IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რუსეთის ეგზარხოსის მიერ საქართველოს დაწყევლა, შეიძლება თუ არა ეს ზემოქმედებდეს ჩვენს ერზე
damiane80
პოსტი Jun 16 2009, 05:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



თემა ასეთია,

როგორც მე მასხოვს ეს ისტორია, სასულიერო სემინარიის სტუდენტმა მოკლა ამავე სემინარიის რექტორი ჩუდეცკი (გვარი თუ არ მეშლება), რის გამოც მაშინდელმა საქართველოს ეგზარქოსმა (რომელიც ბუნებრივია რუსი იყო) წირვაზე ქადაგებისას, მთელი საქართველოს წინაშე დაწყევლა და შეაჩვენა ის ერი, რომელმაც ჩუდეცკის მკვლელი წარმოშვა (ეგ ჩუდეცკი ვინც იყო ეს ცალკე თემაა ისე)

ამ თემაზე იყო გამოხმაურება გააკეთა დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც საბოლოო ჯამში ვერაგულად მოკლეს.

საკითხიუ ასეთია, ეგზარქოსს (როგორც სასულიერო პირს) მინიჭებული აქვს "შეკვრისა და გახსნის" უფლება. აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი, რამდენად სწორია საერთოდ სასულიერო პირის მიერ დაწყევლა (შეჩვენება), მეორეც თუ ეს სერიოზული საკითხია, მაშინ რამდენად აქვს ამ დაწყევლას ძალა და როგორ შეიძლება იგი "მოიხსნა"

წინასწარ შენდობას ვითხოვ ტერმინოლოგიური თუ სხვა უზუსტობებისათვის, მაგრამ მე მგონი საკითხის არსი გასაგებია.

ველი თქვენს გამოხმაურებებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 16 2009, 05:18 PM
პოსტი #2


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ვისი სახელით შეაჩვენა ღმრთისმსახურმა?
უფლის?
უფალი სწყევლის ?

აბა რა ძალა აქვს ვიღაცის ბოდვას, როგორ კაბაშიც უნდა იყოს გამოწყობილი?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2009, 05:46 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სოსო ლაღიშვილის მიერ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, ანერვიულებულმა და საქართველოზე და ქართველებზე ისედაც აღრენილმა ვაიეგზარქოსმა ლებედევმა პავლემ რაღაც ბოდვა წარმოთქვა.
ეკლესიოლოგიურად ერის დაწყევლა და "შეკვრა" არ ხდება, და ეს აბსურდია, ერი არის უამრავ ადამიანთა ერთიანობა, რომელზეც ძალაუფლება მხოლოდ ღმერთს აქვს და მეტს არავის, ხოლო ეს ჭკუანაღძობი ხალხი ვინ იყო ყველამ იცის:
1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმიდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის, ამას ემატებოდა ცალკეულ უღირს ეგზარქოსთა საქციელიც, ისინი ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნუმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია, რომლის მღვდელმთავრები, სამწყსოსთან ერთად, იტანდნენ ყოველგვარ გაჭირვებასა და სიმძიმეს, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსათვის, საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა. ყოველივე ამან მოსახლეობის აღშფოთება და გაბოროტება გამოიწვია. ამ პროცესს აჩქარებდა ეგზარქოსების აშკარად გამოხატული ანტიქართული საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ ღვთივსულიერი რუსი მამები აფრთხილებდნენ საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს, პატივითა და კრძალვით მოპყრობოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულთა მოქცეულ ქვეყანას.საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები.
ასე რომ ლებედევის წყევლა კი არა, საკუთარი თავის გამოუსწორებლობა გვღუპავს ჩვენ.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 16 2009, 07:39 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,888
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ღვთისმშობლის წილხვედრ



ეს რა ტქვი...

ციტატა
საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები.



იცი რა მწყინს, ეს ,,საქმეები, რომ შერჩა მთელ რუსეთს. ნუ დამიწყებ ქადაგებას მიმტევებლობაზე, ან რააც ვიმსახურებდით მივიღეთო. გასაგებია, მაგრამ ისინი, ამის გამკეთებლები აღარაფერს იმსახურებდნენ??? sad.gif

სამაგიერო,დ ჩვენ საყვარელი ნიკოლოზის და მთელი მის ოჯახს წმინდანად აღვიქვავთ ... ეს ცალკე თემაა ჩემთვის კდიევ ...

ციტატა
ასე რომ ლებედევის წყევლა კი არა, საკუთარი თავის გამოუსწორებლობა გვღუპავს ჩვენ.


უაპელაციოდ გეტანხმები smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 16 2009, 07:41 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









biggrin.gif წავიდეთ მკითხავს დავებაზროთ biggrin.gif
საწყალი დიმიტრი ...
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Jun 16 2009, 09:14 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ამ ხალხს რამე ჭირს თუ მეჩვენება? რასაც პუტინი საქართველოს და ქართველებს წყევლის... biggrin.gif
მერე მე რა? სახეზე გამომაყარა თუ დავკოჭლდი?ან იქნებ თქვენ გამოგაყარათ? a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 17 2009, 05:50 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(KAIROS @ Jun 16 2009, 05:46 PM) *

სოსო ლაღიშვილის მიერ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, ანერვიულებულმა და საქართველოზე და ქართველებზე ისედაც აღრენილმა ვაიეგზარქოსმა ლებედევმა პავლემ რაღაც ბოდვა წარმოთქვა.
ეკლესიოლოგიურად ერის დაწყევლა და "შეკვრა" არ ხდება, და ეს აბსურდია, ერი არის უამრავ ადამიანთა ერთიანობა, რომელზეც ძალაუფლება მხოლოდ ღმერთს აქვს და მეტს არავის, ხოლო ეს ჭკუანაღძობი ხალხი ვინ იყო ყველამ იცის:
1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმიდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის, ამას ემატებოდა ცალკეულ უღირს ეგზარქოსთა საქციელიც, ისინი ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნუმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია, რომლის მღვდელმთავრები, სამწყსოსთან ერთად, იტანდნენ ყოველგვარ გაჭირვებასა და სიმძიმეს, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსათვის, საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა. ყოველივე ამან მოსახლეობის აღშფოთება და გაბოროტება გამოიწვია. ამ პროცესს აჩქარებდა ეგზარქოსების აშკარად გამოხატული ანტიქართული საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ ღვთივსულიერი რუსი მამები აფრთხილებდნენ საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს, პატივითა და კრძალვით მოპყრობოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულთა მოქცეულ ქვეყანას.საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები.
ასე რომ ლებედევის წყევლა კი არა, საკუთარი თავის გამოუსწორებლობა გვღუპავს ჩვენ.
იხარეთ;
კაიროსი!

მიყვარს რა ეს კაცი smile.gif , ჩამოაჭიკჭიკებს ხოლმე ყველაფერს გასაგებად. მაგრამ ასეთი პატრიოტიც თუ იყო ეგ აღარ ვიცოდი. ეტყობა საქართველო მოგენატრა:smile.gif))
გაიხარე შენ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 17 2009, 10:29 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
სამაგიერო,დ ჩვენ საყვარელი ნიკოლოზის და მთელი მის ოჯახს წმინდანად აღვიქვავთ

მე არ აღვიქვამ...
მაგათზე უფრო დიდი წმინდანი ჩემთვის ჟანა დარკია biggrin.gif :სერიოზულად:

ხოდა, ეზგარქოსის წყევლა არა კვახი რა.... მაწყევარს წყევლა ისევ თვითონ დაუბრუნდება....

ჩვენი ცოდვები კიდე ჩვენი ბრალია...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jun 18 2009, 01:36 PM
პოსტი #9


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
ხოდა, ეზგარქოსის წყევლა არა კვახი რა....

ციტატა
ჩვენი ცოდვები კიდე ჩვენი ბრალია...

+1

smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 21 2009, 02:04 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(ქევანა @ Jun 17 2009, 10:29 PM) *

მე არ აღვიქვამ...
მაგათზე უფრო დიდი წმინდანი ჩემთვის ჟანა დარკია biggrin.gif :სერიოზულად:

ხოდა, ეზგარქოსის წყევლა არა კვახი რა.... მაწყევარს წყევლა ისევ თვითონ დაუბრუნდება....

ჩვენი ცოდვები კიდე ჩვენი ბრალია...


არა კაცო, ჩვენ ცოდვებს სხვას კი არ ვაბრალით smile.gif

უბრალოდ მაინტერესებდა ეს რამენაირად ხო არ უკავშირდება "შეკვრისა და გასხნის" ხელმწიფებას, რომელიც მინიჭებული აქვთ მოციქულებს და იქნედან გამომდინარე სასულიერო პირებს. ეგზარქოსიც ხომ სასულიერო პირია.

და საერთოდ რამდენად დასაშვებია სასულიერო პირის მიერ დაწყევლა ან შეჩვენება წმინდა დოგმატურეი თვალსაზრისით???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2019 - 12:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი