IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სექსი და მართლმადიდებლობა
damiane80
პოსტი Nov 20 2013, 07:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



თემას ვხსნი ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ერმოლაოს (ჭეჟიას) ასე ვთქვათ სტატიით. ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება.

ბერი ერმოლაოს ჭეჟია - თანამედროვე ოჯახები სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო ინგრევა
12:18 2013-11-20

ბერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან მისი სრული უგულებელყოფის გამო.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ერმოლაოსი სოციალურ ქსელში ტაბუირებულ თემაზე წერს.

სასულიერო პირი წერს, რომ სექსუალურობის საკითხი, ტაბუირებული თემაა და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ნაწილისგან ამ თემაზე საუბრის გამო რისხვაც ელის.

ბერი ფიქრობს, რომ თანამედროვე ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან მისი სრული უგულებელყოფის გამო.

ბერი ერმოლაოსი ამ საკითხს ვრცელ წერილს უძღვნის: "ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას - სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე.

მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ.

არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთერთი საშუალება! ცოლქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია!

მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველაფერი ცოდვაა!!!

მოციქული პავლე ამბობს, რომ “ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს” რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ „ორნი გახდნენ ერთი“, რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროდ მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზირებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაცით არის განპირობებული, მაგრამ ქაწულობა ცხონების მხოლოდ ერთერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები. ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურადღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავისი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანეთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! უფალი როცა ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას. უმრავლეს შემთხვევაში, როცა ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ძალაუნებურად ვცდილობთ ჩვენი ეკლესიურობა მეუღლესთან ურთიერთობაშიც დავაფიქსიროთ და ნელ-ნელა ვახდენთ მეუღლეთა ხატიზაციას და სექსუალურ ცხოვრებას ჩვენი ეკლესიურობისთვის შეუთავსებელ ქცევად მივიჩნევთ, რითაც უზარმაზარ უფსკრულს ვთხრით არა მართო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, არამედ ჩვენს მეუღლესა და ეკლესიას შორის, რადგანაც ჩვენს პარტნიორს თავისი სექსუალური უფლების შელახვის მიზეზად ჩვენი ეკლესიურობა ევლინება. რითაც ვაძულებთ ჩვენს მეუღლეს ეკლესიას და თვით ღმერთს.

ქორწინების საიდუმლოს მთავარი აზრი ორი შეყვარებული სულის ცხონების საქმეში გაერთიანებაა ურთიერთდახმარების მიზნით. სექსუალურობა კი ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში უმთავრესი იარაღია! სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას, და ქმნის სულთა შერწყმის იდეალურ წინაპირობას!

ამიტომ უდიდესი ცოდვაა მეუღლის ღალატი, მისი სექსუალური უფლებების დარღვევა! თანამედროვე ოჯახთა უდიდესი ნაწილი დღეს ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან, ამა თუ იმ მიზეზით, მისი სრული უგულებელყოფის გამო. შეხედეთ თქვენს მეუღლეს, გაიხსენეთ რამდენი უძილო ღამე გითენებიათ მასზე ფიქრში, რამდენი სიხარული და ტკივილი გადაგიტანიათ ერთად, რამდენი გულის საიდუმლო გაგიზიარებიათ მისთვის და თქვენ დამეთანხმებით, რომ თქვენი სულის ცხონების საქმეში ვერავინ შეგეწევათ ისე, როგორც იის უახლოესი ადამიანი.

მოეფერეთ მას, გაუფრთხილდით მას და ნუ მოპარავთ მას იმ სიხარულს, რომელიც მისთვის ღვთისგან ნაკურთხია და ვინ იცის, იქნებ ის გახდეს თქვენი ერთად ერთი გამართლება ღვთის წინაშე.“- წერს სასულიერო პირი ერმოლაოს ჭეჟია.

http://newposts.ge/?l=G&id=23854
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(100 - 100)
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 5 2013, 10:55 PM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(k@the @ Dec 5 2013, 06:53 PM) *

თემას ცოტა რომ დავუბრუნდეთ.
afxazi

ისე გამოვიდა, თითქოს ბიბლიაში ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არაფერია პირდაპირ გასაგები.

ანუ, გამრავლება ასე არ ხდებოდაო, საჭმელს ასე არ იღებდნენო, სამოთხეში ცხოველებს-მცენარეებს არაფერი ესაქმებათ და ა.შ.

და მაინც, მე ვფიქრობ რომ ღმერთმა რაც შექმნა, ყველაფერში თავისი აზრი ჩადო.
მაგალითად, რატომ გადაწყვიტა რომ მის ხატად და სახედ შექმნილ ადამიანს სწორედ ასეთი გარემო ესაჭიროებოდა დედამიწაზე?

ადამიანი კი ბატონო, ჰქონდა მაგალითი და შექმნა. დანარჩენი?
რა აუცილებელი იყო ბუნება? ყოფილიყო მიწა, წყალი და ჰაერი. რატომ ჩათვალა რომ ამ ყოველივეს გამშვენება საჭირო იყო მცენარეებით და ცხოველებით, თუ ამის მსგავსი არაფერია სამოთხეში? თუნდაც არამატერიალური სახით.

და როცა შექმნა ცხოველები, იყო თუ არა მათში ჩადებული რომ მათ უნდა ეკვებათ, თუნდაც მხოლოდ მცენარეებით, ნაყოფით და უნდა გამრავლებულიყვნენ, ისე როგორც მრავლდებიან ახლაც?

ხოლო თუ ცხოველში ეს თავიდან იყო ჩადებული, რატომ გამოვრიცხავთ, რომ ადამიანიც ძალიან ჩვეულებრივად იკვებებოდა სამოთხეში?

როგორც დავითი ბრძანებს ფსალმუნებში_ ცა -ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ ! ბიბლიაში ყველაფერი სიმბოლური ნამდვილად არ არის. მეც სიმბოლურად ხომ არ ვარ მოვლენილი ამ ქვეყნიერებაზე??? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 04:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი