IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
მანანა
პოსტი May 5 2008, 12:49 AM
პოსტი #81


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Apr 20 2008, 03:00 AM) *

ა.შანიძის თხზულებათა მეხუთე ტომი ნახეთ, იქნებ დაგეხმაროთ.


გმადლობთ, გაიხარეთ!

ციტატა


ისე რამდენად ახალი ქართული ჰქვია ამას, არ ვიცი, უფრო საშუალი ქართულია მგონი smile.gif



სწორი შენიშვნაა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 11 2008, 07:43 PM
პოსტი #82


დაურეგისტრირებელი









"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან გასწორდის ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი..."
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 02:57 AM
პოსტი #83


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



,,ჰკითხე ასაა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გიაქიმოს." a075.gif ამით ჩემ სიჯიუტეს ვიმოწმებ ხოლმე, მართალია მაგაზე არა აქვს ნათქვამი იმ სულმნათს, მაგრამ მაინც a075.gif tongue.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 03:13 PM
პოსტი #84


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



,,ოდეს ტურფა გაიაფდეს , აღარა ღირს არცა ჩირად " ... smile.gif

ბებიაჩემიც სულ მარიგებს ტავი დაიFასეო, მაგრამ ვერა რა , ვერ გამომდის sad.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კელა
პოსტი Jun 1 2008, 11:08 PM
პოსტი #85


mari
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 18-April 08
წევრი № 4,588



"სხვაგან ქრის მისი გონება, მისმა თავისა წონამან...."

ხშირად მომყავს ხოლმე ყოველდღიურობაში.. biggrin.gif


--------------------
"არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mmariami
პოსტი Jun 11 2008, 03:22 PM
პოსტი #86


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 11-June 08
წევრი № 5,050



''სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ '' wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Jun 11 2008, 03:27 PM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



ერთი გამორჩეული აფორიზმი არ მაქვს, "ვეფხისტყაოსანი" ქართული კულტურის შედევრია, ძალიან ბევრი კარგი ნაწარმოები შექმნილა ქართულ მწერლობაში, მაგრამ მისი მსგავსი არა...


რაც მე მაწამეს შარშან მაგ პოემის სწავლაზე sad.gif sad.gif sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jun 11 2008, 07:50 PM
პოსტი #88


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 17 2008, 08:58 PM
პოსტი #89


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ერთ-ერთ ფორუმზე გადავაწყდი ასეთ მოსაზრებებს,
დამაინტერესა, და თქვენი აზრი მაინტერესებს.

მგონი დაგაინტერესებთ smile.gif


პრლოგის პირველი სტროფი:

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა."




რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა

რომელმან: 1) რომ ელ მან = მან, ვისაც რომ ელი; 2)რომ-მელ-მან = ვინც/რაც რომ მელის

გარდა ამისა:
რ-რაე-მზე=25-ღ-მერთი;
ო-ონ=16+14=30-სრულქმნილი (ასევე, 30 წლის იესოს, როცა იწყო ქადაგება, აღმნიშვნელი);
მ=13=4-დონ (დონე, სავანე)
ე=5 (აღნიშნავს ცენტრს. რატომ, ამას აქ ვერ განვიხილავ)
ლ=12=3 გან - განი, დედამიწა; ლას=ლ(12/30)+ა(1/1)+ს(20/200)=33/231=6/6=ვინ?/წერილი(კაცი); ლ და ლას - დედამიწაზე ვინ წერილი? ამის პასუხია მომდევნო ასო-ბგერა >
მ-მე
ა - საერთოქართველური აქაურბის, “აქ” აღმნიშნელი
ნ - ხორციელი დედისგან ნაშობი. ზოგადად ნაყოფი (ისე, “ნაყოფი”=შობის შედეგად მყოფი)

(ასოებს ამაზე ღრმად აქ არ გავშიფრავ. თუ ზემოთ მოცემული, ნაკლებსარწმუნოა, შეგიძლიათ არ ირწმუნოთ)

ესე იგი, რომელმან, სიტყვები რომ არ ჩავხლართო და ისე გადმოვცე, ნიშნავს - სააქაოს ნაშობ ღვთის ძეს, მზე სრულქმნილი მე მიმელის. ამ აზრს სხვა ადგილას პირდაპირ ამბობს რუსთაველი. კერძოდ: “მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი”. ახლა, შეიძლება თქვან, თამარი შეადარაო მზეს, ან ასეთი რამ. მაგრამ რა შუაშია “უშენოდ ვერ იქნების” და “შენ ხარ მისი წილი”? რატომ ვერ იქნების, ან რას ნიშნავს წილი? კონკრეტულად თამარის უბრალო შედარება რომ სდომოდა მზესთან, განა ვერ იტყოდა “მზეს უშენოდ ვერ ვიხილავ, რადგან შენ ხარ მისი ხიბლი”, “მზე უშენოდ არად მიღირს, - ჩემთვის შენ ხარ მისი ხიბლი”, “მზემ უშენოდ ვერ მინათოს, რადგან შენ ხარ მისი სხივი”, ან სხვა ამგვარი რამეს? როგორ, მე ვამბობ და რუსთაველი ვერ იტყოდა?!

სამყარო არ ნიშნავს მაინცდამაინც მყარი და მკვრივი სხეულების ადგილსამყოფელს. ამის დასადასტურებლად ძველი აღქმნის ფრაზას მოვიშველიებ: ღმერთმა შექმნა ცის მყარი. ცხადია, როდესაც აღიარებ, რომ სული არ არის მკვრივი და ამათან ერთად, სხეულის დატოვების შემდეგ ზეცისკენ მიიწევს, ამით იმასაც გამორიცხავ, თითქოს ცა მყარი და მკვრივი იყოს. მაშასადამე, სამყაროში იგულისხმება არა მყარი სხეულების ადგილსამყოფელი (თუმცა ეს არც გამოირიცხება, ცხადია) არამედ სივრცე, სადაც გარკვეული კანონზომიერებები მოქმედებს, წესრიგია დამყარებული.

მეორე მხრივ, სამ-ყარ-ო არის სამ - სამი არე (სამარე), ყარ=ყ(26)+ა(1)+რ(19)=46 - ადამ. რატომ?

ცის მყარი 1+4+1+13=19(რაე-მზე)
ა+დ+ა+მ
მიწის მყარი 1+4+1+40=46 – 4(დონ) 6(ვინ)

ესე იგი, ყარ=46, მიწის მყარზე ადამ=46, ამიტომ, ყარ=მიწიერ ადამს

ხოლო ო – სრულქმნა (სრულქმნილი)

ესე იგი, სამ-ყარ-ო ნიშნავს სამარის გავლით მიწიერი ადამის სრულქმნას.

ამას აქ მეტად აღარ გავართულებ


ზეგარდმო არსი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა

ზეგარდმო: ზე(=ციდან) გა (მიწად, მიწაზე) რდ(რდოდ, ანუ საზრდელად, საზრდოდ, სამყოფად) მო(-ვლენილი)

ზეგარდმო არსნი - ზეციდან დედამიწაზე მოვლენილი არსნი (ადამიანები, ფლორა, ფაუნა)
სულითა ყვნა - სულით ამყოფა
ზეცით მონაბერითა

ესე იგი, ზეციდან დედამიწაზე მოვლენილი, მოვლინებული ართა სამყარო, ზეციდანვე მონაბერი სულით ჰყო, ამყოფაო.

ეს არის არსთა სამყაროს დედამიწის შესაქმეში დათესვის პროცესი, ანუ ის, რაც მოსემ დაფარა, ანუ პროცესი, ვიდრე "სული ღთისა იძვროდა წ ყ ლ ე ბ ს ზემოთ"

გარდა ამისა, მონაბერი ასევე ნიშნავს:

მონა: მ(13)+ო(16)+ნ(14)+ა(1)=44=4+4=8=ჱ=ძე. აქედან მოდის ფრაზა “მონა ღვთისა”, რაც ნიშნავს - “ძე-ღვთისა” და არა სხვა რამეს.
ბერი: ბ(2)+ე(5)+რ(19)+ი(10)=36=9 - ღმერთი, ხოლო
თა: თ(9)ღმერთი+ა(1)აქ, სააქაო = 10>1-ერთიანი 0-სრულქმნილი=სააქაოს ერთიანი სრულქმნილი ღმერთი

მაშასადამე, მონაბერი=ძე-ღმერთი, ხოლო მონაბერითა=ძე-ღმერთთა სრულქმნილი ერთობლიობა

მთლიანობაში: ზეციდან დედამიწაზე მოვლინებული არსნი, სულით ყვნილი სრულქმნილი ძე-ღმერთების ერთობლიობააო. ესეც დაფარა მოსემ. განა არ იცოდა, არამედ არ თქვა დაბადების წიგნში.

ამაზე ღრმად ამ ფრაზის შინაარსში ვერ შევალ, რადგან რელიგიის საკითხებში მომიწევს გადასვლა.

ამით რუსთაველმა დაფარული რელიგიის ერთ-ერთი საიდუმლოება გაამხილა და ეს ფრაზა იყო ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელთა გამოც იძულებული გახადეს საქართველო დაეტოვებინა.

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა

ჩვენ, კაცთა, მოგვცა:
კაცთა, და არა ადამიანებს. ადამიანი მარადიული ცნებაა. კაცი კი, ხორციელი ადამიანი, მიწიერი ადამია (მამაკაცები და დედაკაცები). ადამს, მარადიულ ადამიანს მიცემული აქვს როგორც ქვე-ყანა, ისე ზე-ყანა, მაგრამ ხორციელ ადამს მხოლოდ ქვე-ყანა აქვს მიცემული და ეს ქვე-ყანა დედამიწაა, “ურთვალავის ფერითა” და ფერისცვალებით არსებული

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

ეს ორმხრივად დაქვემდებარებული წინადადებაა და ორი აზრის მატარებელია:

1)მისგან (ანუ “რომელმან”-ც, ანუ ღვთისგან) არის ყოვლი ხელმწიფე, ანუ ხელ-მო-წიფე, ხელწიფული, შემძლე, რომელსაც რისამე ქმნა ხელეწიფების და არა - მეფე
2)მისგან (ანუ უთვალავი ფერით არსებული ქვე-ყანისგან) არს ყოვლი ხელმწიფე, ანუ ხელ-მწიფე, არახელმკუხე, წმინდა ყოფიერი თვალსაზრისით


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 17 2008, 09:14 PM
პოსტი #90


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მეორე მხრივ, სამ-ყარ-ო არის სამ - სამი არე (სამარე), ყარ=ყ(26)+ა(1)+რ(19)=46 - ადამ. რატომ?

ცის მყარი 1+4+1+13=19(რაე-მზე)
ა+დ+ა+მ
მიწის მყარი 1+4+1+40=46 – 4(დონ) 6(ვინ)

ესე იგი, ყარ=46, მიწის მყარზე ადამ=46, ამიტომ, ყარ=მიწიერ ადამს

წასვლამდის ეს ვიპოვე და გამეცინა, მატასი ამისათვის რად იტკივებ თავს, ეს არის სისულელე და თუ რატომ აგიხსნიან კარგად, მსგავსი გამოთვლებით უდგებიან ბიბლიასაც და ღებულობენ იმ ქართულ სექტას აქ რომ იყო ერთი და ამტკიცებდა ქრისტე ქართველი იყოო და ალაზნისპირელი რომაა ის სურამში პოულობდა ნოეს კიდობანს smile.gif
ასეთი თითიდან გამოწოვილი ფსევდომისტიციზმს სექტანტობამდის დაყავს რუსთაველოლოგია, ანუ ის რომ რუსთაველში არის ქრისტიანული სიღრმეები, ამაზე არიან ძლიერი ფილოლოგები და საინტერესო ნაშრომები აქვთ,ე.ჭელიძე, გრ. ფარულავა, ასევე უძლიერესი ვიქტორ ნოზაძე, თავისი ფანტასტიური ორი ნაშრომით:
ვიქტორ ნოზაძე - ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება
ვიქტორ ნოზაძე - ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება
ასევე პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს აქვს კარგი ნაშრომი
“ვეფხისტყაოსნის” ავტორის მსოფლმხედველობისათვის

აქ წერია ესენი და გაეცანი

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/

აი ამათიდან უნდა ამოვიდეთ და არა რაღაც ნუმეროლოგიური მისტიციზმიდან...

უი, წავედი თვითმფრინავზე, კარგი თემა და კარგი გოგო ხარ მატასუკა smile.gif

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 17 2008, 09:42 PM
პოსტი #91


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მდაააააააა... smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 17 2008, 10:10 PM
პოსტი #92


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(KAIROS @ Jul 17 2008, 09:14 PM) *

წასვლამდის ეს ვიპოვე და გამეცინა, მატასი ამისათვის რად იტკივებ თავს, ეს არის სისულელე და თუ რატომ აგიხსნიან კარგად, მსგავსი გამოთვლებით უდგებიან ბიბლიასაც და ღებულობენ იმ ქართულ სექტას აქ რომ იყო ერთი და ამტკიცებდა ქრისტე ქართველი იყოო და ალაზნისპირელი რომაა ის სურამში პოულობდა ნოეს კიდობანს smile.gif
ასეთი თითიდან გამოწოვილი ფსევდომისტიციზმს სექტანტობამდის დაყავს რუსთაველოლოგია, ანუ ის რომ რუსთაველში არის ქრისტიანული სიღრმეები, ამაზე არიან ძლიერი ფილოლოგები და საინტერესო ნაშრომები აქვთ,ე.ჭელიძე, გრ. ფარულავა, ასევე უძლიერესი ვიქტორ ნოზაძე, თავისი ფანტასტიური ორი ნაშრომით:
ვიქტორ ნოზაძე - ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება
ვიქტორ ნოზაძე - ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება
ასევე პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს აქვს კარგი ნაშრომი
“ვეფხისტყაოსნის” ავტორის მსოფლმხედველობისათვის


+1


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 17 2008, 10:11 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



_Matasi_

მალე შენ თერმომეტრი კი არა, ბარომეტრი დაგჭირდება laugh.gif მოეშვი ამ კვაზიკაბალისტიკას...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 17 2008, 10:31 PM
პოსტი #94


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



_Matasi_
არაააა... dry.gif no.gif ტყუილია ეგ ყველაფერი და ძალით გამოგონილი.





და საერთოდ, რატომ ცდილობენ ამ ვეფხისტყაოსანში რაღაც დაშიფრული და დაპროგრამებული დაინახონ? ამით ხომ მხოლოდ კნინდება ვეფხისტყაოსნის ჭეშმარიტი მნიშვნელობა...

ვეფხისტყაოსანი არის ქართველი ერის უდიდესი განძი და სიმდიდრე. ვეფხისტყაოსნის სიდიადე არის მის მთავარ იდეებში: ჭეშმარიტი სიყვარულისა და მიჯნურობის განდიდება, ნამდვილი მეგობრობისა და ერთგულების წარმოჩენა, სიძუნწის დაგმობა, სიუხვის, ჰუმანურობის, შემწყალებლობისა და მიმტევებლობის ქება და მოწოდება ამ თვისებებისკენ და სხვა. და, რა თქმა, უნდა ვეფხისტყაოსნის გენიალური პოეზია: მხატვრული ხერხები, ქართული სიტყვის უნიკალური გამოყენება და სხვა თვისებები, რაც ვეფხისტყაოსანს უდიდეს ლიტერატურულ შედევრად აქცევს.

ვეფხისტყაოსანს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ, ხოლო ყველანაირი მცდელობა მასში ვეძიოთ რაღაც დაშიფრული თუ ასე შემდეგ, არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ცნობიმოყვარეობისა და ადამიანის მიერ სკანდალურისაკენ და ექსტრაორდინალურისაკენ დაუოკებელი სწრაფვის შედეგი.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 17 2008, 10:59 PM
პოსტი #95


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



KAIROS
მნათე
Ismail
არა, არც მე არ მჯერა მართლა მისტიკური გამოთვლების, უბრალოდ ჩემთვის უცხო იყო ასეთი სახით გაშიფვრა smile.gif
კიდევ ეწერა რაღაცეები, სულ ანბანური კვლევით.


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 17 2008, 11:38 PM
პოსტი #96


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



_Matasi_
ციტატა
არა, არც მე არ მჯერა მართლა მისტიკური გამოთვლების, უბრალოდ ჩემთვის უცხო იყო ასეთი სახით გაშიფვრა
კიდევ ეწერა რაღაცეები, სულ ანბანური კვლევით.
ვაფასებ მაგ ფორუმის იუზერთა ფანტაზიას.smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 18 2008, 02:29 AM
პოსტი #97


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



_Matasi_
ციტატა
არა, არც მე არ მჯერა მართლა მისტიკური გამოთვლების, უბრალოდ ჩემთვის უცხო იყო ასეთი სახით გაშიფვრა


კარგია, რომ მოგვაწოდე ჩვენც smile.gif
კი, ნამდვილად უცხოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება ეგეთი სახის კვლევა.
ბევრიც დაინტერესდება biggrin.gif
ვეფხისტყაოსანში არის ბევრი რამ დაფარული, მიდის კვლევა-ძიებაც, მაგრამ ასეთი დაწვრილმანება და თითო ასო-ბგერის ციფრებით გამოკვლევა ძაან საინტერსო და კარგ შედეგამდე არ მივა, ასე მგონია რატომღაც.

ისე კი მართლა საინტერესოა კიდევ რას წერენ.
ეჰ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 18 2008, 12:55 PM
პოსტი #98


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440




ციტატა
ვეფხისტყაოსანში არის ბევრი რამ დაფარული, მიდის კვლევა-ძიებაც, მაგრამ ასეთი დაწვრილმანება და თითო ასო-ბგერის ციფრებით გამოკვლევა ძაან საინტერსო და კარგ შედეგამდე არ მივა, ასე მგონია რატომღაც.


მართალი ხარ, smile.gif სისულელეა რუსთაველს ისე დაეწერა ამხელა პოემა, რომ გამუდმებით ეფიქრა თითო ასოს რა რიცხვი მიესადაგება და რა საიდუმლო დავფაროო biggrin.gif
ეს ყველაფერი დამთხვევებია და მეტი არაფერი, მაგრამ საინტერესოა მაინც tongue.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Sep 5 2008, 11:01 PM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
და უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaTeEeX
პოსტი Mar 28 2009, 05:29 PM
პოსტი #100


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 27-March 09
მდებარ.: TbiLiSi
წევრი № 6,731



მძულს უგულო სიყვარული,ხვევნა,კოცნა,მტლაშ
-მტლუში . . .


იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა . . .


რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია? . . .


კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების . . .


თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან,ჭირიცა შევიწყნაროთა . . .


ავად შეჰფერის მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება . . .


ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების . . .


მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს . . .


სიყვარული აგვამაღლებს,ვით ეჟვანნი,ამას ჟღერენ . . .


კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე წარმოსდინდების . . .


--------------------
ყველაფერს ხალისი სჭირდება და ყველაფრის ხალისი შეიძლება დაკარგოს კაცმა . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი