IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სასჯელი თუ. . .
A L U B A L A
პოსტი Jan 24 2007, 05:40 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 24-November 06
წევრი № 519



მამაო, რატომ ხდება ისე რომ ყველა ადამიანის ცხოვრება განსხვავებულად წარიმართება. ზოგი მორწმუნე, ეკონომიურად ძლიერ ოჯახში იბადება და თავიდანვე კარგ გარემოში ხვდება, ზოგი კი პირიქით, ისეთ ოჯახში რომელსაც ხშირად ძნელია "ოჯახი" უწოდო. ასეთები საშინელ პირობებში იზრდებიან, მშობლები თავიდანვე აჩვევენ მანკიერებას ან სულაც უპარტო ბავშვთა სახლებში ხვდებიან და მათი ცხოვრებაც შესაბამისად წარიმართება: "საუკეთესო" შემთხვევაში ჯიბის ქურდები, ან ყველაზე უარესი: მკვლელები და ყაჩაღები ხდებიან, მართალია, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სასწაული მოხდეს და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს (უკეთესობისკენ), მაგრამ თუ ასე არ მოხდა, რატომ მოეკითხებათ მათაც ისე როგორც ფუფუნებაში გაზრდილებს. ან რატომ იბადება ერთი ისეთ ოჯახში სადაც სითბოთი და სიყვარულით ხვდებიან, მეორე კი იქ სადაც თავიდანვე განწირულია საშინელი ცხოვრებისთვის. ნუთუ ყველაფერი გამართლებაა? მაშინ ღვთის ნება სადღაა? რატომაა ზოგის ჯვარი მძიმე, ზოგის მსუბუქი და რამდენად დამნაშავეა ადამიანი რომელიც დაბადებიდან მძიმე ჯვარს ეზიდება, მაგრამ ვეღარ უძლებს ამ სიმძიმეს და ცოდვის მორევში ეშვება?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 13 2007, 09:17 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ცხოვრება მართლაც ჭრელი და კონტრასტულია. ვერავინ კაცთაგანი ვერ დაიტევს იმის ცოდნას, რატომ უშვებს ღმერთი ამას, მაგრამ ფიქრი გვმართებს იმაზე, რა შემოგვაქვს ჩვენ წუთისოფელში, როგორ აღვასრულებთ ჩვენს დანიშნულებას. ზოგს ეძლევა სიმდიდრე, რომ გაცემა ისწავლოს და გლახაკის შეწევნაში გული მოილბოს, ზოგი კი სიღარიბეში, რათა აუცილებელი თხოვნით სიმდაბლე ისწავლოს და შურიც დაძლიოს. ზოგს მშვიდ ოჯახში მოავლენს ღმერთი, რომ მეტად მოიცალოს სულისთვის, არ ექნება რა მიწიერი პრობლემები; ზოგი კი პრობლემურ ოჯახში იშვება, რათა ღმრთის იმედი ისწავლოს. ყველას აქვს თავისი ჯვარი, ყველას თავისი შესაძლებლობებისდამიხედვით. ზოგს არ აწუხებს გარეგნული პრობლემები და ამით ღმერთი მეტი შინაგანი ბრძოლისაკენ მოუწოდებს, ასეთმა თვითონვე უნდა აიღოს ჯვარი; ზოგს კი თავისთავად ედება მძიმე ჯვარი, რათა არ ჰქონდეს საძებნი, – იცის უფალმა რომ არ გვიყვარს ჯვრის ტვირთვა და რაკი უფალს ჩვენი ცხოვრება სურს – თვითონვე გამოგვირჩევს მას. მამთა თქმით, იმ ჯვრის თვირთვა, რომელსაც უფალი გვანიჭებს უფრო ფასობს, ვიდრე იმ ჯვრისა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, რადგან პირველ შემთხვევაში მეტია ჩვენი თვითუარყოფა, მეორეში კი თუნდაც ჯვრის არჩევაში ჩვენი ნებითა და სურვილით ვხელმძღვანელობთ.

მაცხოვარი ბრძანებს: "უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს" (მთ.11,30). მაგრამ ეს მაშინ, როცა ადამიანი ნებით იტვირთავს მას. თუ არადა პატარა ჯვარიც საოცრად მძიმედ გვეჩვენება.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 02:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი