თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ კანონიზაციის შესახებ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 22 2009, 07:54 AM

ბოლოდროინდელმა განაცხადებმა და სატელევიზი მოთქმა-მოთქმამ, ჩემი ყურადღება მიიპყრო და ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე დამაფიქრა, რომელსაც სათაურად დაინახავდით smile.gif

ეს საკითხი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისდამი დამოკიდებულება და კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან... ერთის მხრივ წმინდათა კატეგორია, რომელიც მრავალი ადამიანის გულში ეჭვს ბადებს და მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ არაკანონიზირებული ადამიანების პატივმიგება, ან გნებავთ თაყვანისცემა.

როგორც მამა კახაბერმა აღნიშნა, კანონიზაცია შეუძლია მხოლოდ მსოფლიო კრებას, რომელიც იღებს ადგილობრივ კრებებათა მიერ შერაცხული წმინდანების შეთავაზებას და საბოლოო სიტყვითა და უცდომელობით ბეჭედს ასვამს მას.

ეს მოსაზრება სრულებით ახალი და ლოგიკური მეჩვენა, გამომდინარე იქიდანმ რომ ადგილობრივ კრებას არ გააჩნია სრული უცდომელობა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ქრისტე ცოცხლობს ბოლომდე.

აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები:

1. შეუძლია თუ არა ადგილობრივ კრებასა და მის დადგენილებებს მსოფლიო კრების დამოუკიდებლად არსებობა.
2. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთ რთულ და ბუნდოვან საკითხს, როგორიცაა მაგალითად საუკუნეების წინ გარდაცვლილი პირის ცხონება-არცხონება.



პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 22 2009, 09:33 AM

ციტატა
როგორც მამა კახაბერმა აღნიშნა, კანონიზაცია შეუძლია მხოლოდ მსოფლიო კრებას, რომელიც იღებს ადგილობრივ კრებებათა მიერ შერაცხული წმინდანების შეთავაზებას და საბოლოო სიტყვითა და უცდომელობით ბეჭედს ასვამს მას.

ციტატა
ეს მოსაზრება სრულებით ახალი მეჩვენა,


სწორად გეჩვენა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 22 2009, 12:48 PM

მნათე
საინტერესო რაღაცას გაჩვენებ:

ცოტა ხნის წინ (2008 წლის 25 დეკემბერს) გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოში და რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწე ეთნიკური ბერძენის მამა გიორგი კარსლიდისის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კანონიზაციის საკითხი.

საგულისხმოა წმინდა სინოდის განჩინება:
1. უფლისადმი მადლიერებით მიღებულ იქნეს ცნობა ღირსი გიორგის (კარსლიდისი) წმიდათა დასში შერაცხვის შესახებ.
2. შეყვანილ იქნეს ღირსი მამის გიორგის სახელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვენში და დადგინდეს მისი ხსენების დღედ 6 ნოემბერი, როგორც ეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ იქნა განჩინებული.

ანუ, დასტურია ერთგვარი....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 22 2009, 12:51 PM

ციტატა
ანუ, დასტურია ერთგვარი....


ანუ ეს ნიშნავს რომ ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის უცილობელი ცხონების შესახებ საუბარს?

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 22 2009, 12:28 AM

საერთოდ იდეაში წმინდანად შერაცხვა ცოტა უზუსტობასაც შეიცავს, არავინაა დაზღვეული შეცდომისგან. თავისუფლად არის შესაძლებელი იმ ქმნილების ხატის წინაშე ვილოცოთ, რომელც არ იყოს სამოთხეში

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 22 2009, 12:31 AM

მე მაგალითად მატრონას ხატის წინაშე არ ვლოცულობ და არც ვილოცებ არასოდეს, სანამ არ დამისაბუთებს ვინმე, რომ

ა) ის, რასაც ჩმახავს მისი ბიოგრაფი არ არის სწორი და
ბ) ნამდვილი ბიოგრაფია სხვაა და კონკრეტული...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 22 2009, 04:52 AM

სადაა მნათე?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 22 2009, 05:39 AM

KAIROS

ციტატა
სადაა მნათე?

მნათემ მე მგონი დაგვტოვა, sad.gif
ერთ თემაში რაღაც მიანიშნასავით.
მის შემდეგ აღარც გამოჩენილა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 22 2009, 09:07 AM

ციტატა
მნათემ მე მგონი დაგვტოვა

yes.gif sad.gif

პოსტის ავტორი: tamarela თარიღი: Feb 22 2009, 11:33 AM

კათოლიკურ ეკლესიაში კი წმინდანთა კანონიზებას სასამართლო ხასიათი აქვს. სასამართლო სხდომას იწვევენ და ,,ასამართლებენ". sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2009, 04:10 AM

ციტატა
კათოლიკურ ეკლესიაში კი წმინდანთა კანონიზებას სასამართლო ხასიათი აქვს. სასამართლო სხდომას იწვევენ და ,,ასამართლებენ".

smile.gif
წყარო? smile.gif
მაგას "გასამართლება" კი არ ქვია, არამედ გამოძიება, თან სასამართლო საერო კი არაა, არამედ საღვთისმეტყველო...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 28 2009, 02:26 PM

მნათე

ციტატა
როგორც მამა კახაბერმა აღნიშნა, კანონიზაცია შეუძლია მხოლოდ მსოფლიო კრებას, რომელიც იღებს ადგილობრივ კრებებათა მიერ შერაცხული წმინდანების შეთავაზებას და საბოლოო სიტყვითა და უცდომელობით ბეჭედს ასვამს მას.



ზუსტად, ვერ მივხვდი, ანუ საქართველოს ეკლესიის მიერ კანონიზირებული მამები, კიდევ საჭიროებენ კანონიზირებას?


პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 10 2009, 12:21 AM

ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრავალი წმინდანის კანონიზაცია მოახდინა მსოფლიო კრების გარეშე და რა გამოდის ესეიგი არ არიან ისინი წმინდანები? ამიხსენით თუ შეიძლება

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 10 2009, 12:25 AM

ციტატა
წმინდანის კანონიზაცია მოახდინა მსოფლიო კრების გარეშე

არაა აუცილებელი smile.gif
უბრალოდ კრება როდესაც გაიმართება შეიძლება მოხდეს დადასტურება...
მანამ კი წმიდანები საერთო ყავს მართლმადიდებელ ეკლესიას...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)