თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 13 2006, 02:11 PM

ქრისტეს მიერ ძმებო და დებო!

"უფალი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს"

ვგონებ ჩვენი მეგობრობა ისეთ დონემდე მივიდა უკვე, რომ დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევკავშირდეთ, გავერთიანდეთ, რათა ერთად უფრო კარგად ვაკეთოთ კეთილი საქმეები, რათა ჩვენი ახალგაზრდული ენერგია მივმართოთ ქვეყნის სამსახურში. ალბათ ხვდებით, რომ ცალკე აღებული, სპონტანური შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.

აქედან გამომდინარე, admin-მა და მე გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს ჩვენი გაერთიანება

იმის გათვალისწინებით, რომ ფორუმი ღიაა და სასურველთან ერთად ხშირად არასასურველი სტუმრებიც ჰყავს მას, ამ გაერთიანების ფორმის, მიზნის, კონკრეტული გეგმების შესახებ არ მინდა აქ დავწერო. ამიტომ გთავაზობთ, რომ ერთმანეთს შეხვდეთ 24 დეკემბერს, კვირას, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის მერე. ასე ადრე იმიტომ გეუბნებით, რომ წინდაწინვე დაგეგმოთ თქვენი საქმეები და შეეცადოთ (განსაკუთრებით აქტიურ ფორუმელებს ეხებათ), რომ არცერთი მსურველი არ დააკლდეს ამ შეხვედრას. თითოეული თქვენგანის სიტყვა და აზრი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია [აქ საუბარია იმაზე, რაზეც ვწერდით დახურულ ტოპიკში]

მე და admin სრული პაკეტით და გეგმებით მოვალთ

გთხოვთ აქ დაწეროთ მხოლოდ 24-ის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხები (კონკრეტული გეგმები და მოსაზრებები არ არის საჭირო)

ძალიან დიდი მადლობა წინასწარ ყველას

ქრისტე არს ჩვენ შორის!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 5 2007, 12:43 PM

ჩემო მეგობრებო!

როგორც შემპირდნენ, შობის შემდეგ შეიძლება შევხვდე უწმიდესს. ჩვენი ჩატარებული შეკრებისა და მომავალი მიზნების შესახებ ვუამბობ, და როგორც გვაკურთხებს, გაცნობებთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 1 2007, 01:51 PM

კანონისტი
დავით ყველაფერი ისევ ისეა? არაფერი არ შეცვლილა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 1 2007, 02:01 PM

http://church.ge/index.php?s=&showtopic=1047&view=findpost&p=56963

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Apr 18 2007, 11:42 PM

კანონისტი ,
ამჯამად რა არის დაგეგმილი , სამომავლოდ ან სადღეისოდ?
მეც თქვენთან ვიქნები smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Apr 27 2007, 12:32 AM

MOGESALMEBIT KVELAS, ZALIAN KARG SAKMES AKETEBT DA GMERTMA INEBOS KIDE BEVRI GAGEKETEBINOT. RAGAC MINDA ROM GTXOVOT KVELAS VISAC SHEUZLIA, ZALIAN GTXOVT IKNEB DAMEXMAROT SKOLEBHI, BAVSHVTA AGMZDELOBITI DACESEBULEBASA DA ARASRULCLOVANTA KOLONIASHI MINDA MOVACKO QARTULI MARTMADIDEBLURI FILMEBIS CHVENEBA DA TU DAMEXMAREBIT KARGS IZAMT DA KIDE TKVENTAN GACEVRIANEBA TU SHEILEBA GAMAGEBIET SHOTI17@MAIL.RU ZE MOMCERET

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)