IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> «ძუელი დღეთა», ახალი აღთქმის ღმერთი ძველ აღთქმაში
აკაკი
პოსტი Jan 9 2012, 08:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა... მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა... და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა... მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა. ( წინასწარმეტყველება დანიელისა 7. 9-11)


IPB-ს სურათი


ეს ცნობილი ჩვენება ღმრთისა, რომელიც გადმოცემულია დანიელის წიგნში, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის აცბუნებდა და აოცებდა ღმრთისმეტყველებს, შთააგონებდა ხელოვანებს, ფერმწერებსა და მწერლებს. მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე.

ციტატა
«პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი» (იოვანე 1.1)


მართლმაიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება დაფუძნებულია რწმენაზე: «ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა... რომლისაგან ყოველი შეიქმნა». ქრისტე არის თანამარადიული მამისა და სულისა. მაგრამ ხშირად ქრისტიანთა შორის თავს იჩენს აზრი, რომ ძველ აღთქმის მთავარმოქმედი, «მთავარი პირი» არის მამა. ეს მაშინ როცა ძე ღმრთისა შემეცნებულია, როგორც თანამარადიული მამისა, ის, რომლის მოსვლაც ნაწინასწასწარმეტყველებია, მაგრამ თავად რჩება როგორც სრულიად უხილავი. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნებსა და საგალობლებში, ეკლესიის აღმოსავლელ მამათა ნაწერები ცხადჰყოფენ, რომ ქრისტე წინა-განკაცებამდე სწორედაც ფაქტობრივად არის მოვლენათა ცენტრში, და წინა პლანზე ძველი აღთქმის წიგნებში.

«ძველთა დღეთას» ქრისტოლოგიური აღქმა, გაგება და შემეცნება მაშინ ხდება ნათელი, როდესაც გულისხმისყოფით ჩვენს თვალთა წინაშე იქნება გამოჩინება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, როგორც დანახულ იქნა უფლის ერთგული და უსაყვარლესი მოწაფის მიერ, კუნძულ პატმოსზე:

ციტატა
და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ... მსგავსი ძისა კაცისაჲ... და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ... და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. (გამოცხადებაჲ იოვანესი 1. 12, 18)


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


მკვდრეთი აღდგომილი ქრისტე ჩანს და იხილვება ისეთი, როგორიცაა «ძუელი დთეთა», ასევე ისეთი, როგორიც ეჩვენა ის თავის მოწაფეებს მისი ფერისცვალებისას თაბორის მთაზე (მათე 17. 1-9). ქრისტეა «ძუელი დღეთა», რადგან იგი საუკუნო და მარადიულია. «საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ ღმერთი» (ფალმუნი 89. 2). ის არის უწინარეს ყოველი ქმნილებისა და არა აქვს დასასრული. ზოგიერთნი იბნევიან, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, აღდგომილი ქრისტე უტყუარად და ჭეშმარიტად იგივეა ვინც იწოდება «ძუელად დღეთაჲსად» დანიელის წიგნის შემდეგ მუხლებში:

ციტატა
«ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას. “ (დანიელი 7. 13, 14)


საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხმიანება (ეხება) განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა, თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება:

«დანიელმა იხილა სიმბოლური ნიშანი (პირველსახე) და ხატება, თუ რა იქნებოდა მომავალში, რომ, უხილავი ძე და სიტყვა ღმრთისა ჭეშმარიტად კაცად იქცა, შეიერთა რა ჩვენი ბუნება»
(წმ. იოანე დამასკელი, საღმრთო ხატებზე (On Divine Images) 3.26)

«კაცის ძის მსგავსებაში ის წინასწარ ჭვრეტს განკაცებას მხოლოდშობილისას»
(წმ. ამონოსი, პატროლოგია გრეკა 85-ე ტომი, l380A)


“მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა:

«რა შემიძლია ვთქვა? რადგან საკვირველება მაოცებს მე. «ძუელი დღეთა» რომელიც ზის მაღალ და დიდებულ ტახტზე, მიიწვინა ბაგაში»
(წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია მაცხოვრის შობაზე)

«ძუელი დღეთა, ჩვილად იქცა "
(წმ. ათანასე, ჰომილია ქრისტეს შობაზე)

«მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ»
(წმ. კირილე იერუსალიმელი, ჰომილია ტაძრადმიყვანებისათვის (მირქმისა) უფლისა)

«ძუელი დღეთა, რომელმაც მისცა ძველად სჯული მოსეს სინაზე, დღეს იხილვება ვითარცა ჩვილი»
(ტროპარ-ვედრებათა კრებული, მირქმა (ტაძრადმიყვანება) უფლისა)

«ძველი დღეთა ჩვილი გახდა ჩემთვის... »
(Matins, Kathisma)

«ჰშევ მიუწდომელი ძუელი დღეთა, ვითარცა ახალი ჩვილი, რომელმან გვიჩვენა სათნოებათა ახალი ბილიკები ქვეყანაზე... "

(ღვთისმშობლისა, პარასკევსა ხმა V)

«ძველი დღეთა, ჰოი, ერთი ყოვლადწმიდა, კურთხეულსა საშოსა შენსა შინა გარდამოსრული, ვითარცა ცვარი ღრუბელზე, და კაცთმოყვარე გამოჩინებული ვითარცა ახალი ადამი»
(ღმრთისმშობლისა, წმ. პოლიკარპე სმირნელი, 23 თებერვალი)

«ჰშევ შენ ძუელი დღეთა ვითარცა ყრმა ახალი ჩვენთვის.. «
(ღმრთისმშობლისა, VI ხმა)

«რომელი გარდახვედ სჯულსა ბუნებისასა, ჰოი ქალწულო უბიწოო, ქვეყნად ახალი ყრმის მომყვანებელო, რომელი იგი ორივე არს რჯულის მომცემელი და ძუელი დღეთა...»
(ღმრთისშმობლისა, V კვირა მარხვისა)?

«მხოლოდ სვიმეონმა მიიეღო თავის მოხუცებულ ხელებში ძუელი დღეთა- ჩვილის სახით, და მაშინვე მაკურთხეველმა ღმრთისა თქვა: «აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით...»
(წმ. მეთოდიუს ოლიმპუსი, პატროლოგია გრეკა 18-ე ტომი 3658)

[თარგმანი მოცემულია მხოლოდ შინაარსის გასაგებად]
= = =


ეს არის გამორჩეული მახასიათებელი მართლმადიდებელი გალობათმეტყველებისა და პატრისტიკული თეოლოგიისა: საკვირველია ღმრთის თავმდაბლობა, შესაბამისობა მისი ყოვლადძლიერებისა და ღმრთაებრივი დიდებისა და უსასრულო უბრალოებისა და მისი თავმდალობისა. ეგევე ღმერთი, რომელი საყდართა ზედა დიდებისათა მდჯომარე არს და ურიცხვნი და უთვალავნი ანგელოზნი მსახურებენ, იშვა უწმინდურ (შეუფერებელ) ქვაბულში, როგორც დაუცველი ყრმა! რომელსაც თავად ზეცა ვერ იტევს დედაკაცის მუცელმა დაიტია! რომლის შობასაც დასაწყისი არა აქვს! ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე, მორჩილად დაჰყვა მისსავ ქმნილებას, რომ ჯვარცმულიყო! და კიდევ მეტად გასაკვირი არაფერია, ვიდრე საგალობელები დიდი (წითელი) პარასკევისა: «რომელმან დედამიწა წყალთა ზედა დაჰკიდა, ხეზე დამოეკიდა», «რომელმან გარდაართხა ცანი, მეწამული მოახვიეს საცინლად»

IPB-ს სურათი

ასე, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს გონებაში ფესვს გაიდგამს ეკლესიის მამათა განმარტება და მათი შემეცნება ძველი აღთქმისა, შევძლებთ დავაფასოთ და განვიცადოთ, ღმრთის თავმდაბლობა და სიყვარული კაცობრიობისადმი. თუმცა შეუძლია გაანადგუროს უსამართლობა ჩვენში, მაგრამ ის ირჩევს თავად თავმდაბლობას, რათა ივნოს და მოკვდეს ჩვენთვის! რათა აღდგეს ისევ და აღადგინოს ჩვენი კაცობრივი ბუნება მასთან სასუფევლის სიმაღლეში. რადგან სიკვდილი ვერ მოიცავს სიცოცხლის მომნიჭებელს, ძუელსა დღეთას! «ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. « (გამოცხ. 1. 17,18).

მისია სუფევა და ძალი, უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 9 2012, 10:05 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



კარგი თემაა, საინტერესო იყო.

ძველ აღთქმაში არის ბევრი ადგილი მოყვანილი (განსაკუთრებით წინასწარმეტყველებებში), სადაც აღწერილია უფლის დიდებული სახე, მისი საყდარი და მის წინაშე ანგელოზთა მსახურება და მოქმედებები.
ეს ყოველივე საოცრად მხატვრული და დიდებული ენითაა გადმოცემული.

თუ შემხვდა ისინი წმ. წერილში, დავწერ აუცილებლად.

წინასწარმეტყველ ეზეკიელს განსაკუთრებით ვრცლად უწერია უფლის ხილვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 10 2012, 06:47 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სამი კაცის სტუმრობა აბრაამთან


IPB-ს სურათი


ძველი აღთქმის წიგნების მართლმადიდებლური აღქმა და შემეცნება ქვემოცემული სამი არსებითი მნიშვნელობის მოწმობაზეა დაფუძნებული:

1) მთლიანი წერილი არის ღმრთივსულიერი და ფრიად სასარგებლო და სავალდებულოა სწავლებისათვის
2) ძველი აღთქმა ნათლად საუბრობს ქრისტეზე
3) ღმრთის ყველა გამოვლინება ძველი აღთქმის წიგნებში არის იგივე ღმრთის ძის გამოვლინება

IPB-ს სურათი


ქვემოცემულ მუხლებში ჩვენთვის გამდმოცემულია ღმრთის ყველაზე ადრინდელი გამოცხადება ძველი აღთქმის წიგნებიდან: გამოცხადება სამი კაცისა აბრაამთან, რომელიც ხდება მამრეს მუხასთან. იყო დრო, ეს სამი კაცის იგივდებოდა და განიმარტებოდა არა როგორც სიტყვა (ღმრთის დაუსაბამო სიტყვა, ე.ი ქრისტე თავის წინა-განკაცებამდე) არამედ, როგორც სახე ყოვლად წმ. სამებისა, ეს აზრი საყოველთაოდ ცნობილი გახდა ანდრია რუბლიოვის წმ. სამების მართლაც ღმრთივშვენიერი და უცნობილესი ხატის მიერ, რომელიც ეფუძნება და ეხმიანება უძველეს ხატებს რომელსაც "აბრაამის სტუმართმოყვარეობა" ეწოდება (ფრესკები IV-VI საუკუნეებისა). გამოცხადება სამი კაცისა (განიმარტება როგორც ანგელოზები) აღწერილია შესაქმის 18-ე თავში:

ციტატა
ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას.
და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა. მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე. და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა.
და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ. და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად. და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა. და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.
და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა. და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.

ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ? ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.
ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.

ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.
ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.
და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.

და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა? არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.
და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.


საინტერესო ისაა, რომ აბრაამს საუბარში მიმართავს მხოლოდ ერთი - უფალი. ცხადია, მიმართვა "უფალო" არ გულისხმობს უბრალოდ პატივისცემას და მოწიწებას, როგორც მაგალითად დღეს "ბატონო", მართლაც ასე, რომ ყოფილიყო აბრაამს უნდა ეთქვა "ბატონებო", არამედ ეს აღსარებაა (აღიარება), რომ ერთი მათგანი მართლაც უფრო დიდია, უმეტესია (ე.ი აბრაამის საუბარიც მიმართულია ერთი პიროვნებისადმი). ამის გარდა, ვკითხულობთ, რომ ორი კაცი მათგან გამოეყოფა ანუ გაემგზავრებიან სოდომში და ამ დროს ნათქვამია, რომ "აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა".

რაც ახლა ჩვენს წინაშეა, არ იგულისხმება წმ. სამების გამოცხადებად, არამედ იგულიხმება გამოცხადება ღმრთის სიტყვისა, რომელსაც თან ორი ანგელოზი ახლია. უეჭველად და უდავოდ, რათ თქმა უნდა მართლმადიდებლური ეგზეგეზის (განმარტება) მიხედვით, ყველა გამოვლინა ღმთაებისა ძველ აღთქმაში არის ძე და არა წმ. სამება თავისი სისავსით.


  • ასეთ ხედვას და მოსაზრებას გამოხატავს II საუკუნის მოღვაწე წმ. იუსტინე მარტვილი:

    "მოსე, კურთხეული და სარწმუნო მსახური ღმრთისა, აცხადებს, რომ ერთი მათგანი, რომელნიც აბრაამმა იხილა მამრეს მუხასთან არის ღმერთი, რომელსაც თან ახლია ორი ანგელოზი და რომელნიც გაიგზავნენ სოდომის დასაქცევად, სხვის მიერ, რომელიც მარად ზევით ზეცაში რჩება, რომელიც არ უნახავს არცერთ ხორციელს (ე.ი ქმნილებას საერთოდ - მთარგმ.), და რომელიც თვისით იტყვის არავინ სხვასთან, რომელსაც ჩვენ ყოვლის შემოქმედად და მამად სახელვდებთ. (დიალოგი. 56)"


  • ასეთივე ხედვა აქვს სევერიანს - გაბალელ (ქ. სირიაში) ეპისკოპოსს V საუკუნეში:

    "ქრისტე გეჩვენა შენ, ჰოი ერთი ჩინებული, მოაცილა ორმა ანგელოზმა, და შენი სტუმართმოყვარეობით მეგობრად შეიქენი ღმთისა და ანგელოზთა... ქრისტე გეჩვენა შენ, ვითარცა ჩვენება კაცისა, გამოგეცხადა თავისი ღმრთაების იდუმალებით და გამომხსნელი დარჩენით დედამიწაზე (ე.ი ქრისტეს, გამომხსნელი, 33 წლიანი ცხოვრება დედამიწაზე)... ხოლო შენ შეიცანი ვითარცა შუამავლი ძე, რომელიც ორი ცოცხალი არსების შორის იცნობების" (ანუ ღმერთი და ადამიანი) - (პატროლოგია გრეკა 56:546)
IPB-ს სურათი


  • ასევე ორიგენე, თუმცა იგი გვთავაზომს ეგზეგეზას, რომლის მიხედვით სამი კაცი არის სახე წმ. სამებისა, მაგრამ მის სიტყვებში გადმოცემულია თხრობა ღმრთის სიტყვის გამოცხადებისა ორ ანგელოზთან ერთად:

    "პირველ რგიში გაითვალისწინეთ, რომ ორ ანგელოზთან ერთად უფალი ესტუმრა აბრაამს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ორი ანგელოზი, რომლნიც შემდეგ ლოტთან მივიდნენ" (პატროლოგია გრეკა 12:184)
ასევე ეკლესიის ისტორიკოსი ევსები კესარიელი აღწერს ამ მოვლენას, როგორც ჩვენებას "უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისას" ორ თანმხლებ ანგელოზთან ერთად. იგი კონკრეტულად მიუთითებს და ამბობს, რომ შუა ფიგურა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გამორჩეულია თავისი ღირსებით.

IPB-ს სურათი

წმ. სამების სიმბოლო მხოლოდ ტრაპეზთან იხილვება


  • იგივე ნიშვნელობის მქონებელია წმ. რომანოზ მელოდისტის კონდაკი წმიდა განცხადებისა:

    "რაჟამს ღმერთი ეჩვენა აბრაამს, ოდეს მამრეს მუხასთან იჯდა, იხილვებოდა იგი ვითარცა კაცი, ხოლო მან არა უწყოდა ვინ იყო, რადგან ვერ ეტვირთა ესე: არამედ ახლა ჩვენთვის ასე აღარ არის, რამეთუ თავის პიროვნებაში სიტყვა ხორციელ იქმნა"

    "მაშინ, როცა ღმერთი ეჩვენა აბრაამს, მასში მას ღმერთი არ უხილავს, არამედ ჩვენ ვხედავთ მას, რამეთუ ესრეთ ინება მან, და ჩვენ გვაქვს შემეცნება ერთისა მის, რომელი გამოცხადდა და განანათლა ყოველი"
  • პროკოფი ღაზელი VI საუკუნეში გვეუბნება, რომ (წერილის) გადმოცემას სამი კაცის შესახებ მამრესთან, მის დროს სამი სახით აღიქვამდნენ:

    "ზოგნი ამბობენ, რომ ისინი არიან სამნი ანგელოზნი, სხვანი - ერთი მათგანი ღმერთია ორი კი ანგელოზი და სხვები კიდევ - ეს სამი წმ. სამების სახეაო" (პატრილოგია გრეკა 12:184)
ასე ჩანს, რომ პირველად იხილვება სახე წმ. სამებისა წმ. კირილე ალექანდრიელის თხრობაში, რომლის განცხილვითაც მხოლობითი ფორმა "უფალო" მიუთითებს წმ. სამების ერთობაზე (ერთ ბუნებაზე). მაგრამ ძველი პატრისტიკული კომენტარები სამ კაცში ხედავს ღმრთის სიტყვას ორ ანგელოზთან ერთად.

ამავდორულად რუბლიოვის ხატი საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით კანონიკურია, მასზე იხილვება სიმბოლური სახე წმ. სამებისა; სხვა ხატი წმ. სამებისა, რომელიც მამას გამოსახავს, როგორც "ძუელი დღეთა" და ქრისტეს, როგორც ძე კაცისას - სულიწმიდასთან ერთად, რომელიც მტრედის სახითაა ნაჩვენები, ვითარცა ნათლისღებისას იორდანეში - არის შეცდომა (იხილეთ ზემო სტადია "ძუელი დღეთას" შესახებ). მამა ღმერთი არც ერთხელ არ გამოჩენილა ძველ აღთქმაში:

ციტატა
არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ. (იოვანე 6. 46)


ციტატა
ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. (უივაბე 1.18)


IPB-ს სურათი


ასეთი ხედვა შეუსაბამოა ძველი აღთქმის ადრეულ პატრისტიკულ შემეცნებაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 12 2012, 06:06 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ქრისტე და მოსე

ალბათ ღმრთის გამოცხადებათაგან ყველაზე ცნობილია გამოცხადება ღმრთისა, ცეცხლმოდებული (შეუწველი) მაყვლოვანი ბუჩქი, რომელიც იხილა მოსემ (გამოსლვათა 3. 1-6)


ციტატა
"მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად.
ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების.
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს? ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა. "


IPB-ს სურათი


"მანამ, სანამ რაიმეს ვიტყოდეთ ამ ყველაფერზედ, აუცილებლად უნდა ვთქვათ რაღაც "უფლის ანგელოზის" შესახებ, რომელიც ეჩვენა მოსეს "ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო"

დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი

პატრისტიკულ მემკვიდრეობას უპყრია სწავლება, რომელის მიხედვითაც "უფლის ანგელოზი" ძველ აღთქმაში არის ღმრთის სიტყვის ერთერთი სახელი სხვა მრავალთა სახელთაგან. ნამდვილად და ჭეშმარიტად ერთიერთ ადრეული ქრისტოლოგიურ სახელწოდებათაგან. წმ. წერილში ძალიან ხშირად "უფლის ანგელოზი" არ ნიშნავს, ერთს რომელიღაც ანგელოზს ზეციურ ძალთაგან განსხეულებულს, არამედ ამ ტერმინით გამოითქმის ქრისტე წინა-განკაცებამდე. ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს (იგივე მაცნე), და ძველი აღთქმა "ანგელოზად" მაინც და მაინც, აუცილებლად ზეციურ მხედარს არ გულისხმობს ხოლმე - არამედ, შეიძლება ასევე ადამიანიც იგულისხმოს. უპირატესად სიტყვა არის ღმრთის მაუწყებელი (მაცნე), მიმთხრობელი, გამაცხადებელი. ამდენად, წმ. იუსტინე მარტვილი ხშირად რამდენჯერმე იხსენიებს ქრისტეს, როგორც ანგელოზს. ძირითად წყაროდ წმ. იუსტინესთვის და მასთან ერთად ეკლესიის სხვა მამებისათვის, ალბათ ისაიას წინასწარმეტყველების 9. 6-ე მუხლის "სამეოცდაათთა" (სეპტუაგინტას) თარგმნანი იყო:

ციტატა
რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძჱ მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან სახელი მისი დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი თანა-მზრახვალი, ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფ!, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ, რამეთუ მოვაწიო მშჳდობაჲ მთავართა ზედა, მშჳდობაჲ და სიცოცხლჱ მისა.


და ამას გარდა იუსტინე, მიუხედავად "უფლის ანგელოზის" ან "დიდი ზრახვის ანგელოზის" ტერმინთა უხვი გამოყენებისა, არასოდეს ცდილობს განმარტოს, რომ ანგელოზი არის სიტყვა ღმრთისა, რადგან ანგელოზად, რომ მართლაც ქრისტე მოიხსენიება ნათელი და აშკარა იყო მათთვის, რომელნიც ახლოს და კარგად იცნობდნენ ისაიას (9. 6) წინასწარმეტყველებას. რამდენადაც ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ისაიას 9. 6 მესიას უკავშირდება, და სახელწოდება "დიდი ზრახვის ანგელოზიც" აღნიშნავს ასევე ქრისტეს, მოსდევს ის, რომ ქრისტე მართლაც ის უფლის ანგელოზია, რომელიც ეჩვენა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს (მაგ. დაბ. 15. 22; დაბ. 28. 35; გამ. 3, ისო ნავ. 5. 6).

იუსტინე ამოწმებს, რომ განსხვავებით სხვა ანგელოზთა გამოცხადებათაგან ძველ აღთქმაში, ეს ანგელოზი თვით ღმეთია. ეს კარგადაა ახსნილი ქვემოთ:

"ამით იუსტინე ამახვილებს ყურადღებას, რომ ძველი აღთქმაში უფლის ანგელოზთა გამოცხადებათაგან, ეს ანგელოზი არის სრული ღმერთი. როდესაც ხილვებში კონკრეტულად ეს ანგელოზი ჩანს ხოლმე, ისინი რომელნიც ხედავდნენ მას აცხადებენ, რომ მათ იხილეს ღმერთი და განკვირვებულნი არიან, რომ ცოცხალნი დარჩნენ. მრავალ ადგილას ეს ანგელოზი საუბრობს პირველ პირში, როგორც უფალი და ღმერთი, იღებს თაყვანისცემას და იწირავს მსხვერპლს და სადაც ის დგას, მიწა ფრიად აღმატებული და წმიდა ხდება; კიდევ სხვა ადგილებში ღმრთის საუბარი მესამე პირშია და ქმედითად დაქვემდებარებულია, როგორც ანგელოზი, ღმრთისაგან უწყების გადმოსაცემად გამოგზავნილი. ხოლო მაშინ, როდესაც ეს ადგილები გაერთიანებული და შერწყმულია სვებთან (მაგ. დაბ. Gen 1. 26; 19. 24; ფს. 45. 6–7; და 110. 1), რომელთა სახიდანაც საუბარისას პირთა სიმრავლე ჩანს ღმრთაებაში, იუსტინეს არგუმენტი მართლაც უდავო და დაურღვეველი ხდება. ამგვარად საკვანძო ადგილას, სადაც თავის თხრობაში იუსტინე, ძველი აღთქმის ღმრთისგნაცხადებათა შესახებ "ანგელოზის" სახელწოდებას ოთხჯერ მოიხსენიებს, შეუდრეკელად ადანაშაულებს გამზვიადებელთ, როცა ამბობს ქრისტეზე: "ის არის მოიხსენიებული ღმერთად, ის არის ღმერთი და მარად ღმერთი იქნება" (დიალოგი 58)
  • თავის დიალოგში ტრიფონის მიმართ, იუსტინე წერს:

    "ის, რომელიც იხსენიება ღმერთად და ეჩვენებოდა პატრიარქებს, აგრეთვე ანგელოზად და უფლად იწოდება, რათა აქედან შენ შეძლო მისი შემეცნება ვითარცა მღვდლისა (შუამავლისა, დამხმარისა...) ყოველთა მამის მიმართ.... ის... აბრაამს ეჩვენა ვითარცა კაცი, და... ეჭიდებოდა იაკობს კაცის სახით"
[LVIII]
  • ასევე ნოვიციონი (დაახ. 200–58 / ანტიპაპი) ამტკიცებდა, რომ "დიდისა ზრახვისა ანგელოზი" უფრო აღმატებული, უმაღლესი და მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ანგელოზი:

    "... სახელი "ღმერთი" არასოდეს ყოფილა მინიჭებული ანგელოზებისათვის.... ასე, მხოლოდ "დიდი ზრახვის ანგელოზი" იწოდება
[ სამების შესახებ, XVIII]
  • წმ. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ წერს:

    რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე.
[ებრ. 1. 5. ასევე ფსალმუნი 2. 7]


ამდენად "უფლის ანგელოზი", რომელიც ესაუბრება და ეჩვენება აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყელა წინასწარმეტყველს ძველი აღთქმის მთელს სივრცეში არის მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა. და ასევე "ანგელოზი უფლისა", რომელიც ეჩვენა მოსეს სინას მთაზე არის თვით ღმერთი: "მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი". "და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა"(გამ. 33. 11). "და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ" (რჯლ. 34.10). თუმცა თვით ქრისტე აცხადებს, "არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ" (ინ. 6. 46). "ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა." (ინ. 1.18). ნუთუ ქრისტეს სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც "გამოსლვათა" და "სჯულის" წიგნებში სწერია? ნუ იყოფინ! არავითარ შემთხვევაში, რამეთუ როდესაც მოსე მართლაც ხედავს ღმერთს, ხედავს არა მამას არამედ ძეს. ამაზე მიანიშნებს ახალი აღთქმაც, როცა ქრისტე ამბობს: "ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ" (ინ. 8. 58).

ზოგიერთი კომენტატორი აქ ხედავს ქარაგმას და კავშირს, ღმრთის სიტყვებთან, როდესაც მოსე ჰკითხავს ღმერთს მის სახელს და უფალი პასუხობს (სამოცდაათთა თარგმანში - სეპტუაგინტა), "მე ვარ ერთი-იგი რომელი არს"; (ებრაულში) "მე ვარ, რომელი ვარ". "ესრე არქუ: რომელ არს მომავლინა მე თქუენდა."
  • წმ. იუსტინე მარტვილი ნათლად გვიჩვენებს, რომ შეუწველ მაყვლოვანში "უფლის ანგელოზი" არის გამოცხადება ღმრთის ძისა:

    "არც აბრაამს, არც ისააკს, არც იაკობს, არც სხვა ადამიანს უხილავს როდესმე მამა, გამოუთქმელი და აღუწერელი ყოველთა უფალი...; არამედ ერთმა, რომელიც, თანახმად მისი (მამის) ნებისა აგრეთვე არის ღმერთი, თავისი ძე, და თავისი შუამავალი ანგელოზი მისი ნებით, რომელმაც განიზრახა შობილიყო ვითარცა კაცი ქალწულისაგან, და რომლიც უწინ, ოდესღაც ცეცხლის სწორ შეიქნა - რაჟამს ესაუბრებოდა მოსეს ბუჩქნარიდან"
[დიალოგი 127]




დაუმთავრებელია.... გაგრძელება იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2012, 08:36 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი ჯიგარი ხარ...
საინტერესოა ზალიან...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 13 2012, 08:08 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სინა, ქორები და თაბორი

მართლაც, რომ ღმრთის სიტყვა განეცხადა მოსეს კიდევ უფრო ნათელი გახდება მაშინ, როცა განვიხილავთ ღმრთაებრივი დიდების სხვა გამოცხადებას სხვა მთაზე, ამჯერად ახალი აღთქმიდან. წმ. მათეს თავში (სახარებაში), კერძოდ 17. 1-9 მუხლებში აღმოვიკითხავთ თხრობას ფერისცვალებაზედ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა თაბორის მთაზე (იხ. აგრეთვე მარკოზი 9. 2-8, ლუკა 9. 28-36);

ციტატა
შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: "უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა." და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ." და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: "აღდეგით და ნუ გეშინინ!" და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ.


IPB-ს სურათი


რატომ გამოცხადდნენ მოსე და ელია ქრისტესთან ერთად თაბორის მთაზე? - რათა გაცხადებულიყო, რომ ქრისტე ღმერთია, რომელიც მოსეს სინას მთაზე ეჩვენა და ელიას კი ქორების მთაზე. მოდით უფრო ახლოდან ვიხილოთ ძველი აღთქმის ეს ორი გამოცხადება (ქვემოთ):

სინას მთაზე


"ჰრქუა მოსე უფალსა: "მიჩუენე დიდებაჲ თავისა შენისაჲ". და ჰრქუა უფალმან მოსეს: "მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა; შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რომელმანცა იხილა პირი ჩემი და ცხონდა." და ჰრქუა უფალმან: "აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა. რაჟამს წარვიდეს დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი არა იხილო."

[გამ. 33. 18-23]


ქორების მთაზე


"შევიდა მუნ ქუაბსა მას და დაადგრა მუნ და, აჰა, სიტყუაჲ უფლისაჲ იყო მისა და ჰრქუა: "რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?" და ჰრქუა ელია: "შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისაჲ, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად." და ჰრქუა: "გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა. და, აჰა, უფალი წარვიდოდის, და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა - და არა ქარსა მას უფალი; და შემდგომად ქარისა მის ძრვა და არა ძრვასა მას უფალი; და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი და არა ცეცხლსა მას უფალი; და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისაჲ და მას შინა უფალი." და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქუაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?"

IPB-ს სურათი


[III მეფ. 19: 9-13]


ციტატა
ეკლესიაში ეს ორი ტექსტი იკითხება ფერისცვალების დღესასწაულის მწუხრზე, ამით ეკლესია მრევლს გადმოსცემს განმარტებას ფერისცვალებისა, სწორედ ძველი აღთქმის ამ ორ გამოცხადებასთან შედარებით. გამოსლვათა 24-ე თავში ღმრთის დიდება გარდამოდის მთაზე და მოსე შედის ღრუბელში. წმ. მათეს 17-ე თავში "ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა" მოციქულებს (ე.ი ღრუბელმა მოიცვა მოციქულები, ისინი მასში გაეხვივნენ). გამოსლვათა 24-ე თავში ღმერთი წარვალს მოსეს წინაშე და მოსე პირქვე დაემხობა მიწაზედ და თაყვანსცემს მას. III მეფეთას 19-ე თავში წმ. ელია ცხდადად განიცდის ღმრთის თანადასწრებას (თანამყოფობას) ასეთი ქმედებით "დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქუაბსა მას თანა", ამავდროულადაც მათეს 17-ე თავში მოციქულნი ეზრახებიან ღმრთის დიდებას მსგავსსავე სახით.


ღმრთაებრივი დიდების ეს სამი გამოცხადება მთებზე, გამოცხადებაა ღმრთის სიტყვისა. ფერისცვალებისას სიტყვა, რომელიც ეჩვენა მოსეს სინაზე და ელიას ქორებზე ახლა ხორციელ იქმნა, და თაბორზე თვით განუცხადა მოციქულებს თავისი ღმრთაებრივი დიდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:14 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



სად იყავით კაცო აქამდე biggrin.gif

ციტატა
«მოდით მიწამდე მოვიდრიკოთ თავი, მოდით ყოველნო ერნო უგალობეთ და განადიდეთ ყრმა ღმერთი, ორმოცი დღისა და საუკუნეთა უწინარესი, პატარა - თავმდაბალი ჩვილი და «ძუელი დღეთა», ჩვილი ძუძუს მწოვარი და შემოქმედი საუკუნეთ»


ეს სიტყვები "ძეს" ეხება თუ "მამას"?



--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 13 2012, 08:29 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აბდალა

მართლმადიდებელი ეკლესიის (ამასთან იგულისხმება რათქმაუნდა ძველი პატრისტიკული საგანძურიც) განმარტებით ეს ეხება ღმრთის სიტყვას - ძე ღმერთს, რადგან მან ინება ხოფილიყო "პატარა - თავმდაბალი ჩვილი, ყრმა და ამავდროულად "დღეთა უძველესი", საუკუნეთა შემოქმედი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:35 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



აკაკი

გმადლობ madlioba.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 13 2012, 08:46 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აბდალა
ციტატა
ეს სიტყვები "ძეს" ეხება თუ "მამას"?

დამოდარასbiggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 08:52 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
დამოდარას


biggrin.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 13 2012, 11:02 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აღსრულება სჯულისა და წინასწარმეტყველთა

“და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის”

[იოვანე 1:14]


წმ. ლუკას სახარებაში (4. 16-21) ვკითხულობთ, რომ ქრისტემ ქადაგება დაიწყო ნაზარეთის სინაგოგაში შესვლით, იქიდან სადაც თვითონ გაიზარდა. დადგა იგი და მოსცეს გრაგნილი ისაია წინასწარმეტყველისა, მან განყო (გაშალა) წერილი და წაიკითხა შემდეგი მუხლები

"სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული."

და შეყო წიგნი დაჯდა და თქვა: "დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა".

მგვარად, ქრისტემ ქადაგება დაიწყო განცხადებით, რომ ყოველი რაც იყო ნაწინასწარმეტყველები წერილში აღსრულდა მასში. მთელი მისი ამქვეყნიური მოღვაწეობა, ახალი აღთქმის წერილთა მთელს სივრცეზე, გვახსენებს, რომ ძველი აღთქმა აღსრულებას იესუ ქრისტეში ჰპოვებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მხოლოდ , რომ ქრისტე ასრულებს იმ წინასწარმეტყველებებს რაც წიგნებში წერია, არამედ იმას, რომ ქრისტე თვითონ არის აღსრულება ყველა "თეოფანიისა", ყველა საღმრთო საქმისა, ღმრთაების ყველა გამოცხადებისა. ესევე ღმერთი, რომელიც ეჩვენა აბრაამს მამრესთან, რომელიც ეჩვენა მოსეს სინაზე და ელიას ქორებზე, რომელიც ეჩვენა და ესაუბრა წინასწარმეტყველებს და პატრიარქებს, არის ძე და სიტყვა ღმრთისა, რომელიც კაცად იქმნა და იცხოვრა ჩვენს შორის, რომელიც შევიდა ადამიანური ცხოვრების და სიკვდილის სისრულეში, რათა ჩვენ შეგვძლებოდა შესვლა მისი აღდგომის სავსებაში , ჭეშმარიტების, ღმრთაებისა და საუკუნო ცხოვრებისა სავსებაში.

ეკლესიის მამები გვმოძღვრავენ, რომ ყველაფერი რაც ძველ აღთქმაშია ქრისტეს შესახებაა. შესაქმიდან მალაქიამდე ძველი აღთქმა სავსეა სიტყვათა გამოცხადებებით, ქრისტეს წინასახეებით, ნიშნებითა და სიმბოლოებით, უბიწო შობა, ჯვარი, ნათლისღება და ევქარისტია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უამრავ წინასწარმეტყველებაზე, რომელნიც ქრისტეს შესახებაა. ეკლესიის მამათათვის აშკარაა, რომ მთელი ძველი აღთქმა ყველაფერია ქრისტეს შესახებ, და მან ყველა გაგებით, ჭეშმარიტად "აღასრულა სჯული და წინასწარმეტყველნი". ქრისტეანობისათვის ძველი აღთქმა, როგორც წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, არის მზარდული (აღმზრდელი) რომელმაც მიგვგვარა ჩუენ ქრისტეს (გალ. 3. 24). მის ჭეშმარიტ მნიშვნელბას და ზეითგან შთამოგონებულობას მაშინ მივემთხვევით, როცა ვკითხულობთ, ვეცნობით და განვიხილავთ მას ქრისტოლოგიურ ნათელში. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ პატრისტიკული აღქმა და შემეცნება ძველი აღთქმისა, რათა წიგნთა კითხვით, ჰიმნოგრაფთა და ეკლესიის მამათა თვალებთან ერთად, ვხედავდეთ ქრისტეს ყველაფერში. როგორც მამა ეფრემ ლაში ამბობს:
  • "ჰიმნოგრაფებს არ ესაჭიროებათ ძებნა სიმბოლოებისა და სახეებისა; "ძელი", თუ "ხე", არამედ უშვალოდ და პირდაპირ გვთავაზობენ ჯვარს; ჭურჭელს უწოდებ თუ სხვა რაიმეს, მაინც რაღაც ძვირფასს იტევს, საშო მარადქალწულისა დედისა ღმრთისა. მამათათვის და ჰიმნოგრაფთათვის ყოველი სიტყვა წირილისა საუბარია ქრისტესი, განკაცებული სიტყვისა, მათ ანდერძად ეკლესიას ღმრთისმეტყველებისა და სულიერების არაჩვეულებრივი სიმდიდრე დაუტოვეს, რომელიც მუდამ შემხსენებელია, რომ ქრისტეანობა რელიგიაა არა წიგნისა, არამედ ცოცხალი, ცოცხალი სიტყვისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 18 2012, 07:05 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ერთი რაგაც ვერ გავიგე, თუ ძველი დღეთა ძე ღმერთია, რატომ წერია ძე კაცისას მსგავსი მივიდა ძველ დღეთასთან და მიყვანებულ იქნაო მასთან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 18 2012, 10:32 PM
პოსტი #14


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 13 2012, 08:46 PM) *

აბდალა

დამოდარასbiggrin.gif biggrin.gif

აჰა აქაც შეტენეს ეს სიტყვა laugh.gif მერე იტყვიან სად ვახსენებთ აბაო?
დამოდრა ვინ ოხერიაო იკითხავს ვინმე მერე მოაყოლებენ დამოდრა ეს ის კაცია კომბლებსა თლის ჭერში აწყობს და ვინც შენ შეგჭამს თავში ჩაგცხობსო laugh.gif
მე არ მეშIნია დამოდრასიო
და წავიდა ჰეეეე laugh.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 18 2012, 10:46 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(ხახაბოელი @ Apr 18 2012, 08:05 PM) *

ერთი რაგაც ვერ გავიგე, თუ ძველი დღეთა ძე ღმერთია, რატომ წერია ძე კაცისას მსგავსი მივიდა ძველ დღეთასთან და მიყვანებულ იქნაო მასთან.

კონტექსტია კარგად გასაცნობი და გამოსაკვლევი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 18 2012, 10:46 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ «ძე კაცისად» იწოდება ქრისტე, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, თითქოს «ძუელთა დღეთა» მამაა. ეკლესიის მამათა სწავლება გვიჩვენებს, რომ ძე კაცისა (წოდება) ეხება განკაცებულ სიტყვას, «ვინაიდან ეს არის მისი თავმდაბლობა, რომ ის (ქრისტე) კაცის ძედ სახელ-იდების» (წმ. ათანასე დიდი, ეპისტოლე ანტიოქეს (? Antiochus) მიმართ). ხოლო «ძუელი დღეთა» არის სიტყვა (იგივე ძე კაცისა), თავის წინა-განკაცებამდე. ამიტომ «ძუელი დღეთა» და ძე კაცისა არის ერთი და იგივე პიროვნება:


“მოდით ყველამ აღვამაღლოთ ჩვენი თვალები ზეცად ღმრთისა მიმართ, მსგავსად მგოდებელი იერემიასი: ერთი, რომელიც გამოჩნდა დედამიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენი, რომელიც სიხარულით (შდრ, “ნათელი მხიარული”) იქცეოდა კაცთა შორის, რომელსაც არ განუცდია ცვლილება, რომელმაც სხვადასხვაგვარად გამოუჩინა თავი თვისი წინასწარმეტყველთ, რომელსაც ეზეკიელი ახსენებს, როგორც კაცის სახით ცეცხლოვან ეტლზე, და დანიელი, როგორც კაცის ძეს და ძუელსა დღეთას, ერთადერთი უფლის ძველ და ახალ გამოცხადებას: ერთი, რომელი განსცხადნა და განანათლა ყოველი” (წმ. რომანოზ მელოდისტი, II კონდაკი განცხადებისათვის) - (მოცემული თარგმანი არ არის საეკლესიო, ძველი ქართულიდან გადმოტანილი ახალ ქართულზე, ამდენად იგი არ არის ზუსტი, არამედ თარგმნილია შინაარსის გასაგებად) არაერთი საგალობელი თუ პატრისტიკული ჰომილია მაცხოვრის შობის შესახებ, ჩვენში იწვევს იმას, რომ გვაფიქრებს იმ სიღრმეზე, «ძუელთა დღეთას» სრული თავმდაბლობისა, ჩვენთან ყველაზე დაუცველად და უმწეოდ მოსულისა და წარმოჩენილისა, ვითარცა ახალშობილი ყრმისა:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 21 2012, 12:36 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ეკლესიის მამების ნაწილს ახასიათებდა კონტექსტიდან ამოგლეჯა სიტყვების, ამიტომაცაა აქ ძე ღმერთად გაგებული.

აკაკი

დანიელის 7:9-ში წერია: "დაჯდა ძველი დღეთა..."

ხოლო 9:13-ში:

"აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე."

მაქსიმუმ აქ იგულისხმოთ რომ "კაცის ძე" ან კაცი იესო ქრისტეა ან ანტიქრისტე.

მაგრამ გრძელდება: "მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა."

ანუ საუბარია იესო ქრისტეზე, მესიაზე...

ხოლო "ძველი დღე" ნიშნავს ღმერთს...

"ძველი დღე" და იესო ქრისტე ერთი და იგივე არაა...



პ.ს. შეუძლებელია ერთი და იგივე პიროვნებაზე იყოს საუბარი. მაშინ გამოვა, რომ ღმერთი თავის თავთან მივიდა და თავის თავს თავისი თავი წარუდგინა.

ციტატა(აკაკი @ Jan 9 2012, 08:06 PM) *

მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენება «ძუელთა დღეთა» განიმარტება, როგორც ჩვენება მამა ღმერთისა. მაგრამ საწინააღმდეგოდაა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, ეს არის ჩვენება ძე ღმერთისა, ღმრთის მარადიული სიტყვისა, ქრისტესი ვიდრე მის განკაცებამდე.


მე ამას ნახევრად ნესტორიანულ გაგებას ვეძახი. აშკარად ორი სხვადასხვა პიროვნებაა ქრისტე და "ძუელი დღე" კონტექსტში...

მერე ყველაფერი "უზუსტობა" რაც ზოგიერთს ჰქონდა თეოდორე მოფსუესტელს და ნესტორს დაბრალდათ...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 21 2012, 11:58 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ვინც იცის იქნებ გამარკვიოს, მართლმადიდებლური სწავლებით დანიელის ეს ხილვა განკაცების მომენტს გულისხმობს?ანუ დანიელმა ნახა ძე ღმერთის განკაცება?თუ ასეა, ყველაფერი გასაგებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 21 2012, 12:25 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აი მეც როგორ გავიგე, ანუ განმარტებია ისეთია, რომ იხილა ძის მომავალი განკაცება, ანუ როგორ გამოცხადდებოდა მომავალში ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 21 2012, 12:36 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ესეიგი დანიელმა ნახა ძე ღმერთის ღვთაებრივი ბუნება ადამიანისათვის აღსაქმელი სახით (ძველი დღეთა) და ძე კაცისას მიყვანება ძველ დღეთასთან არის განკაცების მომენტი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი