IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 11:18 AM
პოსტი #1


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.


IPB-ს სურათი

იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 11:20 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



dzvelmartlmadidebeli

აბა შენ იცი, წარმატებები... მე ხელს არ შეგიშლი ამ თემაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეურაცხყოფას მიაყენებ ინდუისტურ ღვთაებებს.

ეცადე კორექტული იყო.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jul 19 2010, 11:28 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(Atman @ Jul 19 2010, 11:20 AM) *

dzvelmartlmadidebeli

აბა შენ იცი, წარმატებები... მე ხელს არ შეგიშლი ამ თემაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეურაცხყოფას მიაყენებ ინდუისტურ ღვთაებებს.

ეცადე კორექტული იყო.


კარგი რა ატმანჯან როგორ იცი ხოლმე, რა იყო ინდუისტების დესპანი ხომა რ ხარ შენ კიდე საქართველოში რას განიცდი და ნერვიულობ ამდენს, რა იყო შენც სპორტის სასახლის ქირაობას ხომ არ აპირებ a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 11:39 AM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას

შეადარე მერე : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 11:55 AM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Funkenstein
ციტატა
კარგი რა ატმანჯან როგორ იცი ხოლმე, რა იყო ინდუისტების დესპანი ხომა რ ხარ შენ კიდე


ინდუიზმთან მე არაფერი მაქვს საერთო, მე ვედების და რაც მთავარია კრიშნას წარმომადგენელი ვარ.

ინდუიზმის მრავალი ფორმა მართლა გასაკრიტიკებელია, მაგრამ ღვთაებების შეურაცხხყოფა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

ნახევარღმერთის ბრალი არაა თუ მას ღმერთად აღიარებენ, ეს ხალხის უმეცრების ბრალია.

თან მეეჭვება ტრუბეცკო ღრმად ერკვეოდეს ვედებში.

როცა ნაგავს ეძებ ყველგან იპოვი: ვედებშიც, ბიბლიაშიც და ყურანშიც.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 01:13 PM
პოსტი #6


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Atman
ციტატა
ინდუიზმთან მე არაფერი მაქვს საერთო, მე ვედების და რაც მთავარია კრიშნას წარმომადგენელი ვარ.


ვედები, თუ არ ვცდები, ეს არის ინდუიზმის ყველაზე უძველესი, სანსკრიტზე დაწერილი საღვთო წერილის კრებული.

ვედების სამშობლო თუ ინდოეთი არ არის, იქნებ გაგვარკვიო სად და რომელ ქვეყანაში წარმოიშვა ვედები?

ციტატა
ინდუიზმის მრავალი ფორმა მართლა გასაკრიტიკებელია, მაგრამ ღვთაებების შეურაცხხყოფა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.


ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, სხვა რელიგიის "ღმერთები" დემონებია, რომელთა პატივისცემა ნამდვილად იქნება ერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფა.

ციტატა
ნახევარღმერთის ბრალი არაა თუ მას ღმერთად აღიარებენ, ეს ხალხის უმეცრების ბრალია.


მიუღებელი აქ თვით "ნახევრადღმერთის" ცნებაა. ქრისტეანობაში არის ერთი ღმერთი, ნახევრადღმერთები არ არსებობენ, რადგან ღვთიური არსის მქონე შეუძლებელია სხვა ვინმე იყოს. ასე, რომ ჩვენი რელიგიის მიხედვით, ნახევრადღმერთადაც კი არავის აღიარება არ შეიძლება. ეს უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი.

თანაც, რელიგია, რომელსაც "ნახევრადღმერთების" ცნება გააჩნია და ამ "ნახევრადღმერთებს" მისი "ჭეშმარიტი" ღმერთის ბუნებასა და არსის ნაწილს მიაკუთვნებს, ასევე აბსურდული და მიუღებელია.

ციტატა
თან მეეჭვება ტრუბეცკოი ღრმად ერკვეოდეს ვედებში.


ე. ი. შენ გინდა თქვა, რომ ტრუბეცკოიზე უფრო ჭკვიანი და გაგებული ხარ ამ საკითხში? არ ვიცი. იქნებ შენ "ტვინიკოსი" ხარ, ღმერთმა გიშველოს, მაგრამ ეხლა ვერ შევამოწმებთ შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ ტრუბეცკოი.

ციტატა
როცა ნაგავს ეძებ ყველგან იპოვი: ვედებშიც, ბიბლიაშიც და ყურანშიც.


აქეთ ითხოვ ჩემს ღმერთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებო და თვითონ აყენებბ შეურაცხყოფას ბიბლიურ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას, რომლის შთაგონებითაც არის დაწერილი მთელი ბიბლია. ასე, რომ შეურაცხყოფას შეეშვი და მითხარი სად იპოვე ბიბლიაში ნაგავი? სად არის იქ "ნაგავი"? შენ თავი გაქვს დანაგვიანებული ბიჭიკო ათასგვარი სისულელით და აჯობებს ის გამოისუფთავო.



ქევანა
ციტატა
შეადარე მერე


ჰოდა, შევადარებ! შენი წაქეზება რაში მჭირდება?! შენც ვგონებ "ატმანივით" თავი კრიშნაიტული სიბრიყვეებით გაქვს გამოტენილი.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 01:25 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



dzvelmartlmadidebeli

ვედებზე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე ამ თემაში და შეგიძლია გადახედო:

http://church.ge/index.php?showtopic=7774&st=0


ციტატა
ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, სხვა რელიგიის "ღმერთები" დემონებია, რომელთა პატივისცემა ნამდვილად იქნება ჭეშმარიტი ღმერთის, წმიდა სამების, შეურაცხყოფა.


პატივი ეცითქო არავინ გტხოვს, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თხოვნაა უბრალოდ, თუ გაითვალისწინებ გამიხარდება.

ციტატა
ე. ი. შენ გინდა თქვა, რომ ტრუბეცკოიზე უფრო ჭკვიანი და გაგებული ხარ ამ საკითხში? არ ვიცი. იქნებ შენ "ტვინიკოსი" ხარ, ღმერთმა გიშველოს, მაგრამ ეხლა ვერ შევამოწმებთ შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ ტრუბეცკოი.


ტრუბეცკოიზე ჭკვიანი არ ვარ. ტრუბეცკოიზე უკეთ ვერკვევი ვედებში. ეს არ ნიშნავს რომ მასზე ჭკვიანი ვარ. თანაც ტრუბეცკოიმ იმ მიზნით დაიწყო ვედების გაცნობა, რომ ერესი "ამოეთხარა" იქიდან და გაეკრიტიკებინა. წეღანაც ვთქვი და ისევ ვიმეორებ, როცა ნაგავს მთელი გულით ეძებ, ყველგან იპოვნი. განსხვავება ისაა, რომ არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს.



ციტატა
აქეთ ითხოვ ჩემს ღმერთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებო და თვითონ აყენებბ შეურაცხყოფას ჩემს ღმერთს სულიწმიდას. ასე, რომ შეურაცხყოფას შეეშვი და მითხარი სად იპოვე ბიბლიაში ნაგავი? სად არის იქ "ნაგავი". შენ უბრალოდ თავი გაქვს დანაგვიანებული ათასგვარი სისულელით და მეტი არაფერი.


მე არ მიპოვნია ნაგავი ბიბლიაში, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ვეძებ მანდ და არა ნაგავს. ვინც ეძებს მხოლოდ ის პოულობს.

არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ სულიწმინდას და ნუ მოგაქვს თავი "მსხვერპლად" smile.gif

რაც შეეხება ნახევარღმერთებს, ეს ქართულად თარგმნეს (და რუსულად) ასე, იმიტომ რომ ზუსტი შესატყვისი ვერ მოუძებნეს, თორე სანსკრიტზე მათ სურები ეწოდებათ, ხოლო დემონებს ასურები. ანუ ღმერთის ერთგულები და ღმერთის არაერთგულები, თეისტები და ათეისტები.

"ნახევარღმერთი" პირობითი ცნებაა. ეს არსებები რაღაც პროცენტებით ფლობენ ღმერთის თვისებებს (ისევე როგორც ჩვენ გვაქვს პოტენციურად ღმერთის თვისებები), მაგრამ უზენაეს ღმერთს ვერასოდეს ვერავინ გაუტოლდება.

ბავშვურია ეს შენი კამათი და სიტყვებზე გამოკიდება. ყველა თითქოს "წინააღმდეგობას" თავისი ახსნა აქვს, მაგრამ არ მაქვს იმის დრო, რომ შენ გირჩიო ვედები.

უბრალოდ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და რამდენიც გინდა იმდენი აკრიტიკე.



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 01:26 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



dzvelmartlmadidebeli
არ გაქეზებ, უბრალოდ აღელვებულ გულზეა გახსნილ თემა smile.gif
თანაც არის გახსნილი ვედებზე თემა და იქ შეიძლება კონტრარგუმენტების მოყვანა yes.gif


პ.ს. ატმან დაგერხა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 01:28 PM
პოსტი #9


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
თავი კრიშნაიტული სიბრიყვეებით გაქვს გამოტენილი.


პირად შეურაცხყოფებს მოეშვი. ისევ მართლმადიდებლობას აყენებ მაგით ჩრდილს. შენ საკუთარ თავზე აღარაფერს ვამბობ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 01:54 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



"არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ."

(მეორე რჯულთა. 14.21)

"გიყვარდეს მტერი შენი"

ეს ორი ციტატა ურთიერთგამომრიცხავია ხო? და რო უნდოდეს ვინმეს პირველ ციტატას ისე დაიხვევს ხელზე როგორც უნდა. მაგრამ აქვს შესაბამისი ახსნა ხო?

ასევეა ვედებში ისეთი რაღაცეები, რასაც ვერ გაიგებ, მითუმეტეს ვედები საფეხურობრივ სისტემაზეა დამყარებული და იქ ზოგი პირველი კლასის მასალაა, ზოგი აკადემიის.

და როდესაც შენ ვედების პირველი კლასის მასალას აკრიტიკებ და ქრისტეს სიტყვებს (ანუ პირობითად რომ ვთქვათ ბიბლიის აკადემიას) ადარებ ეგ უმეცრებასთან ერთად ფანატიზმიცაა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2010, 01:58 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

ჩშშშშშშშშშშშშშშშშ



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 02:02 PM
პოსტი #12


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



IPB-ს სურათი

იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის.


მაგ ფოტოს ეს ჯობია smile.gif

IPB-ს სურათი

თანაც დედობილია და არა დედინაცვალი. კრიშნას ორი8ვე ერთად ყავდა - დედაც და დედობილიც.


terra
ციტატა
ჩშშშშშშშშშშშშშშშშ


რატო მაჩუმებ? fiqri.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 19 2010, 02:08 PM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Atman

დააცადე ადამიანს გვითხრას თვითონ რაც იცის, ხო გაქვს ვედების თემა biggrin.gif
ჯერ-ჯერობით შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 02:10 PM
პოსტი #14


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



k@the
ციტატა
ჯერ-ჯერობით შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.


აქ იმდენად არა, მაგრამ სხვა თემაში მიაყენა კრიშნას შეურაცხყოფა. თანაც აქვს აშკარად მიდრეკილება biggrin.gif

თან თვითონ არაფერიც არ იცის, ტრუბეცკოის ნაშრომს თარგმნის smile.gif

კაი ხო ჩუმად ვარ ჯერ-ჯერობით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jul 19 2010, 02:11 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ატმან კრიშნამ კარაქი მოიპარა? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 02:13 PM
პოსტი #16


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



დაიცადეთ რა თემას ნუ უხვევთ. აცადეთ იმ კაცს დადოს თავისი ნათარგმნი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2010, 02:14 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კრიშნას ცხოვრება წაკითხული მაქვს და ყოველგვარ სიწმინდეს არის მოკლებული. მისკენ იწევდნენ არა მარტო გასათხოვარი ქალები, არამედ ქმრიანი ქალებიც და ყველა მისგან აჩენდა შვილს, ამიტომ კრიშნაიდები თვლიან თავს უშუალოდ მის შთამომავლად.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2010, 02:22 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Jul 19 2010, 02:02 PM) *

terra
რატო მაჩუმებ? fiqri.gif


ვაცადოთ თემის ავტორს smile.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 19 2010, 02:32 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



marine
ციტატა
მისკენ იწევდნენ არა მარტო გასათხოვარი ქალები, არამედ ქმრიანი ქალებიც და ყველა მისგან აჩენდა შვილს


მართლმადიდებლები ღმერთისკენ არ მიიწევთ? რა მნიშვნელობა აქვს ქალი გათხოვილია თუ არა ღმერთი არ უნდა იყოს მისთვის პირველი? ქმარზე მეტად ღმერთი არ უნდა გიყვარდეს? მითუმეტეს ეს არ იყო მიწიერი სიყვარული. smile.gif

ეს თქვენთვისაა უცნაური, იმიტომ რომ კრიშნას ღმერთად არ აღიარებთ.

რაც შეეხება შვილებს, უკანონო შვილი კრიშნას არ ჰყოლია. მას ჰყავდა 16 000 ცოლი, თანაც ყველა კანონიერი. ხოლო ის გოპები, რომლებსაც კრიშნა უყვარდათ, გათხოვილები იყვნენ, მაგრამ მისგან შვილი არ ჰყოლიათ.

ციტატა
ამიტომ კრიშნაიდები თვლიან თავს უშუალოდ მის შთამომავლად.


10 წელზე მეტია კრიშნაიტებთან მაქვს შეხება და მსგავსი რამ შენგან გავიგე პირველად smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 02:38 PM
პოსტი #20


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მართლმადიდებლები ღმერთისკენ არ მიიწევთ? რა მნიშვნელობა აქვს ქალი გათხოვილია თუ არა ღმერთი არ უნდა იყოს მისთვის პირველი? ქმარზე მეტად ღმერთი არ უნდა გიყვარდეს? მითუმეტეს ეს არ იყო მიწიერი სიყვარული.

ჩვენ თავს მივიჩნევთ როგორც ღვთის შვილებად
ციტატა
მას ჰყავდა 16 000 ცოლი,

16 000 სახელის დამახსოვრება ცოტაა biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 09:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი