IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

75 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:32 PM
პოსტი #841


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველი ლოცვა ღვთის წინაშე აღიწევაო, ანუ ღვთის წინაშე მიდის ჩვენი ლოცვა, მაგრამ ყოველი ლოცვა ღვთის წინაშე არ შეიწირება. ეს ჩვენს გულსა და სურვილზეა დამოკიდებული - რა გულით, რა რწმენით ვლოცულობთ და რამდენად გულწრფელი ვართ ამ ლოცვაში, რას ვითხოვთ. ამაზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

საერთოდ, ლოცვის სხვადასხვა ხარისხი არსებობს, ზოგი ლოცვაში ამქვეყნად მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას სთხოვს. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი და ჩვენ უნდა შევძლოთ, ლოცვის პერიოდში მაინც ამაღლდეს ჩვენი გონება ღმერთამდე, რომ მოჯადოებული წრე გავარღვიოთ. ლოცვის შედეგად ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ღმერთთან თანამყოფობისა, ჩვენი სული უნდა გრძნობდეს ღვთის არსებაში ყოფნას."

/მამა მალხაზ ყიფიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:50 PM
პოსტი #842


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა ნექტარიოს პენტაპოლელი ერთ-ერთ ქადაგებაში ლოცვის შესახებ ამგვარ განმარტებას გვთავაზობს: "ადამიანის მთავარი საქმე ლოცვაა. კაცი ღვთის სადიდებლად შეიქმნა. ეს საქმე მას ამთლიანებს. მხოლოდ ამით აიხსნება მისი სულიერება და მხოლოდ ეს ამართლებს მის უპირატესობას ღვთის ქმნილებათაგან.

ადამიანი შეიქმნა ღვთის თაყვანისცემისათვის, ღვთის სიკეთესა და ნეტარებაში თანამონაწილეობისთვის. როგორც ხატება ღვთისა, ადამიანი მიისწრაფვის ღვთისაკენ, რათა ამაღლდეს უფალთან. ლოცვითა და გალობით ზეიმობს იგი. ხარობს მისი სული და უჩვეულოდ ძგერს გული. რაც უფრო მეტს ლოცულობს, მით მეტად განიძარცვება მისი სული ამქვეყნიური სურვილებისაგან და ივსება ზეციური მადლით, რაც უფრო შორდება მიწიერ სიამოვნებას, მით მეტად განიცდის ზეციურ სიხარულს. ჩვენი გამოცდილება ადასტურებს ამ ჭეშმარიტებას.

ღვთისათვის მისაღებია ისეთი ლოცვები, რომლებიც აღევლინება მისთვის შესაფერისი ფორმით და რომლებშიც ადამიანს შეგნებული აქვს თავისი სისუსტე და არასრულყოფილება. ასეთი განცდისთვის საჭიროა სრულად უარვყოთ ჩვენივე ცუდი "მე" და დავემორჩილოთ ღვთის მცნებებს, ასევე მოგვეთხოვება თავმდაბლობა და მუდმივი სულიერი შრომა.

მიანდეთ ღმერთს ყოველი თქვენი საზრუნავი და იგი იზრუნებს თქვენთვის. ნუ ხართ მოუსვენარნი და სულმოკლენი. მან, რომელმაც იცის ადამიანის სულის საიდუმლოებანი, ასევე იცის თქვენი სურვილები და აქვს ძალა მათი აღსრულებისა. ითხოვეთ და ნუ დაკარგავთ გამბედაობას. ნუ გგონიათ, რომ თქვენი სურვილები წმინდაა და ამიტომაც გაქვთ უფლება საყვედურისა, თუ რატომ არ იქნა შესმენილი თქვენი ლოცვები. ღმერთი ასრულებს ყველა თქვენს სურვილს იმ სახით, რომელიც თქვენთვის უცნობია. დამშვიდდით და ისე ითხოვეთ ღვთისაგან.

ჩვენს ლოცვებსა და ვედრებას თავისთავად არ შეუძლია მიგვიყვანონ სრულყოფილებამდე. სრულყოფილებამდე მივყავართ მხოლოდ უფალს, რომელიც მოდის და სახლდება ჩვენში, როდესაც ვასრულებთ მის ყოველ მცნებას. პირველი ამ მცნებათაგან არის: ამ ცხოვრებაში აღსრულდეს ნება ღვთისა და არა ნება ჩვენი. ამავე დროს, შესრულდეს ისე ზუსტად, როგორც ეს სრულდება ზეცაში ანგელოზების მიერ და რომ ვთქვათ: "უფალო, არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ გინდა: იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2020, 10:25 PM
პოსტი #843


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საუფლო ლოცვა - "მამაო ჩვენო"

"უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა მოციქულებს ლოცვა, რომელიც არის მაგალითი ყველა საქრისტიანო ლოცვისათვის. ეს ლოცვა "მამაო ჩვენოს" სახელითაა ცნობილი და იკითხება ასე:

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე, ამინ."

1) მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა – ლოცვის დასაწყისში ვთხოვთ მამა ღმერთს, რომელიც არის ჩვენი ზეციური მამა, ისმინოს ჩვენი თხოვნა-ვედრება. რომელი წმინდა ადამიანი მისცემდა თავის თავს ან თავის ძმებს – ცოდვილ, განგდებულ, ეშმაკისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფ ადამიანებს – იმის უფლებას, რომ ასე მიემართათ ღმერთისთვის? რა თქმა უნდა, არც ერთი. ამ უფლების მოცემა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. და მან ეს უფლება მოგვცა. ხოლო თუკი უფლება მოგვცა, ეს იმას ნიშნავს, რომ გვიწყალობა. ძე ღმრთისამ, გახდა რა ადამიანი, ღმრთის ძეებად, თავის ძმებად აქცია ადამიანები. იგი მიმართავს მამა ღმერთს ბუნებისმიერი უფლებით: "მამაო ჩვენო"; და ჩვენც გვანიჭებს მადლისმიერ უფლებას, მივეახლოთ ღმერთს, როგორც მამას, დავიწყოთ მისდამი ლოცვა საუცხოო, განსაცვიფრებელი სიტყვებით, "მამაო ჩვენო!"

მოწოდებას – "მამაო ჩვენო" – მაშინვე მოსდევს იმ ადგილის ჩვენება, თუ სად იმყოფება მამა, რომელიც არავითარი ადგილით არ არის შემოსაზღვრული, რომელიც ყველგან სუფევს და ყველაფერს მოიცავს თავის თავში: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა". მამის ადგილსამყოფელის ზეცაში ჩვენებით მლოცველი ძეც ზეცაში ადის. როცა ზეცას ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ ხილულ ცისფერ ზეცას, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, არამედ უხილავ, სულიერ ზეცას. დაივიწყე ყველაფერი ამქვეყნიური, უყურადღებოდ დატოვე მიწა – ეს დროებითი თავშესაფარი, რომელიც უმოკლესი ვადით გაქვს მოცემული, უყურადღებოდ დატოვე ყველაფერი, რაც ამ თავშესაფარს ეკუთვნის და რაც უმოკლესი ვადის გასვლის შემდეგ უეჭველად წაგერთმევა. მთელი შენი ზრუნვა ზეციური სამშობლოსკენ მიმართე.

2) წმიდა იყავნ სახელი შენი – დაგვეხმარე, მოგვმადლე ძალა, რათა ვიცხოვროთ ისე მართლად და წმიდად, რომ შენი სახელი მარად წმიდად იყოს ჩვენში და არ შეიბღალოს ჩვენი უწმიდური საქმეებითა და უსჯულო ცხოვრებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თხოვნა არის საკუთარი ცოდვილობის, საკუთარი დაცემულობის აღიარება, ეს არის თხოვნა გულწრფელი სინანულის მონიჭებისა. "წმიდა იყავნ სახელი შენი" ჩემი სულის ტაძარში! გთხოვ ამას იმიტომ, რომ ვერ ვპოულობ მას ჩემში. ვპოულობ საპირისპიროს: მწარედ ვემონები ცოდვას. მომანიჭე სინანული, რომელიც განწმენდს ჩემს შინაგან ტაძარს.

3) მოვედინ სუფევა შენი – გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ – ეს არის სიმართლე, სიყვარული, მშვიდობა.

რა საოცარი თანამიმდევრობაა უფლის ლოცვაში! ეს არის სულიერი წინსვლის თანამიმდევრობა, ჭეშმარიტი ღვთისმცნობელობის ნიჭის - სინანულის თხოვნის შემდეგ უფალი ასწავლის ღმრთის ძედ გამხდარ ადამიანს, ითხოვოს ღმრთის სასუფევლის დამკვიდრება საკუთარ სულში: ითხოვოს ეს მდაბლად, მაგრამ ძლიერი ლოცვითი რწმენით.

ვინც თავის თავში ღმერთის სუფევას შეიგრძნობს, ის უცხო ხდება ღმერთის მტერობაში მყოფი ამა სოფლისათვის; ვინც თავის თავში ღმრთის სუფევას შეიგრძნობს, მას, მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულს, შეუძლია ისურვოს, რომ ყველა ადამიანში გაცხადდეს ღვთის სასუფეველი.

4) იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა – დაე, ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს შენ გსურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. დაგვეხმარე, შეგვაძლებინე, დავემორჩილოთ შენს ნებას და ისევე უსიტყვოდ აღვასრულოთ, როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში (სულიერ სამყაროში) დიდი სიყვარულითა და სიხარულით წმიდა ანგელოზნი, რადგან მხოლოდ შენთვისაა ცნობილი, რა არის ჭეშმარიტად კარგი და სასურველი ჩვენთვის და რა - ცუდი. შენ ბევრად მეტი სიკეთე გსურს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ - ჩვენი თავისთვის.

5) პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს – პურში აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება: საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი – ყოვლადწმიდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც წმინდა ზიარების სადუმლოში ვღებულობთ და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება, არამედ მხოლოდ ის, რაც არსებობისათვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს; გვახსოვდეს, რომ ის, როგორც მამა, მარადის ზრუნავს და განიცდის ჩვენს გამო.

6) და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა – ისევე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენს წინაშე სცოდავს. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები ჩვენს ვალებად იწოდება და აი, რატომ: ღმერთმა მოგვცა ადამიანებს ძალა, ნიჭი და შესაძლებლობა, რათა სიკეთე ვაკეთოთ; ჩვენ კი ხშირად ღმერთისაგან სასიკეთოდ მოცემულ ნიჭსა და უნარს ბოროტებისათვის, ცოდვების ჩასადენად ვიყენებთ და ამრიგად ღვთის წინაშე "ვალში" აღმოვჩნდებით ხოლმე. ასე რომ, თუ ჩვენ თვითონ გულწრფელად არ ვპატიობთ ჩვენს "მოვალეებს", არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს.

თხოვნის პირობის ასახსნელად უფალი სახარებაში ბრძანებს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6,14-15)

7) და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა – განსაცდელი ჰქვია აქ ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც ძალა გვეწევა ცოდვისაკენ, ან ვინმე გვაიძულებს ან გვაცდუნებს ცოდვის ჩასადენად, რომლის გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომლის წინაშეც ჩვენ უძლურნი ვართ.

არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან - ანუ გადაგვარჩინე ჩვენ ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან, თვით ეშმაკისაგან, რომელიც ყოველჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპავად. დაგვიფარე და გადაგვარჩინე მისი მზაკვარი და ფლიდი სიცრუისაგან, რომელიც შენს წინაშე არარაობაა.

საუფლო ლოცვას ვასრულებთ ღვთის დიდებისმეტყველებით (თუმცა ამ სიტყვებს მხოლოდ სასულიერო პირები ამბობენ): "რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". დიდებისმეტყველებით ქრისტიანები გამოვხატავთ იმედს, რომ მივიღებთ, რაც ვითხოვეთ, რამეთუ ღმერთს ეკუთვნის სუფევა და შეუძლია ყოველივე, რასაც ვთხოვთ; მას ეკუთვნის ძალა და შეუძლია მოგვცეს, რასაც ვთხოვთ; მას ეკუთვნის დიდება, ვინაიდან არის კეთილი და მრავალმოწყალე."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2020, 10:45 PM
პოსტი #844


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვის უნარი ერთ-ერთი სათნოებაა, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩადო. ლოცვა - ეს არის შეურიგებელი ბრძოლა სიცოცხლისა სიკვდილთან, ლოცვა უნდა მოდიოდეს ადამიანის შინაგანი სამყაროდან. ლოცვა ღმერთთან სიახლოვით არის გამოწვეული. ყოველი ადამიანი თავისი არსებობით მოწოდებულია ჰქონდეს ღმერთთან სიახლოვის განცდა.

ლოცვა თავისი ზნეობრივი და ღვთისნიერი ცხოვრების შედეგად ნიჭად ეძლევა ადამიანს. ლოცვას სწავლა ესაჭიროება. ეკლესიაში ახალმოსულნი ხშირად ამბობენ, ლოცვა გვიჭირსო. ლოცვას ჰყავს შინაური და გარეშე მტრები. შინაურსა და გარეულ მტრებს შორის ათასი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ, პირველ რიგში, შეიძლება ლოცვას ხელს უშლიდეს ადამიანის პატივმოყვარეობა, თავმოყვარეობა ან სურვილი იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენ გავექცეთ საკუთარ მეს.

უწინარეს, ადამიანს უნდა გაუჩნდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ღმერთთან სიახლოვის განცდა კი გამოიხატება ღმერთთან საუბარში. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი, ჩვენი შინაგანი სამყარო, ადამიანური ბუნება საამისოდ არის მოწოდებული და თუ დასაწყისში გარეშე თუ შინაური მტრები ხელს უშლიან ლოცვაზე დგომაში, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს.

აუცილებელია მოუკლებლივ ვილოცოთ. თუ დღეს გულგრილი და უგულისყურონი ვართ ლოცვისადმი, დროთა განმავლობაში სისტემატური ლოცვა ხარისხს იძენს. ყველაზე გულმხურვალე და საუკეთესო ლოცვის ნიმუში არის უფლის ლოცვა გეთსემანიის ბაღში, როდესაც უფალი ჯვარცმამდე, ლოცვის პროცესში გეთსემანიის ბაღში ყოფნისას სიკვდილს ამარცხებს.

ლოცვა არის სიკვდილზე გამარჯვება, მარადიულობის გამარჯვება წარმავალზე, უხრწნილებისა - ხრწნადობაზე, სინათლისა - სიბნელეზე. წმინდა მამები ამბობენ, რომ ლოცვა ადამიანს განასხვავებს სხვა ქმნული, ღვთისაგან შექმნილი არსებებისაგან. ლოცვა თანასწორს ხდის ანგელოზსა და ადამიანს. ლოცვაში ასევე საჭიროა, რომ მუდმივად გვახსოვდეს სიკვდილი. ეს ადამიანს ღმერთთან აახლოებს და ლოცვაშიც უფრო განამტკიცებს.

ჩვენ არ ვიცით, როგორ წარიმართება ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი ხვალინდელობა. ვუყურებთ სხვათა აღსასრულს, სიკვდილს, სხვათა ავადმყოფობას და ხშირად გვგონია, ჩვენზე მსგავსი რამ არ მოიწევა. ამიტომაც ლოცვაში ადამიანი ძლიერდება, მტკიცდება. ადამიანი ლოცვაში ღმერთთან ერთიანდება, ერთსულ ხდება.

უწმინდესიც ბრძანებს ხოლმე, - ადამიანის სულში, გულსა და გრძნობაში რომ შემოვიდეს მადლი სულიწმინდისა, ჩვენი ადამიანური ბუნება და ღვთაების სული უნდა გაერთიანდესო. ეს კი ლოცვით არის შესაძლებელი. მათეს სახარებაში წერია: "სანამ ითხოვდეთ უფლისაგან, თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რაი გიხმს და რაი გესაჭიროებათო".

ხშირად ულოცველობას ადამიანები აბრალებენ უფალს - რა საჭიროა ლოცვა, მუხლთადრეკა, ღვთისმსახურებაში თანამონაწილეობა, ღმერთმა ხომ ისედაც ყოველივე იცის და ყოველივე ძალუძს, ღმერთი ყოვლისმხედველი, ყოვლისმპყრობელი და გულთამხილავია. ამასთან ერთად, ყურადღება უნდა მივაქციოთ უფლის სიტყვებსაც, მოუკლებელად ილოცვიდეთ, რომ სარწმუნოება თვინიერ საქმეებისა მკვდარია. ილოცევდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და პოვებდეთ, აკაკუნებდეთ და განგეღოთ. ადამიანის თხოვნა, ლოცვა, ვედრება არის ღვთისათვის სათნო. ეს ჩვენს სიმდაბლეს, ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრებას წაადგება.

ღმერთმა იცის ყოველივე ჩვენი გულისზრახვანი, გულისთქმანი, ფიქრები, ძალუძს ჩვენს სულს სარგებლობა მოუტანოს. ლოცვაშიც საჭიროა, ადამიანმა განსაზღვროს ის, რა შეიძლება ითხოვოს ღვთისაგან. "ლოცვა ჩემი ცოდვად შემერეცხა ღვთის წინაშეო", - ბრძანებს დავით მეფსალმუნე.

ლოცვაში არ შეიძლება ღმერთს ისეთი რაიმე შესთხოვო, რაც ჩვენი კეთილწარმატებისათვის, სულის ცხონებისათვის უსარგებლო იქნება, ან მოყვასის კეთილდღეობისა და სარგებლიანობისთვის არ იქნება მიზანშეწონილი. სულიერი წინსვლა, ცხონება, მარადიული ცხოვრება და ჩვენი წილი ჯვარი, რომელიც ღმერთმა მოგვცა, ღირსეულად უნდა ვიტვირთოთ, რათა წყალობა და შემწეობა მოგვეცეს უფლისგან."

/მამა მალხაზ ყიფიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2020, 08:15 PM
პოსტი #845


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მლოცველთა ცხოვრების წესი განსხვავდება ულოცველი ადამიანის წესისაგან. ერთი მწირი გზაჯვარედინზე შეჩერდა. იქ დგას სახლი, სადაც ლოცულობენ ადამიანები. სახლიდან გამოდის ერთი იქაური. ეკითხება მწირი, - რას აკეთებენ მანდო. ლოცულობენო. შენ რას აკეთებო? როდესაც დაიჩოქეს ჩემი სახლის მკვიდრთა და ღვთისადმი ლოცვა აღავლინეს, შემრცხვა და გარეთ გამოვედი. შენ რა გესაჭიროებაო? მიმართულების ჩვენება, საით წავიდეო, - მიუგო მწირმა. მერე რატომ არ მეკითხებიო. როგორ გკითხავ, როდესაც ღმერთთან ვედრების და ლოცვისა გერიდება, შენ როგორ უნდა მომცე სწორი მიმართულებაო.

მლოცველი ადამიანი თავისი სიახლოვით ღმერთთან, თავისი ცხოვრების წესით გარკვეულად სიბრძნეს და გონიერებას, დაკვირვებულობას და სიფრთხილეს იძენს. ასეთ ადამიანთან ურთიერთობაც ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ წარმართავს. ცხოვრების წესი ბევრად არის დამოკიდებული ლოცვაზე. ხშირად ვამბობთ ხოლმე, როგორც ვლოცულობთ, ცხოვრების წესიც ისეთი გვაქვს და პირიქით, როგორც ვცხოვრობთ, ეს ცხოვრების წესიც ჩვენს ლოცვაზე არის აღბეჭდილი.

ხშირად ლოცვასა და მარხვას ან ლოცვასა და შრომას ალეგორიულად უდარებენ ნავს ან ფრინველს. ნავისათვის არის ორი ნიჩაბი - ერთი ლოცვა და ერთი შრომა, ან ლოცვა და მარხვა, აუცილებლად ორივე ფრთა, ორივე ნიჩაბი უნდა ავამოძრაოთ, როგორც მარხვისა, ასევე ლოცვისა. თუ ერთ ფრთას ამოძრავებ, მარტო ლოცვას, ცხადია, ის ადგილიდან ვერ დაიძვრება, ან ნავი ერთ კონკრეტულ ადგილაზე დაიწყებს ბრუნვას.

მარტო შრომით ან მარხვით, ან კიდევ მარტო ლოცვით ვერ წარვემატებით და ჩვენი ცხოვრებაც, შეიძლება ითქვას, უსარგებლო იქნება, იმ დანიშულების ადგილზე ვერ მივალთ, რაც ქრისტიანებს გვაცოცხლებს, გვასულდგმულებს. ეს არის მარადიულობა. ყოფიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, მარადიულობას უნდა შეერთოს ადამიანი. და ამ ყოფით ცხოვრებაში ეს არის დიდი სკოლა, რომელშიც ყოველდღიურად გაკვეთილები გვაქვს. გამოცდებზე ისე უნდა გავიდეთ, რომ კარგი ნიშნები მივიღოთ. ეს გამოცდები იქნება ჩვენი აღსასრულის, ჩვენი ამქვეყნიდან გასვლის, სამსჯავროზე წარდგენის პერიოდი. იქ გამოჩნდება, როგორ ვლოცულობდით, როგორ ვცხოვრობდით.

შესაძლებელია ზოგი გარეგნული ნიშნით გამოირჩეს ლოცვის პროცესში, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო აბსოლუტურად განსხვავებული იყოს მისი გარეგნული გამოხატულებისაგან. ქრისტიანობა გვასწავლის შინაგანი ცხოვრების წესს. ადამიანი შიგნიდანად უნდა იყოს პირველ რიგში მომართული ლოცვისათვის. გარეგნულობა გამოხატულია ჩვენი შინაგანი სამყაროდან. როცა ადამიანი მარტო გარეგნობით არის შემოფარგლული, მაშინ მისი გული ცარიელია და მისი სულიც ყოველგვარი სულიერი წინსვლისა და სულიერი კეთილწარმატებისათვის მოუმზადებელია. ამ ქვეყანაშივე ასეთი არასწორი ცხოვრების წესი უარყოფით კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში."

/მამა მალხაზ ყიფიანი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2020, 01:11 PM
პოსტი #846


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწყვეტი ლოცვა მუსრავს მზაკვრობას ღმერთის სასოებით და მლოცველი შეჰყავს უბრალოების სიწმინდეში, - გადააჩვევს გონებას ზედმეტად ფიქრს, საკუთარი თავისა და მოყვასის მიმართ ამაო გეგმების შედგენას. ლოცვა გონებას ათავისუფლებს უნაყოფო ფიქრებისგან და მათ ნაცვლად ავსებს ლოცვის სიტყვების ღრმა სულიერი აზრებით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2020, 08:54 PM
პოსტი #847


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვაში ადამიანი მხოლოდ მაშინ ღრმავდება, როდესაც თავის თავში ყველაზე ცუდ ადამიანს ხედავს"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2020, 08:21 PM
პოსტი #848


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოუკლებელი ლოცვით იმუსრება ცნობისმოყვარეობა, ეჭვიანობა, გამკილაობა. შედეგად, ყველა ადამიანს აღვიქვამთ სწორად. ადამიანთა მიმართ გულის ასეთი საწინდარისგან იშვება მათ მიმართ სიყვარული"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2020, 08:36 PM
პოსტი #849


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოუკლებელი მლოცველი მუდამ უფალთანაა, აღიქვამს მას, როგორც ხელმწიფესა და განმგებელს, იხვეჭს მის მოშიშებას; ამ მოშიშებით შედის სიწმინდეში, სიწმინდით - ღმერთის სიყვარულში... ღმერთის სიყვარული კი ავსებს თავის ტაძარს (მლოცველის გულს) სულიწმინდის მადლით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2020, 06:54 PM
პოსტი #850


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვის ნაყოფია თანდათანობით გაფართოებული ხედვა საკუთარი შეცოდებებისა და საკუთარი ცოდვიანობისა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2020, 08:37 PM
პოსტი #851


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სინანული ლოცვას გვასწავლის და ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის სითბოსა და სიხარულს დაამკვიდრებს ჩვენს გულში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2020, 09:05 PM
პოსტი #852


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შინაგანი ლოცვა უფრო ძნელია, რასაც მოჰყვება ყურადღების გაფანტვა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთნი მიატოვებენ შინაგან ლოცვას, რადგან ფიქრობენ, რომ ჯერ ადრეა; მაგრამ შემდგომ, უკან მოხედვისას, ხვდებიან, რომ დრო უშედეგოდ დაკარგეს და ვეღარ ლოცულობენ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2020, 09:24 PM
პოსტი #853


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაგვიტაცებენ ხოლმე რა გულისთქმები, ვკარგავთ იმის რწმენას და ხსოვნას, რომ უფალი დგას ჩვენ წინაშე და ისმენს ჩვენს ლოცვას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2020, 08:35 PM
პოსტი #854


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოჯახის წევრებთან ერთად მცხოვრებსაც ძნელად თუ ვინმე შეუშლის ხელს, რომ გულში, თავისთვის ილოცოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2020, 10:21 PM
პოსტი #855


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ლოცვები შესმენილნი არაა არა იმიტომ, რომ უფალი არ გვისმენს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენვე არ გვესმის ჩვენი ლოცვები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2020, 06:58 PM
პოსტი #856


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესიაში ლოცვის დროს უხილავად მოქმედებს საიდუმლო ძალა ღვთის სულისა"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2020, 09:10 PM
პოსტი #857


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ცუდად ვიცით ლოცვა, მაგრამ მაინც უნდა შევთხოვდეთ უფალს, რათა მოვიდეს და განგვინათლოს გული"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2020, 11:40 AM
პოსტი #858


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე დიდი ინტიმი, ღმერთთან გულწრფელი საუბარია ყველა იმ ტკივილზე, რაც გაწუხებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 09:17 PM
პოსტი #859


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლობლების მოხსენიებამდე უნდა ილოცოთ ბრმებისთვის, ყრუ-მუნჯებისთვის, ტანჯული, უსახლკარო და მშიერი ხალხისთვის. შემდეგ ისეთებისთვის შევთხოვოთ ღმერთს წყალობა, ვისაც მლოცველი არავინ ჰყავს. მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსენეთ ახლობლები და ნათესავები. უნდა ილოცოთ თავისთვის, გარდაცვალებულებისთვის და მათთვის, ვინც უნდა დაიბადოს. ჩვენ კი ჩვენთვისაც კი არ ვიცით ლოცვა!"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2020, 10:38 PM
პოსტი #860


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეწყდება ლოცვა, შეწყდება სხვა ყველაფერიც"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

75 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 12:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი