თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ძალაუფლება თქვენს ხელთაა, რას ახორციელებთ პირველ რიგში ?

პოსტის ავტორი: Gio-mose თარიღი: Jun 19 2009, 10:53 AM

მე პირადად,სახელმწიფოს დაუფიქრებლად ჩავაბარებდი,ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს,ჩვენს უწმიდეს და უნეტარეს ილია 2-ეს,იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან მიმაჩნია რომ დღევანდელი საქართველო არის სავალალო მდგომარეობაში და ამ ადამიანის გარდა ვერავინ ვერ შეძლებს იმდენის გაკეთებას რაც უწმიდესს შეუძლია.მემგონი დამეთანხმებით.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 19 2009, 11:04 AM

ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში და ჩვენ არ ვართ თეოკრატიული სახელმწიფო, არც ირანი ან რომელიმე აფრიკის ქვეყანა, ეკლესიამ და სახელმწიფომ გააფორმა მემორანდუმი, რომელიც აწონასწორებს მათ დამოკიდებულებებს.
შესაბამისად ხსნის ნახვა იმაში, რომ ეკლესია გახდეს ხელისუფალი არა სწორია, რადგან ეს ნიშნავს საკუთარი გამოსასწორებელის სხვისთვის გადაცემას, ხელისუფლების და ოპოზიციის უუნარობა, მათი გაქრობით არ ხდება, არც რაიმე ახალი წყობის შემოღებით, არამედ შინაგანი და ღრმა რეფორმით, ასევე ეკლესიასთან მტკიცე თანამშრომლობით და ეროვნული ინტერესებიდან ამოსვლით.
თემა კი პოლიტიკისაკენ გადახრის რისკს შეიცავს...
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 02:04 PM

ციტატა(Gio-mose @ Jun 19 2009, 10:53 AM) *

მე პირადად,სახელმწიფოს დაუფიქრებლად ჩავაბარებდი,ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს,ჩვენს უწმიდეს და უნეტარეს ილია 2-ეს,იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან მიმაჩნია რომ დღევანდელი საქართველო არის სავალალო მდგომარეობაში და ამ ადამიანის გარდა ვერავინ ვერ შეძლებს იმდენის გაკეთებას რაც უწმიდესს შეუძლია.მემგონი დამეთანხმებით.

ამასაც სამი პოსტია აქვს. დედაააააა, ეს რა უბედურებააა a075.gif
მე მგონი დეჟავიუ დამეწყო

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 04:52 PM

ციტატა(Gio-mose @ Jun 19 2009, 10:53 AM) *

მე პირადად,სახელმწიფოს დაუფიქრებლად ჩავაბარებდი,ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს,ჩვენს უწმიდეს და უნეტარეს ილია 2-ეს,იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან მიმაჩნია რომ დღევანდელი საქართველო არის სავალალო მდგომარეობაში და ამ ადამიანის გარდა ვერავინ ვერ შეძლებს იმდენის გაკეთებას რაც უწმიდესს შეუძლია.მემგონი დამეთანხმებით.

შეუძლია და არ აკეთებს არა?
სამ პოსტიანებმა გაგვატარეთ რა. რითი ვერ გაიგეთ რომ პატრიარქი არ ერევა პოლიტიკაში. ყველას სულიერი მამაა მიშაც და გრიშაც მაგისი სულიერი შვილები არიან.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 06:57 PM

ციტატა(kato_Bato @ Jun 19 2009, 06:05 PM) *

bekas

huh.gif

მაქვს ესეთი აკვიტებული თეორია saidumlo.gif
ბოლო 2-3 თვის განმავლობაში დარეგისტრირებული იუზერები (როგორც წესი 3 პოსტიანები, აქედან სახელიც biggrin.gif ) ხსნიან ძაან სტრანნი თემებს ან პოსტავენ სტრანნად.

მაგალითად: იუზერი davithet მისი მე-4 პოსტი ჩვენს ფორუმზე :მოგესალმები ყველას !
მე პირადად 6 წელზე მეტია იოჰოვას მოწმეებთან ვმეგობრობ , მე არ ვარ იეჰოვას მოწმე და არც რელიგიური . მრწამს ღმერთი და იესო და ისლამიც კი.
მაინტერესებ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია რატომ არ ქადაგობ და განუმარტავ სახარებიდან და ძველ აღთქმიდან იმ დეტალებზე . სამწუხაროდ დავიბენი ვის რა დავუჯერო ? ისინი ( იეჰოვას მოწმეები ) ბიბლიიდან ყველა დეტალებზე მიხსნიან და ლამის დავიჯერო მათი ახსნით... სამწუხაროდ 1993 წელს ერთ ერთ მამაოსთან მივედი და ვთხოვე რომ ბიბლიიდან რამენაირად აეხსნა ჩემთვისა და იმ დროინდელი წოდებულ იოღოველისთვის მაგრამ მამაომ ისეთი ცუდი თვალის გადმოგვხედა თან დალეულიც კი იყო რომ დავნებდი
მასთან საუბარი ...
შემდგომ სხვა მამაოს მოვინახულე მაგრამ ვერც იმან ამიხსნა და სამწუხაროდ კათოლიკურ ეკლესიამაც იგივე შედეგი მივიღე... ღმერთო მაპატიე მაგრამ ფაქტია.
დღემდეც არ ვარ რელიგიური და მჭირდება დახმარება

რატომღას მგონია რომ რელიგიური ადამიანები შინაგანად ძალიან აგრესიულები არიან.

მეორე მაგალითი: იუზერი samasi. მესამე პოსტი ფორუმზე: მე ნახევარი წელი იქნება რაც მივატოვე ეკლესია და იგი ჩემტვის უცხო გახდა თავიდან ეკლესიის გვერდიტ გავლა მცხვენოდა და პირჯვარის გადაწერა და ახლაც ხანდახან და დამავიწყდა ჩემი ძველი შეხედულებები ქრიტე ჩემტვის უცხო გახდა და უფრო ურწმუნო გავხდი ვიდრმე მანამდე ეკლესიაში მისვლამდეეეეეეეეე
და ახლა ვფიქრობ ოცდატ წლამდე ისევ მორწმუნე გავხდები, იმიტომ რომ მე თუ ვარ სადმე ე.ი. ვარ და ვერ შევძლებდი მეცოდა და ისევ ეკლესიასი ვყოფილიყავი და ამიტომ გადავწყვიტე თავი გამენებებინა
თქვენ როგორ ფიქრობთ ის უფრო სწორია იყო ფარისეველი თუ არ დადიოდე ეკლესიაში და იყო მაგალითად ჩემსავით?
კიდევ შეიძლება ამოკრეფა, მარა ჩემთვის ძნელია ამის გაკეთება. ფორუმის ადმინისტრაციისათვის კი ადვილი. დროდადრო გაფილტვრა უნდა იუზერებს. ია ტაკ დუმაიუ.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 19 2009, 08:26 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 19 2009, 09:17 PM) *

bekas
უჰ ამ 234 პოსტიანებმა გაგვატარეთ რა biggrin.gif
+1

აუცილებელი არაა ყველაფერი თუთიყუშივით გაიმეორო,არ გიცნობდე მაინც რა გული გაქვს და რისი დამხვრეტი ხარ. smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 21 2009, 01:36 PM

bekas

ციტატა
ამასაც სამი პოსტია აქვს. დედაააააა, ეს რა უბედურებააა

ეს დამოკიდებულება რაღა უბედურებაა. სამი პოსტი აქვს თუ ერთი მე მგონი ყველას აქვს თავისი აზრი გამოთქვას, ხოლო თემა ნორმალურია თუ არ არის ნორმალური ამას მოდერატორი გადაწყვეტს.

რაც შეეხება თემას, თუ არ ვცდები კვიპროსში იყო შემთხვევა როცა ქვეყნის პირველი პირი ეპისკოპოსი გახდა, მაგრამ ამას ცუდის მეტი არაფერი მოუტანია. ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას იქ სადაც უნდა მდგარიყო და არა იქ სადაც არ უნდა მდგარიყო.

პოსტის ავტორი: Gio-mose თარიღი: Jun 22 2009, 09:42 PM

ახალი დარეგისტრირებული ვარ და დაბალ პოსტიანებმა გაგავატარეს მეტი არაფერი არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს ვის რამდენი პოსტი ექნება მთავარია რას დაწერს smile.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 26 2009, 08:52 PM

რაღაც სულ არ ვარ ძალაუფლების მოყვარული ადამიანი და საერთოდ არ განვიხილავ ჩემ ხელში ძალაუფლების ქონა-არქონის თემას...

პოლიტიკას და ეკლესიაშ შორის კავშირს კიდე მე ვერ ვხედავ...

უწმინდესი ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის და რაღაც არა მგონია რომ თუნდაც შეეთავაზებინათ თანახმა ყოფილიყო და საქართველოს მართვა საკუთარ თავზე აეღო...

რაღაც სიტყვა "ძალაუფლება" და ეკლესია ერთად ძალიან არ მომწონს!თემის აზრი არ მესმის...

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jun 27 2009, 09:46 PM

ციტატა(bekas @ Jun 19 2009, 02:04 PM) *

ამასაც სამი პოსტია აქვს. დედაააააა, ეს რა უბედურებააა a075.gif
მე მგონი დეჟავიუ დამეწყო

დეჟავიუ კი არ დაგეწყო, მაგას შური და ამპარტავნობა ჰქვია ქართულად g.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 27 2009, 10:15 PM

ციტატა(kent5 @ Jun 27 2009, 09:46 PM) *

დეჟავიუ კი არ დაგეწყო, მაგას შური და ამპარტავნობა ჰქვია ქართულად g.gif

მართალი ხარ, თემები მშურს. მაგდენს ვერ წვდება ჩემი გონება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Aug 15 2009, 08:44 PM

ციტატა
ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში და ჩვენ არ ვართ თეოკრატიული სახელმწიფო, არც ირანი ან რომელიმე აფრიკის ქვეყანა, ეკლესიამ და სახელმწიფომ გააფორმა მემორანდუმი, რომელიც აწონასწორებს მათ დამოკიდებულებებს.შესაბამისად ხსნის ნახვა იმაში, რომ ეკლესია გახდეს ხელისუფალი არა სწორია, რადგან ეს ნიშნავს საკუთარი გამოსასწორებელის სხვისთვის გადაცემას, ხელისუფლების და ოპოზიციის უუნარობა, მათი გაქრობით არ ხდება, არც რაიმე ახალი წყობის შემოღებით, არამედ შინაგანი და ღრმა რეფორმით, ასევე ეკლესიასთან მტკიცე თანამშრომლობით და ეროვნული ინტერესებიდან ამოსვლით.თემა კი პოლიტიკისაკენ გადახრის რისკს შეიცავს...იხარე;კაიროსი!

გეთანხმები აბსოლუტურად -პირველ რიგში მედიის თავისუფლებას ვუზრუნველყოფდი და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს აღმოვფხვრიდი ,რომ იქნებ როგორმე ჩვენამდეც მოვიდეს ასე ნანატრი დემოკრატია აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დასტაბილურდეს ამისათვის დემოკრატიული და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებაა საჭირო. აგრეთვე მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და ვიმედოვნებ ამით ქვეყნის, როგორც ოპოზიციურ ისე სახელისუფლებო სპექტრს მოშორდებიან "ხორცმეტები" biggrin.gif ესაა ჩემი კომენტარი

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Aug 31 2009, 03:24 AM

ციტატა(ninela @ Aug 15 2009, 08:44 PM) *

გეთანხმები აბსოლუტურად -პირველ რიგში მედიის თავისუფლებას ვუზრუნველყოფდი და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს აღმოვფხვრიდი ,რომ იქნებ როგორმე ჩვენამდეც მოვიდეს ასე ნანატრი დემოკრატია აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დასტაბილურდეს ამისათვის დემოკრატიული და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებაა საჭირო.


ხოდა მეორე ვადეზე შეგიძლია არც იფიქრო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 31 2009, 12:18 PM

ციტატა
ძალაუფლება თქვენს ხელთაა, რას ახორციელებთ პირველ რიგში ?

ძალაუფლება მე არ მჭირდება და არც მინდა : |

მე მინდა ჩემი ხალხი იყოს კარგად....

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Sep 10 2009, 03:35 AM

ციტატა(ქევანა @ Aug 31 2009, 12:18 PM) *

ძალაუფლება მე არ მჭირდება და არც მინდა : |

მე მინდა ჩემი ხალხი იყოს კარგად....


არ მჯერა, Salvaje იტყუილებით ახლა რაცხას biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 10 2009, 07:19 AM

bekas


ციტატა
მაქვს ესეთი აკვიტებული თეორია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში დარეგისტრირებული იუზერები (როგორც წესი 3 პოსტიანები, აქედან სახელიც ) ხსნიან ძაან სტრანნი თემებს ან პოსტავენ სტრანნად. მაგალითად: იუზერი davithet მისი მე-4 პოსტი ჩვენს ფორუმზე :მოგესალმები ყველას !მე პირადად 6 წელზე მეტია იოჰოვას მოწმეებთან ვმეგობრობ , მე არ ვარ იეჰოვას მოწმე და არც რელიგიური . მრწამს ღმერთი და იესო და ისლამიც კი.მაინტერესებ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია რატომ არ ქადაგობ და განუმარტავ სახარებიდან და ძველ აღთქმიდან იმ დეტალებზე . სამწუხაროდ დავიბენი ვის რა დავუჯერო ? ისინი ( იეჰოვას მოწმეები ) ბიბლიიდან ყველა დეტალებზე მიხსნიან და ლამის დავიჯერო მათი ახსნით... სამწუხაროდ 1993 წელს ერთ ერთ მამაოსთან მივედი და ვთხოვე რომ ბიბლიიდან რამენაირად აეხსნა ჩემთვისა და იმ დროინდელი წოდებულ იოღოველისთვის მაგრამ მამაომ ისეთი ცუდი თვალის გადმოგვხედა თან დალეულიც კი იყო რომ დავნებდი მასთან საუბარი ...შემდგომ სხვა მამაოს მოვინახულე მაგრამ ვერც იმან ამიხსნა და სამწუხაროდ კათოლიკურ ეკლესიამაც იგივე შედეგი მივიღე... ღმერთო მაპატიე მაგრამ ფაქტია.დღემდეც არ ვარ რელიგიური და მჭირდება დახმარებარატომღას მგონია რომ რელიგიური ადამიანები შინაგანად ძალიან აგრესიულები არიან.მეორე მაგალითი: იუზერი samasi. მესამე პოსტი ფორუმზე: მე ნახევარი წელი იქნება რაც მივატოვე ეკლესია და იგი ჩემტვის უცხო გახდა თავიდან ეკლესიის გვერდიტ გავლა მცხვენოდა და პირჯვარის გადაწერა და ახლაც ხანდახან და დამავიწყდა ჩემი ძველი შეხედულებები ქრიტე ჩემტვის უცხო გახდა და უფრო ურწმუნო გავხდი ვიდრმე მანამდე ეკლესიაში მისვლამდეეეეეეეეედა ახლა ვფიქრობ ოცდატ წლამდე ისევ მორწმუნე გავხდები, იმიტომ რომ მე თუ ვარ სადმე ე.ი. ვარ და ვერ შევძლებდი მეცოდა და ისევ ეკლესიასი ვყოფილიყავი და ამიტომ გადავწყვიტე თავი გამენებებინათქვენ როგორ ფიქრობთ ის უფრო სწორია იყო ფარისეველი თუ არ დადიოდე ეკლესიაში და იყო მაგალითად ჩემსავით? კიდევ შეიძლება ამოკრეფა, მარა ჩემთვის ძნელია ამის გაკეთება. ფორუმის ადმინისტრაციისათვის კი ადვილი. დროდადრო გაფილტვრა უნდა იუზერებს. ია ტაკ დუმაიუ.




კიდევ კარგი თავად ხვდები რომ აკვიატებული თეორიაა
biggrin.gif

რუსეთის აგენტები არ იქნებიან ეგენი, მასონები იქნებიან ალბათ biggrin.gif

რაც შეეხება ძალაუფლებას: სულელია ის ადამიანი, ვისაც გონია რომ რამე ალაუფლება აქვს, იმიტომ რომ ყველა ძალაუფლება ღმერთისგან მოდის და ვაი მას ვინც არასწორად გამოიყენებს დან ტყუილად გაფლანგავს. ნუ ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე, და არავინ თქვას: მე რომ შემეძლოს... მე რომ პრეზიდენტი ვიყო... და ასე შემდეგ... ტუფტაა ეგ ყველაფერი a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 10 2009, 04:02 PM

sable
თქვენ მე არ მიცნობთ პატივცემულო : )

**

ციტატა
და არავინ თქვას: მე რომ შემეძლოს... მე რომ პრეზიდენტი ვიყო... და ასე შემდეგ... ტუფტაა ეგ ყველაფერი

ოცნებობენ მაინც და ხომ არ მოკლავ : D

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Sep 11 2009, 03:40 AM

ციტატა(ქევანა @ Sep 10 2009, 04:02 PM) *

sable
თქვენ მე არ მიცნობთ პატივცემულო : )




მე მომიტევეთ მაილედი yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: odishari თარიღი: Feb 21 2010, 06:09 PM

ციტატა
ასე ნანატრი დემოკრატია


რამდენიმე თვით ადრე ამაში ალბათ დაგეთანხმებოდით, ახლა კი ნამდვილად არ ვიცი...

რა გარანტია გავქვს, რომ ლიბერალური დემოკრატიის, კაპიტალიზმის გზა სწორია? მე პირადად დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 21 2010, 08:06 PM

პირველეს ყოვლისა სასამართლოს გავათავისუფლებდი სახელმწიფო წნეხიდან( უფრო სწორად უმსგავსოებიდან), ხოლო მასმედიას მოვლების უფრო ღრმა გამოძიებისა და გაშუქების შესაძლებლობას მივანიჭებდი. განათლებას - სოლომონ დოდაშვილის, იაკობ გოგებაშვილის და დიმიტრი უზნაძის სწავლებაზე გადავიყვანდი. მინიმუმამდე შევამცირებდი არმიის შემადგენლობას ( უაზრობაა დიდი ჯარი. ვის გინდა მოუგო ომი?) და ძირითადად დავტოვებდი სასაზღვრო ჯარს.არმიაში დაზოგილი თანხებით გავაძლიერებდი აგრარულ სფეროს, რომელსაც პრიორიტეტად გამოვაცხადებდი. შედეგად მივაღწევდი ეკოლოგიურად სუფთა ჭარბ პროდუქტს, რომელსაც რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ შეეხებოდა. პარალელურად მიმღები პუნქტების და საკონსერვო წარმოებების გაძლიერება, რაც ხალხის დასაქმების დიდ არეალს მოიცავს. ნუ აქ უკვე პარტიული პროგრამა გამომდის და ჯობს თავი შეიკავო.ერთს კი ნამდვილად ავღნიშნავ, ქართველი გლეხი გამიგია, ხოლო ქართველი მუშა ნაკლებად
აუცილებლად სასჯელს გავუნახევრებდი, ვინც დანაშაულს აღიარებდა თავისი ნებით, ხოლო უღიარებლის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი დამძიმდებოდა.
გაუგებარია მეგობარი ქვეყნის მცნება, ხოლო გასაგებია მეზობელი ქვეყნის პატივისცემა. მას არათუ ტერიტორიების მიტაცების, არამედ შენი გაღიზიანების სურვილიც არ უნდა დაებადოს.
აქ ბევრია სასაუბრო, მაგრამ ყველაფერს ვერ შევეხები.
მოპოლიტიკოსო აბო.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 22 2010, 12:43 AM

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს (მმკ) როგორც მართლმადიდებლობის მტერს დავხურავდი და მათ ხელმძღვანელ სასულიერო პირებს რელიგიური ექსტრემიზმის მუხლით დავაპატიმრებდი. yes.gif

P.S. როდემდე უნდა უტეხოს ამ შიზოიდების ანკლავმა სახელი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ ჩამორჩენილებად და არაცივილიზებულებად ამ ექტრემისტული დაჯგუფების გამო? mad.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 23 2010, 01:08 AM

გიორგი
სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს რას უშვები? მაგითი დადგება ქვეყანა ფეხზე?
აბო

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 23 2010, 01:21 AM

პირველ რიგში სასამართლოა მისახედი

ციტატა( გიორგი @ Feb 22 2010, 12:43 AM) *

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს (მმკ) როგორც მართლმადიდებლობის მტერს დავხურავდი და მათ ხელმძღვანელ სასულიერო პირებს რელიგიური ექსტრემიზმის მუხლით დავაპატიმრებდი. yes.gif

P.S. როდემდე უნდა უტეხოს ამ შიზოიდების ანკლავმა სახელი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ ჩამორჩენილებად და არაცივილიზებულებად ამ ექტრემისტული დაჯგუფების გამო? mad.gif

და მმკ-ს არაფერი აქვს დასაპატიმრებელი mad.gif

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Mar 4 2010, 03:28 PM

ეეეე ეხლა ვფიქრობ მეთქი რას ვიზამდი მაგრა მეწყინა პატარა ქვეყანააა და ამხელა მტრები რომლებიც თავისი უნდათ გაიტანონ და არ უყურებენ არაფერს მარა მაინც დამოუკიდებლობა ჯობია არამარტო სახელით რახან ლამაზად ჟღერს არამედ ქვეყნის ცხოვრებითაც ალბათ და ნაკლებად უცხოელებზე დაყრდნობა რავი ალბთ რაც კეთდება ისეც გასაკეთებელია მარა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და არა ზერელედ დაგამორჩენის მიზნით

უფრო ახალი შოუებია დასახური ჩემი აზრით, ისე მმკ რას საქმინაობს არ ვიცი და ვერ გეტყვით მაგაზე ვერაფერს

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Mar 4 2010, 03:40 PM

გიორგი
შენც მართალი ხარ რასაც ამბობ ისე

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 10 2010, 10:16 PM

ციტატა
ეეე ეხლა ვფიქრობ მეთქი რას ვიზამდი მაგრა მეწყინა პატარა ქვეყანააა და ამხელა მტრები რომლებიც თავისი უნდათ გაიტანონ და არ უყურებენ არაფერს

ხოდა უნდა იბრძოლოს ხალხმა smile.gif


პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 10 2010, 10:38 PM

ციტატა( გიორგი @ Feb 22 2010, 12:43 AM) *

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს (მმკ) როგორც მართლმადიდებლობის მტერს დავხურავდი და მათ ხელმძღვანელ სასულიერო პირებს რელიგიური ექსტრემიზმის მუხლით დავაპატიმრებდი. yes.gif

P.S. როდემდე უნდა უტეხოს ამ შიზოიდების ანკლავმა სახელი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ ჩამორჩენილებად და არაცივილიზებულებად ამ ექტრემისტული დაჯგუფების გამო? mad.gif

რა ჭირს (მმკ)-ს დასახური ?? და მათ ხელმძღვანელი სასულიერო პირებიდან რომელს იცნობ ?? ან თუ იცი ვინ არიან ???? რა მიზეზით და უფლებით ამბობ ამას ?? ზედმეტს ხომ არ იღებ შენს თავზე ???

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 15 2012, 11:30 AM

ყველა რელიგიას ავკრძალავდი პლანეტარული მასშტაბით.... და გამოთავისუფლებულ თანხებს მეცნიერებაში და განათლებაში გადავანაწილებდი....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 15 2012, 02:24 PM

ციტატა
ყველა რელიგიას ავკრძალავდი პლანეტარული მასშტაბით.... და გამოთავისუფლებულ თანხებს მეცნიერებაში და განათლებაში გადავანაწილებდი....

,,ოოო...როგორ ვაფასებ მე ტიტანურ აზრებს.''
(მხ.ფ. შერეკილები)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 15 2012, 04:57 PM

მადლობთ და მეთანხმებით არა? ისე ,,ტიტანურ,, კითხვაზე სხვანაირად როგორ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 15 2012, 05:08 PM

v.simon
ამ ფორუმზე რატო დარეგისტრირდი ძმა თუ საიდუმლო არაა გვითხარი?

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 15 2012, 05:09 PM

ყველა ვინც აწყენინებს მღვდელს,იგი წყენას აყენებს სულიწმინდას..... hu -haaaaa!!!!! ამაზე ხომ საერთოდ ვდუმვარ!!!! smile.gif (ნეტავ როგორ გამოიყურება, განაწყენებული სულიწმინდა?)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 15 2012, 05:19 PM

.v.simon
ha,ha,ha
არ გდომებია შენ ამ ფორუმზე ყოფნა..

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 15 2012, 06:29 PM

v.simon

ციტატა
ყველა ვინც აწყენინებს მღვდელს,იგი წყენას აყენებს სულიწმინდას..... hu -haaaaa!!!!! ამაზე ხომ საერთოდ ვდუმვარ!!!! (ნეტავ როგორ გამოიყურება, განაწყენებული სულიწმინდა?)

აი ამისთვის პირველი გაფრთხილება შენ. წესით ბანი გეკუთვნის
და თუ ასე გააგრძელებ იოლად მიიღებ ბანსაც.

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 15 2012, 07:46 PM

ცუდი ვთქვი რამე? ამიხსენით მაინც... ასე პირდაპირ გაფრთხილება, ფორუმზე ვართ , წირვაზე ხო არა... მაშინ ისიც მითხარით , რა უნდა ვთქვა რომ - სენატორების წყალობა დავიმსახურო... გინდათ მეტანიას გავაკეტებ 100 ჯერ... sad.gif

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 15 2012, 07:57 PM

."(მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი),, ეს ის კონსტანტინეა? მსოფლიო საეკლესიო კრება რომ მოიწვია , ნიკეაში ,სადაც დოგმატები დაადგინეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 15 2012, 09:52 PM

ციტატა
ცუდი ვთქვი რამე?

კი ბატონო.
ციტატა
ასე პირდაპირ გაფრთხილება, ფორუმზე ვართ , წირვაზე ხო არა

წირვა არაფერ შუაშია. ფორუმს კანონები აქვს და ყველა ვალდებულია დაიცვას, თუ არ შეუძლია ამ წესების დაცვა შეუძლია დატოვოს ფორუმი ან საკუთარი ნებით ან ჩვენი დახმარებით.
ციტატა
სენატორების წყალობა დავიმსახურო

გავატაროთ...

ახლა დაგანახებ პატარა ამონარიდს ფორუმის კანონმდებლობიდან:
,,ფორუმზე აკრძალულია-მართლმადიდებელი წმინდანისადმი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი , წმ.სინოდის (ერთად თუ ცალკეული მღვდელთმთავრისადმი), ნებისმიერი ქართველი სასულიერო პირისადმი, ქართული ეკლესიისადმი-მაპროვოცირებელი , ცინიკური , ცილისმწამებლური , და უბრალოდ ,,განმკითხველი'' პოსტები. დაიხუროს ყველა ასეთი თემა. წესების დამრღვევი პირველი შემთხვევის დროს დაისაჯოს სიტყიერი გაფრთხილებით,აღნიშნული საქციელის გამეორებისთვის კი ბანით.''

გაფრთხილება უკვე გაქვს.
გამეორების შემთხვევაში ბანი გაქვს გარანტირებული.
ციტატა
გინდათ მეტანიას გავაკეტებ 100 ჯერ...

მერე?
ციტატა
ეს ის კონსტანტინეა? მსოფლიო საეკლესიო კრება რომ მოიწვია , ნიკეაში ,სადაც დოგმატები დაადგინეს?

ეგ კონსტანტინეა, ოღონდ ,,დოგმატების კრება'' არ ყოფილა.
ბევრი სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 16 2012, 03:14 AM

არა სამართლიანად იქცევით ბატონო (ან ქალბატონო) A.V.M... ფორუმის კანონმდებლობის იმ ამონარიდიდან, რომელიც თქვენ ,,დამანახეთ,, smile.gif არც ერთი პირობა მე არ დამირღვევია, არ შევხებულვარ ( არც მიხსენებია) არც ერთი მართლმადიდებელი წმინდანი, არ მიხსენებია პატრიარქი, არც სინოდი, ქართული ეკლესიისადმი-მაპროვოცირებელი , ცინიკური , ცილისმწამებლური პოსტებიც მგონი არ დამიწერია, ... დასმული იყო ძალიან გენიალური და დამაფიქრებელი კითხვა, იმდენად დამაფიქრებელი რამდენადაც საცდური... (ძალაუფლება,მოკვდავთათვის დიდი საცდურია) თქვენ თუ ამ კითხვის ავტორმა , ხომ ამ ფორუმის წევრებს დაუსვით ეს სიტყვა? ე.ი. ჩვეულებრივ მოკვდავთ? და მეც ალალად smile.gif გავეცი პასუხი... რა, ასეთ პასუხს არა აქვს უფლება იდეაში რომ არსებობდეს? თუ ერთს უნდა ვფიქრობდე და სხვას ვამბობდე, მხოლოდ იმისთვის რომ ,,ბანი,, არ მომცენ? კი ბატონო მომეცით ,,ბანი,, მაგრამ არ მგონია ამით უფრო ღვთისმოსავი გამხადოთ... ან თქვენ ჩაგეწეროთ რაიმე ქულები, ვინმეს წინაშე... თუმცა რა ვიცი... მაინც დარწმუნებული ვარ, დიალოგი ჯობს smile.gif ..... რაც შეეხება ნიკეას კრებას, მე არ მითქვამს რომ ეს ,, დოგმების კრება,, იყო!... ეს ციტატა თქვენ ახსენეთ! მე ვიკითხე: ,,ეს ის კონსტანტინეა? მსოფლიო საეკლესიო კრება რომ მოიწვია , ნიკეაში ,სადაც დოგმატები დაადგინეს,,? და თუ პასუხი არა გაქვთ, ჩემ კითხვას მაინც ნუ დაამახინჯებთ.....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2012, 04:49 PM

ციტატა
არც ერთი პირობა მე არ დამირღვევია,


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 16 2012, 04:54 PM

v.simon

ციტატა
ნეტავ როგორ გამოიყურება, განაწყენებული სულიწმინდა?)

აუცილებელი არაა პიროვნულად წარმოიდგინო კაცის სხეულით და ა.შ. : )
აუცილებელია მატერიალური სხეული?

ღმერთის წყენინება იგივე ღმერთის შეურაცხყოფაა და მორჩა აქ. ამას გეუბნებიან თანაფორუმელები : )

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 17 2012, 05:21 PM

ეუჰ! მიმაყენეთ არა კუთხეში?! doh.gif კარგი, მიმაქვს უკან ყველა ჩემი ნათქვამი , პირველის გარდა!... ყველა რელიგიას ავკრძალავდი!!! და სექტებსაც!...ასე ხომ შეიძლება? კითხვას გავეცი პასუხი მხოლოდ.....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 05:23 PM

ციტატა
ყველა რელიგიას ავკრძალავდი!!! და სექტებსაც!...ასე ხომ შეიძლება? კითხვას გავეცი პასუხი მხოლოდ.....

კი ბატონო
შენ გაქვს უფლება გქონდეს განსხვავებული აზრი ღმერთმა ყველა თავისუფლებად შეგვქმნა.
შენ ასე ფიქრობ.
რა პრობლემაა მაგაში...

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 17 2012, 06:06 PM

კიდევ კარგი! слава богу!!!!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 09:15 PM

ძალაუფლება რომ ჩემს ხელში იყოს, პირველ რიგში გამოვიძინებდი biggrin.gif biggrin.gif დილის ძილი მიყვარს ნამეტნავი და არ მაცლიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Aug 17 2012, 09:46 PM

ციტატა(v.simon @ Aug 17 2012, 06:21 PM) *

ეუჰ! მიმაყენეთ არა კუთხეში?! doh.gif კარგი, მიმაქვს უკან ყველა ჩემი ნათქვამი , პირველის გარდა!... ყველა რელიგიას ავკრძალავდი!!! და სექტებსაც!...ასე ხომ შეიძლება? კითხვას გავეცი პასუხი მხოლოდ.....

აკრრძალავდი? ისე ეს აკრძალვები კაცობრიობის ისტორიის მტკივნეული მძიმე ნაწილი თუ მუდმივი მდგომარეობაა, დემოკრატია ძვირფასია საზ.ურთიერთობებში, როცა ყველა ინდ ხედვას აქვს არსებობის უფლება და ადამიანი თავისუფალია აზროვნებას თუ ქმედებაში..
ისე მეცნიერება არ ამტკიცებს ღმერთის არარსბობას, პირიქით დიდი ნაწილი მეცნიერების აღიარებენ ღმერთს, და ასეთი ხედვაა თუ ზუსტად მახსოვს რომ სწორედ უცოდინრობას მიჰყვას ადამიანი ათეიზმამდე..
ჩემი ნაცნობიც ძლიერია მედიცინის დარგში, რომელიც ვერ ხსნის როცა ადამიანს ქირურგიული ჩარევის გარეშე მიაქვს განსხვავებული დიაგნოზი, ანუ როცა სარწმუნოებრივი ქმედებით ხდება გამოჯანმრთელება..

ნუ რავი..ანუ თუ არსებობს ღმერთი საჭიროა კიდეც რელიგია.. და მისთვის გამოყოფილი ფული..
ადამიანი უკვდავია, სიცოცხლე ერთი გაელვება და მეცნიერება და განათლება მოგრჩება წამისყოფაში უკან სამყაროში სადაც არაა კანონზომიერება.. ანუ ზომიერებაა საჭირო. ))

ისე ზევით განყოფიელბაში ღმერთობაზე აქვთ პრეტენზია აქ მაიმუნის შთამომავლობაზე .. )) ანუ ქვევით განყოფილებებში ჩასვლა აღარ ღირს? P))

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 17 2012, 11:07 PM

რას ვიზავდი და ყველა პოსტს წავშლიდი სადაც მწვალებლები წერენ, ფორუმი მხოლოდ მართლმადიდებლებისათვის იქნებოდა და მასში შესული სულს არ მოიწამლავდი ნებით თუ უნებლიედ წამკითხველი ღვთისგმობისა. მინდა ძმებთან ვისაუბრო და ეშმაკის ოცნებებს ვისმენ. ბევრჯელ მოვინდომე საერთოდ აღარ შემოვსულიყავი ფორუმზე რადგან ვხედავდი რომ სულს ანგრევდნენ მწვალებლები, მაგრამ ძმებთანაც რომ მინდოდა გასაუბრება?რომც არ გინდოდეს შეკამათება ვერ მოითმენ ისმინო ღვთის გმობა და არ შეეპასუხო, მერე ხედავ რომ ეს გმობა უფრო იზრდება და იზრდება, გინდა შეწყვიტო კამათი, რომ ლოცვის სული არ დაგეკარგოს მაგრამ ვერ ჩერდები რადგან ფიქრობ მწვალებლობის გამარჯვება იქნება შენი გაჩუმება. შენი მეტოქე კი საერთოდ შორსაა შინაგანი მოღვაწეობისაგან, მას კამათი და მტკიცება ჰგონია ღვთისმსახურება, თუ როგორ გაგაჩუმოს და დაგიხშოს პირი.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 17 2012, 11:09 PM

ხახაბოელი
ასეა მართლაც. მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა და ერთსულოვნება სიმართლეში.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 17 2012, 11:14 PM

აკაკი იხარებდე ძმაო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 11:21 PM

ხახაბოელი
ხოდა მართლმადიდებლურ თემებში დაიტვირთე თავი( სადაც სხვები არ შემოდიან)
ასეთი თემები მადლობა ღმერთს ბევრი გვაქვს...
შენთვისაც კარგი იქნება ეს და ფორუმისთვისაც...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 11:22 PM

ისე ეგ ძალაუფლება მსოფლიო ძალაუფლებას მოიცავს თუ მხოლოდ საქართველოს? მაინც რა, რომ ვიცოდე, სანამდე წვდება ჩემი სურვილების იურისდიქცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 11:23 PM

ikanosi
გლობალური მასშტაბით ძმაო...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 11:26 PM

A.V.M

ციტატა
გლობალური მასშტაბით ძმაო...

პირველი რა თქმა უნდა, ეკონომიკის გაუმჯობესებას შევეცდები, განსაკუთრებით გაჭირვებულ ქვეყნებში
შემდეგ ცოლს მოვიყვან biggrin.gif biggrin.gif თუმცა არა, რა მეჩქარება

მეშინია უკვე ძალაუფლება არ ამივარდეს თავში biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 17 2012, 11:28 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 17 2012, 11:21 PM) *

ხახაბოელი
ხოდა მართლმადიდებლურ თემებში დაიტვირთე თავი( სადაც სხვები არ შემოდიან)
ასეთი თემები მადლობა ღმერთს ბევრი გვაქვს...
შენთვისაც კარგი იქნება ეს და ფორუმისთვისაც...

ნეტა შეიძლებოდეს მასეთი თემის ნახვა სადაც ეგენი არ შემოიჭრებიან და გესლს არ ანთხევენ, შეიძლება ერთი ორჯელ გაგიმართლოს და ვერ წააწყდე, მესამეთ შანსი არა გაქვს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 11:29 PM

ციტატა
შემდეგ ცოლს მოვიყვან

აქაც ცოლზე ფიქრობ კაცო?

რაც გინდა ის გაააკეთეო და მაინც ცოლზე მიხვედი?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 11:30 PM

ციტატა
რაც გინდა ის გაააკეთეო და მაინც ცოლზე მიხვედი?

მარტო კაცი, ჭამაშიც ცოდვაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 17 2012, 11:31 PM

ikanosi ცოლს თუ მოიყვან ძმაო, ძალაუფლება კი არ აგივარდება, ზუსტად მაშინ დაკარგავ ძალაუფლებას. smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 11:33 PM

ციტატა
ცოლს თუ მოიყვან ძმაო, ძალაუფლება კი არ აგივარდება, ზუსტად მაშინ დაკარგავ ძალაუფლებას.

ეგ გაცვეთილი ფრაზებია ძმაო, ვისაც ცოლ-ქმრობა მძიმე ტვირთად და ტრაგედიად მიაჩნია. ფირიქით უფროა, თუ მეორე ნახევარს ვიპოვი უფრო სრულყოფილი ვიქნები

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 17 2012, 11:37 PM

ციტატა(ikanosi @ Aug 17 2012, 11:33 PM) *

ეგ გაცვეთილი ფრაზებია ძმაო, ვისაც ცოლ-ქმრობა მძიმე ტვირთად და ტრაგედიად მიაჩნია. ფირიქით უფროა, თუ მეორე ნახევარს ვიპოვი უფრო სრულყოფილი ვიქნები

სერიოზულად თუ მივუდგებით ძმაო მართალი ხარ, თუ მეორე ნახევარს იპოვი, გამთლიანდები.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 11:40 PM

ციტატა
სერიოზულად თუ მივუდგებით ძმაო მართალი ხარ, თუ მეორე ნახევარს იპოვი, გამთლიანდები.

თუმცა რა თქმა უნდა სულიერ გამთლიანება (ანუ განმღრთობა) მარტოდაც შეიძლება, მაგრამ მე ამ ქვეყნიურ ნეტარებაზე ვსაუბრობ...მიწიერ სიყვარულზე..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 11:44 PM

ikanosi
აქაც ქალებზე ლაპარაკობს ეს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 11:47 PM

A.V.M

ციტატა
აქაც ქალებზე ლაპარაკობს ეს...

ეკონომიკურ კეთილდღეობაც მეთქი...ისე მთავარი ესაა მაინც
როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა: "ყოფიერება განსაზღვრავს სულიერებას"

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 18 2012, 11:02 AM

ციტატა
აკრრძალავდი? ისე ეს აკრძალვები კაცობრიობის ისტორიის მტკივნეული მძიმე ნაწილი თუ მუდმივი მდგომარეობაა

biggrin.gif ისტორიულად ცნობილი ამბვი, მაგრამ მოვყვები მაინც, ცნობილია რომ მდინარე ნილოსი როდესაც მოდიდდება , წყალს თან მოაქვს ლამი, ეს ლამი იდეალურ სასუქად იტვლებოდა და ითვლება დღესაც, ეგვიპტის მზისაფან გამომშრალი მიწისთვის... ჰოოდა ერთმა ყველაზე ჭკვიანმა (ან ყველაზე ცბიერმა) ეს ლამი საკუთრებად გამოაცხადა და ხალხი ფულს მას უხდიდა ... ყიდულობდა იმას რაც ღმერთისაგან ისედაც მას ეკუთვნოდა... ეს ყველაზე ჭკვიანმი (ან ყველაზე ცბიერმი) ფარაონი, ეგვიპტის უზენაეს-უწმინდესი და და რატომღაც ღვტისგან რჩეული გახლდა.... ესეც თქვენი რელიგია.. ეს მოდელი უდევს საფუძვლად, ყველა რელიგიას!... ოდითგანვე ასე იყო, ცოტაოდენი მისტიურ- ბუნდოვანი, და უწიგნური ხალხისათვის გაუგებარი დადგმული სპექტაკლი, ხელოვნურად გაჩენილი პრობლემა (შიში) ჯოჯოხეთის და ეშმაკის სახით და აგერ ძმაო წამალიც!!! მონური მორჩილემა ლოცვა და სინანული... და კიდევ FFFUUULLLIIIIIII , ბლომად ფული!!! jump.gif ნუუ ძალაუფლებაზე აღარ ვსაუბრობ... ჰოო კიდევ აი რა, მეცნიერება - როგორც ასეთი , რელიგიის წიაღში წარმოიშვა, ამას ვერ ვუარყოფთ! მაგრამ ყოველთვის იყო ის გასაიდუმლოებული და ძნელად მისაღწევი ხალხისათვის... ცოდნა > მცოდნე, განათლებული ხალხი > გამოღვიძებული მასსა, საფრთხეს წარმოადგენდა (და დღესაც წარმოადგენს) რელიგიური ქურუმებისათვის... რეალურად და საღად მოაზროვნე ადამიანი ძნელად სამართავია და აქედან გამომდინარე საშიშია მათი მოდელისათვის, ( თუმცა დღეს ამას ( მადლობა ღმერთს) ვეღარ ახერხებენ)...ამს გამოვლინება იყო უამრავი სისხლიანი (ცეცხლიანიც) აქტი , და ინკვიზიციაც . გაიხსენეთ, ,,ის მაინც ბრუნავს!...,, ჯორდანო ბრუნო... აღარ ჩამოვთვლი ალბათ უფრო მეტი აღმოსავლურ და სხვა რელიგიებში... ინდურ რელიგიებში, შუდრას ანუ მდაბიოს შეხედვაც კი ეკრძალებოდა მათი წმინდა წერილის - ვედებისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვალებსაც კი შეიძლებოდა გამომშვიდობებოდა... ზოგიერთი მეუბნება, მართლმადიდებლობაში ინკვიზიცია არ ყოფილაო... იყო და მერე როგორი.. არ დაესიზმრებოდა ვატიკანს და ესპანეთს!!! უბრალოდ ეს ზემოთმოხსენიებული ქვეყნები მაშინდელი სამყაროს კულტურულ- გეოგრაფიულ ცენტრში იყვნენ და ვერაფერი დამალეს და მიაჩუმათეს , ისე როგორც ეს გეოგრაფიულად განაპირა ამბიონზე მდგომმა მართლმადიდებლობამ მოახერხა... რა ისტორიის ობიექტურობაზე მელაპარაკებით როცა ისტორიაც ეკლესიის წიაGში ,,იქმნებოდა,, და არა იწერებოდა...(დედიმისის შვილი იყო, თუნდაც ჯუანშერი, რომ ჟამთა წერისას - ძლიერთა მაშინდელი ქვეყნისათა - ( მეფისა და სამგვრდელოების (ანუ ზემოთხსენებული მოდელის)) ,,პრიკაზები,, არ გაეთვალისწინებია... ამას ევროპაში ნაკლებათ ახერხებდნენ თუნდაც იმიტომ რომ ევროპაში სხვადასხვა ინსტიტუტები და კონფესიები ერთმანეთს აკვირდებოდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას (მეტნაკლებად) სიყალბისას... საეჭვო პირველი საეკლესიო კრება ნიკეაში, ,,წმინდა მეფის კონსტანტინე დიდის,, მიერ მოწვეული, (რომელიც მთელი ცხოვრება წარმართი იყო ,(სხვათა შორის კრების მოწვევის დროსაც) და სასიკვდილო სასთუმალზე მიიღო(ან მიიღო, ან არა) ქრისტიანობა), დოგმები რომელთაც არ უნდა შეეხო, მხოლოდ დაეთანხმო!!! კანონიკური და არაკანონიკური წერილები, biggrin.gif ( მოლ ეს გვაწყობს და ეს არა!!!) და გადაიქცა ეს უჰუმანურესი მოძღვრება (დევნილთა, ტვირთმძიმეთა, ქვრივთა და უპოვართა) იმპერიის უსასტიკეს იარაღათ, კაცობრიობის განვითარების და ყოველი საღად მოაზროვნე გენიოსების მტრად!!! ( ვატიკანი აგერ მეჩვიდმეტე საუკუნებდე ციფრ 0 უარყოფდა, ეშმაკისეულიაო... biggrin.gif მერე დაჭირდათ ,, ნავაროჩენნი,, ბუღალტერია და იკადრეს 0-ის აღიარება...) სასაცილოა არა? ცდებოდნენ ,,მაშვინ,, თუმე... არა, ისე სატირალი რომ არ იყოს, გენიალური მოფიქრებაა(სათავისოდ) ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრენნინგი.. ცოდვილი ვარ! ცოდვილი ვარ! ცოდვილი ვარ! ცოდვილი ვარ! მონა ვარ! მონა ვარ! მონა ვარ! მატლი ვარ და ჭიაყელა !!! დედამოტყნული ვარ ვააბშე და ეს შვიდგზის ( მინიმუმ) ბრალეულობის განცდა გამუდმებით , თურმე რომ დავიბადეთ უკვე ცოდვით და ბრალით დავიბადეთ!!! შემაზრზენია და უფრო მეტი შემაზრზენია , რომ ამას რაც მეტს ვიმეორებთ ვიჯერებთ კიდეც... ეს ყველაფერი ილექება ტვინში , ქვეცნობიერში გადადის და ვიGებთ ერთგვარ მონური სულის , მორჩილ , გაამპარტავნებულ ბრიყვს. (ეს უკეთეს შემთხვევაში მათთვის) უარეს შემთხვევაში კი საშიშ ექსტრემალურად განწყობილ ფანატიკოსს!... და მე მესაუბრებით რისამე აკრძალვაზე? toast.gif თავისუფლებას გაუმარჯოოოოს!!! biggrin.gif გაიღიმეთ და ლოცვასავით იმეორეთ freedom!!!!!!! P.S. ეს ჩემი უკანასკნელი პოსტია ამ ფორუმზე, ნამეტნავად ნუ გაირჯებით პასუხებზე, ისე ერთმანეთში გამკილეთ თუ გინდათ( ზოგი შემაგინებს კიდევაც მაგრამ ონლაინ შეგინებასაც შეგინდობთ ქრისტესმიერი სიYვარულით...) პოსტს ნუ წაშლით ცოტა ხანს ( თხოვნა) და კიდევ ერთი მე არა ვარ ათეისტი!!!!!!! ადიოს! biggrin.gif ბოდიში გრამატიკული შეცდომებისათვიშ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 18 2012, 11:09 AM

v.simon ნეტა თუ არ გეზარებოდა. ღმერთმა სიბრძნე მოგცეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 18 2012, 02:30 PM

[quote]ამს გამოვლინება იყო უამრავი სისხლიანი (ცეცხლიანიც) აქტი[/quote]
გამახსენე აბა ეგეთი სისხლიანი აქტები მართლმადიდებლობაში...
[quote] და ინკვიზიციაც . გაიხსენეთ, ,,ის მაინც ბრუნავს!...,, ჯორდანო ბრუნო...[/quote]
და რა შუაში ვართ ინკვიზიციასთან ჩვენ?
ან რა კავშირი გვაქვს კორდანო ბრუნოსთან?
[quote] ზოგიერთი მეუბნება, მართლმადიდებლობაში ინკვიზიცია არ ყოფილაო... იყო და მერე როგორი.[/quote]
გამახსენე აბა...
[quote] არ დაესიზმრებოდა ვატიკანს და ესპანეთს!!![/quote]
ალბათ საბანი ეხურათ გლახად და იმიტომ.biggrin.gif
[quote] უბრალოდ ეს ზემოთმოხსენიებული ქვეყნები მაშინდელი სამყაროს კულტურულ- გეოგრაფიულ ცენტრში იყვნენ და ვერაფერი დამალეს და მიაჩუმათეს ,[/quote]
საწყლები...რა უქნა ამ გეოგრაფიულმა მდებარეობამ...
[quote] ისე როგორც ეს გეოგრაფიულად განაპირა ამბიონზე მდგომმა მართლმადიდებლობამ მოახერხა... [/quote]
და შენთვის ევროპა მხოლოდ ესპანეთ-იტალიაა?
თუ გინდა შეგახსენებთ რომ 11 საუკუნე ჩვენ ერთად ვიყავით მაგ ,,ევროპაში.'' აი მერე რო მიქარვები დაიწყეს გამოეყო დასავლეთი აღმოსავლეთს და ამას მოყვა კიდევაც ინკვიზიციები-პროტესტანტიზმი-ანტიპროტესტანტიზმი და დღეს უკვე პედოფილია.
[quote]რა ისტორიის ობიექტურობაზე მელაპარაკებით როცა ისტორიაც ეკლესიის წიაGში ,,იქმნებოდა,[/quote]
ნაწილობრივ მართალი ხარ. ისტორია ეკლესიამ შემოგვინახა და იმიტომ რომ ეკლესია იყო ის სულიერ-ინტელექტუალური ძალა რომელიც სახელმწიფოს შედუღაბებას ახერხებდა, უნარჩუნებდა ხელოვნებას ქმნიდა ახალს, წერდა წიგნებს, ქმნიდა ჰიმნოგრაფიულ ნიმუშებს და.ა.შ.
[quote] საეჭვო პირველი საეკლესიო კრება ნიკეაში,[/quote]
აუჰ...biggrin.gif
[quote],,წმინდა მეფის კონსტანტინე დიდის,, მიერ მოწვეული, (რომელიც მთელი ცხოვრება წარმართი იყო ,(სხვათა შორის კრების მოწვევის დროსაც) და სასიკვდილო სასთუმალზე მიიღო(ან მიიღო, ან არა) ქრისტიანობა),[/quote]
აქაც ამახინჯებ ისტორიას.
მართალია რომ სიცოცხლის ბოლოდ მიიღო ქრისტიანობა წყლით,მაგრამ იქამდე ამას აკეთებდა საქმით და მოღვაწეობით. და თუ რაზე მიიღო მან ქრისტიანობა მხოლოდ სიკვდილის ბოლოს ესეც ცნობილია და ძალიან მარტივი მიზეზით შემოიფარგლება. ან არ იცი ან კიდევ იცი და არ ამბობ. რომელიც გირჩევნია შენ აირჩიე.
[quote]დოგმები რომელთაც არ უნდა შეეხო, მხოლოდ დაეთანხმო!!! კანონიკური და არაკანონიკური წერილები, [/quote]
გეტყობა აზრზზე არ ხარ ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის.
(ნუ დოგმატიკაზე არაფერს ვამბობ) შენი ლოგიკით მაშინ იოანე დამასკელი უნდა დავგმოთ რადგან დოგმატიკური სწავლება ჩამოაყალიბა. იმას კი არ უშლის რელიგია ვინმეს რომ დოგმატიკას არ შეეხოო. კი ბატონო,ისწავლე ,გამოთქვი შენი აზრი,მაგრამ საამისოდ ძალიან განათებული უნდა იყო და დიდი სულიერების მქონე. მე იმიტომ კი არ ვეხები დოგმატიკას რომ ვინმე მიშლის, არამედ იმიტომ რომ საამისო ცოდნა-განათლება-სულიერება არ მაქვს,რომ მასში შესწორება თუ კორექტირება შევიტანო.
[quote]და გადაიქცა ეს უჰუმანურესი მოძღვრება (დევნილთა, ტვირთმძიმეთა, ქვრივთა და უპოვართა[/quote]
აქაც კიდევ ერთხელ ავლენ ეკლესიის ისტორიის უმეცრებას.
შენ მეოთხე საუკუნეს ეხები და არც ინტერესდები იქამდე როგორ მივიდა ეკლესია. რა სწავლებები იყო , როგორი სიტუაცია და.ა.შ.
[quote]იმპერიის უსასტიკეს იარაღათ, კაცობრიობის განვითარების და ყოველი საღად მოაზროვნე გენიოსების მტრად!!! [/quote]
საღად მოაზროვნეების მტრად?
biggrin.gif
ეკლესია რომ არა უამრავი მოაზროვნისა თუ გენიოსის სახელი მართლა არ გვეცოდინებოდა.
კიდევ ერთხელ ავლენ ეკლესიის ისტორიისა და პატროლოგიის უსწავლელობას. მაშინდელი მოძღვრები არათუ გვეუბნებოდნენ რომ განსხვავებული სწავლება არ შეისწავლოთო, პირიქით.
ბასილი დიდი,გრ.ღვთისმეტყველი,გრიგოლ პალამა , იოანე ოქროპირი უგანაათლებულებსები იყვნენ წარმნართულ და ანტიკურ ფილოსოფიაში.
ან წარსული რად გვინდა. დღევანდელობა აიღე. მამა თეიმურაზ თათარაშვილზე ნასწავლი პიროვნება რამდენი გვყავს ფილოსოფიაში? უბრალოდ ჩამომითვალე.

ციტატა
( ვატიკანი აგერ მეჩვიდმეტე საუკუნებდე ციფრ 0 უარყოფდა, ეშმაკისეულიაო... მერე დაჭირდათ ,, ნავაროჩენნი,, ბუღალტერია და იკადრეს 0-ის აღიარება...)

და ჩვენ რა შუაში ვართ ვატიკანთან?

აი გინების გამო კი ბანს მიიღებ.
ციტატა
თავისუფლებას გაუმარჯოოოოს!!!

ციტატა
თავისუფლებას გაუმარჯოოოოს!!!

ნამდვილად.
სწორედ თავისუფლებას ქადაგებს მართლმადიდებლობა , თავისუფლების სურვლითაა განმსჭვალული და სხვა არაფერია თუ არა ისევ და ისევ თავისუფლება.
ციტატა
( ზოგი შემაგინებს კიდევაც

ქრისტიანები ონლაინ გინებაში არ ვმონაწილეობთ.
მაგრამ შენი უცენზურო სიტყვის გამო კი გალამაზებულ ბანს მიიღებ.
ციტატა
პოსტს ნუ წაშლით ცოტა ხანს ( თხოვნა)

პირიქით.
რაც შეიძლება დიდხანს უნდა გავაჩეროთ რომ ყველამ დაინახოს რა ბრალეულობას გვიყენებენ მართლმადიდებლებს და როგორ ასაბუთებენ შემდეგში ამას.
ციტატა
კიდევ ერთი მე არა ვარ ათეისტი!

ათეისტი რავა გეკადრება.
შენ მოაზროვნე ადამიანი ხარ და იღწვი იმისთვის რომ კაცობრიობის ,,დამღუპველი'' რელიგიური აზროვნება მოსპო დედამიწაზე...

(შედეგები შეგვატყობინე შენი მოღვაწეობის აუცილებლად) wub.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 18 2012, 02:37 PM

ნეტავი გესმოდეთ თითოეული იმ სიტყვის აზრი, რომლებიც დაწერეთ.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Aug 19 2012, 12:38 AM

ციტატა(v.simon @ Aug 18 2012, 12:02 PM) *

ისე ერთმანეთში გამკილეთ თუ გინდათ

ოკ . კი ძალიან გვინდა

ცოტა არათანმიმდევრულად გაქვს ნაწერი ხო..? ანუ თუ სწორად მივხვდი გინდა თქვა რომ აკრძალვები ისტორიას ძირითადად რელიგიური ნიშნით ახსოვს, რისი განმაპირობებელიც იყო ქურუმების, თუ სამღვდელოების ანგარებიანი გამოყენება რელიგიის - ხალხის სამართავად.. და შენ ხარ თავსუფლების შუქურა და კრძალავ აკრძალვებს.. ხო? )
აკრძალვები, არათანასწორუფლებიანობა, და თავისუფლების შეზღუდვა ყველანაირი ნიშით უამრავია კაცობრიობის განვითარების მანძილზე, იყო რელიგიური ნიშნით, კანის ფერის , ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური, კოლონიალიზმი ათასი .. ასე რომ მცდარია ეს ხედვა..
ხოლო რაც შეეხებასამღვდელოების მიერ სათAვისოდ გამოყენებას რელიგიის, ამის უარყოფა და გარანტია ადამიანის ქმედების სისუფთავეზე არც არსებობს, როცა გაჭირვებულს ეხმარები უკან ვერ გაყვები საჭმელს იყიდის თუ იარაღს, მაგრამ არ ნიშნავს არ დაეხმარო,
როგორც ვიცი კონსტანტინოპოლში ერთი მდიდარი სიკვდილის პირას იყო და შეშინებულმა ოქრო დაურიგა გლახაკებს, გამოჯანმრთელდა, მერე ინანა ტყუილად დავარიგეო , უკან წამოიღო ეკლესიიდან და დაეცადა მოკვდა.. მოწყალების გაცემა ქრისტესთვის სესხებაა როგორც ვიცი,,საჭიროა შეწირულობა ეკლესიისადმი, რადგან საჭიროა ღვთისმსახურება, ღვთის სიტყვის ქადაგება, მოძღვარი- ქრისტიანული სწავლების თანამხდ,
ციტატა

კანონიკური და არაკანონიკური წერილები, biggrin.gif ( მოლ ეს გვაწყობს და ეს არა!!!)

ეს რეალობისგან შორსაა ქრისტიანული სწავლების სისწორის დაცვა ხდებოდა ძალიან მკაცრად და ყველა ეპოქაში ,აღსრულებული სასწაულებიც ამოწმებდა ჭეშმარიტებას თუ ცრუ სწავლებას.. წმ სპირიდონის თუ სხვა...
ციტატა

..(დედიმისის შვილი იყო, თუნდაც ჯუანშერი,

ესეც ალოგიკურია ერთი ისტორიკოსია ჯუანშერი, ? ამ დროს მროველიც მოღვაწეობდა და უამრავი თუ რისი თქმა გინდა, ? თუ მაშინ იყო არაობიექტურობა მაშინ დღეს როცა ყელაფერში პედანტობენ და აკრიტკებენ დაიწერებოდა სიმართლე.. ასე მთელი ისტორიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება , ყველა ისტორიკოსი დედამისის შვილია biggrin.gif თუ ვერმივხვდი კარგად? ))
რაც შეეხება თავისუფლება სწორედ ამას ქადაგებს ქრისტიანობა არა ცხოველურ მონობას სურვილებისადმი.. როცა ადამიანს აქვს უნარი მართოს აზრი სიტყვა, ქცევა , და არა ინსტიქტებით მართვადი ზომბი.. მოკლედ ჯანსაღი დამოკიდებლებაა გადაწყვეტა.., მორჩილი გაამპარტავნებული ბრიყვი თუ სხვა შენს მიერ ჩამოთვლიი მდგომრეობები ეს ადამიანის პრობლემაა არა რწმენის..

ისე ბანი დაედო ამ იუზერს პირველი ხომ წორნია თუ რაღაც ..

პოსტის ავტორი: v.simon თარიღი: Aug 19 2012, 02:18 PM

ოოო სოფო, სოფო სოფო სოოოფიოოოოოოოოო.............. jump.gif

ალოგიკურია HU_HAAAAAAA

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 19 2012, 06:55 PM

v.simon
ბანი შენ ჩემო ,,ნიჭიერო'' ასეთი ,,ჭკვიანური'' აზრებისათვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)