თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ ჩვენი მწყემსმთავრები და მწყემსები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 03:11 PM

ამ თემაში ვისაუბროთ ყველა ეპოქის ქართველ მწყემსმთავრებზე და მწყემსებზე.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ:

1. კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918 წ.წ.)

2. ლეონიდე ოქროპირიძე (1918 - 1921 წ.წ.)

3. ამბროსი ხელაია (1921 - 1927 წ.წ.)

4. ქრისტეფორე III ციცქიშვილი (1927 - 1932 წ.წ.)

5. კალისტრატე ცინცაძე (1932 - 1952 წ.წ.)

6. მელქისედეკ III ფხალაძე (1952 - 1960 წ.წ.)

7. ეფრემ II სიდამონიძე (1960 - 1972 წ.წ.)

8. დავით V დევდარიანი (1972 - 1977 წ.წ.)

9. ილია II 1977 წლიდან დღემდე

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 08:20 PM

"საქართველოს ჩეკაში შედგა საიდუმლო ჯგუფი, კოდური სახელწოდებით "სამღვდლოება-წმინდანი". (საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩეკისტებმა უნებურად იწინასწარმეტყველეს [ამბროსი] ხელაიას ბედი და სამოცდაცამეტი წლით ადრე უწოდეს მას "წმინდანი"). 1922 წლის 4 ივნისიდან 5 ივლისამდე დადგინდა პატრიარქის "მამხილებელი" მთელი რიგი ანტისაბჭოური გამოსვლები, მოწოდებები და წმ. ამბროსი დაიჭირეს".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 77/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:21 PM

"პატრიარქები, ღირსი ამბროსი [ხელაია] და ქრისტეფორე [ციცქიშვილი], ერთი მთელის ორი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ორივე მეტად საჭირო იყო ეკლესიისათვის, მაგრამ თუ ერთის ღვაწლი ნათელია და დაფასებული, მეორისა ძნელად შესამჩნევია და მიუზღავი, მიუხედავად იმისა, რომ ისიც მოწამეობრივი იყო".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.83/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 04:09 PM

"როგორც ბატონი სერგო ვარდოსანიძე წერს, უწმიდეს ეფრემს [II, სიდამონიძე] ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად ყოფნის დროს თავისი საფლავის ქვისათვის ასეთი ეპიტაფია შეუდგენია: "მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთივმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწასა შთავებნიე. საწყალობელი სული ჩემი იხმო ზეციერმან მსაჯულმან პასუხისგებად, ამისთვისცა გევედრებით, ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოს მეცა მსახურად ზეციურსა საკურთხევლობასა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.100/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 01:37 PM

"1934 წლის 25 იანვარს ეპისკოპოსმა ეფრემმა [II სიდამონიძე] თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს, რომ გაეშვა ეჩმიაძინის სიძველეთა დასათვალიერებლად და ერევნის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერის - საიათნოვას ცნობილი "დავთრის" გასაცნობად. კათალიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ შეუსრულა სურვილი, რამეთუ იგი ანგარიშს უწევდა მის ნიჭიერებას, ეკლესიისადმი თავადადებულ სამსახურსა და მრევლთან ურთიერთობის ცოდნის ხელოვნებას".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.96/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 02:27 PM

"კუმურდო თავიდანვე ჯავახეთის საეკლესიო ცენტრი ყოფილა. წყაროებში კუმურდოს მღვდელმთავარი პირველად VI საუკუნეში იხსენიება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 183/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 10:22 PM

"შავშეთი ჩრდილოეთით უშუალოდ აჭარას ესაზღვრება. შავშეთი იყო X საუკუნეში დაარსებული ტბეთის მონასტერი, სადაც ტბელი ეპისკოპოსი იჯდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 185/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 09:47 PM

"ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV საუკუნე). ერუშეთში იჯდა ერუშნელი ეპისკოპოსი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 193/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 08:19 PM

"სოფელში [როკითი] მოქმედებს ფერისცვალების სახელობის ტაძარი, რომელიც აფხაზეთის კათალიკოსის, სვიმონ ჩხეტიძის მიერაა აგებული. ჩხეტიძეები ერთ-ერთი ცნობილი გვარი გახლდათ, იყვნენ ბაღდათის ყველაზე დიდი თავადები. ისტორიის მანძილზე "ტ" დაიკარგა და ამჟამად ჩხეიძეებად არიან ცნობილები. სვიმონ ჩხეტიძე გახლდათ აფხაზეთის კათალიკოსი, იმ დროს აფხაზეთის საკათალიკოსოში შედიოდა ამხელა ტერიტორია.
ტაძარზე განთავსებული წარწერა გვამცნობს, როგორ ზრუნავდა სვიმონ ჩხეტიძე ტაძარზე, როგორ შეამკო ძვირადღირებული რელიგიური ატრიბუტიკით"

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 34/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)