ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები |
bakolavio |
Dec 15 2013, 07:18 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 |
ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?
ბიბლიის თავი : მუხლი ამონაცერი ბიბლიიდან მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. 2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია. 1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება. 1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება. იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.. 1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“ ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ. 2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება. იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე.. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას. მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 07:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი