ჯვრისწერა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვრისწერა |
mirzazrim |
Oct 13 2012, 03:33 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 13-October 12 წევრი № 12,675 |
დაგვლოცე მამაო.
საეკლესიო კანონების მიხედვით, შეიძლება თუ არა ცოლად მოვიყვანო ქალი რომელიც არის ჩემზე 5 წლით უფროსი და რომელიც წლების წინ იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში (ჯვარი დაწერილი არ ჰქონდა). ასეთი ქალის ცოლად შერთვა ითვლება თუ არა მრუშობად? ..."ვინც განტევებული შეირთოს მანცა იმრუშა"... |
mama archili |
Oct 14 2012, 12:59 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 15-February 12 წევრი № 12,059 |
დაგლოცოთ ღმერთმა!
თქვენ შგიძლიათ მოიყვანოთ ცოლად ეგეთი ქალი. ხოლო რაც შეეხება მაგ ფაქტს:,,ვინცა განტევებული შეირთო'' რადიკალურად სხვა რამესთან გვაქვს შეხება. თუ გაინტრესებთ კონკრეტულად რის შესახებაა საუბარი გირჩევთ ნახოთ წმ.იოანე ოქროპირის ან თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებები... |
mirzazrim |
Oct 17 2012, 10:38 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 13-October 12 წევრი № 12,675 |
მამა არჩილ მადლობა უფალს და მადლობა თქვენ გულისხმიერებისათვის და გამოხმაურებისათვის!
... " ზ) ქორწინება ურყევია მეუღლეთაგან რომელიმეს გარდაცვალებამდე. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6). „გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში შეკრულია რჯულით, ხოლო თუ ქმარი მოკვდა, განთავისუფლებულია ცოლქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ და სხვას რომ გაჰყვეს აღარ იწოდება მეძავად“ (რომ. 7,2-3). „დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7,10-11). " " ი) რჯული კრძალავს განქორწინებას: „უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს“. „თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო (მალაქ. 2,13-14). „ასევე თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვეულს შეირთავს, მრუშობს“ (მათ. 5,31-32 ან მათ. 19,9). „თუ ცოლი ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება“ (რომ. 7,3). " მამაო შენდობას ვითხოვ თუ ვზედმეტობ. წმ.იოანე ოქროპირის ან თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებები ჯერ ვერ მოვიპოვე. რაც ამ ეტაპზე ვნახე ეს არის http://orthodoxy.wanex.net/ojakhi/qortsineba1.htm [ხოლო რაც შეეხება მაგ ფაქტს:,,ვინცა განტევებული შეირთო'' რადიკალურად სხვა რამესთან გვაქვს შეხება.] ანუ რადგან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი ამიტომ არის "სხვა რამესთან შეხება" ალბათ ხომ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი