IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რომელია სამყაროს შექმნის თარიღი, რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 11:36 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო თემა არის ასეთი, რომელია სამყაროს შექმნის თარიღი. როგორც ვიცი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ სამყარო შეიქმნა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 5508 წელს. საინტერესოა საიდან მოდის ეს გამოთვლა, რამდენად დოგმატურია ეს სწავლება და რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანთა არგუმენტებს, რომლებიც საუბრობენ დინოზავრებზე იურულ პერიოდზე და დედამიწის არსებობის რამოდენიმე მილიონ წლიან ეპოქაზე.

და ბოლოს ეს საკითხი ვფიქრობ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და უარგუმენტოდ ტოვებს ზემოაღნიშნული კამათისას, ამასთან ბევრს არ აძლევს შესაძლებლობას იწამოს ჭეშმარიტი ღმერთი


გთხოვთ თქვენ გამოხმაურებებს და არგუმენტირებულ მსჯელობა ამ საკითხზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 15 2009, 11:51 AM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მეუფე ანდრიამ ჩაატარა შემეცნებიტი საუბარი თემაზე "სამყარო და ადამიანი"
სწორედ იქ გვითხრა, რომ წმინდა წერლში აღნიშნული "1 დღე ვითარცა 1000 დღე და 1000 დღე ვითარცა 1 დღეო"" ანუ დღეების ათვლა ცოტა სხვაგვარია.
შეიძლება სამყაროს შექმნა მართლა მილიონობით წელი მიმდინარეობდა, მაგრამ ეს სხვა განზომილებაა.
რაც შეეხება დინოზავრებს, თავიდან ღმერთმა ყვლაფერი გრანდიოზული ზომის შექმნა.
თვით ადამიც და ევაც ძალიან დიდები იყვნე.
ასევე ცხოველები და ფრინველებიც.
ამას აიგივებენ დინოზავრბეთანო.
სამყაროს შექმნას ძალიან დიდი ენრგიული იმპულსი სჭირდებოდა და ეს იყო ღვთის ენერგია. ხოლო ამ ენერგიით ყველაფერი იყო - დიდი.
მეუფემ დაასახელა: ძენი ღვთისანი (დიდები) და ძენი კაცისანი - კაენის მემკვიდრენიო.
ძალიან საინტერესო საუბარი იყო!
ნეტავ შესაძლებელია აუდი ჩანაწერის შოვნა?
ინფორმაციული და მრავლის მომცემი იყო.
ძალიან ბევრი კითხვას სცემდა პასუხს.
პ. ს. ნუ ეს ყველაფერი შეიძლება ბევრს ზღაპრად მოეჩვენოს.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 15 2009, 11:55 AM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ასეთი თემაც არსებობს და მასზე საკმაოდ კომპეტენტური მსჯელობები კანუდოსელის და გიორგისა
გაეცანით, საინტერესოა smile.gif
http://church.ge/index.php?showtopic=2060


tamuna m
ციტატა
თვით ადამიც და ევაც ძალიან დიდები იყვნე.


ამის დასაბუთება რითი შეიძლება? უცნაურია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 12:41 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ასეთი თემაც არსებობს და მასზე საკმაოდ კომპეტენტური მსჯელობები კანუდოსელის და გიორგისა
გაეცანით, საინტერესოა
http://church.ge/index.php?showtopic=2060


ჰო გადავხედე, მაგრამ იქ ძირითადად საუბარია სამყაროს შექმნის თეორიებზე, სინათლის სიჩქარეებზე და ვიღაც "ბაღათურიას" ლანძღვაზე, რაც მე არ მაინტერესებს.

მე მაინტერესებს

(1) რამდენად დოგმატურია ეკლესიის პოზიცია, რომ სამყაროს შეიქმნა ჩვ.წ ა. 5508 წელს?
(2) საიდან მოდის ეს ციფრი და არის თუ არა ამაზე მსჯელობა წმინდა მამებთან?
(3) თუ ადამიანს არ სწამს ამ ციფრის, ეს ცოდვაა ან მკრეხელობა???, თუ კი რატომ?


ანუ მე მაინტერესებს საღვთისმეტყველო პოზიცია ამ საკითხზე და არა მეცნიერული წიაღსვლები, რისგანაც ვთხოვ ყველას თავი შეიკავოს ამ თემაში, იმიტომ რომ გასაგებად რთული იქნება და პრაქტიკულ შედეგს არ მოუტანს ამ თემის მკითხველთა უმრავლესობას.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 15 2009, 12:48 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



damiane80
ციტატა
(1) რამდენად დოგმატურია ეკლესიის პოზიცია, რომ სამყაროს შეიქმნა ჩვ.წ ა. 5508 წელს?



დოგმატური შეიძლება იყოს სმყაროს შექმნის თარიღი????? blink.gif blink.gif დოგმატური სწავლება სხვანაირად მესმის. არც ის მგონია ეკლესიამ მაინც და მიანც მოიკლას თავი სამყაროს შექმნის თარიღზე, ჩემი აზრით ეკლესიის დანიშნულება სულ სხვა რამ არის და არა ,,დოგმატური,, სწავლებების გავრცელება სამყაროს შექმნაზე, დინოზავრებზე და აშ.

შესაძლოა, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ამახონჯრებს ბიბლიას, დაიცვა ბიბლიური სწავლება, მაგრამ სამყაროს შექმნის დოგმა ცოტა სასაცილოა smile.gif თანაც, განმარტბებს თუ დავუკვირდებით, არც ერთი არაა იმპერატიული ტონით, უფრო ფრთხილია ხოლმე, ხოდა ამ ფონზე დოგმატური სწავლება... და საერთოდ, სად ეკლესია და ეკლესიის დანიშნულება და სად სამყაროს შექმნის ტარიღის დოგმა...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 15 2009, 12:51 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
ციტატა
რა არგუმეტები გვაქვს ამაზე ათეისტემის მიმართ

სამყაროს კვლევა არც ათეისტების საქმეა ცალსახად და არც მორწმუნეების, რადგან მეცნიერება რელიგიისგან განცალკევებით მდგომია.

ვერც ათეისტი ამტკიცებს, რომ პირველი აფეთქება (ე.წ. "დიდი აფეთქება", ანუ Big Bang) თავისით მოხდა, და ვერც მორწმუნე - რომ ეს ღმრთის ნებით მოხდა. ორივე რწმენის კატეგორიაა.

მაგრამ ის, რაც მეცნიერულად მტკიცდება, მას წინ ვერც ათეისტი აღუდგება და ვერც მორწმუნე.

ბოლო კვლევებით, სამყაროს ასაკი არის 13,5 მილიარდი წელი.

ციტატა
(1) რამდენად დოგმატურია ეკლესიის პოზიცია, რომ სამყაროს შეიქმნა ჩვ.წ ა. 5508 წელს?
(2) საიდან მოდის ეს ციფრი და არის თუ არა ამაზე მსჯელობა წმინდა მამებთან?
(3) თუ ადამიანს არ სწამს ამ ციფრის, ეს ცოდვაა ან მკრეხელობა???, თუ კი რატომ?

(1) ეგ რიცხვი საერთოდ არ არის დოგმატიკის სფერო. მით უმეტეს, ყოველ ქრისტიანულ ერში ეს წელი სხვადასხვანაირად აღინუსხებოდა. მაგ., საქართველოში - 5604 წ. ქრ. შ-მდე.

(2) 5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს.

(3) რამდენადაც თარიღი ტრადიცით არის მიღებული და არა დოგმატიკით, მისი არდაჯერება ცოდვის კატეგორიასაც კი არ განეკუთვნება, მით უმეტეს კი - მკრეხელობისას.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 12:54 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
დოგმატური შეიძლება იყოს სმყაროს შექმნის თარიღი?????


სიტყვებზე ერთმანეთს ნუ გამოვეკიდებით, ეს არ არის მთავარი, ალბათ გასაგებია რასაც ვგულისხმობ დოგმატურობაში, მაგალითად შეუძლია მღვდელს გამოვიდეს მრევლის წინაშე და თქვაა, რომ სამყარო შეიქმნა არა 7508 წლის წინ არამედ 13,8 მილიარდის წლის წინო"და გარდა ამისა, თუი ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი, საიდან ვამბობთ, რომ შექმნის თარიღია ჩვ.წ.ა 5508 წელი, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვიცით ზუსტად და საჭიროც არაა-თქო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 01:09 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(კანონისტი @ Jul 15 2009, 12:51 PM) *

damiane80

(1) ეგ რიცხვი საერთოდ არ არის დოგმატიკის სფერო. მით უმეტეს, ყოველ ქრისტიანულ ერში ეს წელი სხვადასხვანაირად აღინუსხებოდა. მაგ., საქართველოში - 5604 წ. ქრ. შ-მდე.

(2) 5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს.

(3) რამდენადაც თარიღი ტრადიცით არის მიღებული და არა დოგმატიკით, მისი არდაჯერება ცოდვის კატეგორიასაც კი არ განეკუთვნება, მით უმეტეს კი - მკრეხელობისას.



(1) "დოგმატიკაზე" უკვე ვთქვი, აქ ტერმინში არ არის საქმე. კი ბატონო შევცვალოთ და ვთქვათ "აღიარებულია თუ არა ეკლესიის მიერ ეს თარიღი სამყაროს დასაბამის თარიღად". თუ აღიარებულია რატომ???, ისე რატომაა განსხვავებული საქართველოში?

(2) ანუ ეგ ნიშნავს, რომ მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, სამყარო 5508 წელზე მეტისააო, დაგეთანხმება? და ქრისტიანობის ძირი ძველი აღქმა არ არის???

(3) ნუ გავაუბრალოებთ ამ საკითხს, რომ არც ცოდვაა არც მკრეხელობა. დალოცვილებო, თუ არც ცოდვაა და არც მკრეხელობა, მაშინ საჭიროება რა არის ამ თარიღის არსებობის. იმიტომ, რომ , მეორეს მხრივ, ეს ფაქტი ბევრს "აბრკოლებს". აგერ ბატონო, მართლმადიდებლური საიტი, საეკლესიო კალენდარი.http://www.tveni.ge/. შედიხარ ამ საიტზე და ხედავ - სამყაროს დასაბამიდან გასულია- 7517 წელი. ახლა ამას, რომ ჯერ კიდევ სუსტი სარწმუნოებაში ადამიანი წაიკითხავს და მერე დინოზავრებზე ფილმს ნახავს - არ გაუჩნდება წინააღმდეგობა?

თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, არც დაზუსტებული, არც დოგმატურია და ამავდროულად ბევრს მინიმუმ გაუგებრობაში აგდებს, რა საჭიროა მისი აფიშირება ვერ ხვდები, ამაზე რაღაც ძალიან კონკრეტული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 15 2009, 01:17 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
ციტატა
(1) "დოგმატიკაზე" უკვე ვთქვი, აქ ტერმინში არ არის საქმე. კი ბატონო შევცვალოთ და ვთქვათ "აღიარებულია თუ არა ეკლესიის მიერ ეს თარიღი სამყაროს დასაბამის თარიღად". თუ აღიარებულია რატომ???, ისე რატომაა განსხვავებული საქართველოში?

ყველგან განსხვავებულია. ეგ არის ბიზანტიური. სხვა არის რუსეთში, სხვა - საქართველოში.

ციტატა
(2) ანუ ეგ ნიშნავს, რომ მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, სამყარო 5508 წელზე მეტისააო, დაგეთანხმება? და ქრისტიანობის ძირი ძველი აღქმა არ არის???

მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, იესო მესიააო, არც იმაზე დაგეთანხმება და რა ვუყოთ?

მორწმუნე იუდეველი არ მიხსენო ისრაელის მერე laugh.gif e025.gif rolleyes.gif

ციტატა
(3) ნუ გავაუბრალოებთ ამ საკითხს, რომ არც ცოდვაა არც მკრეხელობა. დალოცვილებო, თუ არც ცოდვაა და არც მკრეხელობა, მაშინ საჭიროა რა არის ამ თარიღის არსებობის. იმიტომ, რომ ეს ფაქტი ბევრ "აბრკოლებს". აგერ ბატონო, მართლმადიდებლური საიტი, საეკლესიო კალენდარი.http://www.tveni.ge/. შედიხარ ამ საიტზე და ხედავ - სამყაროს დასაბამიდან - 7517 წლის წინ.

საკითხს თავად მისი დამწერები აუბრალოებენ. და 7517 წელი საიდან არის მაინცო? და საერთოდ, ქართული ტრადიციით (ქორონიკონით) წელს არის:
ხქიგ (7613) წელი დასაბამითგან სოფლისა და ცთ (2009) განხორციელებითგან სიტყვისა ღმრთისა.

ციტატა
თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, არც დაზუსტებული, არც დოგმატურია და ამავდროულად ბევრს მინიმუმ გაუგებრობაში აგდებს, რა საჭიროა მისი აფიშირება ვერ ხვდები, ამაზე რაღაც ძალიან კონკრეტული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს.

ამაზე ვერაფერს გეტყვი. თუმცა შეიძლება იარსებობს ტრადიციად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არის ტრადიცია, რა არის მეცნიერული შეხედულება და რა არის ეკლესიის სწავლება. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 15 2009, 01:25 PM
პოსტი #10


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



damiane80
ციტატა
სიტყვებზე ერთმანეთს ნუ გამოვეკიდებით, ეს არ არის მთავარი, ალბათ გასაგებია რასაც ვგულისხმობ დოგმატურობაში, მაგალითად შეუძლია მღვდელს გამოვიდეს მრევლის წინაშე და თქვაა, რომ სამყარო შეიქმნა არა 7508 წლის წინ არამედ 13,8 მილიარდის წლის წინო"და გარდა ამისა, თუი ეს საკითხი არ არის მნიშვნელოვანი, საიდან ვამბობთ, რომ შექმნის თარიღია ჩვ.წ.ა 5508 წელი, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვიცით ზუსტად და საჭიროც არაა-თქო.



დამიანე, რომც თქვას მღვდელმა სამყარო ამდენი წლის არისო და სწორი სხვა იყოს, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. კიდევ ერტხელ გეუბნები, ყველა განმარტება უფრო ფრთხილი და მიახლოებითია , ვიდრე იმპერატიული ტონით დაწერილი. არავინ კბილებით არ იცავს სამყაროს შექმნის თარიღს. მე ასეთი ჯერ არაფერი გამიგია. თუ მეცნიერებს აქვს ტავისი დასაბუთება, მე მგონი არც ეკლესია იქნება წინააღმდეგი, მათ მოუსმინოს.

რა ვიცი აბა, რომლემა წმინდანმა თქვა დაჟინებით სამყარო ამდენი წლის არისო და რომელმა მსოფლიო კრებამ დაადასტურა ეს? მე მგონი არც ერტმა. ფრთხილი და სავარაუდო განმარტებები უფროა, ვიდრე რაიმე ცალსახა პოზიცია. თუ რაღაცას არასწორედ ვამბობ, ჩვენი კანონისტი, კანუდოსა, გიორგი და აფხაზი შეასწორებენ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 15 2009, 01:56 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მართალია ვერაფერს გაიგებთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგრამ თუ გაიგებთ ასე ითვლის პირადად იპოლიტე რომაელი დასახელებულ ტარიღს, რომელიც სხვადასხვა ტრადიციით სხვადასხვა იყო.

http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte...tberd/satbe.htm

თუ არ ვცდები ეკლესია არასდოეს არ ამტკიცებდა რომ გინდა თუ არა სამყარო ამა და ამ წლისაა, ეს თარიღები სხვადასხვა კალენდარული სისტემების შესაქმენლად იყო საჭირო.

ზოგადად კი საეკლესიო მსახურებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს როდის შეიქმნა სამყარო, ეკლესია ამაზე აქცენტირებული არასოდეს ყოფილა, ეკლესიისთვის მთავარია ადამიანი, კონკრეტულად კი მისი გადარჩენა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 05:18 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ამაზე ვერაფერს გეტყვი. თუმცა შეიძლება იარსებობს ტრადიციად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არის ტრადიცია, რა არის მეცნიერული შეხედულება და რა არის ეკლესიის სწავლება.


აგაშენა ღმერთმა, მეც მაგას არ ვამბობsmile.gif გვითხარი ახლა რა არის ეკლესიის სწავლება ამ საკითხზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 15 2009, 05:21 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
დოგმატური სწავლება:

სამყაროს შექნის შესახებ მოსეს მიერ ჩამოყალიბებული დიდებული სქემიდან რამდენიმე უშუალო დასკვნა გამომდინარეობს, კერძოდ:
1. თუ როგორ წარმოიშვა სამყარო:
ა. სამყარო მუდმივად არ არსებობს, იგი დროში წარმოიქმნა;
ბ. სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
დ. სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო თავისუფალი ნების ნაყოფია;
ე. სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.

2. თუ როგორი ბუნებისაა სამყარო:
ა. სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული;
ბ. სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში;
გ. ღვთის ბრძანებით ყოველივე დედამიწაზე არსებული შექმნილია მიწიერი სტიქიონებიდან, „გამოყვანილია“ წყლისა და მიწისაგან, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც თავისთავში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ატარებს.

3. თუ როგორია შესაქმის შედეგები:
ა. სხვადასხვაა ღვთაებრივი ბუნება და სამყარო. სამყაროც თავის მხრივ ღვთისგან განსხვავებული ბუნების მქონედ რჩება;
ბ. სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია;
გ. სამყაროში, თვით ღმერთის გარდა არაფერია შეუქმნელი;
დ. ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად“, რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 05:41 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 15 2009, 01:25 PM) *

damiane80
დამიანე, რომც თქვას მღვდელმა სამყარო ამდენი წლის არისო და სწორი სხვა იყოს, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. კიდევ ერტხელ გეუბნები, ყველა განმარტება უფრო ფრთხილი და მიახლოებითია , ვიდრე იმპერატიული ტონით დაწერილი. არავინ კბილებით არ იცავს სამყაროს შექმნის თარიღს. მე ასეთი ჯერ არაფერი გამიგია. თუ მეცნიერებს აქვს ტავისი დასაბუთება, მე მგონი არც ეკლესია იქნება წინააღმდეგი, მათ მოუსმინოს.

რა ვიცი აბა, რომლემა წმინდანმა თქვა დაჟინებით სამყარო ამდენი წლის არისო და რომელმა მსოფლიო კრებამ დაადასტურა ეს? მე მგონი არც ერტმა. ფრთხილი და სავარაუდო განმარტებები უფროა, ვიდრე რაიმე ცალსახა პოზიცია. თუ რაღაცას არასწორედ ვამბობ, ჩვენი კანონისტი, კანუდოსა, გიორგი და აფხაზი შეასწორებენ.


ნინო გეთანხმები და მეც მაგას ვამბობ, რომ თუ ეს საკითხი "დოგმატურად" არავის არ გადაუწყვეტია, მაშინ აუცილებელია გაკეთდეს ცალსახა განმარტება ამაზე. იმიტომ, რომ მეორეს მხრივ, ეს ფაქტი ბევრს "აბრკოლებს". აგერ ბატონო, მართლმადიდებლური საიტი, საეკლესიო კალენდარი.http://www.tveni.ge/. შედიხარ ამ საიტზე და ხედავ - სამყაროს დასაბამიდან გასულია- 7517 წელი. ახლა ამას, რომ ჯერ კიდევ სუსტი სარწმუნოებაში ადამიანი წაიკითხავს და მერე დინოზავრებზე ფილმს ნახავს - არ გაუჩნდება წინააღმდეგობა?


კანონისტი, რაც შეეხება ამას:
ციტატა
მორწმუნე იუდეველს რომ უთხრა, იესო მესიააო, არც იმაზე დაგეთანხმება და რა ვუყოთ?[/

ეს იურისტების ხრიკია კითხვაზე თავის ასარიდებლადbiggrin.gif მაგრამ მე არ ვკამათობ, უბრალოდ არსებობს საკითხი, რომელიც გარკვევას საჭიროებს და ამას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თქვენგან კიდე მე პასუხები მჭირდება, რომ რაღაც ერთზე შევჯერდეთ და მართლმადიდებელ მორწმუნეს ჰქონდეს პოზიცია ამა თუ იმ სადაო საკითხზე (მე მგონი ამ საიტის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, და არა უბრალოდ კამათი კამათისათვის).

ახლა ეს:
ციტატა
5508 წ. მიღებულია კალენდრის იუდეური აღრიცხვით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ძველი აღთქმის პატრიარქების ასაკთა ჯამს.
იუდაველთა პოზიცია საინტერესოა ძველ აღქმასთან მიმარტებაში, რადგან ებრაელი ერთადერთი მართმორწმუნე ერი იყო ძველი აღქმისა. იუდაიზმი არის ქრისტიანობის საფუძველი (ისტორიულად მაინც), აქედან გამომდინარე, ის სწავლება, რაც მასშია მოცემული (მათ შორის სამყაროს წარმოშობის თარიღზე)მინიმუმ საინტერესოა ჩვენთვის. გარდა ამისა მათეს სახარება სულაც ამ საკითხით არ იწყება (წარმომავლობით). ასე, რომ თემა რომ რაღაც მიმართულებით წავიყვანოთ ალბათ სასურველია, პირველ რიგში ვინმემ კომპეტენტურად ჩამოაყალიბობს, საერთოდ რას ეფუძნება სწავლება სამყაროს 7517 წლიანი არსებობის არსებობის შესახებ. ამით დავიწყოთ, მერე დანარჩენზე გადავიდეთ.

ციტატა(კანონისტი @ Jul 15 2009, 05:21 PM) *

damiane80
დოგმატური სწავლება:

სამყაროს შექნის შესახებ მოსეს მიერ ჩამოყალიბებული დიდებული სქემიდან რამდენიმე უშუალო დასკვნა გამომდინარეობს, კერძოდ:
1. თუ როგორ წარმოიშვა სამყარო:
ა. სამყარო მუდმივად არ არსებობს, იგი დროში წარმოიქმნა;
ბ. სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
დ. სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო თავისუფალი ნების ნაყოფია;
ე. სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.

2. თუ როგორი ბუნებისაა სამყარო:
ა. სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული;
ბ. სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში;
გ. ღვთის ბრძანებით ყოველივე დედამიწაზე არსებული შექმნილია მიწიერი სტიქიონებიდან, „გამოყვანილია“ წყლისა და მიწისაგან, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც თავისთავში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ატარებს.

3. თუ როგორია შესაქმის შედეგები:
ა. სხვადასხვაა ღვთაებრივი ბუნება და სამყარო. სამყაროც თავის მხრივ ღვთისგან განსხვავებული ბუნების მქონედ რჩება;
ბ. სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია;
გ. სამყაროში, თვით ღმერთის გარდა არაფერია შეუქმნელი;
დ. ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად“, რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა.


ანუ საეკლესიო სწავლება სამყაროს შექმნის თარიღზე საერთოდ არ არსებობს????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 05:53 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ა ბატონო კიდევ ერთი პოსტი, რომელიც k@the-ს მიერ მითითებულ ამ ლინკიდან http://church.ge/index.php?showtopic=2060 გადმოვიტანე და სადაც ნათლად ჩანს ამ პრობლემის პრაქტიკული ხასიათი. ეს კანუდოსელის დაწერილია

ციტატა
ისე ერთ მოხსენებას დავესწარი და ერთი საკმაოდ ნორმალური გეოლოგი ყვებოდა დედამიწის ქანებზე და მერე კითხეს როგორ ახსნიდა შეუთავსებლობას გეოლოგიაში თარიღებსა და კრეაციულ რამდენიმე 1000 წლოვან თარიღს შორის და მისმა პასუხმა გამაკვირვა სასტიკად და დავინახე "შიში" "ინკვიზიციის" მიმართ, რომ არ ჩათვალონ ურწმუნოდ და უპასუხა ასე: "იცით,ეს ძალიან რთული საკითხია გეოლოგებისათვის და მათ არაფერი არ დარჩენიათ,გარდა იმისა, რომ ირწმუნონ"
ჩემი აზრით იმ ადამიანმა ელემენტარულად უღალატა მეცნიერებას თავის დასკვნით შეფასებაში და ამ გზით მორწმუნე მრევლსაც შეუქმნა ილუზია, რომ კრეაციონისტების მოდელი სწორია


ხოდა ბატონო ჩემო, თუ ეს "დოგმატურობამდე" მიყვანილი საკითხი არ არის, მაშინ არც ამ მეცნიერს ექნებოდა არავითარი შიში იმისა, რომ ვიღაც მას არასწორად გაუგებს. ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ სამყაროს წარმოშობაზე განსხვავებული აზრი, თითქმის ურწმუნოებასთან არის გაიგივებული საზოგადოებაში (ხალხში) და ეს პრობლემაა, რომელსაც სწორად მიდგომა სჭირდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 15 2009, 06:33 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



damiane80
ციტატა
ანუ საეკლესიო სწავლება სამყაროს შექმნის თარიღზე საერთოდ არ არსებობს????

არა, არ არსებობს.

ციტატა
მაშინ არც ამ მეცნიერს ექნებოდა არავითარი შიში იმისა, რომ ვიღაც მას არასწორად გაუგებს. ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ სამყაროს წარმოშობაზე განსხვავებული აზრი, თითქმის ურწმუნოებასთან არის გაიგივებული საზოგადოებაში (ხალხში) და ეს პრობლემაა, რომელსაც სწორად მიდგომა სჭირდება.

სამწუხაროდ, ცუდად ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ბრალია.

საქმე ისაა, რომ სამყაროს ევოლუციური განვითარებისა თუ მრავალმილიარდიანი ასაკის თაობაზე მეცნიერული შეხედულებები პოსტ-საბჭოთა ერებში თავის დროზე ათეიზმთან და რელიგიასთან ბრძოლის გვერდიგვერდ შემოვიდა. ამის ბრალია ის, რომ ეს იდეები გაიგივდა ათეიზმთან. თორემ, როგორ შეიძლება მორწმუნე შეეწინააღმდეგოს ევოლუციის თეორიას (მე ცხადია, მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობას არ ვგულისხმობ. საერთოდ, თეორიას), როდესაც ეკლესიური სწავლება გარკვევით ამბობს, რომ:

ციტატა
გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;

smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 15 2009, 06:44 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მე მგონი აქ გაურკვეველი არაფერია.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 15 2009, 06:56 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
სამწუხაროდ, ცუდად ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ბრალია.


ხოდა კანონისტ ამას ვამბობ ძამიკო მეც და ეს სტერეოტიპი მარტო ძველ თაობას არ ეხება, ეხება ახალსაც, მაგალითად ვინმე თუ რომელიმე მართლმადიდებლურ საიტზე ნახავს, რომ სამყარო სულ რაღაც 7000 წლისაა, ის ამას აღიქვამს, როგორც ეკლესიის სწავლებას და მეცნიერულ არგუმენტაციასთან მიმართებაში წინააღმდეგობაში ჩავარდება.

კიდევ ერთი პრაქტიკული საკითხი, როგორც ვიცი სასულიეროში ისტორიის გამოცდის ჩასაბარებლად პალეოლითი ნეოლითი და ის პერიოდი, რომელი ძვ.წ 5000 წლამდეა საერთოდ არ ბარდება. ალბნთ იმ აზრით, რომ მანამდე სამყარო არ არსებობდა???



ციტატა
მე მგონი აქ გაურკვეველი არაფერია.
აბო


აუფbiggrin.gif რა გარკვევით ჩამოაყალიბე ყველაფერიsmile.gif

ციტატა
ციტატა ანუ საეკლესიო სწავლება სამყაროს შექმნის თარიღზე საერთოდ არ არსებობს????
არა, არ არსებობს.


ა ბატონო, პირველი მნიშვნელოვანი დასკვნა

შესაბამისად შემდეგი კითხვაც, სამყაროს შექმნის თარიღთან დაკავშირებით სწავლება საეკლესიო ტრადიციაა??? (როგორც მაგალითად წვერის ტარება) და თუ ეს ასეა, რას ეფუძნება ეს ტრადიცია კონკრეტულად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 16 2009, 03:29 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



damiane80

ვინ იცის ერთი თუ ძმა ხარ სამყარო როდის შეიქმნა მაქამდე არ არის ჯერ ტექნიკა მისული მსგავსი რამ ვქექოთ და ვეძიოთ, ჯერ ჩვენი მენიერება დილეტანტია მაგ საკითხში! რელიგიის მიხედვით კი ღმერთმა შექმნა და გათავდა!


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jul 16 2009, 01:05 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
რელიგიის მიხედვით კი ღმერთმა შექმნა და გათავდა!


და ვინმემ აქ სხვაგვარად თქვა რამე??!!! იმაზე ნუ ვიდავებთ რაც არ არის სადაო. ეს თემა სხვა პრობლემას ეხება. ყურადღებით გაეცანი პოსტებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd February 2019 - 09:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი