, თუკი ჩემს კედლებში შეიგრძნობა ორპირი ქარი,
თქვენ მიმატოვეთ თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის.
მაინც დავტირი მე ჩემს სამწყსოს, ჩემს ფესვზე გაზრდილს,
დანგრეულ კედლებს, გაფანტულ ლოდებს წვიმა
ღვთისმშობლის ცრემლებად დასდის.
ბურჯად ვედექი ერთ დროს ასე ხალხმრავალ სოფელს,
შენ ეი, მგზავრო, ნუთუ მართლა ჩემს კარზე მოხველ?
თუ არ მოთიბავ, ეს ეკალი ფეხით გათელე,
როგორ მოგრევიათ სიზარმაცე ასე ქართველებს.
თითქოს გაიგო მგზავრმა ტაძრის უხმო ჩივილი,
მუხლზე დაეცა - საქართველო აკურთხეო - სთხოვა ტირილით,
უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან,
კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა.

თამარ მარჯანიძე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 24 2007, 02:37 PM

ერთხელ, როდესაც ნელ-ნელა ბნელი ფერები ჩემს ცხოვრებაში გაბატონებას იწყებდნენ, ადამიანმა კარზე დამიკაკუნა და მითხრა: შეიძლება შენი მეგობარი ვიყო? _იყავი, _ მხრების აჩეჩვით მივუგე და სევდიანად გამეღიმ: აი, ისე, სადღაც პირის კუთხეებში რომ იცის ჩაწოლა ჩრდილებმა ყრუდ.
სიბნელე კი იზრდებოდა და იზრდებოდა, სადღაც გულში პეტრეს ცრემლლების ღარები გაჩნდა და ვხედავდი, როგორ მოწვეთავდა მასზე დროდადრო საფაერავისფრად სისხლი. მაგრამ ადამიანი მაინც ყოველდილით, დაჟინებით აკაკუნებდა და მაიძულებდა, გამეცინა: - მე მინდა შენი მეგობარი ვიყო. - იყავი, - ისევ ვიჩეჩავდი მხრებს და ვატყობდი, როგორ მეპარებოდა სირცხვილი, ხანდახან მეც რომ მაიძულებდა, დამეკაკუნებინა და მეთქვა: ისევ გინდა ჩემი მეგობარი იყო? გულის მარჯვენა ნაწილში უკვე საკმარისად ჩამობნელდა, მეგობარი კი ფეხს არ იცვლიდა. იყო და იყო, მიყურებდა და მიყურებდა. - წადი, მე ხომ არაფერს გაძლევს? - არა!
- მე ხომ ცივი ვარ? - არა!
- მე ხომ უგულოდ გექცევი?- არა!
- რატომ? - იმიტომ რომ შენ დიდი გული გაქვს!
- მართლა? - ჰო, ძალიან დიდი და მე მიხარია, რომ გიპოვე!
-ამას ჩემზე ამბობ? - ჰო...
ისევ მხრები ავიჩეჩე: მე ხომ არაფერი მომიცია?- შენ ყველაფერი მომეცი, მე შენი გული მიყვარს!
და უცებ გამაჟრიალა, ისე, ყინვიან ღამეში რომ იცის ახლადდანთებულ ცეცხლთან ძვლებმა ჟრიალი და თავი დავხარე. უცებ მივხვდი, როგორ განათდა მარჯვენა კუთხე, ოღონდ ჯერ სუსტი, მბჟუტავი სინათლე იდგა:
-დავრჩები რა! - კარგი, დარჩი.
_ იცი, მე შეიძლება დაგწვა.
_მერე რა, არ მეშინია. დავრცები რა.
_ დაჩი, დარჩი, _ ისევ უცნაურად გამეღიმა...
- რა სისულეელა ჰო?
- რა?
- მეგობარი ხარ და მაინც მომწონხარ?
- არ ვიცი, _ ავიჩეჩე ისევ მხრები...
მზემ ისე ძლიერ გაანათა, ნაპრაკებსაც ჩასწვდა, დაღარული კუნჭულები სისხლსიგან ამოაშრო და სიცარიელე დატოვა. ჩემი მეგობარი მზის მწველმა მცხუნვარებამ გააქრო, ვეღარ გაუძლო და უბრალოდ გააქრო. მერე უეცრად ის წვიმა მოვიდა, დიდი, მოხუცი ადამიანები სევდაჩამდგარი თვალებით რომ დაგვყურებენ და მას სინანულს უწოდებენ. მინდოდა, ისევ მომეძებნა პეტრე და მეთქვა, გთხოვ, ამომივსე ღარი ცრემლით, მაგრამ ვხდებოდი, რომ დიდი ხანია განთიადი გაზეთილ მზეს დამსგავსებოდა და რიყის ქვები ეულად დარჩენილიყვნენ ჭალისპირა ღელეში.
_ მეორეჯერ ვერ შეხვალ, _ უკნიდან ხმადაბლა გამოსცა ჩქამი უცნბობმა;
_ რატომ?
_ უბრალოდ ვერ შეხვალ, იქ ხომ წყალიც კი აღარ დარჩა.
_ და გული?
_ იქ არც სისხლი დარჩა.
_ რა ვქნა?
უცნობმა მხრები აიჩეჩა:_ დიდი მყინვარი რომ დადნება, იმ დროს დაელოდე.
_ როდის დადნება
_ ეგ არავინ იცის...
_ მზე ხომ ანათებს, რატომ არ დნება?
_ დადნება...
პეტრე კი იდგა და იმ მყინვარის წვერიდან დამცქეროდა. და ალბათ, როცა ერთხ დღეს ეს დიდი მყინვარი დადნება, ღარებში ისევ წამოვა ცრემლი. აი, ისეთი, მზემ რომ აიტაცა ჩემი მეგობარი და მერე ცვრად აქცია, მოხუცმა ადამიანებმა სინანული რომ უწოდეს და ჩემს გულში საფერავისფრად გამოგზავნეს... აი, ისეთი, ძლიერი მეგობრობა რომ შეუძლია...




smile.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 24 2007, 05:58 PM

wuxel mindoda mTvare momewyvita cidan, xeli gaviwode kidec fanjridan, magram ver mivwvdi.. mere, cremli momeria, guliT mindoda da ver SevZeli... Rrublebs gavxede, gaparuliyvnen. moviwyine da cxviri minas mivabjine.. civi iyo da daiorTqla, daibinda, mTvarec aRar Canda. fanjara gavaRe, cioda. guliT movindome, Zalian guliT da gavfrindi.. mTvareze gavfrindi. saocrad gamWvirvale iyo ca, Tumca bneli. didxans vifrine, mxolod mTvaresRa vxedavdi. ar vici, romeli kosmosuri siCqare ganvaviTare, magram uceb fexi davdgi zedapirze. Cqami ar imoda arsaidan. sulac ar meSinoda. fiqri mominda, patara Rrmuli vnaxe sadRac da movkalaTdi. yuri miwas davade, miwa Tu eTqmis imas. didxans viyavi ase, dro ar vici ramdeni gavida, saaTis isari piriqiT moZraobda. gadavagde. mere, Zirs Camovixede. dedamiwa amovicani, TuxTuxebda da imitom. Savi iyo da ar momewona. mZime iyo kidev... qaosi ismoda, xmauri, wivil-kivili... stkioda miwas da uceb cremli davinaxe - dedamiwa tiroda. mxolod me SevamCnie, moTuxTuxe xalxisTvis ki sul erTi iyo es. umowyalod ubartyunebdnen fexebs, sul ar adardebdaT, etkineboda Tu ara... Semecoda dedamiwa da Sokoladi Cavugde aqedan, ver daiWira, ascda... moibuza. guli metkina. SemZra am suraTma da aRar mominda dedamiwaze dabruneba. mTvareze davsaxldi. aravin icoda es, mxolod dedamiwa migzavnida xolme Sokoladebs, Rrublebs atanda. mere gulSi vixutebdi da mixaroda. idilia gvqonda me, Rrublebs da dedamiwas... dro gadioda...
erTxel, albaT saRamo iyo, roca saocrad naTeli dedamiwa davinaxe zemodan. davinteresdi, karga xans vakvirdebodi, magram ver mivxvdi ra xdeboda. gafarToebuli TvalebiT daveSvi Zirs, kai xnis mere, galoba gavige, Soridan momdinare "qriste iSva beTlemsao"..... gameRima da siTbo CameRvara gulSi. Soba Tendeboda dedamiwaze....

smile.gif

პოსტის ავტორი: piero თარიღი: Dec 25 2007, 12:19 PM

მივიწყებული ტაძარი კლდეზე ტაძრად დარჩება მარად და მარად...
madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif madlioba.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 25 2007, 03:32 PM

თამარი_ცქნაფო

2kiss.gif

სინათლე smile.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 25 2007, 05:31 PM

ხო მეც სინათლე უნდა მეთქვა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 25 2007, 10:37 PM

ციტატა(m16 @ Dec 25 2007, 06:31 PM) *

ხო მეც სინათლე უნდა მეთქვა

რასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 27 2007, 03:21 PM

Прохожу белый коридор. Бесконечным кажется путь. Хочу продлить... иногда лучше идти... идти... и не дойти. Не хочу конца, не хочу оказаться у дверей. Такой тяжелой кажется мне дверь. Не хочу заходить, видеть взор твой, что так цепляется за жизнь, учуяв близость часа, все сильнее и сильнее хочет продлить хоть миг, хоть мгновение; и еще желание "авось миновало, авось обошлось" и как на спасительного ангела смотришь на меня, ждешь когда я произнесу свою речь и разрешу тебе состариться, нянчить внуков и долго бродить по мостовой. Нет, я вовсе не ангел... и в этот момент даже не врач...Это юристы своими законами исключили жалость, поставили его вне закона...потому что нет любви в букве. Строг закон, может где то справедлив, но не любит. Они сделали меня сегодня палачом... Смотрю в твои глаза, что так умоляют меня "сжальтесь!" и не хочу подчиняться юристам... Почему я не нема!!! В горле комок, сердце сжалось... Где взять силы, чтобы озвучить приговор? отвожу глаза и шепчу: "Больной, вам осталось жить... всего лишь миг".

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 29 2007, 03:14 PM

არ ვიცი ჩანახატი ქვია ამას თუ რა, მაგრამ მაინც აქ დავდებ. რუსულად უკეთ გამომივიდოდა მაგრამ მაინც ქართულად ვეცადე დამეწერა. თუ ვინმე გრამატიკულ შეცდომებს ნახავს მადლობელი ვიქნები თუ მიმახვედრებს და შემისწორებს...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
************ გამოძახება ბავშვთა რეანიმაცაიშ*************
ის დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში... გიორგობას ულოცავდა ხალხი ერთმანეთს. სავაადმყოფოში მორიგე ვიყავი. საერთოდ იქ ძილი ვერ მერევა და თეთრად ვათენებ ხოლმე ღამეს. იმ დღეს კი ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე... ზამთრის ღამე იყო. სუსხი და ძლიერი ქარი ქროდა. იდუმალ სიბნელეში უსუსურ ნათებას მოვკარი თვალი; ვიღაცის ლანდმა გაიელვა... უცხო ქალი ამ შუა ზამთარში ფეხშიშველი იდგა და სანთელი ეჭირა ხელში... თითქოს და რაღაც ძლიერმა ძალამ, გაჭირვებას რომ მოყვება ისეთმა, არ მიცა ნება თბილ ოთახში დარჩენილიყო. გამიკვირდა, როგორ არ ქრებოდა ამ ქარში სანთელი. ოდნავ რომ მიუახლოვდი დავინახე თუ როგორ უვლიდა სანთელს უცხო ქალი, როგორ ეშინოდა არ ჩამქრალიყო და ხელს აფარებდა იქით საიდანაც ქარი ქროდა... თან თითქოს და ქარის ჩანაფიქრს ხვდებაო, უსწრებდა მას და ხელს უპირისპირებდა მიმართულება შეცვლილ ქარს. თითქოს ამ სანთელზე იყო დამოკიდებული მთელი მისი სიცოცხლე, ცხოვრების აზრი და ცათა სასუფეველიც კი. არც სანთელს უნდოდა ჩამქრალიყო, მთელი თავისი სუსტი ბუნებით ებრძოდა ქარს... თითქოს ჩავქრიო, ატყუებდა და როცა დაწყნარდებოდა ქარი ისევ ანათდებოდა და თეთრი შუქით გაანათებდა გაყინულ და ბნელ ღამეს. ქალი კი ცხარე ცრემლებით ტიროდა ხატების წინაშე...რაღაცას ჩურჩულებდა, ევედრებოდა, შებრალებას თხოვდა... მზად იყო თავისი სიცოცხლე შეეწირა ოღონდ სანთელი არ ჩამქრალიყო. ქარმა იმატა და დაუნდობლად დაიწყო ქროლა... უეცრად გამომეღვიძა. ტელეფონი რეკავდა. ახალგაღვიძებული, უაზროდ, ჯერ კიდევ ნახევრად სიზმრაში დარჩენილი ვეტაკე ყურმილს და ეთადერთი რაც დამამახსოვრდა იყო: "15 корпус, 10 этаж... нужна ваша помощь". განყოფილებაში შევედი თუ არა ქალი შემომეგება და ეგრევე მიმიყვანა ოთახთან... შევედი და გავშეშდი. სათავესთან უამრავი ხატი ედო და სამი თვის ანგელოზი სიკვდილს ებრძოდა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 05:08 PM

ყოველთვის, როცა ღამის მეუფე მთვარეზე უკუნ პირბადეს ნაზად დააწვენს, ყოველთვის, როცა განთიადის საარი ძარღვების დახეთქვამდე ჩაჰბერს და ატლასისფერ მზეს ააგორებს ცარგვალზე; ყოველთვის, როცა თვალს გაახელ თუ დახუჭავ, გამეცინება თუ ავტირდები, სწრაფი ნაბიჯით გადასერავ ქუჩას თუ ნელა აუყვები აღმართს; გული გეტკინება თუ საოცარ სიამეს იგრძნობ, გამახსენდები თუ დავიწყებას ჩაგაბარებ; ტირილი მოგინდება თუ ჩემი ნახვის სურვილი მოგეძალება; ყოველთვის, როცა... იარესებებს დრო და სული ჩვენს სხეულში, მე ხმამაღლა ვიტყვი: მადლობელი ვარ! მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის, რომელიც უცებ მოფრინდა, გული გახურებული შანთებით ამომიწვა და მერე ისე გაუჩინარდა, როგორც ნოემბრის ბოლოს ქვიანი სანაპიროს ბინადარი თოლია; მადლობელი ვარ იმ ღამეებისთვის, რომელიც ზაფხულის ხვატივით იწვოდა კონცხის უკანასკნელ ხესთან, მადლობელი ვარ იმ სიტყვებისთვის, ჩემი ცხოვრება რომ დიდი ტკივილისგან იხსნა, მადლობელი ვარ, იმ ტკივილისთვის, მე რომ ადამიანად ყოფნა მაგრძნობინა, მადლობელი ვარ იმ სევდისთვის, ზიზღად რომ არ მექცა, მადლობელი ვარ იმ ლოცვისთვის, ყოველ დილა-საღამოს რომ უნდა წარმოთქვას ჩემმა ბაგეებმა და მადლობელი ვარ იმ მზერისთვის, სამუდამოდ რომ გაიყინება ნისლისფერი ისრების მიღმა...
მადლობელი ვარ, რომ მიპოვე და მერე დამკარგე, მადლობელი ვარ, რომ გული ამოვიგლიჯე და ერთ დილით ფანჯრის რაფაზე დაგახვედრე, მადლობელი ვარ, რომ ახლა შენც ისე გტკივა, როგორც მე და მეც ისე ვზიდავ ამ ტვირთს, როგორც შენ უნდა გასწიო ეს უღელი კიდევ მრავალი წელი...
მადლობელი ვარ, რომ... შენთან ერთად მინდა დავბერდე...

smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 3 2008, 12:23 AM

საშობაო და საახალწლო ჩანახატები ხომ არ დაგვეწერა? smile.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 02:24 AM

თამარი_ცქნაფო
ნამეტანი საახალწლოა ეს... იხალისეთ..... laugh.gif

სად არის ბედნიერება?

"ჩვენ ხშირად დავეძებთ ჭეშმარიტებას, მაგრამ
მხოლოდ ბუნდოვანებას ვპოულობთ ჩვენში.
ჩვენ დავეძებთ ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ სიმწარესა და
სიკვდილს ვპოულობთ.
ჩვენ არ შეგვიძლია არ გვსურდეს ჭეშმარიტება და ბედნიერება,
მაგრამ არ შეგვიძლია ვეზიაროთ ჭეშმარიტ ცოდნას და
შეუმღვრეველ ბედნიერებას. ეს სურვილი დასასჯელად და
შესაჩვენებლად კი არ შემოგვრჩა, არამედ უფრო იმიტომ, რომ
გვახსოვდეს, როგორ დავემხეთ, როგორ დავეცით და რა დავკარგეთ»
ბ. პასკალი




«და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატად თავისა, და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.» (დაბ. I, 27)
ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას, მაგრამ სადაა ბედნიერება ? რა არის ბედნიერება? ინკვიზიტორისთვის ალბათ ალქიმიკოსის წამება, მხატვრისთვის ალბათ ნახატის დასრულება, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება და მებაღისთვის პირველი კვირტის გაფურჩქვნა. თუმცა მოდის დრო და ალქიმიკოსი ინკვიზიტორზე მეტად ფასდება, მოდის დრო და ნახატსა სიძველის სუნი ასდის, მოდის ზამთარი და ყვავილიც ჭკნება. ოსკარ უაილიდის პრინციც ბედნიერი იყო, მაგრამ პატარა ბეღურის სიკვდილმა გული გაუპო ორად.
მაშინ, როდესაც ადამიანი იღწვის ბედნიერებისათვის, ქმნის სამყაროს, რომლის არსი თვითონაც არ ესმის. XXI საუკუნის ციფრულ გარემოში კი უფრო უძნელდება ჭეშმარიტების პოვნა, მაგრამ უცხოველდება მისი პოვნის სურვილი.
იბრძვოდნენ ჭეშმარიტებისათვის და კლავდნენ ტახტისთვის, კლავენ ტახტისთვის და მოკლავენ ტახტისთვის. ამ დროს კი პირუტყვთა გვერდით ადამიანად დაბადებული ღმერთი ამბობს: ‘იყუარებოდეთ ურთიერთას, რათა ამით გიცნან თქუენ.” მაგრამ ვის ახსოვს ქრისტე?
წმიდა გიორგის ქანდაკება აღუმართავთ და მისი მოღვაწეობა არ იციან. უშველებელი ჯვრები დაუკიდიათ და მზად არიან წოდებისათვის სული გაყიდონ.
IPB-ს სურათიერი ბრბოდ ქცეულა და სიბნელეზე ოცნებობს, იქნებ ხელი რამეს წაატანოს. სიბნელეში ხომ უფრო ადვილია პატიოსნების დავიწყება.
უგემოვნო სერიალებს გაუტაცია ერთდროს ფსალმუნებისა და ბიბლიის მკითხველი მანდილოსნები. ერის კეთილდღეობაზე მზრუნველი მამაკაცები ლურასაბ თათქარიძეს დამსგავსებიან და ფეხბურთის მატჩის ყურებით გართულნი ლუდით იჭყირპებიან. ანგელოზის სიმბოლოდ მიჩნეული ბალღების თვალებს ყოველგვარი სიბილწე აურეკლავთ და მსწრაფლს შეუნახავთ საკუთარ თავში.
და ეს ქიმერა, ადამიანი, ოდესღაც ღვთის ხატად შექმნილა.
ნუთუ ასეთია ღმერთი? ვგონებ, პრობლემა ჩვენშია.
დიახ, ცვენ ავად ვართ ქალბატონებო და ბატონებო!
ეს დაავადება კი ინტელექტულური დაცემაა, ზეციდან მიწაზე დანარცხებაა!

ანთიმოზი
ოქტომბერი 10, 2007წ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 3 2008, 02:38 AM

დავით ივერიელი
ჩანახატი-მეთქი და ამან სტატია გააშანშალა, ტოჟე მნე კნიაზ ჩავჩავადზე biggrin.gif


კარგია, თუმცა ჩანახატში კი არა, პუბლიცისტიკაში უნდა დაგვედო. მარა სადაა ეგ თემა, თორემ კი smile.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 12:42 PM

ციტატა
პუბლიცისტიკაში უნდა დაგვედო


კრიტიკაჩაყოლებული ჩანახატი რაა... laugh.gif ვაიმე გაჩერდი ჭავჭავაძეს რომ ეს ენახე გული გაუსკდებოდა ისეთი საძიძღრობაა...

აჰა მაშინ ჩნახატი.... (მაგრამ არც ესაა მთლა ჩნახატი biggrin.gif)

***
ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე.... აღდგომას საფლავზე დაგდებული იასამნის სურნელი და ქარისაგან რხეული ფოთლები მისი...
ო, როგორ მიდნა მსგავსი სიჩუმე სულში... მსგავსი სიმშვიდე... მსგავსი სურნელება იასამნისა....
მინდა გლოვა... მაგრამ სადაა გლოვა???
სული იმოსება ბნელით, ივსება, ივსება სიშავითა და ბილწებით.. მე კი ვიძირები, ვიძირები და იკარგება წარმოსახვა იასამანზე....
საფლავი? ან საფალვიღა არსებობს ჩემში? ვინა ვარ? არც მესაფლავე, არც ჭირისუფალი და არც გვამი... არცერთი როლი არა მრგებია წილად..... და ველოდები იასამანს...
დროის ქარბუქში წამები ირევა, იქცევა წუთებად და სული ბერდება.. ბერდება წამებში... სხეული რჩება...
მინდა გაჩერდეს ყველა.... ყველა გაჩერდეს და იყოს მდუმარება უეცარი... მდუმარება იყოს სულში და არ ირეოდეს ათასობით იონი უაზროდ....
სადღაც მღვდელი დაცემულა ქადაგად და სდაღაც საკმევლის სუნსა დაუფარავს ვებერთელა ტაძარი....
პეტრეს საფლავზე ანგელოზებრივ გალობენ... მაცხოვრის საფლავს კი მოკლეშორტიანი ტურისტები დასცქერიან ინტერესით...
მაშინ როდესაც "გონება მართავს ქვეყნიერებას" უნდა რომ მართოს უფალიც....
ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე..... აღდგომას საფალვზე დაგდებული იასამანი და სურნელება მისი.... ქართაგან რხეულნი ფოთოლნი მისი....
ჩადის მზე..... სასაფლაოზე ბინდდება და ვრჩებით მხოლოდ მე და იასამანი......

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Jan 3 2008, 01:24 PM

ციტატა

ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე.... აღდგომას საფლავზე დაგდებული იასამნის სურნელი და ქარისაგან რხეული ფოთლები მისი...
ო, როგორ მიდნა მსგავსი სიჩუმე სულში... მსგავსი სიმშვიდე... მსგავსი სურნელება იასამნისა....
მინდა გლოვა... მაგრამ სადაა გლოვა???
სული იმოსება ბნელით, ივსება, ივსება სიშავითა და ბილწებით.. მე კი ვიძირები, ვიძირები და იკარგება წარმოსახვა იასამანზე....
საფლავი? ან საფალვიღა არსებობს ჩემში? ვინა ვარ? არც მესაფლავე, არც ჭირისუფალი და არც გვამი... არცერთი როლი არა მრგებია წილად..... და ველოდები იასამანს...
დროის ქარბუქში წამები ირევა, იქცევა წუთებად და სული ბერდება.. ბერდება წამებში... სხეული რჩება...
მინდა გაჩერდეს ყველა.... ყველა გაჩერდეს და იყოს მდუმარება უეცარი... მდუმარება იყოს სულში და არ ირეოდეს ათასობით იონი უაზროდ....
სადღაც მღვდელი დაცემულა ქადაგად და სდაღაც საკმევლის სუნსა დაუფარავს ვებერთელა ტაძარი....
პეტრეს საფლავზე ანგელოზებრივ გალობენ... მაცხოვრის საფლავს კი მოკლეშორტიანი ტურისტები დასცქერიან ინტერესით...
მაშინ როდესაც "გონება მართავს ქვეყნიერებას" უნდა რომ მართოს უფალიც....
ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე..... აღდგომას საფალვზე დაგდებული იასამანი და სურნელება მისი.... ქართაგან რხეულნი ფოთოლნი მისი....
ჩადის მზე..... სასაფლაოზე ბინდდება და ვრჩებით მხოლოდ მე და იასამანი......


user.gif cray.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 3 2008, 04:37 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 2 2008, 11:23 PM) *

საშობაო და საახალწლო ჩანახატები ხომ არ დაგვეწერა? smile.gif


მაქვს დაწერილი ერთი ოღონდ რუსულად sad.gif შენ რო წერ ისეთი ლამაზი ვერ იქნება, მაგრამ რაც შემიძლია wub.gif

Таинственна ночь. Как будто обладает магической силой. Тянет в свое царство, оставляет тебя наедине с собой и заставляет прислушаться к своему сердцу... так постепенно открываешь для себя собственное Я и ищешь смысл жизни. Идет какой то вечный поиск, пока не наступит утро и не осенит все вокруг.
Нет наверно на земле человека, который бы равнодушно смотрел на ясное ночное небо, покрытое бесчисленным множеством мерцающих планет... Глядишь и ищешь именно свою и именно одну единственную, которая должна быть твоим спутником в жизнь и защищать от меча жизни. Удивительное зрелище, одна лучше другой, мерцают и кажется как будто ими и живет ночь. А ты все глубже и глубже плывешь по ночному небу и наблюдаешь глазами, как будто ждешь когда звезда даст знак и укажет тебе - "вот она я, звезда твоей жизни". И как ты переживаешь, когда помешает облако, накроет все, постепенно перерастая в тучу. И тогда ночь кажется еще темнее. Скоро заплачет небо, омоет все своими слезами, а иногда громом и молнией обрушится и плачет так, неперестовая, несколько дней. Но никогда бесконечно! Всегда улыбнется в конце солнцем и обнимет землю разноцветной радугой. Раскроется потом долгожданное звездное небо и опять похитит твой взгляд.
Точно так же и Тот, кого ты так упорно ищешь в ночном небе среди звезд, терпеливо ждет, когда туча твоего сердца переродится в слезы, чтоб улыбнуться тебе, обнять своей любовью и родится в тебе ночной звездой, осенив твое сердце божественным светом... И ты тогда поймешь, что в лунную ночь, когда смотришь на небо и любуешься звездами, с неба ангелы смотрят на тонущую во мгле землю и любуются душами, которые своим светом освещают ночную тьму. И поймешь, что важно одно: удержать всеми способами этот СВЕТ, родившийся в вертепе твоего сердца.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 8 2008, 01:15 PM

აჰა, საახალწლო:

- დამდეგ ახალ წელს გილოცავ ჩემო მერაბ, მერე ქსელი გადაიტვირთება. მრავალს დაესწარი ოჯახთან ერთად, ბარაქიანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის... არჩევნებში ვის აძლევ ხმას?
- მეც გილოცავ ჩემო ვახო, გაიხარე! გამყრელიძე მევასება, ალბათ მაგას მივცემ.
- გამყრელიძე რამ მოგაწონა, ბიჭო? მოიმარაგეთ უკვე საახალწლოდ ყველაფერი?
- აბა, ვის მივცე ხმა? ნათელაშვილს თუ სარიშვილს? მოვიმარაგე თაფლი, ნიგოზი, ინდაური, შამპანური, ერთი კასტეტიც გამოვაჩარხინე ზეინკალს.
- რატომ ნათელაშვილს ან სარიშვილს, მე პატარკაციშვილს ვაძლევ მაგალითად. დანაპირების ნახევარიც რომ აასრულოს, ავშენდებით. მოიცა, საახალწლოდ კასტეტი რად გინდა?
- ისეთი პირი უჩანს, დიდი არეულობები დაიწყება. ხელცარიელი რას ვიზამ "დუბინკიან" ძაღლებთან? ბადრის აძლევ? მაგას სულ კიდია საქართველო, აგაშენებს არა ისა! Тоже мне Дед Мороз!
- კასტეტით ხო რას ამბობ, გადაუვლი მთელ "სპეცნაზს"! ისე, კაი გრძელი რკინის "ტრუბა" დაითრიე ჯობია, კასტეტს სანამ მიაწვდენ, "დუბინკით" გაგიხეთქავენ თავს. აბა გამყრელიძე რის მაქნისია? ექიმი, მეწარმე, ლიდერი, ჰეჰ! არც ერთში არ ვარგა, სუფთა "ტრუხაა".
- შენ შენი აზრი გაქვს ძმაო, ვისაც გინდა იმას მიეცი! კარგად აბა, შენებს მიულოცე ჩემგან!
- ბედნიერად, შენებსაც გადაეცი! თუ ცოცხალი ვიქენით, ახალი წლების მერე სადმე არ ჩავუსხდეთ ერთად?
- კარგი აზრია, ჯერ გადავრჩეთ. აბა, ჰე!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 8 2008, 02:51 PM

M.M.
laugh.gif laugh.gif
პ.ს. და ორთავემ მიშას მისცეს biggrin.gif


ხმა laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 21 2008, 11:21 PM

ეს სხვა ფორუმში (რუსთავი2-ის) დავწერე ერთ დროს. რაღაც მომინდა, აქ, ჩვენს მშობლიურ განყოფილებაშიც იდოს. ცოტა სევდიანია, რისთვისაც მომიტევეთ smile.gif

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა, ამ ქვეყანას ერთი დიდი უცნაურობა სჭირდა, გული იყო იშვიათობა არა, გული კი ჰქონდათ, მაგრამ გულის გულები არ ჩანდა არსად. ჰოდა, ერთხელ ერთი ბაჭია ჩამოჯდა პატარა კუნძზე და დაფიქრდა, იფიქრა, იფიქრა და თქვა: არა, მე უნდა მოვძებნო მეორე ბაჭია, ოღონდ გულიანი, გულის გულიანი, თორემ დავირალე, ამდენს ველაპარაკები, ველაპარკები ყველას და არავინს მისმენს, მიყურებენ და მარტო თავს მიქმევენ... ჰოდა, წავიდა ბაჭია, იარა, იარა და ერთ დიიიდ, უხარმაზარ ნაკადულს მიადგა, ისევ დაფიქრდა, გადავხტე? და აი, უცებ უკან რომ უნდა მოტრიალებულიყო, რაღაც კისკისის ხმა გაიგო, გაიხედა და შორს, ძალიან შორს თავისნაირი პატარა ბაჭია დაინახა, ოღონდ ერთი ციცქნა, პაწია და თვალებფახულა, ის იქიდან უქნევდა ხელს და თან საყვარლად ცქმუტავდა. ძალიან მოუნდა ამ ჩვენს ბაჭიას მასთან გადასკუპება, მაგრამ წყალი დიდი იყო, თან უკვე დაგვიანდა, სახლში მშობლები უცდიდნენ. კიდევ დავბრუნდები, - გასძახა და ხელი დაუქნია. მოტრიალდა, მერე უცებ ისევ წყალს გაღმა გაიხედა და დაიძახა: გული გაქვს? ცქმუტუნამ ისევ დააფახულა თვალები: მაქვს! გამატან? გამოგიგზავნი! როდის? მალე... ბაჭია შინისკენ გაიქცა...
გათენდა. უჰ, როგორ ეზარება ბაჭიას ადგომა, მაგრამ რა ქნას, დროა, ეზოში საქმეები ელის, მშობლებიც იხმობენ უკვე. ადგა, უნდოდა ფარდა გადაეწია, ფანჯრისკენ წავიდა და უცებ... უცებ გაშეშდა: ფანჯრის რაფაზე იდო პაწია, ერთი ციცქნა გული, ის ისე ფეთქვადა, ისეთი მხურვალე იყო. გაოცებულმა ბაჭიამ აიღო და დიდხანს უცქერდა, გული კი ფეთქავდა და ფეთქავდა, ბაჭია კი ხარობდა: გამომიგზავნა... მერე უცებ გული გაქრა, ბაჭია შეკრთა, მაგრამ ახლა თავისი გულის ფეთქვა გაიგო, ისე ხმამაღლა და ჩქარჩქარა, აქამდე რომ არ სმენია და მიხვდა: რომ პაწაწუნა, ნაკადულისგაღმელი ცქმუტუნას გული მის გულს შეერთებოდა...
ყოველდღე მიდიოდა ბაჭია ნაკადულთან, ყოველდღე მოდიდა ცქმუტუნაც და თვალებს აფახულებდა. ერთ დღეს, აი, წელიწადში ერთხელ რომ ხდება ხოლმე, ვიღაც დიდმა ადამიანებმა დიდი ხიდი გადეს ამ ნაკადულზე. გადმოხვალ? _ დაუძახა ბაჭიამ. გადმოვალ, ოღნდ ცოტა ხნით! _ გამოსძახა თვალებფახულამ და გადავიდა.
ცოტა ხანმაც მალე გაიარა. კიდევ მოვალ, მალე მოვალ! _ ჩაიცინა თვალებფახულამ და გადაცუნცულდა უკან. ხიდი კიდევ გადეს დიდმა ბიძიებმა, მოცუნცულდა თვალებახულა, მაგრამ ბაჭია აღარ მოვიდა. ისე უნდოდა პაწაწოს ტირილი, ისე, მაგრამ ცოტა, სულ ცოტა იტირა და გადავიდა უკან.
ერთ დღეს დიდი ქარი ამოვარდა. ჩვენს ბაჭიას რაღაც დაემართა, სახლშიც შეამჩნიეს, როგორ იპარებოდა სადღაც და აირია ყველაფერი. წავიდე? არ წავიდე? - სულ ფიქრობდა ბაჭია და... ამ დროს თვალებფახულა ისევ ყოველდღე მოდიოდა, მოდიოდა, იდგა, იდგა, ელოდა, ბაჭია კი, ან არ მოიდოდა, ან მოვიდოდა, ერთხელ დაუქნევდა ხელს და მიდიოდა... ბოლოს გაწვიმდა. - დღეს არ მოვა, მაგრამ მაინც წავალ, _ გაიფიქრა პაწუკამ და წავიდა. უცებ ბაჭია მოვიდა: იცი, მე იშვიათად მოვალ ხოლმე, მოვალ, ხელს დაგიქნევ და წავალ. მეტი არაფერი? _ გაოცდა თვალებფახულა. მეტი არაფერი, _ თავი დახარა ბაჭიამ. აბა, გული? და უცებ ბაჭიას გახსენდა, რომ ის სულ გულს ეძებდა, იპოვა და ახლა სადღაც გაექრო, ძალიან, ძალიან შერცხვა და ამოიოხრა. სად არის ჩემი გული? დამიბრუნე! _ ცრემლები გადმოსცვივდა თვალებფახულას. აქ არის, ხელი მარცხენა მხარეს დაიდო ბაჭიამ, მაგრა თვითონც მიხვდა, რომ ვერ პოულობდა.
დამიბრუნე! _ ისევ გაუმეორა პატარამ.
- მე შენ გულს არ გაგატან! _ ჩუმად უპასუხა ბაჭიამ.
უცებ თვალებფახულა ადგილიდან მოწყდა და ისე სწრაფად გაუჩინარდა, ჩვენმა ბაჭიამ გამორკვევაც ვერ მოასწრო....
... ტყეში ძალიან დიდხანს ისმოდა ექო: დამიბრუნდე ჩემი გული!... არ გაგტანა!... დამიბრუნე....


smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 23 2008, 12:32 AM

ციტატა(მარინე @ Jan 17 2007, 10:39 PM) *

როცა შენ გხედავ,გული უცნაური სითბოთი მევსება,თვალები მხოლოდ შენ გხედავენ და შენს თვალებს ირეკლავენ...იმ წუთას მგონია,რომ შენ ამას გრძნობ და იმავეს განიცდი.ამიტომ არ მინდა დუმილი დავარღვიო,ჩვენ ხომ ისედაც გვესმის ერთმანეთის...
იცი რა?მინდა გულში ჩაგიკრა და ის სითბო გადმოგცე,შენ რომ ჩემს გულში ასე უხვად დააგროვე smile.gif

აუუუ, ეს რა წავიკითხე smile.gif wub.gif

რა საოცარია, ყველა კაცი ყოველთვის ერთნაირად რატომ ლაპარაკობს? huh.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 11 2008, 08:58 PM

თენდება... სიჩუმეა... წვიმს... შრიალებენ...
წუხს... წრიალებს... მარტოა... სულ მარტო...
უყურებს... ხატს უყურებს... ღვთისმშობლის ხატს უყურებს...
ნუთუ აღარ გათენდება?..

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 11 2008, 09:01 PM

თითქოს ჩემი ცა უფსკრულის ფსკერია. გარდასული ვარ მანძილთა შორის...
ნისლი ადნება სარკმელს. ღამე გამეფდა სივრცე-სხეულზე. გარინდულია სადღაც სიმშვიდე და მეც სისხლისფერს ვატარებ სანთელს...
მე სადღაც მსურდა... იქ, სადაც აღარ ეძებენ საკუთარ უცხოს... მე უცხო ვარ ამ ღამის ფონზე, ამ მკვდარ სოფელში...
ვერ გავაღწიე!..
მე დაღლილი ვარ დაუღლელობით...
დუმილი ღრიალებდა იდუმალ ღამეში და მეც დუმილის ვიყავი ნაწილი. ჩემი ოთახი უდაბნოს გავდა, მარტო ქარავნის მგზავრივით დავრჩი... ვგრძნობდი სიცივეს, მიუსაფრობას, უდაბურ არეს... ჩემს მარტოობას რაღაცა აკლდა და განვიზრახე _ მომეკლა თავი...
ეს იყო ჩემი სურვილი და იძულება. ეს იყო ჩემი აბსურდის მერე... მე იძულებული ვარ ცხოვრება მიყვარდეს და განვშორდე, როგორც ოდისევსი პენელოპეს... იძულება თავისუფლების სიყვარულს ბადებს. მე ადამიანი ვარ და ადამიანური ვერ იქნები, თუ არ გეტკინა... ჩემი ტკივილი ჩემი სიყვარულია და თვითმკვლელობის განზრახვაა ამის დასტური... მე უნდა გავქრე, ვით თოვლი მსუბუქი მზის აბაზანის მიღების შემდეგ...
ჩემი გზა ჩემი წარსულია. მე დავიღალე დროთი... ჩემთვის თვითმკვლელობა სიკვდილზე უარის თქმაა. ცა აშლილია ჩემში... ყველა მიზეზი აბსურდულია, ყველა შედეგი _ აბსურდზე მეტი... ნამდვილი დასვენება მხოლოდ სიკვდილის მერეა შესაძლებელი _ უკვდავების გზა სიკვდილზე გადის... მე ჩემს უცნობ სხვას უნდა შევერწყა, უკვე მომბეზრდა სხეული ჩემი... დრო უნდა შევიგრძნო, ვითარცა ხიდი და არა უკიდეგანო სივრცე მოძრაობის... ჩემი სხეულით დრო უნდა დავატყვევო სულ – ახლა სული მყავს დატყვევებული... ამიტომ მჯერა _ ჩემი თვითმკვლელობა თეთრი ღიმილია...


user.gif

პოსტის ავტორი: Jnosy თარიღი: Mar 7 2008, 04:30 PM

"ერთობა"
რა მნიშვნელოვანია ერთობა...
წუთით ჩაუღრმავდით ამ სიტყვას და ძირეულად გაიაზრეთ რას გვეუბნება
რამხელა სტიმულია ერთობით კეთება და რა საშინელებაა ერთობის გარეშე, არ არსებობს " " რასაც ერთობით ვერ შეძლებ...
ღმერთმა ყველას ერთობით გაგვიმარჯოს...

მაგრად მენატრება smile.gif

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 1 2008, 01:48 PM

"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს... რა ნაცნობი იყო... დიდხანს ვიხსენე სად მენახა... ბოლოს მივაგენი... სულ ახლახანს ვნახე იგიც, ღიმილით მეტყოდა: ბედნიერი იყავ!... სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ... ეს ყველაფერი ჩემი იყო! ირგვლივ ჩემი აწმყო მეხვია!... ჩემი ცხოვრება... როგორ დამჭკნარა ყოველივე... ერთი მწვანე ფოთოლი აღარ დარჩენილა არსად... ამასაც უძლებს თურმე ადამიანი... რა უცებ შეიცვალა ყველაფერი... ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერებია ყოველივე... რად მინოდა?... შეცვლა რომ შეიძლებოდეს... ალბათ... ალბათ მაინც იგივეს ჩავიდენდი... ეს იყო ჩემი ბედნიერება! არ ვიცი... არ მინდა, სამუდამოდ დაზამთრდეს... არ მინდა უკაცრიელი გახდეს შარა... ერთი მინდა მხოლოდ... ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ბედნიერი! იყოს ისეთი როგორიც არის... არ მინდა შეშლილი თვალებით მიყურონ და მოითხოვონ ის, რისი მიცემაც არ შემიძლია... იყვნენ ბედნიერნი მცირედითაც!.. მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ!...."


პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 1 2008, 02:14 PM

ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად.....
გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა...
-- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
-- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ!
-- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს....
--ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!....
............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას......

...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს....




იქნებ შემიყვარო ?!
-არა!
თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა.
ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა.
ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია...
ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი.
კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა...
ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა.
თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა,მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა,რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი.მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გულს გაეკეტებინა,ისეთი რასაც მერე მე ვინანებდი.
-იქნებ შემიყვარო?
-არა! ვუპასუხე მე.
ის ნელა წამოდგა,თვალებში შემომხედა,მითხრა რომ არჩევანი გამეკეთებინა იმაზე თუ როგორ მერჩივნა,მეყურებინა მისი სიკვდილისთვის თუ ლაჩრულად დავმალულიყავაი. ...შემეშინდა ...შემეშინდა რადგან არ ვიცოდი ის ამის გამკეთებელი მართლა იყო თუ არა,მართლა შეეძლო თავი გაეწირა კაცისთვის რომელსაც არ შეეძლო და არც უნდოდა მისი სიყვარული.
...მაგარამ სეძლო...ჩაამეხუტა ...მერე კი ჩქარი ნაბიჯებიტ ქუჩისკენ წავიდა ,უკან გავყევი,გული თითქოს მეუბნებოდა რომ მას უკანასკნელად ვხედავდი,მაგარამ არ მჯეროდა,საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ ის არ დამტოვებდა...
ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ ყველა ჩემსკენ იყურებოდა ,მე კი მღვდლის სამოსში გამოწყობილი მივდიოდი და სხვებს ვერც კი ვამჩნევდი მხოლოდ მას ვხედავდი,თვალები მხოლოდ მისთვის მქონდა ღია როცა შუა ქუჩაში მანქანების მოძრაობას მიუახლოვდა,შემობრუნდა,ნაზ ხელის გულზე ტუჩები შეახო და კოცნა ჩემთან გამოგზავნა. თვალებში მიყურებდა ,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ,მერე ჩუმად რაღაც ჩაიჩურჩულა, ალბათ კიდევ ერთხელ მითხრა სიტყვები რომელიც არაერთხელ უთქვამს:"მიყვარხარ"!
ვგრძნობდი რომ ეშინოდა,მისი თითოეული ნაბიჯი შიშით იყო გადადგმული,ეშინოდა მაგრამ იმედიც ჰქონდა ,იმედი იმის რომ მივიდოდდი და ვუშველიდი,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო,ვერ ვტოკდებოდი,ადგილზე ვიყავი გაყინული,მინდოდდა დამეძახა მაგრამ ბაგეები გამეყინა თითქოს აღარ უნდოდათ ლაპარაკი,აღარაფერი შემეძლო,უნდა დამეცადა როდის დამტოვებდა,ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ არაფერი შემეძლო,დალოდების გარდა ...ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა,უცებ გაქრა,რაღაც შავმა ის შორს გაისროლა, მხოლოდ მაშინ შევძელი გატოკება როცა ხალხის კივილი გავიგონე.
მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი დავკარგე რაც გამაჩნდა,ის ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი...
ახლოს მივედი,ჯერ კიდევ ცოცხალს თვალებში შევხედე ,მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა,მაგრამ იქ ხალხი იყო,არ შემეძლო ჩემი სიყვარული მეღიარებინა.ის კი მიმეორებდა:-მიყვარხარ,მიყვარხარო,
მე კი მხოლოდ თვალებში ვუყურებდი ,მინდოდა თვალებით მაინც მეთქვა სიტყვები რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა:-"მეც მიყვარხარ".
...მისი თვალები ნელ-ნელა გაშტერდა,ტიროდა და მხოლოდ ჩემსკენ იყურებოდა ,მისი მზერა სევდით სავსე ტკივილს გადმომცემდა.ჩემი ცრემლები მის გაფითრებულ სახეზე ეცემოდა,იყინებოდა მაგრამ მაინც თბილი იყო,თბილი დიდი სიყვარულისგან...
ვიგრძენი როგორ ამოვიდა მისი ბაგეებიდან უკვდავი სული,ნელ-ნელა მტოვებდა და ბოლოს თიტქოს ნაზად მოგეალერსაო,ისეთი სითბო ვიგრძენი...მაშინ მივხვდი რომ სამუდამოდ დავკარგე.ხალხი ირეოდა,მხოლოდ ის მახსოვს რომ მისი თვალები მაინც ტიროდა,ტიროდა მანამდე სანამ მიწასმიებარებოდა,ყველას უკვირდა,ასეთი საოცრება არავის ენახა.მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ მღვდელი არ ვყოფილიყავი რადგან არ მინდოდა იმ ადამიანის საფლავზე მელოცა რომელიც მე მოვკალი...არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,როცა საფლავთან მივედი ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა,მეგონა ყველამ იცოდა ჩემი დნაშაულის შესახებ თავი დავხარე და ლოცვის კითხვა დავიწყე,ლოცვის რომლის წაკითხვის უფლებაც არ მქონდა ...თვალწინ მხოლოდ მისი თვალები მედგა ცრემლიანი თვალები...
იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე ვლოცულობ,მისი სულისთვის,მინდა რომ ისეთივე ბედნიერი იყოს როგორც ჩემს გვერდით იყო,მაგრამ მე ამ ბედნიერების უფლებას არ ვაძლევდი,ამას სიცოცხლის ბოლომდე ვინანაებ,ვინენებ იმასაც რომ ასეთი უგულო ვარ.ბევრჯერ თავის მოკვლაც მიცდია მაგარამ მერეე მიფიქრია რომ მას არ მოუნდებოდა მკვადარი ვენახე.
მინდა მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდე მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია,ისევე როგორც მან იცოდა რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო!...მაპატიე!....



მე შენ მიყვარხარ....
განა შეიძლება ამ სამმა სიტყვამ გამოხატოს ის გრძნობა რომელიც მაფიქრებს და გულს მიფორიაქებს?! ვიცი რომშენ არასოდეს შემიყვარებ... მე შენი დავიწყებაც ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. მე ყველაფერი მიყვარს რაც შენთანაა დაკავშირებული... წვიმაც მიყვარს, რადგან წვიმა ტირის და მეც ვტირი მასთან ერთად... მე შენი გულისთვის ვტირი და მიხარია რომ ეს ცრემლები შენ გეკუთვნის... მე შენი სითბოც მიყვარს, თუმცა არასოდეს მიგრძვნია...მაგრამ იცოდე, შენი სითბო რომ ვიგრძნო აუცილებელი არაა შეგეხო...მე შენი სახის ყოველი ნაკვთი მიყვარს და მადლობელი ვარ რომ არსებობ, მიუხედავად შენი სიშორისა................
მიყვარხარ... უფრო მეტად ვიდრე სიტყვებს შესწევთ ძალა გამოხატონ ეს გრძნობა......
ვიცი, ამას არ უნდა ვწერდე, მაგრამ შეყვარებული ადამიანი ბევრ სისულელეს ჩადის.........

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Apr 17 2008, 11:11 AM

- ასე მართლა არ შეიძლება! ამდენი ხანია, მთელ საახლობლოში არც ერთი ქორწილი და დაბადების დღე არ ყოფილა. გადავშენდებით, აბა რა იქნება? ჩინელები და ქურთები ხომ მრავლდებიან გემრიელად? მერე ქართველები სუფრაზე დალევენ სამშობლოს სადღეგრძელოს და ცრემლებს აღვარღვარებენ! ერს რომ გამრავლება სჭირდება, იმაზე არავინ ფიქრობს. კაი, ქორწილი ჯანდაბას, მოკვდეს მაინც ვინმე, მაგის დედა ვატირე! რამდენი ხანია კარგად არ მიქეიფია.
- ქელეხი უფრო ჯობია, შილაზე კარგი საჭმელი მე არ მეგულება.
- ისე, მართალი ხარ. ამას წინათ ჩემი შორეული ნათესავი დაიღუპა, ახალგაზრდა გოგო იყო. თამადამ ერთი სადღეგრძელო დაიწყო: "კარგი იქნებოდა, სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ..." მეთქი, რას ამბობ, სიკვდილი რო არ იყოს, არც ქელეხი იქნებოდა და არც შილას მაჭმევდა ვინმე მუქთად-მეთქი. ჰე ჰე ჰე...
- ხმამაღლა უთხარი ტო?!
- გიჟი ხო არა ხარ, იმ გოგოს ქმარი უშიშროების სპეცრაზმშია, ერთხელ ათი კაცი ყავს გალახული. ისეთი გამწარებული იჯდა, დანა პირს არ უხსნიდა.
- ქორწილს "პროსტა" ის მუღამი აქვს, ცეკვებია, სიმღერები, ხუმრობა, რამე...
- ცეკვა-სიმღერა რათ მინდა, მაგნიტაფონი სახლშიც მაქვს. პირიქით, ქელეხში არც ჭამას მოცდები დიდი ხნით, არც განსხვავებულს დაგაძალებენ, არც ჩხუბები ხდება ხოლმე და რაც მთავარია, შილა, შილა!

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Apr 18 2008, 03:06 PM

სავსე მთვარემ ღრუბლებიდან გამოაჭყიტა და ფანჯარასთან მდგომი მაგიდა ვერცხლისფერი შუქით გაანათა. გურამი მაგიდასთან იჯდა და თავის ერთადერთ და უკანასკნელ ნუგეშს ნაზად უსვამდა ხელს. მართლაც ხელოვნების ნიმუში იყო, შავი, მბზინვარე ლულები, ჩვეულებრივთან შედარებით საკმაოდ გრძელი; ძვირფასი ხის მოჩუქურთმებული კონდახი; ოქროს ასოებით წარწერილი ინიციალები "გ.ძ."... მამამ სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა რუსეთში.
სხვა ნუგეში მართლა აღარ დარჩა. მშობლები კარგა ხნის წინ დაეხოცნენ ავარიაში. ლალი ფეხის დაკარგვისთანავე დაშორდა. გამოჩნდა, როგორც ყვარებია თურმე. თუმცა, რომ დაკუვირდა, მიხვდა რომ არც თვითონ უყვარდა. მაგრამ მაინც, ამხელა ტკივილის მერე ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. უფრო მწვავედ იგრძნო დანაკარგიდს სიმძიმე და თავისი "დეფექტიანობა". ბიძა და ბიცოლა უკვე აშკარად აღიზიანებდნენ. ამისი თვითონვე რცხვენოდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. მათი გადამეტებული ზრუნვა ყელში ჰქონდ აამოსული. მეგობრებსაც ამიტომ გაურბოდა. გაურბოდა? რაღა გაქცევის თავი ჰქონდა, უბრალოდ ზარს არ პასუხობდა ხოლმე, ან შეკრებებზე არ მიდიოდა. ქეიფის ხალისიც წაერთვა (თუმცა, დიდად არც არასოდეს ყვარებია), ვეღარც ფეხბურთს ითამაშებდა მათთან და ვეღარც სანადიროსდ წაჰყვებოდა. უნდა ეყურებინა, როგორ ცდილობდნენ მის გამხიარულებას, არც გამოდსდიოდათ და თვითონაც შხამდებოდათ ის დღე.
ბიძა და ბიცოლა პროთეზს ჰპირდებოდნენ სულ მალე. ეუბნებოდნენ, ნამდვილი ფეხისგან თითქმის არ განსხვავდსებაო; ერთი ფეხი რა არის, ზოგი ორივეს კარგავს, ზოგი ხელებს, ზოგი ბრმავდება, მაგრამ ცხოვრებას მაინც აგრძელებენო. კი ბატონო, იმათ ეტყობა აქვთ მიზეზი, რომ ცხოვრება მაინც უხაროდეთ, ან რაიმე მიზანი აქვთ და მისკენ ისწრაფიან. მან კი ყველაფრის ინტერესი დაკარგა უკვე, არადა ოცისა იყო ჯერ.
თოფი ძალიან გრძელი იყო. ლულა ნიკაპქვეშ რომ მიიბჯინა, სასხლეტს ხელით ვეღარ სწვდებოდა, ამიტომ სასხლეტის რგოლში ფეხის თითი გაუყარა. რომელიღაც ნაწარმოებში ერთმა ასე მოიკლა თავი. ოღონდ ის ფეხზე იდგა, რადგან ცალფეხა არ ყოფილა.
უეცრათ მთვარის შუქს რაღაც ჩამოეფარა. გურამმა შემკრთალმა მიიხედა ფანჯრისკენ. ამ შეკრთომაზე ფეხის თითი სასხლეტს დააწვა და თოფმა გაისროლა. საბედნიეროდ ვაჟს თავი მიტრიალებული ჰქონდა და დუმდუმის ტყვია ჭერს მოხვდა. ლავგარდანზე მიმავალ ქალიშვილს გასროლის ხმაზე გამოეღვიძა, ფანჯრისკენ შემოტრიალდა, ფეხი დაუცდა და ბოლო მომენტში ინსტინქტურად რაფას ჩასჭიდა ხელები. გურამს მაშინვე გაახსენდა ყველაფერი, რაც მთვარეულებზე წაეკითხა. სასწრაფოდ ფანჯრისკენ მიჩოჩდა სკამიანად. სასხლეტის რგოლიდან თითის გამოთავისუფლებას როცა ცდილობდა, სიჩქარეში მეორე ლულიდანაც გაისროლა.
უცნობი საბედნიეროდ სიფრიფანა აღმოჩნდა და როგორც იყო ამოათრია ოთახში. გოგონას გადატანილი შიშისგან მუხლები მოეკეცა და უღონოდ ჩაიჩოქა კედელზე მიყუდებული. ეტყობა ახალი მეზობელია, გუშინწინ რომ გადმოვიდნენ. გურამმა ღამის პერანგიდან გამომკრთალ სხეულს თვალი მოარიდა და თავისი თავისა თვითონვე გაუკვირდა. ადრე სიამოვნებით ათვალიერებდა ხოლმე ქუჩაში გამვლელი ქალების მოშიშვლებულ ბარძაყ-დეკოლტეებს. იქნებ ამ ქალიშვილის უმწეო მდგომარეობის გამო გაუჩნდა ასეთი მოკრძალება? მთლად მარტო მაგაშიც არ იყო საქმე. მისი სიახლოვე გურამზე რაღაც სხვანაირად მოქმედებდა. რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და გაციებული გულიც ნელ-ნელა გაუთბა.
არა, სიცოცხლე მგონი მაინც ღირს. ადრეა ჯერ სიკვდილი.
გურამი იჯდა და ელოდებოდა, როდის ატეხავდნენ სროლით დამფრთხალი მეზობლები კარზე ან ტელეფონზე რეკვას. ბიძა და ბიცოლა რაიონში იყვნენ წასული ნათესავის გასვენებაზე.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 18 2008, 04:09 PM

ნათია, ახლა ჩემს პირველ დღიურის ფურცელს დაგიწერ. რატომღაც ძალიან მომინდა ჩემი განწყობის გადმოცემა. შეიძლება დღიურის წერაც დავიწყო – ვინ იცის!
ახლა კათედრის სხდომაზე ვზივარ. სულ ბოლოში და კუთხეში. რა მინდა არ ვიცი, ნეტა არ ჩამოვსულიყავი. თუმცა ვინ იცის! ამჟამად ერთადერთი ნათელი ადამიანი, რომლის დანახვაც მიხარია ჩვენი ახალი დეკანია?! ძალიან ჭკვიანი კაცია, ნანა აქამდე ვერ ქაჩავს. როგორც ყოველთვის ნანამ ყველაფერი დაგეგმა, გამომსვლელების თანმიმდევრობა ზუსტად განსაზღვრა. რა თვითკმაყოფილი ზის ნეტა იცოდე. იცი რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად? როგორ იფერებს კათედრის გამგეობას. მაგრამ ყველაზე, ყველაზე ძალიან ვერ ვიტან მის წაკეკლუცებას. რასაც ლაპარაკობს ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს ათასჯერ მაქვს მოსმენილი. ხომ იცი, სიზმრად რომ გახსოვს ისე.. საწყალი მიქ----აძე დატანჯეს ამ პროსტატიან კაცებზე ლაპარაკით. მე ხომ მით უმეტეს! ყველაფერი გამაღიზიანებლად დაგეგმილია. არადა გარეთ ისეთი კარგი ამინდია! დღეს ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი და ესე რადიკლუარდ რატომ შემეცვალა არ ვიცი (ალბათ, სხდომის ბრალია). ნატო კარგად გამოხედნა ნანამ, “ლიუბიმჩიკ”-ია. ახლა მაია წამოდგა თავისი 2წთ-იანი მოხსენების გადმოსაშლელად. გულითადად ვიზიარებ მის მდგომარეობას. ისე ამ სხდომაზე ისეთი ხალხი გაიჩითა, საერთოდ რომ არ მახსოვდა ამ კათედრაზე თუ იყვნენ. მე მგონი მე უფრო ხშირად ვესწრები სხდომებს, ვიდრე თანამშრომლები. “რა გინდოდა, შვილო, ამ კათედრაზე?” (ჩანართი).
იცი რა მიკვირს? თავიდან ყველა ამბობს რა ვთქვათ არ ვიცითო, მერე კი ვეღარ ჩერდებიან. აი ახლა ცოტა თეამ წაიბორძიკა, ეტყობა ნერვიულობს. ჩი---შვილი ორი ყურის თეორიის თანახმად ზის, მე მგონი მეცნიერება ჩემი საქმე არ არის. ღმერთმა ქნას რომ ეს ასე არ იყოს. სოფო გააწითლეს. ნანა ზის და გენერალივით იძახის 1.. 2.. 3.. მარჯვენა.. მარცხენა.. მარინა.. მანანა.. ეკა.. ნატო.. მაია.. თეა.. სოფო.. თამუნა.
ჩემს გვერდით ნინო ძალიან წუხს. 2:30-ზე გაკვეთილზე უნდა იჯდეს (მასწავლებელია) (ახლა 2:10 სთ-ია).
ნანა რაღაც გაჩერდა. ეტყობა თემას ვეღარ მიყვება. ამ ხმის ტემბრის აწევა-დაწევამ ხომ სისხლი გამიშრო. მიქ---ძეს ვიღაცამ დაურეკა – გამოდიო. (ალბათ ჩაწყობილი ჰქონდა). მე მგონი ამ დასასრულს ხასიათი გამომიკეთდა. კარგი ყოფილა დღიურის წერა და გრძნობების გადაცემა, თუნდაც ფურცელზე.
ნანა ხომ ხელიდან არ უშვებს თავის ქების შესაძლებლობას. ვეღარ მორჩა რა. დათო გაქცევაზეა. დანარჩენები რომ ლაპარაკს აპირებენ იმათი საქმე ვიციო.
ნანა იცი რასა გავს? სახელი დამავიწყდა.. დრაკულაში რომ სისხლისმწოველი ფურიები არიან, აი იმათ. დადნა კაცი და ჩემს გვერდით კიდევ ნინო. გაუშვიიიიიი!!!!

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 20 2008, 06:35 PM

წერილი თანატოლებს!!!!
გავკადნიერდი და კვლავ დავუბრუნდი პროზას, თუმცა მე არ მეხერხება გაურითმავი ფრაზების წერა... რითმაში მხურვალება იგრძნობა, მაგრამ ვიცი, გაურითმავი ფრაზებიც შეიძლება კოცონივით ააგიზგიზო. სათქმელი ბევრი მაქვს, შევეცდები, იოლად მოგიტანოთ გულამდე.
როდესაც დილა თენდება და თვალებს ვახელ, ნამდვილად ვიცი, რომ მზე მარტო ჩემთვის არ ამომძვრალა დედამიწის ჰორიზონტიდან. მზე არც იმისთვის ამოსულა, რომ უხარია ამოსვლა. ეს მისი ვალდებულებაა, რადგანაც მზე უფლის მოციქულია ჩვენს გალაქტიკაში და დროის ეტლები სწორედ მას არიან მიბმულნი ლაგამივით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ეტლი გვაქვს ამ ცხოვრებაში და მისი ერთადერთი მესაჭეებიც თავადვე ვართმ ხოლო მეგობრები, მშობლები, ნათესავები მაინც დროებითი მეგზურები არიან ამ ბედის ეტლისა.
მზის ამოსვლა მე უფრო ღრმად მესმის, იმაზე ღრმად,ვიდრე სხვებს ჰგონია.შეიძლება ბევრ თქვენგანს არც უნახავს სისხლით თვალაცრემლებული მზე, მაგრამ სწორედ ასეთი მზე ხროტინებს ხოლმე ჩემს სარკმელთან ყოველ დილას. ძალიან მძიმეა ამ ხროტინის მოსმენა, ყველანაირ ხორციელ ტკივილზე ძნელი.ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ მთელი თავისი სიძლიერით გესმის, აღიქვამ მის ამაზრზენ ხმას და გგონია, რომ ახლა არა და ახლა გაგისკდება სასმენელი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცხოვრობ, იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლაა....
სულ ორი ადამიანი მეგულება დედამიწის ქერქზე, რომელთაც იციან ტკივილის, ცრემლის,უკიდეგანო თეთრი ღამეების ფასი და მეამაყება, რომ ყოფის წისქვილზე მათთან ერთად ვდგავარ. მთავარია სული და რა გაქანებას მისცემ მას, რომელ გზას დაადგები. მე ეკლიანი ავირჩიე, სავსე ბარიერებითა და ლეშებით. გზა,რომელიც ტაიგაზე გადის, სადაც ბულბულის გალობას მგლის ყმუილი სჭარბობს. რატომ? პასუხი ერთია--ეს არის პირდაპირი ბილიკი სულის სრულყოფისაკენ.
ჩემო თანატოლებო,თქვენ, შეიძლება, ჯერ ბოლომდე არც გესმოდეთ მზის ამოსვლის მიზეზი და არც ძარღვებში სისხლის ბრუნვას უგდებდეთ ყურს...მე, შეიძლება, ბოლომდე ვერა,მაგრამ ერთხელ მაინც განმიცდია ის ტკივილი, რაც ალიონს მოაქვს და ღრუბლების ფერდობებზე ანაწილებს.
გახსოვდეთ,ღიმილით, სიცილით აღსავსე გარემო ყოველთვის როდი კრავს დადებითად დამუხტულ რკალს. მიუხედავად იმისა,რომ ყველანი სულიერი არსებები ვართ--ადამიანები, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, მაინც ადვილად ვწირავთ ერთმანეთს ტკივილისათვის. განზრახ?სულაც არა,უბრალოდ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ ტკივილის ფესვებს, ამის ცოდნას გამოცდილება სჭირდება. მე მოსამართლედ არ გამოვდგები, არც ბრალმდებლად, უბრალოდ თქვენი მეგობარი ვარ და ვცდილობ, ჩირაღდანი აგინთოთ იმ გარემოში, სადაც სიბნელის გამო გზის გაკვლევა ჭირს.
ცხოვრება ყვავილივითაა, მისგან სასარგებლო, საამო ნექტარი კი არ ჟონავს, შენ თვითონ უნდა მიაგნო და ამოსწოვო;სწორედ ამ პროცესში ყალიბდები სულიერ არსებად-ადამიანად.გონების ღრმულებში აღმოცენებული ჩემი პოეზია თქვენს სულებამდე ჩაღწევას ცდილობს და არა -ნაჩუქარი აპლოდისმენტების მიღებას.
გიყვარდეთ ერთმანეთის სულები და გაუფრთხილდით მათ ისე, როგორც უფრთხილდებით თქვენს სხეულს.სულს თავისი სისხლი გააჩნია და, თუ მისგან დაიცალა ადამიანი, უმალვე ლეშად გადაიქცევა, ლეში კი ყარს. გახსოვდეთ,თქვენი თაფლნარები შხამი, შეიძლება, თქვენ გვერდით მყოფს სულის სისხლს უწამლავდეს...დაფიქრდით ამაზე, ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ასე, დაინდეთ.
ხვალ?ხვალ კვლავ გადიძრობს მთვარე ღამის პერანგს და მზედ გადაიქცევა;ახალი ბრძოლის ველი გაიშლება ჩვენს წინაშე, ოღონდ იმავე ჯარისკაცებით დაკომპლექტებული....გენერლები გვერდში გვიდგანან, მაგრამ ხვალ ისინი ხომ უნდა შევცვალოთ.
დავუნთოთ ერთმანეთს სულებში სანთლები, რადგანაც ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაქტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის.

დათა გულუა
2002 წლის 19 ოქტომბერი


პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 20 2008, 07:36 PM

ლულუ
mari touchet
ძალიან ლამაზი ჩანახატები გიწერიათ
smile.gif მომეწონა

...დრო კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა... პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი... არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
...ჰო, რას ვამბობდი?... მომაბეზრა თავი ტკივილმა...
...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?... ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა... მერე...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას... შემდეგ ზაღპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავალის დღესასწაული!... სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს... ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის... ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კoცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ...
...ახლა მარტო ვარ... დარდი მივსებს ცარიელ დღეებს... ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფaნტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...
... კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული... და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით...


პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 20 2008, 07:48 PM

ციტატა
ძალიან ლამაზი ჩანახატები გიწერიათ

არა , ეს ჩემი ჩანახატი არ არის დათა გულუას კალამს ეკუთვნის smile.gif

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Apr 24 2008, 10:11 PM

ძალიან მომწონს ეს თემა და აქ დაწერილი ჩანახატები

ერთ ჩემს ჩანახატსაც შამოგთავაზებთ, იმედია ცუდი არ იქნება smile.gif ადრე დავწერე smile.gif

მზე

გამარჯობა! მე მზე ვარ, დიდი და ნათელი, მხიარული და თბილი. მიყვარს სიცოცხლე. ყველაფერი მიყვარს, რაც ჩემს გარშემოა. მიყვარს, როცა არე-მარეს ვანათებ, ბუნებას სიცოცხლეს ვმატებ. მიყვარს ყველა და მგონი, მათაც ვუყვარვარ.

მე ყველაფერი ვიცი, რაც ჩემს გარშემოა. თითოეულ ადამიანს ვიცნობ და მათი ფიქრები მესმის. ზოგი მათგანი ჩემსავით მხიარულია, უმეტესად ბავშვები, ზოგი მოწყენილია, ზოგი ოპტიმისტი, ზოგი პესიმისტი და თქვენ წარმოიდგინეთ - ბოროტიც კი!

მინდა, რომ ყველა ადამიანის გულში შევაღწიო ჩემი სხივებით და ბნელი კუნჭულები გავანათო.
ვიცი, ჩემს მოვალეობას, რაც შემოქმედმა დამაკისრა, პირნათლად ვასრულებ და მსურს, რომ ასე გრძელდებოდეს, სიყვარულით ვანათებდე დაუსრულებლად.



რავი, ჩანახატი უფრო არ ქვია ამას, რაც არის არის smile.gif)





პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 24 2008, 10:16 PM

უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!
ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია.
მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის.
ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვიხედო,არადა მინდა შემოგხედო,დაგინახო და გითხრა,რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ხარ!
ვიცი შეუძლებელია,მაგრამ მაინც მინდა გნახო,მენატრები!
არ მინდა ეს დღეები მხოლოდ გულსა და მეხსიეებას მივანდო შესანახად,ამიტომ ვწერ...
ნეტა საიდან მოვიდა მონატრება?
სიკვდილის დასასრულია თუ დასაწყისი?
სწორედ ახლა შეგიძლია დაეუფლო ჩემს გულს,მიყვარხარ და მენატრები,ყოველთვის წმინდა სიყვარულით.
ვიცი!ძვირფასო,როდესმე გაიგებ,მიხვდები მერე შეიძლება მოხვიდე,მაგრამ მე ისევ ისეთი მონატრებული და შეყვარებული არ დაგხვდები...
სწორედ მონატრების ტკივილი დამეხმარა ეს საიდუმლო გამენდო."
ღმერთი გფარავდეს!!!იცით რა მინდა?


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 29 2008, 04:02 PM

გურამ ოდიშარია
დევნილთა უღელტეხილი
ძღვნად ჩემს ქალიშვილს სალომეს!
...უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი... და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც აწი უნდა დაიბადონ, ყველანი ერთად, მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე, მივაბიჯებთ უხმოდ. თოვს და ყინავს... როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული, გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი არ უჩანს ბოლო... შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ... – დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის, ალბათ ყველაზე საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული.
მამისეული სახლი სოფელ მაჭარაში 27 სექტემბრის საღამოჟამს დავტოვე. ჩემი ძველი ვოლგით მიმყავს დედა, ძმა, მეგობარი. მეუღლე და სალომე თბილისში არიან, ამიტომაც შედარებით მშვიდად ვარ, 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. კოდორის ხიდი ვერა და ვერ გაარღვიეს სხვადასხვა ნომრის, დასახელების კორპუსებმა და ბატალიონებმა. ხალხი იძულებულია ხსნის ერთადერთ - სვანეთისაკენ მიმავალ გზას დაადგეს (ყველას კარგად ახსოვს გაგრა). დევნილები ჩქარობენ, ვინ მანქანით, ვინ ფეხით... ცხენებითაც მიემართებიან მთებისკენ. ვიმეორებ, - ყველას კარგად ახსოვს გაგრა (და არა მარტო გაგრა). ჩამწკრივებული ჯარისკაცები არეული ნაბიჯით მოდიან მერხეულისკენ. მითუხთიხებენ მეომრებდაზვინული „ბმპ“ – ები რუსული „ბმპ“ უფრო უხდებათ მათ სახელად, ვიდრე ქართულად კოპწიად თარგმნილი – „ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა“. მზიანი შემოდგომის დიდებული დღეა, „შოკოლადის დღე“ ჩემთვის კარგა ხანია, ასე შევარქვი ზღვისპირეთის ასეთ დღეებს, ყანებში მწიფსს სიმინდი, ეზოებში ღუის იზაბელა. მოკლედ, მოსავლის აღების ჟამია. საღამოს მზის ქვეშ ლურჯად ზიმზიმებს ზღვა.
საცოდავი სანახავია დამარცხებული ჯარი.
მიდიან თავჩაქინდრული, სიამაყეშელახული მეომრები, თვალს ვერავის უსწორებენ, ზოგიერთი ნაცნობებს ემალება, მზერას არიდებს.
დედაჩემი თვალცრემლიანი ემშვიდობება მშობლიურ ეზო-კარს.კიდევ კარგი, - გვეუბნება დედა ძმას და მე, -მამათქვენი არაა ცოცხალი.
მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, „ბმპ“-ების, „შილკ“- ების, „ბტრ“-ების ტრაქტორების გამონაბოლქვი ტრასას ნისლავს. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ზოგან გზა სამხედრო ტექნიკითაა ჩახერგილი. ჯარისკაცებს მიაქვთ „მუხები“, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები. სქელ კვამლში მოჩანს სხვადასხვა სამხედრო დანადგარი (არც ვიცი მათი სახელი). ხალხი უყურებს და უკვირს, რატომ გატყდა არცთუ ცუდად შეიარაღებული, არცთუ მცირერიცხოვანი ჯარი.
მიუხედავად იმისა, მამაჩემი პროფესიონალი სამხედრო იყო და ოცდახუთი წელი რუსულ ჯარში იმსახურა, განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მძულს იარაღი. მძულს კალაშნიკოვები და მაკაროვები, სემიონოვები ... ჩემი რწმენით არასოდეს უკეთებია იარაღს კეთილი საქმე, მარად სიკვდილისა და შურისძიების უსასრულო ჯაჭვს აგრძელებდა მხოლოდ. როგორი ფარული სადიზმია ჩაბუდებული კაცთა კვლის ხელოვნების განმავითარებელთა მიერ თავიანთი პირმშოებისათვის შერქმეულ სახელებში: ავტომატური ნაღმმტყორცნი „ვასილიოკი“ (იცით, ალბათ, მინდვრის ყვავილია ერთგვარი), ან „ნონა“, „აკაცია“, თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი „ლიმონკა“. მე მინახავს „ვასილიოკებით“, „აკაციებით“, „ნონებით“ დაფლეთილი ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები, სწორედ ამიტომაც მთელი ომის განმავლობაში ათასგზის შემძულდა იარაღი, მითუმეტეს, როცა დღეს ასე ადვილად უვარდება იგი შლეგ და გულღრძო ადამიანებს. მათ, რომლებიც თავიანთი ქმედებით გვიმტკიცებენ, თუ როგორ შორს ვართ ცივილიზებული სამყაროსგან, როგორ შორს და რა საცოდავად გარიყულები. უბედურია ქვეყანა, სადაც კეთილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად სიძულვილი.
მოძრაობა ჩერდება, ძრავას ვთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ, მიახლოვდება ნირშეცვლილი ნაცნობი. იცი, რა ვნახე – მეუბნება აკანკალებული ხმით, - კელასურის ხიდზე ქალი გადმოდიოდა, აი, ახლა ორიოდე სააათის წინ... რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, მძიმე ჩანთა მოჰქონდა თან. შევატყვე, ცუდად იყო ძალიან. ვკითხე, ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. ბუტბუტი არ შეუწყვეტია, ჩანთა გახსნა და „გრადის“ ნამსხვრევებით დასახიჩრებული შვილის ცხედარი მიჩვენა...
მერხეულში ნოდარ ნათაძეს მოვკარი თვალი. ჯარისკაცის ხაკისფერ ფორმაშია, ფეხით მიდის. გენწვიბში ასე მითხრეს - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. რატომ ტოვებ სოხუმსო, - თავს დასხმიან დევნილები, - ტელევიზიით რომ გამოგვაყრუე რუსების გინებით, რატომ გარბიხარ ახლა, მიდი, ებრძოლე რუსს, ამაზე უკეთეს შანსს სად იპოვნი. ან ჯერ ხალხი მაინც გახიზნე და მერე დატოვე აქაურობა... სად გარბიხარ თავდაცვის კომისიის უფროსო?!
ერთიც კია - რასაც სხვებს ვერ უბედავენ ნათაძეს ადვილად კადრებენ, სხვათა ცოდვებს მისას უმატებენ და სადაც წააწყდებიან, პასუხს მხოლოდ მას სთხოვენ.
სოხუმიდან საკენამდე არც მეტი, არც ნაკლები, 100 კილომეტრია. ის საღამო მანქანაში გავათიეთ, გუჯეჯიანების ეზოში, სოფელ აჟარაში. 28-ში საკენში ვართ, „აფხაზეთის სვანეთის“ ბოლო დასახლებულ პუნქტში. აქედან ჭუბერამდე 50 კილომეტრამდეა, ზოგიც - 65-აო, გვიმტკიცებს.
მთებში ყოფნისას რამდენიმე წინასწარმეტყველური სიზმარი ვნახე (სიზმარი დამემართაო, - ასე ამბობდა ხოლმე ნათესავის ბავშვი)... ჰოდა, მეც დამემართა რამდენიმე საშინელი სიზმარი და... ყველა უკლებლივ გამართლდა. განსაკუთრებით ერთმა დამზაფრა, ალბათ, ისიც ამიხდება მალე.
დედაჩემს ახლობლებთან ვტოვებ. იგი 12 დღის შემდეგ მანქანით მშვიდობიანად ჩამოჰყავთ სამეგრელოში. ძმა - 29 სექტემბერს მიემართება ჭუბერისკენ, მე და მეგობრები კი - 2 ოქტომბერს. სვანები გვაფრთხილებენ - მალე ჩამოთოვს და 10-15 ოქტომბრისთვის უღელტეხილი ჩამოიკეტებაო. ჩვენც ვჩქარობთ. თითო-ოროლა ვერტმფრენი მხოლო თითო-ოროლა ძუძუთა ბალღის და მათი დედების გადაყვანას ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში ხატულა ჩანთებიც მაქვს, 15 კილოგრამამდე ტვირთს (ძირითადად ტანსაცმელს) ცელოფანის ტომარაში ვუყრი თავს (როგორც ამას დევნილთა უმრავლესობა აკეთებს, და მე განსაკუთრებით ახლა ძალიან არ მინდა, სხვებისგან განვსხვავდებოდე).
წვრილი თოკისაგან მკლავების გასაყრელსაც ვახლაფორთებ და სუპერზურგჩანთაც მზადაა. მოკლედ, ესაა მთელი ჩემი ავლა-დიდება. მშვიდობით, მშვიდობით, პატივცემულებო - ფერადო ხალათებო, „აბსოუზიდან“ გამოტანილო ფეხსაცმელებო, ჩემო ძვირფასო პალტოვ, წყალქვეშა ცურვის ნიღბებო, კეკლუცი ქალივით ნატიფო - ყავის ფრანგულო სერვიზო... სრულ მზადყოფნაშია ჩემი ძველი მგზავრობაში გამოცდილი ქურთუკი, კაშნე, ხელჯოხი, ქუდი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უგზო-უკვლოდ მეკარგება.
დილის ექვსია. გურამ კაკულიასთან ერთად პურით (რობინზონ კრუზოს გამომცხვარ პურს რომ ჰგავს), დაკონსერვებული ხორცით და თაფლით ვსაუზმობთ. თან სულ თაფლის ქებაში ვართ - ჰო, ჰო, რა თაფლია, ბიჭო, რა თაფლი (თან დოდო აბაშიძეს ვბაძავთ - „რა თოფია, რა თოფიო“) მთებში თაფლი უნდა ჭამო, ხერგიანს თაფლი უყვარდა და ა.შ. მოკლედ, ერთმანეთსაც ვამხნევებთ, თავსაც ვიიმედებთ.
სანამ გზას შევუდგებოდეთ, რაღაცას ვიმიზეზებ, ჩემს მანქანასთან, ჩემს „ტიგრთან“ მივდივარ, საჭესთან ვჯდები და „ტიგრს“ ვემშვიდობები. არა მგონია, ძმაკაცო, - ვეუბნები, - ეს ჩვენი უკანასკნელი მგზავრობა იყოს. ყველაფრისათვის დიდი მადლობა, „ტიგრო“, განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის, შენ უფრო მეტად შემაყვარე სოხუმიც და ზღვაც, ქვეყნიერება. არავინ იცის, თუ რას ნიშნავ ჩემთვის, თუ როგორ მიყვარხარ; შენ ჩემი მაგიური ძმაკაცი ხარ, ჩემი მესაიდუმლე. ბევრჯერ არად ჩაგვიგდია მე და შენ სოფლის სევდა, ერთად გვიშენებია სახლი. კი გტოვებ, მაგრამ უნდა გამიგო, ვერ გადახვალ უღელტეხილს, „ნივა“ რომ იყო სხვაა, თუმცა ისიც ზოგან ტრაქტორმა უნდა ათრიოს ამ ოხერ აღმართებში. მაპატიე... იყავი ჯერ აქ, ცალანების ეზოში... და რაც უნდა მოხდეს, რა ჟამმაც არ უნდა განვლოს, მაინც მოგძებნი - ჩვენ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. განა მშვიდობით? ნახვამდის, ძმაკაცო, ნახვამდის!
„ტიგრს“ ხელს ვუთათუნებ და ათას მადლობას ვუგზავნი მის შემქმნელ ქარხანას.
იჩქარეთ, მანიშნებენ მეგობრები.
იწყება პირველი აღმართი.
აქვე უნდა აღვნიშნო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ პერიოდში უსიტყვო მონოლოგები და დიალოგები, ირონია და ხუმრობა გახდა ჩემი თანამგზავრი.
მთელი ღამე წვიმდა და ელავდა.
დილითაც არ გვივიწყებს წვიმა - ერთ დროს ჩემთვის სინაზითა და რომანტიკით აღსავსე, ახლა უბედურების ქალბატონად ქცეული.
უღელტეხილის დასაწყისი მანქანებითაა გაჭედილი. „ზილები“ და „მაზები“, „ურალები“ და „გაზიკები“, „ნივები“ და „ვილისები“, კიდევ ვინ მოთვლის, ტექნიკის კიდევ რამდენი ღირსეული წარმომადგენელი უიმედოდ ელოდება თავის რიგს. მოწითალო პლასტელინივით ტალახს მხოლოდ ადამიანების ფეხები ჯაბნის.
სატვირთო მანქანების ძარები ცელოფანით, ბრეზენტით, ფიჭვის ხიდან ჩამოსხეპილი ტოტებითაა დაფარული, ისმის ჩვილთა ტირილი. ტყეში დანთებულ ათეულობით კოცონს ადამიანები უსხედან, თბებიან, საჭმელს იმზადებენ. ფაშფაშა ქალს ცხელი კვერებით სავსე ფეშხუმი მიაქვს ერთ-ერთი მანქანისაკენ. ვიღაც ცომს ზელენ, ვიღაც კარტოფილს თლის. ეტყობა, ზოგ ოჯახს თადარიგი ბევრად ადრე დაუჭრია, მანამდე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა.
ხარებშებმული ურემიც აქაა, მუყაოს ქაღალდით გადახურული, ურმის სიღრმიდან ბავშვების შეშინებული, დაჭყეტილი თვალები მიმზერენ: ესეც შენი ბოშათა ბანაკი...
ვის არ შეხვდებ აქ. აი, რამინ ნინუა და მისი ჯალაბიც. ვესალმები რამინის ნირშეცვლილ გოგონებს, ვეფერები:
- აბა, თქვენ იცით, გოგონებო, ყოჩაღად იყავით!
- ოთხი დღეა, ტრაქტორს ველოდები, - მეუბნება რამინი, - მაგრამ ამ გზას რა გაათავისუფლებს, არადა ეს „მაზი“ თუ არ გადავიყვანე, როგორ ვარჩინო ცოლ-შვილი.
გზას ვაგრძელებთ. მოძრაობა ჭირს. ძნელია გვერდი აუარო ვიწროებში ჩახერგილ მანქანებს.
ხანში შესულ კაცს გზიდან გადაუხვევია, ისვენებს. მიმავალ ჯარისკაცებს ირონიულად უყურებს და ვიღაცას ხმამაღლა ეუბნება:
- შეხედე, ამგენს ნიჩბებიც არა აქვთ, არ კადრულობდნენ სანგრების გათხრას, ბაბა, და ასე მოიგებდნენ ომს?
- შენ რატომ არ გვეხმარებოდი, ბიძაჩემო, - გაავებულად გადმოსძახებს ახმახი ოფიცერი.
- იქნებ შენს მაგივრად მებრძოლა კიდეც?
- გააჩერე ენა, თორემ...
ოფიცერს ჯარისკაცები ამშვიდებენ.
- ეგ ანაღა დამრჩა, ბიძიკო, უკვე, მეტი არაფერი, - მწარედ იღიმება კაცი.
გზადაგზა უამრავი ნაცნობი მხვდება.
კვლავ წვიმს, ფეხები ღრმად გვეუფლება ტალახში. საშინლად სრიალებს ჩემი თხელლანჩიანი ფეხსაცმელი. ორი ნაბიჯი წინ, ერთიც უკან! ლენინური გზით მივიწევ.
იწყება კედლებივით აღმართები.
არა, ასეთი ფეხსაცმლით მთაზე ასვლა სიგიჟეა, მაგრამ მაქვს კი სხვა გზა? მოგვიანებით, უკვე თითქმის სიქაგამოცლილი, ვხვდები, რომ ელასტიური ბინტები შემოვიხვიეთ ფეხსაცმელზე და ლანჩების ღალატი ცოტათი მაინც დავთრგუნო ასე.
ძირს სრიალი!
ვერ გავიგე, აქაურებს მანძილის საზომი სხვადასხვა ერთეული გააჩნიათ, თუ ჩვენ გვამხნევებდნენ, როცა, მაგალითად, კილომეტრის ნაცვლად 2 ან 3 კილომეტრს გვეუბნებიან. თავდაპირველად გვითხრეს, 3-4 კილომეტრია აღმართები, მერე ადვილდება გზასავალიო. 3-4 კილომეტრის შემდეგ მწყემსი ამბობდა, კიდევ 7 კილომეტრი უნდა იწვალოთო. ზოგან - 2 საათი და ბანაკამდე მიხვალთ, ზოგან - კიდევ 8 საათი უნდა იაროთო და ა.შ.
მთაში ზედმეტი ფორიაქი არ შეიძლება, - მაფრთხილებდა წინა დღეს ნაცნობი მონადირე და მეც მორჩილად მივყვები ადამიანთა აღმა მიმავალ მდინარეს.
ათიათასობით წყვილი ფეხსაცმლის მიერ აზელილი ტალახი თვალისთვის უჩინრად მოიღვენთება ძირს.
ორიოდე კილომეტრის შემდეგ ქვემოდან ქალის კივილი ისმის. დევნილებს ტანში აჟრიალებთ. ოცდაათიოდე წლის ინფარქტგადატანილი კაცისთვის გულს უღალატნია. იქვე დაუკრძალავთ უბედური.
- გუშინ ქალმა მკვდარი ბავშვი იმშობიარა, - მეუბნება ვიღაც, - ქალიც მოკვდა. კიდევ ერთი მოხუცი ქალი დამარხეს ტყეში.
აქ არ არსებობს გიცნობ - არ გიცნობ. აქ ყველა ერთმანეთის ნაცნობია, - უფრო მეტიც - მეგობარი. გიახლოვდება კაცი, გეუბნება - მომიტეხე პური; თუ გაქვს, უნდა მოუტეხო, თუ მაქვს და არ მოვუტეხავ, მთა არ მაპატიებს. თუმცა „ჯერ თავის“ კასტისანი აქ ბლომად არიან. მოდიან და თავიანთ დაკარგულ ქონებას დასტირიან, სულთმობრძავ თანამოძმეს დაჰყურებენ და კვლავ თავიანთი თავი უჭირთ. უღელტეხილმა მათ არაფერი ასწავლა.
მთა დიდი სიყვარულივითაა, დიდი სიყვარული კეთილს უფრო აკეთილშობილებს, ბოღმიანს უფრო მატებს ბოღმას, ხარბს - სიხარბეს, ძუნწს - სიძუნწეს, გულუბრყვილოს - გულუბრყვილობას...
მთა ომივითაა, რენდგენის სხივებით ამჟღავნებს ყველას.
ტაძარივითაა მთა - ვისაც ცოტათი მაინც სწამს ღმერთის და ცოტათი მაინც უყვარს ადამიანი, აქ განიწმინდება.
მივდივარ და ვფიქრობ, რომ სწორედ ღმერთმა მომიყვანა ამ უღელტეხილთან, არ შეიძლებოდა სხვაგან გადაეხვია ჩემს შარას, არ უნდა ქცეულიყო იგი კომფორტაბელურ გზად, მე არც თვითმფრინავით უნდა დამეტოვებინა მშობლიური ქალაქი და არც გემით, მხოლოდ უღელტეხილი იყო და არის ჩემი ბედისწერა, ჩემი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე, სასოწარკვეთა და იმედი.
გზის დასაწყისში საოცარი თანადგომა, ურთიერთსიყვარული იგრძნობა.
მე არასოდეს მივლია მსგავს გზებზე... და ამ საერთო უბედურების მიუხედავად, ვგრძნობ, რომ მთელს ჩემს არსებაში მანამდე უცხო ბედნიერება მეღვრება სიყვარულივით... უღელტეხილზე თვალნათლივ ვხედავდი, რომ ჩვენს შორის ბევრად მეტი სიყვარული ყოფილა, ვიდრე სიძულვილი, ამას ხედავდნენ სხვებიც, თითქმის ყველა. მშვიდობიანობის ჟამს მხოლოდ ერთგულები გრძნობენ სიყვარულის სიდიადეს, უმრავლესობას კი, ჩვენდა საუბედუროდ, თურმე რაღაც დიდი უბედურება სჭირდება თვალის ასახელად. მე ყოველივე ეს ღმერთის ნიშნად მივიღე მაშინ და დღეს სულით ხორცამდე მწამს, რომ ნამდვილად გადარჩება ჩვენი მამული დაღუპვას.
- მთაში შენს სხეულს ხშირად უნდა მიაყურადო, - მეუბნება სანდომიანი სახის ჭაღარა კაცი, - მთას ზედმეტი ლაპარაკიც არ უყვარს, ძალას წაგართმევს. არც ბევრი უნდა ჭამო. მაძღარი არც ცხენი ვარგა და არც კაცი.
და მეც ვაყურადებ ჩემს სხეულს და ნაწილ-ნაწილ ვამოწმებ, ასე ვთქვათ, რევიზიას ვუტარებ მას: გულს, შენ ჯვარი გწერია, ყოჩაღად მუშაობ ჯერ-ჯერობით, არაფერი გეშლება, „ტიგრის“ მოტორივითა ხარ. ღვიძლი და თირკმელები, თქვე სიმულიანტებო თქვენა, არ გამაგონოთ წუწუნი, თუმცა ბოლო დროს ხშირად გჭყიპავდით შაქრის არყითა და წყალწყალა ღვინით. ფილტვებო, თქვენც გვარიანად გაგბოლეთ ომის სიგარეტით - „ასტრათი“, მაპატიეთ, მაპატიეთ! აბა, შენ იცი, უსისტემო სისტემავ ნერვებისა, გამიწიე ძმობა, თუმცა გვარიანად კი დავაგლეჯინე შენი ლითონის ძაფები ომს, არ დაგინდე. იქნებ შენი ხათრით მაინც დამეტოვებინა სოხუმი და ზოგიერთივით მეც მეცხოვრა ჩრდილოეთის რომელიმე დიდ, მილიონი ნათურით გაჩირაღდნებულ ქალაქში, მეკეთებინა ფული, მეყიდა სმოკინგი და რესტორნებში მედარდა მერე ჟამის ცვალებადობაზე და სამშობლოს მთებზე: ჰაი, დედასა, ასეთ ტიალ დღეში რო ჩაგაგდებდი, იფიქრებდი განა? მაპატიეთ, მაპატიეთ, ახლა მაპატიეთ! შენ როგორა ხარ, ჩემო აქილევსის ქუსლო - მარცხენა მუხლო? მრავალგზის დაშავებულო და დაჩეჩქვილო, შენ ნაფეხბურთალ-ნამენისკარო, ივლისის დაბომბვისას ნაგრადალო, არ მიმტყუნო, იცოდე, ყოჩაღად იარე, ყოჩაღად! მთელი მსოფლიოს ტელერადიოკომპანიები შენ გითვალთვალებენ, თან სანაძლეოსაც დებენ - გაძლებ თუ არა, გაჯობებს თუ არა უღელტეხილი. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ვერ გაუძლებ! გეყურება შენ, რას გიბედავენ? არ მომჭრა თავი, იცოდე, ფოლადად იქეც, ფოლადად! განა ტყუილად გმკურნალობდა კეთილი როდიკო მეიშვილი ასკურავას წამლით, განა ტყუილად ცდილობდა ამდენს? ხომ გაქცია მგლის მუხლად? აბა, შენ იცი ახლა, წინ იარე, წინ - ნათელი მომავლისაკენ! იჩქარე, ნელა!
პირველივე შეგონებისთანავე ფრიადოსანი მოწაფესავით მიჯერებს მუხლი, ყუჩდება მისი ტკივილი და მშვიდი რიტმით მივუყვებით უღელტეხილს. აღმართებს ბევრად უფრო ადვილად ვძლევთ, დაღმართებში კი მიფრინავენ. უკუღმართები ვართ, მუხლო, მე და შენ, უკუღმართები, უცხოები რაღაცნაირად, უცნაურები.
რამდენიმე აღმართის შემდეგ ვისვენებ.
ხის გადანაჭერზე ჩამომჯდარი ვაკვირდები სახეთა უსასრულო გირლიანდებს. გზა ვიწროა და დევნილების ნაკადი ძალუმად მიედინება მაღლა.
დღის პირველი საათია.
დავიღალე.
უკვე არ წვიმს, ოდნავ ჟინჟლავს, მაგრამ 20-25 ნაბიჯის იქით არაფერი ჩანს - დანარჩენი სამყარო ნისლშია ჩაძირული.
ადამიანები ჩუმად მიაბიჯებენ. მხოლოდ წებოვანი ტალახით დამძიმებული ნაბიჯების ხმა და გაწამებულ ბავშვთა ტირილი ისმის.
ახალგაზრდამ ჯანიან ქალს ფეხსაცმელები გადაუყრია და შიშველ, დასიებულ ფეხებზე ცელოფანი შემოუხვევია. შუახნის გლეხკაცი ფეხშიშველა მოდის. ვეკითხები, არ გცივა-მეთქი, ის კი პასუხად კეთილად მიღიმის მხოლოდ. 6-7 წლის ატირებული გოგონა მამას მხრებით მოჰყავს. გოგონას ერთი ფეხი კაშნით აქვს შეხვეული, მეორე - თავსაფრით; ეტყობა, გზაში დაშავდა. ჩემს გვერდით ახალგაზრდა მამა ჯდება, ხელებში მსუბუქ საბანში გახვეული ჩვილი უჭირავს, უკან ტანჯულსახიანი ცოლი მოჰყვება.
მოდიან და მოდიან უსასრულოდ, მოდიან ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები, მოდიან პროფესორები და მინისტრები, უეშმაკო ხელობის ხალხი - გლეხები და მეთევზეები, მოდიან მძღოლები და ქურდები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პატიოსნები და უნამუსო ადამიანები, კეთილები და ბოროტები, ვხედავ ალალმართალ მეომრებს, ვხედავ მარადიორებს, ომის სისხლიანი ფულით დადაღულ კორუმპირებულ სამხედრო ჩინოსნებსაც, ვხედავ მზესუმზირის გამყიდველს და უკვე გაპროლეტარებულ ვიწროშუბლიან მილიონერს, მეძავებიც აქ არიან და მედროვენიც, სხვანაირად არც იქნებოდა, უფალო... წმინდა მამებიც მოაბიჯებენ, მამა ანტონსაც ვცნობ შორიდან, სიმპათიურ, ნუ მიწყენს და ცოტაზე მეტად თეატრალიზებული ცხოვრებით გატაცებულ მამა ანტონს... მოდიან სოხუმის უმშვენიერესი ქალბატონები, თვალაყვავებული, ამაყი ქალები, თუმცა კი გაფითრებიათ სახე, დაღლიათ მუხლები, მაგრამ მათზე ულამაზესი ქალები მთელს მსოფლიოში არ მეგულება ახლა. ო, რა დიდებულად გამოიყურებიან ისინი ამ უღელტეხილზე... მოდიან სოხუმელები და სოხუმის რაიონელები, გულრიფშელები, გაწამებულები და გატანჯულები. მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ იარაღის სიავე თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომელიც ავღანეთში მოქმედებდა და უფრო მეტიც - ავღენეთში არ იყო ზღვა და შესაბამისად სამხედრო კატარღები და გემები არ ბომბავდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველა სახე ნაცნობია. თითქოს ყველა მინახავს ადრე, ჟამგამოშვებით და პირიქით - ნაცნობთა სახეებიც უცხო მგონია. რამდენჯერმე გარდაცვლილთა სახეებიც დავინახე - აბჟაყვის დაბომბვისას შვილთან ერთად დაღუპული თანაკურსელი - გულო ჩალაძე, ზაფხულში ყაჩაღთა მიერ წამებით მოკული ბიძაჩემი... რამდენი არიან ეს სახეები, შემოდგომის ფოთლებივით - ათასები და ათი ათასები...
მოდიან... მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ მოსე, არც ვინმე მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც რწმენა შერჩენიათ... მოდიან... უფალიც არ ახსოვთ, უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. არც არავის ძალუძს ხუთი პურით მათი დანაყრება, არც კლდიდან გადმომჩქეფარე უწმინდესი წყლით დარწყულება, მოაბიჯებს ჯვარის სიმძიმით გათანგული ჯვარცმული ხალხი! მოდიან... ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს - ვინ, ვინ მოგვიძღვის, ვინ ეწამება ჩვენთან ერთად ამ გზაზე?.. მე არასოდეს მინახავს ამდენი ნაღვლიანი თვალები.
ვდგები და გზას ვაგრძელებ, ვგრძნობ, რომ სახეთა თვალთვალმა დამღალა, მაშინებს მირიად თვალთა მზერა. სიარულისას მხოლოდ ერთმანეთის ზურგს ვხედავთ და ეს ბევრად ადვილი ასატანია.
მთელი გზა ვგრძნობდი, რომ ვიღაც გვსჯიდა, მაგრამ იგივე გონების მიღმური არსება გვიცავდა კიდეც, თან თითქოს ბეჯითად გვაკვირდებოდა - კიდევ რამდენს გაუძლებენო.
რად გავრბივართ დიდ-პატარიანად ამ უღელტეხილით? ეს რა ამბები ხდება, უფალო?! რა ცოდვა გვაბრუნებს ასე? გვადგა კი ქართველებს ასეთი გასაჭირი ამ საუკუნეში, ან თუნდაც გარდასულში? მივდივარ, ვერ ვაზროვნებ, ვაჩუმებ კითხვებს, მე, თვითგადარჩენის ინსტიქტით დამუხტული სუპერ-ზურგჩანთიანი ფეხმტკივანი არსება.
უკვე პირველი ისტერიის მოწმე ვხდები, ისმის სასწარკვეთილი შეძახილი: ჯობდა აფხაზებს მოვეკალი, ვერ გავუძლებ ამდენს! - აქვითინებული, მთელი სხეულით მოძაგძაგე ქალი ჩამოდანზე ჩამომჯდარა. ცოცხალ-მკვდარი ქმარი ნელი ნაბიჯით უახლოვდება ცოლს, აყენებს, იღებს ჩემოდანს და ხევში მოისვრის, თან ყვირის: თავს იკლავ, უბედურო? რამდენჯერ გითხარი, გადაყარე ეს ჭინჭები-თქვა. ტალახში ჩამჯდარი ქალი ზლუქუნებს: ბავშვების ტანისამოსებია იქ, შენი პალტო... ხომ ვერ ვიყიდით აწი!..
უღელტეხილი თანდათანობით მცირდება. ჩემოდნები და ჩანთები ტყვიასავით მძიმდება - ათი კილო ას კილოდ ქცეულა უკვე. მაღლა და მაღლა უფრო ჭირს...
ხალხი გზისპირას და ხევში ყრის ტანსაცმელს, დანა-ჩანგლებს, ძვირფას თეფშებს, ოჯახურ ალბომებს, ანტიკვარებს... იშორებს ქონების უკანასკნელ ნაწილსაც.
გზაში უცნობი კაცი მიყვება, თუ როგორ დაასაფლავეს მაჭარაში, გზისპირას სოხუმში დაღუპული ექვსი ჯარისკაცი: სამედიცინო მანქანამ - „კობრამ“ სასწრაფოდ ჩამოასვენა ისინი, ერთი მათგანი შუაში ისე იყო გადაჭრილი, თითქოს უზარმაზარი ცულით გადაცელესო. მესამე დღეა აზრზე ვერ მოვდივარ, რა იარაღი იხმარეს ასეთი.
გრძელდება დიადი გზა, ვუახლოვდებით მწყემსთა და მონადირეთა ბანაკს.
ბანაკამდე ერთხელ კიდევ ვისვენებ. უკვე არც ჟინჟლავს, გარემო კი მაინც ძველებურად მოქუფრულია.
გვარიანზე მეტად ვარ დაღლილი.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ვამჩნევ ჩემს გვერდით მდგარ უზარმაზარ ხარს. ქალაქელი კაცი ვარ და ვერ დავიჩემებ - საუცხოო ჯიშის ხარი ვნახე-მეთქი, მაგრამ დამატყვევა ამ უმშვენიერესმა ცხოველმა. ულამაზეს თვალებიანი, მეფური იერის, საკუთარ ქანდაკებას დამსგავსებული ხარი გაოგნებული დაჰყურებს აღმართზე ამომავალ, ტალახში ამოგანგლულ კაცთა მოდგმას. რა თქმა უნდა, მთიელ მასპინძელს არასოდეს უნახავს ამდენი ადამიანი, არასოდეს გაუგონია ამდენი გმინვა და კვნესა და არც ასეთი ჟამიჟამ მძიმედ ჩამოვარდნილი სიჩუმე. მთელი ჩვენი უბედურება ხარის გაქვავებულ სხეულში, მის მუშტისოდენა თვალებში ირეკლება, ძლიერდება და სულს მიხუთავს. ვნანობ, რად მივატოვე ხატვა, თორემ უეჭველად დავხატავდი ქართულ „გერნიკას“. ვნანობ, რად არ ვარ კინორეჟისორი, თორემ გადავიღებდი ფილმს, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტს ამ ხარს მივუძღვნიდი.
მოულოდნელად ხარს თვალები უფართოვდება - მოსახვევიდან უცხო შრიალი მოისმის. 10-15 კაციან ჯგუფს ახალთახალი ცელოფნისაგან ლაბადისმაგვარი მოსასხამები მოუჯვართავს და თითქმის მწყობრად მოაბიჯებს. ვერცხლისფერგადაკრულ, ლაპლაპა უცხოპლანეტელთა კომბინიზონის მსგავს სამოსზე წვიმის წვეთები ბრწყინავს. არაამქვეყნიური იერის ჯგუფი უხმოდ მოაბიჯებს, მიზანსწრაფულად. მე და ხარი თვალს ვაყოლებთ ამ ფანტასტიკურ სურათს. გარშემო ვიხედები, მათ მფრინავ თეფშს თვალებით ვეძებ, მაგრამ ამაოდ. უცხოპლანეტელთა ეკიპაჟი შრიალით იკარგება მოსახვევში...
ნესტოებდაბერილი ხარი თვალს არ აშორებს ხალხს.
მეჩვენება, სანთლებივით ანათებენ ხარის რქები.
აბა, ჩემო წიქარავ, კარგად იყავი, ძმაო, მხსნელო ჩვენო და დამპურებელო. გვაპატიე ადამიანებს სისასტიკე, შეგვინდე ცოდვები. ხომ ხედავ, სანამდე მოგვიყვანა ყოველივე ამან. გგონია, ვერ ვგრძნობ, თუ როგორ გეკუმშება ფუთიანი გული სიბრალულისაგან. ვიცი, გეცოდებით ძლიერ. ვერ გექცეოდით, წიქარავ, კაცურად, გვაჭმევდი და გვასმევდი, წაიფორთხილებდი და... გაკვდინებდით ჩვენ - სიძულვილს ადევნებულები, აგრესიული, მოჩხუბარი არსებები. გიღირდა კი ჩვენი ერთგულება?.. ნეტავ ვინ გამოგგზავნა, დალოცვილო, ჩვენდა პატრონად, ძმაო ჩვენო და ღვთაებავ?!
თანაკლასელი - ჯემალ დარცმელია მეწევა. როგორც ყოველთვის, გვიხარია ერთმანეთის ნახვა.
- გავაგრძელოთ გზა? - ვეკითხები.
- გავიდეთ ბოლომდე! - მპასუხობს.
და ჩვენ არ ვჩერდებით ბანაკში.
იწყება სიკვდილ-სიცოცხლის გზა - უღელტეხილის ალპური ზონა.
გზადაგზა ედელვაისები გვხვდება; დაბლა ვარდისფერები იყვნენ, მწვერვალზე - ყვითლები არიან.
დამკრიფე, რაინდო, დამკრიფე, და შეყვარებულს აჩუქე ჩემი თავი - მწარედ მეხუმრებიან ედელვაისები, დამცინიან ოხრები. ხომ ხედავთ რეკორდზე მივდივარ, პირდაპირ გინესის წიგნისკენ მივაბიჯებ. ცოტა მაცალეთ, გადავრევ ცელქ ჟურნალისტებს და აი, მერე ნახეთ თქვენ ულამაზს ქალთა გაგიჟება, ათი მწვერვალის ყვავილები არ მეყოფა მაშინ. იცინეთ, იცინეთ, ვნახოთ, ვინც გაიცინებს ბოლოს.
საღამოვდება. უბერავს ცივი ქარი. იწყება თოვა.
ჯემალი და მე ვჩქარობთ.
ზღვისპირელებმა მთის ერთი კანონი უკვე ვიცით - არ შეიძლება მწვერვალზე შეჩერება, იქ მხოლოდ ბალახი და ედელვაისი ხარობს, წამლად ერთი ხეც არ დგას - ცეცხლს ვერ დაანთებ. მწვერვალზე გაჩერება სიკვდილია.
ქარი და თოვლი ძლიერდება. ვიწრო ბილიკზე გასულები ისე შეგვაქანა ქარმა, კინაღამ უფსკრულში ამოვყავით თავი.
ვფრთხილობთ.
ნამქერი გზას ფარავს. ხელები მეთოშება. ქურთუკის ფართო ჯიბეში ჩაკუჭული ქუდი, სადღაც დამკარგვია. კაპიშონს ვისწორებ, მაგრამ, გაქვავებულა კაპიშონი ყინულიან ქარში, ხრიალებს ხელის მოკიდებისას. გახევებულა წინდებიც, ფეხსაცმლის ზონარს სქლად მოსდებია ყინული და შუშა კიტრივით გაბერილი აქეთ-იქით ხტის სიარულისას. ხელჯოხსაც კილოგრამამდე ყინული აკიდებია. ძლივს ვათავისუფლებ ზონარს და ჯოხს ჩაკირული ყინულისაგან.
მალე პირველ დაღუპულ ადამიანს დავადექით თავზე - სამოცდაათიოდე წლის მაღალი კაცი გზისპირას პირაღმა წევს, ძველმოდური ქუდი ახურავს.
- ადექი, ბიძია, - ეუბნება ჯემალი, მხარზე ხელს კიდებს და უმალ გველნაკბენივით აშორებს.
მკვდარიაო, მანიშნებს თვალით.
- იქნებ მოკლეს? - გვეწევა პატარა ტანის, ოციოდე წლის გრძელფარაჯიანი ჯარისკაცი.
სისხლის კვალს ვერსად ვპოულობთ.
ზემოდან სვანი მეომრები ჩამოდიან ჩქარი ნაბიჯით, თითქმის მორბიან.
- უკან დაბრუნდით, ბანაკში დაბრუნდით, თორემ ყველანი გაიყინებით! - იძახიან ისინი.
- მოიცათ, ამ კაცს რა მოუვიდა? - ვეკითხებით.
- გაიყინა, გაიყინა!.. მოკვდა!..
ცივი ქარი ძვლებამდე ატანს. გრძელ, ბეწვიან კაშნეს თავზე ვიხვევ.
- რა ვქნათ, ჯემალ?
- უკან აწი ეშმაკი ვერ დამაბრუნებს, ძლივს მოვათრევ ფეხებს, ტყუილად გამოვიარეთ ამდენი მანძილი?
ჯემალი ზურგჩანთიდან ორ საბანს იღებს, ერთს მე მაძლევს, მეორეში თვითონ იფუთება. მეღიმება, საბანშემოხვეული, გრძელულვაშა ჯემალი წამისუმალ არგენტინელ მწყემსს ემსგავსება.
სასტიკად გვცივა. ვერ ვპატრონობთ გარდაცვლილს, გაჩერება კი არ შეიძლება. გავრძელებთ გზას. პატარა ჯარისკაცი გვერდით მოგვყვება. ქარი თანდათანობით ძლიერდება.
ორმოცდაათიოდე ნაბიჯის შემდეგ 60-65 წლის ცოლ-ქმარს ვეწევით. უცებ ჩასუქებული ქალი ჩანთებს დაბლა ყრის და შუა გზაზე, ზედ ჩემს ფეხებთან ეცემა, ხელებს ჰაერში ასავსავებს, შემდეგ ერთს ამოიკვნესებს და... კვდება. თვალებს არ ვუჯერებ. ნუთუ ეს ცხადია?
- დეიდა! - ვანჯღრევ, - დეიდა!..
ქმარი ერთხანს დგას, ჩემოდანს დაბლა უშვებს, თავს აკანტურებს, ქუდი უვარდება. ჯერ მუხლებზე ეცემა, შემდეგ მოწყვეტით - ცოლის გვერდით.
- რა ცხოვრება გვქონდა და სად ვკვდებით... - აი, მისი უკანასკნელი, ძლივსგასაგონად წარმოთქმული სიტყვები.
ხან ერთს მივვარდებით, ხან მეორეს. ადამიანის სხეულისა და სულის გაყრას ჯერ არ შევსწრებივარ. არ მეგონა, თუ ასე ადვილად კვდებოდა კაცი.
პატარა ჯარისკაცი

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Apr 29 2008, 04:09 PM

იცი რომ, ძალიან მენატრები?განსაკუთრებით საღამოს როცა სულ მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვხვდები რომ, არ შემიძლია შენი ჩახუტება, მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა შევცქერი ცას, მინდა რომ შენს ლამაზ თვალებს ვუყურო, მინდა ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემს კანზე, მენატრება შენი თბილი ხელები და ქვეცნობიერად ვიტანჯები როცა არ შემიძლია შეგეხო, როცა მინდა გითხრა ყველაფერი ის, რაც გულსი მაქვს. როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და, მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები, მაშინაც კი, როცა
მეგობრებთან ერთად ვერთობი მინდა შენ იყო იქვე, რომ ვიცინო შენთან ერთად, ჩაგხედო თვალებში, შენ გამიღიმო, მე კი
ცდუნებას ვერ გავუძლო მოგეხვიო, გაკოცო. არ ვიცი როდის ვიქნებით ერთად, მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, მოხვალ ოდესმე? ჩამიკრავ გულში? მომეფერები? შენი თბილი ტუჩები, შენი ნაზი, ბავშვური კოცნა იცი როგორ მაკლია? ღამე უკუნეთ სიბნელეში მე ვხუჭავ თვალებს რომ დაგინახო, დავინახო შენი თეთრი სახე, თოვლივით თეთრი თითები, რომლებიც ოდესღაც ეფერებოდნენ ჩემს ბედნიერ სახეს და მინდა წუთით მაინც ვიგრძნო ის ბედნიერება რასაც ოდესღაც განვიცდიდი შენს გვერდით, არ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი, ბედნიერება წუთიერია იგი მოდის და გვტოვებს, ვიქნები ოდესმე კიდევ ბედნიერი? მოხვალ ოდესმე?!

პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Apr 30 2008, 01:38 PM

ციტატა(sapo @ Apr 1 2008, 02:14 PM) *



იცით რაა,რა და თავიდან არ წამიკითხავს ,მარტო ჩვენი ჩანახატები რომ უნდა დაგვედო...
ესენი ჩემი არაა და არ გეგონოთ რომ მოგატყუეთ tongue.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 30 2008, 06:01 PM

ლულუ

ციტატა
იცით რაა,რა და თავიდან არ წამიკითხავს ,მარტო ჩვენი ჩანახატები რომ უნდა დაგვედო...
ესენი ჩემი არაა და არ გეგონოთ რომ მოგატყუეთ

არც მე დამიდია ჩემები sad.gif oops.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 6 2008, 07:51 PM

"ეს წამიერად გაელვებული ფიქრია ჩემი"...

წვიმს.
ფანჯარაზე აკაკუნებს წვიმის პატარა და სათუთი წვეთი, ჯიუტად ეფერება მინას და ოთახში შემოსვლას ლამობს. მე ოთახის ერთ კუთხეში ვზივარ თვალებდახუჭული, ჩემთან შემოდგომის სევდიანი საღამოა, სევდიანი და წვიმიანი. ხეტიალი მინდება, ხეტიალი ნამტირალევ და ფოთლებით დაფარულ ქუჩებში, რომელთაც ნისლის თავსაბურავი დაუხურავთ. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან და მახსენდება ზაფხულის სიცხეს შეფარებული მთები, ეკლესია, მე და შენ.
გახსოვს?!
ახლა წვიმს.
წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან. ოთახი ნელ-ნელა ივსება ღამეული სიჩუმით და მინებს იქიდან საოცრად ლამაზი სიცილით მიცინის წვიმა. (მე არ დამიწერია.. tongue.gif)

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=225&i=i108072558999226rs2.jpg

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 08:11 PM

* * *
ქარი გადმომძახის გიშრისფერი,
ეს ქარი ნამდვილად შეშლილია!
კუბოს იმდენი ამწევი მყავს
სიკვდილის სულ არ მეშინია.
ღარიბს შევხვდები და გავფითრდები!
ან ეს გაფითრება რისი ბრალია?!
კეთილის იმდენი მყოფელი მყავს
სიღატაკის სულ არ მეშინია!
მტკვარი ჩემსავით აიმღვრევა,
ცხელი მზე შორიდან მათბობს
შენ თუ დამაჩოქებ სიყვარულო!
სხვა მე ვერაფერი მომერევა!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 08:18 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=216&i=qarizg4.png

შოთაძე
არა ჩემი არაა.. არ მახსოვს ვისია.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 08:44 PM

შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=229&i=kissssssssssssssssssssox2.jpg

შოთაძე
რაღა უცებ,20 წლის ვარ.. biggrin.gif

მე დაჭრილი ვარ, უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 09:06 PM

შენი მონატრება მტანჯავს, შენი სიყვარულით ცად ვარ... შენთან მოსვლა მინდა მაგრამ... ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს, მე შენს ჩახუტებას ვნატრობ, შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ... იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ, მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს... ოხ ეს მელოდია მახრჩობს გულის ტკივილამდე გნატრობ...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 09:18 PM

დაბრუნება სიყვარულის მორევში ::: გელოდები ::: თოვს. მოცეკვავენ ფანტელები, ლამაზად მოფარფატებენ. ფაფუკი, ქათქათა ქურქი ჩაუცვამთ ხეებს. ფანჯრის რაფაზე მსუბუქად დაფენილ თოვლს პაწია ნაფეხურები ეტყობა _ მშიერი ბეღურების ნაკვალევი.
ბინდდება. ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს. შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის.
_ ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! _ ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში!
გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და `აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ.
მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში.
წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა:
_ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს?
_ არა, _ ჩუმად, მამის მკერდში ჩურჩულებდა ბიჭი.
_ ხომ არ გააწვალებ?
_ არა, _ უფრო გაუბედავად ჩურჩულებდა ბიჭი, რადგან გულში საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა.
ახლა, როცა მამა უკვე კარგა ხანია აღარ არის, ჩვევა ჩვევად შემორჩა. სეირნობიდან დაბრუნებული იმ ოთახში შებაკუნდება, სადაც კედელზე მამის მომღიმარი სურათია, დატუქსულივით დგას და ჩუმად ებაასება:
_ მამიკო, რა ვქნა, არ მინდოდა, მაგრამ ისევ ვიცელქე. ხომ არ გამიჯავრდები? მე დედიკო ძალიან, ძალიან მიყვარს, შენ ხომ იცი! მეტს არ ვაწყენინებ, კარგი ბიჭი ვიქნები, ხომ, მამი?
სურათიდან მამის თბილი ღიმილი ეფრქვევა პატარას, ამხნევებს და თითქოს თავს უკრავს თანხმობის ნიშნად...
ახლა, ფანჯრის მინაზე შუბლმიყრდნობილს, ის თბილი დღეები ახსენდება, სამსახურში მიმავალ მამას რომ გასძახოდა:
_ მიყვარხარ, მამიკო, მიყვარხარ!!!
ისიც ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა.
ახლა ვის დაუძახოს ფანჯრიდან! მისთვის ყველა უცხოა, ნაცნობი უცხო. მამასავით ვერავინ ჩაიხუტებს, ვერ მოეფერება, ყურებს ვერ მოუსრისავს და ულვაშებით ვერ შეუღიტინებს...
მოფარფატებენ ხატულა ფანტელები. უყურებს ბიჭი და თავისი საყვარელი მულტფილმი ახსენდება _ მეგობარი თოვლის ფიფქად, წვიმის წვეთად რომ გადაიქცა.
`ნეტავ, მამიკოც თოვლის ფიფქად გადაიქცეოდეს და ჩემთან ჩამოფარფატდებოდეს~, _ ნატრობს ბიჭი. მოეფერებოდა ბევრს, ბევრს, გულში ჩაიკრავდა და არსად გაუშვებდა...
თავისი ნააზრევი თვითონვე მოეწონა, სახე გაუცისკროვნდა, აციმციმებული თვალები ეზოს მოაშორა, მოცეკვავე ფიფქებს მიაპყრო და თავისთვის ჩუმად აბუტბუტდა:
- `მოდი, მამიკო, მალე მოდი, გელოდები! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!~
კარებში ახალგაზრდა ქალი იდგა, ბიჭის ბუტბუტს უსმენდა და ჩუმად ყლაპავდა ცრემლს ..

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=59&i=5994pw0.jpg

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 18 2008, 11:51 PM

ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!


ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად.....
გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა...
-- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
-- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ!
-- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს....
--ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!....
............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას......

...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს....

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 07:01 PM

გათენებულა...
რახანია...
მე კი ღამეში...
კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი
დღეს ჩემთან არმყოფს...
ოჰ...
ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში...
გადმოგიღვრიდი
მთელ სიცოცხლეს
სიკვდილის სამყოფს...

ეს დღეც კედლებში მოემწყვდევა...
ჭკუიდან შემშლის...
უკვე ათასჯერ გადაყვანილს სიგიჟის ზღვარზე...
და ახლა...
შენი თბილი სუნთქვა...
სულ ერთი პეშვი...
ან...
შენი თავი მოყრდნობილი
ჩემს დაღლილ მხარზე...

დააბრუნებდა კვლავ ძარღვებში ყველა წვეთს სისხლის...
ასე წვეთ-წვეთად გამოწოვილს...
ძვლებიდან ნადენს...
მაგრამ...
შენ არ ხარ...
და...
ოთახშიც სხვა ხმები ისმის...
ქსოვს ისევ დროის აბლაბუდა წამების ბადეს...
ნიკა ჩერქეზიშვილი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 1 2008, 07:35 PM

თუ თქვენია, მიაწერეთ; თუ სხვისი, ეგეც მიაწერეთ.
მაგრამ თემა საკუთარი ჩანახატებიასაა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 1 2008, 08:27 PM

ციტატა(kato_Bato @ Jul 1 2008, 08:35 PM) *

თუ თქვენია, მიაწერეთ; თუ სხვისი, ეგეც მიაწერეთ.
მაგრამ თემა საკუთარი ჩანახატებიასაა smile.gif

მე უკვე ხმას არ ვიღებ რა. რამეს ვიტყვი და იბუსხებიან, სულ არ შემოვალთო. არადა რამდენჯერ მაქვს თუნდაც ეგ ნათქვამი...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 6 2009, 01:20 AM

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა მაშინ დაიწყო, როცა 79-ე აპრილი მოვიდა. მეგონა, ტყემალი ჰყვაოდა, თურმე ატამი ყოფილა, დიდხანს ვიცქირებოდი ცათამბჯენის ფანჯრიდან ლურჯ სივრცეში. თითქოს არაფერზე ვფიქრობდი, თითქოს წარსულს ვიხსენებდი, ლამაზსა და ტკივილიანს, სევდიანსა და მხიარულს, სიცოცხლით აღსავსეს და მაინც წარსულს. თუმცა არ ვდარდობდი, არც ვწუხდი, ხანდახან თუ გავაპარებდი თვალს ჩუმად ოთახის მარჯვენა კუთხისკენ. იქ საწოლი იდგა, რკინის, უბრალო სახელურებით, მამაპაპურად ჭრიალა, სადა თეთრეულით - ასე მთხოვა... თვალები დახუჭული ჰქონდა, ღიმილი მეპარებოდა, როცა მის დამჭკნარ, მაგრამ ძარღვიან, ჯერ კიდევ სიძლიერეშემორჩენილ ხელებს ვუყურებდი, მერე ჩემს პატარა, თხელ თითებს დავხედავდი და ისევ მეღიმებოდა. ზაფხულის ის ღამეები მახსენდებოდა, სადღაც 50 წლის წინ, როცა სიცილით ვატოლებდით ამ ხელებს და... შეიშმუშნა, თვალი ფანჯარას მოვწყვიტე, ფეხაკრეფით მივუახლოვდი საწოლს, დავხედე და მშვიდად ეძინა. ისევ ფანჯრისკენ გამექცა თვალი. სოფელში ალბათ ტყემალიც ჰყვავის, ალბათ მიწას ოხშივარი ასდის დილაობით, როცა მზის სხივი დაეწაფება. ოჰ, როგორ მინდა ახლა სოფელში. იქ ყველა კარგად იქნება, ჩემი გაზაფხულიც არასდროს დასრულდება, დილაობით თხილის ხეივანს გადავხედავთ, ვიღაც ხმაურით გარეკავს საქონელს საძოვრებისკენ, ქათმებიც აკაკანდებიან ეზოს ბოლოს... ისევ სივრცეს ვუყურებ, ისევ ცათამბჯენების წრეა, მხოლოდ ცაა ლურჯი, ისეთი ლურჯი, სადღაც 50 წლის წინათ რომ იყო მაშინ, აი, მაშინ - მთის პირა სოფელში რომ დავიკარგეთ... ''იცი, როგორ მინდა ახლა სოფელში'', _ ისე ხმამაღლა და მშვიდად თქვა, შემაჟრჟოლა, სწრაფად მოვწყდი დატყვევებულ სივრცეს და საწოლისკენ დავაპირე წასვლა, მაგრამ აღარც დამჭირდა,ის ისევ გვერდით იდგა, დანაოჭებული, მაგრამ ჯერ კიდევ ძლიერი მკლავები ღონივრად მომიჭირა აცახცახებულ და გალეულ მხრებზე, მერე ისევ უწინდებურად მივეკარი მის სხეულს, როგორც ადრე, დიდ დამცველს რომ შეაფარებს ქვეშევრდომი თავს და ორივე დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, როგორ დავბრუნდებოდით სოფელში, იქ, სადაც 50-წლის წინ ჰყვაოდა გაზაფხულზე ტყემალი...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 6 2009, 01:59 AM

ციტატა(Маиа @ Dec 29 2007, 03:14 PM) *

არ ვიცი ჩანახატი ქვია ამას თუ რა, მაგრამ მაინც აქ დავდებ. რუსულად უკეთ გამომივიდოდა მაგრამ მაინც ქართულად ვეცადე დამეწერა. თუ ვინმე გრამატიკულ შეცდომებს ნახავს მადლობელი ვიქნები თუ მიმახვედრებს და შემისწორებს...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
************ გამოძახება ბავშვთა რეანიმაცაიშ*************
ის დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში... გიორგობას ულოცავდა ხალხი ერთმანეთს. სავაადმყოფოში მორიგე ვიყავი. საერთოდ იქ ძილი ვერ მერევა და თეთრად ვათენებ ხოლმე ღამეს. იმ დღეს კი ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე... ზამთრის ღამე იყო. სუსხი და ძლიერი ქარი ქროდა. იდუმალ სიბნელეში უსუსურ ნათებას მოვკარი თვალი; ვიღაცის ლანდმა გაიელვა... უცხო ქალი ამ შუა ზამთარში ფეხშიშველი იდგა და სანთელი ეჭირა ხელში... თითქოს და რაღაც ძლიერმა ძალამ, გაჭირვებას რომ მოყვება ისეთმა, არ მიცა ნება თბილ ოთახში დარჩენილიყო. გამიკვირდა, როგორ არ ქრებოდა ამ ქარში სანთელი. ოდნავ რომ მიუახლოვდი დავინახე თუ როგორ უვლიდა სანთელს უცხო ქალი, როგორ ეშინოდა არ ჩამქრალიყო და ხელს აფარებდა იქით საიდანაც ქარი ქროდა... თან თითქოს და ქარის ჩანაფიქრს ხვდებაო, უსწრებდა მას და ხელს უპირისპირებდა მიმართულება შეცვლილ ქარს. თითქოს ამ სანთელზე იყო დამოკიდებული მთელი მისი სიცოცხლე, ცხოვრების აზრი და ცათა სასუფეველიც კი. არც სანთელს უნდოდა ჩამქრალიყო, მთელი თავისი სუსტი ბუნებით ებრძოდა ქარს... თითქოს ჩავქრიო, ატყუებდა და როცა დაწყნარდებოდა ქარი ისევ ანათდებოდა და თეთრი შუქით გაანათებდა გაყინულ და ბნელ ღამეს. ქალი კი ცხარე ცრემლებით ტიროდა ხატების წინაშე...რაღაცას ჩურჩულებდა, ევედრებოდა, შებრალებას თხოვდა... მზად იყო თავისი სიცოცხლე შეეწირა ოღონდ სანთელი არ ჩამქრალიყო. ქარმა იმატა და დაუნდობლად დაიწყო ქროლა... უეცრად გამომეღვიძა. ტელეფონი რეკავდა. ახალგაღვიძებული, უაზროდ, ჯერ კიდევ ნახევრად სიზმრაში დარჩენილი ვეტაკე ყურმილს და ეთადერთი რაც დამამახსოვრდა იყო: "15 корпус, 10 этаж... нужна ваша помощь". მე კი არ მივდიოდი, ფეხებმა თვითონ წამიღეს... განყოფილებაში შევედი თუ არა ქალი შემომეგება და ეგრევე მიმიყვანა ოთახთან... შევედი და გავშეშდი. სათავესთან უამრავი ხატი ედო და სამი თვის ანგელოზი სიკვდილს ებრძოდა

სიტყვებს ვერ ვპულობ, ძალიან მომეწონა rolleyes.gif

თამარი_ცქნაფო

ბაჭიაზე რა საყვარელი იყოოო wub.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 6 2009, 02:49 AM

პატარა ბიჭუნამ, რომელიც ერთ პატარა, ლამაზ სოფელში იზრდებოდა, გადაწყვიტა, რომ ყველაზე მაღალი მთის, ყველაზე დაღალ მწვერვალზე ამძვრალიყო და იქიდან ხმამაღლა დაეყვირა თავისი სახელი...

ერთ საღამოს ადგა, პატარა გუდა აიკრა და გსად გაუდგა. გზად მეგობარს გადააწყდა, მან კი ჰკითხა...

-საით გაგიწევნია ასე გუდა-ნაბადითო?
-მამამ გამაგზავნა გვერდითა სოფელში, ყველი უნდა გადაბიტანოვო - მორიდებული ხმით მიუგო ბიჭუნამ.
-კარგი და ხვალ გაკვეთილებზე არ დააგვიანო, უნდა გახალისოვო - თვალი ჩაუკრა თანაკლასელმა...

ბიჭუნამ გზა განაგრძო, ძალიან ბევრი იარა და უკვე მუხლები დაეღალა, თან ჩამობნელდა და თითქოს ნისლიც ჩამოდგა, მაგრამ ნისლი კიარა, თურმე მოშივდა. მოიხსნა გუდა, იქვე დიდი რიყის ქვა იპოვნა, პური გატეხა, ყველი და კიტრი მიაყოლა და იფიქრა : ბარემ ცოტას დავისვენებო. ცოტა ხანში გონზე მოვიდა, თვალები ფართოდ გაახილა და მიხვდა რომ აღარ იცოდა საით უნდა წასულიყო...

დაფრთხა ბიჭუნა და უკან გაბრუნდა. უკან კი მაგრამ გზა აღარ ეცნობოდა, თუმცა შიში თავიდან ამოიგდო, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ,რომ დღეს თუ არა სხვა დროს გაუმართლებს და მაინც ავა მწვერვალზე, თავისი სახელის დასაძახებლად. შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი...

-ნუთუ არავის ვახსენდები?! ნუთუ არავინ მკითხულობს?! ალბათ სახლში რომ მივალ არ ამცდება მამის ლანძღვა და წკეპლა დედისგან! მაგრამ იქნებ პირიქით?! მე ხომ ამდენი ხნით არსად არ გავსულვარ დაუკითხავად?! იქნებ ძალიან ნერვიულობენ და ჩემს დანახვაზე მეტად არაფერი გაუხარდეთ?! ხო ალბათ ასეც იქნება და გადავირჩები, ლანძღვასაც და წკეპლასაც...

ფიქრის დროს ბიჭუნასთვის რომ შეგეხედათ გაიცდებოდით. ის ხომ ასეთი პატარაა, დიდ მინდორზე დახეტიალობს და არცკი ესმის თუ როგორ ახლოს ყმუიან ტურები, მინდორს კი საძრვარი არ აქვს. წინ მთები, უკან მთები... ნეტავ საითაა გზა?!

სწორედ იმ დროს გაახსენდა გზა, როდესაჩ თავის თანაკლასელი გაახსენდა...

-ნეტავ რითი უნდა მახალისოს? ნუთუ ისევ ქეთის უნდა ჩაუსვას ჩანთაში ხვლიკი, ან ლამზირა მასწავლებელს სკამი გაუცარციანოს?! მაგრამ საით მივდივარ? ალბათ ვეღარ გავაგნებ...

ეხლა კი მიხვდა ბიჭუნა სინამდვილეში როგორ ცუდ ამბავში მოხვდა, ეხლაღა გაიგო ტურის ყმუილი, ეხლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. გაიხედ გამოიხედა და ძალიან შორს, ერთი ხმელი ხე შენიშნა. გაიქცა, მაგრამ ხელს უშლის რაღაც. გუდა.. დააგდო გუდა და უფრო სწრაფად გაიქცა, უკანმოუხედავად მირბოდა ხისკენ, ხე კი თითქოს არ ახლოვდებოდა, თითქოს ერთ ადგილას მირბოდა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სიჩქარეს უმატა და როგორც იქნა მიირბინა...

-როგორ ავფოფხდე? აღარ მაქვს ამის ძალა! ნეტავ რა მომარბენინებდა ასე ჩქარა, ნელა წამოვსულიყავი!

სცადა აძრომა ხელ-ფეხი შემოხვია ხეს მაგრამ ჩამოსრიალდა, დაეცა და გადაწყვიტა დაესვენა, მიეყუდა ხეს და ფიქრი განაგრძო...

-ნეტავ ნათია თუ ფიქრობს ეხლა ჩემზე? - ნათია მისი თანამერხელი იყო და თავისი უმანკო ფიქრბით ბიჭუნდა შეყვარებული იყო ნათიაზე. - ნეტავ თუ იფიქრებს რომ ასეთი გადარეული ვარ და ასეთი სულელი, მარტოდ-მარტო, ტყესა და მინდვრებში დავიარები და შეიძლება რაიმე ცხოველის ლუკმაც გავხდე.

ამაზე ყურადღება დაძაბა და ტურის ყმუილს დაელოდა. ყმუილი კი აღარ ისმის. მამას მონათხრობი ჰქონდა რომ ტურა ეშმაკი ცხოველია და მიპარვა იცის.. - ნუთუ ახლოსაა სადმე, დამინახა და უკან გამომყვა? და ალბათ ელოდება როდის ჩამეძინება..

იქვე ბალახში რაღაც შრაშუნი შეამჩნია და თავისდაგასაკვირად, ძალიან სწრაფად აძვრა ხეზე. აქ უკვე მშვიდად იგრძნო თავი, კარგად მოკალათდა და მიიძინა...

ბიჭუნა მწვავე ტკივილმა გააღვიძა. თვალი რომ გაახილა მიხვდა რომ ხეზე აღარ იყო. ცხენის ურემზე იწვა, რომელსაც თმაწვერულვაშგათეთრებული კაცი მართავდა, წამოწევა სცადა მაგრამ ხელი ეტკინა. ღამით ხიდან ჩამოვარდნილა და დაცემა ვერც კი უგრძვნია, გონება დაუკარგავს, ხელი კი მოუტეხავს...

- გამარჯობა ბაბუ - საცოდავად მიუგო ბიჭუნდამ.
- ოჰ გაიღვიძე? - გაუღიმა ბაბუმ და უთხრა. - ხელი ძალიან ხოარ გტკივა შვილო?
- კი ბაბუ ძალიან მტკივა და ვერც წამოვდექი.
- იწექი შვილო და ცოტა მოითმინე, მე თორნიკეს ბაბუა ვარ. - რაღაცნაირად უდადელად თქვა ბერიკაცმა და მზერა ისევ წინ მიმართა.
- თორნიკე? ჩემი კლასელი?
- კი შვილო შენი კლასელი. - უკანმოუხედავად მიუგო ბაბუმ.

დაეჭვდა ბიჭუნდა, მაგრამ დაწყნარდა ნაწილობრივ და თან ვერც ვერას გააწყობდა. დახუჭა თვალები და ისევ ჩაეძინა.

ეხლა უკვე სახლში გამოეღვიძა. მშობლების წაშლილ სახეებს შეხედა და მიხვდა რომ ძალიან დააშავა.

- სად ნახეთ პავლე ბიძია? - ჰკითხა მამამ ჭაღარა ბაბუს.
- ჩემთან ეზოში, ეტყობა თორნიკესთან მოვიდა სანახავად, მსხლზე ამძვრალა და ჩამოვარდნილა. მძიმედ დაეცა ალბათ და გონება დაკარგა. ხელს იტკიებს და შეიძლება მოტეხილიც ჰქონდეს. ექიმთან მინდოდა წაყვანა, მაგრამ ჯერ სახლში მოვიყვანე რომ არ გენერვულათ. - ბაბუმ წყნარად უპასუხა და ბიჭუნას გაუღიმა..

ეს ღიმილი ბიჭუნას ძალიან დიდხანს არ დაავიწყდა.მხოლოდ ამ ღიმილის დამსახურებით არ ჩაიქნია ხელი თავის ოცნებაზე. ფიქრობდა რომ ოდესმე მაინც შეძლებდა მწვერვალზე ასვლას, თუმცა ასე დაუფიქრებლად აღარ მოიქცეოდა.

წლები გადიოდა, ბიჭუნდა იზრდებოდა. პავლე ბაბუა გარდაიცვალა, ნათია გათხოვდა, თორნიკე ქალაქში გაემGზავრა სასწავლებლად, ბიჭუნა კი ვარჯიშობდა... ყოველ დილით ადგებოდა, დარბოდა, აჟიმვებს აკეთებდა და როდესაც მიხვდა რომ უკვე ფორმაში იყო, დრო დადგა ჩანაფიქრის განხორციელებისა, წავიდა...

მას უკვე ფეხით სავლელი ბევრი აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ საკუთარი ავტომობილი ყავდა, უკვე საზრუნავი აღარ ჰქონდა რომ სახლში ვინმე იდარდებდა დაგვიანებაზე, იმიტომ რომ უკვე დიდი იყო, უკვე აღარ ეშინოდა ტურის, იმიტომ რომ თოფი ჰქონდა, ერთადერთი საზრუნდავი ის ქონდა რომ ეხლა გაცილებით მაღალი მოეჩვენა მწვერვალი ვიდრე ბავშვობაში.

მიადგა მთის ძირს, მანქანა დატოვა, რაჩ სჭირდებოდა აიკიდა და აღმართებს შეუყვა. გზა ძალიან ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა. არ ეგონდა თუ ასეთი სიცივე იქნებოდა, მაგრამ ხელთათმანები მაინც თან ჰქონდა...

შებინდდა და გადაწყვიტა კარავი გაეშალა. გაშალა, შეძვრა შიგნით, პატარა გამათბობელიც დაიდგა და წყალიც დადგა ჩაისათვის... გაახსენდა როგორ გატეხა პური რიყის ქვაზე, როგორ დაიკარგა და ბაგეებზე ღიმილი მოადგა, თვალზე ცრემლი... მონატრებია ბავშვობა.. ჩაი დალია და დაიძინა...

დილით ადგა და გზა განაგრძო. ეხლა უკვე იცოდა საით მიდიოდა და ვეღარც ვერაფერი ვერ შეაყოვნებდა, უკვე მყარად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და აი, მწვერვალიც უკვე ძალიან ახლოა. ჩანთა მოიხნა, დააგდო და პატარა კლდეს შეუყვა...

ავიდა, გადმოიხედა და თავი არწივად იგრძნო, ხვდებოდა რომ ამ წუთას მასზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად, დევივით გადმოჰყურებდა არემარეს და მთელი ქვეყანა ხელის გულზე ედო.. ხელიბი მაღლა ასწია, ღმერთ მადლობა უთხრა და ხმამაღლა დაიყვირა ტარზაააააააააააააააან.....

biggrin.gif tongue.gif წავედი ეხლა დავიძინე smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 7 2009, 06:35 PM

iisperiTOVLI
რას მატირებ გოგო ამ შობა დღეს? biggrin.gif

Tarzana
ბოლოს მომეწონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Jan 7 2009, 08:26 PM

ჩემს ჩანახატსაც შემოგთავაზებთ smile.gif
"ს ი ნ ა თ ლ ე"

" გათენდა! გაეღვიძა ირგვლივ არემარეს.
დღე... "დღის სინათლეს" არ შეედრება ამ ქვეყნად არაფერი. რა ბედნიერია ადამიანი, რომელიც ხედავს და აფასებს ამ ქვეყანას, ამ ყველაფერს... "სინათლე" - ხომ ყველაფერია, ყველაფრის არსი ხომ "სინათლეა".
გათენდა! ჩვენთვის ეს ყოველდღიური და ერთფეროვანია. მაგრამ, აბა წარმოვიდგინოთ ერთი დღე, ერთადერთი დღე რომ არ გავდეს ყოველს და არ გათენდეს. არ გათენდეს! ღმერთო ჩემო, ამის გაფიქრება რა შემზარავია. სწორედ ამ ერთი "ბნელი დღის" შემდეგ, "დღის სინათლე" ყველა ჩვენთაგანისთვის გახდება უძვირფასესი, შეუდარებელი. მაგრამ გავა დრო, და ყველაფერი წარსულს მიეცემა.
ასეთია ადამიანი. "

ციტატა(Tarzana @ Jan 6 2009, 03:50 AM) *

პატარა ბიჭუნამ, რომელიც ერთ პატარა, ლამაზ სოფელში იზრდებოდა, გადაწყვიტა, რომ ყველაზე მაღალი მთის, ყველაზე დაღალ მწვერვალზე ამძვრალიყო და იქიდან ხმამაღლა დაეყვირა თავისი სახელი...

ერთ საღამოს ადგა, პატარა გუდა აიკრა და გსად გაუდგა. გზად მეგობარს გადააწყდა, მან კი ჰკითხა...

-საით გაგიწევნია ასე გუდა-ნაბადითო?
-მამამ გამაგზავნა გვერდითა სოფელში, ყველი უნდა გადაბიტანოვო - მორიდებული ხმით მიუგო ბიჭუნამ.
-კარგი და ხვალ გაკვეთილებზე არ დააგვიანო, უნდა გახალისოვო - თვალი ჩაუკრა თანაკლასელმა...

ბიჭუნამ გზა განაგრძო, ძალიან ბევრი იარა და უკვე მუხლები დაეღალა, თან ჩამობნელდა და თითქოს ნისლიც ჩამოდგა, მაგრამ ნისლი კიარა, თურმე მოშივდა. მოიხსნა გუდა, იქვე დიდი რიყის ქვა იპოვნა, პური გატეხა, ყველი და კიტრი მიაყოლა და იფიქრა : ბარემ ცოტას დავისვენებო. ცოტა ხანში გონზე მოვიდა, თვალები ფართოდ გაახილა და მიხვდა რომ აღარ იცოდა საით უნდა წასულიყო...

დაფრთხა ბიჭუნა და უკან გაბრუნდა. უკან კი მაგრამ გზა აღარ ეცნობოდა, თუმცა შიში თავიდან ამოიგდო, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ,რომ დღეს თუ არა სხვა დროს გაუმართლებს და მაინც ავა მწვერვალზე, თავისი სახელის დასაძახებლად. შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი...

-ნუთუ არავის ვახსენდები?! ნუთუ არავინ მკითხულობს?! ალბათ სახლში რომ მივალ არ ამცდება მამის ლანძღვა და წკეპლა დედისგან! მაგრამ იქნებ პირიქით?! მე ხომ ამდენი ხნით არსად არ გავსულვარ დაუკითხავად?! იქნებ ძალიან ნერვიულობენ და ჩემს დანახვაზე მეტად არაფერი გაუხარდეთ?! ხო ალბათ ასეც იქნება და გადავირჩები, ლანძღვასაც და წკეპლასაც...

ფიქრის დროს ბიჭუნასთვის რომ შეგეხედათ გაიცდებოდით. ის ხომ ასეთი პატარაა, დიდ მინდორზე დახეტიალობს და არცკი ესმის თუ როგორ ახლოს ყმუიან ტურები, მინდორს კი საძრვარი არ აქვს. წინ მთები, უკან მთები... ნეტავ საითაა გზა?!

სწორედ იმ დროს გაახსენდა გზა, როდესაჩ თავის თანაკლასელი გაახსენდა...

-ნეტავ რითი უნდა მახალისოს? ნუთუ ისევ ქეთის უნდა ჩაუსვას ჩანთაში ხვლიკი, ან ლამზირა მასწავლებელს სკამი გაუცარციანოს?! მაგრამ საით მივდივარ? ალბათ ვეღარ გავაგნებ...

ეხლა კი მიხვდა ბიჭუნა სინამდვილეში როგორ ცუდ ამბავში მოხვდა, ეხლაღა გაიგო ტურის ყმუილი, ეხლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. გაიხედ გამოიხედა და ძალიან შორს, ერთი ხმელი ხე შენიშნა. გაიქცა, მაგრამ ხელს უშლის რაღაც. გუდა.. დააგდო გუდა და უფრო სწრაფად გაიქცა, უკანმოუხედავად მირბოდა ხისკენ, ხე კი თითქოს არ ახლოვდებოდა, თითქოს ერთ ადგილას მირბოდა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სიჩქარეს უმატა და როგორც იქნა მიირბინა...

-როგორ ავფოფხდე? აღარ მაქვს ამის ძალა! ნეტავ რა მომარბენინებდა ასე ჩქარა, ნელა წამოვსულიყავი!

სცადა აძრომა ხელ-ფეხი შემოხვია ხეს მაგრამ ჩამოსრიალდა, დაეცა და გადაწყვიტა დაესვენა, მიეყუდა ხეს და ფიქრი განაგრძო...

-ნეტავ ნათია თუ ფიქრობს ეხლა ჩემზე? - ნათია მისი თანამერხელი იყო და თავისი უმანკო ფიქრბით ბიჭუნდა შეყვარებული იყო ნათიაზე. - ნეტავ თუ იფიქრებს რომ ასეთი გადარეული ვარ და ასეთი სულელი, მარტოდ-მარტო, ტყესა და მინდვრებში დავიარები და შეიძლება რაიმე ცხოველის ლუკმაც გავხდე.

ამაზე ყურადღება დაძაბა და ტურის ყმუილს დაელოდა. ყმუილი კი აღარ ისმის. მამას მონათხრობი ჰქონდა რომ ტურა ეშმაკი ცხოველია და მიპარვა იცის.. - ნუთუ ახლოსაა სადმე, დამინახა და უკან გამომყვა? და ალბათ ელოდება როდის ჩამეძინება..

იქვე ბალახში რაღაც შრაშუნი შეამჩნია და თავისდაგასაკვირად, ძალიან სწრაფად აძვრა ხეზე. აქ უკვე მშვიდად იგრძნო თავი, კარგად მოკალათდა და მიიძინა...

ბიჭუნა მწვავე ტკივილმა გააღვიძა. თვალი რომ გაახილა მიხვდა რომ ხეზე აღარ იყო. ცხენის ურემზე იწვა, რომელსაც თმაწვერულვაშგათეთრებული კაცი მართავდა, წამოწევა სცადა მაგრამ ხელი ეტკინა. ღამით ხიდან ჩამოვარდნილა და დაცემა ვერც კი უგრძვნია, გონება დაუკარგავს, ხელი კი მოუტეხავს...

- გამარჯობა ბაბუ - საცოდავად მიუგო ბიჭუნდამ.
- ოჰ გაიღვიძე? - გაუღიმა ბაბუმ და უთხრა. - ხელი ძალიან ხოარ გტკივა შვილო?
- კი ბაბუ ძალიან მტკივა და ვერც წამოვდექი.
- იწექი შვილო და ცოტა მოითმინე, მე თორნიკეს ბაბუა ვარ. - რაღაცნაირად უდადელად თქვა ბერიკაცმა და მზერა ისევ წინ მიმართა.
- თორნიკე? ჩემი კლასელი?
- კი შვილო შენი კლასელი. - უკანმოუხედავად მიუგო ბაბუმ.

დაეჭვდა ბიჭუნდა, მაგრამ დაწყნარდა ნაწილობრივ და თან ვერც ვერას გააწყობდა. დახუჭა თვალები და ისევ ჩაეძინა.

ეხლა უკვე სახლში გამოეღვიძა. მშობლების წაშლილ სახეებს შეხედა და მიხვდა რომ ძალიან დააშავა.

- სად ნახეთ პავლე ბიძია? - ჰკითხა მამამ ჭაღარა ბაბუს.
- ჩემთან ეზოში, ეტყობა თორნიკესთან მოვიდა სანახავად, მსხლზე ამძვრალა და ჩამოვარდნილა. მძიმედ დაეცა ალბათ და გონება დაკარგა. ხელს იტკიებს და შეიძლება მოტეხილიც ჰქონდეს. ექიმთან მინდოდა წაყვანა, მაგრამ ჯერ სახლში მოვიყვანე რომ არ გენერვულათ. - ბაბუმ წყნარად უპასუხა და ბიჭუნას გაუღიმა..

ეს ღიმილი ბიჭუნას ძალიან დიდხანს არ დაავიწყდა.მხოლოდ ამ ღიმილის დამსახურებით არ ჩაიქნია ხელი თავის ოცნებაზე. ფიქრობდა რომ ოდესმე მაინც შეძლებდა მწვერვალზე ასვლას, თუმცა ასე დაუფიქრებლად აღარ მოიქცეოდა.

წლები გადიოდა, ბიჭუნდა იზრდებოდა. პავლე ბაბუა გარდაიცვალა, ნათია გათხოვდა, თორნიკე ქალაქში გაემGზავრა სასწავლებლად, ბიჭუნა კი ვარჯიშობდა... ყოველ დილით ადგებოდა, დარბოდა, აჟიმვებს აკეთებდა და როდესაც მიხვდა რომ უკვე ფორმაში იყო, დრო დადგა ჩანაფიქრის განხორციელებისა, წავიდა...

მას უკვე ფეხით სავლელი ბევრი აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ საკუთარი ავტომობილი ყავდა, უკვე საზრუნავი აღარ ჰქონდა რომ სახლში ვინმე იდარდებდა დაგვიანებაზე, იმიტომ რომ უკვე დიდი იყო, უკვე აღარ ეშინოდა ტურის, იმიტომ რომ თოფი ჰქონდა, ერთადერთი საზრუნდავი ის ქონდა რომ ეხლა გაცილებით მაღალი მოეჩვენა მწვერვალი ვიდრე ბავშვობაში.

მიადგა მთის ძირს, მანქანა დატოვა, რაჩ სჭირდებოდა აიკიდა და აღმართებს შეუყვა. გზა ძალიან ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა. არ ეგონდა თუ ასეთი სიცივე იქნებოდა, მაგრამ ხელთათმანები მაინც თან ჰქონდა...

შებინდდა და გადაწყვიტა კარავი გაეშალა. გაშალა, შეძვრა შიგნით, პატარა გამათბობელიც დაიდგა და წყალიც დადგა ჩაისათვის... გაახსენდა როგორ გატეხა პური რიყის ქვაზე, როგორ დაიკარგა და ბაგეებზე ღიმილი მოადგა, თვალზე ცრემლი... მონატრებია ბავშვობა.. ჩაი დალია და დაიძინა...

დილით ადგა და გზა განაგრძო. ეხლა უკვე იცოდა საით მიდიოდა და ვეღარც ვერაფერი ვერ შეაყოვნებდა, უკვე მყარად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და აი, მწვერვალიც უკვე ძალიან ახლოა. ჩანთა მოიხნა, დააგდო და პატარა კლდეს შეუყვა...

ავიდა, გადმოიხედა და თავი არწივად იგრძნო, ხვდებოდა რომ ამ წუთას მასზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად, დევივით გადმოჰყურებდა არემარეს და მთელი ქვეყანა ხელის გულზე ედო.. ხელიბი მაღლა ასწია, ღმერთ მადლობა უთხრა და ხმამაღლა დაიყვირა ტარზაააააააააააააააან.....

biggrin.gif tongue.gif წავედი ეხლა დავიძინე smile.gif

აუ მეორედ რატომ მეგზავნება ხოლმე? sad.gif ვერ წავშლი ხო მეე? sad.gif



კაია, მარა ეს ჩანახატი ზღაპარს უფრო გავს mail1.gif connie_08.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 8 2009, 12:16 PM

დღიურების წერა ვის გიყვართ? a075.gif
მე მაგალითად ბევრჯერ ვცადე ყოველდღე მეწერა, მაგრამ რაღაც არ გამომდის.
ხანდახან ისეთი სურვილი ამიტანს რამე დავწერო, რომ მაშინვე ვიწყებ წერას.
დავწერ და შევინახავ. მერე რამდენიმე თვის შემდეგ რომ ვნახავ, მომწონს.
ეს რაღაცნაირად ჰგავს იმას: შემოდგომაზე, როცა სიუხვეა საზამთრო ხილი უგემურია, ზამთარში კი ისე დატკბება, გიკვირს კი მარა ეს ის ვაშლი არ არის ამის ჭამაზე სახე რო მეღმიჭებოდაოbiggrin.gif
ყოველი დღე რაღაც განსაკუთრებულია, რაც არ უნდა ერთფეროვანი იყოს ადამიანის ცხოვრება. დღეს რომ რაღაც არის შენთვის აქტუალური, ის შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ აღარც კი გახსოვდეს. დღიური ამ ყველაფერს ინახავს.
დღიურში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ყოველდღიურ რუტინას. გაღვიძებას, საუზმეს და ა.შ. დღიურში უნდა იწერებოდეს აზრები, იდეები, რა გაწუხებს, რაზე ფიქრობ და სხვა. ამ შემთხვევაში არის საინტერესო დღიური. ისე აკადემიის სტუდენტები პატრიარქმა გვაკურთხა დღიურები გვეწერა. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: *ნინო* თარიღი: Jan 8 2009, 02:44 PM

ნოემბრის სუსხიანი დღე, ისევ უშენობით დამთავდა. წვიმა ტირის, მისი სურნელება კვლავაც ტრიალებს ჩვენს ქუჩებში.ნაზსიმებიანი საკრავებივით ზუზუნებს ქარი. ღრუბლებს წარბი შეუკრავს, ალბათ სევდამ მოიცვა მისი გული.ხეებს ლამაზფურცლოვანი ფოთლები გასცვივდა. მე კი ისევ შენზე ვფიქრობ...გელოდები...
_მცივა მარტოობით...
_ღიმილი შეფერმკრთალებულა უშენობით...
_სული აცრემლებულა...
_გრძნობა, დაბრკოლებულა გაურკვევლობით...
_ლაბირინთებში დაკარგულა, ფიქრების კონა...
_ღაწვები დასველებულა...
_ოცნება გაუთელავს, ცხოვრების სისასტიკეს...
_კალამი ქსოვდა სიტყვის გუნდას...
_უძილო თვალებში სევდა დაბუდებულა...
_გონება, რელობისკენ მიისწრაფოდა...
_გულს ტკივილი, უფრო და უფრო ემატებოდა...
_თითები გეჩურჩულებოდა სტრიქონებად...
_თვალები გესაუბრებოდა, მაგრამ არ გესმოდა...
_წვიმის წვეთები გეფერებოდა....
_გულში გეხუტებოდი, მაგრამ შენ ვერ გრძნობდი...
_ცხოვრებას მილამაზებდი, ეს კი არ იცოდი...
_სიცოცხლეს განმიახლებდი...
_შენით სიყვარულს ვსწავლობდი...
_უშენოდ ლოდინს მაჩვევდი...
_გულს სიხარულით ავსებდი...

იმედით ვსულდგმულობდი, მისით ვოცნებობდი.ის ლოცულობდა, უფალს ავედრებდა შენს სიყვარულს...
თვალებში ჩამქრალ ნაპერწკალს აღვივებდა. ის გელოდებოდა, არ კარგავდა დაბრუნების იმედს, არ იყო უიმედოდ...

იცი, უშენოდ ძნელია სუნთქვა....


პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Jan 8 2009, 05:15 PM

ციტატა(*ნინო* @ Jan 8 2009, 03:44 PM) *

ნოემბრის სუსხიანი დღე, ისევ უშენობით დამთავდა. წვიმა ტირის, მისი სურნელება კვლავაც ტრიალებს ჩვენს ქუჩებში.ნაზსიმებიანი საკრავებივით ზუზუნებს ქარი. ღრუბლებს წარბი შეუკრავს, ალბათ სევდამ მოიცვა მისი გული.ხეებს ლამაზფურცლოვანი ფოთლები გასცვივდა. მე კი ისევ შენზე ვფიქრობ...გელოდები...
_მცივა მარტოობით...
_ღიმილი შეფერმკრთალებულა უშენობით...
_სული აცრემლებულა...
_გრძნობა, დაბრკოლებულა გაურკვევლობით...
_ლაბირინთებში დაკარგულა, ფიქრების კონა...
_ღაწვები დასველებულა...
_ოცნება გაუთელავს, ცხოვრების სისასტიკეს...
_კალამი ქსოვდა სიტყვის გუნდას...
_უძილო თვალებში სევდა დაბუდებულა...
_გონება, რელობისკენ მიისწრაფოდა...
_გულს ტკივილი, უფრო და უფრო ემატებოდა...
_თითები გეჩურჩულებოდა სტრიქონებად...
_თვალები გესაუბრებოდა, მაგრამ არ გესმოდა...
_წვიმის წვეთები გეფერებოდა....
_გულში გეხუტებოდი, მაგრამ შენ ვერ გრძნობდი...
_ცხოვრებას მილამაზებდი, ეს კი არ იცოდი...
_სიცოცხლეს განმიახლებდი...
_შენით სიყვარულს ვსწავლობდი...
_უშენოდ ლოდინს მაჩვევდი...
_გულს სიხარულით ავსებდი...

იმედით ვსულდგმულობდი, მისით ვოცნებობდი.ის ლოცულობდა, უფალს ავედრებდა შენს სიყვარულს...
თვალებში ჩამქრალ ნაპერწკალს აღვივებდა. ის გელოდებოდა, არ კარგავდა დაბრუნების იმედს, არ იყო უიმედოდ...

იცი, უშენოდ ძნელია სუნთქვა....


ნინო read.gif ძალიან ლამაზია ki.gif

ციტატა(mekaje @ Jan 8 2009, 01:16 PM) *

დღიურების წერა ვის გიყვართ? a075.gif
მე მაგალითად ბევრჯერ ვცადე ყოველდღე მეწერა, მაგრამ რაღაც არ გამომდის.
ხანდახან ისეთი სურვილი ამიტანს რამე დავწერო, რომ მაშინვე ვიწყებ წერას.
დავწერ და შევინახავ. მერე რამდენიმე თვის შემდეგ რომ ვნახავ, მომწონს.
ეს რაღაცნაირად ჰგავს იმას: შემოდგომაზე, როცა სიუხვეა საზამთრო ხილი უგემურია, ზამთარში კი ისე დატკბება, გიკვირს კი მარა ეს ის ვაშლი არ არის ამის ჭამაზე სახე რო მეღმიჭებოდაოbiggrin.gif
ყოველი დღე რაღაც განსაკუთრებულია, რაც არ უნდა ერთფეროვანი იყოს ადამიანის ცხოვრება. დღეს რომ რაღაც არის შენთვის აქტუალური, ის შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ აღარც კი გახსოვდეს. დღიური ამ ყველაფერს ინახავს.
დღიურში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ყოველდღიურ რუტინას. გაღვიძებას, საუზმეს და ა.შ. დღიურში უნდა იწერებოდეს აზრები, იდეები, რა გაწუხებს, რაზე ფიქრობ და სხვა. ამ შემთხვევაში არის საინტერესო დღიური. ისე აკადემიის სტუდენტები პატრიარქმა გვაკურთხა დღიურები გვეწერა. rolleyes.gif


მე ორსულად რომ ვიყავი მაშინ ვწერდი დღიურს, ჩემი მარიამისთვის გავაკეთე)) ყოველდღიურად წერა არ მიცდია ჯერ-ჯერობით fiqri.gif

პოსტის ავტორი: *ნინო* თარიღი: Jan 8 2009, 06:13 PM

elenele
მადლობა საყვარელო, რომ მოგეწონა. kiss1.gif


მტკივა...ვეძებ თავშესაფარს...
მე მოვდივარ შენთან, მინდა გული გადაგიშალო...
_მანუგეშო გულჩათხრობილი...
_აღმადგინო დაცემული...
_მომწმინდო უაზრო ცრემლები, რომლებიც არ ვიცი, რატომ მისველებენ ღაწვებს....
_შენი სიხარულით გამაღიმო...
_შენმიერი სიყვარულით გამათბო...
_შენეული სინათლის სხივი, დამეცეს გულზე...
_შემაგრძნობიე სიტკბოება შენი...
_მომიშუშე ტკივილიანი იარები....
_მომეცი ნიჭი, შენი სიყვარულისა....
_მომიეცი მადლი, ვიცხოვრო შენთვის...
უფალო, რამდენს მითმენ, რამდენჯერ განგიცდია ხელახალი ჯვარცმა, ჩემი ცოდვების გამო. ყოველწამს გულს გტკენ, ყოველთვის ზურგს გაქცევ....
გადიდებ ბაგით, გული კი შორსაა შენგან...
_აღხოცე ამპარტავნება ჩემი...
_სულს მოჰფინე, მარადიული სიმშვიდე...
_მეუფეო, გონება ჩემი განმინათლე, რომ შეგიმეცნო...
_დამამდაბლე, შენთან რომ ავმაღლდე...
_უფალო, მომეცი პეტრეს სინანული, ცოტათი მაინც...
_ღმერთო, მომეცი მადლი გავაკეთო სიკეთე, რომ ამით ჩემგან მოყენებული ერთ-ერთი ჭრილობა მოგიშუშო...
_ყოველი განსაცდელი, მადლობით დამათმენიე...
_შემოდი ჩემს ცხოვრებაში, რომ თითოეული ნაბიჯი წარვმართო შენით...
მრავალმოწყალეო, შემიწყალე, უღირსი ესე...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 7 2009, 10:41 PM

მე ერთ განაპირა სოფელში, ტყის პირად, ასევე განაპირა ქოხში ვცხოვრობდი. ქოხი ხის მორებისგან გააკეთა ოდესღაც ბაბუაჩემის დიდმა ბაბუამ, მერე მომდევნომ წალმით გადახურა და ეზოში ჭაც ამოთხარა. მომდევნოს მომდევნომ ეზოც შეღობა, ცალთვალა ჭიშკარიც დაკიდა და უზარმაზარი ჭადარი, წაბლი და აკაციის ნერგებიც ჩაყარა. მის შვილს არ მოეწონა აკაცია, ადგა და ტყეში გადაიტანა. მერე მამაჩემმა უტრიალა სახლს, ბუხარი შეაკეთა, დათვის ტყავი გააფინა იატაკზე და სახლის უკან პატარა სათავსოც ააგო... ერთ დღე გავიღვიძე და ქოხში მხოლოდ მე დავრჩი. მეტი არავინ. ყველაფერი ისევ ძველებურად იყო, მაგრამ მე მარტო ვიჯექი რკინის ჭრაჭუნა საწოლზე და სიცივეში გამოყოფილ ფეხებს ვიფშვნეტდი... მერე მე მარტო ვცხოვრობდი. გაივლიდა ვინმე, მომესალმებოდა, ან არ მომესალმებოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა. გადავწყვიტე, ტყეში წავსულიყავი და წავედი. დიდი ვერაფერი, მხოლოდ უცნაური ნივთი ვიპოვე, თავიდან უშნო და გამოუსადეგარი, მაგრამ როცა ეზოში შემოვიტანე, მეგობრად ვიგულე და რაღაც სასაცილო მეჩვენა. სახლის უკან, სათავსოში გავიტანე და იმ ბარს ავაყუდე, ბაბუაჩემის მამამ რომ იხმარა ბოლოს... იმ დღეს გაწვიმდა, არადა სოფლის მეორე ბოლოს უნდა გავსულიყავი. რა მინდოდა? ალბათ, არაფერი, წვიმაში სიარული. ვერაფერი მოვძებნე, რა მიშველის წვიმაში? არც არაფერი. სათავსოში გავედი. ის კი ბარზე იყო მიყუდებული. გამეცინა და ხელი მოვკიდე. მოდი, შენ წამოდი წვიმაში და ისიც წვიმაში ვატარე. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, არ მახსოვს, სახლში სველი დავბრუნდი, ისიც სველი იყო ალბათ, არ მახსოვს, წესიერად არც კი შემიხედავს, არადა თურმე პირველივე დღეს ოდნავ ფეხი ჰქონდა გაბზარული. სახლის უკან ავიღე გეზი, მაგრამ ჭასთან შევჩერდი და გადავიფიქრე. ოღონდ არ მახსოვს, რატომ. სახლში შევედი. ის კი ახლა კართან ავაყუდე. მეორე დღეს დავინახე, რომ სისველე არ შეშრობოდა და ბუხართან მოვწიე, გაშრა. ჰოდა, უფრო ლამაზი მეჩვენა. გავიტან ისევ სათავსოში. არა, არ უხდება, იქ რა უნდა... მერე დათვის ტყავზე, ყველაზე კარგ ადგილას, ბუხართან ახლოს იდგა, ხან დაწოლის წინ სასთუმალთანც ვიდგამდი, ისე მსიამოვნებდა, ისე საყვარლად მიცქერდა, ხან დილით მხვდებოდა თავთან დამდგარი დ მიკვირდა, აქ როდის დაგტოვე... მერე უცნაური ფერი დაედო, აი, ისეთი, ძალიან ჩვეულებრივი. ხან კარს უკან მხვდებოდა, ხან ეზოშიც კი. როცა მოვიწყენდი, მიღიმოდა და ისევ ბუხრთან მხვდებოდა. ხან ისე იყო მოწყენილი, მაშინ ხელს ვკიდებდი და მე მომყავდა ბუხართან...
ერთ დღეს თვალი გავახილე და ოთახში ციოდა. ფანჯარაში არაფერი ჩანდა, მარტო ბურუსი, თურმე ყანვდა. ბუხართან რა მივა, მაგრამ არა უშავს, დათვის ტყავზე გადავივლი და ისიც მომეხმარება. მიმოვიხედე და არ იყო, აა, ალბათ, კარის უკან დაიმალა. ვუცქირე ღიმილით, ვუცქირე და არ გამოვიდა. კარის უკან არ იყო. აბა, სად დაიმალა? საწოლიც საცოდავად დამეღრიჯა. სათავსო. არა, არც ბარმა იცის. ღობე. აქ როდის იყო, მხვდებოდა. და მე ფეხშიშველი, პერანგისამარა შევერიე უღრან ტყეს...
მე განაპირა სახლში ვცხოვრობდი, ძალიან ძველში და მყუდროში და მე ტყეში გავუჩინარდი... მე განაპირა სახლში... უკვე აღარ ვცხოვრობდი...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Feb 21 2010, 08:41 PM

რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები?


- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . . smile.gif
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?



ი.ბ. 19.02.2010.

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Feb 23 2010, 12:04 AM

ციტატა(izi-bartki @ Feb 21 2010, 08:41 PM) *

რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები?
- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . . smile.gif
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?
ი.ბ. 19.02.2010.

ციცინათელები .. ძლიან ლამაზი ჩანახატია yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Mar 6 2010, 01:14 AM

izi-bartki

შენი ფანი ვარ იზი kiss1.gif
ძალიან ლამაზად ამბობ სათქმელს რააtongue.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Mar 14 2010, 11:41 PM

ციტატა(nat_uly @ Mar 6 2010, 12:14 AM) *

izi-bartki

შენი ფანი ვარ იზი kiss1.gif
ძალიან ლამაზად ამბობ სათქმელს რააtongue.gif

ნუ მაწითლებ ახლა ქალბატონო ნატალიააა biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2010, 04:05 PM

ციტატა(izi-bartki @ Feb 21 2010, 08:41 PM) *

რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები?
- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . . smile.gif
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?
ი.ბ. 19.02.2010.

არაჩვეულებრივია!!!!!!!! wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Mar 19 2010, 08:24 PM

marine
გმადლობ შემოგევლე.ნუ არაჩვეულებრივი არაა მარა არაუშავრს,შეიძლებოდა უკეთესიც გამოსულიყო smile.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jun 17 2010, 12:30 AM


ციტატა
pantazia-0 ჩემი მეუღლე რომანტიული მჭერმეტყველებისგან და გრძნობათა ემოციური ( ან თუნდაც არაემოციური) გამომჟღავნებისგან ისე შორს არის, ისე შორს, როგორც... აი მალათიდად, თვითონ ასეთ შედარებას მოიყვანდა - როგორც თბილისის "დინამო" და "ბარსელონა"...

...რამოდენიმე წლის წინ, საშინელი თავის ტკივილებისგან კინაღამ რომ შევიშალე, ჩემმა მეუღლემ ექიმთან მიმიყვანა. ექიმმა გადაღებულ რენდგენის სურათს რომ შეხედა, ძალიან შეშფოთდა ( მაშინ ეს სიტყვა ჯერ კიდევ მართლა გამოხატავდა შეშფოთებას ) და მეორე ექიმს დაუძახა. იმანაც უყურა, უყურა თავის ქნევით და ექთანი მესამის დასაძახებლად გააგზავნა. იმ მესამემ ისე დაიგვიანა, რომ აშკარად ამ ორზე ბევრად მაღლა იდგა, ცოდნით თუ არა, თანამდებობით მაინც ...მერე კოსმოსური ხომალდივით აპარატში შემიყვანეს, ჩემს გარშემო რაღაც ტრიალებდა და ზიზინებდა...სურათების თვალიერება რომ დაიწყეს, ჩურჩულზე გადავიდნენ, კითხვების დასმის დროს თვალს ვერ მისწორებდნენ, ასაკს მეკითხებოდნენ... ამ დაძაბულობისგან არასასიამოვნო ფიქრბი მომერია... ვაითუ... მართლა... რამე.. ისეთი...და მაშინ... ბავშვები... ამ საშინელი ფიქრების დროს თან მექანიკურად და უაზროდ ციმციმა აპარატებიან ოთახს ვათვალიერებდი და... უცებ... ჩემი მეუღლის სახეს გადავაწყდი....ღმერთო, როგორი სახე ჰქონდა...და თვალები... ვერანაირი სიტყვებით ვერ ავღწერ, მის თვალებში რაც და რამდენიც დავინახე...ერთ წვრილ ძაფად გადაქცეულიყო, რომელზეც უზარმაზარი იმედი ეკიდა... ის ექიმი კი ხელში ამ ერთ ციცქნა ძაფთან შედარებით უზარმაზარ მაკრატელს აქანავებდა... ვუყურებდი საყვარელ სახეს, თვალებს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი... ის ადამიანს აღარ ჰგავდა, მე კი, ამქვეყნად ყველაზე უსინდისო ეგოისტი, ბედნიერი ვიყავი...

...საღამოს, რამოდენიმე ექიმ-პროცედურის გავლის შემდეგ, როცა ყველაფერი დამთავრდა და გაირკვა, რომ თურმე ტყუილად დაგვაწყვიტეს ნერვები და არც არაფერი (საშიში) არ მჭირდა, მანქანით სახლში ვბრუნდებოდით. ერთი ხელით მანქანის საჭე ეჭირა, მეორეთი - ჩემი ხელი... ერთხელაც არ გაუშვია, სიჩქარეების კოლოფსაც ერთად ვრთავდით ... მაგრამ ერთხელაც არ შემოუხედავს, ერთი სიტყვაც არ უთქვამს... ერთი პატარა ჟესტიც კი ბოლო წვეთი იქნებოდა მისი გამჭვირვალე სითხედ გადაქცეული გრძნობებით ავსებული თვალებისთვის... და მეც, რადგან ვიცოდი, რომ მეორე დილით, როცა თავის მშობლიურ, არარომანტიულ "მე"ს დაუბრუნდებოდა, მაგრად გაუტყდებოდა "ის" ცრემლები, ხმას არ ვიღებდი, ვიჯექი ჩუმად... გულ-სულგაბრწყინებული...


ჩემი არაა , ჩანახატი თუ ქვია არ ვიცი, ბედნიერ წუთებში იყო გაზიარებული, ალბათ ავტორი წინააღმდეგი არ იქნება რომ დავაპეისტე, ყველაზე რაღაცნაირი, ვიტირე თუ არა არმახსოვს მაგრამ რაღაც მასეთი მძაფრიhttp://www.mysmiley.net/free-sign-smileys.php http://www.mysmiley.net/free-sign-smileys.php

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jun 19 2010, 02:15 AM

წვიმა

ერთ ღამეს გაწვიმდა. ერთ რამეზე წვიმდა, რომ არავის უხაროდა ცაში ასვლა. სიტყვა სიკვდილი ხომ ყველასთვის საშინელი ჭექა-ქუხილივით იყო. წვიმდა ამაზე, წვიმდა და თან წვიმა ცის საოცარ სავენეებზე მღეროდა. თავისთვის ასე ლაპარაკობდა: ”აი, ატმის ხე, ისე ხარბად მისრუპავს, ხვალ მზე ამოვა და ამ მწვანე ატმებსაც დაამწიფებს. მერე ვიღაც იყიდის ატამს, გემრიელად შეჭამს და შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ მე და მზის გარეშე ციდან რომ მოვდივართ ატამი გახმებოდა და ისიც ვერ იგრძნობდა იმ მშვენიერ გემოს, რომელიც ასე ხშირად უგრძვნია. რატომ არ უნდათ ცაში, როცა ციდან ასეთი ლამაზი გემო მოდის?” _არაკუნებდა ფანჯრის მინებზე. თან ისე ეცოდებოდა წვიმას ადამიანი, ათი ათასობით ცრემლად იღვრებოდა, ”სიკვდილის ნუ გეშინიათ, სიკვდილის ნუ გეშინიათ, ცა ისე ლამაზიაო...”
კაპ, კაპ...............................................................

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jun 19 2010, 02:47 AM

მიყვარხარ
მიყვარხარ!!!! მინდა ფურცლები ავავსო წერით, დავწერო ათასი განსხვავებული სიტყვა და ყველა ის ნიშნავდეს, მიყვარხარ!!!!!!! აი ვიწყებ: ალუჩა, წვიმა, ლურჯი, ციცინათელა.... პირველი, პირველი, ხელუხლებელი, მზე ცხრათვალა, ვარდი ეკალა, კარიბჭე მზიანი, ჩანგი, ნატვრა... მიყვარხარ!!!!! არა, ვერ დავწერე. სხვა სიტყვები მინდა ვიპოვო, არა ქართული, არა უცხოური, ისეთი ჯერ არავის რომ არ უთქვამს, ისეთი, ზღაპრული, ღვთაებრივი, ჯადოსნური, მუსიკალური, საოცარი ფერის.
დავწერ განტოლებას და პასუხი იქნება მხოლოდ: მიყვარხარ!!! მიყვარხარ! შენით ამოდის მზე, ცაა ცისფერი, ბილიკია ზღაპრული...საკურა, აყვავებული ალუბალი, ზღვაში დახრჩობა, ცაში სიკვდილი, ქართან ცეკვა.... სხვა რა ვთქვა, მე ხომ მხოლოდ ერთ სიტყვას ვგრძნობ: მიყვარხარ!!!

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jun 19 2010, 11:16 AM

ციტატა(blue night @ Jun 19 2010, 03:47 AM) *

მიყვარხარ
მიყვარხარ!!!! მინდა ფურცლები ავავსო წერით, დავწერო ათასი განსხვავებული სიტყვა და ყველა ის ნიშნავდეს, მიყვარხარ!!!!!!! აი ვიწყებ: ალუჩა, წვიმა, ლურჯი, ციცინათელა.... პირველი, პირველი, ხელუხლებელი, მზე ცხრათვალა, ვარდი ეკალა, კარიბჭე მზიანი, ჩანგი, ნატვრა... მიყვარხარ!!!!! არა, ვერ დავწერე. სხვა სიტყვები მინდა ვიპოვო, არა ქართული, არა უცხოური, ისეთი ჯერ არავის რომ არ უთქვამს, ისეთი, ზღაპრული, ღვთაებრივი, ჯადოსნური, მუსიკალური, საოცარი ფერის.
დავწერ განტოლებას და პასუხი იქნება მხოლოდ: მიყვარხარ!!! მიყვარხარ! შენით ამოდის მზე, ცაა ცისფერი, ბილიკია ზღაპრული...საკურა, აყვავებული ალუბალი, ზღვაში დახრჩობა, ცაში სიკვდილი, ქართან ცეკვა.... სხვა რა ვთქვა, მე ხომ მხოლოდ ერთ სიტყვას ვგრძნობ: მიყვარხარ!!!

ციტატა(blue night @ Jun 19 2010, 03:15 AM) *

წვიმა

ერთ ღამეს გაწვიმდა. ერთ რამეზე წვიმდა, რომ არავის უხაროდა ცაში ასვლა. სიტყვა სიკვდილი ხომ ყველასთვის საშინელი ჭექა-ქუხილივით იყო. წვიმდა ამაზე, წვიმდა და თან ცის საოცარ სავენეებზე მღეროდა. თავისთვის ასე ლაპარაკობდა: ”აი, ატმის ხე, ისე ხარბად მისრუპავს, ხვალ მზე ამოვა და ამ მწვანე ატმებსაც დაამწიფებს. მერე ვიღაც იყიდის ატამს, გემრიელად შეჭამს და შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ მე და მზის გარეშე ციდან რომ მოვდივართ ატამი გახმებოდა და ისიც ვერ იგრძნობდა იმ მშვენიერ გემოს, რომელიც ასე ხშირად უგრძვნია. რატომ არ უნდათ ცაში, როცა ციდან ასეთი ლამაზი გემო მოდის?” _არაკუნებდა ფანჯრის მინებზე. თან ისე ეცოდებოდა წვიმას ადამიანი, ათი ათასობით ცრემლად იღვრებოდა, ”სიკვდილის ნუ გეშინიათ, სიკვდილის ნუ გეშინიათ, ცა ისე ლამაზიაო...”
კაპ, კაპ...............................................................

ვაიმე რა საოცრად წერ http://www.SmileS.Ge კიდევ დაწერე რა ბევრი ბეეევრი

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jun 20 2010, 11:38 PM

ციტატა(sopo... @ Jun 19 2010, 11:16 AM) *

ვაიმე რა საოცრად წერ http://www.SmileS.Ge კიდევ დაწერე რა ბევრი ბეეევრი


მადლობა, სოფო! smile.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 21 2010, 12:43 AM

ლამაზები ხართ, მომარღვიეთ კალაპოტიდან kiss1.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jun 22 2010, 12:09 AM

ერთის შრიალი

ერთი ფოთოლი წვიმაში, ღამით, ლამპიონის შუქში თავისთვის ხეზე ება. ისეთი ლამაზი იყო... როცა ხე შრიალებდა, ის ერთერთი იყო ვინც ამ იდუმალ შრიალში ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან შრი-ს ამბობდა. ეს ფოთოლი სულ რვა თვე იცოცხლებს, შეიძლება შვიდი. მერე აჭრელდება ან ოქროს დაედარება ან ყავისფერს და ჩამოვარდება თავისი ხიდან.
ქუჩა სველდებოდა წვიმით. ღამე მყუდროდ დუმდა.
ფოთოლს ეძინა...
სხვა რა? სხვა არაფერი, უბრალოდ გასახსენებლად, რა ლამაზად თვლემდა ერთი ფოთოლი ერთ წვიმიან ღამეს ლამპიონის შუქში. ვინ იცის, იქნებ თვეების მერე, შემოდგომის სავანეში, შენ რომ ფოთოლი აგებლანდება ფეხებში, ეს ერთი ფოთოლი იყოს, რომელიც ასე ლამაზი იყო იმ ღამით...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 22 2010, 12:17 AM

ციტატა(blue night @ Jun 21 2010, 11:09 PM) *

ერთის შრიალი

ერთი ფოთოლი წვიმაში, ღამით, ლამპიონის შუქში თავისთვის ხეზე ება. ისეთი ლამაზი იყო... როცა ხე შრიალებდა, ის ერთერთი იყო ვინც ამ იდუმალ შრიალში ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან შრი-ს ამბობდა. ეს ფოთოლი სულ რვა თვე იცოცხლებს, შეიძლება შვიდი. მერე აჭრელდება ან ოქროს დაედარება ან ყავისფერს და ჩამოვარდება თავისი ხიდან.
ქუჩა სველდებოდა წვიმით. ღამე მყუდროდ დუმდა.
ფოთოლს ეძინა...
სხვა რა? სხვა არაფერი, უბრალოდ გასახსენებლად, რა ლამაზად თვლემდა ერთი ფოთოლი ერთ წვიმიან ღამეს ლამპიონის შუქში. ვინ იცის, იქნებ თვეების მერე, შემოდგომის სავანეში, შენ რომ ფოთოლი აგებლანდება ფეხებში, ეს ერთი ფოთოლი იყოს, რომელიც ასე ლამაზი იყო იმ ღამით...

rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
გენაცვალეე kiss1.gif სასიამოვნო განწყობაზე დამაყენა.ტკბილი ძილი და ლამაზი სიზმრების შრიალი kiss1.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Jun 22 2010, 02:50 AM

ციტატა(izi-bartki @ Jun 22 2010, 12:17 AM) *

:ლამაზი სიზმრების შრიალი kiss1.gif


ძალიან ლამაზად ჟღერს!! kiss1.gif გაიხარე kiss1.gif
დიდი მადლობა! smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 22 2010, 02:17 PM

blue night

ციტატა
ძალიან ლამაზად ჟღერს!! გაიხარე
დიდი მადლობა!

ცოტა არეულობა რომ არ მქონდეს სახლში ჩემი მოთხრობა-ჩანახათი უკვე აქ იშრიალებდა მაგრამ ცოტა მოთმენა მომიწევს smile.gif smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Aug 28 2010, 08:49 PM

...

რომ დაიბადები, მე დავიბადები...
რომ გაიღვიძებ, მე ჩიტების ჟღურტულად გადავიქცევი, რომ დილა გაგილამაზო...
რომ შეჭამ, შენს მადად ვიქცევი...
რომ ირბენ, ქარად ვიქცევი და გზიდან კენჭებს გადავყრი...
რომ ისაუბრებ, ყველა შენს სიტყვას ჩავიწერ და ტომეულებად გამოვცემ...
რომ დაიძინებ, ლამაზ სიზმრად ვიქცევი და ზღაპარს გაჩუქებ...
რომ გარდაიცვლები, ჩემს მიწისფერ თვალებში დასაფლავდები...


პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 11 2010, 12:02 AM

ეჰ, უკვე რამდენი დღეა მაკლიხარ, უშენოდ ფაქტიურად არ შემიძლია, ანდა ვინ შეძლებდა შენ ხომ ასეთი საყვარელი ნაზი და მშვიდი ხარ. კვირა ისე გავიდა ცოტახნით შემომირბენ, დამხედავ ხოლმე და მერე სადღაც შორს გარბიხარ. არ ვიცი ალბათ ჩემი ბრალიცაა გადავყევი ამ ქეიფს, სმას, დროსტარებას, ფაქტიურად კომპიუტერითაც ჩაგანაცვლე. მართალია ჩემი ბრალია გადავყევი ამ MMORPG-ს სტილის თამაშებს, skype-ზე და facebook-ზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ, ხან ტელევიზორთან ვუყურებ ათას სისულელეს და შენთვის დრო აღარ მრჩება. მერე ყოველ დილით წამოვჯდები ლოგინზე და შენზე ვოცნებობ, ვხვდები თუ როგორ მაკლიხარ, მენატრები, სამსახურშიც სულ შენზე ვფიქრობ. აი იმ დღესაც ტელეფონზე დამირეკეს, შენგან ყურადღება გადავიტანე და შენც ეგრევე გამიფრინდი, ვიცი რომ არ გიყვარს უყურადღებობა და გპირდები მალე ყველაფერი შეიცვლება. ეჰ იმედია მალე დაგიბრუნებ სრულფასოვნად იმიტომ რომ ასე სიცოცხლე შეუძლებელია, მალე დავუბუნდებით ერთად ჩვენს ლოგინს, ჩვენ საყვარელ ბალიშს; ნამდვილად მალე დადგება ეს სანატრელი დრო. როგორ მიყვარხარ ჩემო სანატრელო ძილო.


biggrin.gif ჩემი არარის, მაგრამ ვიზიარებ ემოციებს

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Nov 11 2010, 01:16 AM

პატარა ნაწყვეტი...........



ჩემო პატარა ქალო იცი რა ძალიან დავიღალე....საშინლად... არაფრის თავი აღარ მაქვს.მოვდიოდი სახლში და მეგონა ისევ შენ შემომეგებებოდი კარებში,შენი ლამაზი ღიმილით და მოციმციმე თვალებით,ჩამომეკიდებოდი კისერზე და შენი ალერსით გამაბრუებდი.სულ დამავიწყებდი ყველაფერს ამ ქვეყნიურს...მაგრამ ვაი რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა,დარჩა და აღარასოდეს განმეორდება.აღარ მინდა სახლში მოსვლა აღააარ.....ძალიან ძნელია უშენობა ნუცი,მენატრები...მენატრები და ეს მონატრება მკლავს....


დავიღალე.....მოდი ჩემთან უფალო......

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 11 2010, 09:52 PM

სიხარულებოოოkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif უძალიანმაგრესად მიყვარხააააართkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

შემოგევლეეეეთ ნაცნობსაც და უცნობსაცkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

აი, ჩემი ჩანახატი...biggrin.gif




პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Dec 10 2010, 10:56 PM

მათხოვარი
დღეს მათხოვრები ქუჩაში დგანან. სიკეთე სამათხოვრო გამხდარა ამ დედამიწაზე. უხილავად თავად იესო ქრისტე დგას და მათხოვრობს ხუთი თეთრი სიკეთისთვის. მათხოვარი ჩვენი უდიდესი გამომცდელია. აბა, ვინ ხარ შენ? გიყვარს თუ არა? უგუნური ხარ თუ ბრძენი?
მათხოვარი ითხოვს ხუთ თეთრს და სინამდვილეში მას შენთვის ინახავს, სასუფეველში მის მაგივრად ხუთ მილიონს დაგახვედრებს. და შენ გენანება ხუთი თეთრი, როცა ის მერე ხუთ მილიონს მოგცემს. ასე რომც არ იყოს, არ გეცოდება შენი და, ძმა, რომელიც შენნაირი ადამიანია, რომელსაც შენასავით უნდა ერთი კეთილი ღიმილი, სიხარული, სიტბო, ბედნიერება, საქმე კი სამათხოვროდ გაუხდა.
და მაინც, რატომ მათხოვრობენ ადამიანები? კაცთა გულში სიკეთის ნამცეცობის ან სულაც სიბოროტის გამო ხომ არა?
და მაინც, ვინ თქვა, რომ ,მათხოვარს მაინც და მაინც ხურდა ფული უნდა მისცე, ყველაზე მეტი ოცი თეთრი. განა არ უნდა იზრუნო, რომ ღვთის ხატად და მსგავსად გაჩენილი ადამიანი გამათხოვრებული არ იყოს? მათხოვარი ხომ ჩვენი ღვთისმიერი ძმაა, არ იზრუნებ ღარიბ ძმაზე, რომელიც მოწყალებას ითხოვს?
ჩვენ გვინდა ღმერთი მოწყალე იყოს, თავად კი უწყალონი ვართ.
დადექით ერთხელ მათხოვრის გვერდით, კითხეთ, როგორ არის, რა გაუჭირდა ისეთი, რომ სიცივესა თუ სიცხეში დგას ქუჩაში და მოწყალებას ითხოვს. ერთხელ დავინახე მოხუცი ქალი, რომელიც ხელგამოწვდილი ქუჩაში იდგა და ცხარე ცრემლით ტიროდა. მას გვერდით უამრავმა ადამიანმა ჩაუარა, ადამიანმა გულქვამ, არავის, არავის მიუქცევია საბრალო ბებიისთვის ყურადრება, ყველას ხომ თავისი საქმე ჰქონდა. არავის აწუხებდა ქვის ლოდი გულის მაგივრად, არხეინად იყო ყველა. ბებია ტიროდა, ტიროდა. არავის აწუხებდა მოხუცის ტკივილი, გამვლელები გულგრილად უვლიდნენ გვერდს. ფული არ ჰქონდათ? ეს გასაგებია. მაგრამ გულიც არ ქონდათ? ეს კი გაუგებარზე გაუგებარი და შემზარავია.
დადექით მათხოვრის გვერდით, წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას და შეგზარავთ ადამიანთა გულგრილობა. მრავალი ჩაგივლით, გულგრილად ჩაგივლით, ცივად შეგხედავთ ან ყურადრებას არც კი მოგაქცევთ, გამაძღრებს მშიერისთვის ხუთი თეთრი შეენანებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათხოვრად იქეცით და აღარასოდეს შეგენანებათ საბრალო გამათხოვრებული ადამიანისთვის ხუთი თეთრი და ერთი პეშვი ყურადრება, რომელიც ღატაკის გულს შეიძლება უფრო მეტადაც გაათბობს ვიდრე ათასი ლარი.
აი, ქუჩაში მიაბიჯებ. ხედავ ხელგამოწვდილ ადამიანს, ფული კი არ გაქვს. გზას აგრძელებ, მაგრამ მოდი, გაჩერდი, მიდი გლახაკთან და უთხარი ორად-ორი სიტყვა ”როგორ ხარ?”. გამოხატე თანაგრძნობა მისი გასაჭირის მიმართ და გჯეროდეს, ღმერთი ბედნიერებას გაჩუქებს.
ღმერთმა მოგვცეს ყველას გული, რომელიც თითქოს ისედაც გვიფეთქავს საგულეში.

პოსტის ავტორი: blue night თარიღი: Dec 18 2010, 12:25 AM

ერთ დღეს გათენდება დილა მზიანი. მათხოვარი სამათხოვროდ გამოვა ქუჩაში. ობოლი თოვლის ბაბუას მიწერს წერილს. ბოროტი ადამიანები ისევ ისუნთქებენ ქვეყნად. ავადმყოფი ისევ ავად იქნება. გულგატეხილი ისევ მწუხარე იქნება. ცოდვილი ისევ ცოდვილად დარჩება. ეშმაკი კვლავ ეშმაკი იქნება.ვიღაც იქნება ღატაკი, ვირაც იქნება სასოწარკვეთილი, ვიღაც იქნება ტანჯული.
მაგრამ ამ დღეს მოხდება ის, რაც არასოდეს მომხდარა დედამიწაზე. მათხოვარი გამდიდრდება, ობოლი მშობლებს იპოვის, ბოროტი ადამიანები კეთილად იქცევიან. ავადმყოფი განიკურნება. გულგატეხილი სიხარულით სავსე იქნება, ცოდვილი გამართლდება. ეშმაკი კი ანგელოზად იქცევა. ვიღაც იქნება მდიდარი, ვიღაც იქნება ბედნიერი, ვიღაც იქნება ნეტარი. გამეფდება ბედნიერება და გაცამტვერდება უბედურება.
ეს იქნება დღე, როცა გაიმარჯვებს ღმერთი, როცა გაიმარჯვებს ღმერთი თითოეულის გულში, თვით უბოროტესი დაცემული ანგელოზის გულშიც. დაიწყება საყოველთაო ბედნიერება და ამ ბედნიერებას არ ექნება დასასრული არასოდეს.
ეს დღე გათენდება, ეს დღე დადგება, გაიმარჯვებს ღმერთი!

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Dec 20 2010, 12:09 AM

ზამთრის ცივი დღეები იყო.ცოტათი ადრე დავკარგე იმ დროისათვის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი,რომელიც მთელ ჩემს სიცოცხლეს მერჩივნა,რომლის გვერდით ყოფნა, საუბარი სიცოცხლით მავსებდა.სული საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა.ღმერს შევთხოვდი სულ, ის მყოლოდა კარგად და ჩემს გვერდით,განუშორებლათ,სხვა არაფერი მინდოდა ამ ცხოვრებისაგან...
გადატანილი განცდის მერე კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა.ამის გამოც დიდხანს ვერ მოვდიოდი გონს და ცხოვრება აღარაფრად მიმაჩნდა,თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო.აღარაფრის ხალისი,მისწრაფება,მიზანი აღარ მქონდა.რწმენა დამსხვრეული აღარც ეკლესიას არ ვეკარებოდი.თითქოს განაწყენებული ვიყავ უფალზე და წმიდანებზე.სულის ტკივილი მოსვენებას არ მაძლევდა, დამაცარიელა შინაგანათ და ასე გრძელდებოდა ეს პერიოდი.
ასეთი გულ და სულდამძიმებული ერთ დღეს ავტობუსით ვმგზავრობდი,არაფრისმთქმელი მზერით ვათვალიერებდი ქალაქის ქუჩებში მოსიარულე ადამიანებს გულგრილათ.ამ ადამიანებში უეცრათ გამოიკვეთა ერთი დედისტოლა ქალი,რომელიც ცოტა უცნაურათ გამოიყურებოდა.დავრდომილი იყო,ინვალიდი,მუხლებზე დაჩოქილი გადაადგილდებოდა მხოლოთ,წვივებზე მუხლამდე ტყავის ძველი ნაჭრები შემოეხვია,ტანთ ისეთი მწირი სამოსი ეცვა,რომელიც სიცივისგან ვერ დაიფარავდა.გულში ღვთისმშობლის ''შენ ხარ ვენახის'' დიდი ხატი ჩაეკრა და პირჯვარს იწერდა ,თან მოწყალებას ითხოვდა.ამ ნანახმა ჩემი გაქვავებული სული შეძრა.თითქოს თავათ ღვთისმშობელი უსიტყვოთ ღაღადებდა ამ ქალის სახით.რამხელა რწმენა უნდა ყოფიყიყო ამ ქალში.ცხოვრებისგან ზურგშექცეული,ინვალიდი,რომელს
აც უდიდეს ტანჯვა წამებით უხდებოდა ის მცირედი გადაადგილებაც კი,მათხოვრათ ქცეულიყო და ამ ყველაფრის მიუხედავათ რწმენა არ შეულახია,თითქოს ერთადერთ იმედათ ყავდა ჩაკრული გულში ღვთისმშობელი და მასზე ჰქონდა მთელი იმედები.ცრემლი ჩამიდგა თვალებში ჩემდა უნებურათ და ფიქრებმა წამიღო...რამდენათ ძლიერი ყოფილა ეს ერთი შეხედვით უბრალო,ინვალიდი ქალი ჩემზე...მე კი...
ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ამის შემდეგ,ნელნელა დავუბრუნდირწმენას,თუმცა ძალიან დიდი გზა მაქვს ჯერ კიდევ გასავლელი სანამ უფლის სახელის მატარებლათ,ქრისტიანათ ყოფნის დამსახურებას მოვიპოვებ და არა ცარიელ სახელათ მერქვას ეს. ხანდახან, როცა იმ ქალის ნანახი სურათი თვალწის დამიდგება,როგორი ცუდ ხასიათზეც არუნდა ვიყო, გული სითბოთი მევსება,თითქოს მაახსენებს ყოველთვის როგორ განსაცდელშიც არუნდა ჩაგაგდოს ცხოვრებამ ,არასდროს არუნდა გაუშვა უფლის და ღვთისმშობლის ხატება ხელიდან და გულიდან.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 21 2010, 09:26 PM

beso777

ვაა,კარგია.. უფალმა გაგაძლიეროს! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Dec 22 2010, 11:26 PM

ციტატა(სოფი @ Dec 21 2010, 09:26 PM) *

beso777

ვაა,კარგია.. უფალმა გაგაძლიეროს! 2kiss.gif

გმადლობ.ღმერთმა დაგლოცოს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2010, 10:34 AM

beso777

ბესო, რა კარგად დაგიწერია!!! mpua.gif დედა ღვთისმშობელმა გაგაძლიეროს რწმენაში და დაგიფაროს!! smile.gif

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Dec 23 2010, 04:01 PM

ციტატა(marine @ Dec 23 2010, 10:34 AM) *

beso777

ბესო, რა კარგად დაგიწერია!!! mpua.gif დედა ღვთისმშობელმა გაგაძლიეროს რწმენაში და დაგიფაროს!! smile.gif

გაიხარე მაკა,შენც ასევე გისურვებ ღვთისმშობლის მფარველობა არასოდეს მოგკლებოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Dec 29 2010, 04:25 PM

არწივი საერთოდ ლეშს არ ეკარება,როგორც არუნდა გაუჭირდეს შიმშილისაგან.
მოხდა ისე რომ ძალიან შეაწუხა შიმშილმა,ვერაფერი ვერ მოინადირა.შიმშილით დასუსტებული დაფარფატობდა ჰაერში და ეძებდა რაიმე მოეხელთებინა რომ შიმშილი მოეკლა.უცებ ქვევით დაინახა რომ ლეში ეგდო და ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო,აუქროლ-ჩაუქროლებდა იმ ადგილს და ბოლოს შიმშილისგან დაძლეული დაეშვა მისკენ.
ამ დროს თოფმა იგრიალა და არწივს მოხვდა იქვე ჩასაფრებული მონადირის ტყვია.
სისხლისაგან დაცლილმა არწივმა თავი წამოსწია და აღმოხდა: გმადლობ ღმერთო, რომ უკადრებელი არ მაკადრებინეო.
არავის გვეკადროს უკადრებელი.თუნდაც სიკვდილის სულზე მოსწრება ღირს ამისთვის.

პოსტის ავტორი: მ ა რ ი თარიღი: Dec 29 2010, 08:10 PM

ფიფქები გეფერებიან. შენკი მათ გზას უკეტავ. მიუხურავ ფანჯარას და ფიფქები გეძახიან. ძალიან ლამაზად დაფარფატებენ გარეთ. ყოველ ზამთარს მინდება მათსავით მეც ვირბინო გარეთ ცელქი ბავშვივით. ორი ლამაზი და ძალიან პატარა ფიფქი დაეცა ძირს. ააფარფატებს ნოტიო ქარი და მაინც ერთად არიან ყოველთვის. ბედნიერია ის რადგან მასთან ერთად ყოფნა უხარია. ალბად ზოგი უბედურია იმის გამო რომ მის საყვარელ ადამიანთან ვერ არის ,მაგრამ დამიჯერეთ ყველა უზომოდ ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაზე ვარსებობთ


ეს ჩემი დაწერილია და ძალიან მინდა რომ შემიფასოთ კაია ვითომ

fiqri.gif fiqri.gif fiqri.gif fiqri.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 29 2010, 09:21 PM

მ ა რ ი
აღფრთოვანებული ვართ გენაცვალე შენი მომკალით. biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Dec 29 2010, 10:44 PM

ციტატა(sapo @ Apr 1 2008, 02:14 PM) *

იქნებ შემიყვარო ?!
-არა!
თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა.
ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა.
ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია...
ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი.
კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა...
ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა.
თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა,მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა,რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი.მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გულს გაეკეტებინა,ისეთი რასაც მერე მე ვინანებდი.
-იქნებ შემიყვარო?
-არა! ვუპასუხე მე.
ის ნელა წამოდგა,თვალებში შემომხედა,მითხრა რომ არჩევანი გამეკეთებინა იმაზე თუ როგორ მერჩივნა,მეყურებინა მისი სიკვდილისთვის თუ ლაჩრულად დავმალულიყავაი. ...შემეშინდა ...შემეშინდა რადგან არ ვიცოდი ის ამის გამკეთებელი მართლა იყო თუ არა,მართლა შეეძლო თავი გაეწირა კაცისთვის რომელსაც არ შეეძლო და არც უნდოდა მისი სიყვარული.
...მაგარამ სეძლო...ჩაამეხუტა ...მერე კი ჩქარი ნაბიჯებიტ ქუჩისკენ წავიდა ,უკან გავყევი,გული თითქოს მეუბნებოდა რომ მას უკანასკნელად ვხედავდი,მაგარამ არ მჯეროდა,საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ ის არ დამტოვებდა...
ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ ყველა ჩემსკენ იყურებოდა ,მე კი მღვდლის სამოსში გამოწყობილი მივდიოდი და სხვებს ვერც კი ვამჩნევდი მხოლოდ მას ვხედავდი,თვალები მხოლოდ მისთვის მქონდა ღია როცა შუა ქუჩაში მანქანების მოძრაობას მიუახლოვდა,შემობრუნდა,ნაზ ხელის გულზე ტუჩები შეახო და კოცნა ჩემთან გამოგზავნა. თვალებში მიყურებდა ,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ,მერე ჩუმად რაღაც ჩაიჩურჩულა, ალბათ კიდევ ერთხელ მითხრა სიტყვები რომელიც არაერთხელ უთქვამს:"მიყვარხარ"!
ვგრძნობდი რომ ეშინოდა,მისი თითოეული ნაბიჯი შიშით იყო გადადგმული,ეშინოდა მაგრამ იმედიც ჰქონდა ,იმედი იმის რომ მივიდოდდი და ვუშველიდი,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო,ვერ ვტოკდებოდი,ადგილზე ვიყავი გაყინული,მინდოდდა დამეძახა მაგრამ ბაგეები გამეყინა თითქოს აღარ უნდოდათ ლაპარაკი,აღარაფერი შემეძლო,უნდა დამეცადა როდის დამტოვებდა,ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ არაფერი შემეძლო,დალოდების გარდა ...ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა,უცებ გაქრა,რაღაც შავმა ის შორს გაისროლა, მხოლოდ მაშინ შევძელი გატოკება როცა ხალხის კივილი გავიგონე.
მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი დავკარგე რაც გამაჩნდა,ის ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი...
ახლოს მივედი,ჯერ კიდევ ცოცხალს თვალებში შევხედე ,მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა,მაგრამ იქ ხალხი იყო,არ შემეძლო ჩემი სიყვარული მეღიარებინა.ის კი მიმეორებდა:-მიყვარხარ,მიყვარხარო,
მე კი მხოლოდ თვალებში ვუყურებდი ,მინდოდა თვალებით მაინც მეთქვა სიტყვები რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა:-"მეც მიყვარხარ".
...მისი თვალები ნელ-ნელა გაშტერდა,ტიროდა და მხოლოდ ჩემსკენ იყურებოდა ,მისი მზერა სევდით სავსე ტკივილს გადმომცემდა.ჩემი ცრემლები მის გაფითრებულ სახეზე ეცემოდა,იყინებოდა მაგრამ მაინც თბილი იყო,თბილი დიდი სიყვარულისგან...
ვიგრძენი როგორ ამოვიდა მისი ბაგეებიდან უკვდავი სული,ნელ-ნელა მტოვებდა და ბოლოს თიტქოს ნაზად მოგეალერსაო,ისეთი სითბო ვიგრძენი...მაშინ მივხვდი რომ სამუდამოდ დავკარგე.ხალხი ირეოდა,მხოლოდ ის მახსოვს რომ მისი თვალები მაინც ტიროდა,ტიროდა მანამდე სანამ მიწასმიებარებოდა,ყველას უკვირდა,ასეთი საოცრება არავის ენახა.მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ მღვდელი არ ვყოფილიყავი რადგან არ მინდოდა იმ ადამიანის საფლავზე მელოცა რომელიც მე მოვკალი...არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,როცა საფლავთან მივედი ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა,მეგონა ყველამ იცოდა ჩემი დნაშაულის შესახებ თავი დავხარე და ლოცვის კითხვა დავიწყე,ლოცვის რომლის წაკითხვის უფლებაც არ მქონდა ...თვალწინ მხოლოდ მისი თვალები მედგა ცრემლიანი თვალები...
იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე ვლოცულობ,მისი სულისთვის,მინდა რომ ისეთივე ბედნიერი იყოს როგორც ჩემს გვერდით იყო,მაგრამ მე ამ ბედნიერების უფლებას არ ვაძლევდი,ამას სიცოცხლის ბოლომდე ვინანაებ,ვინენებ იმასაც რომ ასეთი უგულო ვარ.ბევრჯერ თავის მოკვლაც მიცდია მაგარამ მერეე მიფიქრია რომ მას არ მოუნდებოდა მკვადარი ვენახე.
მინდა მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდე მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია,ისევე როგორც მან იცოდა რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო!...მაპატიე!....


ეს ისტორია ერთ საიტზე ვნახე ადრე და პირველათ რომ წავიკითხე კურცხალი ვერ შევიკავე ისე ამაღელვებლათ ეწერა.აქ არის ცხადი მაგალითი ადამიანის ეგოისტობის და ფარისევლობის,მხოლოთ საკუთარ თავზე და სულზე ზრუნვის,სხვისი სულისა და ბედისადმი კი აშკარა გულგრილი დამოკიდებულება.თუ მართლა უყვარდა უფალი და უნდოდა ღვაწლი გაეწია მისი სულიერებით,იმაზე დიდი ღვაწლი რა იქნებოდა როცა ადამიანის სული გადაერჩინა უფალთან მიეყვანა,რომელიც მის ხელთ იყო,მასზე დამოკიდებული.უფალი ხომ ამბობს ,ამქვეყანაზე იმაზე ძვირათ ფასებული არაფერია,ვიდრე ადამიანის სულიო.ამას უფრო დაუფასებდა უფალი.მან კი უფალს იმ საბრალოს სული დაუკარგა და ძვირათ დაუჯდა,მთელი ცხოვრება მტანჯველ შეგრზნებაში უნდა გაელია ადამიანის სულის დაღუპვის გამო.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jan 16 2011, 04:24 PM

სიყვარული გულში შედის, მერე გულის გულში, მერე სულში. გული, გულის გულს მაგრად ჩაჭიდებს ხელებს, გულისგული - სულს, სული ისევ გულს გადმოსწვდება, შეკრავენ წრეს და ამღერდებიან აცეკვდებიან, აკისკისდებიან და გადმოღვრიან სიყვარულს, ბალახებზე, მინდვრებზე, მთებზე, მდინარეებზე ,სახლებზე და პატარა ქოხებზე, დაირბენენ ნაკადულებს, შემოუფრენენ დიდი დედამიწიწ პატარა ადამიანებს და დააბერტყავენ სიყვარულს. აავსებენ იმათ გულებსაც,გულის გულებსაც და სულებსაც, მერე ყველა ცას,ყველა ვარსკვლავს, პლანეტას მიეხუტება და ასე იქნება დაუსრულებლად!...შენთანაც შემოპარულა სიყვარული, უი,გულში შესულა, გულის გულისკენ მიდის, გულის გულიდან სულში გადავა, სული კი ისევ გულს მიუბრუნდება და ჩაჭიდებენ ხელებს, აბა ხელები სიყვარულს როგორ დაიჭერენ და გადმოღვრიან ალბათ, გავილუმპებით, ამოვიგანგლებით სიყვარულის ფანტელებში და ასე იქნება დაუსრულებლად...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 16 2011, 04:25 PM

izi-bartki
იზუნია შეყვარებული ხარ?

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jan 16 2011, 05:29 PM

.zakaria.
მე დაბადებიდან სულ შეყვარებული ვარ ჩემო ზაქარია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: *ნინო* თარიღი: Apr 23 2012, 10:39 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 15 2012, 07:54 PM

" ხომ გახსოვს, უფალმა იესომ რომ თქვა: “მოდი ჩემთან, შენი ტვირთის სიმძიმით გადაღლილო – მე ვარ გზა; სიცოცხლით სავსე შვებას და განსვენებას ეძიებ? მოდი ჩემთან – მე ვარ სიცოცხლე; ვერ გაგიგია რა არის სიმართლე, სიწრფოება და სისწორე? მოდი ჩემთან – მე ვარ ჭეშმარიტება! იცოდე – არ გაძალებ, მაგრამ თუ მომიხმობ გულის იმ სიწრფელით და სასოებით, რომელიც მე გამოვსახე შენი დედის წიაღში, ისე ახლოს მოვალ შენთან, ისე ახლოს, რომ შენი გულის შენთან სიახლოვეც კი ვერ გადაამეტებს ამ სიახლოვეს. ალბათ იტყვი: უფალო – არ მაქვს ის რაც შენთვის სათნოა. მე კი გითხარი და არ მომისმინე, სულ გეძახი და გეუბნები, ახლაც გეტყვი თუკი გინდა, რომ გადარჩე: – დარჩი ჩემთან. მე შენთან ვარ, შენი გულის კართან ვდგავარ, თაკარა მზეში, სუსხიან ღამეში, ყინვასა და სიცივეში, შენი სიამაყისას, შენი მრისხანებისას, შენი სიბინძურისას, შენი მძულვარებისას - ვდგავარ შენი გულის კარებთან და გიხმობ, ეგების ისმინო ჩემი! რად გამიუცხოვდი ადამიანო?! შენ პირშეყროლებულს თავს არიდებ, მე კი შენი ორგულება და გულმღვრიეობა მადარდებს, მე არ გარიდებ პირს მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე აღწევს შენში აღგზნებული ცეცხლის ჭვარტლი და სიმყრალე. დარჩი ჩემთან, მიპოვნე შენს გულში, გულის გულში. როცა შენ ადგილს ვერ პოულობ, იცოდე – მე გიხმობ! როცა არ იცი სად წახვიდე , რა ქნა და როგორ მოიქცე, იცოდე - მე ვარ. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მე მომმართო. რადგან, შენ მეძებ მაგრამ სხვაგან მიდიხარ, მე კი აქვე ვარ – შენს გულში. იცოდე, ყველაფერი აქ წყდება!”.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 15 2013, 03:47 AM

ადრე ჩავიხატე.

"დრო, რომელიც ასე გვბოჭავს, შედგენილია! შედგება წამებისა და წუთებისაგან, საათების, დღეების, კვირეების, თვეებისა და წლებისაგან, საუკუნეებისაგან, ათასწლეულების, ეპოქებისაგან და ა.შ. (ეს ჯაჭვი ერთი შეხედვით ძალიან გრძელია და, თითქოს, დაუსრულებელიც, მაგრამ, როგორც ვთქვით - ”თითქოს”.) მარადისობა კი, ჩემი სულის ახლობელო, მარტივია! ე.ი. შეუდგენელია; იგია ყოფიერება ყოველგვარი წამის გარეშე, გნებავს: - დაუსრულებელი წამი! ასევეა ღმერთიც - შეუდგენელი, მარტივი! აი რადაა ეს ყვოველივე ასე გენიალური, დიდებული. თუმცა, დავამატებ, რომ არ კმარა ვთქვათ - ”მარტივიაო” ამ დიდებულების გადმოსაცემად და ასახსნელად. აქ ბრკოლდება მრავალი. ამიტომ, გულმხურვალედ გისურვებ და გიანდერძებ, Carpe aetemitatem! (დაიჭირე მარადისობა!) წამები თითქოს ქერქივით ფარავენ მარადისობას.

ძალიან ძნელია წამებს შორის დაიჭირო მარადისობა! ან კიდევ ამოიცნო ამქვეყნად მარადიულობის უსასრულო წამი - ქრისტე (ყველაფერი მასთან დაკავშირებული), და გაშმაგებული ჩაებღაუჭო მას გადასარჩენად! ჭეშმარიტად, ეს იდუმალი და შთამბეჭდავი მომენტი ბრძენ და კეთილგონიერ ადამიანს მარადიულობის საშვად გადაექცევა.
აი, რატომ არის ქრისტე გზა, კარი და შემდეგ საუკუნო სიცოცხლე! აკი ვთქვი: ”წამები თითქოს სამოსივით ფარავენ მარადისობას-მეთქი”... წამებით იმოსება და არის კიდეც შემოსილი მარადისობა! მაშ, თუ იმოსება, განიძარცვავს კიდეც მას! მარადისობის შემოსვაა, სწორედ, დროისა და მასთან ერთად ხილული სამყაროს დასაწყისი.. დრო შეიმოსა მარადისობამ, თვითონ კი უცვლელი დარჩა! განა, აქ უფლის, იესო ქრისტეს იდუმალი განკაცება არ გაგახსენდება? კიდევ ვიტყვი... განა, არ წერია ღმერთზე: ”აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ... შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი” (ფს. 103. 1-2). იცი რატომაა ასე?..

”ნათელი და მშვენიერება, დრო და ადამიანი” - ეს ყოველივე ხომ ანარეკლია, ხატია მარადიულობის, ღმერთის ანარეკლი. ღმერთისთვის ხომ ადამიანი უმეტესად ღირებულია! ჩვენთვისაც ამ ცოდვით სავსე ქვეყანაზე ხომ ღმერთი უნდა იყოს ერთადერთი და უზენაესი! ამიტომ, ჩვენი უხეშობის და სისასტიკისა გამო ორგზის დამოწმება გახდა საჭირო: ერთი, ვახსენეთ რა - ”ნათელი და მშვენიერება ღვთისა”, ე. ი. ის ყველაფერი, რაც ჟამამდე იცოდა კაცობრიობამ უფალ ღმერთზე, რაც ვიცოდით მისივე გამოცხადებით მის შესახებ! ეს კი არ იყო სამყოფი. ეს ხომ მხოლოდ ცოდნა იყო... რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, ძალიან ბევრი და წარმოუდგენლად სასიხარულო! თუმცა, ჩვენ!.. ისევ ჩვენი გულქვაობა...

მაგრამ მოიცა! ხომ ვახსენეთ სანუკვარი იესოს განკაცება! აი, იგი თვითონ იჭერს წამებს შორის შუალედს და გამოარღვია კიდეც მარადიულობიდან! ხმადაბალია და სიოსავით მოდის... ისევ გვიმოწმებს ღმერთი, ამჯერად უკვე ცხდად, თავისი თავით - მოდის ქრისტე უფალი! სწამს ჩვენი და მოდის! ცეცხლოვანი სიხარულის ჟამი დაიწყო მაშინ... ეს სიხარული ამ ცეცხლში გაუნელებელ სიყვარულად გარდაიქმნება... და მერე?.. გიზგიზებს!.. ”ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა”, მადლობა მაცხოვარო!.. ”და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!”, დიდება შენდა მხსნელო, დიდება შენდა!!!

ძრწოლით ვიკითხავ, უფალო! - “ნუთუ გწამს შენ ჩვენი, უკვდავო ღმერთო?“ - ასე დაიმდაბლებ თავს, ღმერთო?!... მიკვირს, გაკვირვებული ვარ... ღმერთის თავმდაბლობა ჩვენ წინაშე... რა სულის შემძვრელია! ”აჰა, ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას”... ასე რატომ იქცევი, უფალო, რაში გჭირდება ეს?! ვის უმოწმებ შენს სიყვარულს... ამ.. ამ არსებას? თუმცა, მაპატიე! ასე გაწყვეტინებ ხოლმე სასურველ საუბარს... განაგრძე, ჩვენი სულის სიხარულო!
- ”...მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა”... უფალო, გთხოვ, კიდევ ერთს ვიტყვი... ახლა, შენს სიტყვებზე, ისევ შენ გამახსენდი... ეს ხომ თვითონ შენ ხარ? მითხარი, ხომ ასეა?! ადრე აბრაამს მოსთხოვე საკუთარი შვილის სამსხვერპლოზე დადება, მისი სახით კი ჩვენ, ყველანი ძალიან შეგვაშინე... ახლა კი საკუთარი თავი დაგვიდევი წინ!.. კიდევ რამე უნდა გვითხრა, უფალო? კარგი, გისმენ ამოუცნობო და საკვირველო, გააგრძელე შენი სიტყვა... ”აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ უკუნისამდე!.. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება” (II რჯლ. 29, 19)...

მე კი ასე მოვედი შენთან, მიგვიღე.. ჩვენ ვართ.. შენი უძღები შვილები, უფალო!

”რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე”
(იოანეს სახარება 6. 37)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 30 2013, 06:57 PM

იმდღეს პედაგოგიკის ლექტორმა დაგვავალა უცებ დაგვეწერა ესეი სათაურით "მე და ინსაიტი" ინსაიტი არის რაღაც მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში, რასაც შეგიძლია გამობრწყინება უწოდო. შემოგთავაზებთ ჩემს ესეის smile.gif


დიდხანს ვიფიქრე რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში ინსაიტად წოდებული. არ ვიცი რომელიმე კონკრეტული შემთხვევა თუ... უბრალოდ გადავწყვიტე დამეწერა იმ დროზე როცა პაპაჩემი ცოცხალი იყო და მასთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის ახალი გამობრწყინება, ახალი სიხარული და ახალი ოცნებების დასაწყისი იყო. არ არსებობდა მე ის მენახა და მას ცუდ განწყობაზე დავეყენებინე. უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა არ იყო ჩვეულებრივ, როგორც პაპას და შვილიშვილს აქვს ხოლმე. ჩვენ ერთმანეთისთვის მეგობრები, კოლეგები, თანამშრომლები, საყვარელი და ერთგული ადამიანები ვიყავით. მასთან მაკავშირებს ბევრი საიდუმლო, ბევრი მხიარულება, ბევრი სიკეთე და ემოცია... ყოველთვის როცა ერთად ვხატავდით, ერთად ვკითხულობდით, ვუსმენდით მუსიკას ან ერთად ვაბრაზებდით ბებოს, ის ყოველთვის ჩემს მხარეს იყო, ცდილობდა ისე მომხდარიყო რომ მე ნასიამოვნები და ბედნიერი ვყოფილიყავი. არა, მისი საყვარელი შვილიშვილი არ ვყოფილვარ, არ იყო ის ისეთი რომ ბავშვები ერთმანეთისგან გამოვერჩიეთ, უბრალოდ ასე მგონია ჩემში ცოტათი თავის თავსაც ხდავდა და ეგ იყო სულ... მახსენდება ის ბედნიერი წლები როცა სიამოვნებით ვუსმენდი მის მოყოლილ ზღაპრებს თუ ნამდვილ ამბებს, ისე მხატვრულად და ისე რეალურად დახატავდა ყველაფერს, ფილმივით გაივლიდა ხოლმე ჩემს თვალწინ. ერთი რამე იყო მასთან ერთად თამაში. ათას რაღაცას მოიგონებდა. ისეთ ადგილასაც რომ ვყოფილიყავით სადაც სათამაშოები არ გვქონდა, მაინც ისეთ რამეს მოიფიქრებდა, ყველა რომ სიამოვნებით გაერთობოდა იმითი. ვერავინ ვერასოდეს ვერ შემიცვლის ამ ურთიერთობას და ვერ დაიკავებს მის ადგილს, ის ერთადერთია ჩემთვის. რა ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ის წლები უბედნიერესი დრო ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, მაინც ვერ შევძლებდი ამის გაგრძელებას. დიახ, ის აღარ არის ცოცხალი მაგრამ მე მას შემიძლია ვუწოდო გამობრწყინება ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამიანის სიცოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა. რა თქმა უნდა წლებს ვერ გავაჩერებდი მაგრამ... ბედნიერებით გაცისკროვნება ბავშვობაში დამრჩა. ეს განცდა კი არასოდეს დამავიწყდება და ალბათ მოხუცობამდეც გამყვება. მადლობა პაპას რომ ასეთი იყო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2013, 11:28 AM

qetevano
a025.gif

ბედნიერი ხარ, ქეთ, რომ პაპა გყავდა, თანაც ასეთი ტკბილი... wub.gif გულწრფელი და ფაქიზია შენი ჩანახატი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2013, 02:42 PM


წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელი

წმიდა სვიმეონი, სხვა სწავლულებთან ერთად, ალექსანდრიაში მიიწვიეს. დიდი პატივია ებრაულიდან ბერძნულ ენაზე წმიდა წერილის თარგმნა. იცის სვიმეონმა, რომ ნათარგმნი წიგნი ამობრუნებულ ხალიჩას ჰგავს, მაგრამ თავს არ ზოგავს, რომ ზუსტი ასლი შექმნას მისმა ნიჭმა. ზის და თარგმნის. ესაია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებზე ცოტა ხნით ჩერდება: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს.“ -ქალწული შობს? ნუთუ შეცდომაა გაპარული? - ფიქრობს დაბრკოლებული და ისისაა უნდა ჩაასწოროს „ქალწული“ „დედაკაცით,“ რომ უფლის ანგელოზი ხელზე ხელს უჭერს და ეუბნება, რომ მანამ არ მოკვდება, სანამ არ იხილავს ქალწულისგან შობილ ქრისტეს და ეს „მანამ“ დიდხანს გრძელდება, უსასრულოდ დიდხანს.
წმიდა სვიმეონი ყოველ დღე მიდის ტაძარში იმ იმედით, რომ მხსნელს ნახავს, წლები კი გადის. ყველა მისთვის ძვირფასი ადამიანი, ადრე თუ გვიან, გადის ამ ქვეყნიდან, ის კი ცოცხალი რჩება. „ადამიანი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც ახლობელი უკვდება“ და ვინ მოთვლის რამდენგზის „გარდაიცვალა“ სვიმეონი, თუმცა 360 წელი იცოცხლა, სამას სამოცი!
როგორც იქნა დადგა ბედნიერი დღე! სულიწმიდა აუწყებს: „აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!“ სიხარულით მიეშურება წლებით გადაღლილი წმიდანი ტაძარში, სადაც არის ადგილი ქალებისთვის და ადგილი ქალწულებისთვის. წმიდა მარიამი რადგან შობის მერეც ქალწულად დარჩა, ჩვილით ხელში დგას ქალწულთა ადგილზე და სვიმეონი გულისხმაყოფს, რომ ის ღვთისმშობელია, ყრმა - ქვეყნიერების მხსნელი! უზომოდ ბედნიერი მიირქვამს პატარა იესოს მოხუც მკლავებში, თბილად ჩაიხუტებს და უფალს შეჰღაღადებს: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი...“ უფლის მადლიერი, მისგანვე ნუგეშინისცემული და სურვილახდენილი ზეცის მოქალაქე ხდება, ზეცას მიებარება, ჩვენ კი, მართლმადიდებლები, უძველესი დროიდან, ახალი სტილით 15 თებერვალს, ამ დღის აღსანიშნავად მირქმის დღესასწაულს ვდღესასწაულობთ და ღმერთმა მრავალს დაგვასწროს!

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Feb 14 2013, 10:26 PM

marine

ციტატა
წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელი

ლამაზადაა დაწერილი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2013, 10:28 AM

ციტატა(zaz @ Feb 14 2013, 11:26 PM) *

marine

ლამაზადაა დაწერილი.


მადლობა, ზაზ, გამახარე შენი შეფასებით wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2013, 10:32 AM

ის მიდიოდა


ის მიდიოდა...
თბილისისთვის უჩვეულოდ ბარდნიდა...
ის მიდიოდა და ჩემ გულზე ადგამდა ნაბიჯებს, ცოტა მძიმედ და ცოტა მსუბუქად...
მის ნატერფალში იკარგებოდა ჩემი პატარა ნაფეხურები...
ფანტელებისგან თვალთახედვა არ იყო და მიყვარდა ზამთარი უზომოდ, უზომოდ...
„ის მიდიოდა თოვლიან გზაზე და ნაკვალევზე ტოვებდა სითბოს...“
და მე ეს სითბო ულევ საგზლად მიმყვებოდა ჩემ სავალ გზაზე...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 7 2013, 04:01 AM

გამარჯობა. ახალს არაფერს დებთ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2018, 09:31 PM

"მამა – ის, რომელიც არასდროს მინახავს, გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ, დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველ დილით და არასდროს ველაპარაკები. დედა – ის, ვინც ყოველთვის მენატრება და რომელიც უკვდავი მინდა იყოს მარად! სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება, გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს,მტკივა და საგრძნობლად სათუთია. მოთმინება – რომელიც ჯერ კიდევ გამაჩნია, თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ყოვლის შემძლე მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს. ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირი ახსნა აქვს......."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)