IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას
death
პოსტი Feb 23 2009, 12:25 AM
პოსტი #81


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(tamara @ Feb 22 2009, 11:38 PM) *

არ ვიცი ზუსტად
მე მგონი არსად არ მუშაობს.
თუმცა უკვე შესთავაზეს სამსახური ბრიტანეთის სამეფო აკადემიაში.



სამსახური არა ლექციის ჩატარება, სადაც დაჯდებიან იკაიფებენ მაგარს და დაიშლებიან smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 23 2009, 12:26 AM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
მათემატიკოსია და ისტორიაში გადაერთო უცებ, ნუ ლინგვისტიკაშიც აღმოაჩნდა ნიჭი როგორც ჩანს

ეს მაშინ როდესაც ხალხმა 40 ენა იცის და ისინი ვერ შიფრავენ ამ დისკოს, რომ არაფერი ვთქვათ იმ

რამდენიმე ენა იცის.
მარტო ენების ცოდნა საკმარისი არაა -
ალგორითმის შედგენაცაა საჭირო.

ციტატა
სამსახური არა ლექციის ჩატარება

სამსახური შესთავაზეს -
საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 23 2009, 12:30 AM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(tamara @ Feb 23 2009, 01:26 AM) *

რამდენიმე ენა იცის.
მარტო ენების ცოდნა საკმარისი არაა -
ალგორითმის შედგენაცაა საჭირო.


სამსახური შესთავაზეს -
საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი.


საერთოდ წარმოდგენა გაქვთ, სამეფო აკადემიაში სამსახურს როგორ შოულობენ? biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 23 2009, 12:41 AM
პოსტი #84


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(tamara @ Feb 23 2009, 12:26 AM) *


სამსახური შესთავაზეს -
საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი.


1) სამსახურს ვერ შესთავაზებდნენ რადგან წევრი უნდა იყოს
2) ეგ არის ხელოვნების აკადემია, რომლის გარტყმაშიც არ არის კვაშილავა
3) მის წევრობაზე ინფორმაცია უნდა იდოს საიტზე.

რომელ ამ მოთხოვნათაგანს აკმაყოფილებს ჩვენი პროფესორი? biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 23 2009, 12:42 AM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(death @ Feb 23 2009, 01:41 AM) *

რომელს ამ მოთხოვნათაგანს აკამაშოფილებს ჩვენი პროფესორი? biggrin.gif


დაიკიდე, ეს უახლესი მითია biggrin.gif
უნდა გწამდეს და მორჩა laugh.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 23 2009, 07:38 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



კანუდოსელი
რატომ ლაპარაკობთ ხოლმე რამე საკითხე ისე, რომ არც კი ხართ გარკვეული?
თუ პოზა გვაქვს ასეთი -
"სარკაზმ - ვსეზნაიკასი?"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 23 2009, 07:40 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



აბა ასეთ ტიტანურ აზრებს რომ ვკითხულობ, ორიდან ერთი დამრჩენია, ან ვიტირო - თუ როგორ ბნელა საქართველოში - ან სიმწრით ვიცინო biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 23 2009, 08:28 PM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
აბა ასეთ ტიტანურ აზრებს რომ ვკითხულობ, ორიდან ერთი დამრჩენია, ან ვიტირო - თუ როგორ ბნელა საქართველოში - ან სიმწრით ვიცინო

და საიდან დასკვნები?
ნახე ეს ნაშრომი?
გაეცანი ? -
მოსმინე ლინგვისტების აზრი?
იქნებ ლონდონის კონფერენცის მასალებს და მონაწილე პირებს იცნობ
და შეგიძლია დასკვნა გააკეთო -
საერთოდ რაზეა საუბარი?
მაგრები ხართ რა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Feb 23 2009, 11:14 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა(კანუდოსელი @ Feb 23 2009, 07:40 PM) *

აბა ასეთ ტიტანურ აზრებს რომ ვკითხულობ, ორიდან ერთი დამრჩენია, ან ვიტირო - თუ როგორ ბნელა საქართველოში - ან სიმწრით ვიცინო biggrin.gif

ორივე ვარიანტში ცრემლების ღვრა მოგიწევს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 24 2009, 06:40 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



1. საენათმეცნიერო სემინარის თავმჯდომარე აკად. თ. გამყრელიძე;
მდივანი პროფ. მ. ჯიქია;
წევრები: პროფ. ირ. მელიქიშვილი, პროფ. ნ. შენგელაია, პროფ. ნ. ჭანიშვილი, პროფ. მ. ივანიშვილი, პროფ. ეთ. სოსელია, პროფ. თ. ასათიანი, პროფ. რ. ბოლქვაძე, პროფ. ზ. კიკნაძე, პროფ. ინ. შადური და სხვები.

მარიკა ჯიქია, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ
ფესტოსის დისკოს ქართველი წამკითხველი საენათმეცნიერო სემინარზე

11 ივნისი 2007 (ამონარიდი):
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე _ ივნისს მოისმინეს გია კვაშილავას მოხსენება თემაზე ფესტოსის დისკოს გაშიფვრა...
გია კვაშილავამ მოკლე ექსკურსით გააცნო დამსწრეთ 1908 წელს კუნძულ კრეტაზე, ქ. ფესტოსში აღმოჩენილი დისკოს საუკუნოვანი ისტორია, დაახასიათა მისი გაშიფვრის მცდელობები და დისკოს მკვლევართ ღირსეული პატივი მიაგო. მას არც საკუთარი გარჯა დავიწყებია გამშიფრავთა წამოწყებულ საქმეში, კერძოდ კი წაკითხვის დაწყება ცენტრიდან და არა გარეთა ხვეულიდან მომხსენებელმა დამაჯერებლად დაასაბუთა. წინამორბედ მკვლევართა თანახმად ამავე რიგის აღმოჩნდა წარწერის დასასრულის ნიშანი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთიც: მომხსენებელმა წინამორბედთაგან განსხვავებით ყურადღება გაამახვილა ერთი და იმავე ნახატ-ნიშნების ძნელად შესამჩნევ განსხვავებულ მდებარეობაზე, რაც მის ფაქიზ მკვლევრისეულ უნარზე მეტყველებს. მოხსენების ეს ნაწილი დიდი ინტერესით იქნა მოსმენილი...
... ახალგაზრდა მკვლევარს თავის კვლევა-ძიებაში დიდად წაადგა მათემატიკური განათლება, მდიდარი წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების უნარი, რამაც მას საშუალება მისცა 17 წლის ფაქტიურად უწყვეტი შრომის შედეგი ალგორითმის სახით მოეწოდებინა საზოგადოებისათვის. ამასობაში ბ-ნმა გიამ აითვისა არეალით მოტივირებული ყველა დამწერლობითი სისტემა და შტუდირების წესით გაეცნო დიდძალ სპეციალურ ლიტერატურას. შესაშურია მისი თვალსაწიერი და ინტელექტის დონე საკვლევი საკითხის შესახებ...~


რისმაგ გორდეზიანი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი

11.06.2007 (ამონარიდი):
`2007 წლის 17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსიტუტში ჩატარდა მათემატიკოს გია კვაშილავას ფესტოსის დისკოს დეშიფრირებასთან დაკავშირებული მოხსენების განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები: რისმაგGგორდეზიანი, ნანა ტონია, ლევან გორდეზიანი, ეკატერინე კობახიძე, ლელა ჩოთალიშვილი, თამარ ჭეიშვილი, ნიკოლოზ შამუგია და სხვები. განხილვა წარიმართა რამდენიმე საათის განმავლობაში. მომხსენებელს შესაძლებლობა მიეცა, დეტალურად წარმოედგინა თავისი კვლევის შედეგები. გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ინსტიტუტის თანამშრომლების საერთო აზრი ამგვარია:
1. ბატონმა გია კვაშილავამ ჩაატარა ძალზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო ფესტოსის დისკოს დეშიფრირების ისტორიის, პრობლემების შეწავლისა და კრიტიკული ანალიზის მიმართულებით.
2. საყურადღებოა ის არგუმენტები. რომლებსაც იგი გვთავაზობს ამ წარწერის წაკითხვის მიმართულებასთან დაკავშირებით.
3. დამაჯერებელია მისი თვალსაზრისი გარკვეულ ნიშანთა პოზიციისა და მათი სემანტიკური თუ მორფოლოგიური ფუნქციების ურთიერთმიმართების შესახებ.
4. დამაჯერებელია ნიშანთა ფონოლოგიური მნიშვნელობების დადგენის ის პრინციპეპი, რომელსაც ბატონი გია გვთავაზობს...~


ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

ნანა შენგელაია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი


კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო ჟურნალ "მინერვას" თაოსნობით. უმაღლესი პოლიგრაფიული დონის ეს ჟურნალი მკითხველს აწვდის ძველი ხელოვნებისა და არქეოლოგიის საკითხების მიმოხილვას. მისი სათავო ოფისებია: დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში; ამას გარდა, იგი ვრცელდება მთელს ევროპაში, კანადაში და სხვა ქვეყნებში.

კონფერენციის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ: ჯერომ აიზენბერგი, ფილოსიფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე; მარკ მერონი, ფილოსოფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვას" რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; დოქტორი პიტერ კლეიტონი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალის კონსულტანტი და რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; ნიკლას რიდი, ხელოვნების მაგისტრი და ფილოსოფიის მაგისტრი. უნდა ითქვას რომ კონფერენცია შესანიშნავად იყო ორგანიზებული: ეს შუა ხნის ადამიანები დაუღალავად მოქმედებდნენ და იღწვოდნენ იმისათვის, რომ კონფერენციის მიმდინარეობა სანიმუშო ყოფილიყო.

კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად წარმოდგენილი ყოფილა 100-მდე თეზისი, საიდანაც სამოხსენებოდ საორგანიზაციო კომიტეტმა აარჩია სულ 12. მათ შორის ბ-ნ გია კვაშილავას მიერ წარმოდგენილი მოხსენება "ფესტოსის დისკო - კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუში"; ამ მოხსენებით მან სპეციალისტების წრეს გააცნო თავისი 17 წლის მუშაობის შედეგი - მე-20 საუკუნის მეცნიერთათვის ენიგმატური ტექსტის ამოკითხვა პროტო-ქართველურ (კოლხურ) ენაზე.

თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მოხსენება დიდ ინტერესს გამოიწვევდა, რადგან წინასწარი გამოძახილები ძალიან დადებითი და იმედის მომცემი იყო: "მივიღეთ თქვენი ბრწყინვალე თეზისი..."

დოქტორ ციგენფუსმა (ავსტრია) მოსწერა გ. კვაშილავას: "დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კვლევა და აღმოჩენები დრამატულად შეცვლის მრავალ ადრინდელ შეხედულებას ისტორიაზე";

ჯერომ აიზენბერგი (აშშ): "მოუთმენლად ველოდები თქვენთან და თქვენს კოლეგასთან შეხვედრას კონფერენციაზე; ვგრძნობ რომ მოხსენება ძალიან საინტერესო იქნება". ჟურნალ "მინერვაში" ჯ. აიზენბერგის სტატიაში ფესტოსის დისკოს დეშიფრირების მცდელობების რჩეულ ჩამონათვალში დასახელებულია გ. კვაშილავას დეშიფრირებაც.

პიტერ კლეიტონი (დიდი ბრტანეთი): "... [თქვენი მოხსენება] გამორჩეულად საინტერესო ჩანს, ვფიქრობ, მას დიდი კამათი მოჰყვება. ...დოქტორ აიზენბერგი, დოქტორ მერონი და მე მივესალმებით თქვენ მიერ ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის მსვლელობაში შეტანილ წვლილს".

კონფერენციას ესწრებოდა 60-ზე მეტი მსმენელი, რომელიც უდიდესი ყურადღებით უგდებდა ყურს გამომსვლელებს. ყოველი მოხსენების მერე გამოდიოდნენ მონაწილეები და თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, მშვიდად და არგუმენტირებულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას.

მომხსენებლები ჩამოსულნი იყვნენ გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან (კრეტიდან) და საქართველოდან (ბ-ნი გია კვაშილავა და ამ სტრიქონების ავტორი). სამწუხაროდ იტალიიდან, რომიდან ავადმყოფობის გამო კონფერენციაზე ვერ ჩამოვიდა ფილოლოგიის დოქტორი ლუი გოდარი, რომელიც დღეს გერეთ ოუენსთან და ივ დიუოსთან ერთად ითვლება ფესტოსის დისკოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მკვლევარად მსოფლიოში. სწორედ ლუი გოდარის იუბილეს მიეძღვნა ორგანიზატორების მიერ გამართული საზეიმო სადილი. ლუი გოდარის მოხსენება "ფესტოსის დისკო და ეგეოსური ცივილიზაცია" კონფერენციის გახსნის დროს წაიკითხა მარკ მერონიმ.

კონფერენცია გახსნა და მოხსენება წაიკითხა ჯერომ აიზენბერგმა (ნიუ-იორკი, აშშ). უნდა ითქვას, რომ მომხსენებლები მართლაც მკაცრად იყვნენ შერჩეულები. ლუი გოდარის გარდა აქ მოწვეული იყვნენ და ჩამოვიდნენ ფესტოსის დისკოს ყველაზე ცნობილი და სახელიანი მკვლევარები: გერეთ ოუენსი (ჰერაკლიონი, კრეტა, საბერძნეთი), ტომ პალაიმა (ოსტინი, ტეხასი, აშშ), დიტერ რუმფელი (დიუსელდორფი, გერმანია), ჯონ კოლმანი (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი), რიჩარდ სპროუტი (ურბანა, ილინოისი, აშშ), ნიკლას რიდი (ფოლკსტოუნი, კენტი, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა პიტერ კლეიტონი (ჰემელ ჰემპსტედი, დიდი ბრიტანეთი).

ამ მეცნიერებმა მრავალი წელი მიუძღვნეს ფესტოსის დისკოს შესწავლას, მისი შესრულების ტექნიკის ანალიზს, ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენას, დათარიღებას, მისი ავთენტურობის გარკვევის საკითხს, მისი პალეოგრაფიული პარალელების ძიებას; ისინი გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ტექსტის სავარაუდო ენის თაობაზე და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა, უაღრესად ზუსტად, ნათლად იყო ჩამოყალიბებული და ამიტომაც უაღრესად საინტერესო იყო. როდესაც ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ კონფერენცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, მიპასუხეს, რომ ეს განაპირობა მოხსენებათა მკაცრმა არჩევამ და შედარებით მცირე რაოდენობამ.

როგორც კონფერენციაზე ისე არაოფიციალურ შეხვედრებზე არაერთგზის იმეორებდნენ ფესტოსის დისკოს პირველი და უაღრესად ნაყოფიერი მკვლევარის სერ ართურ ევანსის, ასევე B-ხაზოვანი წარწერების ამომკითხავი მაიკლ ვენტრისისა და ჯონ ჩედვიკის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ დისკოს ენა მათთვის უცნობია და რომ A-ხაზოვანი წარწერისა და ფესტოსის დისკოს ტექსტის ენა ერთიდაიგივეა, განსხვავებულია მხოლოდ შრიფტი.

ზოგი მათგანი ამბობდა, რომ შეუძლებელია დისკოს ტექსტის წაკითხვა იმის გამო, რომ ასეთი წარწერის მხოლოდ ეს ერთი ნიმუშია აღმოჩენილი - ვლადიკავკაზში ნაპოვნი ნატეხი, რომელიც დისკოს ნიშნებს იმეორებს, როგორც ჩანს, ყალბად ითვლება.

სერ ევანსის, ლუიჯი პერნიესა და სხვათა მიერ თავის დროზე გამოთქმული აზრი იმის თაობაზე, რომ დისკოს ტექსტი ჰიმნია, გაზიარებულია ყველა მკვლევარის მიერ. როგორც კონფერენციაზე ითქვა, დისკოს ტექსტი, როგორც ჩანს, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მისი შემქმნელებისათვის, რადგანაც მათ დიდი ყურადღება დაუთმეს ტექსტის სიზუსტეს ან იქნებ კანონიკურ ხასიათსაც და მისი დამზადების საგანგებო ტექნოლოგიას, რომელიც დისკოს დროის გამანადგურებელი მოქმედებისაგან დაიცავდა (დ. რუმფელი). ("რა არის ისეთი ამ ტექსტში, რაც მის მბეჭდავს სურდა უსათუოდ გადარჩენილიყო ჟამთა სიავეს?" კითხულობდნენ მკვლევარები).

ცხადია, ბ-ნი გია და მეც ცოტას ვნერვიულობდით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით ჩატარდებოდა მოხსენება, როგორი აღსაქმელი იქნებოდა რთული და გადატვირთული მასალა მსმენელისათვის. რეგლამენტი შეზღუდული იყო და ძალიან მკაცრიც - დიდი თხოვნის შემდეგ სულ სამი-ოთხი წუთი მოგვიმატეს, რაც ოდნავი შეღავათი იყო მხოლოდ. ამიტომ იქაც, ლონდონში ყოფნისას დიდი დრო მოვანდომეთ მოხსენების ტექსტის შემცირებას, ისეთნაირ გამარტივებას, რომ არ დაკარგულიყო მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც წარმოადგინა გ. კვაშილავამ.

სამწუხაროდ ამ შემოკლების გამო ვერ მოხერხდა სრულად ყოფილიყო ნახსენები ის ქართველი მეცნიერები (მრავალი მათგანი აწ გარდაცვლილია), რომლებიც ამდენს იღწვოდნენ და იკვლევდნენ საქართველოს უძველეს ისტორიას (ესენი პირველ რიგში იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, პავლე ინგოროყვა, სიმონ ყაუხჩიშვილი და თინათინ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე, პანტელეიმონ ბერაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი მაჭავარიანი, თამაზ გამყრელიძე); ისინი თავიანთი ნაშრომებით ადასტურებენ და მხარს უჭერენ გ. კვაშილავას კვლევის დასკვნებს.

უნდა ითქვას, რომ მოხსენებათა განრიგი საკმარისად ჭკვიანურად იყო შედგენილი. 12 მოხსენებიდან ჩვენი მე-11 იყო, ტომ პალაიმას, გერეთ ოუენსისა და ნიკლას რიდის შემდეგ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ჩვენ "გამორჩეულ საზოგადოებაში" მოვხვდით, მეორეც იმიტომ, რომ წინა დღეს მოვასწარით შევჩვეოდით კონფერენციის საერთო ტონს, შევაფასეთ აუდიტორია (პროფესიონალური!) და ა.შ.

მოხსენების დროს წარმოდგენილი იყო მტკიცებულებებისათვის ძლიერ მნიშვნელოვანი მდიდარი კომპიუტერული მასალა - ეს მასალა საგანგებოდ მოიწონეს მოხსენების შემდეგ მსმენელებმა და ორგანიზატორებმა.

მოკლედ ვიტყვი, რომ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო გ.კვაშილავას არგუმენტები დისკოს ტექსტის წაკითხვის მიმართულების შესახებ დისკოს ცენტრიდან პერიფერიისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე ტექსტის წაკითხვის მიმართულებად უმრავლესობის მიერ არაერთგზის დასახელდა პერიფერიიდან ცენტრისაკენ წაკითხვა, ტიპოლოგიური კომპიუტერული მასალით გამაგრებული გ. კვაშილავას ექვსი არგუმენტი არავისათვის არ გამხდარა საკამათო...

წარმოდგენილი იყო ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა წაკითხვისათვის გ. კვაშილავას მიერ შექმნილი ალგორითმი, რომელიც ბუნებრივად ეყრდნობა თვით მასალის გრაფიკულ მონაცემებს და მარტივად, ცალსახად მოიცავს არა მარტო დისკოს ტექსტს, არამედ ვრცელდება, აგრეთვე, იმ სამ წარწერაზეც, სადაც გამოყენებულია ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნები. ესენია: წარწერა არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე და ფესტოსის ლარნაკზე.

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი ლინგვისტური მასალა, რომელიც მიღებულია თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის მიერ შედარებითი მეთოდებით პროტო-ქართველური (კოლხური) ენის აღდგენისას. მთელი ეს მასალა ადეკვატურად ასახულა ფესტოსის დისკოს წარწერაში, რაც მტკიცედ უჭერს მხარს გ. კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს კოლხურ (პროტო-ქართველურ) ენაზე წაკითხვას. ტექსტი თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც ჯერ არ არის მომხდარი საერთო-ქართველურის დაშლა ერთი მხრივ მეგრულ-ჭანურ, ხოლო მეორე მხრივ ქართულ განშტოებებად (ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეული).

წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, დისკოს ტექსტის როგორც ზოგადი ინგლისური თარგმანი, ისე ცალცალკე ნახატ-ნიშნების ზოგჯერ მორფოლოგიური ღირებულების მარცვლოვანი წაკითხვაც. შეჯამებული იყო, აგრეთვე, დისკოს ორივე მხარის შინაარსი.

აქვე უნდა დავამატო, რომ მოხსენებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე, მან თითქოს წერტილი დაუსვა იმ კამათსა და მსჯელობას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლონდონში, სიძველეების შემსწავლელთა საზოგადოების დარბაზში (რომელშიც, სხვათა შორის კარგა ხანს იყო მოთავსებული როზეტის ქვა, სანამ მას ბრიტანეთის მუზეუმში გადაიტანდნენ; აქვე წაიკითხა მაიკლ ვენტრისმა თავისი მოხსენება B-ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ).

განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ჩანს, მოხსენებამ გერეთ ოუენსზე, რომელიც მანამდე ყოველი მოხსენების შემდეგ კამათში გამოდიოდა და თავის აზრს გამოთქვამდა. ამჯერად მან სახის გაოგნებული გამომეტყველებით მოისმინა მოხსენება, არაფერი უთქვამს, თავისი ადგილიდან ყველას წარმატება უსურვა და დარბაზი დატოვა. გ.კვაშილავას ულოცავდნენ და ეუბნებოდნენ ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგია, თუმცა ძნელია ერთბაშად ასეთი მასალის ათვისება, მოითმინეთ სამიოდე წელიწადი და თქვენს აღმოჩენას მთელი მსოფლიო აღიარებსო.

თბილისში ელექტრო ფოსტით მოსული წერილებში იწერებიან: "თქვენი მოხსენება კარგად იყო წარმოდგენილი და სრულიად განსაცვიფრებელი იყო. მასში, რა თქმა უნდა წარმოდგენილია დისკოს გამოცანის გადაჭრისადმი საინტერესო მიდგომა. გისურვებთ წარმატებას თქვენს შემდგომ კვლევაში" (ჯ. აიზენბერგი). დიტერ რუმფელმა მოიწერა: "ძალიან ვაფასებთ თქვენს სამეცნიერო თვალსაზრისს, ცოდნასა და ძალისხმევას, რამდენადაც ვიცი, თქვენ დისკოს ერთადერთი მკვლევარი ხართ, რომელმაც გაბედა და თავის დაბეჭდილ გამოკვლევაში ჩართო მითოლოგიის პერსონაჟები..."

ეჭვგარეშეა, რომ გ. კვაშილავას მიერ თითქმის ოთხი ათასწლეულის სიძველის უნიკალური ტექსტის ამოკითხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს კულტურისა და რელიგიის, მისი ისტორიისათვის, ისე იმ გავლენის შესწავლისათვისაც, რომელიც პროტო-ქართველურ კულტურას ჰქონდა ევროპულ კულტურაზე.

ისღა დამრჩენია საგანგებოდ ვახსენო დოქტორ ჰერბერტ ძებიში, ავსტრიელი მკვლევარი, ვინც პირველმა გამოთქვა ფესტოსის დისკოს კოლხურ-იბერიულ ენაზე წაკითხვის ვარაუდი. იბერიულ-კოლხურ ენას მან რამდენიმე წიგნი უძღვნა, თავისი მოსაზრება ფესტოსის დისკოს პროტო-ქართველურ ენაზე წაკითხვის თაობაზე მან ბუდაპეშტის EIRENE-ს საერთაშორისო კონგრესს მოახსენა 1988 წელს; აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა კრეტოლოგთა კონგრესზე 1991 წელს კრეტაზე; მიკენოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე რომში 1991 წელს, ჩამოსული იყო საქართველოშიც, ვანში.

ჰერბერტ ძებიშმა შექმნა კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც შეეძლო ნებისმიერი ენის ჩასმა და ამ ენების მასალის შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისათვის. მან სცადა ბიბლიის ებრაული, ძველი სლავური, აღმოსავლური და მრავალი სხვა ენა, მაგრამ არცერთმა არ ძუპასუხა" პროგრამას. მოგვიანოდ მან ამ პროგრამაში ჩასვა პროტო-ქართველური და მისი პროგრამა ამოქმედდა! თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მან მოანდომა ძველი ქართულის შესწავლას. ჰერბერტ ძებიში გარდაიცვალა 1993 წელს.

ჰ. ძებიშის ვარაუდმა, ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა მაშინ 16 წლის გ. კვაშილავაზე.

დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ჰერბერტ ძებიშის ვაჟს, დოქტორ ჰერმან ძებიშსა (ავსტრია) და დოქტორ იოხენ ციგენფუსს (ავსტრია) - ისინი დაგვეხმარნენ რეალობად ქცეულიყო ჩვენი მონაწილეობა ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

ასევე მადლობას ვუხდით ლუკა ჩაჩიბაიას (დიდი ბრიტანეთი), ნოდარ გაგუას (რუსეთი); აქვე მადლიერებით მოვიხსენიებთ ქ-ნ ნინო დარასელს, რომელმაც ყურადღება მიგვაქცევინა კონფერენციის ჩატარების სავარაუდო გეგმაზე. მადლობას მოვახსენებთ, აგრეთვე დოქტორ ნანი ჭანიშვილს მრავალმხრივი მხარდაჭერისათვის.

დაბოლოს, შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ გ. კვაშილავას, რომელმაც კიდევ დიდი შრომა უნდა გასწიოს იმისათვის, რომ…წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანოს A-ხაზოვანისა და კრეტული იეროგლიფების შესწავლა
________________________

როგორ დავიჯერო რომ ამ ხალხზე ჭკვიანები ხართ -
ვინც აქ სარკაზმით ხართ დაკავებულები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inga mesxi
პოსტი Mar 29 2009, 07:42 PM
პოსტი #91


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 13-March 09
წევრი № 6,633



გამარჯობათ. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. აუცილებლად დავდებთ ჩვენს საიტზე www.georgien-nachrichten.com
ხოლო" ჭკვიანებზე" მინდა ვთქვა, სანამ ვინმეს გაკიცხავ ჯერ გაერკვიე! და მეორე, იქნებადა ყველამ ცოტათი მაინც, იმდენი ვქნათ, რამდენი ამ მეცნიერმა შეძლო!!! ბევრია არა, შენი ცხოვრების უმეტესიდრო დაუთმო საერო საქმეს?!!!! კიდევ ერთხელ გმადლობთ! პატივისცემით ინგა მესხი გერმანიიდან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 29 2009, 08:02 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



inga mesxi
გმადლობთ ინგა.
გადავცემ თქვენს კეთილ სურვილებს გია კვაშილავას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Mar 30 2009, 05:18 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(tamara @ Feb 24 2009, 06:40 PM) *

1. საენათმეცნიერო სემინარის თავმჯდომარე აკად. თ. გამყრელიძე;
მდივანი პროფ. მ. ჯიქია;
წევრები: პროფ. ირ. მელიქიშვილი, პროფ. ნ. შენგელაია, პროფ. ნ. ჭანიშვილი, პროფ. მ. ივანიშვილი, პროფ. ეთ. სოსელია, პროფ. თ. ასათიანი, პროფ. რ. ბოლქვაძე, პროფ. ზ. კიკნაძე, პროფ. ინ. შადური და სხვები.

მარიკა ჯიქია, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ
ფესტოსის დისკოს ქართველი წამკითხველი საენათმეცნიერო სემინარზე

11 ივნისი 2007 (ამონარიდი):
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ სემინარზე _ ივნისს მოისმინეს გია კვაშილავას მოხსენება თემაზე ფესტოსის დისკოს გაშიფვრა...
გია კვაშილავამ მოკლე ექსკურსით გააცნო დამსწრეთ 1908 წელს კუნძულ კრეტაზე, ქ. ფესტოსში აღმოჩენილი დისკოს საუკუნოვანი ისტორია, დაახასიათა მისი გაშიფვრის მცდელობები და დისკოს მკვლევართ ღირსეული პატივი მიაგო. მას არც საკუთარი გარჯა დავიწყებია გამშიფრავთა წამოწყებულ საქმეში, კერძოდ კი წაკითხვის დაწყება ცენტრიდან და არა გარეთა ხვეულიდან მომხსენებელმა დამაჯერებლად დაასაბუთა. წინამორბედ მკვლევართა თანახმად ამავე რიგის აღმოჩნდა წარწერის დასასრულის ნიშანი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთიც: მომხსენებელმა წინამორბედთაგან განსხვავებით ყურადღება გაამახვილა ერთი და იმავე ნახატ-ნიშნების ძნელად შესამჩნევ განსხვავებულ მდებარეობაზე, რაც მის ფაქიზ მკვლევრისეულ უნარზე მეტყველებს. მოხსენების ეს ნაწილი დიდი ინტერესით იქნა მოსმენილი...
... ახალგაზრდა მკვლევარს თავის კვლევა-ძიებაში დიდად წაადგა მათემატიკური განათლება, მდიდარი წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების უნარი, რამაც მას საშუალება მისცა 17 წლის ფაქტიურად უწყვეტი შრომის შედეგი ალგორითმის სახით მოეწოდებინა საზოგადოებისათვის. ამასობაში ბ-ნმა გიამ აითვისა არეალით მოტივირებული ყველა დამწერლობითი სისტემა და შტუდირების წესით გაეცნო დიდძალ სპეციალურ ლიტერატურას. შესაშურია მისი თვალსაწიერი და ინტელექტის დონე საკვლევი საკითხის შესახებ...~

რისმაგ გორდეზიანი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი




ეს არის სულ; აქ მეცნიერული ენით კარგად არის ახსნილი რომ ამ კაცმა დიდი შრომა გასწია საკუთარი კვლევის ჩატარებისას და წინამორბედთაგან განსხვავებით ყურადღება გაამახვილა ერთი და იმავე ნახატ-ნიშნების ძნელად შესამჩნევ განსხვავებულ მდებარეობაზე, ეს არის ერთადერთი რაც ზოგადად დადებიტად შეფასდა მის კვლევაში, მაგრამ აქ არსად არ წერია რომ ეს თვალსაზრისი აქ მყოფმა საზოგადოებამ გაიზიარა ან რაიმე მსგავსი, არ წერია იმიტომ რომ არ გაიზიარეს; არ გაიზიარეს სწორედ ის ძირითადი დებულება, რომ ეს დისკო არის პროტოქართული ან რაიმე მსგავსი, აქ მეცნიერულ ენაზე ტაქტიანად უარყოფილია მისი მოსაზრება დისკოს კოლხური წარმოშობის შესახებ, ან ეს მოსაზრება სრულიად იგნორირებულია.

აქ არავინ არ ცდილობს სარკაზმით შეხედოს მის კვლევას მაგრამ სამწუხაროდ ბევრი რამ რაც მან დაწერა კერძოდ კი მისი ჰიპოტეზის მთავარი ნაწილი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მითიმეტეს რომ სრულიად აშკარაა რომ ეს წარწერა სწორედ ადგილობრივი წარმოშობისაა და მასზე კრეტელი მონარქების საგვარეულო სიმბოლოებია დატანებული, რისი უარყოფაც ჯერ ერთიც რომ ძნელია და მეორეც თუ ის უარსაყოფია, მაშინ საამისო მიზეზებიც უნდა არსებობდეს, რაზეც კვაშილავას არაფერი უწერია.





--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 30 2009, 05:48 PM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



sable
ხელაღებით ნუ ლაპარაკობთ -
თქვენ არ იცნობთ ამ კვლევას ღრმად -
მე ვიცი, რომ თსუ - ში მეცნიერთა აზრი გაყოფილია ორად.
ნაწილი მიიჩნევს ამ კვლევას უდიდეს აღმოჩენად
ნაწილი კი არა.
და ერთი აკადემიკოსის სიტყვების ციტირებას გავაკეთებ
(სამწუხაროდ არ შემიძლია ჯერ მისი სახელი და გვარი ვთქვა)

"ასეთი ნაშრომი საქართველოში ჯერ არ დაწერილაო."

ოფიციალურად კი ჯერ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Mar 30 2009, 07:41 PM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



აქააააააააააც? შენც ბრუტუს?

ხომ ხედავთ, რომ ყველგან გედავებიან, იმიტომ რომ აბსურდია ეგ კვლევა. მგონი უკვე პრინციპზე დგეხართ. დამისახელეთ ერთI რომელი თსუ-ს პროფესორი ეთანხმება მაგ კვლევას. მეც გავიკითხავ ერთI და მერე შევაჯამოთ შედეგები. შეიძლება ფიზიკის, ბიოლოგიის და ეკონომიკის ფაკულტეტების პროფესორები აღიარებენ, მაგრამ არც აღმოსავლეთმცოდნეები და არც მსოფლიო ისტორიის კათედრის პროფესორები როგორც ვიცი არ ეთანხმებიან... თუმცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ...

როგორც ხვედავ მხოლოდ და მხოლო ბატონი გიას ახლობლები ესარჩლებიან ამ გამოკვლევას. რა ვართ ეს ქართველები რა, ვეღარ მოვიშალეთ ეს ნაცნობ-მეგობრობა. tongue.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 30 2009, 07:58 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
აქააააააააააც? შენც ბრუტუს?

შენცაა?


ციტატა
როგორც ხვედავ მხოლოდ და მხოლო ბატონი გიას ახლობლები ესარჩლებიან ამ გამოკვლევას. რა ვართ ეს ქართველები რა, ვეღარ მოვიშალეთ ეს ნაცნობ-მეგობრობა.

არ ვიყავ არც ნაცნობი და არც ახლობელი -
როცა პირველად მოვისმინე ეს მოხსენება
და ჩემით დავეთანხმე მას.
მე არ ვარ პროფესორი -
მაგრამ გაიკითხე მაინც - საინტერესოა ..

იმ აკადემიკოსის სახელს ჯერ ვერ ვიტყვი-
როცა თავად განაცხადებს-
მერე გაგახსენებ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 30 2009, 08:18 PM
პოსტი #97


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



tamara
მე ვიცი რომ თქვენ თქვენი თეორიებიც გაქვთ user.gif ფესტოს დისკზე არ ვიძახი.. ატლანტიდასთან დაკავშირებით მახსოვს ...

არ გინდათ კვაშილავასავით გაიტანოთ სადმე სამეცნიერო კონფერენციაზე? IPB-ს სურათი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 30 2009, 08:23 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
არ გინდათ კვაშილავასავით გაიტანოთ სადმე სამეცნიერო კონფერენციაზე?

ლონდონის კონფერენციაზე გაგზავნილი იყო 2000 მდე მოხსენება
აქედან შეარჩიეს და მიიღეს მხოლოდ 100
და ამ 100 -დან მოხსენებაზე დრო მისცეს 20 მდე მოხსენებას-
მათ შორის იყო ქართველის - გია კვაშილავას მოხსენება.

ეგ სარკაზმი კარგად გაახვიეთ და გულში ჩაიხუტეთ.
არ ვართ ქართველები კარგი ხალხი-
ღირსეულს მხოლოდ სიკვდილის მერე ვაფასებთ ხოლმე.

მეორე მაგალითი -
გია კვაშილავამ მიიღო მოწვევა კიდევ ერთ კონფერენციაზე,
სადაც დაფინანსება იქნებოდა სრული -
ანუ ჩვენებს არაფერი ექნებოდათ გადასახდელი.
მხოლოდ საჭირო იყო საქართველოს დელეგაციის წარდგენა
ანუ უნდა ყოფილიყო 5 მოხსენება
ანუ უნდა შემდგარიყო ჯგუფი ერთი ქვეყნიდან

გააგზავნეს ეს ხუთი მოხსენება და მიიღეს მხოლოდ ერთი - კვაშილავასი -
არაპროფესიონალის

საქართველოს მთელი სამეცნიერო საზოგადოებიდან არ მოიძებნა ოთხი მეცნიერი.
და ვერც გია ვერ წავიდა.

სირცხვილია....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Mar 30 2009, 08:30 PM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



კარგით რაა, რა საჭიროა ეს დაცინვა, ყველამ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და მორჩა smile.gif
თამარ, ხო, მეც აქ ვარ biggrin.gif ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები smile.gif kiss1.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 30 2009, 09:36 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



inga mesxi
ციტატა
ხოლო" ჭკვიანებზე" მინდა ვთქვა,

ვისზეც ეს იგულისხმე, ბრჭყალები ნამდვილად ზედმეტია smile.gif თუ რატომ, შეგიძლია პრივატში იკითხო smile.gif რამდენადაც არ ჩვევიათ მაგათ გამარიაჟება , მაგრამ მე როგორც მათი მეგობარი, შემიძლია ვთქვა ვინც არიან.

ციტატა
ინგა მესხი გერმანიიდან.

ბაბუათქვენი იყო თურინგიიდან თუ ბებიის შტო გაქვთ ბადენიიდან?

პ.ს. ახალი ხარ ფორუმზე და სანამ გაიცნობ ვინ ვინაა, თხოვნა იქნება მასეთი გამოსვლებისგან თავი შეიკავო. თვით თამარა იცნობს ყველას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 03:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი